ადამიანმა როგორმე უნდა იპოვოს ძალა და საკუთარ გულში ჩაიხედოს
ადამიანმა როგორმე უნდა იპოვოს ძალა და საკუთარ გულში ჩაიხედოს
ერთი მოძღვარი ამბობდა: "ხშირად, აღსარების შემდეგ, მთელი დღე და ნაწილობრივ ღამე, ისეთ დაღლილობას ვგრძნობდი, რომ საწოლზე მკვდარივით მივეგდებოდი და ვფიქრობდი, აქედან ცოცხალი ვერ წამოვდგები ან თუ წამოვდგები, დიდხანს ვიავადმყოფებ და არაფრის მაქნისი ვიქნები-მეთქი, მაგრამ დილით რომ ვიღვიძებდი, სრულიად ჯანსაღი ვიყავი და ახალი ძალების მოზღვავებას ვგრძნობდი". მოძღვარს ღვთის მადლი აძლიერებს. ამ მადლს იგი უშურველად ხარჯავს მოყვასის სამსახურში. მოძღვარი ანუგეშებს, რჩევას აძლევს მრევლს და ლოცულობს მისთვის.

ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარი გახლავთ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა დავითი (შენგელია). იგი საოცრად გულისხმიერი და მზრუნველი ადამიანია. ამ ტაძარში მისულნი მისგან დიდ სულიერ დახმარებას იღებენ. ყოფილა შემთხვევები, რომ ღვთის წყალობით ისინი გამოჯანმრთელებულან და შემდეგ ეკლესიური ცხოვრება დაუწყიათ, რასაც მამა დავითი ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ და "სულის ზეიმად" მიიჩნევს.

- მამაო, ახალგაზრდობა ეკლესიაში გაატარეთ. როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ეკლესიასთან და ვინ დაგეხმარათ მისკენ სავალი გზის არჩევაში?


- ჩემი ურთიერთობა ეკლესიასთან ბავშვობაში დაიწყო. ფეხი ავიდგი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც ბებიაჩემმა (დედაჩემის დედამ) მიმიყვანა. იმ წლებში სკოლის დირექციისგან ერთგვარ კონტროლს ვგრძნობდით, თუმცაღა ფარულად ხელს გვიწყობდნენ და ცდილობდნენ, "ვერ შეემჩნიათ" ჩვენი ეკლესიურობა.

დავიბადე 1957 წლის 4 იანვარს, თბილისში, ქაშვეთის ეკლესიასთან ახლოს. ამან განაპირობა ჩემი ამ ტაძართან ურთიერთობა. იმ წლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო ეფრემ II (სიდამონიძე), ხოლო ქაშვეთის ტაძარში მსახურობდა მიტროპოლიტი დავითი (შემდგომში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V). იმავე ტაძარში შევისწავლე ხუცური ანბანი და თორმეტი წლისამ პირველად წავიკითხე მცირე საკითხავი მედავითნის საწიგნობელზე, რამაც ძალიან გამახარა. ამით დაიწყო ჩემი ეკლესიური ცხოვრება. იმავე წლებში მომიხდა ყოფნა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც ჩემი შემდგომი აღმზრდელები, აწ განსვენებული სქემიღუმენია რაქილი და იღუმენია ანა, მოღვაწეობდნენ. მათთან ერთად გავატარე შემდგომი წლები ვიდრე სკოლის დამთავრებამდე. ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე სამთავროს მონასტერში დავდიოდი, იქ ვეუფლებოდი მედავითნეობას. იმ წლებში (1968-69 წლებში) გავიცანი საქართველის ამჟამინდელი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელიც იმხანად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო და მცხეთის სასულიერო სემინარიას ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში გადავწყვიტე, მღვდელმსახური გავმხდარიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში ვიმსახურე და როდესაც დავბრუნდი, მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩავირიცხე. პარალელურად დედათა მონასტერთანაც მქონდა კავშირი, სადაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, მონაზვნები, ზრუნავდნენ და ლოცულობდნენ ჩემთვის. ოჯახიც მიწყობდა ხელს. იმ დროს მამა (ვლადიმერი) უკვე გარდაცვლილი მყავდა. მცხეთის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, უწმინდესის (უკვე ილია II-ის) ლოცვა-კურთხევით, სხვადასხვა ტაძარში მომიხდა გალობა, უმთავრესად კი მედავითნეობა. ვმეცადინეობდი სიონის საკათედრო ტაძარში, კუკიის წმინდა ნინოს ტაძარში, მამადავითზე, წმინდა სამების სახელობის ძველ ტაძარში, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის უკან მდებარეობს. ჩემდა საამაყოდ შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ილია II კათოლიკოს-პატრიარქად აკურთხეს, პირველ წირვაზე, რომელიც მან სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა, მე ვიყავი სტიქაროსანი და ვემსახურებოდი მას. მაშინ ოცდაერთი წლის გახლდით. დღეს ეს ჩემთვის ისტორიული ფაქტი და საამაყო მოგონებაა.

მგალობლად და მედავითნედ ყოფნა მომიხდა ავჭალის იოანე ნათლისმცემლის ტაძარში. ამ პერიოდში თითქოს ხელახლა გადავიაზრე მთელი ცხოვრება და მსოფლმხედველობა. ამ ტაძარში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და ჯვარიც დავიწერე. ბავშვებს, იოანე ნათლისმცემლის მიმართ მადლიერების ნიშნად, იოანე და ელისაბედი დავარქვი. ჯვარი დაგვწერა მამა რევაზმა (სიხარულიძემ), რომელიც დღესაც ავჭალის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი ბრძანდება. ჩემი ბავშვების ნათლიები არიან იქაური დედები: დედა იოანა, დედა ელისაბედი, დედა პარასკევა. ათი წელი ვიმსახურე ანჩისხატის ტაძარში...

- როგორ ხდებოდა თქვენი პიროვნებად და სასულიერო პირად ჩამოყალიბება და როდის გაკურთხეს მღვდლად?

- მე გავიზარდე საბჭოთა ეპოქაში, უძრაობის ხანაში. ამ პერიოდში საზოგადოება თითქოს ჩიხში მოექცა, ცხოვრება და აზროვნება გაიყინა, გამოსავალი აღარსად ჩანდა. საბედნიეროდ, მაშინაც იყვნენ ადამიანები, - უმთავრესად არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლები, - რომლებიც კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-სთან ერთად ცდილობდნენ, გაეღრმავებინათ და გაევრცელებინათ საზოგადოებაში სიყვარული, რომელიც იმ დროში სანთლით საძებარი იყო. ისინი ჩემს თაობას და შემდგომ თაობას გადასცემდნენ ქართულ სულს, მართლმადიდებლურ შემეცნებასა და აზროვნებას.

აი, ამ წლებში ვყალიბდებოდი პიროვნებად და სასულიერო პირად. ეს ადვილი არ იყო, გარკვეულ მერყეობას და უკუსვლას ვერც მე გადავურჩი, მაგრამ გზადაგზა შემეწეოდა ილია II-ის ლოცვა-კურთხევა, რომელიც სულ მარიგებდა, როგორ მოვქცეულიყავი. ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, ნანახმა ავ-კარგმა საბოლოო ჯამში იქამდე მიმიყვანა, სადაც ახლა ვდგავარ. მღვდელი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გავხდი. ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის მისი თავმდაბლობა, ხალხთან დამოკიდებულება, სულიერება.

ვერ ვიტყვი, რომ როგორც ადამიანი ან როგორც მღვდელი, რაიმე განსაკუთრებული ღირსებით გამოვირჩევი. ერთი ჩვეულებრივი სასულიერო პირი ვარ, მაგრამ ვცდილობ, კარგი მაგალითი ავიღო სხვა სასულიერო პირთაგან.

დღესდღეობით საზოგადოებაში ეკლესიური მსოფლმხედველობა ყალიბდება, რაც, რა თქმა უნდა, საჭირო და გარდაუვალია. ეკლესიამ ახალგაზრდა თაობა ბევრი ცდუნებისგან უნდა დაიცვას, რადგან დღევანდელი ახალგაზრდობა საშინელ მარწუხებშია მოქცეული. ეკლესიამ უნდა დაანახოს ადამიანს, სად არის ჭეშმარიტება, ვის უნდა ადიდებდეს, ვის უნდა ემსახურებოდეს, რომ მაღლა ღმერთია და დაბლა - სამშობლო; ეს ორი მცნება ქართველს მუდამ თან უნდა სდევდეს და თაობებს გადასცემდეს.

დიაკვნად 1996 წლის თებერვალში მაკურთხა მანგლისის ეპარქიის ამჟამინდელმა მმართველმა მეუფე ანანია ჯაფარიძემ, 1996 წლის 13 დეკემბერს კი ლურჯ მონასტერში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მეუფე აბრაამმა (გარმელიამ), მღვდლად დამასხა ხელი. მიხარია, რომ ამ გზას დავადექი. ღმერთმა ქნას, მეღვაწოს ჩემი სულის, ჩემი ოჯახის და იმ სამრევლოს გადარჩენისთვის, რომელსაც ვემსახურები. ამას უნდა დაეთმოს ყოველი ჩემი საათი, დღე, წელი, რომელსაც ამქვეყნად გავატარებ.

- მღვდლობა მძიმეა და საპასუხისმგებლო. რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც მღვდლად დაგასხეს ხელი?

- დიაკვნობიდან მღვდლობის საფეხურზე რომ ავედი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მწვერვალი დამეპყროს. მღვდლად რომ მაკურთხეს და პირველად წარმოვთქვი ის ლოცვა, რომელსაც ახალნაკურთხი მღვდელი აღავლენს, თითქოს ხელახლა დავიბადე. ეს ენით გამოუთქმელი სიხარული გახლდათ. ღმერთს ვთხოვ, ღრმა სიბერემდე მამსახუროს წმინდა ტრაპეზთან.

- რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახური სითბო და სიყვარული?

- ერისკაცობაში რამდენიმეჯერ მიყვარდა, მაგრამ ეს ალბათ უფრო გატაცება, მოწონება იყო. როდესაც ღვთის ნებით ოჯახის შექმნა გადავწყვიტე, უფალმა შემახვედრა მორწმუნე ადამიანს, რომელიც, თამამად შემიძლია ვთქვა, შინაგანად ჩემზე ბევრად უფრო მეტად იყო მზად ოჯახისთვის. იმ დროს ოჯახის შექმნა უფრო აუცილებლობად, მოვალეობად მიმაჩნდა, მერე და მერე მივხვდი, რომ თვით სიყვარულია ოჯახის საწინდარი.

ოჯახი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის. შეიძლება, ჩვენი ეპოქა სულიერი, ეკლესიური ცხოვრებისთვის რთული იყოს, მაგრამ სიყვარული ურყევი და მარადიულია, რომელიც არავითარ სირთულეს არ ეპუება.

დიდი პასუხისმგებლობაა შვილების აღზრდა. თითქოს სათუთად უნდა განბანო მათი სულები და ისე უნდა მიიყვანო უფალთან. მღვდლის ოჯახს ათასი თვალი უყურებს. უბრალო შეცდომაც რომ მოუვიდეს, საზოგადოების თვალში ერთიორად მეტი ჩანს, ამიტომაც მღვდლის ოჯახს მეტი სულიერება და სიწმინდე მოეთხოვება.

- უკვე ცხრა წელია, მღვდელი ბრძანდებით, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მრევლთან?

- ტაძარში სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები მოდიან სხვადასხვა ტკივილით, სიხარულითა თუ მწუხარებით. მე მათ ვუსმენ და ვესაუბრები. ვაძლევ დარიგებას, ნუგეშს, რომელიც ადამიანის სულს დაამშვიდებს, სამშვიდობო გზაზე გაიყვანს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ვერ მოგისმინოს ან საკუთრივ მისი სულისთვის სასარგებლო ვერაფერი უთხრა, მაგრამ ყოველთვის ვევედრები წმინდა პანტელეიმონს, მიკარნახოს ის სიტყვა, რომელიც ამ კაცს დაამშვიდებს და გაამხნევებს.

მოძღვარსა და მრევლს შორის ურთიერთობაში შეიძლება იყოს ჩავარდნებიც, ვერც ყველას გაუგებ და ვერც ყველა გაგიგებს, მაგრამ სწორედ ამ ძიებაში უნდა გაატაროს მოძღვარმა ცხოვრება, დახელოვნდეს, ჩამოყალიბდეს. ეკლესიიდან წასულმა მრევლმა სახლში უნდა მიიტანოს და თავისი ოჯახის წევრებს გადასცეს ის მადლი, სიმშვიდე და სიხარული, რომელიც ეკლესიაში სუფევს. მრევლს უნდა უხაროდეს ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე მოსვლა და უნდა გრძნობდეს, რომ აქ მას ყოველთვის შეუძლია წვდომა უფლის მადლისა.

- ეს ტაძარი წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელს ატარებს. იგი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა და უკვე მეთოთხმეტე წელია არსებობს. რა განსაკუთრებული დანიშნულება აქვს საავადმყოფოში არსებულ ტაძარს?

- ეს სამლოცველო სახლი ძირითადად ავადმყოფებისთვის და იმ სამედიცინო პერსონალისთვის გაიხსნა, ვინც აქ მსახურობს. ტაძრის დაარსების მიზანი ის იყო, რომ ავადმყოფებს, რომლებიც ფიზიკურ ტკივილს განიცდიან, მიეღოთ სულიერი შვება. მათთვის აღევლინება ლოცვა წმინდა პანტელეიმონის სახელზე. ჩვენთან მოდიან ავადმყოფები, ესაუბრებიან მოძღვარს, ესწრებიან პარაკლისს. ჩვენთან ყოველ ხუთშაბათს აღევლინება დაუჯდომელი ჯანმრთელობისთვის და პარაკლისი წმინდა მკურნალ პანტელეიმონის სახელზე. ეს არის ერთგვარად ცოცხალი შეხება წმინდანთან, ვედრება მის სახელზე, მოწყალების თხოვნა. მაგრამ პარაკლისი ტარდება არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილის მოხსნის მიზნით; მთავარი ის არის, რომ თითოეული ავადმყოფი, რომელიც მოაკითხავს წმინდა პანტელეიმონს და შეევედრება მას, სულიერ გამხნევებას მიიღებს. ეკლესია ყოველთვის ღიაა ადამიანის სულისთვის. მოძღვარი ამ შემთხვევაში მხოლოდ გამტარი საშუალებაა. ჭეშმარიტი მკურნალი ტაძარში დავანებული წმინდა პანტელეიმონის მადლია, რომელიც ყოველთვის მიჰყვებათ თან მათ, ვინც წლების მანძილზე დაბრძანდება ამ ტაძარში.

თავიდან აქ პატარა სამლოცველო ოთახი იყო, შემდგომ ღვთის ნებით, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის მეოხებით და მრევლის ძალისხმევით ეკლესია გაფართოვდა, დაიწერა უამრავი ახალი ხატი, შეიქმნა ბევრი საეკლესიო ნაკეთობა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ტაძრის გამშვენებაში.

- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ საავადმყოფოში მყოფი ურწმუნო ადამიანი გამოჯანმრთელებულიყოს და ამის შემდეგ ეკლესიური ცხოვრება დაეწყოს?

- ყოფილა შემთხვევები, სრულიად ურწმუნო ადამიანი, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ საავადმყოფოში შეიძლებოდა სამლოცველო სახლი ყოფილიყო, როდესაც აქ შემოსულა, ჯერ შემდრკალა, გაოგნებულა, უკითხავს, რა უნდა ეკლესიას საავადმყოფოშიო? - მაგრამ აქედან წასვლის შემდეგ ეკლესიის წევრი გამხდარა. ეკლესიასთან დაბრუნება კი ადამიანის სულის ზეიმია.

- წეღან ეპოქის სულისკვეთება ახსენეთ. თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის დეფიციტს განიცდის დღევანდელი მრევლი?

- ჩემი შეხედულებით, დღევანდელი მრევლი განიცდის ადამიანური ურთიერთობების დეფიციტს. ადამიანში თითქოს გაცივდა სულიერება. იგი ვერ ხედავს თავისი მოძმის (აღარაფერს ვამბობ მტერზე) სულიერ ტკივილს. არ ამჟღავნებს აგრესიას, არავის აყენებს აშკარა ზიანს, მაგრამ მისი სული ისეა გქვავებული, რომ სხვისი სარკმლის მიღმა რა ხდება, არ აინტერესებს. ეს საზოგადოების სენია. ამის ბრალია კონფლიქტები საზოგადოებაში, ოჯახში. ცოლ-ქმარს თითქოს ერთმანეთი უყვარს, მაგრამ გულის სიღრმეში იმდენად არიან მოწყვეტილნი იმ საძირკველს, რაზეც ჭეშმარიტი ოჯახი და საზოგადოება უნდა იყოს დაფუძნებული, რომ ერთმანეთს უცხო ადამიანებივით ექცევიან. თუკი ამას არ მოევლო, ეს ყველაფერი სამწუხარო შედეგს გამოიღებს. ადამიანმა როგორმე უნდა იპოვოს ძალა და საკუთარ გულში ჩაიხედოს.

- რით არის ასეთი გულგრილობა განპირობებული და სად ხედავთ გამოსავალს?

- ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ამ პრობლემების მიზეზი უმუშევრობა, უხელფასობაა. რა თქმა უნდა, ეს დიდი უბედურებაა. დღეს უმრავლესობას მატერიალურად ძალიან უჭირს, რაც მათ ფიზიკურ, ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება. მაგრამ მე მთავარ ტრაგედიად სხვა რამ მიმაჩნია: ქრისტიანულ საწყისებზე არ დგას ადამიანი, რაც, ალბათ, არაქრისტიანული აღზრდის შედეგია.

- დაბოლოს, რას უსურვებდით ჩვენი ჟურნალის მკითხველებსა და თანამშრომლებს?

- მინდა დავლოცო ჟურნალ "კარიბჭის" მკითხველები და ჟურნალისტები. ვუსურვებ სულიერ სიმხნევეს, ფიზიკურ ჯანმრთელობას, ხალხის სამსახურსა და უფლის დიდებას. ყველა ჩვენგანის ვალია, მაღლა ვადიდოთ ღმერთი და დაბლა ვემსახუროთ სამშობლოს. მიხარია, რომ დღევანდელ საქართველოში არსებობს ჟურნალი, რომელიც ფართოდ აშუქებს საეკლესიო ცხოვრებას, ეკლესიური ადამიანების მსოფლმხედველობას, ჩვენი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებს. ღმერთმა დალოცოს ჟურნალ "კარიბჭის" რედაქცია, რომელიც ემსახურება ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat