"აცხოვნე სული შენი და შენს გარშემო მრავალნი ცხონდებიან"
"აცხოვნე სული შენი და შენს გარშემო მრავალნი ცხონდებიან"
ჩვენი სტუმარია ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი გიორგი ჭილაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც მღვდლად აკურთხეს, მამა გიორგიმ თავისი ღირსებებითა და მრევლის მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულებით სამწყსოში ავტორიტეტი და გავლენა მოიპოვა. სიკეთე, უბრალოება, პატიოსნება და მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა - ეს თვისებები წარმართავენ მამა გიორგის მსახურებას ღვთისა და მრევლის წინაშე.

- აღვიზარდე ქართულ ტრადიციულ ოჯახში, სადაც მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და წეს-ჩვეულებებს უდიდეს პატივს მიაგებდნენ. ეს თუნდაც იქიდან ჩანდა, რომ ჩემმა მშობლებმა შეუღლებისთანავე ჯვარი დაიწერეს მათი მშობლების თხოვნით. მეც და ჩემი დაიკოც ძალიან პატარები მოვინათლეთ - კახეთში, აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, რომელიც ხალხში თეთრი გიორგის სახელით არის ცნობილი. გიორგობის დღესასწაულზე ჩემი ოჯახი ყოველთვის ადიოდა იქ... ჩემს მეხსიერებაში ღრმად არის დალექილი ის სანეტარო წუთები. პაპაჩემი და ბებიაჩემი ცდილობდნენ ქრისტიანული წეს-ჩვეულებების შესრულებას. ერთ-ერთ დღესასწაულზე ბებიამ ღამით ნატაძრალში ამიყვანა სანთლების დასანთებად, რადგანაც დღისით იქ მისვლა სახიფათო იყო. პაპა და ბებია კვირადღეს აუცილებლად ისვენებდნენ. სოფლად გვქონდა მამაპაპისეული მარანი, რომლის კუთხეში პატარა სალოცავი ჰქონდა მოწყობილი პაპას და ყოველთვის სანთელს ანთებდა, ქადას ჭრიდა. ახმეტის კვირაცხოვლობის ტაძარში ყოველ დღესასწაულზე იკრიბებოდნენ სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები, მათ შორის ჩემი გვარისაც. პაპაჩემი კი, ასე ვთქვათ, ხევისბრობდა. ვიზრდებოდი პატიოსანი ადამიანების გარემოცვაში. ამ ადამიანებმა ჩამინერგეს რწმენა და მომცეს საგზალი, რომელიც ცხოვრებაში ძალიან გამომადგა.

1991 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მოგეხსენებათ, მაშინ რაც ტრიალებდა თბილისში. ამან თავისებური დაღი დაასვა ყველას ცხოვრებას, განსაკუთრებით ახალგაზრდობისას. ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, ეკლესიაში რომ არ მივსულიყავი. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის დედაჩემს. იგი ისტორიკოსია და იმ დროს სკოლაში რელიგიის ისტორიას ასწავლიდა. ტაძარმა მომცა ყველაფერი, რაც ჩემი სულისთვის სასარგებლო და აუცილებელი იყო. წმინდა მამები ეკლესიას დედას უწოდებენ. მეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს ეკლესიის მიმართ. დედობრივი სითბო და სიყვარული მომცა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარმა. იქ გავიცანი ტაძრის წინამძღვარი, ჩემი მოძღვარი დეკანოზი სიმონ ნუცუბიძე. მამა სიმონის ლოცვა-კურთხევით, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში. ამ სასწავლებელში ბედნიერი წლები გავატარე.

ასევე ამომიდგა გვერდში მაშინ დიდუბის ეკლესიის მედავითნე, ახლა საქართველოს ეკლესიის არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი.

დიდუბის ტაძარში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე სოფიო ჩაჩანიძე. ჩვენ ერთი მოძღვარი გვყავდა. სხვათა შორის, მისი დიდი სურვილიც იყო, სასულიერო განათლება მიმეღო. ჩემი მიზანი არ ყოფილა მაინცდამაინც ღვთისმსახურობა, მაგრამ ყოველთვის მახსოვს პატრიარქის ნათქვამი, რომ არსებობს სულთა კავშირი და სასულიერო პირები შემთხვევით არ ხდებიან. ერთ-ერთ წიგნში ამოვიკითხე, რომ XIII საუკუნეში მოღვაწეობდა დეკანოზი გიორგი ჭილაშვილი, რამაც ძალიან გამახარა და ვიფიქრე, რომ ჩემი სასულიერო პირობა შემთხვევითი არ ყოფილა.

აკადემიის დამთავრების შემდეგ დეკანოზმა იოანე მამნიაშვილმა, რომელიც იმ დროს ახალი დანიშნული იყო ვაზისუბნის ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად, მთხოვა, მემსახურა ტაძარში იკონომოსად. ამან გამოცდილება შემძინა, რაც დღესაც მეხმარება. 3 წლის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში მომიწია სტიქაროსნობა, რაც ასევე უდიდესი სიხარული იყო ჩემთვის. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ უწმინდესის, ერის ნამდვილი მამის გვერდით მიხდებოდა ყოფნა. 2005 წლის 20 თებერვალს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამების საკათედრო ტაძარში მაკურთხა დიაკვნად. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი. როდესაც უწმინდესი კვეთავდა, მის გვერდით ვიდექი და მოსახსენებლებს ვკითხულობდი.

ამ წუთების გახსენება მხნეობას მმატებს, მანუგეშებს.

სამების ტაძარში მსახურებამ და სასულიერო პირებთან ურთიერთობამ მასწავლა, როგორ უნდა წარმართო შენი ცხოვრება ღვთისა და ერის სამსახურში.

ერთ ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს სტიქაროსანმა მითხრა, მამა დემეტრე გეძახისო. მამა დემეტრე ამ დროს უწმინდესს ესაუბრებოდა. ცოტა არ იყოს, შემეშინდა - მსახურებისას რამე ხომ არ შემეშალა-მეთქი. არადა თურმე ისინი ჩემს მღვდლად კურთხევაზე ლაპარაკობდნენ.

2006 წლის 6 მაისს ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში მღვდლად დამასხეს ხელი. 14 მაისს უკვე ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დამადგინეს მღვდელმსახურად. მიხარია, რომ მქვია გიორგი, წმინდა გიორგის ტაძარში მომნათლეს, მაკურთხეს მღვდლად და წინამძღვრადაც ამ ტაძარში გამამწესეს. წმინდა გიორგის განსაკუთრებულ მფარველობას მუდამ ვგრძნობდი, რისთვისაც ვმადლობ მას.

ცხოვრება განსაცდელებითა და ტკივილებით არის აღსავსე, მაგრამ ღვთის მოწყალება ყველაზე აღმატებულია. მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით. მყავს სათნო მეუღლე, სამი შვილი - ბარბარე, ვაჩე და დავითი. მინდა მათი ცხოვრება ღვთის სადიდებლად წარიმართოს. ჩემი მეუღლე ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების ლოტბარია. ჯერ კიდევ 12 წლისამ დაიწყო გალობა. შვილებსაც გამოჰყვათ ქართული გალობისა და სიმღერის სიყვარული. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩემი მშობლებისა, რომლებიც ყოველთვის იღვწოდნენ იმისათვის, რომ ჭეშმარიტი გზით მევლო. მადლიერი ვარ ჩემი საყვარელი დისა, მეგობრებისა და ყველა იმ ადამიანისა, ვინც შემხვედრია ცხოვრების გზაზე. ბედნიერი ვარ, რომ შეძლებისდაგვარად ვემსახურები უფალს და ჩემს ქვეყანას, აღვასრულებ მოძღვრის მოვალეობას და ვცდილობ ჩემი სულიერი შვილები, რომლებიც უფალმა ჩამაბარა, აღვუზარდო ქრისტეს და მივიყვანო მასთან.

* * *
ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი 2003 წელს აშენდა ხალხის თაოსნობით. მისი მშენებლობა დაიწყეს რაიონის იმჟამინდელმა დეპუტატმა გიორგი ყარყარაშვილმა, მერაბ მარღიშვილმა და მზია ტურიაშვილმა (არქიტექტორია რეზო ჯანაშია). მრევლმაც უდიდესი ღვაწლი გასწია ტაძრის აშენებაში. კურთხევიდან 6 თვე აღესრულებოდა ღვთისმსახურება. შემდეგ ტაძარი დაიკეტა და წელიწად-ნახევარი უმოქმედოდ იყო. მერე მე გამომგზავნეს, ტაძარიც ამოქმედდა. მრევლის შემოწირულობით ტაძარს გვერდითი ნავიც მოვუშენეთ. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მატერიალურად უჭირს, მით უმეტეს, ამ უბანში სოციალურად მეტად დაუცველი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ვისაც რით შეუძლია, იმით შეეწევა ტაძრის მშენებლობას. მათ მიერ გაღებული თითოეული თეთრი ტოლფასია იმ ქვრივი დედაკაცის ორი მწვლილისა, რომელმაც, რაც გააჩნდა, ყველაფერი ტაძარს შესწირა და მისი შესაწირი ყველაზე დიდი იყო უფლის თვალში. მთავარი ის არის, რომ ადამიანებს გულწრფელად სურთ, რაღაც გაიღონ უფლისათვის. მრევლის თაოსნობით დაიწერა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "მსწრაფლშემსმენელი", რომელიც ყოველ კვირას დაბრძანდება ოჯახებში. ამ ხატმა უკვე მრავალი სასწაული აღასრულა, რისი მომსწრეც თავად მრევლია. თუ რამე გასაჭირი ჰქონიათ და გულმხურვალედ შევედრებიან დედა ღვთისმშობელს, მას წყალობით მოუხედავს მათთვის და თავისი მზრუნველი კალთა გადაუფარებია. ასევე შეიქმნა წმინდა გიორგის ხატი. საკეთებელი კიდევ ბევრია. ვაპირებთ, ტაძარს წინა მხრიდან კარიბჭე მივაშენოთ. ვშრომობთ, ვლოცულობთ, ვმარხულობთ. ვცდილობთ, ვიმეგობროთ და ერთმანეთისადმი პატივისცემით და სითბოთი ვიყოთ განმსჭვალულნი. ძალიან მახარებს ის, რომ სიცოცხლე აღდგა ტაძარში. თავდაპირველად ხალხი თითქოს გაუცხოებული და მიმოფანტული იყო. თითო-ოროლა კაცი ძლივს შემოვიდოდა ეკლესიაში. დღეს კი ტაძარი სავსეა. ყველა ზრუნავს ღვთის სახლზე, რაც საკუთარი სულის აღმშენებლობაშიც შეეწევა მათ.

* * *
ვფიქრობ, მეტად უნდა გაერთიანდეს ერი და ბერი. ჩვენ, მოძღვრებმა, ჩვენი თავი მამად უნდა ჩავთვალოთ და როგორც გვიყვარს ჩვენი ხორციელი შვილები და ვზრუნავთ მათზე, შეძლებისდაგვარად, ისევე ვიზრუნოთ სულიერ შვილებზეც. დღეს ეს სიყვარული და თავდადება გვაკლია. იესო ქრისტემ მოციქულებს თავისი მეგობრები უწოდა. როდესაც პეტრე მოციქულმა, მხოლოდ თავის თავს მინდობილმა, სამჯერ უარყო უფალი, მაცხოვარმა, ამის მიუხედავად, იგი კვლავ აღადგინა მოციქულებრივ ხარისხში. ეს არის სიყვარულის და ერთგულების აღმატებული გამოხატულება. მოძღვარიც უნდა ერთგულებდეს თავის მრევლს, თავის სამწყსოს. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მაგალითს მივცემთ ადამიანებს, როგორ მოვუპოვებთ მრევლს ეკლესიას.

მოძღვარსა და სულიერ შვილს უხილავი ძაფები აკავშირებთ ერთმანეთთან. ეს ურთიერთობა საოცარია, დიდი საიდუმლოა. თუ ხარ ნამდვილი მოძღვარი, კარგად უნდა გესმოდეს შენი აღმსარებლის ტკივილიცა და სიხარულიც. უნდა შეგეძლოს სხვისი ტვირთის გაზიარება, შემსუბუქება. როცა პირველად დავფიქრდი ჩემი სულიერი შვილების პრობლემებზე, მივხვდი, თუ რამდენად მძიმეა მღვდლობა. მოძღვარი მრევლისთვის უნდა იყოს ყველაზე ერთგული და ახლობელი ადამიანი, რომელსაც გაანდობს ყველანაირ წუხილს. მღვდელმა ყოველთვის უნდა მოიცალოს მისთვის, მარად და ყველგან ხალხის სამსახურში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მრევლსაც გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია მოძღვრის წინაშე. ჩვენ, მოძღვრები, არ ვატარებთ საქორწინო ბეჭედს იმიტომ, რომ უფალს ვეკუთვნით და, აქედან გამომდინარე, ხალხს. უფლის მსახურება იგივე ხალხის მსახურებაა. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს სისუსტეები, პრობლემებიც, მაგრამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ მრევლის ინტერესები. ღვთისა და მოყვასის სიყვარული უნდა იყოს ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ზოგჯერ შეიძლება დაიღალო, მრევლს ვერ დაუთმო სათანადო ყურადღება, ისეთი პასუხი ვერ გასცე, როგორიც საჭიროა, მაგრამ ამის გამო სინანული გვმართებს. უნდა ვეცადოთ, ნელ-ნელა გავიზარდოთ, ვიფიქროთ სულიერ წინსვლაზე. წმინდა სერაფიმ საროველი ამბობს: აცხოვნე სული შენი და შენს გარშემო მრავალნი ცხონდებიანო.

ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რა ამოძრავებდათ ჩვენს წინაპრებს, როდესაც ასე უშიშრად შედიოდნენ ბრძოლაში. მათ ცხოვრებას, შემართებას ასაზრდოებდა და წარმართავდა ცოცხალი რწმენა. სჯეროდათ, რომ სამშობლოსთვის თავდადება უდიდეს სიწმინდედ შეერაცხებოდათ ღვთის წინაშე. მათი ფიქრი ეს იყო: სულმნათ წინაპრებს პირნათელნი წარდგომოდნენ. ჩვენც სულ ამაზე უნდა ვფიქრობდეთ.

გისურვებთ, იმსახუროთ ღვთის სადიდებლად, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ. ღვთის წყალობა და წმინდა გიორგის მფარველობა ნუ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.
ბეჭდვაელფოსტა
06.08. 2015
გიორგი ჭილაშვილს. და ლელა ჩხარტიშვილს
ამ ტაძრის აშენებაში არავის ერთი თეთრი არ გაუღია და ყველამ კარგად იცოდეს ეს რაც აქ ტყუილი წერია ამისთვის ღმერთი გასცემს ყველას პასუხს
06.08. 2015
გიორი ტურიაშვილი
ეგ ეკლესია მზია ტურიაშვილმა ააშენა არცერთი თეთრი არ დაუხარჯია არავის არც ხალხს და არც არავის მარტო ჩვენი ოჯახის ფინანსები იხარჯებოდა არ შეგარჩენ ამას
06.08. 2015
...
მღვდელი რომ ამდენ ტყუილს იტყვის, მას რა უნდა დაუჯერო????? უფალმა შეგინდოთ!!!
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat