მორწმუნეა ადამიანი, რომელიც მეტ ხილულს თმობს უხილავის გულისთვის
მორწმუნეა ადამიანი, რომელიც მეტ ხილულს თმობს უხილავის გულისთვის
ჩემი თაობა არ იზრდებოდა საღვთო სჯულით, მზამზარეული და ნათელი პასუხები არ გვქონია ისეთ მარადიულ კითხვებზე, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის არსებობის რაობა და დანიშნულება, ჩვენ-ჩვენი გზით მივდიოდით. ზოგიერთისთვის ეს იყო ფილოსოფიური ძიებების და ეჭვის დაძლევის, პირადი ცხოვრების გარდაქმნის, სულიერი ღელვისა და დაუკმაყოფილებლობის გაცნობიერების გზა.

ჩვენი სტუმარი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა დავით ჭანტურია ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია. ღვთისაგან ბოძებული ნიჭისა და გულმოდგინების წყალობით საფუძვლიანი განათლება შეიძინა. სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა აბაშაში, წარჩინებით დაასრულა ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, სწავლობდა ასპირანტურაში. ჭეშმარიტებისა და სულიერების ძიება მამა დავითს ეკლესიის კარიბჭემდე მიუძღვა. შემდეგ სასულიერო აკადემიაშიც სწავლობდა.

- ბავშვობას როგორ გაიხსენებთ?


- ყოველ ადამიანს საკუთარი არსებობა ბავშვობის გარკვეული ასაკიდან ახსოვს, ანუ როდესაც იწყებს თავისი გარემომცველი სამყაროს შეცნობას. პასკალს აქვს ნათქვამი - სამყაროში ყოველი მოლეკულის დანიშნულება ვიცი, ჩემი დანიშნულება კი არაო. დაახლოებით ამ აზრებს ემთხვეოდა ჩემი ფიქრები ბავშვობისას - მაინტერესებდა, ვინ ვიყავი, რა იყო ჩემი არსებობის მიზანი და დანიშნულება.

- როგორი გზით მოხვედით ეკლესიამდე და რა შეიცვალა მას შემდეგ, რამდენად არის შესაძლებელი ადამიანის ხასიათისა და ზნის შეცვლა ეკლესიის გავლენით?

- მოვინათლე ბავშვობაში. ეკლესიამდე ცოტა მოგვიანებით მოვედი. ჩვენს თაობასაც მოსწვდა ურწმუნოების მათრახი. უწინარეს ჩვენი დიდი წინაპრები გავიხსენოთ. რამდენს მეცადინეობდნენ, რომ უღვთოობის მარწუხებში გამოეტარებინათ და მზის სინათლეზე გამოეტანათ წმინდა წერილი. როცა თითქმის არსაიდან ისმოდა ჭეშმარიტი სიტყვა, ღვთის წყალობით, იმ თაობებიდან უამრავი სასულიერო პირი გამოვიდა. დღეს ხშირად გაიგონებთ, - ახალგაზრდობა იღუპებაო. დღეს მართალი სიტყვა არ არის აკრძალული. უამრავი მოზარდი და ახალგაზრდა დადის ეკლესიაში, ჰყავთ მოძღვრები. თუ ბნელში სინათლის ანთება არ არის აკრძალული, ე.ი. ბნელისა არ უნდა გვეშინოდეს, რადგან სინათლე, თუნდაც სულ მცირე, როგორც ჭაბუა ამირეჯიბი ამბობს, წყვდიადის შემანგრეველი ძალაა.

მკითხეთ, ეკლესიამდე როგორ მოხვედითო. ეს მოხდა 1993 წელს.

დიდხანს ვეძებდი პასუხს კითხვაზე - რა არის ჩემი დანიშნულება. ის სწავლა-განათლება, რომელიც მივიღე, მხოლოდ თავის რჩენის საშუალება იყო. თუ სულიერება არ დაემატა, ზოგადად იგი ასევე რჩება ხოლმე. ეს ყველაფერი დავინახე მოძღვართან ურთიერთობისას. იმ დღიდან გადავწყვიტე, გამეცნო სამყარო, რასაც ეკლესია ჰქვია. გავხდი მრევლი სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიისა და მივენდე სულიერ მოძღვარს - მამა მარკოზს (ამჟამად ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსი ანტონი). მოძღვრის საოცარმა ნიჭმა, შემოეკრიბა ადამიანები და სულიერი საზრდოთი დაეპურებინა თითოეული, მასთან ადგილი მაპოვნინა. ნება მიბოძეთ, თქვენი ჟურნალის საშუალებით ყოველივე ამისთვის მადლიერება და სიყვარული გამოვხატო მეუფე ანტონის მიმართ.

ეკლესიაში ადამიანი ხელახლა იბადება.

დავსვათ კითხვა - რა არის ზნეობრიობა?

ზნეობრიობა არის ის, რომ ხელი არ გაიწოდო იმისკენ, რაც მავნებელია კაცისთვის ან საზოგადოებისთვის. ადამმა მავნებლისკენ ხელი მაშინ გაიწოდა, როცა გონება შეეცვალა ანუ დაუჯერა ეშმაკს - ღმერთი შენზე არ ზრუნავსო. გონებრივი დაცემა განაპირობებს კაცის ზნეობრივ დაცემას. აქედან გამომდინარე, თუ ქრისტიანი ადამიანი ქრისტიანობამ არ შეცვალა და მან მავნე ჩვევის ნაცვლად ღმერთს არ გაუწოდა ხელი, ის ქრისტიანად არ იწოდება.

- როგორ გადაწყვიტეთ სასულიერო პირობა?


- ჩემი მიზანი სასულიერო პირობა არ ყოფილა, მსურდა შემეცნო ჭეშმარიტება. აქედან აღმოვჩნდი თბილისის სასულიერო აკადემიაში.

- დიაკვნად სად გაკურთხეს და როდის, მღვდლად ხელდასხმა როგორ შედგა?

- უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, დიაკვნად სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიაში მაკურთხა 1998 წლის 6 სექტემბერს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გიორგიმ. ამ ეკლესიაშივე დამასხეს ხელი მღვდლად.

სახარებაში არის ასეთი ადგილი: როცა ანდრიამ გაიგო უფლის შესახებ, გაეშურა პეტრესთან და ახარა. ასევე მეც გამიჩნდა სურვილი, წავსულიყავი იქ, სადაც მღვდელი არ იყო. მეუფე გიორგის კურთხევით, ჩავედი ჩხოროწყუში, სადაც მღვდელს დაახლოებით 80 წელი არ ემოღვაწა. ოთხი წელიწადი ვიმსახურე ჩხოროწყუში. იქ ყოფნამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა მაცხოვრის სიტყვების მარადიულ ჭეშმარიტებაში, რომ სამკალი ბევრი არს, მომკალი კი ცოტა. ღვთის მადლით, ჩხოროწყუში ბევრი ადამიანი გახდა მორწმუნე და მაზიარებელი.

- ოჯახის შესახებ რას გვეტყვით, რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ბავშვების აღზრდისას?


- მყავს მეუღლე და ოთხი შვილი: ორი ქალი და ორი ვაჟი. ოჯახში ყველამ ერთმანეთს პატივი უნდა სცეს. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ მღვდელი ოჯახშიც მღვდელია. შვილებთან ურთიერთობაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მღვდლობა არ არის პროფესია.

- თქვენს ტაძარზე გვესაუბრეთ.

- 2003 წლიდან, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ვარ ნუცუბიძის III მიკრორაიონში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის წინამძღვარი, წმინდა ტრაპეზს ვემსახურები მამა გიორგი გარდიშიანთან ერთად.

ჩვენი ტაძარი აიგო ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით. ეკურთხა 1999 წლის ოქტომბერში. იმჟამად წინამძღვარი იყო დეკანოზი ისე არხოზაშვილი. მრევლის თანადგომით ჩვენთან დღესაც მიმდინარეობს მშენებლობა: აიგო სამრევლო სახლი და სკოლა-სახელოსნო, თითქმის დასრულდა სამრეკლო, შენდება ქვის გალავანი. ეს ყველაფერი მაშინ არის მთავარი და სასიხარულო, როცა ის ახარებს ადამიანს. მადლობა ღმერთს, უამრავ ადამიანს მიჩვენებს უფალი ამ სიხარულით ანთებულს.

რაც შეეხება მრევლს, ჩემი პირადი დაკვირვებით, მრევლში წარმატებულია ის ადამიანი, რომელსაც აქვს ხშირი აღსარებითი ურთიერთობა ანუ ცდილობს მიიღოს ის, რასაც მღვდელი ეუბნება. აქედან გამომდინარე, ადამიანი მოძღვართან ურთიერთობაში იგებს, რა სთხოვოს უფალს, ანუ რისთვის სჭირდება მას ლოცვა, რომელიც არის უდიდესი საშუალება ღმერთთან მისასვლელად. ვინც ჭეშმარიტ მოძღვარს ეძებს, ის აღდგომილ მაცხოვარს იპოვის.

რას ნიშნავს მორწმუნე ადამიანი?

პავლე მოციქული ბრძანებს, - მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა. ეს სრულებით არ ნიშნავს, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს, ისე მომბაძეთ მეო, არამედ ნიშნავს - ქრისტეს მიბაძვაში მომბაძეთო. მორწმუნეა ადამიანი, რომელიც სწორად აზროვნებს.

მორწმუნეა ადამიანი, რომელიც მეტ ხილულს თმობს უხილავის გულისთვის. ადამიანმა ნებისმიერი საკუთარი საქციელი უნდა გამოიძიოს. მორწმუნე მიწაზე მისაგებელს არ ეძებს, რადგან ღმერთი უხილავია, უხილავში უნდა ემსახურო მას. აქედან გამომდინარე, გვახსენდება წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები: ეკლესია გვასწავლის არა იმას, როგორ ვიცხოვროთ ზეცაში, არამედ ხილული (მიწიერი) ცხოვრებით როგორ მოვიპოვით უხილავი (ზეცა).

- რა არის განათლება? ვინ არის განათლებული?


- ქართულ ენაში განათლება დაკავშირებულია ნათელთან. როცა ადამიანს უახლოვდება ნათელი, ის ხედავს, რომ თვით ბნელში იმყოფება და ჭეშმარიტების შემეცნების დიდი სურვილი უჩნდება.

ვინ არის განათლებული? უფალი ბრძანებს, მე ვარ ნათელი სოფლისა. როგორ გაანათლა უფალმა სოფელი? ჭეშმარიტების ქადაგებით.

უფალი არის მზე, მისი სიტყვები კი სხივები. ვინც შემოუშვებს ამ სიტყვებს გულში, ის არის განათლებული.

- დღეს განსაკუთრებით ძნელია ქრისტიანულ ფასეულობათა შეთავსება ჩვენს ყოფასთან. გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ თეორიულად ვართ ქრისტიანები და საქმით ვერ ვახორციელებთ მას.

- ქრისტიანულ ფასეულობათა შეთავსება ყოფასთან მეტ-ნაკლებად ყოველთვის ძნელი იყო, რადგან მაცხოვარი ბრძანებს, - არაამქვეყნიური არს მეუფება ჩემიო. დღეს უამრავი სულიერი საკითხი დგას ჩვენს წინაშე. ასევე იყო, ალბათ, სხვა ეპოქაშიც. მაგალითად, საეკლესიო ეტიკეტის ცოდნა, ჩაცმულობის თემა და სხვა.

ადამიანი ეკლესიაში რომ მოდის, კაბით კი არ უნდა შემოსო, არამედ სიტყვით, რადგან კაცი მაშინ გაშიშვლდა, როცა ჭეშმარიტი სიტყვა წავიდა მისგან, ჭეშმარიტი სიტყვის დაბრუნებით ადამიანი თვითონ მიხვდება, რითი შეიმოსოს.

- ჩვენს ჟურნალს რას უსურვებთ?

- ჭეშმარიტი სიტყვის თქმის უფლების ქონაზე დიდი თავისუფლება არ არსებობს. ჩვენი ერის თავისუფლებაზე მეტყველებს ამ ჟურნალის არსებობა, როცა ადამიანს შეუძლია ისაუბროს ღმერთზე და სულიერ საკითხებზე. დიდი მადლობა თქვენ, ვისაც ამ ჟურნალის არსებობაში მიგიძღვით წვლილი. ხარების მადლმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat