ეს განსაცდელი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე არ შევიგნებთ, რომ ქრისტიანი არა მხოლოდ სახელით უნდა ვიყოთ, არამედ ცხოვრების წესითაც
ეს განსაცდელი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე არ შევიგნებთ, რომ ქრისტიანი არა მხოლოდ სახელით უნდა ვიყოთ, არამედ ცხოვრების წესითაც
სასულიერო პირის მნიშვნელობასა და ფუნქციაზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წერს: "მღვდლობა მოძღვრობაა. ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისთვის. მეუფე ანტონი (ბლუმი) ჭეშმარიტი მოძღვრის მსახურებას წმინდა იოანე ნათლისმცემლის მისიას ადარებს. მოძღვარს ადამიანები უფალთან, ეკლესიაში ეძებენ. მათთან მიმართებაში სასულიერო პირი უფლის მადლის გამტარი უნდა იყოს. იგი უნდა კრებდეს ადამიანებს ქრისტეს, ეკლესიისა და სახარების გარშემო". მღვდლის მოღვაწეობის მიზანი ადამიანთა ნუგეშისცემა და გამხნევება უნდა იყოს.

გთავაზობთ ინტერვიუს მარაბდის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურთან, მამა ავთანდილ გულაშვილთან.

- მამაო, გვიამბეთ, რას უკავშირდება თქვენი პირველი შეხება ეკლესიასთან?

- დავიბადე ქალაქ წითელწყაროში, ხოლო გავიზარდე გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში. დედაჩემი ექიმი გახლდათ, მამა კი ინჟინერი. ჩვენს ოჯახში ეკლესიურ დღესასწაულებს პატივს მიაგებდნენ. სააღდგომოდ იღებებოდა კვერცხები, ხატებთან ინთებოდა სანთლები და ა.შ.

ეკლესიური ცხოვრება გვიან დავიწყე. მოგეხსენებათ, 9 აპრილის მერე ქართველი ერი ეკლესიისკენ შემოტრიალდა, მათ შორის მეც ვიყავი. ეს მოხდა სტუდენტობისას. მანამდე კი კარდენახის წმინდა საბა განწმენდილის ტაძრის აღდგენასა და დასუფთავებაში ვმონაწილეობდი. ეს XIII საუკუნის ტაძარი ერთ-ერთი უდიდესია გურჯაანის რაიონში. სამონასტრო კომპლექსი დღემდე თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული. აქ არის VI საუკუნის წმინდა ნიკოლოზის და წმინდა ბარბარეს ტაძრები. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მიწაში იყო ჩამარხული, რათა მტერს არ გაენადგურებინა. იგი შემთხვევით აღმოაჩინეს ხელოსნებმა. საბა განწმენდილის ტაძარი უზარმაზარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. იგი ცენტრალურ საკათედრო ტაძრად ითვლებოდა. საკურთხეველში დღესაც არის ქვაში გამოკვეთილი ექვსი ეპისკოპოსის დასაბრძანებელი ტახტი. ამ დანგრეული ტაძრის აღორძინება 1998 წლიდან დაიწყო, როცა მისი წინამძღვარი გახდა მამა გიორგი თევდორაშვილი. გაკეთდა კანკელი, დაიდგა ტრაპეზი. დღეს აქ მამა ამირან გოგლიძე მსახურობს. აპირებენ ტაძრის გალესვას, შემდგომ კი უკვე მოხატვაზეც შეიძლება ფიქრი. შენდება სატრაპეზოც. გურჯაანი-ველისციხის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე ექვთიმეს (ლეჟავა) კურთხევითა და მამა ამირან გოგლიძის მონდომებით, გაკეთდა მოძრავი ტრაპეზი და შესაძლებელი გახდა წმინდა ბარბარეს ეკლესიაში წირვის ჩატარება.

ჩემი პირველი მოძღვარი მამა გიორგი თევდორაშვილი გახდა, რომლის წყალობითაც ეკლესიური ცხოვრების გზაზე პირველი ნაბიჯები გადავდგი. დიდი სითბოთი და სიყვარულით მახსენდება ის პერიოდი, კარდენახის წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ეკლესიის მრევლი ერთ მუშტად ვიყავით შეკრულნი, მხარში ვედექით და ვაძლიერებდით ერთმანეთს. ეს სითბო და სიყვარული დღემდე მოგვდევს.

მამა გიორგი თევდორაშვილის რჩევით, 2000 წელს ჩავაბარე თბილისის სასულიერო სემინარიაში, 2003 წლის 17 ოქტომბერს მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ ხელი დამასხა დიაკვნად, 2005 წლის 17 აპრილს კი მღვდლად დამასხა ხელი კოდის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში და წალკის ეკლესიაში გამამწესა. იქ ერთი წელი ვიმსახურე. 2006 წელს გადმოვედი მარაბდის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში.

- სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში განსაკუთრებულად რა დაგამახსოვრდათ?

- სასულიერო სემინარიაში ჩაბარებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. სასულიერო სემინარიაში უჩვეულო გარემო დამხვდა. აქ სწავლისას აღმოვაჩინე, რომ თურმე შეიძლებოდა მეც მეგალობა. ღვთის შეწევნითა და ქ-ნი ლია სალაყაიას დახმარებით, ვაჟთა გუნდში დავიწყე გალობა. ორი წლის მანძილზე სიონის საკათედრო ტაძარში ვგალობდი. მე და ჩემი თანაგუნდელები ვიყავით სიონთან არსებული სამრევლო სკოლის ერთ-ერთი პირველი გამოშვება. ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა დღემდე მოგვდევს.

- რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა მღვდლობა, რა მოეთხოვება ჭეშმარიტ მოძღვარს?

- მღვდლის პასუხისმგებლობა უდიდესია, რადგან იგი ემსახურება ღმერთს და ღვთისგან შექმნილ ადამიანს. ადამიანები მოძღვრისგან ითხოვენ იმ სულიერ ნუგეშსა და დამოძღვრას, რომელსაც სხვაგან ვერსად იპოვიან. აღმსარებელი მღვდლის სახით ღმერთს ესაუბრება. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მღვდელს ამ ადამიანის წინაშე, რომელმაც ფაქტობრივად მას თავისი სული მიანდო. მღვდლის მეშვეობით ადამიანის სული უფალს უნდა მიუახლოვდეს.

ხანდახან ყოფილა შემთხვევა, აღმსარებლისთვის რჩევა-დარიგების მიცემა გამჭირვებია. განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის ავჭალის #10 კოლონიაში მყოფი პატიმრების დამოძღვრა. მოგეხსენებათ, რომ ეს ყოფილი სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლების კოლონიაა. ამდენად, მათთან უფრო ფაქიზი მიდგომა იყო საჭირო.

- მრევლზე ზრუნვა რამდენად ეხმარება მოძღვრის სულიერ განვითარებას?

- მარაბდის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მრევლი სულ რამდენიმეკაციანია. თვითონ სოფელიც საკმაოდ პატარაა. ეკლესიამდე გზა შორია. წირვას რვა-ცხრა ადამიანი თუ ესწრება, მაგრამ ეკლესიას თუ რამე დასჭირდა, მთელი სოფელი მზადაა მხარში დაგვიდგეს. სოფლის ეკლესიის მრევლი ძირითადად ხანდაზმული ქალბატონებისგან შედგება. აქ თბილისიდანაც ჩამოდიან წირვაზე დასასწრებად. ზოგიერთი წალკიდანაც წამომყვა. სულ ვგრძნობ მათი თანადგომის ძალას. ისინი რომ არა, ძალიან გამიჭირდებოდა ამ სოფელში დამკვიდრება. ეკლესიასაც გაუჭირდებოდა არსებობა. იყო პერიოდი, როდესაც ყოველ შაბათ-კვირას ორი მედავითნე და ერთი სტიქაროსანი ეკლესიამდე მანძილს (4კმ) ფეხით გავდიოდით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მედავითნეების - ფოტინე და მერი ბენდელიანების თანადგომა. დღემდე ჩემს გვერდით არიან ასევე მიქაელი და ბარბარე, რომლებმაც პირველი აღსარება წალკაში ჩამაბარეს. დედა მარიონელაც ხშირად ჩამოდის და ესწრება წირვა-ლოცვებს. მადლიერი ვარ მამუკა მეტონიძის, რომელიც მთელი 8 წელი მანქანით მემსახურებოდა. მრევლის ურთიერთობასა და დამეგობრებას ხელს უწყობს ასევე წირვის შემდეგ გამართული ტრაპეზები, რომელიც ჩვენს ეკლესიაში ტრადიციად დამკვიდრდა. მიხარია, რომ ჩემს მრევლში არის ერთობა.

- მრევლთან ურთიერთობაში მკაცრი ხართ თუ ლმობიერი?

- სიმკაცრე არ ნიშნავს სისასტიკეს. უბრალოდ, არსებობს ეკლესიის მიერ დადგენილი წესები. თუ ადამიანი აღსარებას ამბობს, ეზიარება და მეტ-ნაკლებად ამ წესებს ემორჩილება - ასეთ ადამიანთან სიმკაცრის გამოვლენა ზედმეტად მეჩვენება. თანაც პიროვნებას ხომ აქვს თავისუფალი ნება. ვფიქრობ, მოძღვარმა არ უნდა შეზღუდოს მისი ნება და არჩევანის გაკეთება უნდა მიანდოს. მოძღვარმა უნდა იქადაგოს და ადამიანებს ინფორმაცია მიაწოდოს მარტივად და გარკვევით, ისე რომ, ისინი არ დაღალოს.

- მამაო, რას ნიშნავს ოჯახური მყუდროება თქვენთვის და თუ გრჩებათ დრო ოჯახისთვის?

- ჩემი მეუღლე მაკა ყოჩიაშვილი სამრევლო სკოლაში გავიცანი, სადაც ერთად ვგალობდით. 2002 წლის 3 მარტს ჯვარი დავიწერეთ ნარიყალას ტაძარში, რომლის წინამძღვარი იმ დროისთვის მამა მაქსიმე ჭანტურია გახლდათ. ჯვრისწერაზე 50 გოგონა და 30 ვაჟი გალობდა. ტაძარი სავსე იყო. ეკლესიის ეზოში პატარა საქორწილო ტრაპეზი გავაწყვეთ, მამა მაქსიმე თამადობდა. ახლა უკვე სამი გოგონა გვყავს - ნელიკო, ანა და ნინო. ოჯახი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ღვთის წინაშე დავდე აღთქმა და ავიღე პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნო ცოლზე, როგორც საკუთარ თავზე, ანუ შევიყვარო ისე, როგორც საკუთარი თავი მიყვარს.

ხშირად მიხდება სიარული ციხეში, ამიტომ შინ გვიან მივდივარ, მაგრამ იმდენს კი ვახერხებ, რომ ბავშვების დაძინებამდე დავბრუნდე. ერთადერთი ფუფუნება ჩემთვის ის არის, რომ დილით, როდესაც ჩემი მეუღლე უფროსებს ბაღში წაიყვანს, მე პატარასთან ვრჩები და ნახევარი საათი მასთან ვთამაშობ. ყოველ კვირას ბავშვები წირვაზე დამყავს, ასე რომ, ისინი მამასთან ურთიერთობის დეფიციტს არ განიცდიან. სამწუხაროდ, ჩემს მეუღლეს ვერ ვეხმარები ბავშვების გაზრდაში, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, ანგარიში გავუწიო. პრეტენზიული არა ვარ. თუ ვახშამი მზად არ დამხვდა, შემიძლია თვითონ მივხედო თავს. ვცდილობ, მეუღლეს ხელი წავაშველო და ცოტა მეტი თავისუფალი დრო დავუტოვო.

- მამაო, რა მიგაჩნიათ ჩვენი დროისა და საზოგადოების მწვავე პრობლემად?

- ჩვენს დროში ადამიანები ზედმეტად პოლიტიზებულები არიან. ამას უმუშევრობამაც შეუწყო ხელი. ყველამ დაიწყო აზრის გამოთქმა, მიუხედავად იმისა, კომპეტენტურია თუ არა ამა თუ იმ საკითხში. ნებისმიერ ადამიანს რომ შეეკითხო, თითქმის ყველამ იცის, როგორ უშველიდა ქვეყანას, თუ თავად იქნებოდა მმართველი ან ხელმძღვანელი. სამწუხაროდ, ასე უფალს დაშორებული ადამიანი მსჯელობს.

- ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ხუთი წელია არსებობს თეოლოგიის კათედრა, რომელიც მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის თაოსნობით დაფუძნდა. სხვა სასულიერო პირებთან ერთად თქვენც აქ მოღვაწეობთ. რა მიზანს ემსახურება ეს კათედრა და რამდენად სასიკეთოა მისი არსებობა?

- კათედრის დანიშნულებაა იმ გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების მოძღვართან და ეკლესიასთან დაახლოებას. აქ იკითხება ლექციების კურსი - მართლმადიდებლურ კატეხიზმოსა და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ტექნიკურ უნივერსიტეტში ამჟამად ოთხი სამლოცველო მოქმედებს, სადაც რეგულარულად ვიხდით პარაკლისებს. მეუფე ანანიას ავტორიტეტი, რექტორატის კეთილი ნება საშუალებას გვაძლევს, სისტემატური ურთიერთობა ვიქონიოთ როგორც სტუდენტებთან, ასევე პედაგოგებთან. ბავშვები დიდი ინტერესით ისმენენ ლექციებს, ჩართულნი არიან ეკლესიურ ცხოვრებაში, ძალიან მოსწონთ ურთიერთობა სასულიერო პირებთან, წერენ სასულიერო ნაშრომებს, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობენ. ეს ყოველივე ძალზე გვახარებს, რადგან მომავალი თაობის ჯანსაღი ფასეულობებით აღზრდა ეკლესიის მთავარი დანიშნულებაა.

- მამაო, როგორც თქვით, საპატიმროში დადიხართ. რა პრობლემების წინაშე დგანან პატიმრები და არის თუ არა ნუგეში მათთვის მოძღვართან ურთიერთობა?

- ეს ადამიანები მოძღვრისგან ითხოვენ იმ სითბოს, რომელიც მათთვის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს უნდა მიეცათ. ამიტომაც აქვთ მოძღვართან ხშირი ურთიერთობის მძაფრი მოთხოვნილება. შარშან, 31 იანვარს ავჭალის #10 კოლონიის შენობაში ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა ტაძარი. საპატიმროს ხელმძღვანელობა ყოველნაირად ცდილობს, მოძღვრებს მისცეს პატიმრებთან ურთიერთობის საშუალება. დღესდღეობით მიმდინარეობს ამ ეკლესიის მოხატვა. დაგეგმილია სამრეკლოს აშენებაც. პატიმრებს აღარ აწუხებთ უსაქმურობა. მთელი დღის განმავლობაში ეკლესიაში მსახურებაზე დგანან, კითხულობენ ლოცვებს, ჩართულნი არიან ტაძრის მშენებლობაში, ქმნიან ხატებს, ჯვრებს, ცდილობენ პატიმრობის დრო ღმერთთან დასაახლოებლად გამოიყენონ. ეს მათთვის დიდი ნუგეში და შეღავათია. საპატიმროებში არსებული ეკლესიისა და ამ ეკლესიის მღვდელმსახურთა მთავარი მიზანი გახლავთ სწორედ ის, რომ პატიმრებმა სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი.

მოძღვარმა უნდა დაანახოს ადამიანს, რომ ყველა ტკივილი და განსაცდელი ღვთის დაშვებით ხდება და ღვთის წყალობით ნებისმიერი განსაცდელი დაიძლევა. თუკი ყველაფერს ამ თვალით შევხედავთ, გავითავისებთ მის სატკივარს, მიხვდება, რომ მარტო აღარ არის და შეძლებს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას. თუმცა ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება.

- მამაო, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა მშობელს ღვთის წინაშე შვილის დანაშაულზე?

- ხშირად ჩვენი ქალები იმით იმართლებენ თავს, რომ იმდენი შვილის აღსაზრდელად, რამდენსაც ღმერთი უბოძებთ, პირობები არა აქვთ, მაგრამ ეს მიზეზი მკვლელობას ვერ გაამართლებს. ჩვენს წინაპრებს ჩვენზე ცუდი პირობები ჰქონდათ, მაგრამ შვილების აღზრდას ახერხებდნენ. ეს ცოდვა ჩვენთან ევროპიდან შემოვიდა, სადაც ქალმა საზოგადოებაში თავისი მდგომარეობა დედობრივ მოვალეობაზე მაღლა დააყენა. რა თქმა უნდა, კარგია ცოდნის მიღება და სამსახური, მაგრამ ეს ცოდნა და განათლება პირველ რიგში თავის შვილებს უნდა მოახმაროს. დედამ უნდა ასწავლოს შვილებს წერა-კითხვა, პირჯვრის გადაწერა, ლოცვები, შთაუნერგოს ღვთისა და მოყვასის სიყვარული. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო დიდი და საპატიო მოვალეობა?

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ საქმიანობაზე ქალმა ხელი უნდა აიღოს, მაგრამ მისთვის შეუფერებელ საქმიანობას არ უნდა ეწეოდეს.

სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოებაში თანდათან მკვიდრდება აზრი, რომ თუ ქალი შინ ზის და შვილებს ზრდის, დაჩაგრული და დაბეჩავებულია, არადა შვილების სწორად აღზრდაზე საპატიო და დასაფასებელი მოვალეობა არ არსებობს. გარდა ამისა, თუკი ქალი მართლაც საზოგადოების სამსახურისთვისაა მოწოდებული, იგი აუცილებლად ორივეს შეძლებს. დედებმა ხომ მომავალი თაობა სწორედ ლოცვის მადლით და ძალით უნდა აღზარდონ.

დედის ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს და მუდამ იფარავს შვილებს ცხოვრების გზაზე.

- როგორია მშობლების და ეკლესიის როლი არასრულწლოვანთა დანაშაულის შემცირებაში?

- თუ საქართველოს ისტორიასა და ქართულ კულტურას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, თუ რა დიდ როლი აქვს შესრულებული ჩვენი ერის ცხოვრებაში ეკლესიას. დღეს კი არსებობს შეხედულება - ეკლესიამ მნიშვნელობა დაკარგაო, რაც უდიდესი შეცდომაა. რაც სულია სხეულისთვის, ეკლესია ისაა ერისთვის. როცა სული სხეულს შორდება, სხეული კვდება. ასევეა ერიც ეკლესიის გარეშე. ჩვენ მომსწრენი ვართ, თუ რა ცოდვის ტყვეობაში ჩააგდო ადამიანი ათწლეულობით ეკლესიას მოწყვეტამ.

- რა ფორმით შეიძლება იზრუნოს ეკლესიამ დანაშაულის შემცირებაზე და რას ურჩევთ მშობლებს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით?

- ქართველ ერში უნდა აღდგეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რწმენა, რათა დაგვიბრუნდეს სიყვარული, სასოება, სიკეთე. ქართველი ხომ ყველა ადამიანში მოყვასს, ძმას, მეგობარს ხედავდა და თვით მტრის შენდობა და შეწყნარებაც კი შეეძლო. სწორედ ამაში იყო მისი ძალა. ამიტომაც ვლინდებოდა მისი რწმენა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. დღეს კი თითქოს ეს თვისებები დაკარგული გვაქვს. დღევანდელ მდგომარეობას, რომელიც ჩვენს სისასტიკესა და ულმობლობაზე მეტყველებს, იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ქრისტიანები მხოლოდ სახელით ვართ. ამიტომაც ვისჯებით და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს განსაცდელი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე არ შევიგნებთ, რომ ქრისტიანი არა მხოლოდ სახელით უნდა ვიყოთ, არამედ ცხოვრების წესითაც. გავიხსენოთ, რას გვასწავლის იაკობ მოციქული, რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარი არისო.

ხშირად, როცა მძიმე დანაშაულს ვხედავთ, განვიკითხავთ, ვკიცხავთ, ვსჯით ბოროტმოქმედს, მაგრამ არ ვიძიებთ მიზეზს, რამაც ესა თუ ის ადამიანი აქამდე მიიყვანა, არ ვიძიებთ, როგორი იყო მისი ბავშვობა, როგორ წარიმართა მისი ცხოვრება. სასჯელის ადგილები სავსეა ახალგაზრდებით. რა თქმა უნდა, უმრავლესობა სასჯელს სამართლიანად იხდის, მაგრამ ციხეებსა და კოლონიებში არის ახალგაზრდობა, რომელსაც უნდა შრომა, ოჯახის შექმნა, ბევრი ღრმად განიცდის თავის დანაშაულს, ნანობს და სურს, გამოსწორდეს.

თუ ადამიანი ინანიებს და გამოსწორების გზაზე დგას, მას უნდა დავრთოთ ნება ვადამდე გათავისუფლებისა.

თუ პატიმარს ეცოდინება, რომ მის შესახებ იციან, იგი ახსოვთ, ენდობიან, აუცილებლად გაუჩნდება სურვილი გამოსწორებისა, გაუჩნდება თავისი შესაძლებლობებისადმი რწმენა, გაუჩნდება იმედი მომავლისა. ჩვენ, სასულიერო პირნი, ვინახულებთ მათ და ყველანაირად დავეხმარებით სულიერ განწმენდაში, ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნასა და ოჯახში დაბრუნებაში. განა ყველასთვის ნათელი არ არის, რომ ციხე არ ასწორებს ადამიანს? იქ მყოფნი მორალურად სულ უფრო და უფრო ეცემიან.

განსაკუთრებული ყურადღება არასრულწლოვანებს უნდა მივაქციოთ. დანაშაულის ჩამდენი ბავშვები ციხეში საერთოდ ვარდებიან ნორმალური ცხოვრების კალაპოტიდან, სულიერად უხეშდებიან და გამოუსწორებელ ბოროტმოქმედებად ყალიბდებიან. თუ ბავშვებს აღსაზრდელად ეკლესიას გადავცემთ, ისინი აუცილებლად შეიცვლიან ცხოვრების წესს. ეკლესია იზრუნებს, რომ ისინი შეეჩვიონ შრომას, შეისწავლონ რაიმე ხელობა, ხოლო როცა სრულწლოვანი გახდებიან, შექმნან ნორმალური ოჯახი.

მშობლები, რომლებიც ფიზიკური შრომისთვის ვერ იმეტებენ პატარებს, დიდ ბოროტებას სჩადიან, რადგან შვილებს როგორც ოჯახისთვის, ისე საერთოდ, ცხოვრებისთვის მოუმზადებელთ ზრდიან. კარგი ოჯახის თითოეულ წევრს თავისი საქმე აქვს განსაზღვრული. პატარებმა მაგალითი, პირველ რიგში, მშობლებისგან უნდა აიღონ, სახელმწიფოში კი ყოველ მოქალაქეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მისი შრომის აუცილებლობა საერთო დოვლათის შესაქმნელად.

ადამიანი, რომელსაც შეუძლია და არ შრომობს და სხვის ხარჯზე ცხოვრებას ამჯობინებს, გაკიცხვასა და განსჯას იმსახურებს.

დიდი მადლობა ჟურნალ "კარიბჭეს". ეს ჟურნალი დიდ როლს თამაშობს ქართველი კაცის ეკლესიისკენ მობრუნების საქმეში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat