...უფრო მძიმე ყოფილა, ვიდრე მეგონა
...უფრო მძიმე ყოფილა, ვიდრე მეგონა
რუბრიკის სტუმარი გახლავთ თბილისის წმინდა სამების ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი პავლე (ბერიშვილი). ეს პატივსაცემი და დარბაისელი ადამიანი უკვე ოცდაექვსი წელია ემსახურება საქართველოს ეკლესიას. მამა პავლე მღვდელი მაშინ გახდა, როცა, როგორც ყველას მოეხსენება, საქართველოში კომუნისტური რეჟიმის გამო ეკლესიური ცხოვრება მინავლებული იყო. მამა პავლემ ერისკაცობიდან მღვდლობამდე საკმაოდ თავისებური, მაშინდელ ეპოქასავით რთული და საინტერესო ცხოვრება განვლო.

- მამა პავლე, როგორ დაიწყო თქვენი გზა ჭეშმარიტებისაკენ?

- ცოტა იუმორს თუ მოვიშველიებ, იმ ას ნაბიჯს, რომელიც მამაჩემის, სერაპიონის, სახლს ონში ღვთის სახლისგან - გაბრიელ მთავარანგელოზის ტაძრისგან აშორებდა, ჭეშმარიტების გზას ვერ დავარქმევ. ეს იყო აკრძალული გზა. ეშმაკს და მის იარაღებს (ბოლშევიკ-კომუნისტებს) რომ თავი დავანებოთ, მამაჩემს, ჭეშმარიტ ქრისტიანსაც კი არ მოსწონდა ბებია მატრონასა და პავლეს ღამეული ვიზიტები გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიაში. ამის მიზეზი კი შიში იყო - დაჭერის შიში. იმ დროს თითქმის ყველას იჭერდნენ, განსაკუთრებით ჩვენს უბნელ, მოედნელ ბერიშვილებს.

მამა ბებიას სთხოვდა - თავი შეიკავე ეკლესიაში სიარულისგანო, მაგრამ ბებია, რომელმაც ამ სოფლად სამაგალითოდ იცხოვრა და იმ სოფლადაც უთუოდ სასუფეველშია, არავის ეპუებოდა და უჩემოდ ეკლესიაში არ დადიოდა.

მკითხეთ, როგორ იპოვეთ უფალიო. როგორ უნდა მეპოვნა ასეთ ცხოვრებაში? მწამდა და არცა მწამდა! ანუ არაფერიც არ მწამდა - არც ღმერთი, არც ეშმაკი. ორმოცდაშვიდი წელი ქეიფში, ნადირობასა და თევზაობაში გავატარე. დღე და ღამე ტყესა და ღრეში მივლია, რა არ გადამხდენია, მაგრამ არც ღმერთი, არც ეშმაკი არ შემხვედრია არსად.

უფალი კი გვიან, ძალიან გვიან, უცბად და მოულოდნელად ვიპოვე იქ, სადაც არ ველოდი. სანამ ამის შესახებ მოგახსენებდეთ, გეტყვით, რომ ბევრი წამიკითხავს და, ალბათ, კვლავაც წავიკითხავ, ვიდრე მოვკვდებოდე (კითხვა ჩემი უკურნებელი სენია). ერთი სიტყვით, ბიბლია, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა ყმაწვილკაცობაში წავიკითხე, მაგრამ, ამის მიუხედავად, მორწმუნე ვერ გავხდი. ალბათ შემეცნების და კიდევ ბევრი რამის ნიჭი მაკლდა.

რაჭველი ვარ და ონში თითქმის ექვსი წელი სამუსიკო სკოლასა და კულტურის სახლში ვიმუშავე. ვცხოვრობდი წმინდა ქართული, მაგრამ უმიზნო ცხოვრებით, მეგონა - არც დავბერდებოდი და არც მოვკვდებოდი. ერთხელ, უთენია, მთაში წავედით სანადიროდ მწყერსა და როჭოზე.

მთაში აისი და დაისი ძალიან მოკლე იცის - ბნელეთიდან უცბად ნათელში ამოჰყოფ თავს და პირიქით. სანადიროდ გავიფანტეთ. ძალიან ლამაზად ამოდიოდა მზე. დიდხანს ვუყურე და თვალები რომ მეტკინა, დასავლეთისკენ შევტრიალდი. შევტრიალდი და რას ვხედავ: მოკრიალებულ ცაზე გამოისახა წმინდა სამება, ნამდვილი სამება, მაგრამ სრულიად სხვანაირი, ვიდრე ოდესმე მინახავს. ეს რომ მოჩვენება ყოფილიყო, ხომ უნდა დამენახა ისეთი, როგორიც ადრე მინახავს? ცის კაბადონს ავსებდა სამი უზარმაზარი ადამიანური ფიგურა. თავზარდაცემულმა თოფი მოვისროლე და მუხლებზე დავვარდი. ქადაგებების მეტი რა მომისმენია: უნიჭოც, ბრძნულიც, ღვთიურიც - ვერაფერმა მაზიარა ჭეშმარიტებას, მაგრამ იმ რაღაც ერთმა წუთმა ყველაფერი შეცვალა ჩემს არსებაში.

- როგორ გახდით მღვდელი?

- 1972-75 წლებში ვმუშაობდი კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ სახლში. როცა ეკლესიაში მივედი, სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე ერთი ამბავი აუტეხავთ - ქვეყანა იქცევა, ჩვენი თანამშრომლები ეკლესიებში გარბიანო. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა გაბუქული იყო, მაგრამ იმაზე კი მიუთითებს, რომ კომუნისტებს ბეწვი დირედ ეჩვენებოდათ, თანაც საქმეც აღარაფერი ჰქონდათ საკეთებელი და კოლეგიის სხდომებს მართავდნენ.

ეკლესიაში ჩემი მისვლა კი "ესრეთ იყო": ბოლო საერო სამსახურიდან 1978 წლის კუთვნილ შვებულებას რაჭაში ვატარებდი, ტყე-ღრეში დავეხეტებოდი და გამოქვაბულ-მღვიმეს ვეძებდი სამუდამო საცხოვრებლად. მინდოდა, გავქცეოდი ცხოვრებას. ამასობაში მივიღე დეპეშა - "ჩამო, პატრიარქი გიბარებსო".

პატრიარქმა გულთბილად მიმიღო... ასე გავხდი სიონის საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდის რეგენტი. ორ თუ სამ თვეში საერო სამსახურს თავი დავანებე. სიონის ტაძარში ერთი წელი ვიმუშავე. კარგი გუნდი იყო, უნიჭიერესი ბიჭები მყავდნენ. ვწერდი საგალობლებს, ერთ წელიწადში თითქმის გავასრულე "მწუხრი-ცისკარი-ლიტურგია". პატრიარქმა ალბათ იფიქრა, საკმარისიაო და მიტროპოლიტ შიოს (ავალიშვილის) პირით გამომიცხადა - მინდა დიაკვნად ეკურთხოო. ვიუარე - ხუცური არ ვიცი კარგად-მეთქი. წამაკითხა და მითხრა - ჩემზე კარგად შენ კითხულობო. 1979 წლის დიდმარხვა იწყებოდა, დიაკვნად რომ მაკურთხეს. წინა ღამით მესიზმრა: დასავლეთისკენ კარგა გადახრილი კაშკაშა მზისკენ მივფრინავდი - 50 წლისა ვსრულდებოდი. იმ დღიდან 26 წელი მიიწურა.

1979 წლის 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, მღვდელი გავხდი, 23 ნოემბერს - გიორგობის დღესასწაულზე - დეკანოზი. ამას მალე მოჰყვა გამშვენებული ჯვარი და მიტრა.

ჩემი მღვდლად კურთხევის აღსანიშნავ სადილზე პატრიარქმა ძალიან თბილად მითხრა: გადავწყვიტეთ, სიონში დაგტოვოთო. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო და ვთქვი: მღვდლობა, ვიცი, ძალიან მძიმე ჯვარია, მაგრამ ვეცდები, ღირსეულად ვიტვირთო-მეთქი. პატრიარქმა კი - მძიმეცაა და ტკბილიცო, - დამამშვიდა.

უფრო მძიმე ყოფილა, ვიდრე მეგონა.

- რომელ ეკლესიებში მოგიხდათ მოღვაწეობა ამ ხნის განმავლობაში?

- ზუსტად ერთი წელი ვიმსახურე სიონის საკათედრო ტაძარში. შემდეგ პატრიარქს ვთხოვე, წმინდა სამების ეკლესიაში გადავეყვანე. დღეს აქ ვარ და ბედნიერად ვგრძნობ თავს ჩემს მრევლთან. მრევლი კი, ასე მგონია, გამორჩეული მყავს.

- მამა პავლე, ხელდასხმის შემდეგ მღვდელზე სულიწმინდის მადლი გადადის. რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც მღვდლად გაკურთხეს?

- არა მგონია, მღვდელთაგან ვინმემ სიტყვით გადმოსცეს საკურთხეველში მოძღვართან ერთად გატარებული კურთხევისწინა ღამე და თავად მღვდლად კურთხევის საიდუმლო, როცა ტრაპეზს სამჯერ უნდა შემოუარო და თორმეტჯერ დაიჩოქო. ამ დროს აღარაფერი შეგიძლია, თითქოს აღარც არსებობ!

- როგორი უნდა იყოს, თქვენი აზრით, ჭეშმარიტი ღვთისმსახური და რას მოითხოვენ მღვდლისაგან ღმერთი და მრევლი?

- მიჭირს ამ კითხვებზე პასუხის მოძებნა. მიჭირს კი არა, უფრო მეუხერხულება. ვთქვათ და დავიწყე, ასეთი და ასეთი უნდა იყოს მღვდელი-მეთქი... ბოლოს რა გამოვა? გამოვა, რომ მღვდელი, თავისი არსებით, ბუნებით, თავით ფეხამდე, სულით და გრძნობით, ანგელოზი უნდა იყოს, უკეთილშობილესი, მიმტევებელი, მტრის მოყვარული, უმანკო ყოველ გრძნობასა და განცდაში, თავისი ღირსების შემგრძნობი, ღვთის მოშიში და შემმეცნებელი, ადამიანში ღვთის ხატების პატივისმცემელი, თავშეკავებული, ოჯახის და მამულის მოყვარული, მშვიდობისთვის მებრძოლი, გულისხმიერი, ფხიზელი და ა.შ.

მაგრამ ვარ მე ასეთი? ან კი შესაძლებელია, რომ საერთოდ ვინმე იყოს ასეთი? ალბათ არა. ჰოდა, მომთხოვს მე ამას ჩემი მრევლი და ჩემი ღმერთი?

გიპასუხებთ: მრევლი - ჰო! ღმერთი - არა!

მღვდელი უნდა იყოს კაცი, რომელიც მრევლის გასაჭირს განიცდის, გაიზიარებს, პატიოსნად აღასრულებს ღვთისმსახურებას. მღვდელიც ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც უნდა მიუტევონ პირადი შეცდომები და ნაკლი.

- როგორი უნდა იყოს მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა?

- 27 წელი შესრულდება 28 აგვისტოს, რაც მღვდელი ვარ და ვფიქრობ, რომ ჩემს მრევლთან გულწრფელი, მამაშვილური დამოკიდებულება მაქვს. მიყვარს ჩემი სულიერი შვილები და მგონია, მათაც ვუყვარვარ. ღმერთი მაპატიებს, თუ ვიტყვი, რომ მათით ვამაყობ. ასე მგონია, ძალიან კარგი, გამორჩეული შვილები მყავს.

- მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ.

- ჩემი მეუღლე, ქეთევან შინდაგორიძე, მუსიკოსია (გუნდის დირიჟორი), საბჭოური ტიტულით - რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. მუშაობდა ოპერის თეატრში ბიჭუნების გუნდის ხელმძღვანელად. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჰყავს ბიჭუნების გუნდი "მირანგულა".

ჩემი ქალ-ვაჟიც მუსიკოსები არიან. მყავს კარგი რძალი და ორი მარგალიტივით შვილიშვილი - ქეთევანი და ელენე. ჩემი ოჯახის ყველა წევრი ქრისტიანია და საკმაოდ კარგი ქრისტიანიც.

- როგორ ფიქრობთ, რა პრობლემები აწუხებს დღევანდელ მრევლს?

- პრობლემებს რა გამოლევს. მთავარ პრობლემად კი ლუკმაპურის, სანთლისა და საეკლესიო ლიტერატურის შესაძენი ფულის უქონლობა მიმაჩნია.

არავითარი სხვა გასაჭირი მრევლს არა აქვს. ღვთის მადლით, პატრიარქის მეცადინეობის წყალობით, მთელი საქართველო ულამაზესი ტაძრებით მოიფინა. ეკლესიები სავსეა მართლმადიდებლური ლიტერატურით. ქართველი კაცი ქრისტიანია ბუნებით, გული სავსე აქვს ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით. ხოლო ეკონომიკური სიდუხჭირე მარადიულია. 76 წლისა შევსრულდი და ამ ხნის კაცს არ მახსოვს პურით მაძღარი საქართველო. ახლა ბევრს, მოკლე მეხსიერების მქონეს, მართლა ჰგონია, რომ კარგად ვცხოვრობდით. არა, შვილო, საუკუნეებია უკვე, რაც ჩვენს ერს ადამიანურად აღარ უცხოვრია. აღარაფერს ვამბობ სულიერ შიმშილზე.

"კარიბჭის" მკითხველებს კი ვუსურვებ, სარწმუნოება და შიში ჰქონოდეთ ღვთისა, სიყვარული და მიმტევებლობა - კაცისადმი.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

- ნება მიბოძეთ, ჩვენი საუბარი თქვენი ჩემდამი ნდობად და პატივისცემად ჩაგითვალოთ და მადლობა მოგახსენოთ. უფალი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat