ლოცვა და მარხვა ორი ფრთაა, ადამიანის ზეცად აღმყვანებელი
ლოცვა და მარხვა ორი ფრთაა, ადამიანის ზეცად აღმყვანებელი
შვიდი წლის წინ უშიშროების აკადემიის ეზოში, აკადემიის რექტორატის თაოსნობით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთვის ომში მოწყვეტილ კურსანტთა და ოფიცერთა სულების საოხად წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აიგო. თითქმის მისი კურთხევის დღიდან ტაძრის წინამძღვარია მღვდელი გიორგი (სამსონიძე). ვფიქრობდით, მამა გიორგის ბევრი რამ ექნებოდა მოსათხრობი და არც შევმცდარვართ...

- მამაო, დავიწყოთ სულ თავიდან. წარმოშობით საიდან ხართ, საქართველოს რომელი კუთხიდან?

- რაც მთავარია, ვარ ქართველი და ვმადლობ ღმერთს, რომ ქართველად დავიბადე. დიდება უფალს, მისი განგებით ვართ ყოველნი! ეს საამაყოც არის ჩემთვის და საპასუხისმგებლოც. ახლა, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ნათლად გამოჩნდა, რას ნიშნავს ქართველობა და მართლმადიდებლობა...

დავიბადე 1963 წლის 9 დეკემბერს, თბილისში. წარმოშობით მესხი ვარ, ახალციხელი, სოფელ ტატანისიდან. იქ ჩემი მამა-პაპის აშენებული წმინდა გიორგის ეკლესიაც დგას. 300 წლის წინათ სამსონიძეები თურქებს გამოქცევიან და ქარელის რაიონის სოფელ ბრეთში დასახლებულან, მაგრამ ნოსტალგიას ვერ გაუძლეს თურმე და უკანვე დაბრუნდნენ...

ბავშვობა მესხეთში გავატარე. იმ მოგონებებით ვსულდგმულობ. სოფელი, გლეხი კაცი, ხალასი ბუნებისაა, დაბადებიდან სიკვდილამდე უფლის კურთხევას ასრულებს - "პიროფლიანი ჭამდე პურსო". ბებიის და გვიყვებოდა ხოლმე, როგორ მიდიოდნენ წირვაზე მთელი ოჯახით, როგორ ხეხავდნენ ქვაბებს მარხვის წინ, როგორ ამარხულებდნენ პატარებსაც, როგორ იმართებოდა წირვის შემდეგ, დღესასწაულებზე, ჭიდაობა, დოღი, ცეკვა-თამაში.

- მესხეთიდან რატომ წამოხვედით?

- მამა კარგი ვაჟკაცი იყო, სიმართლის მთქმელი, დათმობა არ იცოდა. ამის გამო იქაურობას გამოერიდა და თბილისში დასახლდა. ერთხანს "ცენტროლიტის" ქარხანაში იმუშავა, მაგრამ რაღაცაზე ინერვიულა და წნევამ დაარტყა, მარცხენა ხელ-ფეხი წაართვა. 18 წელი იავადმყოფა და გარდაიცვალა. ოჯახის მთელი ტვირთი დედას დააწვა. თუჯჩამომსხმელი საამქროს სარდაფში მუშაობდა. ახლაც მიკვირს, ასეთ მძიმე სამუშაოს ქალი როგრ უძლებდა და როგორ გვარჩენდა სამ შვილს (მეოთხეც ჰყოლია, მაგრამ ჩემს დაბადებამდე გარდაცვლილა).

თბილისის 119-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. კარგად ვსწავლობდი. სარწმუნოებაზე იმხანად არავინ არაფერს გვეუბნებოდა, ტაბუდადებული თემა იყო. მერე და მერე მივხვდი, როგორ იყო ხალხი დაშინებული... მაგრამ სიწმინდეს, სიმართლეს, პატიოსნებას გვასწავლიდნენ. მეც სიმართლესა და კომუნისტობას ვაიგივებდი და მივუყვებოდი ამ გზას.

სკოლის დამთავრებისთანავე მეც "ცენტროლიტში" დავიწყე მუშაობა, ხარატის შეგირდად. მერე ჩავაბარე თსუ-ის საღამოს დასწრებულ განყოფილებაზე - ეკონომისტის პროფესიას დავეუფლე. მერე ჩემი ჯგუფელი გოგონა მომეწონა... გავიცანი თუ არა, გამაოგნა მისმა სიწმინდემ და სიმართლისმოყვარეობამ... და ბედნიერი ვარ, რომ აი უკვე ოცი წელიწადია ერთად მოვდივართ.

ქარხანაში ცხრა წელიწადი ვიმუშავე. შემდეგ საქართველოში, ღვთის შეწევნით, თავისუფლების სიომ დაბერა და მეც გამწმინდა იმ შავბნელი კომუნისტური აზრებისგან. ღმერთი ხომ მოწყალეა, მზრუნველი მშობელი; ის ადამიანში მუდამ ეძიებს რაიმე ხელმოსაჭიდს და თუ მცირე სათნოება მაინც იპოვა, ჩაავლებს ხელს და წუმპიდან ამოიყვანს.

...ავედი რაიკომში და პარტბილეთი მაგიდაზე დავუდე. მერე ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან დავდიოდი, მათთან საუბრებით ვიკვლევდი გზას. ბობოქარი ცხოვრება მქონდა მაშინ. რამდენჯერმე შევიცვალე სამსახური - ხან ბანკში ვმუშაობდი, ხან - მშენებლობაზე... ეროვნულმა მოძრაობამ რომ გაიმარჯვა, პრეფექტურაშიც ვიმუშავე ერთხანს. შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა, პრეფექტურა გააუქმეს და სამი შვილის მამა უმუშევარი დავრჩი.

ეკლესიურ ცხოვრებაზე მანამდე არ მეფიქრა... გამსახურდია გვათქმევინებდა ხოლმე საუფლო ლოცვას. ეტყობა, ამ ლოცვის მადლი შემეწია და სულიერი მოძღვრის ძებნა დავიწყე. რაღა შორს წავიდე-მეთქი, ვიფიქრე და ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში, მამა რევაზ სიხარულიძესთან მივედი. დამიჯდა მამა რევაზი, დამარიგა, ეკლესიური ცხოვრების მადლსა და ანბანს მაზიარა, დიდი სითბო და სიყვარული გამომაყოლა.

ერთხელ მოძღვარმა კურთხევა მოგვცა, ტაძრის დღესასწაულზე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარი მოგველოცა. წირვამ და მამა არჩილის ქადაგებამ იმდენად მომხიბლა და დამატყვევა, რომ მას შემდეგ პეტრესა და პავლეს ტაძარს აღარ მოვცილებივარ, მთელი ოჯახი მისი მრევლი გავხდით. მამა არჩილის ერთი ქადაგებაც რომ არ გამოგვრჩენოდა, იმ შავბნელ წლებში ავჭალიდან ხშირად ფეხითაც წავსულვართ.

პოლიტიკოსებთან ურთიერთობამ კმაყოფილება ვერ მომგვარა, რაღაც სხვა მინდოდა. ჯერ კიდევ მამა რევაზთან ყოფნისას დამებადა აზრი, სასულიერო აკადემიაში მესწავლა, მამა არჩილთან მისვლის შემდეგ კი საბოლოოდ გადავწყვიტე და 1995 წელს ჩავაბარე კიდევაც. მანამდე კერძო ბიზნესს ვეწეოდი და საკმაო წარმატებითაც, მაგრამ სწავლა რომ დავიწყე, თავი დავანებე. ძალიან გაგვიჭირდა, ხშირად პურიც გვენატრებოდა, მაგრამ ჩემს ცოლ-შვილს ერთი არ დაუწუწუნია. აკადემიის იმდროინდელი რექტორი, მეუფე აბრაამი, ყოველდღე ორ პურს მატანდა აკადემიის სასადილოდან.

სულ იოანე საბანისძის სიტყვები მიტრიალებს თავში: "ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაი". რა იყო ეს ქართველებისთვის - ჭირთა დათმენით არდატევება უფლისა! როცა ადამიანი ასეა მინდობილი ღმერთს, მისთვის შეუძლებელი არაფერია. ამ დროს კაცი ჭურჭელია, იარაღია, რომლის მეშვეობითაც უფალი მოქმედებს. ადამიანი ძლიერია მაშინ, როცა თავის უძლურებას გრძნობს.

მესამე კურსზე ვიყავი, მეუფე აბრაამმა რომ მითხრა, მღვდლად უნდა გაკურთხოო. თავიდან, ცოტა არ იყოს, შემეშინდა და უარი ვუთხარი. მამა არჩილმა მირჩია, ვილოცოთ და ვნახოთ, როგორი იქნება ღვთის ნებაო, მერე კი მითხრა, შენ პატიოსნად იმსახურე და მრევლი კამჩატკიდან ჩამოგივაო...

1998 წლის 22 თებერვალს, მეუფე აბრაამის წარდგინებით, პატრიარქმა დიაკვნად მაკურთხა სიონის საკათედრო ტაძარში. მეუფე ამ დროს საგარეჯო-გურჯაანის მღვდელმთავარი გახლდათ და მეც ამ ეპარქიისთვის მამზადებდა, მაგრამ ღმერთმა სხვაგვარად ინება. გლდანში, უშიშროების აკადემიის ეზოში აშენებული ტაძრისთვის მოძღვარს ითხოვდნენ. პატრიარქმა დამიბარა და მკითხა, რას იტყვი, უშიშროების აკადემიის წმინდა გიორგის ეკლესიაში მოძღვრად რომ გაგიშვაო? როგორც მაკურთხებთ-მეთქი, მივუგე. კეთილიო, - ბრძანა პატრიარქმა, - ხომ იცი, უშიშროების აკადემიაა, იქიდან გამოდიან სახელმწიფო მოღვაწეები, გაითვალისწინე ეს და განსწავლე, რწმენა, სამშობლოს სიყვარული გაუღვივეო.

პეტრეპავლობას მაკურთხეს მღვდლად სიონის ტაძარში.

- ხელდასხმისას, წმინდა ტრაპეზის ირგვლივ რომ შემოგატარეს, რა ინატრეთ, მამაო?

- რა თქმა უნდა, ერისა და ოჯახის სიკეთე და ეკლესიის ძლიერება. ღმერთს ვვედრი, კეთილად მამსახუროს და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გავამართლო.

მღვდლად კურთხევის წინა ღამე საკურთხეველში გავატარე. დილამდე ვლოცულობდი. წირვაზე კი ღმერთმა იმხელა მადლი გარდამოავლინა ჩემზე, რომ რა ხდებოდა ჩემს თავს, ვერ ვხვდებოდი.

- და დაიწყეთ მსახურება აქ, წმინდა გიორგის ტაძარში?

- მღვდლად კურთხევის მეორე კვირას პატრიარქმა მითხრა, ახლა შეგიძლია წახვიდე და ტაძარს მიხედოო. აღარ დამიხანებია. პატრიარქის ლოცვა-კურთხევა მამხნევებდა. უშიშროების აკადემიის რექტორმა, ბატონმა გოგი ერისთავმა, კარგად მიმიღო. ეკლესიის ერთი გასაღები თავისთან დაიტოვა - ლოცვა და სანთლის დანთება რომ გვინდოდეს და შენ აქ არ იყო, რა ვქნათო? ეტყობა, სხვანაირად ჰქონდათ ეკლესია წარმოდგენილი, ეგონათ, მღვდელი მოვიდოდა, ილოცებდა და წავიდოდა. მე კიდევ, რომ შევედი ტაძარში, აღარ გამოვსულვარ, აქ ვათენ-ვაღამებდი. მათი დახმარებით შევიძინე საღვთისმსახურო ნივთები, წიგნები და 1998 წლის 26 ივლისს დავიწყე მსახურება. სიონიდან წამომყვა მედავითნე დავით შენგელია. ერთხანს მგალობელიც ის იყო და მედავითნეც. მნათეობდნენ გურამ გურამიშვილი (ახლა მოძღვარია) და ჩემი ორი უფროსი ვაჟი.

- მერე და მერე, ალბათ, გამრავლდა მრევლი...

- ისე გამრავლდა, ვეღარ ვეტევით. საცოდაობაა, სიცივეში გარეთ რომ დგანან, ამიტომ გვინდა, აქვე, ტაძრის ეზოში, დიდი სამნავიანი ეკლესია ავაშენოთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელზე.

- შემოვდგი თუ არა ფეხი ეკლესიის ეზოში, უმალვე მომხვდა თვალში და ძალიან გამიხარდა, რომ ამ სადაგ დღეს აქ ამდენი გოგო-ბიჭი ტრიალებს. გამიხარდა ისიც, რომ სამრევლო სკოლის მოსწავლეები ყოფილან. როგორ დაიბადა ამ სკოლის იდეა?

- თავდაპირველად ავჭალაში გვქონდა სამრევლო სკოლა. მრევლს ძალიან მოსწონდა, მამაკაცებიც კი ავიყოლიეთ. მერე კი უშიშროების აკადემიის რექტორის ბატონ თენგიზ ენდელაძის დახმარებით ეკლესიის ეზოში ავაგეთ ორსართულიანი შენობა, პარაკლისი გადავიხადეთ, ვილოცეთ და მეცადინეობა დავიწყეთ. ღვთის შეწევნითა და ჩვენი მოთმინებით საკმაოდ ძლიერი ჯგუფები ჩამოყალიბდა. ტაძარშია დაბრძანებული მრევლის მიერ მოჭედილი სახარება, საცეცხლური, ხელითნაწერი და ხეზე ამოკვეთილი ხატები, გობელენიც კი - წმინდა სამების ხატი. გოგონებიც ხალისით ჩაერთნენ - ჭრა-კერვას, ქარგვას, გალობას ვასწავლით. მინდა, წინაპრების სული გადმოვიდეს მათზე, ამიტომ ვაჟები ვაკურთხე, ხრიდოლში (ქართული საბრძოლო ხელოვნება - ავტ.) ივარჯიშონ. რომ ვუქადაგებ, გაჭირვებულსა და დაჩაგრულს შეეწიეთ-მეთქი, ფიზიკურადაც ხომ უნდა შეეძლოთ მათი გამოსარჩლება!

- მათ შორის, ალბათ, თქვენი შვილებიც არიან?

- მე რომ ღვთის გზაზე დავდექი, ბავშვებიც გვერდით დავიყენე, უფროსმა უკვე ჯარი მოიარა, მომდევნო ჩემი მნათეა და რეგენტობასაც ცდილობს. მეხუთე, სულ პატარა გიორგი, 4 წლისაა და უკვე ისიც შევმოსე, წირვისას სანთლით გამიძღვება ხოლმე.

- შვიდი წელი ცოტა დრო არ არის. ალბათ, ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდებოდა ამ ხნის მანძილზე...

- უამრავი! მაგალითად, ჩვენი მრევლის ერთ-ერთი წევრის ბებია იყო ავად. მისმა ახლობლებმა მთხოვეს, მისთვის სულის ამოსვლის ლოცვა წამეკითხა. ვუთხარი, რა გეჩქარებათ, მოდი, ვილოცოთ, ეგებ ღმერთს ჯერ არ უნდა მისი სიკვდილი, უზიარებელს ხომ არ გავუშვებთ-მეთქი. ღამე იყო, მე შინ ვილოცე, მათ კი - ბებიასთან. დილით მომაკითხეს და წამიყვანეს. მოხუცი მომჯობინებულიყო. აღსარება ვათქმევინე. აღმოჩნდა, რომ ჯვარი არ ჰქონდა დაწერილი. ლოგინზე წამოვსვით, გვერდით ქმარი მივუყენეთ და ჯვარი დავწერეთ. ნათესავები ქელეხის სუფრას რომ ამზადებდნენ, ქორწილის სუფრად ექცათ.

ასეთი რამეც მოხდა - შარშანწინ კახეთში, ჩვენი მრევლის ერთ-ერთი წევრის სოფელში, აღდგომა დღეს ქათამმა ურწმუნო ხალხს წითელი კვერცხი დაუდო. მაგრამ ნაწილი იმ ხალხისა ისევ ურწმუნო დარჩა. ეს კვერცხი ერთი წელიწადი ჩვენს ეკლესიაში ინახებოდა.

- დიდმარხვა დაიწყო. რას ეტყოდით "კარიბჭის" მკითხველს?

- მე თავად რა უნდა ვუთხრა, ისევ უფლის სიტყვასა და მამების ნათქვამს თუ მოვიშველიებ: ლოცვა და მარხვა ორი ფრთაა, ადამიანის ზეცად აღმყვანებელი. ასე რომ, მარხვით განვიწმინდოთ, განვმხნევდეთ და ასე მხნეებმა ვილოცოთ და შევღაღადოთ უფალს. სახელი "ლაზარე" მთხოვნელად, მღაღადებლად ითარგმნება და რაკი ჩვენმა წინაპრებმა ლაზარესთან გააიგივეს ქართველი ერი, მოდით, ნურც ჩვენ ვუღალატებთ "ჩვეულებისაებრ მამულისა სვლას", ლოცვითა და მარხვით, სინანულის ცრემლით ვილოცოთ უფლის მიმართ და ჩვენი პატრიარქის წინამძღოლობით გაერთიანებულნი შევხვდეთ უფლის ბრწყინვალე აღდგომას. თუ ნებას მომცემთ, შენდობას გამოვითხოვ მკითხველისგან და ვთხოვ, მომიხსენიონ თავიანთ ლოცვებში მე, ცოდვილი მღვდელი გიორგი, ოჯახითა და მრევლით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat