"ვინმეს მკაცრად მხილებას და გამოაშკარავებას ვერიდები - გული ეტკინება. უფალი თუ მწყალობს და მპატიობს, მე რატომ არ უნდა მივუტევო სხვას, ჩემს მრევლსა თუ მოყვასს?"
"ვინმეს მკაცრად მხილებას და გამოაშკარავებას ვერიდები - გული ეტკინება. უფალი თუ მწყალობს და მპატიობს, მე რატომ არ უნდა მივუტევო სხვას, ჩემს მრევლსა თუ მოყვასს?"
თბილისის ძველ, წყნარ ქუჩაზე მდგარ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას გულგრილად ვერ ჩაუვლი. გალავანთან ტანწერწეტა კვიპაროსები გეგებებიან. ამწვანებულ ეზოში, დეკორატიულ მცენარეებსა და სათუთად მოვლილ ყვავილებს შორის, ტაძარი მოჩანს. საამურად ჩუხჩუხებენ შადრევნები, ერთმანეთს გადასძახიან თუთიყუშები, მზის ათინათს ისხლეტენ აკვარიუმში მოცურავე თევზები. ირგვლივ საოცარი სურნელი დგას, რომელიც წელიწადის დროთა შესაბამისად იცვლება. ყველაფერი რაღაც იდუმალ ნათელში გახვეულა. უნებლიეთ შენც ამ წალკოტის ძალმოსილებას ემორჩილები, იქვე, მერხზე ჩამოჯდები და ძალაუნებურად იწყებ იმაზე ფიქრს, რომ ამქვეყნად ყველა არსებას უფლის ენით უთქმელი მზრუნველობა იცავს... აქ ადამიანი სხვანაირად დინჯდება. ცხოვრების ამაოებისგან დაღლილ-დაბნეულ, საწუთროს ხმაურით გაბეზრებულ და უყურთასმენოდ დარჩენილ სულს ტაძრის ეზო შემწედ ევლინება და უნაწილებს იმ სითბოსა და უშფოთველობას, რაც მის წიაღშია დავანებული.

ვიგრძენი, რომ ამ საუნჯეს უვლის ხელი და თვალი საოცრად გამრჯე, თავდაუზოგავი, უანგარო, თავაზიანი და მშვენიერი სულის ადამიანისა. აქვე შევხვდი ამ ადამიანს - დეკანოზ რევაზ ოთარაშვილს, რომელიც წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი გახლავთ.

***
მამა რევაზს, როგორც თვითონვე მითხრა, შინაგანად ყოველთვის ჰქონდა ღვთის რწმენა, რაც თუნდაც იმით გამოიხატებოდა, რომ პატარაობისას, შეავლებდა თუ არა თვალს მღვდელს, მის მიმართ რაღაც მოწიწებით, ამაღლებული გრძნობით იმსჭვალებოდა. იდუმალი ალღო კარნახობდა, ღვთისმსახურისთვის პატივი რომ უნდა მიეგო. ტაძრის ხილვისას ენით უთქმელი სიხარული ეუფლებოდა - როგორც ჩანს, რაღაც შინაგანი უკარნახებდა, რომ სწორედ ტაძარი გაუწევდა მეგზურობას იმ გზაზე, რომელსაც მომავალში უნდა შესდგომოდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო ვალდებულების მოსახდელად უცხოეთში გაგზავნეს. იქიდან რომ დაბრუნდა, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ არ დაუმთავრებია. მისი თქმით, იქ სწავლა მაინცდამაინც არ იზიდავდა. 1982-83 წლებში სიონში რესტავრაცია მიმდინარეობდა. მუშად მოეწყო. პარალელურად დიდუბის ეკლესიაში მსახურობდა დარაჯად.

პირველი გზის გამკვალავი სულიერების გზაზე მისი მოძღვარი - დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი გახლდათ, რომლის ნიჭიერებას, სულიერებას, მამაშვილური ურთიერთობისა და თანადგომის უნარს განსაკუთრებით აფასებს. სწორედ მამა არჩილის სულიერი ხელმძღვანელობით დაიწყო ეკლესიური ცხოვრება: მარხვა, ლიტურგიაზე დასწრება, აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებებში მონაწილეობა.

1983-85 წლებში დიდუბის ეკლესიაში მსახურობდა მნათედ, სტიქაროსნად, შემდეგ მამა არჩილმა რეკომენდაცია მისცა სასულიერო სემინარიაში ჩასაბარებლად, რომელიც იმ დროს მცხეთაში მდებარეობდა (მამა რევაზის თქმით, ამაში მისი ძმის, დიდუბის ეკლესიის მოძღვრის მამა მოსეს ლოცვასაც მიუძღვის წვლილი).

1988 წელს სასულიერო სემინარიამ თბილისში გადმოინაცვლა.

III კურსის სტუდენტი რომ გახდა (იმხანად სასწავლო კურსი სამწლიანი იყო), უწმინდესმა იხმო. ოჯახი იმ დროს უკვე ჰქონდა. მისი მეუღლე, იამზე ქანთარია, მამა არჩილის სულიერი შვილი, პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის მგალობელი გახლდათ.

იხმო უწმინდესმა და დიაკვნად აკურთხა, ხოლო შემდეგ, იმავე წლის 12 აპრილს, მღვდლად დაასხა ხელი. ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე ამაღლებული და შთამბეჭდავი წუთები. "უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ახლაც ამასვე ვგრძნობ. მინდა, ღვთის ნებით, ქრისტეს უღელში შებმით მსუბუქად გადავიტანო ყველა განსაცდელი, - ამბობს მამა რევაზი, - უფლის უღელი ხომ, როგორც თვითონვე გვასწავლის, ტკბილია, ხოლო ტვირთი მისი - მსუბუქი".

განახლებული ტაძარი
მღვდლად კურთხევისთანავე უწმინდესმა ლოცვა-კურთხევა მისცა, წმინდა ნინოს ტაძარი განეახლებინა. ეს საკმაოდ ძნელი და საპასუხისმგებლო დავალება გახლდათ. ტაძარი გარეგნულადაც აღარ ჰგავდა ეკლესიას. ვერაფრით იფიქრებდით, რომ აქ ოდესმე ტაძარი იყო. ავბედობის ჟამს იგი ჯერ საცხოვრებელ შენობად გადაეკეთებინათ, შემდეგ - საწყობად, ბოლოს კი აქ მუსიკალურ-კულტურულ საღამოებს მართავდნენ.

მამა რევაზი და მისი მეუღლე პირველად რომ მოვიდნენ აქ, ტაძარს ხის კარი ება. იატაკი ფიცრისა ეგო. აგურით ნაგები შენობა შეულესავი გახლდათ. ობობებს ყველგან უზარმაზარი ქსელები გაებათ. მოსახლეობას საკურთხეველი საცეკვაო არენად ექცია... კარი რომ შეაღეს, შემზარავი სანახაობა წარმოუდგათ თვალწინ. ვის არ უნახავს დანგრეული, მოუვლელი ტაძარი, მაგრამ განსაკუთრებით სავალალო იყო მისი ასეთ უპატიო მდგომარეობაში ხილვა. "აქედან იწყება ჩემი მოღვაწეობა", - ამბობს მამა რევაზი. იგი დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს. იმხანად არსებულ მერაბ კოსტავას საზოგადოებას სთხოვა, ტაძრის თუნუქით გადახურვაში დახმარებოდა - ჭერი ფიცრისა იყო და წვიმის დროს წყალი ჩამოდიოდა. ტაძარი თუნუქით გადახურეს, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ ისევ ჩამოჟონა წყალმა... კიდევ ორჯერ მოუხდათ მისი გადახურვა. მადლობა უფალს, გულისხმიერი ადამიანებიც გამოჩნდნენ. ერთ-ერთი იმათგანი, ვინც მამა რევაზს ერთგულად ედგა გვერდით, მისი მრევლის წევრი ზურაბ ძიძიკაშვილი გახლდათ.

ჭერის გადახურვის შემდეგ საკურთხევლის გაწმენდა დაიწყეს. ტრაპეზი მიწით იყო დაფარული. გაასუფთავეს და აწ განსვენებული მიტროპოლიტის, მეუფე კონსტანტინეს ლოცვა-კურთხევით მარმარილოთი ამოაშენეს. იატაკად ხის მაგიერ ბაზალტი დააგეს. ყველაფერი გაკეთდა, რათა ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარება შესაძლებელი გამხდარიყო.

მამა რევაზი ფაქტობრივად მარტო უძღვებოდა საქმეს, რადგან მრევლი იმხანად კანტიკუნტად დადიოდა ტაძარში. უფლის წყალობითა და შეწევნით, ნელ-ნელა სძლევდა დაბრკოლებებს, დიდხანს ფიქრობდა, არქიტექტორებთან ათანხმებდა, როგორ სჯობდა ამა თუ იმ დეტალის გაკეთება. შემდეგ ტაძარი შელესეს. ხის ბოძები აიღეს და მათ ნაცვლად რკინისა ჩაყარეს. 1991 წლის 26 იანვარს კი ეკლესიაში თავად უწმინდესი მობრძანდა. მას მაშინდელი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც მოჰყვა. უწმინდესს ტაძარი ძალიან მოსწონებია. ეს მამა რევაზისა და მისი მრევლისთვის ენით გამოუთქმელი სიხარული იყო.

მას შემდეგ 15 წელი გავიდა. დღეს ტაძარი მოხატულიც არის და კეთილმოწყობილიც. უწმინდესიც ყოველწლიურად მობრძანდება ხოლმე და ლოცავს მას. აშენდა სატრაპეზო, სამრეკლო. ზარი საბერძნეთიდან ჩამოაბრძანეს. ის ეკლესიას ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა შესწირა.

მამა რევაზი მადლიერია ყველასი, ვინც ტაძარს შეეწევა და ზრუნავს, რომ ეკლესია და მისი შემოგარენი კიდევ უფრო გალამაზდეს.

ასეთი თავდაუზოგავი მოღვაწეობისთვის მამა რევაზი უწმინდესმა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

ოჯახი და მრევლი
"სადაც სიყვარულია, იქ ყველაფერი თავისთავად გვარდება", - გვეუბნება მამა რევაზი. მეუღლე მხნედ უდგას გვერდით და ერთგულად ინაწილებს მისი ჯვრის სიმძიმეს. სამი შვილი ჰყავთ: 13 წლის გიორგი, 10 წლის ნინო და 8 წლის ლევანი. ბავშვები ეკლესიურად ცხოვრობენ, მარხვას იცავენ, დილა-საღამოს ლოცვებს მშობლებთან ერთად კითხულობენ, ხშირად ამბობენ აღსარებას და ეზიარებიან.

მრევლთან მამა რევაზს საოცრად თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულება აქვს. პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ღრმად არის გამჯდარი მის არსებაში, ავალებს, მეტი მოსთხოვოს საკუთარ თავს. მიიჩნევს, რომ მოძღვარი უნდა იყოს მშვიდი, თავმდაბალი, მიმტევებელი, მოსიყვარულე. საოცრად მოწესრიგებულია და ამასვე მოითხოვს მრევლისგან, მაგრამ შენიშვნას მკაცრი ტონით არავის მისცემს - ამას სიყვარულით აკეთებს, ჩუმად, თავმდაბლურად, სურვილით, მიახვედროს, რა არის მათთვის უმჯობესი. მრევლთან ასეთი სათუთი ურთიერთობა მისი საოცრად მგრძნობიარე და ფაქიზი ბუნებიდან მომდინარეობს. "ვინმეს მკაცრად მხილებას და გამოაშკარავებას ვერიდები - გული ეტკინება. უფალი თუ მწყალობს და მპატიობს, მე რატომ არ უნდა მივუტევო სხვას, ჩემს მრევლსა თუ მოყვასს?" - ამბობს წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი.

მღვდლობა თავგანწირვა და უანგარობაა
"ყველას ხვდება ცხოვრებაში რაიმე დაბრკოლება, განსაცდელი. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, მაგრამ ყველაფერს გაუვლია და საბოლოოდ კეთილი ნაყოფი გამოუღია, იმიტომ, რომ სადაც განსაცდელია, იქვეა უფლის ხელი, მისი შეგონება, მისი ენით უთქმელი ნუგეში, რომელიც აღემატება ყოველგვარ ამქვეყნიურ გაჭირვებას", - ამ შეგნებით ცხოვრობს, რადგან სწამს, რომ "სადა განმრავლდეს ცოდვა, მუნ გარდაემატოს მადლი ღვთისა".

არამცთუ ნაცნობები, ისინიც კი, ვინც ოდესმე მაინც შეხვედრია მამა რევაზს, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ის საოცრად თავმდაბალი და უანგარო ადამიანია. მნიშვნელობა არა აქვს, ნაცნობია თუ უცნობი - ყველას გულისხმიერად ეკიდება და უანგაროდ ემსახურება. უმთავრეს მიზნად სწორედ ღვთის, ეკლესიისა და მრევლის უანგარო მსახურებას მიიჩნევს. მართალია, როგორც სახარება ბრძანებს, "მუშაკი ღირსია სასყიდლისა თვისისა", მაგრამ მამა რევაზი სასყიდელს არასოდეს ითხოვს. "ამაზე საუბრისა ბავშვობიდანვე მრცხვენოდაო", - ამბობს მოკრძალებით. თუ ვინმეს სურს, საკუთარი ნებით შეეწიოს ეკლესიას, იქვეა შემოწირულობათა ყუთი. შეგროვილი თანხა ისევ და ისევ ტაძრის გამშვენებას ხმარდება (მომავალში მამა რევაზს ბაზალტის ქვით მოპირკეთებული იატაკის დაგებაც აქვს განზრახული, რისთვისაც უწმინდესისგან უკვე მიიღო ლოცვა-კურთხევა).

თანხას ქველმოქმედებისთვისაც იყენებენ. მოგეხსენებათ, როგორ უჭირს დღეს ქართველ ხალხს. "უფალი მოწყალეა და ჩვენც მოწყალენი უნდა ვიყოთო", - ამბობს მამა რევაზი, რომელსაც საოცრად შესტკივა გული თითოეული გაჭირვებულის გამო. "გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, რომ ზოგიერთს პურის ფულიც არა აქვს. ბავშვები იჩაგრებიან. მოხუცებულებს სცივათ, შიათ. არაერთხელ მითქვამს მათთვის და დღესაც ვეუბნები: "ნუ გერიდებათ, მოდით, მთხოვეთ-მეთქი". ვერ შევპირდები, რომ ყველა პრობლემას მოვუგვარებ, მაგრამ რისი ძალაც შემწევს, დავეხმარები", - ამბობს მამა რევაზი და სჯერა, რომ ღვთის მადლით ესეც მოგვარდება.

ყოველთვის მზად არის, მრევლის თითოეულ წევრს გულდასმით ესაუბროს, მოუსმინოს. "ცნობისმოყვარეობაში ნუ ჩამომართმევთ და მინდა, ყველასი ყველაფერი ვიცოდე. მაინტერესებს, რა უჭირთ, რა ულხინთ, რა შემთხვევიათ", - გვეუბნება მამა რევაზი.

ტაძარში კიდევ ერთი მღვდელმსახურია - მამა მალხაზ ყიფიანი. ის და მამა რევაზი ძმური სიყვარულით მსახურობენ.

მოძღვრის სატკივარი
მოძღვრის სატკივარია ყველა ის სოციალური თუ სულიერი პრობლემა, რაც დღეს აწუხებს ჩვენს საზოგადოებას: ზოგს მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევა სურს, ზოგს სასოწარკვეთილება მოსძალებია, არიან ისეთებიც, უმნიშვნელო რამ დიდ პრობლემად რომ ეჩვენებათ. ყველას სხვადასხვაგვარად უნდა მიუდგე, საერთო ენა გამონახო, შესაფერისი რჩევა მისცე, ნუგეში სცე. განსაკუთრებული სითბო ნარკომანებს სჭირდებათ. ყოფილა შემთხვევები, ისინი მამა რევაზთან მისულან და მალე გამოსწორების გზაზე დამდგარან, ეკლესიური ცხოვრება დაუწყიათ, თუმცა ისეც მომხდარა, რომ მოძღვრის დიდ ძალისხმევასა და თანადგომას შედეგი არ გამოუღია. "ეს ვისი ბრალია, უკვე აღარ ვიცი", - გულისტკივილით ამბობს მამა რევაზი.

"ვინც ჩემთან არ აგროვებს, იგი განაბნევსო", - უფალი ბრძანებს... როდესაც ადამიანი ღვთისთვის არ იხარჯება, მისი ცხოვრება ფუჭია, ამაო. იგი უფლის, ეკლესიის მოწინააღმდეგე ხდება. ადამიანის სული ხშირი აღსარებითა და ზიარებით განიწმინდება. როდესაც აღსარებაში ჩამოვთვლით ჩვენს ცოდვებს და ვინანიებთ, რა თქმა უნდა, ისინი უმალვე არ აღმოიფხვრება ჩვენი არსებიდან, მაგრამ უფლის მადლითა და ჩვენი მონდომებით, ავი განზრახვები იქნება თუ ჩვევები, დროთა განმავლობაში გვტოვებს. ასე კვდება ძველი ადამიანი და იბადება ახალი.

დალოცვა
მამა რევაზმა კარიბჭემდე გამომაცილა და ასე დამლოცა: "დაე "კარიბჭე" მკითხველისთვის ყოფილიყოს სასუფევლის გზის მაჩვენებელი და გამკვალავი, რადგან ჩვენი მიზანი თავად ქრისტეა. ღმერთმა ყველა თანამშრომელს შეუწიროს მსახურება. გფარავდეთ ღმერთი!"

მზით განათებული ტაძრის ეზო გახალისებულმა დავტოვე და დაღმართს დავუყევი. დიდხანს მომაცილებდა ეზოში დარგული კვიპაროსების მზერა.
ბეჭდვაელფოსტა
26.11. 2015
მარიანა
ჩვენი საყვარელი მამა რევაზი,
24.11. 2015
ქეთევანი
მამა რევაზი არის არაჩვეულებრივი პიროვნება! კეთილი, სათნო და კაცთმოყვარე! ყველას უყვარს დიდს თუ პატარას. უფალმა დალოცოს და დიდხანს ამყოფოს, ჩვენი სულიერი მოძღვარი!
26.04. 2015
მზია
მიყვარხარ მამა რევაზ. მადლობელი ვარ წმინდა ბერი გაბრიელის. დედა პარასკევასი და თქვენი. დიდი მადლობა. მადლობა უფალს!
20.03. 2015
გიორგი
მამა რევაზი არის ძალიან თბილი და ტკბილი ადამიანი...! ღმერთმა ძალ–ღონე არ მოუშალოს და უფლის წყალობა არ მოჰკლდებოდეს მას და მის ოჯახს, ასეთი კეთილი საქმის კეთებისათვის, რასაც უფლის ღირსეული მსახური ჰქვია!
19.03. 2015
ელდინო
მამა რევაზი ყველას ძალიან უყვარს.მეც მათ შორის რა თქმა უნდა. საოცრად თავმდაბალი და მშვიდი, დაუზარებელი და გამგები მოძღვარია. ღმერთმა მიცეს მშვიდობა, ჯანმრთელობა და სიკეთე თავის ოჯახთან და ჩვენთან, მის მრევლთან ერთად.
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat