მღვდლობა, ერთი მხრივ, არის მოწოდება, მადლი და წყალობა, მეორე მხრივ კი ურთულესი ბრძოლა საკუთარ თავთან
მღვდლობა, ერთი მხრივ, არის მოწოდება, მადლი და წყალობა, მეორე მხრივ კი ურთულესი ბრძოლა საკუთარ თავთან
რუბრიკის სტუმარია დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანტონ ხანთაძე:

ნაბოლორა
შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან სამღვდლო სამსახურში შევაბიჯე. პატარაობიდანვე მიყვარდა ცალკე ყოფნა და ფიქრი.

ბაბუაჩემი ანტონი, ღრმად მორწმუნე იმერელი კაცი, მარხვას არ გატეხდა თურმე. ვანის რაიონის ერთ მთაგორიან სოფელში ცხოვრობდა. მშრომელი კაცი იყო, შეძლებული ოჯახი ჰქონია, მაგრამ ბოლშევიკებს გაუკულაკებიათ. ამის მერე ცოლ-შვილი ერთი წლით დაუტოვებია და ბათუმში წასულა - ბოლშევიკების ყურება აღარ შემიძლიაო. იქ ხის დამამუშავებელ ქარხანაში დაუწყია მუშაობა. იქვე პატარა ადგილი შეუძენია და პატარა სახლი ჩაუდგამს. შემდეგ ცოლ-შვილიც წამოუყვანია. იქ გაიზარდა მამაჩემიც. 9 შვილი ჰყავდა, მათგან - 21 შვილიშვილი. ამათგან 4 ქალია. მე ნაბოლარა შვილიშვილი ვარ და ანტონი დამარქვეს. შემთხვევით არაფერი ხდება. ესეც ღვთის განგება იყო.

ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ამბავი. 19 წლისა ვიყავი, როდესაც სიონში მაკურთხეს. ასეთი წესი იყო: ვისაც აკურთხებდნენ, ის ღამე იმ ტაძარში უნდა გაეთია. მეც დავრჩი სიონში. კარგა გვიან კარზე კაკუნი გაისმა. გავაღე და რას ვხედავ - უწმინდესი შემობრძანდა ლარნაკით ხელდამშვენებული. ზედ მწვანილმოყრილი შემწვარი კარტოფილი ელაგა - შენ მოგიმზადეო. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში და არასოდეს დამავიწყდება. პატრიარქმა თავისი კაბა და დავითნიც მაჩუქა. მითხრა: - ყველაფერი ღვთის განგებით ხდება. შემთხვევითობა არ არსებობსო. ეს სიტყვები ღრმად ჩამრჩა გონებაში. სასულიერო პირი რომ ხდება კაცი, ამაში, რა თქმა უნდა, ღვთის ხელი ურევია.

პატრიოტობიდან მორწმუნეობამდე
ჯერ კიდევ მოწაფეობისას გადავწყვიტე, მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩამებარებინა. სკოლაში მოვიდნენ: რაიკომის მდივანი, უშიშროების კომიტეტისა და განათლების განყოფილების წარმომადგენლები. დირექტორს ამის გამო საყვედური გამოუცხადეს. მე კი შემომთავაზეს, სადაც გინდა, იქ მოგაწყობთ, ოღონდ სასულიერო სასწავლებელში ჩაბარებაზე უარი თქვიო. არ დავთანხმდი. სხვათა შორის, სემინარიამდე ძალიან ახლოს ვიცნობდი ზვიად გამსახურდიას. თუკი ვინმე იყო მაშინ იმ თითებზე ჩამოსათვლელ კაცთაგან, ვინც ეროვნულობაზე ლაპარაკობდა, მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. ვგრძნობდი, რომ ეროვნულობასა და სარწმუნოებას შორის ძალიან მჭიდრო კავშირი იყო. ამიტომაც მოვედი ეკლესიაში სამშობლოსა და ღვთის სიყვარულით ანთებული გულით.

მოწოდება
ძალიან ახალგაზრდა გავხდი სასულიერო პირი, თუმცა საკმაოდ სერიოზულად ვუყურებდი ცხოვრებას. იცით, ახლა უფრო ბავშვი ვარ, ვიდრე მაშინ ვიყავი. როცა უკვე ღრმად ჩავიხედე სარწმუნოების არსში, უფრო ბავშვური გავხდი. თუმცა, რა თქმა უნდა, ცოდნა, გამოცდილება, დრო ადამიანს გაძლევს საშუალებას, უკეთ გესმოდეს და უკეთ ხედავდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ქართველი ხალხი ხშირად ვერ ხედავს იმას, რაც დასანახია. ზოგიერთი ამბობს, რომ ვერ არის ისეთი მორწმუნე, როგორიც სურს რომ იყოს. რა თქმა უნდა, კარგია, ამას რომ აღიარებს, მაგრამ ადამიანი მაშინ დგას სრულყოფილების გზაზე, როდესაც ცდილობს იყოს ის, ვინც უნდა იყოს და აკეთებდეს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. თორემ ისე არ გამოვა, ვუყურებდეთ, მაგრამ ვერ ვხედავდეთ. სწორედ ეს იწვევს ჩვენს დღევანდელ გაურკვეველ მდგომარეობას. სამწუხაროდ, ჩვენ კარგად არ ვხედავთ და კარგად არ გვესმის. სახარებისეულ ჭეშმარიტებას დანახვა უნდა და შემდეგ შესრულება. ჩვენ ვსწავლობთ სახარებას, საეკლესიო ტიპიკონს, ლოცვებს, მაგრამ არის კიდევ რაღაც, მთავარი, რაც უნდა ჰქონდეს სასულიერო პირს. ეს არის მღვდლობის ნიჭი, რომელიც ღმერთმა უნდა მიანიჭოს კაცს, მღვდელს არ ეპატიება ის, რაც ჩვეულებრივ ერისკაცს იმიტომ, რომ უფრო მეტი მოგცა ღმერთმა, უფრო მეტი დაგაკისრა, მეტი უნდა იშრომო, უფრო მეტად უნდა იზრუნო ხალხზე. როცა გადაწყვეტ სასულიერო პირობას, შენს თავს უნდა ჰკითხო: "რამდენად შემიძლია ვიზრუნო სხვაზე?! შენს თავზე ფიქრობ უმეტესად თუ მოყვასისა გტკივა და გაწუხებს?!" თუკი გტკივა სხვისი ტკივილი და სხვის გასაჭირს შენად მიიჩნევ, შეგიძლია ადამიანის მოსმენა და ზრუნვა, მხოლოდ მაშინ შეგიძლია იფიქრო სასულიერო პირობაზე.

მღვდლობა, ერთი მხრივ, არის მოწოდება, მადლი და წყალობა, მეორე მხირივ კი ურთულესი ბრძოლა საკუთარ თავთან. მინახავს ადამიანები, რომლებიც ერისკაცობაში კეთილშობილური თვისებებით გამოირჩეოდნენ, მაგრამ მღვდლობაში თითქოს დაუკარგავთ ეს თვისებები.

ჯვრის მონასტერი
1990 წელი დადგა. აწ გარდაცვლილი დეკანოზი ვაჟა მესტუმრა შინ, არსენას ქუჩაზე: - პატრიარქის კურთხევით, ჯვრის მონასტრის წინამძღვრად ხარ გადაყვანილიო. მაშინ დიდუბის ეკლესიის მოძღვარი გახლდით. იმ დღესვე ავედი ჯვრის მონასტერში, თოვდა. მაშინ, რა თქმა უნდა, ტაძარი უმოქმედო იყო, არც კარები ჰქონდა, არც ფანჯრები. შიგნით, ტაძარში, სადაც ახლა ჯვარია, თოვლი იდო. იქაურობა ზიანდებოდა. იმ დღესვე შევუკვეთე რკინის სარკმლები. შემდეგ ავედი სახურავზე და ჩემი ხელით ჩავსვი. კარებიც შევაბით. ათასნაირი პრობლემა წარმოიშვა. ისე უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი, რომ ტაძრის გარეგნული იერსახე არ შეცვლილიყო.

შემდეგ დაგვატყდა თავს ომი, გაჭირვება, სიღარიბე... იმ წლებში, თბილისის ომის შემდეგ, "ახალგაზრდა კომუნისტის" კორესპონდენტმა მკითხა, - რა გაამთლიანებს ამ ჩვენს დაქსაქსულ ერსო და ვუპასუხე: - ერის გამთლიანება მაშინ მოხდება, როცა აშენდება გრანდიოზული ტაძარი-მეთქი. მართლაც, ღმერთმა ისმინა და უწმინდესის კურთხევით ცოტა ხნის შემდეგ აშენდა სამების ტაძარი, რომელიც მთელ მართლმადიდებელ სამყაროში ერთ-ერთი ულამაზესი და უძვირფასესი ნაგებობაა. ის არის სწორედ ჩვენი ერის გამთლიანების სათავე.

...ისევ იმ ავადსახსენებელ წლებს დავუბრუნდები. ომის შემდეგ საწვავი აღარ იშოვებოდა და ჯვრის მონასტერში ვეღარ ავდიოდი. პატრიარქმა - იქნებ წირვა-ლოცვის ჩატარება მაინც მოახერხოო. რაც შემეძლო, თუკი რამ შინ ოქროულობა მებადა, ყველაფერი საკომისიო მაღაზიაში მივიტანე გასაყიდად. სანაცვლოდ საწვავს ვყიდულობდი და წირვა-ლოცვის ჩასატარებლად ავდიოდი. საბედნიეროდ, წირვა-ლოცვა არ შეგვიწყვეტია ტაძარში. ჩემს ოჯახს ყველა სახსარი ამოეწურა, მეტისმეტად გაგვიჭირდა, მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა ღვთის შემწეობისა და მოწყალებისა. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ გაჭირდებოდა ცხოვრება, ჯვრის მონასტერში ასე თუ ისე კარგი შემოსავალი გვქონდა. ყოველი თვის ბოლოს ან სამ კვირაში ერთხელ საავადმყოფოებში დავდიოდი. რაც თანხა გამაჩნდა, ავადმყოფებს ვურიგებდი. ამიტომ, როცა გაჭირვების წლები დადგა, არ შემშინებია - ღმერთი ყოვლისმხილველია და არ მიმატოვებს-მეთქი.

საშინელი დრო იყო - ქურდობა, განუკითხაობა. ვეღარავინ ამოდიოდა ჯვრის მონასტერში. თუკი ვინმე ჩემი ახლობელი ამოვიდოდა, მანქანებს სტაცებდნენ. მე კი მაინც ვერ მიბედავდნენ. მაშინ იყო, ყოფილი პიონერთა ბანაკი თავისი შემოგარენით (ტბით და ა.შ.) საპატრიარქოს რომ გადავეცით. დღეს იქ ეკლესიაა აშენებული. სამხედროები ცდილობდნენ ამ ტერიტორიის ჩამორთმევას. ერთხელ ტანკებითაც კი მოგვადგნენ, შეიარაღებულები იყვნენ. მათ ვუთხარი: "მე დავიცავ ჩემს ქვეყანას, სადაც მე ვარ, თქვენ კი გადადით იქ, სადაც სამხედრო ტერიტორია იყო-მეთქი". შემომთავაზეს: "შენზე გვითხრეს, ძალიან ძლიერიაო (მე სპორტსმენი გახლდით, ბავშვობაში ვჭიდაობდი და კარატეში ვვარჯიშობდი). მოდი, შევეჯიბროთ ხელის გადაწევაში, თუ მოგვიგებ, ახლავე დავტოვებთ აქაურობასო". ამ ხალხს რომ შევხედე, ისეთი ახმახები და ნავარჯიშები იყვნენ, ერთი პირობა ვიფიქრე, ამათთან რას გავხდები-მეთქი, მაგრამ შევეჯიბრე. შეიძლება წასვლა კიდევაც უნდოდათ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე მაინც გავიმარჯვე.

უფრო აგრესიულებიც ამოდიოდნენ და მემუქრებოდნენ, თუ აქაურობას არ დატოვებ, მოგკლავთო. მაგრამ მე უკან არ დამიხევია - ეს იყო ეკლესიის მიწა-წყალი და არავითარ შემთხვევაში არ მივატოვებ-მეთქი. ასე რომ, სანამ შეგვეძლო, იქ ვიყავით.

ახლოს უნდა ვიყოთ ღმერთთან და არა ეშმაკთან
შემდეგ პატრიარქმა სიონში, სიონიდან კი დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გადამიყვანა, სადაც მართლაც რომ ფეხი ავიდგი. იმხანად დიდუბის ტაძარში გამოცდილი სამღვდელოება მსახურობდა. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. სწორედ მაშინ ხატავდა ტაძარს ალექსანდრე ბანძელაძე. პატრიარქმაც მაშინ დახატა თამარ მეფის ფრესკა.

მერე ამ ტაძარში გადმომიყვანეს. მოსვლის დღიდანვე შენებას შევუდექი - რომ გადმოვედი, წირვისას სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა. ღვთის წყალობით და მრევლის თანადგომით ყველაფერი გაკეთდა. შეძლებისდაგვარად ვალამაზებთ ტაძარს, მალე ეზოში ქვაფენილს დავაგებთ. ამ უბანში ხშირად ხდებოდა დანაშაულობები, მკვლელობები, ახლა კი საგრძნობლად შემცირდა. მინდა სამრევლო სკოლა ავაშენო, ამ უბანში 10-20 ბავშვიც რომ აღიზარდოს მორწმუნე, მერე ისინი გავლენ უბანში და თავის ტოლ-ამხანაგებსა და ახლობლებს ეტყვიან, რომ უნდა ვიყოთ ახლოს ღმერთთან და არა ეშმაკთან. მერე სხვებიც მიბაძავენ. ასე გამრავლდება სიკეთე და უფლის მადლი. აქ რომ გადმოვედი, 10-15 კაცი თუ შემოდიოდა ტაძარში, ახლა კი სავსეა. ხალხსა და სამღვდელოებას შორის ურთიერთობა გათბა. ეს დიდი მადლია.

სამწყსო
ისმის კითხვა: უნდა იყოს თუ არა მღვდელმსახური მკაცრი? შეიძლება სიმკაცრე გამოიჩინოს სამართალდამცველმა, მაგრამ უფალი იესო ქრისტე არასოდეს ყოფილა მკაცრი. პეტრე მოციქულს, როდესაც მან მაცხოვრის დასატყვევებლად მისულ ჯარისკაცს მახვილით ყური მოსჭრა, უფალმა საქციელი არ მოუწონა.

ჩემზე ხშირად ამბობენ, რომ რბილი ვარ. შესაძლოა ასეცაა, მაგრამ ვცდილობ, მკაცრად და მრისხანედ კი არ მივუთითო ადამიანს თავის შეცოდებაზე, არამედ სითბოთი და სიყვარულით. მოძღვარს მწყემსს ადარებს ხშირად უფალი. სამწყსო კი მრევლია. მწყემსმა შეიძლება ჯოხით გადენოს ცხვარი საძოვარზე, მაგრამ ადამიანი ხომ განსხვავდება ცხვრისგან. ვცდილობ, ვასწავლო ჩემს სამწყსოს, თუ სად არის ეს საძოვარი. ეს ადგილი კი ეკლესია - უფლის სახლი გახლავთ. ჩემი აზრით, ამის გაკეთება სითბოთი და სიყვარულით უფრო შეიძლება. თითოეულ ადამიანს თავისი მოთხოვნისა და შესაძლებლობის მიხედვით უნდა მისცე ის, რაც მას სჭირდება.

რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ მრევლი გაიზარდა და ნელ-ნელა კიდევ უფრო იზრდება. ქართველი ხალხი უფრო ღრმად შედის სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, ღრმავდება მათი რელიგიური თვითშეგნება. 10-15 წლის წინ უმრავლესობამ არც იცოდა, რა იყო საერთოდ მარხვა, როდის იწყებოდა ის და როდის მთავრდებოდა. დღესდღეობით კი რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა. უკვე ყველამ ყველაფერი იცის. უმრავლესობა ცდილობს ეკლესიურად ცხოვრებას. პირველ რიგში ეს უწმინდესის უდიდესი დამსახურებაა. ღრმად მწამს, თუ ამ გზით იარა ქართველმა ერმა, აუცილებლად გადავრჩებით.

ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ჟურნალ "კარიბჭეს", რომელიც, მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა დღევანდელ მედიასივრცეში. ღმერთმა დაგლოცოთ, ბევრი კარგი საქმე გაკეთებინოთ!
ბეჭდვაელფოსტა
11.05. 2015
მამა ანტონი
ძალიან მიყვარს მამა ანტონი, მომისმენია მისი ქადაგება და კიდევ სიამოვნებით მოვუსმენ, დიდ სითბოს და სიკეთეს ასხივებს ირგვლივ, ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს!
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat