მადლიერი ვარ უფლისა განსაცდელისთვისაც და ნუგეშისცემისთვისაც, რაც მისი ხელიდან მიმიღია
მადლიერი ვარ უფლისა განსაცდელისთვისაც და ნუგეშისცემისთვისაც, რაც მისი ხელიდან მიმიღია
"ადამიანის სულთან მიახლება საფრთხილოა - შეიძლება, არასწორი დარიგება მისცე და ნაცვლად იმისა, მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანო და ღვთის ხელში დააბრუნო, სულმთლად დააშორო ეკლესიას და დაღუპო. ყოველი კაცი ინდივიდუალურია თავისი სულიერი მდგომარეობით, სულიერი ყოფიერებით. ერთადერთი, რაც სულიერად გვაერთიანებს, არის უფალი - სამყაროს ცენტრი. მისგან დაშორებული ადამიანებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ბოროტი ძალა ყველას სხვადასხვაგვარად უტევს, ამიტომ ყოველ მათგანს სხვადასხვაგვარად უნდა მიუდგე. საკუთარი შვილების პრობლემებზე არ მიფიქრია იმდენი, რამდენიც სულიერი შვილებისაზე. სულ ის არის ჩემი საზრუნავი, როგორ გამოვიყვანო ადამიანი რთული მდგომარეობიდან, ეკლესიაში ახალმოსულს როგორ მივაწოდო სარწმუნოება, როგორ დავანახვო ჭეშმარიტება და მის აუცილებლობაში დავარწმუნო", - გვეუბნება ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ცნობილაძე.

მამა გიორგის 20 წელზე მეტი ხნის სამღვდელო მოღვაწეობის გამოცდილება აქვს. მისი აზრით, ჭეშმარიტი მორწმუნეობა და მღვდელმსახურება განუყოფელია ჭეშმარიტი მამულიშვილობისგან. ამის მაგალითს მამა გიორგი, პირველ რიგში, თვითონ იძლევა. მას ღრმად აქვს გათავისებული ჩვენი ერის, ჩვენი საზოგადოების ყველა სატკივარი; მიაჩნია, რომ სულიერი მოძღვარი საკუთარ თავს არ უნდა ეკუთვნოდეს, არამედ ღვთისა და ხალხის სამსახურისთვის უნდა გადადოს თავი.

- მამაო, როგორი იყო გარემო, რომელშიც პიროვნებად ყალიბდებოდით? რამ მოახდინა გავლენა თქვენს არჩევანზე?

- ძველ უბანში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ჯერ კიდევ ბავშვობაში, რუსთაველის გამზირზე რომ ვსეირნობდით 13-14 წლის ბიჭები, ქაშვეთის ტაძარშიც შევივლიდით ხოლმე. მაშინ კომკავშირული რეიდები იყო. ათეისტები ბავშვებს უკრძალავდნენ ეკლესიაში სიარულს, აშინებდნენ, აქ აღარ დაგინახოთ, თორემ თქვენს მშობლებს ვეტყვითო. ამის გამო ეკლესიის მიმართ ინტერესი უფრო მიღვივდებოდა - ხომ საინტერესო იყო, რატომ გვიკრძალავდნენ მაინცდამაინც ეკლესიაში სიარულს... იყვნენ აგრეთვე "პროგრესულად მოაზროვნე" საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ჩამორჩენილებად მიიჩნევდნენ მათ, ვინც ეკლესიაში დადიოდა, თუმცა ჩემთვის მსგავსი რამ არავის გაუბედავს. ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, თუმცა ეკლესიაში დავდიოდი, რიდი და მოწიწება სარწმუნოებისა და ეკლესიის მიმართ ყოველთვის მქონდა. ცხონებული დედაჩემი ღამით დასაძინებლად რომ დამაწვენდა, თავისთვის ბუტბუტებდა ლოცვას, მაგრამ არ მიმხელდა, რომ ლოცულობდა - ფრთხილობდა, ამით რაიმე უსიამოვნება არ შემთხვეოდა ჩვენს ოჯახს.

ეკლესიაში სისტემატურად სიარული უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ დავიწყე. მისი ქადაგებები მიზიდავდა. სიონში დავდიოდი, მოკრძალებულ ადგილას ვდგებოდი და ვისმენდი წირვა-ლოცვას.

ერისკაცობაში ინჟინრად ვმუშაობდი თბილგაზში (სპეციალობით მექანიკოსი გახლავართ). ერთხელ ძალიან მძიმე ტრავმა მივიღე. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომათავსეს. მაშინ მოხდა ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სასწაული, თუმცა მანამდეც მქონდა შეგრძნება, რომ ჩემს ირგვლივ ხდებოდა რაღაც ისეთი, რასაც ვერ ვაცნობიერებდი. ყველგან და ყოველთვის ვგრძნობდი იდუმალი და უხილავი ძალის მფარველობას (განსაკუთრებით - განსაცდელის ჟამს). ვფიქრობდი, ალბათ, დედაჩემის ლოცვა მშველის-მეთქი. მერე, ცოტა გვიან, გავაცნობიერე და მივხვდი, რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ ვიყავი...

იმას მოგახსენებდით, საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მიმიყვანეს. ყურის აპკი მქონდა გახეთქილი, კიდურები - პარალიზებული. თურმე გაჟონვაც მქონია. მახსოვს, როგორ მოვიდა ახალგაზრდა კაცი, ექიმი, თავზე მომკიდა ხელი, ფუძე შემიმოწმა. თავი საშინლად მტკიოდა. ამას ფუძე აქვს მოწყვეტილი და ვერ გადარჩებაო, - თქვა. ეს რომ გავიგონე, გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი, დავიგმინე, ვიგრძენი, შუქი გამორთეს. საკაცით მიმაგორებდნენ სადღაც. ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ: ცოცხალია და უკან დავაბრუნოთო. მერე ექიმმა თქვა ჩემზე: გადარჩაო. უცებ ჩემმა სხეულმა თითქოს კანის შიგნით თრთოლა დაიწყო. უცნაური შეგრძნება მქონდა: თითქოს ზემოდან დავყურებდი საკუთარ სხეულს. მახსოვს, ახალგაზრდა ექთანმა გოგონამ დაიყვირა: ჩქარა, გონებას კარგავსო. მომცვივდნენ და გულზე მასირება დამიწყეს. ექთანს ვთხოვე: იქნებ როგორმე ჩემს სახლში დარეკოთ, ბავშვების ნახვა მინდა-მეთქი. უცებ თავის ტკივილი გამიქრა. ენით გამოუთქმელი სიმსუბუქის, სითბოსა და სიყვარულის შეგრძნება დამეუფლა. მერე ტკივილი ისევ განმეორდა და ვიგრძენი, რომ ისევ სხეულში ვიყავი. ამასობაში ჩემებიც მოვიდნენ. პალატაში ამიყვანეს და ხერხემალში ნემსი გამიკეთეს. ტკივილი გამიყუჩდა. სხეულმა ისევ თრთოლა დამიწყო. შემეშინდა. საღამო იყო. თავთან მეუღლე მეჯდა. ჩემთან ერთად პალატაში სხვა ავადმყოფებიც იწვნენ. უცებ ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. ჩემს მეუღლესაც ჩასძინებოდა. მე კიდურებს ვერ ვამოძრავებდი, ხმასაც ვერ ვიღებდი. ჰაერი თითქოს ოქროსფერი გახდა. კედელი გაქრა და ვხედავ სიონის ტაძრის კანკელს. მე ტაძრის შუაში ვდგავარ და ვკანკალებ, დაძაბული ვარ. ამ დროს აღსავლის კარი იღება და იქიდან სამი მოძღვარი გამოდის. შუაში მდგომი, რომელსაც შედარებით უფრო მკაცრი გამომეტყველება აქვს, მეუბნება: რისა გეშინია, მე წამომყევიო. მეც უკან გავყევი. დანარჩენი ორი მოძღვარი გვერდით მომყვება. გონებით ვეუბნები: წაქცევაზე ვარ, იქნებ ხელები შემაშველოთ-მეთქი, მაგრამ ისინი ხმას არ იღებენ. მივუახლოვდით ხატებს, ადრე სანთლებს რომ ვანთებდი ხოლმე. მაცხოვრის ხატთან რომ მივედით, შუაში მდგომმა მოძღვარმა მითხრა: ახლა წადი და დაფიქრდიო. შემდეგ სამივე ერთად აღსავლის კარში შევიდა.

უცებ ეს ყველაფერი გაქრა. პალატაში მწოლიარე ავადმყოფების გმინვა ჩამესმა ყურში. მეუღლე შევანჯღრიე, შევაღვიძე, ვუსაყვედურე: მე ვკვდები და შენ რამ დაგაძინა-მეთქი. ამ დროს მივხვდი, რომ კიდურები მიმოძრავებდა. ცოტა ხანში ფეხზეც წამოვდექი. მკურნალობა დამიწყეს და მალე სახლში გამომწერეს.

...უკვე ეკლესიაშიც დავდიოდი, სემინარიაშიც ვსწავლობდი და ჯერ კიდევ არ მქონდა ნანახი სამი მღვდელმთავრის - წმინდა ბასილი დიდის, წმინდა იოანე ოქროპირის და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის - ხატი; მასზე გამოსახულ წმინდანებში შევიცანი ეს სამი უდიდესი მამა.

- სემინარიაში ჩაბარება გადაწყვიტეთ. მაშინ ბევრი არ ირჩევდა ამ გზას...

- მაშინ სემინარია მცხეთაში იყო, რექტორი მეუფე ზოსიმე (შიოშვილი) ბრძანდებოდა. რაკი უმაღლესი განათლება მქონდა მიღებული, უწმინდესმა შემომთავაზა: მეუფეს ვეტყვი, პირდაპირ მეორე კურსზე დაგსვასო, მაგრამ მე თვითონ არ ვისურვე ეს - მინდოდა ყველაფერი საფუძვლიანად შემესწავლა.

დიაკვნად უწმინდესმა მაკურთხა სიონში გიორგობის მეორე დღეს, ხოლო მღვდლად ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დამასხა ხელი გიორგობის დღესასწაულზე. პირველად ნავთლუღის ქვედა წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ვმსახურობდი და წირვა-ლოცვის ჩატარება სლავურად მიწევდა. სხვადასხვა დროს ვმსახურობდი ქაშვეთის, პეტრე-პავლეს, მეტეხის ტაძრებში. შემდგომ სიონში გადამიყვანეს. 8 წელი წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიაში ვიმსახურე. უკვე 4 წელია, რაც აქ ვარ. ადგილის გამოცვლა, სიმართლე გითხრათ, მიჭირდა, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. მთავარია, რომ მე ვარ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური და ყველგან, სადაც ვიმსახურებ, ვალდებული ვარ დავიცვა ჭეშმარიტი მრწამსი.

- თქვენი სამღვდელო მოღვაწეობის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. მოვიდა სასულიერო მოღვაწეთა ახალი თაობა, საეკლესიო ცხოვრება უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა...

- უწმინდესის აღსაყდრების შემდგომ ახალგაზრდებმა მასობრივად დაიწყეს სიარული ეკლესიაში. ეს მახარებს, ვინაიდან ჩვენი ერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომავალი თაობების ქრისტიანულად აღზრდა. ადამიანმა რა გონებისმიერი ცოდნაც არ უნდა შეიძინოს, თუ ის გულთან არ იქნება თანხმობაში, დამღუპველია. თუ ადამიანის გულში ღმერთი არ არის დავანებული, ის სასიკეთოს ვერაფერს შექმნის. ყველა დიდი მეცნიერი მორწმუნე იყო.

მე რომ მაკურთხეს, იმხანად მღვდლები ცოტანი ვიყავით და მრევლიც კანტიკუნტად დადიოდა ეკლესიაში. დღეს მოძღვარიც ბევრი გვყავს და ტაძრებიც მრევლითაა გადაჭედილი. ზოგიერთს ეგებ ფარისევლობა უბიძგებს ეკლესიაში სიარულისაკენ, მაგრამ ეს ადამიანის განსასჯელი არ არის... გულს უხარია, როდესაც წირვა-ლოცვებზე ახალგაზრდებს ვხედავ, განსაკუთრებით მოზარდების დანახვა მახარებს, რადგან ამ ასაკშია ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის სიბრძნის მიწოდება. არაჩვეულებრივი ბავშვები გვეზრდებიან, ღვთაებრივი მადლი, სითბო და სიყვარული გამოკრთის მათი არსებიდან.

ამავე დროს, დემოკრატიულმა წყობამ რა მოგვიტანა? სხვისი უფლებები არ უნდა შევზღუდოთო. კეთილი, მაგრამ ჩვენს უფლებებს ვინღა დაიცავს? ეკლესიების დევნას თავი დაანებეს, მაგრამ გაიხსნა საზღვრები და აუარებელი სექტა შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში... აღმსარებლობის თავისუფლება ერთ-ერთი დემოკრატიული ფასეულობაა, მაგრამ ჩვენ მართლმადიდებელი ერის შვილები ვართ და უწინარეს ყოვლისა ჩვენი ერის ტკივილი უნდა გვტკიოდეს. ვერ წარმომიდგენია, ქართველი კაცი როგორ უნდა უშლიდეს შვილს ტაძარში სიარულს. ნუთუ ის ურჩევნია, მისმა შვილმა ღამის კლუბებში ფუჭად ატაროს დრო?! ასეთი მშობლები, მე ვფიქრობ, თავად არიან აღსაზრდელები.

მტერი ყოველთვის ბევრი ჰყავდა ეკლესიას. სადაც ღვთისაკენ ლტოლვაა, შემოტევაც სწორედ იქ არის ყველაზე ძლიერი. სადაც ჭეშმარიტებისკენ ლტოლვა არ არის, იქ ბოროტს აღარაფერი აქვს საკეთებელი. ეს უნდა გავაცნობიეროთ.

- დიდი და საპასუხისმგებლო მოვალეობაა მღვდლობა... რისი გათვალისწინება მართებს სულიერ მოძღვარს მრევლთან ურთიერთობისას?

- მღვდლობა ტვირთია, მაგრამ მადლიანი ტვირთი, რადგან გრძნობ ღვთის ძალასა და შეწევნას... მღვდელს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად დიდი საერო განათლება და მოთმინება მოეთხოვება. ადამიანები იმდენ სიცრუეს ხედავენ ირგვლივ, რომ ეკლესიაც ერთ-ერთი სიცრუეთაგანი ჰგონიათ. ამიტომ უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია მღვდელმსახურს. მან ტაძარში პირველად მოსული ადამიანი მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებაში უნდა დაარწმუნოს.

კარგი იქნებოდა, საერო ხელისუფლებას ნარკომანიასთან, ბანდიტიზმთან და გარყვნილებასთან ბრძოლა მართლმადიდებელი სარწმუნოების გაძლიერებით დაეწყო, იმიტომ, რომ მორწმუნე არასოდეს გახდება ნარკომანი, ქურდი და მოძალადე. ასეთი კურსი პრობლემებს თუ არ მოხსნიდა, შეამსუბუქებდა მაინც. ყველანი რომ ეკლესიურები ვიყოთ, ქვეყანაში აღარ იქნებოდა უზნეობა. "დაუწერელი კანონები" არ არსებობს. ზნეობრივი ნორმები დაწერილია. ჭეშმარიტება ერთია - ის, რომელიც გამოგვიცხადა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ.

მოძღვრობა ძნელია იმდენად, რამდენადაც საკუთარ თავზე უნდა აიღო უფლის მორალური მცნებების შესრულება, მაგრამ, როგორც უფალი ბრძანებს სახარებაში: "უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არსო". ტკბილია, როცა ერთ ადამიანს მაინც მოაქცევ უფლის გზაზე. ამის მერე უფრო მშვიდად გძინავს, რადგან ღვთის წინაშე ერთი მცირედი სიკეთე მაინც გააკეთე; იმედით გეღვიძება, რომ უფალი ცოდვებს მოგიტევებს და მოგცემს შენი სულის გადარჩენის საშუალებას.

მადლიერი ვარ უფლისა განსაცდელისთვისაც და ნუგეშისცემისთვისაც, რაც მისი ხელიდან მიმიღია. განსაცდელი იმისთვის გვეძლევა, რომ გამოვიწრთოთ და განვმტკიცდეთ, როგორც ცეცხლში ოქრო.

- ჩვენი დროის პრობლემებზე რას იტყვით, რა უჭირს დღევანდელ მრევლს, დღევანდელ საზოგადოებას?

- დღეს ყველა გლობალიზაციაზე ლაპარაკობს. ეს გარდაუვალია, მაგრამ ეს რომ გავიგოთ და სწორად ავხსნათ, ეკლესიურად უნდა ვიცხოვროთ. ის, რასაც დღეს ვუყურებთ, შემაძრწუნებელია - ერი ილევა. უმოწყალოდ ნადგურდება ერის გენოფონდი. ჩემს ახალგაზრდობაში სამარცხვინოდ მიგვაჩნდა ნარკოტიკის მოხმარება. პირველად ამ საქმეს მშიშარა, სულით ლაჩარმა ადამიანებმა მოჰკიდეს ხელი, ვისაც ფიზიკური ტკივილისა ეშინოდა. მერე და მერე კი ეს მოდად იქცა და ეს ტრაგედიაა.

ადამიანი, რომელიც სარწმუნოებას და ეროვნულ თავისთავადობას კარგავს, ცხოველს ემსგავსება. მორწმუნე კანონმორჩილია, სიკეთის მოქმედია, საზოგადოების სასარგებლო წევრია. დიდი რუსი წმინდანი, მღვდელმთავარი ლუკა ვოინო-იასენეცკი, აკადემიკოსი გახლდათ. მისი სიტყვებია: "შემთხვევითი არ არის, რომ დიად გამოგონებათა და აღმოჩენათა ნაწილი ეკუთვნით მათ, რომლებიც დიდი მეცნიერებიც იყვნენ და დიდი ქრისტიანებიც... თვით თვისებები შეუპოვარი კვლევა-ძიებისა, თავდადებული შრომა, საბოლოო შედეგის რწმენა, თავმდაბლობა - რელიგიის ნაყოფს უფრო წარმოადგენს. მეცნიერება რელიგიის გარეშე ცაა მზის გარეშე, ხოლო რელიგიის ნათლით მოსილი მეცნიერება - ესაა ზეშთაგონებული აზრი, რომელიც ამა ქვეყნის წყვდიადს კაშკაშა სინათლით განკვეთს და განმსჭვალავს". უნდა ვეცადოთ, ყოველივე ამის ფონზე შევინარჩუნოთ სარწმუნოება, ეროვნული ფასეულობანი, ვიცხოვროთ იმ შეგნებით, რომ სული უკვდავია და ყველას ყველაფრისთვის ანგარიშის ჩაბარება მოგვიწევს. ქრისტიანობა უხილავი ბრძოლაა და ამ ბრძოლის ასპარეზია ადამიანის გული. ჩვენს ირგვლივ არსებული უზნეობა ურწმუნოების შედეგია, თორემ ჩვენს ქვეყანაში გაჭირვება მუდამ იყო...
ბეჭდვაელფოსტა
01.01. 2017
asdfghjkl
რატომ დაჭრეს,რას ამბობს მამაო?შემთხვევით ასეთი რამე არ ხდება,თან რამოდენიმე ნასროლი ჭრილობა ჰქონია!
26.12. 2016
სიმონა დოლიძეშვილი
მალე გამოჯანმრთეელებას უსურვებ მამაოს. თუმცა უნდა ვთქვა, რომ როცა ამ ინტერვიუს ვკითხულობდი, თავი ზღაპრების სამყაროში წარმოვიდგინე და სრულიად ჩავეფლე მასში. მაგარი შეგრძნებაა ზღაპრების სამყაროში მოხვედრა. თქვენც გისურვებთ ასეთივეს ძვირფასებო.
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat