მიხვალ თუ არა უფალთან, ნეტავ აქამდე სად ვიყავიო, იტყვი
მიხვალ თუ არა უფალთან, ნეტავ აქამდე სად ვიყავიო, იტყვი
"ანაფორა ქრისტეს ეკლესიის დროშაა, - ამბობდა ერთი ბერი, - ამიტომ ჩვენ, ვინც ანაფორას ვატარებთ, ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, წმინდა ცხოვრებით პატივი ვცეთ მას, რათა იმათაც სცენ პატივი, ვისაც ის არ აცვია".

მღვდლობა დიდი პასუხისმგებლობაა. მოძღვრის საქციელი მორწმუნისთვის სანიმუშო უნდა იყოს. თვით ანაფორით სიარულიც კი ერთგვარი უსიტყვო ქადაგებაა.

თბილისის მირქმის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა ლაზარე (ვარდოსანიძე), სულ ცოტა ხანია ატარებს მისთვის ესოდენ ძვირფას და საპატიო შესამოსელს. ამ თავმდაბალ და მოსიყვარულე მოძღვარს თავისი მრავალრიცხოვანი მრევლის თითოეული წევრის ბედი აწუხებს და სიხარულით ხვდება ეკლესიაში მათ გამოჩენას.

- მამაო ლაზარე, როგორ ჩაისახა თქვენში რწმენა?


- ალბათ, ყველაფერი მაინც ოჯახიდან იწყება... დედ-მამას საოცრად თბილი, სიყვარულით სავსე ურთიერთობა ჰქონდა. მამა მილიციაში მუშაობდა, ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობა ეკავა. მუდამ ასე მარიგებდა: რა სიავეც არ უნდა გაგიკეთონ, სიკეთით გადაუხადეო, - და თვითონვე მაძლევდა მაგალითს. არაერთხელ მოსულან მასთან, უთქვამთ: შენთვის ცუდის მეტი არაფერი გაგვიკეთებია, მაინც სიკეთეს მოგვაგებო, - და პატიება და დახმარება უთხოვიათ. ასეთ წუთებში ცრემლი მომადგებოდა ხოლმე... მართლაც საოცრებაა: ბოროტების ჩამდენი თვითონვე იტანჯება, ის კი, ვინც სიკეთეს სჩადის, რამოდენა სიხარულს გრძნობს!.. თუ რამე ხინჯი და ხარვეზი აქვს ადამიანს, უწინარეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა მოჰკითხოს პასუხი. თუ მიტევება და ავის მსურველის სიყვარული არ შეგვიძლია, ეს მხოლოდ ჩვენივე უძლურების ბრალია, ჩანს, ჩვენს შინასამყაროში რაღაც ვერ არის რიგზე. ამას რომ გავაცნობიერებთ, ჭეშმარიტი შინაგანი ცხოვრება მერეღა იწყება...

ოცდაცამეტი წლის ისე გავხდი, მაპატიოს ღმერთმა და ეკლესია არც გამხსენებია. ერთხელ ჩემი მეზობელი მოვნათლე სიონის ტაძარში; სად ვიყავი, როგორ ვიყავი, რა მოხდა და როგორ მოხდა - აღარაფერი მახსოვს... ჩვენთან, იმერეთში, ერთადერთი მოძღვარი იყო, რომელიც სამ რაიონს ემსახურებოდა. კომუნისტური პროპაგანდა საშინელ გავლენას ახდენდა ხალხზე. კომუნისტებმა მათ სულიერება წაართვეს და ხორციელება მისცეს. შემდეგ, ღვთის მადლითა და წყალობით და უწმინდესის დიდი მონდომებითა და ღვაწლით, იკურთხა და აშენდა მრავალი ტაძარი. მადლობა უფალს, რომ ერს ასეთი სულიერი მამა ჰყავს! ჩვენს რაიონშიც გამოჩნდა სამღვდელოება. ზესტაფონში არის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის პანსიონატი, რომლის გახსნას სათავეში ედგა აწ გარდაცვლილი მეუფე კონსტანტინე, მარგველი მიტროპოლიტი. იქ მისი ლოცვა-კურთხევითა და, რაღა თქმა უნდა, პატრიარქის თანხმობით, დაარსდა წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის გიმნაზია, სადაც ორასამდე ბავშვი სწავლობს. მათ ეკლესია ზრდის, დედობას უწევს.

ყოველივე ამან ჩემზე საოცრად იმოქმედა. ყველგან მამა გრიგოლის სახელი მესმოდა, მის შვილებთანაც მქონდა ურთიერთობა... მანამდე ერთი უჩვეულო ამბავი შემემთხვა: ჩემი მეუღლე სიზმრად თითქმის ყოველღამ ეკლესიას ხედავდა. მე კი ერთი-ორჯერ გამოცხადებასავით ვნახე ის უხსენებელი და ძალიან შემეშინდა. იმხანად ახალშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი გახლდით და მოსახლეობის უფლებებს ვიცავდი. რაღაც საქმის გამო მამა გრიგოლთან მომიხდა მისვლა, ვისაუბრეთ... ჩემი ბიძაშვილი მგალობელი და მედავითნეა. ხშირად მესაუბრებოდა საიქიოზე. მისმა სიტყვებმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. მამა გრიგოლის შვილებს რომ ვესაუბრებოდი, მოშურნის თვალით შევცქეროდი ხოლმე. ამ პირტიტველა ბავშვებს რამდენი რამ სცოდნიათ, მე კი, ამხელა კაცმა, არაფერი ვიცი-მეთქი... იცით, რა არის საოცარი? - სულსაც, როგორც ადამიანს, თავისი წარმომავლობა აქვს. ის ხომ უფლისგან გამოვიდა და მისკენვე მიილტვის. საკმარისია, ტაძარში, უფალთან მიიყვანო, რომ მყისვე დამშვიდდება. შეიძლება, მთელი მსოფლიო მოიარო, მაგრამ ნავსაყუდელი ვერ პოვო; მაგრამ მიხვალ თუ არა უფალთან, ნეტავ აქამდე სად ვიყავიო, იტყვი... აი, ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც. მწამს, ტაძარში უფალმა მიმიყვანა. მადლობა მას ყველაფრისთვის!

- მერე კი საბოლოოდ გადაწყვიტეთ ღვთის სამსახური...

- მაშინ სტიქაროსნად ვმსახურობდი. ერთხელ, როცა ტაძარს ვასუფთავებდი, გარეთ გავიხედე და შევძრწუნდი: მომეჩვენა, რომ ყველაფერი ბურუსით მოცული და საშინელი იყო. ძრწოლა და უმწეობის განცდა დამეუფლა, ნეტავ უფალმა აქედან აღარასოდეს გამიყვანოს-მეთქი, ვინატრე. იმავე დღეს მივედი მეუფე კონსტანტინესთან და ლოცვა-კურთხევა ვთხოვე: აღარ მინდა ერისკაცობა, თქვენთან ყოფნა მინდა-მეთქი. მეუფე საოცრად გამჭრიახი და მადლიანი ადამიანი გახლდათ. მაშინ უკვე ძალიან ცუდად იყო. მაინც წამოდგა და ჯვარი გადამსახა. მიკურთხებიხარო, მითხრა. კარგა ხანს საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი, თითქოს დავფრინავდი... ცხრა თვე ვმსახურობდი სტიქაროსნად. ეკლესიაში დილის რვა საათზე მივდიოდი და ნაშუაღამევს ვბრუნდებოდი შინ. ამ ხნის მანძილზე გახვრეტილი შაურიანი არ შემიტანია ოჯახში. საოცარი ის იყო, რომ სასმელ-საჭმელი მაინც გვქონდა. საოცრად მოწყალეა უფალი... ეკლესიაში მნათედ რომ ვიყავი, მამაჩემი ქარხანაში მუშაობდა, სადაც პურის ტალონებს აძლევდნენ. მამა ამ ტალონებს მე მაწვდიდა. როგორც კი დიაკვნად მაკურთხეს, მამას ტალონების მიცემა შეუწყვიტეს. შემდეგ ეპარქიამ დამინიშნა მცირე თანხა მოწყალების სახით.

დიაკვნად მეუფე დანიელმა მაკურთხა ზესტაფონში, ბზობას, ლაზარეს შაბათის მეორე დღეს. ერისკაცობის სახელი, კახაბერი, შემიცვალეს და ლაზარე დამარქვეს. ერთ თვის შემდეგ კი მეუფემ მღვდლად კურთხევა შემომთავაზა. ისე შემეშინდა, ტირილი ამივარდა.

- როგორი განცდა დაგეუფლათ, როდესაც მღვდლად დაგასხეს ხელი?

- როგორც კი ხელდასხმა აღსრულდა და გავაცნობიერე, რაც მოხდა ჩემს თავს, გარესამყაროს მყისვე სხვა თვალით შევხედე. უკვე - არა როგორც ერისკაცმა. ვერაფრით მივმხვდარიყავი, რა მემართებოდა. თითქოს უეცრად სხვა განზომილებაში მოვხვდი. ყველაფერში უფლის მადლსა და წყალობას ვხედავდი.

- რა სირთულეები შეგხვდათ და როგორ გადალახეთ ისინი?

- მეუფე დანიელის წირვაზე რამდენიმე დიაკვანი ვმსახურობდით და მე, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი - ბოლო კვერექსის თქმა მიწევდა. არაფერი ვიცოდი, წესიერად წიგნსაც კი ვერ ვკითხულობდი. მერე ჩვენს რაიონში სოფლების მოლოცვა ჩატარდა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და მეუფის შემწეობით სამღვდელოებამ მრევლთან ერთად სოფლები ფეხით მოიარა. ყველა წასული იყო, ორმოცი დღე მარტო ვიყავი ტაძარში და ვწირავდი. პირველ და მეორე წირვაზე ოდიკის გაშლა დამავიწყდა (როდესაც მღვდელი ბარძიმ-ფეშხუმით გამოდის, ტრაპეზზე ოდიკი უნდა იყოს გაშლილი). ძალიან დავიბენი და შუა აღსავლის კარში ავტირდი: რა დროს ჩემი მარტო დატოვება იყო-მეთქი? მაგრამ ყველაფერს უფალი აკეთებს, ჩვენ რა ძალგვიძს? მესამე და მეოთხე წირვაზე ყველაფერს ის განაგებდა და მეც ისე მივყვებოდი, როგორც კრავი.

- ცოტა რამ თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ...

- ჩემი მეუღლე ბოდბისხეველია. ცოლად რომ შევირთე, მოუნათლავი იყო და ერთ დღეს, ბარბარობას, მოინათლნენ ისიც და ჩემი უფროსი ქალიშვილიც. ახლა უკვე სამი შვილი მყავს. თავდაპირველად ცოტა უჭირდა იმასთან შეგუება, რომ ეკლესიაში დავდიოდი. ვარიგებდი, ასე არ შეიძლება, უფალი დაგვსჯის-მეთქი, ის კი მეკამათებოდა. ბოლოს, ალბათ, დაფიქრდა: რას ნიშნავს ეს "უფალი დაგსჯისო", დაინტერესდა, ამ ყველაფრის შემეცნება მოისურვა და იპოვა მოძღვარი - ბერი მამა ვარაქიელი. ის ახლა კოდორშია, მაშინ კი უბისაში მსახურობდა და ჩემი მეუღლე ზესტაფონიდან ოცდახუთ კილომეტრს გადიოდა მის სანახავად. ვუშლიდი - ძნელია ამხელა მანძილზე ქალის მარტო გაშვება, მან კი უცებ ასეთი რამ მკითხა: ჩემი სულის ცხონება ხომ ჩემს ხელთაა, ხომ ნებაყოფლობით უნდა ავირჩიო მოძღვარიო? კი-მეთქი, მივუგე. ჰოდა, ვინც ჩემს სულთან ახლოს მოვიდა, იმასთან დავდივარო. უმალვე დავყარე ფარ-ხმალი... მას შემდეგ მე, ჩემი მეუღლე და ბიძაშვილები ერთად დავდიოდით უბისაში.

- მრავალრიცხოვანი მრევლი გყავთ. როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან და საზოგადოდ, როგორი უნდა იყოს მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა?

- მრევლთან ურთიერთობა პირველ რიგში მეგობრობაა, რადგან მაცხოვარი არა მარტო განკაცებული ღმერთი და მოძღვარი, ყველას მეგობარიც იყო: დიდთან დიდი და პატარასთან პატარა... ხანდახან მკაცრიც ვარ. თუ ადამიანმა თავისი სული ჩაგაბარა, თუ ეს პასუხისმგებლობა იტვირთე, ვალდებულიც ხარ, შეასრულო სულიერი მამისა და მეგობრის ფუნქცია. მღვდლობა მხოლოდ ოლარის გადაფარება და შენდობის ლოცვის წაკითხვა ხომ არ არის! ხალხს აკლია სიყვარული და ეს დეფიციტი ეკლესიამ უნდა შეუვსოს. წმინდა მამებიც ხომ ამბობენ, ყოველი მოძღვარი დედამიწაზე მოსიარულე ქრისტეაო. ჩვენ, მოძღვრებს, უფლებაც არ გვაქვს, ბოლომდე არ დავიხარჯოთ მრევლისთვის, თითოეული სულიერი შვილისთვის. ყოველი შენდობის ლოცვისთვის, მრევლისთვის ნათქვამი ყოველი სიტყვისთვის ჩვენ პასუხი მოგვეთხოვება. ამიტომ მოძღვარმა ბევრი უნდა იკითხოს, ბევრი იმუშაოს საკუთარ თავზე, რათა სულიერად ამაღლდეს. ჩვენ ხშირად უნდა ვამბობდეთ აღსარებას და ვცდილობდეთ, სულიერად განვიწმინდოთ. აკი უფალიც ამასვე გვასწავლის: "მკურნალო, - ამბობს იგი, - განიკურნე თავი თვისი და მერე უმკურნალე სხვებს". ყოველ შემთხვევაში, მე ამას ვცდილობ (მადლობა უფალს!). მე მინდა, ერთმანეთს სულიერად შევაკავშირო ჩემი მრევლის ყოველი წევრი და ერთად, ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ. როგორც პატრიარქი იტყვის ხოლმე, ნუ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რაოდენ გვიყვარს ერთმანეთი, არამედ ქრისტეს გარშემო ვიტრიალოთ, რადგან უფალი სიყვარულია. პავლე მოციქული ბრძანებს: "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული ქრისტესი". ადამიანი უნდა გრძნობდეს მოყვასის სიმძიმის ტვირთვის აუცილებლობასაც და სურვილსაც. იესო ქრისტე, განკაცებული უფალი, მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ამქვეყნად ადამიანმა. როგორც მაცხოვარი ამბობს, "იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს". ყოველმა ჩვენგანმა უნდა განვლოს თავისი ჯვარცმა, თავისი გოლგოთა, ყველამ საკუთარი ჯვარი უნდა იტვირთოს და აღამაღლოს. ქრისტე ყოველი კაცისთვის ეწამა, ჩვენც ნებისმიერ ადამიანში ქრისტეს უნდა ვხედავდეთ და ვმსახურებდეთ.

- მძიმეა მოძღვრის ჯვარი, მაგრამ მღვდელი უფლისგან დიდ ნუგეშსაც იღებს. ყველაზე მეტად რა გახარებთ ხოლმე?

- მოძღვარს ყველაზე მეტად ის გაახარებს, თუ მისი სიტყვა, რომელიც მას ღვთისგან მოემადლება, კეთილ ნიადაგზე დაეცემა და ნაყოფს გამოიღებს, მაგრამ ეს მოძღვრის დამსახურება არ არის, ეს უფლის წყალობაა, მისი სიტყვის მადლი. ახალს მე ვერაფერს ვიტყვი. ყველაფერი, რაც უნდა თქმულიყო, უკვე ნათქვამია. თვითონ სახარებაა ჭეშმარიტება და სინათლე. წმინდა მამები ჯვარს ეცმოდნენ სახარებისთვის... მახარებს ის, რომ ერი და ბერი გაერთიანდა. როგორც სული მკვიდრობს ხორცში და განასპეტაკებს და აჯანსაღებს მას, ასევე უნდა იყოს ერი და ბერი. ჩვენ ერთნი ვართ.

- დასასრულ, რას ეტყოდით ჩვენი ჟურნალის მკითხველს, ქართველ ხალხს?

- მადლობა უფალს, რომ ჩვენ საქართველოში მოგვიწია ცხოვრება. იმიტომ, რომ ეს ისეთი მიწაა და ისეთი მადლია ყველა ჩვენგანზე გადმოსული, რასაც ნაკლებად შევიმეცნებთ ხოლმე ჩვენ. ქართველებს ორმაგად მოეთხოვებათ ღვთის წინაშე - როგორც ქრისტიან მართლმადიდებლებს და როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე მცხოვრებ ხალხს. ეს ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, რომ სხვანაირად ვიცხოვროთ და სხვანაირი შემართებით ვიყოთ ღვთის წინაშე. როგორც მაცხოვრის, შემოქმედისა და დამბადებლის წინაშე აგებ შენ პასუხს, ამავე დროს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშეც. როცა სული ავადდება, ავადდება ხორციც. "მიწა ხარ და მიწადვე მიიქეცო", - ამბობს უფალი ხორცზე. ადამიანმა სულზე უნდა იფიქროს. დედამიწაზე კი სულის საცხოვრისი ეკლესიაა. "არიან ცხოვარნი, რომელნიც არ არიან ამის ეზოსაგანნი, გარნა ჯერ არს მათი მოყვანება ჩემდა, რათა იყვნენ ისინი ერთ სამწყსო და ერთ მწყემს", - ბრძანებს მაცხოვარი. მინდა, მოვუწოდო საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს: ვილოცოთ ჩვენი პატრიარქისთვის, ჩვენი წმინდა სინოდისთვის, ჩვენი მღვდელმთავრებისთვის, ბერმონაზვნობისა და პატიოსანი სამღვდელოებისთვის. ვილოცოთ, რათა მშვიდობა იყოს დედამიწაზე, რათა ქართველობა გაერთიანდეს, რათა უფალმა გვაცხოვნოს და კეთილი გვიყოს ჩვენ ორსავე სოფელსა შინა. გისურვებთ სიკეთეს, ჯანმრთელობასა და წარმატებას. ღმერთმა დაგლოცოთ და კარგად გამყოფოთ!
ბეჭდვაელფოსტა
18.07. 2014
.
გაიხარე მამაო, ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ.
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat