მადლობელი ვარ უფლისა, რომ ღირსეული მრევლი შემძინა
მადლობელი ვარ უფლისა, რომ ღირსეული მრევლი შემძინა
მრავალი სასოწარკვეთილი მშობელი გახდა ღვთის მოწყალების მოწმე და, საბედნიეროდ, ბევრი შეუდგა უფლის გზას
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს: "ბეთლემში შობილი ყრმისაკენ მიმავალი გზა ხსნილია ყველასთვის. ერთნი ცოდნისა და ინტელექტის ანუ მოგვთა გზით მიდიან; სხვანი განსაცდელისა და მწუხარების ბილიკს მიუყვებიან, მესამენი, მწყემსთა მსგავსად, თავმდაბლობითა და ლოცვით მიემართებიან. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა გზებიც". ფსალმუნში დავით წინასწარმეტყველი უფალს მიმართავს: "უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო..." ადამიანის ცხოვრებაც და სულის იდუმალი ბილიკებიც მხოლოდ მისთვის არის ბოლომდე ცნობილი. უფლის ხელის, უფლისმიერი მადლის შეხებასაც (თუნდაც წამიერის) ყოველი სული თავისებურად შეიგრძნობს, როგორც თომა მოციქულს აღმოხდება: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". და ასე აღავლენს უფლისადმი ვედრებას კიდევ ერთი ხმა: "ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღადვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე".

თუ რა გზით მივიდა ეკლესიამდე, ამის შესახებ გვესაუბრება დიღმის მეორე ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ტარიელ კერესელიძე.

- როგორ გაგიჩნდათ სარწმუნოებისადმი მოკრძალება?

- ბავშვობა რაჭის უმშვენიერეს სოფელ ბოყვაში გავატარე. ჩვენი სახლის ზემოთ იდგა (ამჟამად მიწისძვრისგანაა დანგრეული) უძველესი ტაძარი მთავარანგელოზთა სახელობისა. თუმცა მოქმედი არ იყო, დღესასწაულებზე მაინც ხალხით ივსებოდა. მყავდა საოცრად ღვთისნიერი და მორწმუნე ბებია - ქრისტინე ლებანიძე, რომელიც ხშირად მიამბობდა ძველი დროის ამბებს ტაძრისა და დღესასწაულების შესახებ. ჩემი მშობლებიც მორწმუნენი და მადლის გამცემნი იყვნენ.

მახსოვს, ბებია "განატეხს" გამოაცხობდა, ეკლესიაში ავდიოდით და ვლოცულობდით. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები უფლის ტაძრისკენ.

ყველა ადამიანი შინაგანად მორწმუნეა. სული გაუაზრებლად გრძნობს ღვთის არსებობას და ჭეშმარიტებას. ბავშვობაში ხშირად ვავადმყოფობდი, მაგრამ ღმერთმა არ გამწირა და მრავალგზის მიხსნა სიკვდილისაგან. მძიმე ცხოვრება გავიარე, უფლის თანადგომას მუდამ ვგრძნობდი. ამიტომაც ავირჩიე ეს გზა.

- საერო ცხოვრებაში სად მოღვაწეობდით?

- სხვადასხვა პროფესიით ვმსახურობდი. ჩორდმშენის მაღაროთა სამმართველოში ვიყავი საქმეთა მწარმოებელი. შემდეგ საყოფაცხოვრებო სამმართველოში ვემსახურებოდი კულტურის ძეგლების აღდგენას (მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესია, ონის მუზეუმი ღია ცის ქვეშ და სხვა). თბილისში გადმოსვლის შემდეგ თავიდან ძველ სამების ტაძარში ვმსახურობდი დამხმარედ, შემდეგ ლურჯ მონასტერში გადავედი, რომელიც ჩემმა ძმამ, დეკანოზმა გიორგი კერესელიძემ აღადგინა და აამოქმედა. იმავდროულად სემინარიაში დავიწყე სწავლა.

1991 წელს რაჭაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ოჯახთან ერთად დავუბრუნდი დანგრეულ მშობლიურ კუთხეს. ვმსახურობდი ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მნათედ.

მეტად რთულ პერიოდში აშენდა ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, სადაც გავაგრძელე მნათედ მსახურება. 1996 წლის 28 აგვისტოს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ელისემ, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მაკურთხა დიაკვნად, ხოლო 1997 წლის ივლისში, მთავარანგელოზთა ხსენების დღეს, ონის ეკლესიაში დამასხა ხელი მღვდლად.

2003 წლამდე ვიყავი გაბრიელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი. ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, ის მადლი, რაც ღვთით მებოძა, სხვათაც გავუნაწილო. სიყვარული, სათნოება და სიკეთე უშურველად გავიღო მოყვასისთვის.

- რა მნიშვნელობა აქვს ოჯახს თქვენთვის და როგორ აფასებთ ქრისტიანული ოჯახის როლს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის, ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში?

- მაქვს ქართული, ქრისტიანული ოჯახი, მეუღლე - მარიამ ნავროზაშვილი პედაგოგია. გვყავს სამი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი.

ოჯახი უფლის მსახურების მერე უპირველესია ჩემთვის. ურთიერთგაგება, თანადგომა, თანაგრძნობა და სიყვარული უნდა იყოს ოჯახის საფუძველი. ცხოვრება ძალზე მღვრიე და მშფოთვარეა, ამიტომაცაა ოჯახში აუცილებელი სითბო და სულიერი სიმშვიდე.

ოჯახი, მოციქულთა თქმით, მცირე ეკლესიაა და მას მოფრთხილება და პატივისცემა სჭირდება. აქ ყალიბდება ბავშვის ფსიქიკა, აქ ეზიარება რწმენას და სიყვარულს, აქ იქცევა იგი პიროვნებად. ოჯახის მთავარი მამოძრავებელი დედაა. ამიტომაც აქვს დედის ლოცვას საოცარი ძალა. როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებს: "ქართველთათვის დედა მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლ ენასაც "დედაენას" ეძახის, უფროს ქალაქს - "დედაქალაქს", მკვიდრსა და დიდ ბოძს - "დედაბოძს"... აქედან ცხადდება, რაოდენადაა განდიდებული, გამრავალგვარებული, გაძლიერებული და გაღონიერებული მნიშვნელობა დედისა".

თითოეული მტკიცე ოჯახი ბურჯია ქვეყნისა. ქორწინება, უპირველესად, ღვთის სიყვარულის გამოვლინებაა. ჯვრისწერის დროს დადგმული გვირგვინი ნიშანია დიდებისა, მეუფებისა, სიხარულისა და ბედნიერებისა, მაგრამ ამასთანავე გვირგვინია განსაცდელისა.

ჯვრისწერით მივყვებით ქრისტეს გზას, რომელიც ვიწრო არს და ეკლიანი, მაგრამ წმინდაა და მადლიანი და გოლგოთის გავლით მიემართება აღდგომისა და ამაღლებისაკენ, - ბრძანებს ერთ-ერთ ეპისტოლეში უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში წმინდა მოციქული პავლე გადმოგვცემს ქრისტიანული ქორწინების ჭეშმარიტ არსს: "დაემორჩილენით ურთიერთარს შიშითა ქრისტესითა - ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავი ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისა".

საუკუნო სიყვარულისა და ერთგულების ფიცით დაკავშირებული მეუღლეები მიემართებიან გზით, რომელზეც ხშირად ნარ-ეკალიც გვხვდება. ის, ვინც ოჯახს ქმნის, მზად უნდა იყოს ამისათვის და ყოველივე გაიღოს ბედნიერებისთვის.

ოჯახი მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა არ არის. ჭეშმარიტი სიბრძნე გვასწავლის, რომ სიმდიდრე ადვილად იქცევა მორალურ სიღატაკედ.

"პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა" - ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა. მშობლის პატივისცემა შვილების კეთილდღეობის საწინდარია. თუ ოჯახი ეკლესიური ცხოვრებით არ ცხოვრობს და მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე ზრუნავს, მშობლები შვილებისგან უპატივცემულობით იტანჯებიან. მათ ოჯახში არ არის სიმშვიდე და სიყვარული.

ყველას უნდა გვახსოვდეს: როგორც მოვექცევით მშობლებს, ასევე მოგვექცევიან შვილები. ჩვენი ცხოვრების წესით მათ მაგალითი უნდა მივცეთ. დღეს უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, რაც აბრკოლებს ოჯახების შექმნას. სამწუხაროდ, მატულობს დარღვეულ ოჯახთა რიცხვი. მიზეზი - ურწმუნოებაა. ახალგაზრდები მოუმზადებელნი არიან ამ დიდი საიდუმლოს აღსრულებისათვის. ავიწყდებათ, რომ სიყვარულის გარდა, ბევრი რამის გათვალისწინებაცაა საჭირო ქორწინებისთვის.

ერის ძლიერება შვილთა სიმრავლეშია, მაგრამ მარტო მათი ქვეყნად მოვლინება არაა მთავარი, მათი აღზრდა და გზაზე დაყენებაც მშობლის მოვალეობაა.

დღეს ქალს მძიმე ტვირთი დააწვა - ოჯახის რჩენის ფუნქცია. ოჯახთა დიდი ნაწილი დედის, ქალური მადლის გარეშე დარჩა. ეს კი ოჯახებსაც და შვილებსაც დიდ საფრთხეს უქადის.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. და მე მჯერა, ქართველ ქალს დაუბრუნდება დედის ღირსება - იღვაწოს ოჯახში და აღზარდოს ფიზიკურად და ზნეობრივად სრულყოფილი შვილები.

- მამაო, თქვენს მოღვაწეობას ამ ტაძარში ალბათ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს...

- 2003 წლამდე ვმსახურობდი ონის გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვრად. ონის რაიონში ეს ერთადერთი მოქმედი ეკლესია გახლდათ. მოსახლეობის დიდი ნაწილი მოუნათლავი და არაეკლესიური იყო, თუმცა შინაგანად მორწმუნე. ჩემი მსახურების პერიოდში დიდძალი ხალხი მოინათლა და მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

2003 წელს გავიკეთე გულის ოპერაცია, რის გამოც იძულებული გავხდი, საცხოვრებლად თბილისში გადმოვსულიყავი. დამადგინეს მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარში მღვდლად. ჩემს მკურნალ ექიმებთან ახლოს რომ ვყოფილიყავი, ბავშვთა საავადმყოფოში (აქ არის ჯოენის კარდიოლოგიური კლინიკა, სადაც გავიკეთე ოპერაცია) პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძის დახმარებით, დირექციის მონდომებითა და ხელშეწყობით გავხსენით წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 2004 წლის იანვრიდან ამ ეკლესიის წინამძღვარი ვარ. ამ ეკლესიასაც ისეთივე დანიშნულება აქვს, როგორიც სხვებს - აღევლინება ღვთისმსახურება. უფლის მადლი და წყალობა ყველგან სჭირდება ადამიანს, ავადმყოფს და მით უმეტეს - ბავშვს.

წირვა-ლოცვის, ნათლობის, ზიარების საოცარმა ძალამ მრავალგზის დაადასტურა უფლის სიყვარული ადამიანებისადმი. ღვთის ნებით, მრავალი ჩვილი გადაურჩა სიკვდილს, მრავალი სასოწარკვეთილი მშობელი გახდა ღვთის მოწყალების მოწმე და, საბედნიეროდ, ბევრი შეუდგა უფლის გზას.

- ადამიანებს ძალიან სჭირდებათ სულიერი მოძღვრის თანადგომა, სწორი რჩევა-დარიგება...

- მღვდლობა უდიდესი პატივია, მადლია, რომელიც ადამიანს ღვთის განგებით ენიჭება. წინასწარმეტყველი ზაქარია მღვდლებზე ამბობს: "ბაგენი მღვდელთანი იწურთიდეს მეცნიერებასა და შჯული იძიონ მისგან, რამეთუ ანგელოზი არს უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა".

მღვდლები ასრულებენ უფლის მიერ დადგენილ საიდუმლოებებს და ასწავლიან მრევლს ქრისტიანულ ჭეშმარიტებას, ხელმძღვანელობენ მათ სულიერ ცხოვრებას.

უნდა გვახსოვდეს, რომ მიწიერი დიდებისკენ სწრაფვა ეშმაკის მონებაა - "უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისა მისთანა". რწმენა ძალაა, რომელიც ადამიანის გონებასა და ნებაშია დავანებული და მოძღვარი უნდა ეცადოს, რწმენის მარცვალი გააღვივოს და აღმოაცენოს.

მადლობელი ვარ უფლისა, რომ ღირსეული მრევლი შემძინა. მე ვაფასებ მათ მონდომებას და ნებას, იყვნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, მიყვარს ქრისტესმიერი სიყვარულით და ვცდილობ, მათი ჭირისა და ლხინის თანაზიარი ვიყო.

- მაინც რა აწუხებს ყველაზე მეტად ჩვენი დროის ადამიანს, საზოგადოებას, მრევლს?

- ჩვენს დროში უამრავი პრობლემაა. ვწუხვარ, რომ ეროვნულ ფასეულობებს ებრძვის ახალი არაქართული, არაქრისტიანული ღირებულებები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმ ქართულ ტრადიციებს, რომელთაც ღრმად აქვთ გადგმული ფესვები, ვერაფერი მოერევა.

- მაინც რომელი ცოდვის დაძლევა უჭირთ განსაკუთრებით დღევანდელ ადამიანებს? თქვენ სად ხედავთ გამოსავალს?

- ამპარტავნების ცოდვა ყველაზე ძლიერადაა გამჯდარი ადამიანებში. ასევეა განკითხვისა და უქმადმეტყველების ცოდვა.

უნდა გვახსოვდეს, რომ მოყვასის განკითხვისას მის ცოდვებს ვიღებთ საკუთარ თავზე. ვეცადოთ, ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ ღირსეულად და რაც შეიძლება უშეცდომოდ.

- რა ძალა აქვს მრევლისთვის მღვდლის ქადაგებას და როგორ ეხმარება მოძღვრის სიტყვა მათი ცხოვრების გამოსწორებას?

- ქადაგებას დიდი ძალა აქვს ადამიანების რწმენაში განსამტკიცებლად. იგი ასწავლის და არკვევს მრევლს სარწმუნოების არსში, აწვდის ცოდნას საეკლესიო დღესასწაულების, წმინდანთა ცხოვრებისა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ხელს უწყობს ქრისტიანულ ღირებულებათა პატივისცემასა და ხალხის მოქცევას. როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს: "ჯვარცმის გარეშე არ არსებობს აღდგომა და ამაღლება". ჩვენც მალე გვეხილოს ჩვენი ჯვარცმული ქვეყანა გამარჯვებული და გაბრწყინვებული განსწავლულ და მორწმუნე ერთან ერთად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat