იქ განსაკუთრებულად ჩანხარ, რადგან ყველა შენ ერთს მოგჩერებია
იქ განსაკუთრებულად ჩანხარ, რადგან ყველა შენ ერთს მოგჩერებია
ჩვენი სტუმარი გახლავთ ჭყონდიდის ეპარქიის აბაშის რაიონის სოფელ გულეკარის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა.

- მამაო, გთხოვთ გაიხსენოთ ის წლები, როდესაც პირველად მიხვედით ტაძარში. რა გარდატეხა მოხდა თქვენს ცნობიერებაში?


- დავიბადე და გავიზარდე აბაშაში. აბაშის რაიონში 36 ტაძრიდან კომუნისტებს ხუთიღა გადაურჩათ. კარგად მახსოვს, უწმინდესი ჩამობრძანდა, გამოკეტილი ტაძარ-მონასტრები მოილოცა, პარაკლისები გადაიხადა. იმხანად ჭყონდიდის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი (შალამბერიძე) გახლდათ. 1989 წლის ზაფხულში სუჯუნის ეკლესია იკურთხა. დიდი თუ პატარა უწმინდესის სანახავად გავეშურეთ. იმ დროს მოვიდა სუჯუნაში მამა მარკოზ ბულუხია (ამჟამად ვანი-ბაღდათის ეპისკოპოსი, მეუფე ანტონი) - მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩვენი პირველი მოძღვარი.

ჩემი ოჯახი ყოველთვის პატივს სცემდა ეკლესიას. შინ ხატებიც გვქონდა და ლოცვანიც. ეკლესიაში ჩემი მისვლა სიზმარში ნანახ სასწაულს უკავშირდება. მაშინ ჯერ კიდევ ჭაბუკი ვიყავი. ჩემს ცნობიერებაში ღრმად აღიბეჭდა სიზმრად ნანახი ნათლითშემოსილი მხედარი, რომელიც რატომღაც წმინდა გიორგის სახედ აღვიქვი. მითხრა, - სუჯუნის ეკლესიაში წადი და "ლოცვანი" წამოიღეო. მეორე დილით მამა მარკოზთან მივედი. მან ჩემი სიზმარი ასე განმარტა: ღმერთი გიხმობს ტაძარში და რადგანაც აქ მოგიყვანა, უნდა იარო კიდეცო. ამ დროს დამთავრებული მქონდა საშუალო სკოლა. შემდეგ დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ეს ძიების პერიოდი იყო. ყველა სარწმუნოებას გავეცანი. მეჩეთშიც შევდიოდი და კათოლიკურ ეკლესიაშიც, ვესაუბრებოდი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს. იყო დრო, როცა არც ვლოცულობდი, არც ვმარხულობდი, ეკლესიაშიც არ დავდიოდი. მაგრამ წინაპართა ნამკვიდრალმა მართლმადიდებელი სარწმუნოებისადმი პატივისცემამ მაინც თავისი გაიტანა. დავბრუნდი ეკლესიაში, როგორც უძღები შვილი, რომელსაც შეეძლო ეთქვა: "ვცოდე, მამაო, ცად მიმართ და წინაშე შენსა!" გავხდი სუჯუნის ეკლესიის სრულფასოვანი წევრი (აღმსარებელი, მაზიარებელი). იმხანად ტაძრის წინამძღვარი მამა იოსებ ესაკია გახლდათ. ჯერ სტიქარით შემმოსეს. 2000 წელს გამამწესეს სოფელ გულეკარის ტაძარში, რომელიც წლების მანძილზე გამოკეტილი იყო. 2001 წლის 11 თებერვალს მეუფე გიორგიმ (შალამბერიძე) სუჯუნის ტაძარში ჯერ დიაკვნად მაკურთხა, ერთი კვირის შემდეგ კი მღვდლად დამასხა ხელი. მას მერე გულეკარის ეკლესიაში ვწირავ.

- მცირე რამ გვიამბეთ გულეკარის წმინდა გიორგის ტაძრის Aშესახებ.

- ამ ტაძარს ერთი უძველესი თქმულება უკავშირდება. წმინდა მოწამეების, არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინეს ცხოვრებაში ვკითხულობთ: მურვან-ყრუმ საქართველო ააოხრა, მაგრამ ანაკოფიასთან სასტიკად დამარცხდა და უკან გაბრუნდა. "ქართლის ცხოვრება" გვამცნობს, რომ ღვთისმშობლის რისხვა თან სდევდა თურმე მურვან-ყრუს ლაშქარს. უკან მოქცევის დროს მისი ჯარი დაბანაკდა მდინარე აბაშისა და ცხენისწყლის ახლოს. მდინარეები ადიდდა, წალეკა არაბთა ლაშქრის დიდი ბანაკი და წაიღო მათი ცხენები (ამიტომაც დაერქვა მდინარეს ცხენისწყალიო). ამ ტაძარს კი ასეთი სასწაული უკავშირდება. მურვან-ყრუ, რომელიც დასცინოდა ეკლესიის ძალმოსილებას, შესულა ტაძარში და გაშეშებულა. ტაძრის კარები თავისით ჩარაზულა, ვიღაც თეთროსანი ჭაბუკი მხედარი დასდევნებია მურვან-ყრუს ლაშქარს და ერთიანად მოუსრავს. შეძრწუნებულ მურვან-ყრუს მუხლი მოუდრეკია - ოღონდ აქედან გამიშვი და ამიერიდან აღარავის ვავნებო. ხმალი ამოუღია და ტაძრისთვის შეუწირავს. ეს ხმალი ჩვენი სოფლის რელიკვიად ითვლებოდა და გულეკარის წმინდა გიორგის სასწაულთმოქმედ ხატთან ერთად გასაბჭოებამდე ეკლესიაში ინახებოდა. ამჟამად ხატი საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ მუზეუმშია დაცული. ხმალი კი დაიკარგა. 1913 წელს, სამეგრელოში მოგზაურობისას, ეს სპილოს ძვლისტარიანი, ოქროს ზარნიშიანი ხმალი ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა. გულეკარის ტაძარი ძველი ტაძრის ნაფუძარზე XIX საუკუნეში აუგიათ მებატონეებს - ჭილაიებს და დიდიებს. გასაბჭოების შემდეგ იგი კოლმეურნეობის საწყობად იყო გადაქცეული.

- ალბათ უფრო მძიმეა იმ მოძღვრის ჯვარი, რომელიც სოფლის ეკლესიაში მსახურობს...

- მოძღვრული მოვალეობა საერთოდ მძიმეა. კურთხევის დროს იმდენად ვერ გრძნობ ამ ტვირთის სიმძიმეს, რადგანაც უფალი გიმსუბუქებს, მაგრამ მერე და მერე მძიმდება. განსაკუთრებით რთული და საპასუხისმგებლოა მოძღვრობა სოფელში. ქალაქი დიდია, სოფელი კი - პატარა. იქ განსაკუთრებულად ჩანხარ, რადგან ყველა შენ ერთს მოგჩერებია. მოძღვარს გევალება, პირველ რიგში, აღასრულო მღვდელმსახურება, ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა გაუნათო ადამიანს, მიიყვანო იგი უფალთან. თანაც ერთგვარი ფსიქოლოგიც ხარ. განრისხებული კაცი რომ მოვიდეს, დამშვიდებული უნდა გაუშვა შინ. თავიდან, როდესაც ამ ტაძარში გამამწესეს, ძალიან გამიჭირდა. მრევლი რელიგიურად გაუცნობიერებელი იყო, წესიერად პირჯვრის გადაწერაც არ იცოდნენ, ღვთის შეწევნითა და განგებულებით, მდგომარეობა გამოსწორდა. მრევლი, რა თქმა უნდა, განათლებით თბილისის მრევლს ვერ შეედრება, მაგრამ ღვთის სიყვარულს, ერთმანეთის მიმართ პატივისცემას, მოწიწებას, მოკრძალებას და სხვა სათნოებებს აქაურებს უფრო ვამჩნევ, ვიდრე ქალაქელებს. თანაც ცდილობენ ტრადიციების შენარჩუნებას.

- ქრისტიანული სარწმუნოებისადმი, თუნდაც მოძღვრისადმი ნდობისა და მრევლის მოსაპოვებლად რამდენად დიდი როლი ეკისრება მოძღვარს, მღვდელმსახურს?

- დღეს ადამიანის სული და გონება დიდ შემოტევებს განიცდის. მოძღვართან ადამიანი მოდის ან ფსიქოპროფილაქტიკის მიზნით, რათა განიტვირთოს, ანდა რაღაც სათქმელი აქვს. შეიძლება ეს სათქმელი ვინმეს სასაცილოდაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ამ ადამიანისთვის, ვინ იცის, რამხელა სიმძიმეა. ადამიანი მიდის მოძღვართან ნუგეშისთვის. ასეთის მიმართ სიმკაცრე, მისი დატუქსვა ანდა მტკივნეულ ადგილზე ფეხის დაჭერა მიუღებელ და მოძღვრისთვის შეუფერებელ საქციელად მიმაჩნია. ადამიანს მაქსიმალურად უნდა მოუსმინო და ლმობიერად მოექცე. ჩვენ, მოძღვრები, არ უნდა ვიყოთ მრისხანე მსაჯულები, არამედ მოწყალე მამები, - შეგვაგონებს უწმინდესი. როდესაც შენს სულიერ შვილს მეტანიას ადებ, თვითონაც უნდა ინაწილებდე იმ სასჯელს. თუ არადა, დაემსგავსები იუდეველ მღვდლებს, რომელთაც ქრისტე აყვედრიდა - უდიდეს ტვირთს ჰკიდებთ ხალხს და ხელის შევლებაც არ გინდათო.

- ხშირად გაიგონებთ, ტაძრები ხალხით სავსეა, რადგან დღეს ეკლესიაში სიარული კარგ ტონად ითვლება, მაგრამ ძველ დროში ადამიანები უფრო მეტად ცხოვრობდნენ მორალური პრინციპების თანახმადო.

- სოფელში მეტყვიან ხოლმე, აი, რამდენი კაცი დადის ტაძარშიო. მე კი ვეუბნები, - ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც უნდა იყოს-მეთქი. ფაქტობრივად სამი სოფლის მოძღვარი გახლავართ. სამივეში დაახლოებით 300 კომლი ცხოვრობს. ტაძრის მრევლი მხოლოდ 50-60 კაცია (აღმსარებელსა და მაზიარებელს ვგულისხმობ). ეს კი ბევრი ნამდვილად არ არის. ძველ დროში მოსახლეობის ყველა ფენა, დიდი თუ პატარა ტაძარში დადიოდა. იმიტომაც იყო ნაკლები უსჯულოება, უღმერთოება. ზნეობრიობა ჩვენს წინაპრებს ძვალ-რბილში ჰქონდათ გამჯდარი. დარწმუნებული ვარ, დღეს ეკლესიაში მოსიარულეთაგან, ვინც სისტემატურად მონაწილეობს საეკლესიო საიდუმლოებებში, არც ერთი არ ჩაიდენს ისეთ მძიმე ცოდვებს, როგორიცაა მკვლელობა, ქურდობა...

სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 90% ენდობა ეკლესიას, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველა აღმსარებელი და მაზიარებელია. ამიტომ ძალზე დიდი სამუშაოს აღსრულება მართებს ქართულ ეკლესიას, სამღვდელოებას, რათა მეტი ადამიანი მოვიდეს ეკლესიაში და მოიკლებს ცოდვა. ნათქვამია, როდესაც ტაძრის ბილიკი აბალახდება, საპყრობილის გზა ატალახდებაო.

- დღეს რამდენად მნიშვნელოვანია ამ ორი სფეროს - რწმენისა და ცოდნის დაახლოება?

- რწმენისა და ცოდნის დაახლოების პროცესი დაიწყო, მაგრამ ჯერ კიდევ ჩანასახშია. ეკლესია ჯერ კიდევ ვერ შევიდა სკოლაში. საბედნიეროდ, სასულიერო სკოლები იხსნება როგორც დედაქალაქში, ასევე სოფლებში, მაგრამ კანტიკუნტად. ადრე სკოლები ეკლესიებთან არსებობდა. პირველი პედაგოგები მღვდლები იყვნენ. პიროვნებას სკოლა და ეკლესია შეთანხმებულად ზრდიდნენ. საბჭოთა პერიოდში სკოლას გამოაცალეს რელიგია და სულიერება. ყველაფერმა მატერიალიზებული სახე მიიღო და საბოლოოდ კატასტროფამდე მივედით. დღეს რაც საქართველოში ხდება, გუშინდელის გამოძახილია. მეოცე საუკუნის დიდი ფილოსოფოსი შალვა ნუცუბიძე ღრმად მორწმუნე გახლდათ. ჯერ კიდევ ათეისტურ წლებში მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: "არის ისეთი საკითხები, რომლებზე პასუხის გაცემაც არ შეუძლიათ ისეთ დიდ მეცნიერებებს, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, მათ შორის, ფილოსოფია. აქ გადამწყვეტი სიტყვა რელიგიამ უნდა თქვასო". ძალზე სასიხარულო და მისასალმებელია ის, რომ დღეს ეკლესიაში ვხედავთ პროფესორებს, აკადემიკოსებს. დიდია უწმინდესის ღვაწლი მეცნიერებისა და სარწმუნოების დაახლოების საქმეში. იგი უახლოვდება მეცნიერ ადამიანებს და მათ აახლოებს ეკლესიასთან. ჩვენ, ყველას ერთად, გვმართებს ღვაწლი გავწიოთ, რათა ეკლესია შევიდეს მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სკოლაში...

- მამაო, რა ფასეულობებზე უნდა აიგოს და დაფუძნდეს ოჯახი და რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ოჯახების სიმრავლე?

- წმინდანთა ცხოვრებებს რომ გადავხედოთ, დავრწმუნდებით, რომ თითქმის ყველა მათგანი წესიერი და პატიოსანი ოჯახიდან იყო გამოსული. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ სად დაიბადა და გაიზარდა ადამიანი. ოჯახი არის თავიდათავი ყოველივესი. ოჯახის შექმნიდან, სჯულისმიერი მეუღლეობიდან იწყება ყველაფერი. დღეს ჯვრისწერები მომრავლდა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკლესიაში ჯვრის დასაწერად შეუღლების შემდეგ მოდიან. კარგია, რომ ჯვარს იწერენ, მაგრამ ჯვარი ადამიანმა შეუღლებამდე უნდა დაიწეროს. პირველსავე ნაბიჯს რომ გაამრუდებ, მერე რაღატომ გიკვირს, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ გიმრუდდება?! გადაწყვიტე შეუღლება? - მიდი მოძღვართან, კურთხევა აიღე, მისი რჩევა მოისმინე და შემდეგ დაიწერე ჯვარი, როგორც ქრისტიანს ეკადრება და ევალება, ისე. ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელი, რომ ოჯახში მშობლები ლოცულობდნენ. მლოცველი ადამიანის სული სულ სხვანაირია. მლოცველ ოჯახში შვილიც სხვაგვარად იზრდება. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი მშობელი ყოველ დილა-საღამოს სანთელდანთებული ლოცულობს, მის სულსა და გულში კეთილი თესლი ინერგება, რაც, საბოლოოდ, სასიკეთო შედეგს გამოიღებს.

ყოველ ქართველ მღვდელს, როდესაც ოჯახში შედის, ცალ ხელში ბიბლია, სახარება და ჯვარი უნდა ეჭიროს, მეორეში - "ვეფხისტყაოსანი". ეს არის ქრისტიანულ მორალზე აღმოცენებული მართლაც ღვთიური პოემა, რომელიც ქადაგებს სიყვარულს, მიჯნურობას, მეუღლებრივ ერთგულებას, სიწმინდეს, თავდადებას, რაზეც უნდა გაიზარდოს მომავალი თაობა. ვცდილობ, ჩემს ოჯახშიც ასე იყოს. სამი შვილი მყავს - ორი გოგონა და ერთი ვაჟი. ვერ წარმოიდგენთ, რა გულისფანცქალით ელიან ბავშვები იმ წუთს, როცა ოჯახის ყველა წევრი დავდგებით სალოცავად. რამხელა სიხარული ეუფლებათ მათ, როცა სანთელი დაინთება, საკმეველი იკმევა...

სამწუხაროდ, სოფელში წყევლას შეეჩვია ხალხი. ძველ დროში მოხუცებს სულ ლოცვა ამოსდიოდათ პირიდან. ყველას ლოცავდნენ, განსაკუთრებით ბავშვებს. დღეს კი ბავშვებს წყევლიან მშობლები. ხან ხუმრობით, ხანაც გულით. წყევლა საშინელი, დამანგრეველი ენერგიაა, რომელიც დამღუპველია არა მარტო მაწყევარისთვის, არამედ გარშემომყოფთათვისაც. ამიტომ ვეცადოთ, ჩვენს ბაგეებს მოვაშოროთ წყევლა. პავლე მოციქული ამბობს, განა შეიძლება ერთი წყაროსთვალიდან ტკბილიც მოედინებოდეს და მწარეცო? არ შეიძლება ადამიანის პირიდან ერთდროულად ამოვიდეს წყევლაც და ლოცვაც.

- "სადაც გამრავლდეს ცოდვა, მუნ გარდაემეტოს მადლი". რა ძალა აქვს სინანულის საიდუმლოს და რამდენად ეხმარება ადამიანს რწმენა იმისა, რომ, როგორიც არ უნდა იყოს მისი ცოდვა, უფალს შეუძლია თოვლივით განასპეტაკოს იგი?

- ზოგიერთს მიაჩნია, რომ აღსარება არის უბრალოდ ამბის მოყოლა ანდა მხოლოდ ცოდვის გაცხადება. რა თქმა უნდა, ცოდვა გამხელილი სჯობსო, ნათქვამია, მაგრამ უბრალოდ განცხადება არ არის საკმარისი. სამწუხაროდ, აღსარების დამთავრებისთანავე იმავეს სჩადიან. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ აცხადებ ცოდვას - სინანულით თუ ამპარტავნებით. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი მოდის და ამაყად ამბობს, რომ მპარავია ან მექალთანე და ა.შ. არა მგონია, ასეთ გაცხადებულ ცოდვას ღვთისგან შენდობა მოჰყვეს. ცოდვის გამხელა სინანულით უნდა მოხდეს. წმინდა მამები ამბობენ, რომ სინანული უნდა მოვიდეს ადამიანთან, სინდისმა უნდა ამხილოს კაცი. უფალმა გვიბოძა სინანულის საიდუმლო, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია შვიდ საიდუმლოთაგან. ამ დროს, მოძღვრის მიერ წაკითხული ლოცვების შედეგად, უხილავად ხდება ცოდვების აღხოცვა. უფალი მოწყალეა, მაგრამ ადამიანსაც უნდა ჰქონდეს სინანული, რომლის მიხედვითაც შეენდობა ცოდვა. ხშირად, მძიმე ცოდვის ჩადენის შემდეგ, ბოროტი ძალა ადამიანს სასოწარკვეთილებაში აგდებს. ასეთ დროს უჭირს ცოდვის მოძღვართან განცხადება. ამის შესახებ ანტონ ჭყონდიდელი ამბობს: "როდესაც ნანობ, მაგრამ გიჭირს ამის გაცხადება, დაფიქრდი ერთ რამეზე. ნუ გგონია, რომ მარტო შენ იცი შენი ცოდვა. იგი იცის ყოვლისმხილველმა ღმერთმა, ეშმაკმაც, რომელმაც ეს ცოდვა ჩაგადენინა. ე.ი. ორმა უკვე იცის, შენც ხომ იცი, რაც ჩაიდინე. შენმა მფარველმა ანგელოზმაც, რომელიც მუდამ თან დაგყვება, ხომ იცის, რაც ჩაიდინე. ასე რომ, ოთხს სცოდნია. ჰოდა, მეხუთესთან - მოძღვართანაც მიდი, აღიარე და ტვირთი ჩამოგეხსნებაო". ბოროტ ძალას შურს ადამიანის ღვაწლისა და ყველანაირად ცდილობს, ცოდვის შემდეგ სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი სინანული გვაქვს, უფალი ყოველთვის მზად არის დახმარების ხელი გამოგვიწოდოს, განგვწმინდოს და აღგვადგინოს.

- გულეკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დიდი ხნის შემდეგ აღადგინეს. ამჟამად რა მდგომარეობაშია?

- ტაძარი სოფლის მცხოვრებთა სახსრებითა და შემოწირულობებით კეთდება. ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევს მეუფე პეტრე. მინდა ვთხოვო ქალაქის მრევლს, რომ შეძლებისდაგვარად დაეხმარონ სოფელს როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად. სასულიერო ლიტერატურის ნაკლებობაა სოფელში. ბევრს ნიშნავს თუნდაც ის, რომ ქალაქიდან ჩამოსულმა კაცმა საეკლესიო ჟურნალები ჩამოგვიტანოს. მოგეხსენებათ, ქალაქელ კაცს ისედაც დიდი პატივით ეპყრობიან სოფლად. ეს საპატიო კაცი რომ ეკლესიაში წავა და წირვა-ლოცვას დაესწრება, ეს სოფლელებზე დიდ ზეგავლენას ახდენს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო მამა ანდრიასა და ჯიხეთის დედათა მონასტრის მონაზვნების მიმართ, რომელთაც დახმარების ხელი გამომიწოდეს იმ რთულ წლებში, როდესაც ამ ტაძარში პირველად დავიწყე მოღვაწეობა. ბევრი რამ შემოსწირეს ეკლესიას, მათ შორის სამღვდელო შესამოსელი და საეკლესიო ნივთები. ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს ჩამობრძანებით დიდი აღმავლობა დაიწყო. აშენდა და აღდგა მრავალი ტაძარი. თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენც, ამ ჟურნალის თანამშრომლებს, იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ. ღმერთმა შეგაძლებინოთ მეტი სასიკეთო საქმის კეთება. ვლოცავ ამ ჟურნალის მკითხველს. ღვთის მადლი იყოს თქვენთან.
ბეჭდვაელფოსტა
11.08. 2016
ძალიან განათლებული,უაღრესად ღვთისმოსავი მამაო.უფალი გფარავდეთ.ბევრ კარგ სასიკეთო ქრისტიანულ საქმეს აკეთებთ.
ძალიან განათლებული,უაღრესად ღვთისმოსავი მამაო.უფალი გფარავდეთ.ბევრ კარგ სასიკეთო ქრისტიანულ საქმეს აკეთებთ.
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat