ჩვენ, მოძღვრები, უნდა ვიყოთ არა მხოლოდ მსაჯულნი, არამედ მოწყალე მამები
ჩვენ, მოძღვრები, უნდა ვიყოთ არა მხოლოდ მსაჯულნი, არამედ მოწყალე მამები
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იაკობ აბაშიძე.

- ჩემი წინაპრები უბისელი აბაშიძეები იყვნენ. ერთხანს უბისის ტაძარი აბაშიძეთა საგვარეულო ეკლესია იყო და, ბუნებრივია, აქ არის მათი საძვალეც. მამაჩემი ხარაგაულიდან გახლდათ. იგი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა (11 ძმა და ორი და ჰყავდა). კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი) ჩვენი ნათესავი და კარის მეზობელი გახლდათ. და-ძმები კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ხელით არიან მონათლულნი. იგი ხშირად გვსტუმრობდა.

მე ზესტაფონში გავიზარდე. სარწმუნოებისადმი მოწიწება ჩემი ოჯახისთვის უცხო არ იყო. რელიგიურ რიტუალებს უმეტესწილად დედაჩემი ასრულებდა. ბავშვობაში განსაკუთრებით მიყვარდა საკურთხის ხელუხლებელი სუფრა (სანამ სანთელი არ ჩაიწვებოდა, ბავშვებს გვიკრძალავდნენ სუფრასთან შეხებას). ეს აკრძალვა ჩემში რატომღაც შიშს და მოწიწებას იწვევდა. დედაჩემს ხშირად დავყავდი ტაძარში, მაგრამ ჩემი რწმენა მაშინ ჯერ კიდევ ზოგადი და აბსტრაქტული იყო.

თბილისის თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ერთხანს სკოლაში ვასწავლიდი ხატვას, თან ვმუშაობდი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მხატვარ-გამფორმებლად.

კომუნისტურ დღესასწაულებზე მავალებდნენ პლაკატების დახატვას. ეს იყო 1983 წელს. საშვიდნოემბროდ უნდა დამეხატა ლენინის 6-7-მეტრიანი პორტრეტი ქალაქის ცენტრში გამოსაკრავად. ხატვა დავიწყე თუ არა, მზემ დამარტყა და გონი დავკარგე. იმხანად ზესტაფონში, თაბუკაშვილის ქუჩაზე პატარა სამლოცველო სახლი იყო, სადაც გალობდა ჩემი ნაცნობი, მაშინ მორჩილი მამა ზაქარია ფერაძე (ახლა იგი კვიპროსშია მოძღვრად). მამა ზაქარიამ მითხრა: დიდ ცოდვას სჩადი, რადგან ხატავ ადამიანს, რომელმაც მართლმადიდებელ სარწმუნოებას ავნოო და მირჩია, ეკლესიაში მევლო. მგალობელი აკლდათ ტაძარში. მე კი კარგი სმენა მქონდა, თანაც რამდენიმე საგალობელი, მათ შორის "შენ ხარ ვენახი", უკვე ვიცოდი. ამიტომ გალობა არ გამჭირვებია. სამლოცველოში სანთელი დავანთე და ღმერთს აღვუთქვი, რომ აღარასოდეს დავხატავდი მსგავს სურათებს. მაგრამ სწორედ იმ დროს ერთდროულად სკოლამ, პიონერთა სახლმა და ქარხანამ სამი პლაკატის დახატვა დამავალა. უნდა გამეფორმებინა კომკავშირის გადიდებული ნიშანი (ცეცხლში ჩახატული ლენინის თავი). დამეწყო ბრძოლა. შემოთავაზებული თანხა საკმაოდ სოლიდური იყო... დიდი ჭოჭმანის შემდეგ მაინც გადავჭიმე ტილო და დავიწყე ხატვისთვის მზადება. შემოვიდა მეზობლის ბავშვი (იგი შემდგომ მე მოვნათლე) და მითხრა (მან ჩემი განცდების შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა), - წინა ღამით სიზმარში გნახე. რაღაცას ხატავდი. ამ დროს მოვიდა სამონაზვნოსამოსიანი ქალი, რომლის მსგავსიც მანამდე მხოლოდ ფრესკებზე მინახავს. ქალმა გითხრა, - კობა, რამ გაგამათხოვრა, რას ხატავო. შენ მისთვის ყურადღება არ მიგიქცევია და ხატვა გააგრძელეო. ასეთი შეგონება სამჯერ გამეორდა თურმე. მე კი ჯიუტად ჩემსას არ ვიშლიდი. მერე აღარ დაუძალებია და წასულა. ამის გაგონებაზე, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი. სიზმარმა ჩემზე ძლიერ იმოქმედა. გაჯიუტებას აზრი არ ჰქონდა. თუმცა სამსახურში ამის გამო უსიამოვნება შემხვდა. ვფიქრობ, ის ქალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო, რომელიც მუდამ რაღაც ნიშნებით მიმითითებდა შეცდომებზე. ამის შემდეგ დავიწყე ეკლესიაში სიარული.

ჭეშმარიტი სარწმუნოების უკეთ შესაცნობად ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. შემდეგ გავხდი თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის მრევლის წევრი. ვგალობდი ამავე ტაძარში. მამა არჩილისგან ვისწავლე სარწმუნოების ანბანი, როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა ჭეშმარიტი სჯული და სცეს თაყვანი ღმერთს. სემინარიაში სწავლის პერიოდში ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი მღვდლობაზე. უკვე დაოჯახებული გახლდით, ქალიშვილიც მყავდა. ცოდნის გასაღრმავებლად გადავწყვიტე, სასულიერო აკადემიაში ჩამებარებინა. პირველი ბიძგი სარწმუნოების გზაზე მამა ზაქარიამ მომცა. მირჩია, ეპისკოპოსს ვხლებოდი და მორჩილის კაბა ჩამეცვა. როდესაც იპოდიაკვნის სამოსით შემმოსეს, მეგონა, ჩემი ოჯახის წევრები ამ ამბავს სიხარულით შეხვდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა... ამის მიუხედავად, ვცდილობ, რომ ღირსეულად ვატარო ის უღელი, რომელიც ღმერთმა დამაკისრა. 1995 წელს მღვდლად დამასხა ხელი მარგვეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე კონსტანტინე მელიქიძემ და დავინიშნე ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. ზესტაფონში პატარა ტაძარი ააშენა ზაგორსკის სასულიერო აკადემიადამთავრებულმა კეთილშობილმა ადამიანმა, ის უწმინდესის თანაკურსელი გახლდათ და მოსკოვის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახური. სწორედ მან ჩამაბარა ეს ტაძარი მოსავლელად. მაშინ ის ფარული ტაძარი იყო, წმინდა სამების სახელობისა. სწორედ აქ ვმოღვაწეობდი მეც. შემდეგ, როდესაც მეუფე დანიელი ბრძანდებოდა ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი, გავხდი დეკანოზი. მისივე კურთხევით გადავედი ფეროშენადნობთა ქარხანასთან არსებულ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში. შემდეგ ვიყავი ქალაქ ზესტაფონის მთავარხუცესი. თბილისში უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით გადმოვედი და უკვე რვა თვეა, სამების საკათედრო ტაძარში ვმსახურობ.

შემდეგ ხატების წერა დავიწყე. შევქმენი არაერთი ხატი. საეკლესიო ჭედურობითაც ვარ დაკავებული. ჩემი მოჭედილია ბალდახინი, რომელზეც ყოვლადწმინდა სამების ხატია დაბრძანებული.

როდესაც მოძღვარი ხდები, თავიდან აღფრთოვანებული ხარ, ვერ აცნობიერებ, რამხელა ტვირთი გადევს მხრებზე. მერე და მერე ეს ჯვარი მძიმდება. რა თქმა უნდა, თუ მოძღვარი ჭეშმარიტი ღვთისმსახურების გზას ადგას, ღვთის ნებითა და შეწევნით ეს ტვირთი უმსუბუქდება. თავადაც გაოცებული ვრჩებოდი, ხანდახან უჭმელი, ღამენათევი მთელი დღე ვიდექი ტაძარში, უამრავ აღსარებას ვიღებდი და არ ვიღლებოდი. ცხადია, უფლის შეწევნით ვახერხებდი თუნდაც ამდენი აღსარების მიღებას, ამდენი ცოდვის მოსმენას... ზოგიერთი ცოდვა გაგონილიც კი არ მქონდა. შეუძლებელი იყო, მღვდლობის მადლის გარეშე ეს ყველაფერი მეტვირთა და ამეტანა ან თუნდაც სიყვარულით შემეხედა იმ ადამიანისთვის, ვინც ასეთ მძიმე ცოდვებს აღიარებდა ჩემთან. უთუოდ მღვდლობის მადლი მაძლიერებდა და შემეწეოდა.

ოჯახშიც შემხვდა წინააღმდეგობა - მშობლები მეუბნებოდნენ, - მორწმუნე იყავი, მაგრამ აუცილებელი არ არის, მღვდელი გახდეო. მეუღლისთვისაც მძიმე აღმოჩნდა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ვგრძნობდი, ჩემი მოწოდება იყო მღვდლობა და უკან აღარ დავიხიე. ჩემი ქალიშვილები უკვე სტუდენტები არიან. უფროსი ქუთაისის კონსერვატორიაში სწავლობს, უმცროსი კი - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. ბაბუაც გავხდი.

***
ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მომმართავს შეკითხვით. დროის სიმცირე ხშირად უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებს - რომელს გინდა უთხრა უარი და არ შეუსრულო ის, რასაც სწორედ შენ გთხოვს. თანაც ბევრი ახალბედაა. რომ არ მოუსმინო, ხომ შეიძლება დაბრკოლდეს?

***
ჩემი მრევლის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა: "მამაო, თქვენ ხალისიანი ხართ სუფრაზე (სახლის კურთხევის შემდგომ და ა.შ.), ტაძარში თქვენს ქადაგებას მოვუსმინე და ცოტა არ იყოს, შევშინდიო". ვფიქრობ, მოძღვარი არ უნდა იყოს არც ზომაზე მეტად მკაცრი და არც ზომაზე მეტად მოწყალე, შუალედური პოზიცია უნდა ეჭიროს. იმიტომ, რომ შენი გადაჭარბებული სიმკაცრით ან თუნდაც შენი ზედმეტი ლმობიერებით შეიძლება ავნო ადამიანს. საერთოდ, მოძღვრის სიმკაცრე და ლმობიერება დამოკიდებულია ადამიანთა ხასიათზე. ზოგს სჭირდება მოფერება, უფრო მოწყალე თვალით ყურება, ზოგს კი - სიმკაცრე. მაგრამ ეს სიმკაცრე ჩვენი შინაგანი გაღიზიანებით არ უნდა იყოს გამოწვეული, არამედ მისი საფუძველი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გამოსწორების სურვილი. მოძღვარმა არ უნდა გამოხატოს პიროვნული წყენა და მრისხანება. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ამხილო ადამიანი, არ მიუთითო ამა თუ იმ მანკიერებაზე. თუ ეს არ გააკეთე, დადგება ჟამი და უფალი მოგკითხავს შენც და შენს სულიერ შვილსაც. ამიტომ მაინც ჯობს, რომ ადამიანს ჰყავდეს მკაცრი მოძღვარი, ვიდრე ღმერთი იყოს მისთვის მკაცრი განკითხვის დღეს. ამ მხრივ მე მადლობელი ვარ ჩემი მოძღვრისა. თუმცა მე მასავით მკაცრი ვერ ვარ, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოების, მცნებების დაცვის მიმართ, ვცდილობ, ყოველთვის ვიყო მკაცრი. თუმცა, როდესაც ადამიანი ნანობს ამა თუ იმ ცოდვას, მაშინ, როგორც მოწყალე მამა, ისე უნდა მოექცე მას. პატრიარქი ხშირად გვაფრთხილებს, რომ ჩვენ, მოძღვრები, უნდა ვიყოთ არა მხოლოდ მსაჯულნი, არამედ მოწყალე მამები. ერთხელ უწმინდესმა თქვა: "მოძღვრებმა ადამიანებს აღსარების თქმა უნდა გაუადვილონ. როდესაც აღსარებას მეუბნებოდნენ, ვგრძნობდი, უძნელდებოდათ ყველაფრის გულწრფელად თქმა, ამიტომ ვეუბნებოდი, რომ ეს ცოდვა მეც მქონდა ჩადენილი. ვიტყუებოდი, რათა მათთვის ცოდვების აღიარება გამეადვილებინაო". მოძღვრისთვის ძალზე სასარგებლოა წმინდა მამათა და თანამედროვე მოძღვართა ქადაგებების, სწავლებების გათვალისწინება.

***
ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად მიდრეკილია ცოდვისკენ და შესაძლოა მოძღვარიც ჩავარდეს რაიმე ცოდვაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან სხვას არ უნდა მიუთითოს, არ დაარიგოს. წმინდა მამები ამბობენ, რომ მოძღვრისგან, როგორი უღირსიც უნდა იყოს იგი, თუკი ჭეშმარიტებას ქადაგებს, უნდა ვისწავლოთ, მაგრამ მათ საქმეებს არ უნდა მივბაძოთ.

***
ქადაგება ტაძრად მრევლის მოწვევის ერთ-ერთი უმთავრესი და მძლავრი საშუალებაა. თითოეულის ცხოვრებაში ალბათ ყოფილა პიროვნება, რომელსაც მისთვის უსწავლებია საღვთო სჯული, დაუმოძღვრავს. წმინდა მამები ამბობენ: მოიპოვე მცირეოდენი მადლი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო. შეუძლებელია ადამიანმა სხვას არ გაუზიაროს ის, რაც თავად გაიგო და შეიმეცნა, თავის გულში დაიტიოს ღვთის შეცნობის სიხარული. უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანი, რათა მასაც ეხარა უფლის გვერდით. როცა ადამიანი რწმენაში მოექცევა, იგი სხვებსაც, უპირველესად, მეგობრებს, ახლობლებს უზიარებს სიხარულს, ამაღლებულ განწყობილებას. ის მეგობრები სხვებს გადასცემენ და ასე ხდება სარწმუნოების გავრცელება. პავლე მოციქული ბრძანებს: "თუ არ იქნება ქადაგება, საიდან იქნება რწმენაო". უმთავრესი ქადაგება, რა თქმა უნდა, პირადი ცხოვრება და მაგალითია. შეიძლება ადამიანი ქადაგებდეს ერთს და ცხოვრობდეს სხვაგვარად. ეს დააბრკოლებს სარწმუნოებაში ახალმოქცეულს. კაცთაგან არავინ არის უცოდველი. უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი ვინმე ეცემა ამა თუ იმ ცოდვით, შეიძლება ეს ჩვენთვის სასწავლებელიც კი იყოს, რათა არ ჩავვარდეთ იმავე დღეში და ვილოცოთ იმ ადამიანისთვის.

***
მოძღვარს კარგად უნდა ჰქონდეს შემეცნებული ჭეშმარიტი სარწმუნოების რაობა. სასურველია, საერო განათლებაც ჰქონდეს, რადგან მრევლში შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომელთა განათლების დონეს ჩვენ ვერც კი მივწვდეთ, შესაძლებელია არც კი მოგვისმინონ, არ დაინტერესდნენ ჩვენი ქადაგებით. ამიტომ მოძღვარს მართებს განუწყვეტლივ საკუთარ თავზე მუშაობა, ჭეშმარიტი სჯულის შემეცნება არა მხოლოდ რწმენით, არამედ ცოდნითაც. უფალი ბრძანებს: შეიყვარე უფალი ყოვლითა ძალითა, ყოვლითა გულითა და გონებითა შენითა. ყოვლითა გულითა შეყვარება ნიშნავს გულის მიძღვნას უფლისთვის. ყოვლითა ძალითა - ნიშნავს იმას, რომ მცნებების შესრულება ძნელია, მაგრამ უნდა სძლიო შენს თავს, ხოლო გონებით შეყვარება კი ნიშნავს ღვთის შემეცნებას. როდესაც ადამიანს აქვს მხოლოდ რწმენა და არა ცოდნა, ის არის ღვთის მონა; მაგრამ როდესაც იგი შეიმეცნებს კიდეც ჭეშმარიტ სჯულს, მაშინ ხდება მეგობარი უფლისა. ასე რომ, მოძღვარს მოეთხოვება არა მხოლოდ რწმენა, არამედ რწმენაზე დაფუძნებული ცოდნა.

***
"ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ", - ბრძანებს ფსალმუნი. მოძღვრის მოვალეობაა უსჯულოთა მოქცევა. პავლე მოციქული ბრძანებს: "წარმართთან წარმართი ვიყავი, რათა ისინიც შემეძინა. იუდეველებთან - იუდეველი, რათა ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებამდე მომეყვანა". მოძღვარმა არ უნდა თქვას უარი საერო ადამიანებთან გაშინაურებაზე. ხშირად ამ უბრალო ურთიერთობების წყალობით, მათთან თავმდაბლური მოქცევით, მათი სატკივარისა და სიხარულის გაზიარებით მომიძიებია მრევლი.

გამოცდილება ბევრს ნიშნავს მოძღვრისთვის. სწორედ გამოცდილების წყალობით შევძელი, სხვადასხვა სექტაში მყოფი ადამიანები მომეყვანა ეკლესიამდე. გამოცდილებამ მიმახვედრა, რა უნდა მეთქვა, როგორ უნდა მეთქვა მათთვის სათქმელი ისე, რომ არ დამებრკოლებინა. თავიდანვე მხილებით როდი ვიწყებდი საუბარს, არამედ უპირველესად ყურადღებას ვამახვილებდი იმაზე, რაც საერთო გვქონდა. შემდეგ ვუსვამდი ისეთ კითხვებს, რაც მათთვის დამაფიქრებელი უნდა ყოფილიყო. წმინდა მამები ამბობენ, რომ სექტანტებს უნდა ვესაუბროთ სიყვარულით, როგორც ავადმყოფს ექიმი, ისე უნდა მოეპყრას მოძღვარი თითოეულ გზასაცდენილს, რადგან ყველაში არის ღვთიური საწყისი.

***
ჩვენი საზოგადოებისა და მრევლის ნაკლი ზერელობაა. უმრავლესობისთვის ეკლესიაში სიარული, სანთლის დანთება და ა.შ. მხოლოდ იმიტომ არის მისაღები, რომ ეს ტრადიციაა და მეტი არაფერი. ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის მართლმადიდებლობა არ არის მაცხოვნებელი, გადამრჩენელი, მერმინდელი სოფლის მეგზური რელიგია. სახარებაში უფალი ნიკოდიმოსს ეუბნება, რომ ადამიანი ხელახლა უნდა იშვას. ნიკოდიმოსი გაიკვირვებს, - კი მაგრამ, როგორ უნდა ვიშვა თავიდან, ნუთუ ისევ დედის წიაღში უნდა დავბრუნდეო. ამაზე მაცხოვარი მიუგებს: "ხელახალი შობა შესაძლებელია წყლითა და ცეცხლით". აქ საუბარია ნათლისღებასა და მირონცხებაზე. მირონცხების საიდუმლოს საშუალებით ადამიანში სულიწმინდა იმკვიდრებს. სულიწმინდა, რომელიც მოციქულებზე ცეცხლის სახით გადმოვიდა.

დავლოცავ "კარიბჭის" მკითხველებსა და თანამშრომლებს. ღმერთმა ქნას, მკითხველი ჭეშმარიტი სჯულისა და სასუფევლის კარიბჭემდე მიგეყვანოთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat