ცხონება არ არის მარტო ბერობაში, იგი ჩვენს გულებშია
ცხონება არ არის მარტო ბერობაში, იგი ჩვენს გულებშია
ეროვნული თვითშეგნების გარეშე ვზრდით მომავალ თაობას... და უკვე ჩვენი შვილის თვალებშიც ჩაბუდებულა ბოღმა, შური და უნდობლობა, გაუტანლობა

ჩვენი სტუმარი გახლავთ საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის მონასტრის მღვდელმონაზონი ამბროსი (მაღლაკელიძე). მამა ამბროსიმ გულისტკივილიც გაგვიზიარა ყოველივე იმის გამო, რაც დღეს ხდება ჩვენს საზოგადოებაში, ახალგაზრდა თაობაში...

- ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი იყო ბერი სინამდვილეში. 1994 წლიდან აქტიურად დავიწყე ეკლესიაში სიარული. ღვთის მადლით, ჩემს რაიონში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ტაბაკინში მამათა მონასტერი იყო და მას მივაშურე. აქ მღვდელმონაზონ იაკობ ჭოხონელიძესთან შეხვედრამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. გავხდი ტაბაკინის მონასტრის მრევლი. შემდეგ მამა იაკობს გავუმხილე გულისნადები - ბერობა მინდა-მეთქი. იგი ყოველთვის მარიგებდა, რომ ბერობა არ არის თვითმიზანი, იგი ადამიანის შინაგანი სამყაროს ფერისცვალებასა და განახლებას გულისხმობს, რომ კაცი ბერულად ბერობამდე უნდა ცხოვრობდეს, მისი სული ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული და ა.შ. მამა იაკობს თითქმის ათი წლის მანძილზე არ მოვშორებივარ და მისი სიყვარულით გაჯერებული სწავლებებით ბევრ სულის სასარგებლოს ვიძენდი.

2005 წელს, უწმინდესის გადაწყვეტილებით, სამების საკათედრო ტაძარში დავრჩი. ბევრი ცოდნა და გამოცდილება შემძინა იქ მოღვაწე სასულიერო პირებთან ურთიერთობამ. ერთი წლის შემდეგ, 2006 წლის 28 მარტს, უწმინდესის კურთხევით, არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) სამების საკათედრო ტაძარში ბერად აღმკვეცა და სახელად ამბროსი დამარქვა. ამბროსი აღმსარებლის მფარველობით ბერობამ სიხარული შემძინა. უფრო მხნედ და შემართულად ვგრძნობდი თავს. 2007 წლის 28 იანვარს უწმინდესმა ხელი დამასხა დიაკვნად, ამავე წლის 25 თებერვალს კი მღვდლად. უწმინდესის კურთხევით, დავინიშნე წმინდა ილია მართლის მამათა მონასტერში, სადაც ვმსახურობ დეკანოზ ტარიელ სიკინჭალაშვილთან ერთად. ამჟამად მონასტერში არის ერთი კაბოსანი მორჩილი - პანტელეიმონ ფაჩულია, რომელიც თითქმის ორი წელია მორჩილებაშია.

***
მონასტერი წმინდა ილია მართლის სახელზეა აგებული და ყოველთვის იკითხება მისი დაუჯდომელი. მისგან დიდ შეწევნას ვგრძნობთ. მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ილიას მამულიშვილური ღვაწლის დამფასებელი და ეკლესიის სიყვარულის გამზიარებელი ხალხიც გვერდში გვიდგას. ამ თანადგომაში ხორციელდება ერისა და ბერის ერთიანობის პრინციპი. სწორედ ამაშია ხსნა და ღვთისკენ გზაც ამაზე გადის. ცხონება არ არის მარტო ბერობაში, იგი ჩვენს გულებშია. ყველამ კარგად ვიცით, რომ არც ილია მართალი ყოფილა ბერი, მაგრამ იგი ღვთისა და ერის შვილი იყო. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენს ერში კიდევ ყოფილიყვნენ ილიას მსგავსი ქართველები. მწამს, რომ უფალი კიდევ გამოგვიგზავნის ასეთ ქართველს ერის გადასარჩენად.

***
დღეს ბეწვის ხიდზე გადის ქართველობა. მიუხედავად გარკვეული წინსვლებისა, მაინც შორსა ვართ "აღთქმული მიწისაგან". ვსულდგმულობთ "ივერიის გაბრწყინების" იმედით, მაგრამ დროდადრო მაინც გადავუხვევთ ხოლმე გზიდან. შედეგებიც არ აყოვნებს - აგრერიგად მომძლავრებული და უწინდელზე "გაახალგაზრდავებული" ნარკომანია, პროსტიტუცია, მკვლელობა და ქართველობაზე ჭრელი უნასივით თავსმოხვეული უამრავი სხვა ბოროტება. დაგვიხრია სასიქადულო წმინდა გიორგის ბაირაღი და ურცხვად ვაფრიალებთ სხვადასხვა ფერის უცხო ალამს საკუთარზე წინ. ქართული კულტურისთვის უცხო არასდროს ყოფილა სხვა კულტურებთან თანაზიარობა, საამაყოც არის ევროპისა და აზიის მიჯნაზე მყოფი საქართველოსთვის სხვადასხვა სიკეთის მიღება და საკუთარის გაღებაც, მაგრამ დღეს რაღაც უცნაურად დავეჩვიეთ ყველაფრის პირდაპირ შემოტანას ისე, რომ არც განვსჯით, რა არის მისაღები ქართული სინამდვილისთვის და რა - არა. ეროვნული თვითშეგნების გარეშე ვზრდით მომავალ თაობას... და უკვე ჩვენი შვილის თვალებშიც ჩაბუდებულა ბოღმა, შური და უნდობლობა, გაუტანლობა. საზოგადოება შეძრულია, წუხს, მოთქვამს. შემზარავი რამ ხდება ჩვენს თავს. ჩვენი შვილები ხოცავენ ერთმანეთს. გაოგნებულები ვადევნებთ ამ ყველაფერს თვალს და უნარიც არ შეგვწევს, შუაში ჩავუდგეთ ბავშვებს და თუ ვერ შევაჩერეთ, ჩვენ მაინც შევეწიროთ მათ მიერ ერთმანეთისთვის მოქნეულ დანას. გვიჭირს საკუთარ თავზე მივიღოთ დარტყმა, გვიჭირს ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა... არ ძალგვიძს, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და საკუთარი დანაშაული დავინახოთ. მიზეზებს ნაკლებად ვეძებთ და ასე მოგვიწადინებია შედეგებთან ბრძოლა. უნდა გამოვფხიზლდეთ, სანამ დროა. ერთად ვეძიოთ გამოსავალი, ერთად დავდგეთ ერი და ბერი, ერთხმად მივმართოთ უფალს და შევღაღადოთ, რომ აგვიხილოს თვალი და საკუთარი დანაშაული დაგვანახოს.

აღზრდაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ისიც აღსანიშნავია, რომ მიზეზთა გამო მშობლებს გაუჭირდათ შვილებისთვის საკმარისი სულიერი საზრდოს მიწოდება. ისინი თითქმის მთლიანად გადართულნი არიან ლუკმაპურის შოვნაზე. სკოლამაც უნდა იტვირთოს გარკვეული სიმძიმე და მშობლებს შეეშველოს შვილების აღზრდაში. პედაგოგთა ღვაწლი შეუფასებელია და, სამწუხაროდ, დაუფასებელიც. ეს ყველაფერი სამართლიან გულისწყრომას იწვევს მათში. გულგატეხილობა კი ხშირად ხელს უშლის ადამიანს, ბოლომდე დაიხარჯოს თავისი საქმის სიყვარულში. ხშირად შეჭირვებულ მასწავლებელს უჭირს აღსაზრდელთა მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა, მათთვის მაქსიმალური ყურადღების მიქცევა. ასე რომ, ბევრი რამ უკვე თავად ბავშვთა სულიერ სამყაროზეა დამოკიდებული. აქ კი უდავოა ეკლესიის პრიორიტეტი. მისი მრავალსაუკუნოვანი დიდაქტიკური გამოცდილება თანაბრად ნაყოფიერია როგორც ბავშვთა, ისე მშობელთა და პედაგოგთა სულიერი სიძლიერისთვის. ღვთის მადლით ნაკურთხი საქმე ყოველთვის გამარჯვებული და წარმატებულია.

საერო ხელისუფალთა კეთილ ნებასა და კეთილგონიერებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. პირველ რიგში მათი ხელშეწყობითაა შესაძლებელი, რომ საშუალება მიეცეს ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას, ერთად შეუდგნენ მომავალი თაობის აღზრდას. საზოგადოებამ ერთად უნდა იზრუნოს დაშვებული შეცდომების გამოსწორებისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა თანამშრომლობა ამ მიმართულებით დიდ წვლილს შეიტანს ასეთ მნიშვნელოვან საქმეში. უნდა მოხდეს ხელოვნებითა და სპორტით ბავშვთა დაინტერესება და ხელშეწყობა, რათა აქტიურად ჩაებან ზოგიერთ საზოგადოებრივ საქმიანობაში. მათ უნდა მიეცეთ საშუალება, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნისა და დამკვიდრებისა. ასე შეძლებენ ბავშვები საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა დაფასებას და პატივისცემას, მოახდენენ ჭეშმარიტი ღირებულებების განსაზღვრას და მათზე ორიენტირებას. მიხვდებიან, ვინ უნდა იყოს მათთვის უფრო მეტად პატივსაცემი. ნაკლები საფრთხე იქნება იმისა, რომ ავტორიტეტად აქციონ თანატოლები ან დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები, კერპად შეიქმნან ტელევიზორში ნანახი არცთუ სამაგალითო ვარსკვლავები და მათი განსახიერებული გმირები. კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორ ღრმად იბეჭდება გარდატეხის ასაკში მოზარდთა ნაზ სულებზე გარესამყაროდან მიღებული შთაბეჭდილებები.

***
ჩემთვის, როგორც მოძღვრისთვის, უცხო არ გახლავთ ეს ყველაფერი. მე თავად სულიერი მშობლის ვალდებულებები მაკისრია და, უფლის შემწეობით, შეძლებისდაგვარად ვართმევ ამ დიდად საპასუხისმგებლო საქმეს თავს. ამ გზაზე დახმარებას მიწევს აგრეთვე ჩემი მშობლებისგან, პედაგოგებისა და სასულიერო პირთაგან ბავშვობაში ნასწავლი და მიღებული. ხშირად უნდა გავიხსენოთ ბავშვობა, ჩვენი თავი დავაყენოთ მათ ადგილზე და ისე გავიაზროთ ჩვენი შვილების ნაგრძნობი და განცდილი. მათთან ერთად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული უფლისაგან სიკეთისა და სიყვარულისთვის, თუმცა კი სხვადასხვა ღვაწლისთვის გამორჩეული.

ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ. თუმცა რამდენად გავამართლებთ ამ პატივს, დამოკიდებულია საკუთარ თავზეც და გარშემომყოფთა თანადგომაზეც. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გარემო კი, რა თქმა უნდა, ოჯახია. ჩემი მშობლების დამსახურებაა, რომ მე დღეს ჩემი მამულისა და ეკლესიის სამსახურში ვდგავარ. მათ გააღვივეს ამ ყველაფრის სიყვარული ჩემში. ცდილობდნენ, ქუჩა არ გამეხადა ფასეულად. ისინი ზრუნავდნენ, უსაქმოდ არ ვყოფილიყავი. ისინი გაახარა ჩემმა გადაწყვეტილებამ, მეცხოვრა ეკლესიურად. ჩემს სულიერ აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანეს სასულიერო პირებმა. მადლიერი ვარ მამა იაკობ ჭოხონელიძისა, რომელმაც მონასტერში მოძღვრობა გამიწია. მისი ხელმძღვანელობით გადავდგი პირველი ნაბიჯები ბერული ცხოვრების შეცნობის გზაზე. ბევრ საქმეში ახლაც მისგან ნასწავლით ვხელმძღვანელობ. მამა იაკობისვე რჩევით, მოვკიდე ხელი სპორტს, რათა ქუჩას არ ავყოლოდი, მისივე კურთხევით ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. ამგვარად, ოჯახისა და მოძღვართა ზრუნვითა და მცდელობით ჩამოვყალიბდი პიროვნებად, რომლისთვისაც სამშობლოსა და ეკლესიის სამსახურში დგომა იქცა ცხოვრების მიზნად. ასევე გვერდით მიდგას მამა ტარიელი (სიკინჭალაშვილი). იგი ბავშვობიდან მიცნობდა. სემინარიაში სწავლის დროსაც მეხმარებოდა და ახლაც ზრუნავს ჩემს სულზე. იგი სამაგალითო იყო და არის ჩემთვის. ყოველთვის ვხედავდი ამ ადამიანში ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს, თავდადებას ეკლესიისა და სამშობლოსათვის. ის ჩემი მოძღვარია და მისგან ვიღებ დარიგებას. მამა ტარიელის მაგალითით მეც ვცდილობ, რომ ახალგაზრდებს ჩავუნერგო ღვთისა და ერის სიყვარული, გამოვხატო მათ მიმართ თანადგომა და დავეხმარო, რომ აღიზარდონ მამულისა და ეკლესიის სასახელონი.

***
მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ეკლესია ძლიერდება და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მრავალი ეკლესია-მონასტერი აღორძინდა. ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს ჩვენი ერი და ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის სიცოცხლე!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat