მართლაც რომ ბოლო ჟამის სუნი ტრიალებს...
მართლაც რომ ბოლო ჟამის სუნი ტრიალებს...
წმინდა ნიკოლოზ სერბი წერს: "აღსარება ეკლესიის მოთხოვნაა, რათა დაეხმაროს ადამიანს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელთაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს. აღსარება მოთხოვნაა ეკლესიისა, რათა დაეხმაროს ადამიანს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს... არავინ მივა ექიმთან, რათა საკუთარი ჯანმრთელობით იტრაბახოს; მიდიან იმისთვის, რომ თავიანთი წყლულები აჩვენონ. არავინ მივა მოძღვართან, რათა საკუთარი სიმართლით თავი მოაწონოს; მიდიან იმისთვის, რომ თავიანთი სიმართლის სახიფათო ბზარი დაანახვონ. სამკურნალოდ მისული ადამიანი სიამაყეს საავადმყოფოს კართან ტოვებს; ნეტარ არს, ვინც უკან დაბრუნებისას მას აღარ გაიხსენებს. ღმერთმა ინებოს, ტაძრიდან გამოსვლის დროს იგი სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს".

"არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა", - გვასწავლის სახარება. მაცხოვარი ამქვეყნად მოვიდა არა როგორც მსაჯული, არამედ როგორც მკურნალი, რათა ყველას, ვისაც გადარჩენა სურს, ვინც გრძნობს, რომ სჭირდება მხსნელი, თავისი მაცხოვნებელი მადლი მიანიჭოს.

მოძღვარი აღმსარებელს სულიერი სალმობისგან - ცოდვებისგან - ათავისუფლებს, ექიმი კი ხორციელი სნეულებისგან კურნავს, თუმცა უმეტესად ცოდვებში იმალება მიზეზი ხორციელი სატკივრისაც...

რუბრიკის სტუმარია თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა კონსტანტინე (გიორგაძე). მამა კონსტანტინე ერისკაცობაში ბავშვთა ქირურგი გახლდათ და, როგორც თავად ამბობს, ექიმის პროფესია სამოძღვრო პრაქტიკაში ძალიან დაეხმარა.

- როგორ დაუახლოვდით ეკლესიას?


- ბებიაჩემი ღრმად მორწმუნე ქალი გახლდათ. არ მახსოვს, ლოცვის გარეშე დაეძინა. მუდამ ხელაღპყრობით ლოცულობდა. მთელი ჩემი ოჯახი პატივისცემით და მოწიწებით ეკიდებოდა ეკლესიას.

ქუთაისში დავიბადე, გავიზარდე და სკოლაც იქ დავამთავრე. მე და ჩემი ძმა დავითი ხშირად დავდიოდით მოწამეთაში, მაგრამ იმხანად წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ იქ წმინდა დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები განისვენებდა. მერეღა გავიგეთ. ალბათ, ამ წმინდა მამების მადლით დაგვერქვა დავითი და კონსტანტინე...

ბავშვობიდანვე მქონდა ღვთის შიში. არ ვიცოდი, რა იყო აღსარება, ზიარება, მაგრამ ეკლესიისკენ გული მუდამ მიმიწევდა, მინდოდა ტაძარში შესვლა, მაგრამ მომეტებული შიშისა და მოკრძალების გამო ვერ ვახერხებდი.

სკოლის დამთავრების შემდეგ სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე. ერთხანს იქვე ვმუშაობდი ბავშვთა ქირურგად. სანკტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომოსი და ქართული სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლავართ. ქართული ეკლესიის დაარსებაშიც მივიღე მონაწილეობა. ამ ეკლესიის დაარსება ბატონი არისტო ბაგრატიონის წამოწყება გახლდათ. არანაკლები ღვაწლი გასწია სათვისტომოს თავმჯდომარემ, ბატონმა ბადრი კაკაბაძემ. ქართული ეკლესიის პირველი წინამძღვარი მამა გიორგი სხირტლაძე იყო, რომელმაც ჩამაცვა კიდეც პირველი სტიქარი. შვიდი წელი ვმედავითნეობდი ამ ტაძარში.

- სასულიერო პირობა როგორ გადაწყვიტეთ?

- განზრახული მქონდა, მედიცინას გავყოლოდი, მაგრამ უფალმა სხვაგვარად ინება (მადლობა მას ამისთვის!). მამა გიორგიმ (სხირტლაძემ) პირველად რომ მითხრა, იქნებ მოძღვრობაზე იფიქროო, გამიკვირდა, მეგონა, ხუმრობდა, შინაგანად არც დავეთანხმე, მაგრამ ბოლოს, მამა იოანე მირონოვის კურთხევითა და მამა მაქსიმე ჭანტურიას რჩევით, მაინც დავბრუნდი თბილისში, რათა სასულიერო აკადემიაში ჩამებარებინა და სასულიერო პირი გავმხდარიყავი. მანამდე პატრიარქს ვთხოვე კურთხევა. მისმა უწმინდესობამ ნება დამრთო.

თბილისში ჩამოსულს პირველი მამა გიორგი ზვიადაძე შემხვდა და გზაზე დამაყენა, რისთვისაც დიდად მადლობელი ვარ მისი. თუკი რამე ვიცი დღეს, მისი დამსახურებაა. მადლიერი ვარ ბატონი ედიშერ ჭელიძისაც, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა.

- სად და როდის გაკურთხეს ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად?

- დიაკვნად სიონში მაკურთხეს 2001 წელს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. ხელი მისმა უწმინდესობამ დამასხა. რომ მითხრა, მოემზადე, კვირას უნდა გაკურთხოთო, ენით გამოუთქმელი სიხარული დამეუფლა... ხოლო 2002 წლის 7 ივლისს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს, მღვდლად დამასხეს ხელი. ამ დღეს დაემთხვა ხსენება ყველა წმინდანისა, რომლებიც გაბრწყინდნენ რუსეთსა და ათონის მთაზე. ვფიქრობ, ამ წმინდანთა ლოცვა შემეწევა მღვდლობის მძიმე, მაგრამ საპატიო ჯვრის ტარებაში.

- როგორ გეხმარებათ მღვდელმსახურებაში პროფესიული გამოცდილება?

- მკურნალობის დაწყებამდე ექიმი აუცილებლად კრებს ანამნეზს - სრულ ინფორმაციას პაციენტის შესახებ. მეც, როდესაც აღსარებას ვიბარებ, თავიდან ბოლომდე ყველაფერს ვეკითხები აღმსარებელს. არ მინდა, ერთი ცოდვა მაინც დარჩეს მოუნანიებელი. მომხდარა ისეც, რომ მრევლის წევრს ექიმთან მისვლის საშუალება არ ჰქონია და მე გამისინჯავს, დანიშნულება მიმიცია. იმასაც ხშირად ვურჩევ, რომელ ექიმს მიმართონ...

ცნობილია, რომ ფიზიკურ და სულიერ სნეულებებს შორის პირდაპირი კავშირია. მართალია, გვაქვს ნეტარი იობის მაგალითი, რომელმაც არა ცოდვების გამო, არამედ ღვთის განგებით დაითმინა ურიცხვი განსაცდელი, მაგრამ უმეტესად ჩვენი ავადმყოფობა ცოდვას უკავშირდება. როცა ავად ვართ, კი არ უნდა ვიწუწუნოთ, უნდა ვმადლობდეთ ღმერთს - ოქროს, ბაჯაღლოდ რომ იქცეს, ცეცხლი სჭირდება; არც ფოლადი გამოიწრთობა უცეცხლოდ. ადამიანს ავადმყოფობა განწმენდს ცოდვებისგან. უფალი ყოველივეს შეგვინდობს, მაგრამ მას სურს, სასუფეველში შესვლამდე განვიწმინდოთ.

- თქვენ უკეთ იცით ჩვენი დროის ადამიანის სატკივარი. რა არის დღევანდელი საზოგადოების სენი და სად ხედავთ გამოსავალს?

- ჩვენი წინაპრები საფლავებიდან რომ წამოდგნენ და დღევანდელი ჩვენი ყოფა დაინახონ, ჩვენს დროში ცხოვრებას, ალბათ, აღარ მოისურვებენ. დღეს, მართლაც, უღმერთობის ხანა დგას. სულიერება მთელ მსოფლიოში მინავლებულია. ჩვენც შემოგვეპარა ბიწიერება. დაიკარგა ქართველი ქალის საქვეყნოდ განთქმული კდემამოსილება, განქორწინების ტენდენცია უფრო ძლიერია, ვიდრე ქორწინებისა, - ეს ტრაგედიაა, რომელსაც, ცხადია, თავისი მიზეზები აქვს, - იბღალება და ინგრევა ქალწულობის ინსტიტუტი, ზნეობრივი ცხოვრება ჩამორჩენილობად აღიქმება... ქალწულება მხოლოდ ფიზიოლოგიური მდგომარეობა არ არის, ეს სულიერი ბეჭედია ღვთისა, რომლის ახსნაც ქორწინების გარეშე არ შეიძლება. ცოლქმრობა უფლის წინაშე აღებული ჯვარია. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ უპირატესია მონაზვნობა, როცა ადამიანი თავს სწირავს უფალს, მაგრამ არანაკლებ სათნოა ქორწინება. დღეს კი ეს საიდუმლო უხეშ ხორციელებამდე დაეცა და დაკნინდა.

საქართველოს რაინდები ჰყავდა, ვიცოდით დედის, ქალის პატივისცემა, დღეს კი საკუთარი დედის სახელს ბღალავენ. ეს ტრაგედიაა, მართლაც რომ ბოლო ჟამის სუნი ტრიალებს... ნარკომანიას, ამ საშინელ სენს, ძალიან ცოტა ანებებს თავს და ისიც - ღვთის განსაკუთრებული მადლითა და განგებით და თვითონ ამ ადამიანის მონდომებით. ანკესზე წამოგებული თევზი ყველანაირად ცდილობს, თავი დაიხსნას; ფართხალებს, სისხლს ანთხევს. ჩვენც ასევე უნდა ვეცადოთ, თავი დავაღწიოთ ბოროტის მონობას.

- ბოლო დროს საქართველოში მრავალი ეკლესია აშენდა, ამოქმედდა, იმატა მრევლმა, მაგრამ, როგორც ჩანს, დროის სულისკვეთება მაინც ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს ზნეობასა და სულიერებაზე...

- დიდება უფალს, რომ ეკლესიები მომრავლდა. კარგია, რომ ადამიანი ტაძარშია და არა სექტაში, თუნდაც ეკლესიაში წესისამებრ არ იდგეს; უფალი მას შემდგომში უთუოდ გამოუჩენს გზას. კომუნისტების დროს ჩვენ ჯერ კიდევ მოგვდევდა სიწმინდე ჩვენი მშობლების, წინაპრების მადლითა და დარიგებებით, დღეს კი თავაშვებულ თავისუფლებას ქადაგებენ, რაც სინამდვილეში ეშმაკის მონობაა. ჭეშმარიტი თავისუფლება ღვთის მონობა და მეგობრობა გახლავთ.

- თქვენს ოჯახზეც გვესაუბრეთ. საზოგადოდ, როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი?

- პეტერბურგში დავოჯახდი. ჩემი მეუღლეც ექიმი გახლავთ, გინეკოლოგი. ამჟამად გვყავს ექვსი შვილი და ვცდილობთ, ღირსეულად გავუზარდოთ ეკლესიასა და სამშობლოს.

ქრისტიანული ოჯახი პატარა ეკლესიაა, სადაც პატრიარქი მამაკაცია. მას უნდა ემორჩილებოდნენ ცოლი და შვილები. ოჯახი სიამოვნებისთვის კი არ იქმნება, არამედ იმისთვის, რომ ოჯახის უფროსმა იგი უფალთან მიიყვანოს.

- მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ შვილების მიმართ. რას ურჩევდით მათ, როგორ აღზარდონ ბავშვებში სიკეთე, სიყვარული, ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა?

- დღეს საქართველოში შელახულია ეროვნული სული - მტერმა კარგად იცის, როგორ გვებრძოლოს: თუ ფესვს მოჭრი, ვეღარც ტოტი გაიხარებს. სურთ, ძირფესვიანად ამოძირკვონ ჩვენი არსებიდან მართლმადიდებლობა და ეროვნული ცნობიერება. სკოლაში ბავშვებს ლოცვებს აღარ აკითხებენ - სხვა კონფესიების წარმომადგენელთა უფლებები ილახებაო. საქართველო ყოველთვის მრავალკონფესიური ქვეყანა იყო, ოცი საუკუნის განმავლობაში სხვა ეროვნების წარმომადგენლები სულ ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ ხელი არასოდეს შეშლიათ. ასწავლიან თითქოსდა სქესობრივი ცხოვრების კულტურას... რაც ღმერთმა შექმნა, იმას სწავლა არ სჭირდება, ეს უფლის საიდუმლო სიბრძნეა და არა სააშკარაოზე გამოსატანი. ამ ცნობიერებით გაზრდილი ბავშვი ძნელი მოსარჯულებელი იქნება, რადგან სწორედ ბავშვობაში ყალიბდება პიროვნება. რკინა სანამ ცხელია, მანამდე იჭედება; რომ გაცივდება, მერე აღარაფერი ეშველება. მშობლები უნდა ვეცადოთ, ოჯახში ისეთი გარემო შევქმნათ, რომელიც ბავშვებს ჭეშმარიტი გზისკენ წაიყვანს. ჯერ თვითონ მშობელმა უნდა იპოვოს ჭეშმარიტება და მერე ამ ჭეშმარიტებით აღზარდოს შვილიც: ატაროს ტაძარში, მიაბაროს მოძღვარს...

- დღეს უამრავი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ზოგი - დროებით, ზოგი +- სამუდამოდ. როგორ უნდა შეინარჩUუნონ მათ ქართული სული და ცნობიერება?

- ემიგრანტობა უდიდესი ტკივილია. მე თვითონ 18 წელი ვცხოვრობდი უცხოეთში, მაგრამ დავბრუნდი და სანამ მე თვითონ ჩამოვიდოდი, ჩემი შვილები გამოვუშვი - არ მინდოდა, ისინი სხვა ერის შვილებად აღზრდილიყვნენ, რადგან მხოლოდ ეთნიკური წარმომავლობა ქართველობას არ ნიშნავს.

გული მტკივა, საქართველოდან რომ მიდიან. ადრე სიკვდილით დასჯაზე მკაცრ სასჯელად ექსორია - ქვეყნიდან გაძევება - ითვლებოდა. განდევნილნი სიცოცხლის რისკის ფასად ბრუნდებოდნენ სამშობლოში. დღეს კი პირიქით ხდება - უკანასკნელ პერანგს ყიდიან და გარბიან. ვინც საქართველოდან გარბის, ის ცხონების და, საზოგადოდ, ცხოვრების ჯვარს გაურბის. არ შეიძლება, ლერწამივით იქით მივიდრიკებოდეთ, საითაც ქარი დაგვიბერავს. არ შეიძლება საქართველოდან წასვლა, მით უფრო - დღეს, რადგან ეს არის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის საბოლოო ნავსაყუდელი. ყველას, რა თქმა უნდა, არ მივმართავ განკითხვის ენით - ზოგი ხომ ცოდნის შესაძენად მიდის, ზოგიც - იმისთვის, რომ ოჯახი გამოკვებოს, შემდეგ კი უკან დაბრუნდეს. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც უკან დაბრუნება ჯერ არ სურთ; განზრახული აქვთ, როცა მოხუცდებიან, მაშინღა დაუბრუნდნენ მშობლიურ ფესვებს... როცა კაცი დიდხანს ცხოვრობს უცხოეთში და არაქართველი მეუღლე ჰყავს, ეს უკვე გადაგვარების დასაწყისია. ქართულ ოჯახებსაც კი ისე აღარ უყვართ საქართველო, როგორც აქ დაბადებულებსა და გაზრდილებს.

- უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის იბეჭდება ჟურნალი "ფუძე", რომლის მიზანია ამ ხალხს ქართული სიტყვა მიაწვდინოს. თქვენ ამ ჟურნალის დამაარსებელი ბრძანდებით. გვიამბეთ, როგორ დაარსდა ჟურნალი...

- ამ ჟურნალის დაფუძნება სასულიერო აკადემიაში სწავლისას გადავწყვიტე. რჩევისთვის ბატონ ედიშერ ჭელიძეს მივმართე. მან განზრახვა მომიწონა. შემდეგ პატრიარქმაც გვაკურთხა და... სამწუხაროდ, "ფუძე" ისე არ ვრცელდება საზღვარგარეთ, როგორც საჭიროა. ყველას მოსწონს, ბევრი გვირეკავს, გვიგზავნის წერილებს, გვიხდის მადლობას, მაგრამ ჯერჯერობით ყველა კუთხე-კუნჭულს მაინც ვერ სწვდება. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ დღევანდელი ადამიანი მოსწყდა წიგნს, საზოგადოდ, ნაბეჭდ ტექსტს, და ინფორმაციისთვის უფრო კომპიუტერს ეტანება. თუმცა "ფუძე" თავის დიდ დანიშნულებას მაინც შესანიშნავად ასრულებს.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ მრევლთან? საერთოდ, როგორი უნდა იყოს მოძღვრის დამოკიდებულება მრევლის, თითოეული აღმსარებლის მიმართ?

- მრევლთან ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს. მომიტევონ და შემინდონ, თუ ისე არ ვემსახურები, როგორც საჭიროა. თუკი რაიმე არ ვიცი და ვერ ვპასუხობ, მივდივარ და ჩემზე კომპეტენტურ ადამიანს ვეკითხები. მათაც იციან, რომ ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. კარგი მრევლი მყავს, მაგრამ ჩემს ბედნიერებას საზღვარი არა აქვს, როდესაც ბავშვებთან მიხდება ურთიერთობა. ვგრძნობ, რომ ისინიც ასეთივე სითბოთი და სიყვარულით მპასუხობენ. წირვაზე რომ ბარძიმი გამობრძანდება, ყველაზე მეტად ბავშვების მოახლოება მიხარია. ბავშვი წმინდა არსებაა და მათთან კონტაქტით ჩვენც სიწმინდითა და დადებითი ენერგიით ვივსებით.

არ მინდა, ჩემსა და მრევლს შორის რაიმე ბარიერი იყოს აღმართული. ზემოთ მკითხეთ, როგორ მეხმარება როგორც მოძღვარს ქირურგის პროფესია. აი პასუხიც: თუ პაციენტსა და ექიმს შორის თბილი, უშუალო და მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება არ დამყარდა, განკურნებას ხელი ეშლება. აქაც ასეა: თუ აღმსარებელმა არ დაინახა, რომ მღვდელი მის მიმართ მეგობრულადაა განწყობილი, მის მხარესაა, აღსარების თქმა გაუჭირდება. მე და ჩემი მრევლი, უპირველეს ყოვლისა, მეგობრები ვართ.

ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მინდა, ყველა დავარწმუნო: რაც უფრო მძიმე ცოდვებს აღიარებს კაცი მოძღვართან, მით მეტად უყვარდება მღვდელს ეს აღმსარებელი, იმიტომ რომ ასეთ ცოდვათა აღიარება აღმსარებლის მხრივ მეტ ნდობას გულისხმობს. მღვდელიც, ბუნერივია, უფრო მეტი სიყვარულით პასუხობს მას. ავადმყოფმა ექიმს არ უნდა დაუმალოს წყლული, თორემ რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება სალმობა მთელ ორგანიზმს მოედოს. მოძღვარს ხანდახან სიმკაცრის გამოჩენაც უხდება, მაგრამ მეტი გზა არ არის - ჩირქგროვას გაჭრა სჭირდება და არა კომპრესის დადება. შეიძლება, გაკვეთა მწარე იყოს, მაგრამ ამას ხომ განკურნება მოსდევს! არსებობს ცოდვები, რომელთა ჩადენის გამოც ადამიანმა გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა იკისროს. ცოდვა და საწყაული ზიარჭურჭელივით არის. ღმერთი კი შეგვინდობს, მაგრამ სასჯელის მოხდა მაინც აუცილებელია - ამგვარად განიწმინდება ადამიანი. ოღონდ, რაღა თქმა უნდა, ეს სასჯელი ზომიერი უნდა იყოს.

- დაბოლოს, მამაო, რას უსურვებდით ჟურნალ "კარიბჭის" მკითხველს, საქართველოს ეკლესიის მრევლს?

- მინდა ვთხოვო, ნუ ეძიებენ რაიმე ახალს, ფესვებს დაუბრუნდნენ. ღმერთმა ინებოს, ყველა ქართველი დაბრუნებულიყოს ჯერ საქართველოში, შემდეგ კი - დედაეკლესიაში. ცხონება ყველგან შეიძლება, მაგრამ საქართველოში ეს უფრო ადვილია - აქ ხომ შენი ფესვები, შენი წინაპრების საძვალეა.

გისურვებთ წარმატებებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ბეჭდვაელფოსტა
01.02. 2017
კახა ვეკუა
ჩვენო საყვარელო მამა კონსტანტინე, თქვენი ამქვეყნიური ცხოვრების სულიერებით აღვსებულობაა ჩვენი მიბაძვის საგანი... თქვენ ხართ ჩვენი ცოდვათა მეოხი ღვთის წინაშე... ძალიან გვიყვარხარ და შეგვინდე, რომ გვენატრები...
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat