უფალმა მადლი რომ მოგცეს, უნდა იღვაწო
უფალმა მადლი რომ მოგცეს, უნდა იღვაწო
ბერი ეპიფანე ამბობდა: "ჩემთვის არ არსებობს იმაზე დიდი სიამოვნება, ვიდრე საათობით ვიჯდე სააღმსარებლოში და ადამიანი ღმერთთან შევარიგო". მართლაც, ღვთისგან მონიჭებული სიხარული ანეიტრალებს იმ დაღლილობას, რომელსაც მღვდელი გრძნობს თუნდაც აღსარების შემდეგ, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში და მით უფრო - ცენტრალურ ტაძრებში.

"როდესაც აღსარების დღე მაქვს, ოჯახი არ მეკონტაქტება. ვიკეტები ჩემს სამღვდლო ოთახში და ცოტა ხნის შემდეგ ლოცვით გამოვდივარ ამ მდგომარეობიდან", - გვიმხელს თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ტაძრის დეკანოზი ალექსი (ადამაშვილი). მამა ალექსი ეკლესიაში პირველად 80-იანი წლების დასაწყისში მივიდა. მაშინ ის ერთი ჩვეულებრივი, პირტიტველა თბილისელი ყმაწვილი იყო... მას შემდეგ აღარც მოსცილებია ეკლესიას. მან გაიარა, როგორც თავად ამბობს, სიონის სტიქაროსნობის სკოლა. პატრიარქსა და სხვა სამღვდელო პირებთან ურთიერთობისას შეძენილმა გამოცდილებამ იგი შინაგანად გაამდიდრა, ჩამოაყალიბა და დახვეწა. მამა ალექსი ახლა თავის სულიერ შვილებს უზიარებს ამ სიმდიდრეს.

- როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა რელიგიასთან, საერთოდ, ეკლესიასთან?

- ქალაქში ვიზრდებოდი და ჩვეულებრივი ქალაქელი ბიჭის ცხოვრებით ვცხოვრობდი. მაპატიეთ, მაგრამ მოდი, ჩემთვის დავიტოვებ იმას, რის გამოც ეკლესიაში მოვედი... ეს იყო 1980 წელს. მოგეხსენებათ, მაშინ ეკლესიას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, თუმცა პატრიარქი ილია II უკვე სამი წლის აღსაყდრებული იყო და უკვე შეინიშნებოდა სასულიერო ცხოვრების გამოღვიძება, ხალხის სვლა ეკლესიის წიაღისკენ. მაგრამ ჩემზე არც ერთ პიროვნებას გავლენა არ მოუხდენია. ჩემი აქ მოსვლა, ალბათ, უფლის ნება იყო. თუმცა იმაზე, რომ სასულიერო პირი გავმხდარიყავი, ოცნებაც კი წარმოუდგენლად მიმაჩნდა. უფალმა გამომარჩია, მომიყვანა და დამაყენა აქ. მამაჩემი დღესაც მეტყვის ხოლმე, უფალი ალბათ თავის სამსახურისთვის გამზადებდა და იმიტომ ხარ ცოცხალიო, - იმდენ ხიფათსა და ფათერაკს ავცდი...

14 წლისა ვიყავი, როდესაც ეკლესიაში ფეხი შევდგი. ძალიან მომეწონა იქაური გარემო, ერთმანეთის პატივისცემა, თავაზიანი მიმართვა... მაშინ სიონის ტაძრის ოთხივე კუთხეში სახარებები იყო დაბრძანებული. ტაძარში ერთი ადგილი მქონდა ამორჩეული და იქ ვიდექი. შემამჩნიეს, დამიძახეს და მკითხეს: სახარებას არ წაიკითხავო? გაოცებულმა, კითხვითვე ვუპასუხე: ნუთუ შეიძლება-მეთქი? იმ სახარებებთან რიგი იდგა, თითო კაცი თითო თავს კითხულობდა. წირვა-ლოცვის დროს, ფაქტობრივად, მთლიანად იკითხებოდა ოთხთავი. პირველად სახარება რომ წამაკითხეს, ისე გამიხარდა, ყველა ღვთისმსახურებაზე მის წაკითხვას ვცდილობდი. შემდეგ მოძღვარიც გამოვირჩიე.

ტაძარში ორი წლის სიარულის შემდეგ სტიქარის ჩაცმა შემომთავაზეს. თან მკითხეს, ოჯახში როგორ მიიღებდნენ ამას. მე ოჯახს უკვე ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას - უფალთან ვიყავი და მწამდა, რომ მასთან სიახლოვე ჩემს ოჯახსაც წაადგებოდა. უწმინდესმა მიკურთხა სტიქარი. მაშინ მეათე კლასში ვსწავლობდი. სკოლაში გულუბრყვილოდ განვაცხადე, რომ სასულიერო სემინარიაში მინდოდა ჩაბარება. ეს იყო და ეს, ამის შემდეგ თითქმის ყოველი ჩემი სასწავლო დღე დირექტორის კაბინეტში იწყებოდა და მთავრდებოდა. მე-17 სკოლის დირექტორი მაშინ სულიკო ცინცაძე გახლდათ. მისგან ბევრი რამ შევიძინე. სხვებივით ზემოდან კი არ გვიყურებდა მოსწავლეებს, უშუალო, უბრალო დამოკიდებულება ჰქონდა. მაგრამ მოგეხსენებათ, როგორი იყო კომუნისტური აღზრდა...

მახსოვს, ერთხელ ასეთი კითხვა დავუსვი ჩემს ქართულის მასწავლებელს, ალექსანდრე მეტრეველს (ღმერთმა აცხონოს მისი სული): კი მაგრამ, პატივცემულო, ღმერთი არსებობს? ეკლესია მართალია-მეთქი? მან მიპასუხა, არაო. აბა, რა გინდათ, ვარსქენიც მაგას არ ებრძოდა? - გამოდის, მართალი კაცი ყოფილა-მეთქი. მერე მასწავლებელმა ცალკე დამისვა და მითხრა, ღმერთი არსებობს, ეკლესია კი ჩვენი დედაა; მან გადაარჩინა ქართველი ერი და ქართული სახელმწიფოო. მირჩია, კარგად წამეკითხა წმინდა ილია მართლის შემოქმედება და თან გამაფრთხილა, ეს ყველაფერი ხმამაღლა არ მეთქვა - სხვანაირად გაიგებდნენ.

ჩვენ გადავიტანეთ კომკავშირიც და მაინც არასოდეს მოვწყვეტივარ ეკლესიას. მახსოვს, სტიქაროსანი რომ ვიყავი, კომკავშირის აქტივისტები მოდიოდნენ ლიტანიობის ჩასაშლელად, ხალხის ასაყვანად. თვით ჩემი ოჯახიც წინააღმდეგი იყო ჩემი ეკლესიაში სიარულისა. ვერ ვიტყვი, რომ მამაჩემს ჩემთვის ცუდი უნდოდა, მაგრამ საუკეთესო მომავლად საერო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება მიაჩნდა. ამის გამო სულ კამათი გვქონდა. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადამადგმევინა უფლის ერთგულებისკენ. ვინმეს რომ არ ეთქვა ჩემზე, ნახე, ეკლესიაში დადის და როგორ იქცევაო, ყურადღებას ვაქცევდი ჩემს თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ გამოთქმას... ბედნიერი ვარ, რომ უფალთან სიახლოვეში ვცხოვრობ. ჩემი ცხოვრება ყველამ იცის. არასდროს არაფერი დამიმალავს. უფალმა უწყის და მან განსაჯოს, რისი ღირსი ვარ: სასჯელის თუ მადლის.

- თქვენ ცხრა წლის განმავლობაში უწმინდესის სტიქაროსანი იყავით. ხომ არ გაიხსენებდით პატრიარქის გულისხმიერების გამოვლენის რომელიმე შემთხვევას?

- მახსოვს, ერთხელ რაღაც გაუგებრობაში გავეხვიე, მეგობრის გამოსარჩლების მიზნით ვიჩხუბე და ჯემპრი მქონდა გაჭრილი. მეორე დღეს უწმინდესმა დამიბარა და მითხრა, სტიქარი გაიხადეო. ნელა ვიხდიდი და ვფიქრობდი, ალბათ გუშინდელი ჩხუბის შესახებ შეიტყო-მეთქი. შემდეგ ჯემპრიც გამახდევინა. დავდუმდი. მწარედ გავიფიქრე, ჯემპრი რაღა შუაშია-მეთქი. უწმინდესმა კი ახალი ჯემპრი მომცა და მითხრა: ზუსტად შენი ზომაა, შვეიცარიაში ვიყიდე, მშვიდობით ატარეო... რა გითხრათ, უწმინდესმა მთელი ჩემი ცხოვრება შექმნა. ის ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო და იქნება. სულ იცოდა კითხვა: ოჯახში ხომ არ გიჭირთ რამეო? არ ვიცოდი, როგორ გადამეხადა მისი სიკეთე, მან კი მითხრა: შენ რომ პატიოსანი მღვდელი იქნები, ეს ჩემთვის ყველაფერიაო.

- როდის და როგორ გახდით დიაკვანი, შემდეგ კი - მღვდელი?

- მე სტიქაროსანთა იმ თაობის წარმომადგენელი გახლავართ, რომელსაც ეკუთვნოდნენ მამა თეიმურაზი (ბერიშვილი) და მამა რევაზი (სიხარულიძე). ჩვენი სტიქაროსნობა უწმინდესს კარგად ახსოვს. მე ყველაზე პატარა ვიყავი, 16 წლის, ჯერ კიდევ უწვერულვაშო. ჩემი დიაკვნად კურთხევა მოულოდნელად მოხდა. ამაღლების დღესასწაული იყო. ახლობლებთან ერთად დაბადების დღეზე წასვლას ვაპირებდი. მაინც მივედი ლოცვაზე სიონში. ამ დროს ზარების რეკვაც დაიწყო. უწმინდესი როგორც კი გამოჩნდებოდა, სტიქაროსნები მაშინვე დავიწყებდით ხოლმე მზადებას მის დასახვედრად. უწმინდესის დახვედრას თერთმეტი სტიქაროსანი სჭირდებოდა. უწმინდესის კვერთხი ყოველთვის მე მეჭირა ხელში. სტიქარი ვაკურთხებინე. მამა თეიმურაზმა მითხრა, კვერთხი ამეღო. მეც ავიღე და წავედი. რაკი მისული ვიყავი, აღარ განვიმოსე და კვერთხიც არავის მივეცი. ეტყობა, უფალმაც ასე ინება. ასე დავრჩი ლოცვაზე. ჩემი ახლობლები ერთხანს მელოდნენ, მერე წავიდნენ. ცისკარზე, ექვსფსალმუნების კითხვის დროს, მამა გიორგიმ (გამრეკელმა) დამიძახა, უწმინდესი გიბარებსო. უწმინდესმა მითხრა: გვინდა, დიაკვნად გაკურთხოთო. მაკურთხეს 1991 წლის ამაღლება დღეს. მღვდლადაც იმავე წელს დამასხეს ხელი, 28 აგვისტოს - მარიამობას, სიონის დღესასწაულზე.

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც მღვდლად გაკურთხეს და საერთოდ, რა მისია აკისრია მღვდელს ღვთისა და ადამიანების წინაშე?

- ეს უდიდესი მადლია. როდესაც დიაკვნად კურთხევის დროს პირველად შედიხარ აღსავლის კარში, გამოუთქმელი განცდა გეუფლება. ხვდები, რომ სხვაგან ხარ და გამორჩეული მისია გეკისრება - ადამიანებს დაანახვო "გზა ხსნისა", იყო შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის; გაუგო ადამიანს, მისი აღსარება გაითავისო, მის მდგომარეობაში შეხვიდე. ადამიანი იმისთვის მოდის ტაძარში, რომ ეკლესია გაჭირვებიდან გამოსავლის პოვნაში დაეხმაროს. მატერიალურ გაჭირვებას კი არ ვგულისხმობ, არამედ სულიერს. სულიერი შიმშილი უფრო მეტია და სწორედ ეკლესიამ უნდა მისცეს ადამიანს ეს საზრდო.

ადამიანმა მოძღვრის დახმარებით უნდა დაინახოს გზა ხსნისა და დარჩეს ეკლესიაში. ეს ძალიან ძნელია. განსაკუთრებით მძიმეა აღსარების საიდუმლო. ის სამ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი ადამიანს ღვთის მოწყალებით მიეტევება; ერთზე თვითონ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი; მესამე ნაწილი კი მღვდლის კისერზეა... მძიმეა მღვდლის ცხოვრება - გამადიდებელი შუშით გიყურებენ. არიან ადამიანები, რომლებიც იმას კი არ გეტყვიან: მამაო, აქ ფეხი არ დადგა, გადაგიბრუნდება და წაიქცევიო, არამედ ელიან შენი ფეხის გადაბრუნებას, რათა მერე გადაგთელონ და იყვირონ: აი, ნახეთ, მღვდელი ასეთიაო! მღვდელი მარტო საკუთარი ცხოვრებით არ ცხოვრობს, ის ცდილობს, თავისი საქციელით მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, პირველ რიგში ეკლესიას არ მოსცხოს ჩირქი. დიახ, ადამიანური თვალსაზრისით, მღვდლის ცხოვრება მძიმეა. მაგრამ საწუწუნო არაფერია; სამაგიეროდ, იღებ იმ მადლსაც, რომელიც გაძლებინებს. რომ არა უფლის მოწყალება, მე ვერ შევძლებდი ფეხზე დგომას. აქ უფალთან ხარ, აქ უფალი სუფევს, უფალი გიცავს. უფლის მზრუნველობას ყოველდღიურად ვგრძნობ.

- მამა ალექსი, დღეს ეკლესიაში ბევრი ხალხი დადის, მაგრამ საზოგადოებაში ზნეობა დაკნინებულია. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

- ბავშვი რომ დაიბადება, ჯერ დედის რძით იკვებება. პირდაპირ პურის ნატეხი რომ ჩაუდო პირში, დაიღუპება. სანამ მეათე საფეხურზე ახვალ, ცხრა უნდა გაიარო. ვინმემ რომ პირდაპირ მეათეზე მოინდომოს შეხტომა, შეიძლება ჩამოვარდეს და დაიმტვრეს. ასე არ არის: მოხვედი ეკლესიაში და მორჩა! ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდნას ხეირი არავისთვის მოუტანია. ყოფილა შემთხვევა, მავანს უთქვამს, რომ როდესაც პირველად მოვიდა ეკლესიაში, მაშინ თითქოს უფრო მეტად მომთხოვნი იყო საკუთარი თავისადმი და მერე კი ეს რატომღაც გაუნელდა. მე იმ ადამიანის პირველი აღსარებებიც მახსოვს და ახლანდელიც. ვეკითხები, ისევ აშავებს თუ არა ამას, ამას და ამას. ის მპასუხობს, რომ აღარ აშავებს. მე კი ვეუბნები: ძველებურად იმიტომ აღარ სცოდავს, რომ ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა, რომ მასში უკვე გამჯდარია ქრისტიანული სული და ცოდვის ჩადენის წინ საკუთარ თავს ეკითხება - გავაკეთო თუ არაო? მან იცის, რომ ხვალ ეკლესიაში უნდა მივიდეს; საკუთარ თავს იგი უკვე იმდენს სთხოვს, რომ უფლებას აღარ მისცემს, ცოდვაჩადენილი მივიდეს ეკლესიაში და უფლის წინაშე წარდგეს. გააჩნია, ვინ რას ითხოვს ეკლესიისგან. ზოგი იმიტომ კი არ მოდის აქ, რომ ცოდვებისგან განიწმინდოს, არამედ იმიტომ, რომ ლატარეაში მილიონი მოიგოს. უფალი ხედავს, რა გვჭირდება. თუ იმსახურებ, მიიღებ კიდეც.

ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივუახლოვდეთ უფალს. მისაკენ სავალი გზა ეკალ-ბარდებით სავსე "ძნიად სავალი" ბილიკია. იქ ჩქარა სიარული ვერ ეგების. ეშმაკი მას ებრძვის, ვინც უფლის გზაზე დგას, თორემ იმას რად უნდა ბრძოლა, რომელიც ეშმაკთან ხელიხელჩაკიდებული ჯოჯოხეთისკენ მიიმღერის! აკი ბრძანებს წმინდა წერილი: "ცათა სასუფეველი იიძულების და რომელმან არა აიძულოს თავი თვისი, მან ვერ მიიტაცოს იგი". საკუთარი თავი უნდა ვაიძულოთ, რომ უფალთან მივიდეთ. პავლე მოციქული გვაფრთხილებს: "ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს ჩვენ შორის და ეძებს, რომელიმცა შთანთქა". საიდანაც უფრო სუსტია ადამიანი, იქიდან უვლის ეშმაკი და ზუსტად მაშინ სჭირდება კაცს საკუთარ ნებაზე იძულება... მამაჩემმა X კლასში პალტო არ მიყიდა. იმიტომ კი არა, რომ საშუალება არ ჰქონდა, არამედ იმისთვის, რომ ეკლესიაში არ წავსულიყავი. კოსტიუმით მივდიოდი. არც გავციებულვარ და არც არაფერი დამმართნია. მჯეროდა, ტაძარში რომ მივიდოდი, იქ გავთბებოდი იმ მადლითა და ძალით.

- თქვენს ოჯახზე გვესაუბრეთ. რამდენი შვილი გყავთ და რას საქმიანობენ ისინი? ზოგადად, როგორი უნდა იყოს მღვდლის ოჯახი?

- ჩემი მეუღლე, მაია ჭაბაშვილი, მცხეთაში, სვეტიცხოვლობას ვნახე პირველად. ორ დღეში გავიცანი, სამ თვეში კი ცოლად მოვიყვანე. ეს იყო და ეს. მღვდლის ოჯახში მეუღლეზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ქალისთვის ოჯახი ისედაც ტვირთია, მაგრამ განსაკუთრებული ტვირთია მღვდლის ოჯახის მოვლა. თუ შენი მეუღლე სწორად არ იქცევა, სხვას ვერ დაარიგებ. მეუღლე სახე უნდა იყოს მთელი ოჯახისა. ზედმეტი არ უნდა იკადროს, თავშეკავებული უნდა იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს, დაღლილ-დაქანცული რომ დაბრუნდები შინ, იქ ვინ დაგხვდება და როგორ. თამამად შემიძლია ვთქვა, ჩემი ოჯახი მთლიანად ჩემს მეუღლეზეა აწყობილი. უფლის წყალობაა, რომ ეს ადამიანი მარგუნა მეუღლედ.

ორი შვილი მყავს - 15 წლის მარიამი და 12 წლის საბა. თვითონ ხუთშვილიან ოჯახში ვარ გაზრდილი და მამას ვეუბნებოდი, მე მეტი მეყოლება-მეთქი, მაგრამ ხომ გაგიგონიათ: ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო... მაგრამ მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა. მე დილიდან საღამომდე გამოსული ვარ შინიდან, ამიტომ შვილების აღზრდა ძირითადად ჩემს მეუღლეს აკისრია. თუმცა იგი მარტო თავისას კი არა, სხვის შვილებსაც ზრდის - პედაგოგი გახლავთ. ხელოვნების კოლეჯში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

ვამაყობ ჩემი შვილებით. მარიამი ხელოვანია, განსაკუთრებული და თავისებური გოგონაა. მეთერთმეტე კლასშია და პრეზიდენტის სტიპენდიანტი გახლავთ მწერლობის განხრით. პატარაობიდანვე წერს ლექსებს, მოთხრობებს. ცდილობს, ღირსეული შვილი იყოს მღვდლისა. კარგად ცეკვავს, არის ესპანეთის ფესტივალის დიპლომანტი, თურქეთის ფესტივალის ლაურეატი. ბულგარეთის ხალხური შემოქმედების ღია ფესტივალზე თვითონ შექმნა თავისი პოპური ხაზი და ამ ფესტივალის ლაურეატი გახდა. საბას სახელი წმინდა საბა განწმენდილის პატივსაცემად დავარქვი, რადგან ეს წმინდანი გამორჩევით მიყვარს. საბა მერვეკლასელია. თავდაჭერილი და შეგნებული ადამიანია. სადაც საჭიროა, იჩხუბებს კიდევაც, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის გამო. ფეხბურთელობა გადაწყვიტა და რაღაცნაირად უფალმაც ისე ინება, რომ ჩემს მრევლში ბევრი გამოჩენილი ფეხბურთელი მოვიდა. საბას ურთიერთობა აქვს მათთან. მამუკა ფანცულაია ავარჯიშებს "ოლიმპში" ბიჭებს და მათთან არის ჩემი ვაჟიც. მონაცემები კარგი აქვს და ცდილობს კიდევაც. როგორც ამბობენ, შრომას ყველაფერი შეუძლია, შრომა და სწავლა კი ჩემს შვილებს არ ეზარებათ, რითაც ძალიან ვამაყობ.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს მრევლთან?

- მრევლთან უშუალო ურთიერთობა მაქვს. მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ლმობიერია და სიყვარულით გამთბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მე პატრიარქმა მასწავლა. უწმინდესი ერთ ადგილზე დგომის უფლებას არ გვაძლევდა. ხან რას დაგვავალებდა, ხან რას. აბა, ახალი რა გავაკეთოთ, რას მოიფიქრებთო, - გვეტყოდა. მეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს მრევლთან. ერთმანეთს ვეფერებით. ჭირია თუ ლხინია, ერთად ვართ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მრევლის მოძღვარი და ამავე დროს მეგობარი ვარ. მაგრამ იციან, სად მთავრდება მეგობარი და სად იწყება მოძღვარი, და ზღვარს არასოდეს გადადიან. მიხარია, რომ ახალი წმინდა სამების ტაძრის ტრაპეზის ჯვარი ჩემმა მრევლმა გააკეთა. მე მხოლოდ ორგანიზებას ვუკეთებდი ამ საქმეს. ვკრებდით სახსრებს, ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, რათა ჩემი მრევლის ყველა წევრს თავისი თუნდაც მცირე წვლილი შეეტანა ამ კეთილშობილურ საქმეში. ასე კეთდებოდა ეს ჯვარი, რომლითაც უწმინდესი ხალხს ლოცავს. რაც მეტი ადამიანი ემთხვევა ამ ჯვარს, ვგრძნობ, რომ მით უფრო მეტად მემატება სიხარული და მადლი.

- თქვენ უკეთ იცით, თუ რა პრობლემები აწუხებს დღევანდელ მრევლს. რაში ხედავთ გამოსავალს?

- გამოსავალი ისევ და ისევ ღმერთთან სიახლოვეშია. უფალს ძალუძს მათი დაცვა, ვინც მის გზაზე დგას, მის სიახლოვესაა. უფალმა მადლი რომ მოგცეს, უნდა იღვაწო; უნდა მოიმუშაკო და მიიტაცო ცათა სასუფეველი. ადამიანის ყოველი დღე უფალთან საუბრით უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს. ყოველი დღე უნდა წარმოიდგინო როგორც უკანასკნელი და უფალთან შესახვედრად უნდა ემზადებოდე.

- რას უსურვებდით საქართველოს ეკლესიის მრევლს?

- ღმერთთან სიახლოვეს. უფალი ყოვლისმხილველი, ყოვლისშემძლე, ყოვლისგამგებელია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მატერიალური თუ საზოგადოებრივი მდგომარეობა, რაც გააჩნია, თვითონვე შეიქმნა. ნურას უკაცრავად! ყველაფერი უფალმა მისცა ადამიანს იმისთვის, რომ წესიერად გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფალს შეუძლია ყველაფერი წაგვართვას. მხოლოდ ღმერთთან სიახლოვეში შეიძლება გადარჩენა. უფლისგან მონიჭებული მადლის გარეშე ამ ცოდვიან ცხოვრებაში ბოროტებასთან ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება.

ჩემს მრევლს ხშირად ვეუბნები: მღვდლის თავი სიკეთეში დაგჭირვებოდეთ-მეთქი. როგორც უწმინდესი ბრძანებს: "უფალს ებარებოდეთ და იხარებდეთ ორსავე სოფელსა შინა". ღმერთთან სიახლოვეში თუ იქნები, უფალი არ გაგწირავს და მოგცემს იმაზე მეტს, ვიდრე იმსახურებ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat