ნებისმიერი დღე, ჩემს ცხოვრებაში განვლილი, და ყველა ადამიანი, დღემდე ნანახი, - ალბათ ჩემი მასწავლებელნი არიან
ნებისმიერი დღე, ჩემს ცხოვრებაში განვლილი, და ყველა ადამიანი, დღემდე ნანახი, - ალბათ ჩემი მასწავლებელნი არიან
მონასტერში ვარ დაბადებული
"კარიბჭის" სტუმარი გახლავთ წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ალექსანდრე ჩახვაშვილი.
არ მინდოდა ამ საქმისთვის ხელი მომეკიდა - მკითხველისთვის ავტობიოგრაფია მომეთხრო, - ამ დროს, გინდა, არ გინდა, ცოტათი მაინც უნდა იტრაბახო; ამავე დროს, მე ხომ ერთი ჩვეულებრივი კაცი ვარ, - თუმცა ყველა ადამიანს აქვს საინტერესო სათქმელი თავის ცხოვრებაზე, რადგან ყოველი ჩვენგანი ინდივიდუალურია და განსაკუთრებული უფლის წინაშე.

***
სიტყვა კახელი - მიყვარს, ხოლო ქიზიყელი - სულივით ყველგანაა ჩემში. ეს იმიტომ, რომ მამით და დედით, პაპებით და ბებიებით ქიზიყური წარმომავლობისა ვარ. და აქედან გამომდინარე - დავიბადე სიღნაღში.

სადაც ახლა წმიდა ნინოს დედათა მონასტერია, სადაც განისვენებს მოციქულთასწორის წმიდა სხეული და წმიდა მთავარმოწამე გიორგის სახელობის საეპისკოპოსო ტაძარია, ბოლშევიკებამდეც სულიერი სავანე გახლდათ. ჩემი დაბადების ჟამს ეს მონასტერი, ანუ შენობა, სადაც ადრეც და ახლაც მონაზვნები ცხოვრობენ, საავადმყოფო-სამშობიაროდ დაადგინეს ურწმუნო ათეისტებმა... ჰოდა, მეც ვამბობ ახლა - მონასტერში ვარ დაბადებული-მეთქი.

***
პაპაჩემს ალექსი ერქვა. მისი მცნობი ადამიანები დღემდე იხსენებენ, მშვიდი, ჭკვიანი და მოსიყვარულე კაცი იყოო. ჩვენს დიდ ოჯახში იგი დღემდე ადამიანის იდეალად და ავტორიტეტად რჩება.

ჩემს ახლო ნათესაობაში ერთადერთი ბიჭი დავიბადე და, რა თქმა უნდა, სახელიც ალექსი დამარქვეს. იმ დროს ახალდაბადებულთათვის დაბადების მოწმობებს მმაჩის ბიუროები ადგენდნენ. დედაჩემმა ითავა ეს საქმე. მისმა მეგობრებმა მმაჩის ბიუროში სახელი ალექსი არათანამედროვედ ჩათვალეს და ალექსანდრე ჩაწერეს.

ოჯახთან და ოჯახში
ოჯახთან:
დედა, მამა, და, ძმა, პაპები, ბებიები, დეიდები, მამიდა, ძია... წინაპრები ანუ ჯიში და ჯილაგი: უდიდესი განცდა, სიყვარული და გავლენაა. ამ ადამიანებთან ყოფნა უსიტყვო აღზრდაა მოზარდისთვის, რასაც ემატება მათი ალერსი, შენიშვნები, სწავლება, მოპყრობა საერთოდ, და მათთან ერთად მთელი გარემო თითქოს საკმარისია, რომ პიროვნებად იგრძნო თავი, მაგრამ საკმარისია კიდევ ერთი -

ოჯახში:
"აწ, მეუფეო, რომელმან დასაბამსა დაჰბადე კაცი, და დაადგინე მეფედ დაბადებულთა ზედა და ჰბრძანე: არა კეთილ არს მხოლოდ ყოფაი კაცისა ოდენ ქუეყანასა ზედა, ვჰქმნეთ ამისა შემწეი. გამოუღე გუერდი ერთი, და გუერდისა მისგან დაჰბადე დედაკაცი, ხოლო რაჟამს იხილა ადამ, სთქუა: ესე არს ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი, ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისგან გამოვიდა იგი".

ეს არის ჯვრისწერის საიდუმლოს შესრულებისას საკითხავი და ეს წამეკითხა ჩემს ცოლთან ერთად წმიდა გერგეტის სამების ტაძარში (ყაზბეგი) ჯვრისწერისას. ამ დროიდან დღემდე განვიცდი ამ სიყვარულს და პავლე მოციქულის ბრძანებას: "რამეთუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს". განვიცდი აგრეთვე ღმრთის წყალობას - ცოლისაგან ნაშობ ჩემს შვილებს, ჩემი შვილებისგან სიხარულად მოსულ შვილიშვილებს.

ეკლესია
"ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და შჯულისა შენისაგან ასწავო მას" (ფს. 93,10).

1978 წელს საეკლესიო კალენდარი მაჩუქეს. წიგნის სახით პირველად მქონდა ხელთ ასეთი გამოცემა. გადავშალე 12 სექტემბრით აღნიშნული დღე და აღმოჩნდა, რომ ამ დღეს არის ხსენება წმიდა ალექსანდრე ნეველისა.

ეს დღე ჩემი დაბადების დღეა.

წიგნთან (კალენდართან) ერთად მივაშურე წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძარს. შემდეგ ისიც გავიგე, რომ ამ დღეს ამ ტაძარში აღკვეცა ბერად მიტროპოლიტმა ზინობიმ ჩვენი პატრიარქი.

ღმრთის სიყვარული, რწმენა და შიში ფრთხილად, ნელა და მტკიცედ შემოდიოდა ჩემში. ეს გამოიხატებოდა ეკლესიაში სიარულით, საეკლესიო წიგნების კითხვით და საეკლესიო მხატვრობის შესწავლით. აღმოვაჩინე პროფესორ ბოლუსლავ სლანკის "ფერწერის ტექნიკა" რუსულ ენაზე და ვურჩევ ამ საკითხით თუ საქმით დაინტერესებულებს, იშოვონ ეს წიგნი. შემდეგ, როდესაც ფიროსმანის ნახატების ასლებს ვიღებდი, - შეკვეთით, - აღმოვაჩინე, რომ ფიროსმანი ძველი, საეკლესიო მხატვრობის მანერით ხატავდა. მასზე კი ამბობენ, თვითნასწავლი იყოო - სასაცილოა. მან იცოდა ისეთი ტექნიკით მუშაობა, რომელზეც ზოგიერთებს დღემდე წარმოდგენა არა აქვთ.

ამის შემდეგ მთელი ჩემი მოქმედება ხატწერისა და საეკლესიო მხატვრობის შესწავლას დავუთმე.

***
იდგა ქართველთათვის 1989 წელი. გავლილი გვქონდა 9 აპრილი. ამ დროს ცხოვრების წესი შეიცვალა სხვადასხვა სფეროში. მხატვრებს მიეცათ საშუალება, ქუჩებში გამოეფინათ თავიანთი ნახატები. მათ შორის მეც ვიყავი.

მაისის თვე იდგა. მშრალ ხიდთან გამოტანილი მქონდა რამდენიმე ნახატი და ათამდე ხატი. "ღია ცის ქვეშ" გამოფენა-გაყიდვის ადგილს ეწვია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თითოეულ ნამუშევარს ათვალიერებდა, ყველა ავტორს ესაუბრებოდა - თვითონ მხატვარი და განუმეორებელი ავტორი თავისი შემოქმედებისა. ჩემთანაც გაჩერდა და მგონი, უფრო მეტხანს, ვიდრე სხვებთან. ხატების ხატვის ტექნოლოგიით დაინტერესდა - ასე მეგონა, ბოლუსლავ სლანსკის წიგნი წაკითხული ჰქონდა. ერთ-ერთი ხატი "ლურჯი ღმრთისმშობელი" მივუძღვენი. ასე მითხრა: ჩემთან მოდიო და მეც მივედი...

ამავე წელს ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. დროზე ადრე დავამთავრე (წარჩინებით) და 1991 წლის 9 ივნისს მისმა უწმინდესობამ სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელი დამასხა სამღვდელო დიაკვნად. დაახლოებით 2 თვეში, 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, მღვდლის ხარისხში ამამაღლა. ამის შემდეგ ვმსახურობდი ქვაშვეთის ტაძარში - 5 წელი, სიონის საპატრიარქო ტაძარში - 3 წელი, შემდეგ - დიდუბის ტაძარი, ისევ სიონი, დეკანოზის ხარისხი და უკვე მე-8 წელია, წმიდა მიქაელ ტვერელის ტაძრის საწინამძღვრო ტვირთი მაძევს.

ჩემი მასწავლებლები
დედა - მასწავლებელი ოჯახის ერთგულებისა და თავდადებისა;

მამა - რომელმაც მასწავლა წიგნის გამორჩევა და შემდეგ - კითხვა. მომცა მიმართულება ხატვაში, არქიტექტურაში. მასწავლა სამშობლოს სიყვარული თავისი ტრადიციებით. მასთან დღემდე შემიძლია ვისაუბრო ნებისმიერ თემაზე და ერთად, ურთიერთკომპრომისით გამოვიტანოთ საერთო დასკვნები;

დეიდაჩემმა - ლამარა გვარამაძემ - მასწავლა ქართულად წერა, გემოვნება ლიტერატურაში. მისმა მეუღლემ, მართლა აკადემიკოსმა ზურაბ კიკნაძემ, მომცა მიმართულება ფილოსოფიურ-რელიგიური აზროვნებისა, მასწავლა რთულ საკითხთა მარტივად დანახვა;

ხომერიკები (დეიდა და მისი მეუღლე) - ტექნიკურ საგნებში მავარჯიშებდნენ, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა ჩემი სიზარმაცის გამო. სამაგიეროდ, მომცეს დიდი სითბო, თანაგრძნობა და დამიტოვეს ტკბილი მოგონებები;

პროფესორი სოსო ზაალიშვილი, მამაჩემის მეგობარი - ფერწერის ანაბანაში ჩამახედა და ფუნჯის სწორი მოძრაობაც დამანახვა;

ოთარ სეხნიაშვილი (დოცენტი) და კაკო ბერიშვილი - პირველმა ხატვა-გრაფიკა ჩამიჭედა თავში, ხოლო მეორემ არქიტექტურული ხედვა გამივარჯიშა;

სანდრო მირიანაშვილი (კომპოზიტორი და მამას ახალგაზრდობის მეგობარი) - ეს საოცარი ქართული ჰანგით გამთბარი კომპოზიტორი და მხატვარი როგორ მიივიწყა ყველამ!.. ერთ-ერთი პირველი ქართული მელოდიური მუსიკის მქმნელთაგან, ბადალი რომ არ ჰყავდა - ადამიანთა რა შურმა და ბოღმამ გარიყა დღევანდელობიდან?.. ფირფიტა, რომელზეც მისი სიმღერები ეწერა, მაჩუქა და წააწერა: "სახსოვრად კარგსა და ნიჭიერ ბიჭს, ჩემი ბიჭობის მეგობრის შვილს - იმედის თვალით". მაშინ, 14 წლისამ, მის სახლში - სანაპიროზე, მის წინაშე რამდენიმე ინსტრუმენტზე შევასრულე მისი ნაწარმოებები;

და კიდევ, ნებისმიერი დღე, ჩემს ცხოვრებაში განვლილი, და ყველა ადამიანი, დღემდე ნანახი, - ალბათ ჩემი მასწავლებელნი არიან.

საერო სამსახურები
ჯარიდან დაბრუნებული სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობდი და დღესაც ვაგრძელებ ამ უცნაურ საქმეს.

ერისკაცობაში მრავალ ადგილას მომიწია სამსახური. მათ შორის კვლევით ინსტიტუტებში - მხატვრად. იქ ტექნიკური ხატვა - დიზაინიც კი ვისწავლე.

ინტურისტის სარესტავრაციო ჯგუფში ყოფნისას საინტერესო და ჩემთვის ახალ ტექნოლოგიებს გავეცანი.

თეატრში მხატვრად მუშაობამ ჯერ დამაინტერესა, შემდეგ აღმაფრთოვანა ("შემოქმედების" მონაწილე მეგონა თავი), ბოლოს გამომფიტა არა მარტო იქაურმა დაძაბულმა ატმოსფერომ, ურთიერთობებმა და ინტრიგებმა, არამედ გაუთავებელმა ყალბმა პათეტიკამაც. გარდასახვა, როლში შესვლა და საკუთარი მეს სხვაზე გაცვლა, აპლოდისმენტები - ამპარტავნება, თეატრის სულიერ ტაძრად მოხსენიება... და სხვა ამისთანებზე უფალი პასუხობს: "არა დაიმკვიდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ჰყვის ამპარტავნებაი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა, არა წარემართა თუალთა ჩემთა" (ფს. 100,7). ამიტომ კრძალავს რჯულის კანონი "სახიობას" და "სანახაობას".

საქართველო
ღმრთის წყალობით, ჩემს მეგობრებთან ერთად ჯეელობაში მთელი საქართველო, რომ იტყვიან, ფეხით შემოვიარე.

რა მრავალფეროვნება იკრიბება ერთად ცისარტყელასავით! რანაირი მრავალგვარი, მიმოფანტული ყვავილების სიმშვენიერეა: კახეთი, ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა, აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი და ჯიღასავით, გვირგვინივით - კავკასიონის ქვეყნები: ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, ობოლივით გარიყული "საინგილო" ანუ ჰერეთი, ძველი ტკივილივით დაკარგული ტაო-კლარჯეთი, ყველაფრის შემკრებელი, დამტეველი და წმიდა ნინოსგან გამორჩეული - ქიზიყი.

მე შემიძლია თამამად ვთქვა: გარდა მთელი საქართველოს მთა-ბარ-ზღვისა, გავიარე კავკასიონის ქედი ბზიფიდან დიკლოს მთამდე. ამ ყოველივემ განმაცდევინა თარგამოსიანთა ჯიშის შეერთება ჩემში. ამ თვალსაწიერმა მიმომატარა ჩემი სამშობლოს ისტორიის ფურცლებზე; ამ სასწაულმა დამანახა ჩემი სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებულ ადამიანთა ცხოვრება და მათი სახეები.

წინასწარმეტყველზე უფრო ძლიერ ვინ გამოხატავს ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შექმნისთვის სამადლობელს: "ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ, აღივსო ქუეყანა დაბადებულითა შენითა" (ფს. 103,24); ანდა გინდაც პიროვნულ სამადლობელს მეფსალმუნეზე მადლიერად ვითარ ვკადრებ ღმერთს: "ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე" (ფს. 103,33).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat