მოძღვრის ერთ გამოხედვას, ერთ სიტყვასაც კი დიდი ძალა აქვს
მოძღვრის ერთ გამოხედვას, ერთ სიტყვასაც კი დიდი ძალა აქვს
რუბრიკის სტუმარია თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის (ლურჯი მონასტრის) მღვდელმსახური, დეკანოზი გრიგოლ კუმედაშვილი. მამა გრიგოლი უკვე თექვსმეტი წელია ერთგულად ემსახურება თავის მრევლს. მას ჰყავს უაღრესად კეთილშობილი მეუღლე და ოთხი შესანიშნავი ქალიშვილი. ამ ოჯახში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს. აქ გამეფებულ სითბოსა და სიყვარულს ოჯახის წევრები ყოველ სტუმარს უშურველად უნაწილებენ.

- მამა გრიგოლ, თქვენ იმ თაობას ეკუთვნით, რომელიც ათეისტური რეჟიმის დროს გაიზარდა. იმ გარემოში როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ?

- მე სამოცდაათიანი წლების თაობის წარმომადგენელი გახლავართ, რომლისთვისაც ადვილი ხელმისაწვდომი არ იყო სასულიერო საკითხებთან დაკავშირებული ნაშრომები. ზღვა გამოცემებს შორის ერთსაც ვერ ნახავდით ისეთს, ნეგატიურად რომ არ ყოფილიყო გაშუქებული ქრისტიანობის არსი და მნიშვნელობა. ცდილობდნენ, მოძღვრის ავტორიტეტი შეელახათ. მღვდლებს ინტელექტუალურად და სულიერად არასრულფასოვან, უზნეო, ამორალურ ადამიანებად წარმოაჩენდნენ. ასეთი დევნის შემდეგ დღესაც დიდი ძალისხმევა სჭირდება ეკლესიას, რათა საბოლოოდ ჩამოირეცხოს ეს დაუმსახურებელი ჭუჭყი.

ღვთის წყალობით, იმპერია დაიშალა, ათეიზმის ბატონობა დამთავრდა, სამართლიანობა აღდგა, ჩვენს თაობას ათეული წლობით დაკეტილი ეკლესია-მონასტრების აღდგენის საშუალება მიეცა. ჩვენ სწორედ ის თაობა აღმოვჩნდით, ვისაც უნდა შეგვწეოდა ძალა ჭეშმარიტი სინანულისა, მამა-პაპათა შეცოდებანი გამოგვესწორებინა, ყველაფერი ახლებურად გადაგვეფასებინა. მოგვეცა საშუალება, მონანული ავაზაკივით შეგვეღაღადებინა უფლისთვის: "მოგვიხსენე ჩვენ, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა".

მოგეხსენებათ, მონანიება ადამიანის სულიერი განახლება, ახლად შობაა. ნათქვამია, ვინც ხელახლა არ იშვება, ვერ შევაო სასუფეველში.

ჩვენი ოჯახი ურწმუნო გახლდათ. როდესაც მე და ჩემმა ძმამ სასულიერო სასწავლებელში ჩაბარება გადავწყვიტეთ, ბევრს გაუკვირდა. ჩვენი გადაწყვეტილება ისე მიიღეს, თითქოს ახალი რელიგიური მიმდინარეობის დასაარსებლად ვიბრძოდით. სინამდვილეში ახალი არაფერი ხდებოდა; უბრალოდ, იძულებით განშორებული ხალხი დედაეკლესიას უბრუნდებოდა.

მახსოვს, სტუდენტობის დროს მალულად ვკითხულობდით "შავ" წიგნებს, რათა მეტი შეგვეტყო ჩვენი ისტორიის შესახებ. მას შემდეგ დიდი დრო არ გასულა, მაგრამ ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით მდგომარეობა ისე შეიცვალა, რომ დღეს ყველას აქვს საშუალება, არჩევანი თავისუფლად გააკეთოს.

- როგორ დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება?

- ჩემი ძმის მეგობრები, პედაგოგები, ნათლიები სასულიერო პირები იყვნენ. მათთან შეხვედრამ და საუბრებმა მიმაღებინა გაბედული გადაწყვეტილება, შევდგომოდი უფალს. ეს მოხდა 1989 წელს, როცა 33 წლის გახლდით და უკვე სამი შვილიც მყავდა. ძნელია სიტყვით იმ განწყობის გადმოცემა. შემიძლია მხოლოდ, დიდი ხნის წინ წარმოთქმული სიტყვები გავიმეორო: "უფალო, არა ღირს ვარ აღხედვად შენდა".

- რა გრძნობა დაგეუფლათ მღვდლად ხელდასხმის დროს?

- არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს ტვირთი არ დააფიქრებს, მაგრამ ის, რაც შეუძლებელია კაცთაგან, შესაძლებელია ღვთის მიერ.

წირვის მადლს სიონის საკათედრო ტაძარში ვეზიარე - სანამ დიაკვნად მაკურთხებდნენ, ამ ტაძრის სტიქაროსანი ვიყავი. უფლის განსაკუთრებული მადლი და სიხარულიც პირველად სიონში შევიგრძენი.

დიაკვნად კურთხევას მალე მღვდლად კურთხევა მოჰყვა. ის წლები ჩემთვის უბედნიერესი გახლდათ. ეს იყო პერიოდი ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლისა.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მღვდელმსახური და რა პასუხისმგებლობა აკისრია მოძღვარს ღვთისა და ერის წინაშე?

- ჭეშმარიტ მოძღვრობას უნდა ესწრაფოდეს ყველა, ვინც ამ დიდ ჯვარს შეუდგება. მე პირველად მეჯვრისხევის უსანეთის ეკლესიაში დამადგინეს მღვდლად (ეს ეკლესია ოსების სოფელ ღრომში მდებარეობს). ეს დრო ქართველებისთვისაც და ოსებისთვისაც მძიმე იყო. მეჯვრისხევში გამუდმებით სროლის ხმა ისმოდა. ხალხს სულიერადაც და ფიზიკურადაც ძალიან უჭირდა. ჩვენ იქ ათეული წლობით დაკეტილი ეკლესია გავხსენით, რომელიც საწყობად ჰქონდათ გამოყენებული. მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით: ხალხის უამრავ კითხვაზე უნდა გაგვეცა პასუხი, ყველაფერი თავიდან უნდა დაგვეწყო, თანაბარი სიყვარული და მზრუნველობა უნდა გამოგვეჩინა ყველა დაკარგული და გზააბნეული ცხვრის მიმართ, თუ გვსურდა, უფლის ცხვრები ისე მოგვემწყემსა, რომ ერთიც არ დაკარგულიყო. სოფელში ჩასულებს საშინელი და თავზარდამცემი სურათი დაგვხვდა. სწორედ იმ დღეებში ლინჩის წესით გაესამართლებინათ და ცოცხლად დაეწვათ ოცი წლის ვაჟი. თვითმხილველნი გვიყვებოდნენ ამ შემაძრწუნებელ ამბავს: თურმე ის ჭაბუკი უკანასკნელ წუთებში ისეთი მავედრებელი თვალებით იყურებოდა, თითქოს ელოდა, რომ ვიღაცას მაინც შეებრალებოდაო. ამ არაადამიანურმა ფაქტმა შიშველი სინამდვილის წინაშე დაგვაყენა და იმაზე დაგვაფიქრა, რომ საზოგადოებას სჭირდებოდა კარგი მღვდლებიც და კარგი მასწავლებლებიც, ისეთები, რომლებიც იმაზე მაინც დააფიქრებდნენ ადამიანს, რისთვის მოვიდა იგი ამქვეყნად.

სასულიერო აკადემიაში განსაკუთრებული თეორიული ცოდნით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ მღვდლად კურთხევის შემდეგ მრევლთან ურთიერთობამ სხვაგვარი პასუხისმგებლობის წინაშე დამაყენა: უნდა ვყოფილიყავი მცოდნე, სანდო, გაწონასწორებული პიროვნება, ადამიანი, ვისაც უყოყმანოდ ანდობდნენ ფიქრსა და გულისტკივილს.

დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ურთიერთობა შესანიშნავად აეწყო და ეს სულიერი მეგობრობა დღესაც გრძელდება.

- მოძღვრობა რთული და საპატიო მოვალეობაა. როგორი უნდა იყოს მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა?

- თექვსმეტი წელია, მოძღვარი ვარ. მოძღვრის ერთ გამოხედვას, ერთ სიტყვასაც კი დიდი ძალა აქვს, მას შეუძლია მოაქციოს ან დააბრკოლოს ადამიანი.

ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავუფრთხილდეთ უფლის სამწყსოს, რომლის მეთვალყურედაც დაგვადგინა ღმერთმა. დაბრკოლებები უთუოდ შეგვხვდება და ეს არ არის გასაკვირი - პავლე მოციქული გვმოძღვრავს, რომ მოვა დრო, როცა საღ მოძღვრებას არ შეიწყნარებენ და თავიანთი გულისთქმის შესაბამისად ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ამიტომ უნდა გავფრთხილდეთ, ვიდგეთ მტკიცედ და შეურყევლად და ყველას არ მივენდოთ. ჯერ თავად უნდა იყო მართალი უფლის წინაშე და მხოლოდ მაშინ გექნება უფლება, სხვას მისცე რჩევა ან სხვისი საქციელი შეაფასო. მე ყველასთან - მშობლებთან, შვილებთან, მღვდლობაშიც და ერისკაცობაშიც - ვცდილობდი, სამართლიანი ვყოფილიყავი. ხან გამომდიოდა, ხან არა, - ამის შეფასება მხოლოდ ერთადერთ მსაჯულს შეუძლია.

რა თქმა უნდა, მრევლსაც ამასვე ვთხოვ: იყვნენ მორჩილნი, უფლის მოყვარულნი, მომთხოვნნი საკუთარი თავის მიმართ, ისმინონ უფლის ხმა, მოინანიონ, რადგან "მოახლოებულია ცათა სასუფეველი". მინდა, გამოიყენონ ყოველი წუთი და ყოველი წამი, რადგან არავინ იცის, როდის მოვა უფალი...

ბევრი ცუდი რამ ხდება ამქვეყნად, მაგრამ უფალი მოგვწმენდს ცრემლს და აღარ იქნება მართალთათვის გლოვა და ტკივილი.

- ახლა რთული დროა და არა მხოლოდ საქართველოსთვის. უმეტესად რა უჭირს თქვენს მრევლს და რას ურჩევდით მათ?

- მრევლს უამრავი პრობლემა აქვს, როგორც სულიერი, ასევე მატერიალური. ზნეობის გადაფასების ჟამი დგას, ადამიანებს უამრავი საცდური ხვდებათ, რომლებთან გამკლავებაც, რასაკვირველია, უჭირთ. ჩემი მრევლი ხშირად აღნიშნავს, რომ მკაცრი ვარ. გულწრფელად გეტყვით: თუ ასეთი ვარ, მხოლოდ მათი დიდი სიყვარულის გამო. მათი ტკივილი, დამერწმუნეთ, მოსვენებას მიკარგავს და გულით ვწუხვარ, რომ მეტის გაკეთება არ შემიძლია.

რჩევით კი, აი რას ვურჩევდი: ნუ მიბაძავენ სხვებს ჩაცმის სტილით, საუბრით, უგულობით. დღეს ბევრი ტოვებს ქვეყანას; ნუ წავლენ იქ, სადაც ქრისტე არ წაჰყვებათ და ნუ მივლენ იქ, სადაც ქრისტიანული სიყვარულით არ დახვდებიან. დღეს ქალებს სირცხვილი აღარ უწვავთ ლოყებს, დაცემა და უწესობა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. ჩემს მრევლს ვურჩევდი, შეინარჩუნონ ადამიანურობა და ის სიწმინდე, რაც მათ უფალმა მიმადლა; მოიქცნენ, როგორც ცხვრები და არა როგორც თხები, რადგან უფალი ცხვრებს - თავის მარჯვნივ, თხებს კი მარცხნივ დააყენებს. ეს დრო აუცილებლად დადგება, ამიტომ მინდა, რომ ეს მუდამ ახსოვდეთ.

- მამა გრიგოლ, თქვენ ოთხი შესანიშნავი ქალიშვილის მამა ბრძანდებით...

- მუდამ ვცდილობდი და ვცდილობ, შვილებიც ტრადიციების დამცველებად და გამგრძელებლებად დავზარდო. სიმართლის თქმა მათთვის ჩვევაა. რამდენად გამოადგებათ ეს მიწიერ ცხოვრებაში, ვერ გეტყვით, უფალთან კი მხოლოდ მართალნი დაიმკვიდრებენ ადგილს. ჩემი თვალთახედვით, ისეთი შვილების მამა ვარ, მღვდელს რომ ეკადრება, რაც ძალიან მახარებს. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან მღვდლის შვილები სხვებისთვის მაგალითის მიმცემნი უნდა იყვნენ, მზრუნველნი, გულმოწყალენი, უფლის მოშიშნი და მოყვარულნი.

მამა გრიგოლის მეუღლე, ქალბატონი ელენე ბეგლარაშვილი, საოცრად კეთილშობილი ადამიანია. ის ერთგულად უდგას მხარში მეუღლეს და დიდი სიყვარულით ინაწილებს მისი ჯვრის სიმძიმეს.

- ძნელია მღვდლის ცოლობა?

- ადვილი ნამდვილად არ არის. შენს ყოველ სიტყვას, ყოველ ნაბიჯს გამადიდებელი შუშით უყურებენ, შენს თვალში ბეწვსაც კი ხედავენ. სხვას ბევრ რამეს აპატიებენ, მღვდლის ოჯახს კი - ცოტასაც არა.

როგორც არ უნდა მოვინდომო განმარტოებით ყოფნა ან ლოცვა, თუ ტაძარში ერთი ნაცნობი მაინც აღმოჩნდა, მყისვე ყველა გაიგებს, რომ მღვდლის მეუღლე ვარ.

ზოგჯერ, როგორც კი შეიტყობენ, ვინ ვარ, იწყებენ რომელიმე მოძღვრის განკითხვას... ბევრი ვერ აცნობიერებს ღვთისა და ადამიანების წინაშე თავის მოვალეობას. ასე რომ, გვინდა თუ არა, უამრავ კითხვაზე გვიწევს პასუხის გაცემა, ამიტომ მიმაჩნია, რომ მღვდლის მეუღლეს (თუკი ეს შესაძლებელია) სასულიერო განათლება უნდა ჰქონდეს.

ურწმუნო მეუღლე დიდი განსაცდელია თავად მოძღვრისთვის. ბევრი, ვისაც მღვდლობა სურს, მეუღლის არჩევისას ნაჩქარევ გადაწყვეტილებას იღებს და მერე ბევრის დათმენა უწევს.

ადრე მამა გრიგოლი მარტო მარხულობდა. მხოლოდ ათი წელია, რაც მთელი ოჯახი დავდექით მის გვერდით. შემდეგ ვკითხე, ამდენს რომ ვაშავებდით, გამოსწორებას რატომ არ გვაიძულებდი-მეთქი. ძალდატანებას აზრი არ ჰქონდა, ვიცოდი, რომ ამქვეყნად ყველაფერს თავისი დრო აქვსო.

- ერთბაშად მოექეცით თუ სარწმუნოება თანდათანობით გაღვივდა თქვენში?

- ჩემი შემობრუნება უცნაურმა ხილვამ განაპირობა. თითქოს ქვესკნელის პირას ვიდექი, იქ ჩავინთქმებოდით მეც და ჩემს უკან მდგომი უამრავი ბავშვიც, თაბახის ფურცლისოდენა ქაღალდის კიბეს რომ არ შევეკავებინეთ. ამ ხილვის შემდეგ ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარს მამა ვახტანგს (ასათიანს) მივმართე. მითხრა, რომ ეს ფურცელი ბიბლია იყო, რომელიც არასოდეს გაიდრიკებოდა და თუ მას დავეყრდნობოდი, მეც გადავრჩებოდი და სხვებსაც გადავარჩენდი. მამა ვახტანგისავე თანადგომით დავამთავრე საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტი.

როცა შენში ჭეშმარიტება შემოდის, გეჩვენება, რომ მისი დატევა შეუძლებელია. ეს სიყვარულის ცეცხლია, რომელსაც ვერ დამალავ. უფლის მიერ წყლის ღვინოდ გადაქცევა მაგონებს ცოდვილი ბუნების ფერისცვალებას, როცა კაცი სხვა ძალისა და მადლის მატარებელი ხდება.

ადრე მეგონა, რომ ბევრს ვაკეთებდი, გონივრულ, ოჯახისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს ვიღებდი, ახლა ვხვდები, რომ ყველა საქმე, რაც კი ოდესმე გამიკეთებია, ოთხი შვილის გაზრდაც კი, არარაობაა მამა გრიგოლის მიერ ჩატარებულ ერთ წირვასთან შედარებით. ის არის ჩვენი ოჯახის თავი. უფლის მადლობელი ვარ, რომ ასეთი მძიმე და ტკბილი ჯვარი არგუნა.

- ქალბატონო ელენე, თქვენ საღვთო სჯულს ასწავლით სკოლაში. ვფიქრობ, ესეც არანაკლები პასუხისმგებლობაა...

- მუდამ მახსოვს, როგორ გვაფრთხილებს სახარება: ყველანი ნუ გახდებით მასწავლებლები, რამეთუ დიდ ტვირთს იტვირთავთო. ყველა იმ მოსწავლის გამო, რომელიც მომავალში გახდება მკვლელი, ნარკომანი, ქურდი, მრუში, ჩვენ და მათი ოჯახები პასუხს ვაგებთ უფლის წინაშე, რადგან ვერ დავიცავით ისინი, ეს კი ღვთიური შემწეობის გარეშე არავის ძალუძს. ნეტარია, ვინც უფალმა ამოირჩია. უფალმა მოგვმადლოს მეტი გონიერება, სიყვარული და სიმშვიდე.

- დაბოლოს, რას უსურვებდით მრევლს?

- ბევრი იკითხონ, რადგან მომავალში მათ განათლებულ და სულიერად გაძლიერებულ საქართველოში უნდა იღვაწონ; უფრო მეტად შეიყვარონ უფალი და მის ხატად შექმნილი ადამიანი, აამაღლონ უფლის სახელი და უფალიც აამაღლებს და გააძლიერებს მათ. ვუსურვებ, იყვნენ უფლის ძენი, "კაი ყმები", საქართველოს გამორჩეული შვილები.

დიდი სინათლეა მღვდლობა, ამიტომ ყველას არ ძალუძს ამ ნათლის დატევა. ზოგჯერ მღვდელიც ავლენს ადამიანურ სისუსტეს, ისიც ადამიანია, ამიტომ მრევლს ვთხოვ, სულგრძელნი იყვნენ თავიანთი მოძღვრების მიმართ და ყოველდღიურ ლოცვებში მოიხსენიონ ისინი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat