ეს ბავშვი ოღონდ გადარჩეს და შენი იყოს, უფალო
ეს ბავშვი ოღონდ გადარჩეს და შენი იყოს, უფალო
რუბრიკის სტუმარი გახლავთ სურამის წმინდა ბარბარესა და კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრების წინამძღვარი მამა ირაკლი სახოკია.

- მამაო, როგორ დაადექით ეკლესიისკენ მიმავალ გზას და მას შემდეგ რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?

- ეკლესიისკენ მიმავალი გზა გარეშე თვალისთვის თითქოს მოკლეა, მაგრამ ღრმად თუ გავიაზრებთ, საკმაოდ გრძელია... 17 წლისამ დავიწყე მარხვა. მაინტერესებდა, რატომ იყო საჭირო მარხვის შენახვა. ჩემი მშობლები იდეოლოგიურად და მსოფლმხედველობრივად ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. მამის მხრიდან ყველა ათეისტი და კომუნისტური პარტიის წევრი იყო, ღვთის არსებობა არ სწამდათ. დედაჩემის მამა ბერძენი იყო, ზემო იმერეთში დამკვიდრებული ტაძრების მშენებელი ბენერიდების შთამომავალი, დედა - ღრმადმორწმუნე რუსი. ბებიაჩემი ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა. გარდაცვალების წინ უარი უთქვამს ყველანაირ ტკივილგამაყუჩებელზე, არადა კუჭის კიბო სჭირდა! ამბობდა თურმე: - ჩემი ცოდვების გამო უფრო მეტ სასჯელს ვიმსახურებო. სწამდა, რომ ტკივილი ცოდვების გამოსყიდვის საშუალება იყო.

ჩემს დაბადებამდე ჩემს მშობლებს ორი ჩვილი გარდაცვლოდათ. მეც უმწეო გავჩენილვარ. ბებიას უთქვამს დედაჩემისთვის: - ღმერთს აღუთქვი, ეს ბავშვი ოღონდ გადარჩეს და შენი იყოს, უფალოო. მართლაც, მოხდა სასწაული. მეც გადავრჩი და ჩემს შემდეგ მოვლინებული ტყუპისცალი დაც. ყველაფერმა ამან ჩემზე ძლიერ იმოქმედა და გადავწყვიტე, ღვთის მსახური გავმხდარიყავი. 1983 წელს მოვინათლე ქუთაისის წმინდა პატრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესიაში. ჩემი ნათლობა შეასრულა ამჟამად უკვე დეკანოზმა თეიმურაზ არველაძემ.

ჩემი სკოლის დამთავრება (1989-90) დაემთხვა ეროვნული მოძრაობის აღმავლობას. სწორედ ამ დროს ქართველი ერის დიდი ნაწილი ეკლესიას დაუბრუნდა. ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე.

თბილისში ცხოვრების დროს ყოველკვირა ვესწრებოდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგებებს სიონში. პატრიარქის სიტყვები დამატყვევებელ გავლენას ახდენდნენ ჩემზე.

- მოძღვრის რჩევა-დარიგება რამდენად დაგეხმარათ ცხოვრების გზაზე?

- ღვთის ნებით, მოვხვდი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. იწყებოდა დიდი მარხვა და მარხვის შესახებ შევეკითხე პირველ შემხვედრ სასულიერო პირს, რომელიც შემდგომ ჩემი მოძღვარი გახდა. ეს გახლავთ დეკანოზი ხვთისო შალიკაშვილი. მისი სითბო, სიყვარული და მასთან ურთიერთობა ძალიან დაეხმარა ჩემს სულიერ განვითარებას. მამა ხვთისოს კურთხევით გავხდი სტიქაროსანი და ვმედავითნეობდი ამავე ტაძარში.

1994 წელს დავოჯახდი. ჩემი მეუღლე გახლავთ ხათუნა ვაშაკიძე. ჯვარი დაგვწერა ჩემი ცოლის მოძღვარმა და ჩემთვის ძალიან საყვარელმა ადამიანმა მამა მარკოზმა, ამჟამად ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსმა მეუფე ანტონმა. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით და ჩემი მოძღვრის რეკომენდაციით, 1997 წელს დიაკვნად, ხოლო 1998 წელს მღვდლად დამასხა ხელი ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსმა (ამჟამად მთავარეპისკოპოსმა) მეუფე საბამ. ძალიან შთამბეჭდავია მღვდლობის საიდუმლოებაში მონაწილეობა. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს შორდები გარემომცველ სინამდვილეს, მატერიალური სამყარო სხვაგან რჩება, გიუცხოვდება. უჩვეულო განცდა გეუფლება წმინდა ტრაპეზთან დაჩოქილს. თითქოს რაღაც მწველი გევლება მთელ ზურგზე. ერთი სიტყვით, ამის ენით გამოთქმა შეუძლებელია.

- რამდენად გეხმარებათ ოჯახი სამღვდელო მსახურებაში?

- ოჯახს პატარა ეკლესია ჰქვია. იგი ადამიანის ბუნებას აღრმავებს, ამდიდრებს. ამასთანავე, ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც საფრთხე ემუქრება სულიერ, მარადიულ ღირებულებებს. შვილებთან ურთიერთობა ბევრს გვასწავლის, უფრო მეტი სიყვარული გიჩნდება მოყვასისა და მრევლისა.

- როგორ უნდა აირჩიოს ადამიანმა მოძღვარი? ზოგიერთი ამბობს: "ვერ ვიპოვე კარგი მოძღვარი და ამიტომაც არ დავდივარ ეკლესიაშიო". რას ურჩევდით მათ?

- თითოეულ ადამიანს მეტად ინდივიდუალური და ფაქიზი მიდგომა სჭირდება. მოძღვარი კარგად უნდა ერკვეოდეს ფსიქოლოგიაში. ღმერთს ვთხოვ, ვინც ჩემთან ურთიერთობამ დააბრკოლა, კურთხევა და გახარება არ მოაკლოს მათ. ეკლესიური ცხოვრების დამწყებთ ვურჩევდი, რომ მოძღვრის არჩევისას ღვთის განგებას მიენდონ. ღვთისმოშიში, ღვთის სასოებას მინდობილი ადამიანი კი მიხვდება, რომელ მოძღვარზე მიუთითებს მას უფალი.

- შეუძლია კი ადამიანს, რომელიც აღსარებას არ ამბობს, მოიპოვოს შინაგანი სიმშვიდე?

- გულითადი აღსარება საკუთარი შეცდომების აღიარებაა, ეს არის საკუთარ თავთან ანგარიშის გასწორება. ადამიანში ღვთისგან ჩადებული სინდისი უჯანყდება მას, როდესაც იგი სცოდავს. სინდისის ხმას ვერ ჩაახშობ იმით, რომ თავს მოიტყუებ და ავზე ავს არ იტყვი. სინდისის ხმა უკარნახებს ადამიანს, რომ გამოსწორდეს, სრულყოს საკუთარი თავი. ჭრილობები მხოლოდ აღსარებით შუშდება. როგორ მოისვენებს ცოდვების ტვირთით დამძიმებული ადამიანი?

აღსარების თქმისას ადამიანი დიდ სულიერ შვებას და სიხარულს უნდა განიცდიდეს, რადგან ამ საიდუმლოთი მიეტევება ჩადენილი ცოდვები. ამ დროს ხარობენ ადამიანის მფარველი ანგელოზი და მფარველი წმინდანი, რომელიც მასზე ლოცულობს. ერთადერთი, ვინც ამ დროს არ ხარობს, არამედ წუხს და ბობოქრობს - არის კაცთა მოდგმის დაუძინებელი მტერი, ეშმაკი. და ვისაც აღსარებისა ეშინია ან რცხვენია, სწორედ ეშმაკის შთაგონების ქვეშაა, რომელიც ყველანაირ ღონეს ხმარობს, რომ ადამიანმა აღსარება არ თქვას. ვფიქრობ, რომ ყოველგვარი აზრი, რომელიც გულახდილობაში გვიშლის ხელს, უნდა დავთრგუნოთ და მოვიშოროთ, რადგან როდესაც უფლისა და წმინდანთა დასის წინაშე წარვდგებით, უფრო მეტად არ შეგვრცხვეს მოუნანიებელი და უღიარებელი ცოდვებისა.

- შესაძლებელია კი, მღვდელმა სხვისი აღსარება ისე განიცადოს, როგორც საკუთარი? რამდენად ეხმარება ეს აღმსარებელს?

- "კურთხევანში" აღსარების საიდუმლოს აღსრულების წესში მითითებულია, რომ აღსარებისას კაცთმოყვარე ღმერთი ადამიანს პატიობს ჩადენილი ცოდვების ერთ მესამედს, ერთი მესამედი ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა მოინანიოს, ხოლო ერთ მესამედს სულიერი მამა და მოძღვარი ტვირთულობს. ამდენად, რა თქმა უნდა, დიდად საპასუხისმგებლოა აღსარების მიღება. და თუ მოძღვარს საერო ცხოვრების მანძილზე ჰქონია ჩადენილი რაიმე ისეთი ცოდვა, რომელსაც აღმსარებელი აღიარებს, ამ დროს, ჩემი აზრით, უფრო მეტი თანაგრძნობით უნდა განიმსჭვალოს აღმსარებლის მიმართ, რითაც მას დაეხმარება ამ ცოდვის დამარცხებაში.

- როგორი უნდა იყოს მორჩილება, განსჯით თუ განსჯის გარეშე?

- ჩემი აზრით, მორჩილება უნდა იყოს გააზრებული. მორჩილებით ადამიანს ბევრი უხილავი რამ ეძლევა, რომელიც შემდგომ ხილულადაც ვლინდება.

ზოგიერთს ჰგონია, საკმარისად ბრძენი, წინდახედულია და არ არის აუცილებელი, მოძღვარს დაეკითხოს რჩევას. საკუთარ "სიბრძნეზე" ზედმეტი მინდობა, თავდაჯერებულობა ხიბლისა და ამპარტავნების ნიშანია. მოძღვარს მაშინ ეურჩები, როდესაც არ ენდობი, არ გიყვარს, პატივს არ სცემ მის სიტყვას ან, უბრალოდ, გინდა შენს თავს აამო და სურვილისამებრ იცხოვრო. ჩვენი სურვილები კი ყოველთვის არ ემთხვევა ღვთის ნებას და ჩვენივე სულის საზიანოდ არის მიმართული.

- რა მნიშვნელობა აქვს მოძღვრისთვის წლებს, გამოცდილებას?

- მე ვიტყოდი, რომ წლებსა და გამოცდილებას ლომის წვლილი აქვს მოძღვრის სულიერ განვითარებაში. ეს შეიძლება შევადაროთ მაჭრის დაღვინებას. ღვინო კი, როგორც ცნობილია, რაც უფრო დიდი ხნისაა, მინარევებისგან უფრო იწმინდება და საამო დასალევია. მით უმეტეს, თუ ვიცით ძველი ღვინის კარგად და სათანადოდ შენახვა, რათა სიმჭახე არ შეეპაროს. მე, პირადად, ჩემს თავს ამას ვუსურვებდი.

- რა ძალა აქვს მოძღვრის დალოცვას?

- მოძღვრის ლოცვას რომ უდიდესი ძალა აქვს, პირადად ბევრჯერ გამომიცდია. ჩემი სულიერი მოძღვრის, მამა ხვთისოს ლოცვის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ წარმართულა. თანაც ისეთ დროს, როდესაც გამოსავალი თითქოს არსაიდან ჩანდა. სამი წლის წინ ავტოავარიაში მოვხვდი. ჩემთვის ლოცულობდა მეუფე საბა, რომელმაც მღვდლად დამასხა ხელი. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ლოცვებით გადავრჩი.

- რა მოთხოვნებს უყენებთ თქვენს მრევლს და როგორი სულიერი შვილების ხილვას ისურვებდით?

- დიდი სურვილი მაქვს, ჩემმა სულიერმა შვილებმა კარგად გაითავისონ, თუ რას გულისხმობს სულის ცხონება. სახარებაში წერია: "ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და მერმე ყოველი შეგეძინოს თქვენ"; "სასუფეველი ღვთისა იიძულების". ჩემს სულიერ შვილებს ვუსურვებ, არ დაიზარონ, აიძულონ საკუთარ თავს სულიერი მოღვაწეობა, გულწრფელნი იყვნენ, აღსარების დროს არ დამალონ ცოდვები და თვითონაც გაურკვეველი დროით არ დაიმალონ, ხშირად იარონ ეკლესიაში.

- არის თუ არა სწორი მტკიცება იმისა, რომ რაც უფრო ადრე იპოვის მოძღვარს ადამიანი, მით უკეთესია მისთვის?

- რაც უფრო ადრე იპოვის ადამიანი მოძღვარს, რომელსაც თავის სულიერ მამას უწოდებს, მით მეტ მადლს მოიხვეჭს და მიხვდება, რა არის საჭირო მისი სულის საცხოვნებლად. სერაფიმე საროველი ამბობს: "გადაირჩინე სული და შენს გარშემო ბევრნი გადარჩებიან". მორწმუნე ადამიანი, რომელიც ქრისტეს გზას ადგას, თვითონაც დაცულია ცოდვებისგან და სხვასაც უნათებს გზას თავისი მაგალითით. დღევანდელ აპოკალიფსურ დროში შეუძლებლად მესახება ის, რომ მოძღვრისა და ეკლესიის გარეშე ადამიანმა სული იცხოვნოს. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი სულიერი შვილებიდან ექვსი სასულიერო პირი გამოვიდა, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ ღვთისა.

- თუ არის მრევლი, რომელზეც უარის თქმა გიწევთ?

- სამწუხაროდ, კი. ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი. ეს სხეულიდან რომელიმე ნაწილის მოგლეჯას ჰგავს. ეს არის ჭრილობა, რომლის ბოლომდე მოშუშება შეუძლებელია.

- მამაო, რამდენადაც ვიცი, გადაწყვეტილი გაქვთ სურამში მონასტრის აშენება...

- ძნელია მსახურებდე მეუფე იობის ეპარქიაში და არ ფიქრობდე ბერმონაზვნურ ცხოვრებაზე ან მონასტრის მოწყობაზე. მეუფე იობის შემართება, სითბო და სიყვარული, რომელსაც ის თითოეული ადამიანის მიმართ იჩენს, დიდ ბიძგს აძლევს მის ირგვლივ მყოფებს. მეუფის ლოცვა-კურთხევით, გვინდა სურამში, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან დავაფუძნოთ დედათა მონასტერი. იმედი გვაქვს, ღმერთი შეგვეწევა და წმინდა ბარბარეს ლოცვით შევძლებთ ამ წმინდა საქმის განხორციელებას.

გისურვებთ წარმატებებს!
ბეჭდვაელფოსტა
18.02. 2015
ვასილი
მამის შთამომავლობის მხრიდან, ხომ არ ცდებით ბიძისა და მისი ოჯახის წევრების მიმაართ ათეისტობასთან დაკავშირებით? თქვენს წარმომავლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ, როგორც ქართველმა მართლმადიდებელმა გაითვალისწინოთ, არ დაუშვათ ის შეცდომები, რაც შეურაწყოფს მშობელი მამის შთამომავლობას. ალბათ, ამისათვის შეიცვალეთ და იუკადრისეთ მამისეული გვარი. დაე, უფალმა განსაჯოს, თქვენი ქმედება. პატივისცემით ქართველი ჭეშმარიტი ქრისტიანი ვასილ სახოკია.
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!" - სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat