თუ თავგანწირვამდე არ მივიყვანეთ ჩვენი მსახურება, მაშინ, უპირველესად, ჩვენს ღირსებას დავაკლებთ
თუ თავგანწირვამდე არ მივიყვანეთ ჩვენი მსახურება, მაშინ, უპირველესად, ჩვენს ღირსებას დავაკლებთ
არც ერთმა არ უნდა დასცეს ადამიანი - არც ქონებამ და არც უქონლობამ
შეიარაღებული ძალები, როგორც სახელმწიფო სტრუქტურა, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია. აქედან გამომდინარე, მისი ზნეობრივ-ეთიკური დონე ბევრად განსაზღვრავს ჩვენი დღევანდელი საზოგადოების ეთიკურ-ზნეობრივ დონეს. ისტორია მეტყველებს, რომ ქართველებს ყოველთვის გვყავდა საეკლესიო მხედრობა, საეკლესიო ჯარი, იყვნენ მღვდელმსახურები, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობდნენ. მაგალითად, მარაბდის ბრძოლაში რუსთავის ეპისკოპოსი და 3 მღვდელი დაიღუპა. 2000-მდე ბერი იბრძოდა ამ ომში. ასე ხდებოდა მარადჟამ...

ჩვენს ქვეყანაში კვლავ აღდგა კაპელანის ინსტიტუტი. ამ საქმეში პირველობა წილად ხვდა ნუცუბიძის პლატოზე მდებარე წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით ლონდარიძეს. მამა დავითი სამხედრო წოდებით კაპიტანი გახლავთ. ამიტომ მისთვის ჯარში ყოფნა უცხო არ ყოფილა. იგი ერთ-ერთი პირველმონაწილეა ქართული დამოუკიდებელი ჯარის შექმნისა. შემდგომ იყო სამაჩაბლოს, აფხაზეთის ომები. 2004 წლის 7 აპრილს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ერაყში გაჰყვა ქართულ სამშვიდობოთა ბატალიონს, რომელიც რვათვიანი სამხედრო მისიის აღსრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. დღეს ამ ჯარისკაცთა უმრავლესობა ეკლესიის წევრია. ეკლესიისა და ერისთვის გაწეული ღვაწლისთვის მამა დავითი უწმინდესმა დეკანოზის ხარისხში აიყვანა.

აფხაზეთში ქართველთა მარცხის მიზეზების ძიებამ და კიდევ სხვა ბევრმა კითხვამ მამა დავითი ეკლესიის კარიბჭემდე მიიყვანა, რადგან საშინელი განსაცდელის პირისპირ დარჩენილი გრძნობ, როგორი სუსტი და უმწეოა ადამიანი ღვთის შეწევნის გარეშე.

- მამაო, როგორ აირჩიეთ სამღვდელო გზა?

- ხშირად დავფიქრებულვარ ლოცვის სიტყვებზე: "უფალო, ჰყავ ჩემთანა სასწაულ კეთილ". მართლაც ასეთი "სასწაული კეთილი" მოახდინა უფალმა ჩემზე. მორწმუნე და საუკეთესო ტრადიციების მქონე ოჯახში გავიზარდე. პაპაჩემი 1937 წელს გადაასახლეს. იგი სოფლის სკოლის მასწავლებელი გახლდათ, წიგნიერი კაცი, რომელიც მეგობრობდა ვაჟა-ფშაველასთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან... თითქმის ზეპირად იცოდა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. მართლაც გზნებით გვიკითხავდა "სტუმარ-მასპინძელს", გვინერგავდა სამშობლოსთვის თავდადების, კაცურკაცობის იდეალებს. ბავშვობაში მშობლებს დავყავდით დიდუბის ეკლესიაში. ჩვენს უახლოეს ისტორიაში თუკი რამე მნიშვნელოვანი მოვლენა მომხდარა, ჩემს ოჯახში ყოველთვის აქტიური განხილვისა და ფიქრის საგანი იყო. ამან ღრმა კვალი დააჩნია ჩემს ცნობიერებას.

პროფესიით ავტოინჟინერი გახლდით. წლების განმავლობაში ვმსახურობდი სამხედრო სისტემაში. მერე იყო სამაჩაბლოს, აფხაზეთის ოპერაციები, დაცემა, ტკივილი... ძებნა ამის მიზეზებისა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ყველაფერი ღვთის ნებით აღსრულდა. ამან მიმიყვანა დიდ დიღომში, ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის ტაძარში, რომლის წინამძღვარიც მამა დავით შაქარაშვილი გახლავთ.

ქრისტიანობა ჩემთვის იყო მეცნიერება, მაგრამ საეკლესიო საიდუმლოებებში ხშირად მონაწილეობის შემდეგ მივხვდი, რომ "ეკლესია არ არის ფილოსოფიური სკოლა. ის არის ახალი კაცობრიობა, სიყვარულის ახალი მადლმოსილი ორგანიზმი. ეკლესია არის ქრისტეს სხეული".

ორი წელი ვიმსახურე მედავითნედ. ამ დროს გვარდიაში ჯავშანსატანკო სამსახურის უფროსი გახლდით. უფალმა ინება და სიონში პატრიარქის სტიქაროსნად დამადგინეს. პატრიარქმა ჯერ დიაკვნად გამომირჩია, 6 თვეში კი მღვდლად დამასხა ხელი. თვითონაც გაოცებული ვიყავი იმით, რაც ჩემს თავს ხდებოდა. უწმინდესს ნებავდა შეექმნა სამღვდელო სტრუქტურა, რომელიც მოემსახურებოდა ჩვენს სამხედრო შენაერთებს. მღვდლად მაკურთხეს წყალკურთხევას (19 იანვარი), იმავე წლის გაზაფხულზე ერაყში გავემგზავრე საჯარისო ნაწილთან ერთად. თავდაპირველად მემძიმა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ის მანუგეშებდა, რომ კარგად ვიცნობდი ჯარისკაცებს და ჯარის ფსიქოლოგიას. 8 თვის შემდეგ თბილისში დავბრუნდით. მას შემდეგ ამ ტაძრის წინამძღვარი ვარ. 2004 წლიდან უკვე სამი ტაძარი გაიხსნა საჯარო ნაწილებში. ორ ტაძარში მე მიწევს მსახურება.

საჯარისო ნაწილებში ასეულობით ჯარისკაცის მეთაური ვიყავი, მაგრამ შეუდარებლად ძნელია სამღვდელო მსახურება თავისი შინაგანი პასუხისმგებლობით, თავგანწირვით, რადგან აქ, უპირველესად, მაცხოვრის ტრაპეზს ემსახურები. საკუთარი თავის ძიების პროცესი დასრულდა და ღვთის წყალობით ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და იმ გამარჯვებისთვის, რომელიც გველოდება.

- ერაყიდან დაბრუნების შემდეგ ბევრი გეკითხებოდათ, გაამართლა თუ არა კაპელანის ინსტიტუტმა, გაამართლა თუ არა თქვენმა იქ ჩასვლამ.

- ზოგადად, მართლმადიდებელმა მღვდელმა, ეკლესიურობამ, რა თქმა უნდა, გაამართლა და შეასრულა თავისი მისია, რადგან იგი თავად მაცხოვრის მიერაა ნაკურთხი. რაც შეეხება ჩვენს საჯარისო ნაწილებში მღვდელმსახურის ყოფნის ტრადიციას, ეს გუშინ არ დაწყებულა. დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ საქმის აღდგენას. ამაზე მუშაობენ თავდაცვის სამინისტროში. საპატრიარქოში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ადრე ხელმძღვანელობდა მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ახლა კი დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე თაოსნობს. მის გარშემო რამდენიმე მღვდელი ვართ. მუშაობა მიდის დებულებებზე. უნდა შეჯერდეს როგორც საჯარისო ნაწილების ხელმძღვანელობის, ასევე სასულიერო პირების შეხედულებები, რათა უფრო ეფექტიანად აღსრულდეს ეს საქმე.

სოლომონ ბრძენი ამბობს: "ვენახი ჯერ უნდა შემოღობო და მერე დარგო ვაზიო". ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი ღობე და გალავანი არიან. ხოლო გალავანი კი იმდენადაა მტკიცე, რამდენადაც მტკიცეა უფლის რწმენა. მაღალზნეობრივი და მოტივირებული ჯარი ქვეყნის გამარჯვების საწინდარია. ხშირად დავფიქრებულვარ, თუ რამ გამოიწვია ჩვენი მარცხი აფხაზეთის ომში. ჩვენს ბიჭებს უნდოდათ გამარჯვება მოეპოვებინათ, მაგრამ საამისოდ მხოლოდ სამშობლოს სიყვარული არ ეყოთ; ღვთის სიყვარულზე დიდი მოტივი არ არსებობს. თუ ადამიანს შეუძლია ღვთისთვის მოკვდეს, მაშინ იგი სამშობლოსთვის კიდევ უფრო დიდ საქმეებს აღასრულებს და ადვილად შეეძლება სამშობლოსთვის თავდადება, რადგანაც სამშობლოსთვის თავდადება მორწმუნე ადამიანისთვის ნიშნავს ღვთისთვის თავდადებას. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს მოტივი უნდა მივცეთ ჩვენს ბიჭებს. ამით დავეხმარებით თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებს მისიის უკეთ აღსრულებაში.

არაერთმა ქართველმა ჯარისკაცმა გააცნობიერა საომარი ოპერაციების დროს ღვთის შეწევნის აუცილებლობა, ირწმუნა, რომ: "არა თუმცა უფალი იყო ჩვენთანა, არამცა ვინ ჩვენგანი შემძლებელ იყო მტერისა ბრძოლათა თავსდებად, რამეთუ რომელნი იგი მძლე ექმნებიან, მის მიერ მოეცემის ძალი".

ყველაზე მაღლა ღვთის სიყვარული უნდა იდგეს. თუ ადამიანი სწორად ააგებს თავის ღირებულებათა სისტემას და სწორად შეიმეცნებს მათ, მიხვდება, რომ პირველ ადგილას ჩვენი, მართლმადიდებელი სარწმუნოება უნდა იდგეს, თუ სამშობლო უფრო მაღლა დგას, ვიდრე ღმერთი, შედეგად შეიძლება მივიღოთ შოვინიზმი, ფაშიზმი და ა.შ.

- მამაო, რამდენად გეხმარებათ ოჯახი ამ ძნელ მსახურებაში?

- მეუღლე ჩემი მყარი საყრდენია, რომლის წყალობითაც დაცულია ჩემი სიმშვიდე ოჯახში, ჩემი ადამიანური კერა. ის მღვდლის მომსახურის მძიმე უღელს ატარებს. მადლობა ღმერთს, მე და ჩემი მეუღლე უკვე 20 წელია ერთად ვცხოვრობთ. უფალმა ინება და შვილი არა გვყავს. ერისკაცობაში თუ ეს მტკივნეული იყო ჩემთვის, ახლა ასე აღარ არის. ყველაფერს სიმშვიდით ვიღებ. ხანდახან ვფიქრობ, შვილები რომ მყოლოდა, ალბათ გამიჭირდებოდა სულიერი შვილების ისე მიხედვა, როგორც საჭიროა-მეთქი (ჩემი პირობებიდან გამომდინარე).

- სულიერი შვილები რა პრობლემებით მოდიან თქვენთან და როგორ ნუგეშს იღებენ? ზოგადად როგორი უნდა იყოს მოძღვრის დამოკიდებულება მრევლის მიმართ?

- უკვე 50 წელს მივაღწიე. წუთისოფლის გამოცდილებამ ბევრი რამ შემძინა. გავიმეორებ იმას, რასაც სხვებიც ამბობენ: მღვდელმა უფალთან უნდა მიიყვანოს მრევლი და არა საკუთარ თავთან. ეს დღევანდელი სამოძღვრო პრობლემაა. მოდის მრევლი და მოაქვს თავისი სატკივარი. შენ უნდა მიანიშნო ძალიან ფაქიზად და ფრთხილად, როგორ მოიქცეს. თუ მღვდელი თავგანწირული არ არის, ვერაფერს მიაღწევს. ხშირად ჩემს თავს ვეკითხები: რამდენი შემიძლია მე? ჩემი შესაძლებლობების ზღვარი გადის თავგანწირვაზე. ეს ყველა მორწმუნის პრინციპი უნდა იყოს. ყველა თავისი ადგილიდან ემსახურება უფალს: ვინ - მღვდლობით, ვინ - მედავითნეობით, ვინ - ქალწულებით, ვინ - შვილიერებით, ვინ - უშვილობით... თუ თავგანწირვამდე არ მივიყვანეთ ჩვენი მსახურება, მაშინ, უპირველესად, ჩვენს ღირსებას დავაკლებთ. როდესაც ჩვენ, მღვდლები, წარვდგებით ღვთის წინაშე და უფალი განგვმოსავს სამღვდელო შესამოსელს, როგორც მის მიერ ბოძებულ პატივს, მაშინ გაირკვევა, ვიმსახურეთ კი თავგანწირვით, ბოლომდე დავიხარჯეთ იმ მისიისთვის, რომლის აღსასრულებლადაც მოგვიწოდა უფალმა. ეს ძალიან საშიშია. მღვდლის ერთი შეცდომა ხშირად ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ქირურგისა, რადგან ადამიანის სული სხეულზე ძვირფასია.

მრევლიც სხვადასხვანაირია. ყველას თავისი სისუსტე აქვს. მღვდელი ყველას უნდა მოერგოს. სულ მახსოვს პავლე მოციქულის სიტყვები: "ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რათა უძლურნი იგი შევიძინე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რათა ყოველნი ვაცხოვნე" (I კორ. 9,22). მღვდელი უნდა იყოს ფსიქოლოგი, ღრმად უნდა სწვდებოდეს ადამიანის სულს; უნდა ეყრდნობოდეს მამათა სწავლებებსა და ცხოვრებებს და, რაც მთავარია, მისი სიტყვა და საქმე უნდა იყოს ერთი. ვცდილობ, მრევლი არ დავაბრკოლო ჩემი საქციელით. სახარება გვასწავლის: - რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი, უჯობს, წისქვილის ქვა მოიბას ქედზე და წყალში დაინთქასო.

- ჩვენი ქვეყნის მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ გარკვეულწილად შეუწყო ხელი დანაშაულობების რიცხვის ზრდას. გახშირდა ეკლესიების ძარცვაც. თქვენი ტაძარიც გაიძარცვა. რას იტყვით ამაზე?

- ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. მჯერა, რომ ეს განსაცდელი უფალმა ცოდვებისთვის მოგვივლინა. რა თქმა უნდა, ეკონომიკური გაჭირვება არ ამართლებს დანაშაულს, მაგრამ ქრისტიანული ზნეობა მოყვასის სიყვარულზეა აგებული. აქედან გამომდინარე, მოძღვრები არ უნდა ვიყოთ მეტისმეტად მკაცრნი. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "სანამ კაცს სარწმუნოებას უქადაგებდე, უწინარეს ყოვლისა, ჰკითხე, ხომ არ შია". მღვდელიც ვალდებულია, დიდი მამის ეს რჩევა გაითვალისწინოს. შემდგომ ძალიან ფაქიზად, დელიკატურად მიუთითოს, რომ ამქვეყნად ყველაზე მთავარი სარწმუნოებაა. ორი ყავარჯენი აქვს ქრისტიანს. ერთი იმის გაცნობიერებაა, რომ რაც ხდება ჩვენი ერის თავზე, ღვთის მიერ არის დაშვებული ჩვენი სულის საწვრთნელად, რადგან უფალს ვინც უყვარს, მას წვრთნის კიდეც. მეორე ყავარჯენი კი არის რწმენა: უფალმა ჩვენზე ამხელა განსაცდელი იმიტომ დაუშვა, რომ იცოდა, ჩვენ შეგვეძლო მისი ღირსეულად გადატანა (წინააღმდეგ შემთხვევაში არც მოგვივლენდა). ეს შეეხება როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე მთელ ერს.

უნდა ვმადლობდეთ უფალს ამ განსაცდელისთვის. ზოგიერთმა მოიხვეჭა ქონება და დაკარგა ღირსება ქრისტიანის, სათნოება მორჩილების, მოწყალების, თავმდაბლობის... მათ ვერ ჩააბარეს გამოცდა ღირსებისა, რადგან ჭარბად მიეცათ და ვერ გამოიყენეს ეს საშუალება. ასევე არიან ადამიანები, რომელთაც წაერთვათ ქონება, მაგრამ ვერ გადაიტანეს ეს განსაცდელი ღირსეულად. დაიწყეს მოთქმა, წუწუნი. ეკლესიაში მოდიან იმიტომ, რომ უფალს სთხოვონ მატერიალური შეწევნა და თუ ვერ იღებენ, ტოვებენ კიდეც ტაძარს. ადამიანი ღირსებებში გამოიცდება უპოვარებაშიც და სიმდიდრეშიც. არც ერთმა არ უნდა დასცეს ადამიანი - არც ქონებამ და არც უქონლობამ. ზოგიერთმა უქონლობის გამო უღირსი საქციელი ჩაიდინა: ვიღაცამ ტაძარი გაძარცვა, ვიღაცამ ვიღაც მოატყუა, იმრუშა და ა.შ. ზოგმაც ქონება დააგროვა, თავისი შემოსავლის იქით ბრმა გახდა, დაივიწყა მოყვასი... ქრისტიანი ვალდებულია, გაუძლოს ერთსაც და მეორესაც, რადგან ღვთის მიერ არის დაშვებული ორივე. მაცხოვარი ბრძანებს: მცირესა ზედა სარწმუნოს დიდზე დავადგენო. თუ ერთგული არა ხარ მცირე საქმეში, ვერ იქნები ერთგული დიდში.

კრიმინალური ფონი მოდის არა მარტო სოციალური დაძაბულობიდან, არამედ ურწმუნოებიდან. რწმენა, ეკლესიური ცნობიერება არის საყრდენი, რომელიც იცავს ადამიანს ცოდვისგან. ადრე გარკვეული ინერციით მუშაობდა ჩვენი მამა-პაპების ზნეობრიობა. ახლა კი, შეიძლება ითქვას, ეს დინამიკა შეჩერდა. მაგრამ "სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროის გარდაემატოს მადლი". მადლობა უფალს, რომ ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით, ეკლესიური ცხოვრება გამოცოცხლდა, რათა კვლავ დაბრუნდეს ზნეობრიობის დინამიკა. ქართველი უნდა დაფუძნდეს ქრისტიანულ ზნეობაზე, უნდა დაუბრუნდეს წინაპრების გზას, რომელთაც უყვარდათ ქრისტე. ღვთის ერთგულება და ეკლესიური ცნობიერება გააჯანსაღებს ჩვენი ერის სულიერ, პოლიტიკურ, სოციალურ მდგომარეობას და ეს კარგად უნდა ჰქონდეთ შეგნებული ჩვენს ხელისუფალთაც.

- ზოგიერთს აბრკოლებს და აღიზიანებს სასულიერო პირთა ქცევა ან მათი მატერიალური მდგომარეობა, რაც არცთუ იშვიათად ეკლესიის მიმართ უარყოფითად განაწყობს მათ...

- მსახურების ჩასატარებლად სხვადასხვა ადგილას მიწევს სიარული: კოჯორში, შავნაბადაზე და ვაზიანში. ყველგან უნდა მოვასწრო მისვლა. ამიტომაც შევიძინე მანქანა. მაგრამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ზომიერებაა საჭირო. მართლმადიდებლობა სამეუფო გზით მავალი სარწმუნოებაა. ამიტომ ის ვალდებულია, თავი დაიცვას წუთისოფლის საცთურებისგან. ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს არც ერთი ნივთი. ჩვენ არ უნდა დავაბრკოლოთ არც ერთი ეკლესიაში მოსული ადამიანი, თუნდაც ჩვენი ქონებრივი მდგომარეობით. ნივთების შესაძენად ზრუნვა შეიძლება დაუსრულებელ ჯაჭვად გადაიქცეს. მიჯაჭვულობა კი მონობაა. ფსალმუნში წერია: "სიმდიდრე თუ გარდაგერეოდეს, ნუ შეაპყრობთ გულთა თქვენთა". ხშირად უნდა ვიკითხოთ სულისთვის სასარგებლო წიგნები. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ უზარმაზარი სიმდიდრის, ძალის, ქვეყნების ბატონ-პატრონი კაცი - სოლომონი ამბობდა: "იმაზე ბედნიერი არავინაა, ვინც საკუთარი შრომის ნაყოფს ჭამსო". ამიტომ მღვდელი სულ უნდა მუშაობდეს, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურადაც. როდესაც მღვდელი თვითონ მუშაობს, ეს საოცარ სითბოსა და სიყვარულს აღვივებს მასში; ზრდის მის ღირსებას.

- მამაო, ბოლო დროს გახშირდა მოზარდთა დანაშაული. საზოგადოება, მასმედია ტეხს განგაშს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვებრძვით შედეგებს და არა მიზეზებს...

- ეს ჰგავს წყლის ნაყვას. ჩვენ სწორედ მიზეზები უნდა დავინახოთ: რა ხდება, რატომ არიან ჩვენი ბავშვები ასეთი გასასტიკებულები... უპირველესად, ეს გამომდინარეობს ჩვენი საზოგადოების უსიყვარულობიდან. უსამართლობის განცდა ეუფლება ადამიანს. ვიღაცას რაღაც ეპატიება, ვიღაცას - არა. საოცარი აგრესია მოდის ტელევიზიიდან, საინფორმაციო საშუალებებიდან. ტელევიზიამ ძალიან დიდი ძალა შეიძინა. ეს ყველაფერი მოქმედებს ბავშვის სუსტ ფსიქიკაზე. ბავშვები დიდ დროს უთმობენ კომპიუტერით თამაშს, მავნე გასართობებს. ეკლესია ცდილობს ადამიანებს დაეხმაროს რეალური ვითარების გაცნობიერებაში. მადლობა ღმერთს, რომ არსებობს საპატრიარქოს რადიო, ახლა უკვე - ტელევიზიაც და გვაქვს ალტერნატივა, რომელიც აქამდე არ გვქონდა.

ბავშვის აღზრდაში ოჯახს უდიდესი როლი აკისრია. ისეთ ოჯახში, სადაც დედა შვილს აღარ უმღერის იავნანას, სადაც აღარ არის თბილი და ალერსიანი დამოკიდებულებები, დათითოკაცებული არიან ოჯახის წევრები და აღარაფერი აერთიანებთ, აღარც ინტერესები, აღარც ტრაპეზი, აღარც დღესასწაულები, იქ ყველაფერი ირღვევა. თუკი ოჯახი ირღვევა, ირღვევა ერიც და სახელმწიფოც. ამიტომ ეკლესია უნდა იყოს ჩვენი ოჯახების საყრდენი. ეკლესიურმა მადლმა უნდა დაივანოს ოჯახებში. რა უბიძგებს ჩვენს ბავშვებს თანატოლთა მიმართ სისასტიკისკენ?! საოცარ ამპარტავნებას, ქედმაღლობას დაინახავთ მათში. თავდაცვის ერთადერთ საშუალებად ისინი ძალადობას იყენებენ. არ იციან, რომ არსებობს ალტერნატივა და რომ შეიძლება მიუტევო, მოითმინო, აიტანო...

- დაბოლოს, რას უსურვებთ "კარიბჭეს"?

- ჩემი მრევლი აქტიურად კითხულობს "კარიბჭეს". მიხარია, რომ არსებობს ეს ჟურნალი. გისურვებთ, ბევრი ადამიანისთვის გეჩვენებინოთ ეკლესიის კარიბჭემდე მიმყვანებელი გზა. ღმერთმა დაგლოცოთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat