როდესაც ადამიანს დაეხმარები, ნათელს სცემ, ჯვარს დასწერ და ორი სიტყვით დალოცავ, რაღაც ენით უთქმელ სიხარულს გრძნობ
როდესაც ადამიანს დაეხმარები, ნათელს სცემ, ჯვარს დასწერ და ორი სიტყვით დალოცავ, რაღაც ენით უთქმელ სიხარულს გრძნობ
ერთგან ვკითხულობთ: "ჯერ ერთი, მოძღვარმა ცოდვილის მიმართ შესაშური მოთმინება და დიდი სიყვარული უნდა გამოიჩინოს; მეორე - საიდუმლო უნდა შეინახოს, სიკვდილი უნდა ერჩიოს აღმსარებლის საიდუმლოს გამჟღავნებას; მესამე - ერთგულ მეგზურად განსჯა და კეთილგონიერება უნდა ჰყავდეს". ჩამოთვლილი თვისებების შეძენა დიდ სულიერ ღვაწლსა და თავგანწირვას მოითხოვს, რაც მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს ხელეწიფებათ.

თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი, მამა ხვთისო (შალიკაშვილი), უკვე ოცი წელიწადია მღვდლის საპატიო შესამოსელს ატარებს და მამობრივი სიყვარულითა და მზრუნველობით ემსახურება მრევლს. მისი გულისხმიერი დამოკიდებულება სულიერი შვილების მიმართ შეიძლება შევადაროთ იმ სიყვარულს, რომელიც ერთმა მოძღვარმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: "უთქვენოდ, ჩემო შვილებო, სამოთხეც არ მინდა".

- მამაო, წარმოშობით საიდან ბრძანდებით? დაგეხმარათ თუ არა სარწმუნოების პოვნაში გარემო, სადაც იზრდებოდით?

- ყველა ადამიანს აქვს თავისი გარემო. მეც, რა თქმა უნდა, ჩემი გარემო მქონდა, რომელმაც განაპირობა კიდეც, რომ მაცხოვრის გზას შევუდექი და ეკლესიური ცხოვრება დავიწყე.

ჩემს სიყრმეში, მოგეხსენებათ, ეკლესიების უმეტესობა არ მოქმედებდა. სიყმაწვილის წლები ისე გავატარე, რომ ეკლესიასთან სიახლოვე არ მქონია. დუშეთის რაიონში, სადაც მე დავიბადე, არც ერთი ეკლესია არ ფუნქციონირებდა. როდესაც წამოვიზარდე, თბილისში ჩამოვედი. იმ დროს სოფლებში გაუსაძლისი იყო ცხოვრება, კომუნისტები ხალხს არც მიწას აძლევდნენ და არც საქონლის ყოლის უფლებას, ამიტომაც ბევრი იძულებული გახდა, საცხოვრისი მიეტოვებინა და დედაქალაქში გადმოსახლებულიყო. თბილისში რომ ჩამოვედი, ეკლესიაში სიარული დავიწყე.

იმ გზის არჩევაში, რომელსაც ახლა ვადგავარ, დიდი წვლილი მიუძღვის მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს.

- როგორ მოხდა თქვენი კურთხევა?

- როდესაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობლად მისი უწმინდესობა მობრძანდა, მე მისი მორჩილი გავხდი. თავიდან ცოტა მეძნელებოდა, მიჭირდა ეკლესიური წესებით ცხოვრება... დიაკვნად 1978 წელს ალავერდის ტაძარში მაკურთხეს. ეს ის დრო იყო, როცა საქართველოს ეკლესიას აღარ ჰყავდა პროტოდიაკვანი. ამ ხარისხის მქონე ადამიანს მოეთხოვებოდა შემდეგი თვისებები: უნდა ყოფილიყო მუსიკალური, უნდა ჰქონოდა კარგი ხმა და აუცილებლად - შესაბამისი გარეგნობაც. აღმოჩნდა, რომ ეს მოთხოვნები დავაკმაყოფილე და მისმა უწმინდესობამ პროტოდიაკვნად დამადგინა. თითქმის თერთმეტი წელიწადი ვატარებდი პროტოდიაკვნის გინგილას. თუკი სადმე წირავდა უწმინდესი, ყველგან მის გვერდით ვიყავი. შემდეგ მღვდლადაც დამასხეს ხელი და უკვე თითქმის ოცი წელია მღვდლის ანაფორა მაცვია. ქაშვეთის ტაძარში დამადგინეს და მას მერე აქ ვარ.

- მღვდლობა მძიმეა და საპასუხისმგებლო...

- მღვდლებს საქმე გვაქვს ღმერთთან, ეკლესიასთან, ადამიანის სულთან. მღვდელი აღასრულებს საიდუმლოს, რომლის მხოლოდ გარეგნულ მხარეს ვხედავთ, დაფარულ და საკრალურ არსს კი ვერ ვწვდებით, მას ვერარა სიტყვა ვერ აღწერს. გნებავთ, მიცვალებულისთვის წესის აგება ავიღოთ, გნებავთ, ნათლობა თუ ჯვრისწერა... არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე საიდუმლოს აღსრულების დროს სახარების კითხვა მიჭირს, მეძნელება, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი წიგნი არ არის. ამ წმინდა წიგნთან ურთიერთობა ძალიან ძნელია. ის საშიშია თავისი სიწმინდის გამო. აი, ასე მოვდივარ უკვე ოცი წელია და მომაქვს ეს მძიმე ტვირთი. რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნითა და ლოცვა-კურთხევით. მაგრამ სიმძიმესთან ერთად არც სიხარულს გვაკლებს უფალი. როდესაც ადამიანს დაეხმარები, ნათელს სცემ, ჯვარს დასწერ და ორი სიტყვით დალოცავ: "აბა, შვილებო, უკვე ოჯახი გაქვთ, ცხოვრების ახალ საფეხურზე გადადიხართ, ღმერთი იყოს თქვენი შემწე!" - რაღაც ენით უთქმელ სიხარულს გრძნობ.

- როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი?

- ოჯახის შექმნისას ორივე მხარე უნდა ეცადოს, თავისი შესაფერისი იპოვოს. კარგი იქნება, თუ ორივე მორწმუნე იქნება, ეკლესიური ცხოვრებით იცხოვრებს. მეუღლე შენთან ერთად უნდა ეწეოდეს უღელს. მეუღლეობა, ცოლქმრობა იოლი არ არის, მით უმეტეს - შვილების აღზრდა, მათთან ურთიერთობა. აღზრდის საუკეთესო მეთოდი პირადი მაგალითია.

მეუღლე შეიძლება ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდი, მაგრამ რაკი ჯვარი დაიწერე, ეს უკვე შენი ტვირთია და თუ რაიმე ისეთი არ ჩაიდინა, რაც არ ეპატიება მეუღლესა და ქრისტიანს, ეს ჯვარი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ზიდო.

დავქორწინდი 1963 წელს. ერთი წლის შემდეგ პირველი შვილი შემეძინა, კიდევ ორი წლის შემდეგ - მეორე, მესამე კი 1976 წელს დაიბადა. მყავს ექვსი შვილიშვილი. ვუდგავარ სათავეში ამ დიდ ოჯახს... განგების მადლიერი ვარ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა ტრაგედია - სრულიად უდანაშაულოდ მომიკლეს სიძე, ძალიან კარგი ბიჭი. ამ ამბავმა შეძრა ჩემი ოჯახი, უფრო ნაღვლიანი, დაფიქრებული გახადა.

- რა როლს ასრულებს განსაცდელი ადამიანის ცხოვრებაში?

- განსაცდელს ღმერთი იმ დროს გვიგზავნის, როცა ჩვენთვის სიკეთე უნდა. როგორც ვიცით, ძველ აღთქმაში ებრაელი ერი ღვთის რჩეული ერია. როდესაც ის ღმერთს განუდგებოდა და კერპებს ეთაყვანებოდა, უფალი მაშინვე ან მონობის უღელს დაადგამდა მათ, ან რამე სხვა განსაცდელს გამოუგზავნიდა, რათა ისევ თავისკენ მიებრუნებინა. ასეთ დროს ერი სიმდაბლეს სწავლობდა, რაც სინანულის მშობელია. ასეთი შემთხვევები არა მარტო ერის, არამედ ადამიანის ცხოვრებაშიც ხდება. ღმერთს ვინც უყვარს, მას უგზავნის განსაცდელს და თან ამოწმებს მის მოთმინებას.

წმინდა ანტონი დიდის ცხოვრებაში არის ასეთი მაგალითი. მოგეხსენებათ, იგი მკაცრად მოღვაწეობდა უდაბნოში. ერთხელ ეშმაკები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. შემდეგ მას თავად უფალი გამოეცხადა. წმინდა ანტონი დიდმა ჰკითხა: "კი მაგრამ, ღმერთო, სად იყავი მაშინ, როდესაც ეშმაკები მაწამებდნენ. რატომ არ გამომესარჩლეო?" უფალმა კი სიყვარულით მიუგო: "მე შენთან ვიყავი, ანტონი, და შენს მოთმინებას ვუყურებდიო". გავიხსენოთ იობიც ძველი აღთქმიდან - როგორი განსაცდელი მოუვლინა ღმერთმა, როგორ ვაჟკაცურად გადაიტანა მან და რამოდენა მადლი დაიმსახურა ამით. ერთი საყვედურიც არ დასცდენია, არამედ, მიუხედავად ტანჯვისა, ღაღადებდა: "შიშველი მოვედი და შიშველი მივდივარ, კურთხეულ იყოს უფლის სახელი ამიერითგან და უკუნისამდეო". უფლის მიერ გამოგზავნილი განსაცდელი ადამიანს ყოველგვარი ვნებისგან წმენდს, ალმობიერებს მის სულს და აბრუნებს ღმერთთან.

- ხომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი თვითონ იგდებს თავს განსაცდელში?

- ლოცვაში "მამაო ჩვენო" უფალს ვთხოვთ, რომ მან განსაცდელისაგან გვიხსნას. ღმერთმა ჩვენ მოგვცა სჯული და ამით უნდა ვიცხოვროთ. მოციქულებმა მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, როგორ უნდა გვეცხოვრა ამ ქვეყანაზე. ადამიანი, რომელიც ასცდება ღვთისკენ მიმავალ გზას, განგებ იგდებს თავს განსაცდელში. ღმერთისკენ, ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა მართლმადიდებელი სარწმუნოებაა, სხვა დანარჩენი კი - ეშმაკის გზაა. ჩვენ დედაეკლესიის წიაღიდან ვართ წამოსულნი. განსაცდელში იგდებს თავს ხალხი, ვინც დედაეკლესიის გზას გადაუხვია და მიაშურა სხვადასხვა სექტას, რომლებიც განსაკუთრებით XX საუკუნეში გაძლიერდნენ და სოკოებივით მომრავლდნენ. რას მოუტანს მათ ეს განსაცდელი, ღმერთმა იცის.

- მამაო, როგორც მოძღვარს, დიდი ხნის გამოცდილება გაქვთ და მრავალრიცხოვანი მრევლი გყავთ. როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს სულიერ შვილებთან?

- გავიმეორებ ერთი ბრძენი კაცის სიტყვებს: "შევარცხვინე ის მრევლი, ვისაც თავისი მოძღვარი არ უყვარს და ის მოძღვარიც, ვისაც თავისი მრევლი არ უყვარსო". ჩვენს შორის რაღაც საოცარი სულიერი სიყვარულია. ხანდახან ხორციელი შვილებიც კი მავიწყდება, სულიერი შვილები უფრო მენატრებიან, მათთან ყოფნა უფრო მსიამოვნებს. სულიერი სიყვარული ყველა სიყვარულზე მაღლა დგას, სულიერად ახლობელი ხორციელ ნათესავზე ძვირფასია, ისევე, როგორც სულია აღმატებული ხორცზე.

მახარებს ისიც, რომ ჩემი მრევლი მორჩილია - მორწმუნე ადამიანი თავმდაბალია, თავმდაბალს კი მორჩილება არ უჭირს. ურჩობა და განდგომილება ურწმუნოებიდან მოდის.

- თქვენ უამრავი ხალხი განდობთ თავის სატკივარს. ზოგადად, რითია სნეული დღევანდელი საზოგადოება?

- არ მინდა, შევეხო რამე სხვა საკითხს, გარდა ეკლესიურისა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონია, ძალიან უჭირს ხალხს და ეს, ალბათ, ყველაზე დიდი სატკივარია. "ქართლის ცხოვრებიდან" ვიცით, რომ ჩვენი ერი ბუნებით ვაჟკაცი იყო ოდითგანვე. ყოველგვარ შეჭირვებას მიჩვეულნი ვიყავით, ამიტომაც სულიერად ვერავინ დაგვამონა. რას აღარ გავუძელით. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც დღეს ხდება, ეს უბრალო შეჭირვება აღარ არის, ეს უკვე შიმშილია - ხორციელიც, სულიერიც... იქნებ იმდენი მაინც მოვახერხოთ, რომ ადამიანს არსობის პური ჰქონდეს. სხვა მხრივ, ქართველი კაცი მაინცდამაინც მომთხოვნი არ არის, ის ყოველთვის ბევრ გაჭირვებას უძლებდა და მომავალშიც გაუძლებს...

არსებობისთვის ბრძოლა ხშირად მაღალ იდეალებს ავიწყებს კაცს. ძნელია, მშიერ კაცს მაღალ მატერიებზე ესაუბრო. სადღეისოდ ესოდენ მომრავლებული სექტებიც ასე იბირებენ ხალხს - მცირე ლუკმას გადაუგდებენ და გაჭირვებულთა გულს ინადირებენ. მათ სიღარიბე აიძულებს ამას. თუმცა განათლებული, სიბრძნესთან ნაზიარები პიროვნება იოლად სამართავი არ არის, ის სხვის დაძახილს ადვილად არ გაეკიდება.

ისიც, რომ ნარკომანია ასე გავრცელდა, სოციალური ფონით არის განპირობებული. საქართველოში გარკვეული კატეგორიის ხალხს ხელში ჩაუვარდა დიდი სიმდიდრე. უბრალო ადამიანის შვილი ნარკომანი ვერ გახდება. ეს უფრო მდიდრების, შეძლებული ხალხის სენია. პატრიარქი ხშირად ამბობს ქადაგებებში, რომ ნარკოტიკების გამსაღებლები "სისხლიან პურს ჭამენ", ამ დროს კი ზოგს გზის ფულიც არა აქვს, ეკლესიაში რომ მივიდეს... ასეთ ხალხს სამოთხე ამქვეყნადვე უნდა, მაგრამ ავიწყდებათ, რომ აქ უფრო ჯოჯოხეთია, რომელიც დიდსულოვნად უნდა დავითმინოთ. სახარებაში წერია: "რომელმა დაითმინოს სრულიად, ცხონდეს".

- მოდის ახალი თაობა, რომელსაც განსხვავებული შეხედულებები და ფასეულობები აქვს. რა მოგწონთ მათში და რა არა?

- ის ბავშვები, რომლებიც ეკლესიას დაუკავშირდებიან, იმედი მაქვს, კარგი ადამიანები დადგებიან - ბავშვობაში ნანახი და აღქმული ღრმად ილექება ადამიანის სულში, - ეკლესიის გარეთ დარჩენილებს კი გაუჭირდებათ ზნეობრივი საყრდენის პოვნა. ცხოვრებაში უამრავი საცთურია, რომლისგანაც ადამიანს მხოლოდ ეკლესიური აზროვნება და ცხოვრება იცავს.

- მრევლთან როგორი ხართ: მკაცრი თუ ლმობიერი? და, საზოგადოდ, რა შემთხვევაში უნდა გამოავლინოს მოძღვარმა ან ერთი, ან მეორე თვისება?

- ერთ წმინდა მამას უწერია: "მოძღვარნო, იმისთვის, რომ ყოველთვის უსაფრთხოდ იყოთ, შემწყნარებლობაში ნუ იქნებით მეტისმეტად შემწყნარებელნი, ნურც სიმკაცრეში - მეტისმეტად მომთხოვნი, რათა შეუნარჩუნოთ ადამიანს მონანიების სურვილი. ცოდვები, რომლებიც მოსათმენია, შეიწყნარე დიდი განსჯის შემდეგ, მაგრამ უმძიმესი ცოდვების მიმართ მკაცრი იყავი, რათა არ მოგეკითხოს განკითხვის დღეს". ვიდრე გამიცნობენ, რატომღაც ყველას მკაცრი ვგონივარ, მერე კი მეტყვიან ხოლმე: როგორ მოვტყუვდითო. რატომ უნდა ვიყო მკაცრი, მე ხომ პროკურორი ან მოსამართლე არ ვარ. ადამიანს ფაქიზად უნდა მიუდგე, მისი ჭირი უნდა გაითავისო და შეძლებისდაგვარად უმკურნალო. მათ ხომ ისედაც სტკივათ თავიანთი ცოდვა, ჩვენ კი ჩვენი სიმკაცრით კიდევ უფრო ვუმძიმებთ ტვირთს, რაც, პირიქით, უნდა შევუმსუბუქოთ.

- ბრძანეთ, რომ პატრიარქთან დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ. რას იტყოდით მასზე?

- ჩვენი პატრიარქი ნამდვილად ღვთისგან არის მოვლინებული. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. როდესაც პროტოდიაკვანი ვიყავი, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ყოფილა შემთხვევები, რაღაც არ მომწონებია მისი; მიფიქრია, ამას რას აკეთებს ან რატომ აკეთებს-მეთქი, მაგრამ გასულა რამდენიმე ხანი და ცხადად მიგრძნია, რომ იგი მართალი იყო. გამკვირვებია მისი სიბრძნე, გულისხმიერება... რა გითხრათ, მე პატრიარქის შემფასებლად ვერ გამოვდგები, ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა, შეუფასებელი კაცია. ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს მისი თავი ჩვენს ეკლესიას. ისეთი ჩიხიდან გამოყვანა, როგორშიც ჩვენი ეკლესია იყო მის მობრძანებამდე, ალბათ, ყველას ძალიან გაუჭირდებოდა, პატრიარქმა კი ეს მოახერხა, რაც უდიდესი საქმეა. დაბოლოს, მისივე წყალობით დაარსდა წმინდა სამების ტაძარი.

- რას უსურვებდით ჩვენს ჟურნალს?

- რაკი თქვენი ჟურნალი ხალხს ეკლესიის კარიბჭისკენ უჩვენებს გზას, გისურვებდით, დიდხანს გეკეთებინოთ ეს კეთილი საქმე. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
ბეჭდვაელფოსტა
11.03. 2016
mzia
ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ მამაო
02.07. 2015
ნანა
მიყვარს , მიყვარს და მიყვარს. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ მამაო
02.03. 2015
გიული წერეთელი
მამა ხვთისო, მიყვარხართ და პატივს გცემთ. მე რომ დღეს ცხოვრებას ვაგრძელებ, მომავალს იმედით შევყურებ და სრულფასოვან მოქალაქედ ვგრძნობა თავს, თქვენი დამსახურებაა. დიდი მადლობა!
01.07. 2014
irina
Chemi ketili modzgvari mama xvtiso....
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat