მღვდელი საკუთარ შეხედულებებს კი არ ასწავლის ხალხს, არამედ იმას, რაც ეკლესიამ, წმინდა მამებმა დაგვიტოვეს
მღვდელი საკუთარ შეხედულებებს კი არ ასწავლის ხალხს, არამედ იმას, რაც ეკლესიამ, წმინდა მამებმა დაგვიტოვეს
ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი (რაზმაძე). მამა გიორგი ამ უბანში გაიზარდა. მის ბავშვობაში დღევანდელი ეკლესიის ადგილას კინოთეატრი, მილიციის ოთახი და ბიბლიოთეკა იყო. როგორც თავად იხსენებს, აქ ფეხბურთიც კი უთამაშია. ამ შენობას თურმე თავიდანვე ეკლესიას ამსგავსებდა, თუმცა ტაძრის კედლები გვარიანად იყო გადაკეთებული. სულიერი ცხოვრება წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერში დაიწყო. შემდეგ გახდა სტიქაროსანი, დიაკვანი. როდესაც მღვდლად აკურთხეს, თავის სულიერ შვილებთან ერთად შეუდგა ნანატრი ოცნების აღსრულებას - ეკლესიის აღდგენას. როგორც წყაროებში მოიძიეს, ეკლესია თავიდან წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისა ყოფილა. მამა გიორგის განსაკუთრებით უყვარდა წმინდა ქეთევან დედოფალი. იმხანად საქართველოში ჯერ არ იყო ამ წმინდანის სახელობის ტაძარი. როდესაც ეკლესია აღდგა, მის უწმინდესობას სთხოვეს, იგი წმინდა ქეთევან წამებულის სახელზე ეკურთხებინათ. ღვთის მადლით, დღეს ამ ეკლესიაში იმყოფება წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილი და ის ხატიც, რომელიც განუშორებლად დაჰქონდა თან. ამჟამად ამ ტაძრის ტერიტორიაზე კიდევ ორი ეკლესიაა: სამი მღვდელმთავრის (წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა ბასილი დიდის და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის) და წმინდა სერაფიმე საროველის სახელობისა. სათუთი და მზრუნველი ხელი თითოეულ კენჭსა თუ ფოთოლს ატყვია. ღვთაებრივი სიმშვიდე განფენილა. ეკლესია და მისი შემოგარენი დღითიდღე უფრო ლამაზდება. თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელიო, - ამბობს მამა გიორგი, რომელსაც ტაძრის ეზოში ვესაუბრეთ.

- როგორი იყო თქვენი გზა ეკლესიამდე?

- ყველაფერი ღვთის განგებით ხდება ადამიანის ცხოვრებაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო სასწავლებელში ჩავაბარე. აქ მომიწია ურთიერთობა ახლა უკვე მღვდელთან, მამა შიოსთან (მენაბდე), რომელიც აქტიურ სულიერ ცხოვრებას ეწეოდა, აღსარებას ამბობდა, ეზიარებოდა. სულ მეუბნებოდა, ეკლესიაში უნდა იარო, ილოცო, იმარხულო, აღსარება თქვა, ეზიაროო. შემდეგ ჯარში გამიწვიეს. ეს იყო 1987 წელი. შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკში, 9 თვე დავყავი. მამა შიომ გამომიგზავნა სახარება, რომელსაც პირველად იქ გავეცანი. დაბრუნების შემდეგ დავამთავრე სასწავლებელი და ეკლესიაში მისვლის სურვილი გამიჩნდა. პირველად რომ მივედი, პეტრეპავლობის მარხვა იწყებოდა. მარხვა შევინახე. არ ვიცოდი, ისე ჩავდექი ზიარების მოსურნეთა რიგში და მოუმზადებლად ვეზიარე. ზიარებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ისეთი განცდა მქონდა, რომ უღირსად მივეახლე ამ სიწმინდეს. თან მეგონა, ადამიანი ერთხელ რომ იტყოდა აღსარებას, მერე ცოდვა აღარ უნდა ჩაედინა. ამის შემდეგ უფრო დავუახლოვდი მოძღვარს და მისი ხელმძღვანელობით დავიწყე სულიერი ცხოვრება. მერე ეკლესიაში ჩემი მეუღლეც მივიყვანე. 5 წელი მე და ჩემს მეუღლეს შვილი არ გვეძლეოდა. ეკლესიური ცხოვრების დაწყების მერე ღვთისაგან შვილი მოგვეცა. სემინარიაში ჩაბარება გადავწყვიტე. 24 წლისა დიაკვნად მაკურთხეს, 26 წლისას კი მღვდლად დამასხეს ხელი.

- როგორი განცდა დაგეუფლათ ამ დროს?

- დიაკვნად უწმინდესმა მაკურთხა სიონის საკათედრო ტაძარში. წელიწადნახევარი დიაკვნად ვმსახურობდი წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტერში. შემდეგ სიონის ტაძარში დამასხეს ხელი მღვდლად და ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტრის წინამძღვრად დავინიშნე. როდესაც ადამიანი დიაკვნად ან მღვდლად ეკურთხება, მას ორი სტიქაროსანი უდგას მარჯვენა და მარცხენა მხარეს, რომელთაც იგი აღსავლის კარამდე მიჰყავთ. ამას მხოლოდ სულიერი დატვირთვა როდი აქვს. ეს თუნდაც იმისთვისაცაა საჭირო, რომ ადამიანი არ წაიქცეს. ამ დროს განსაკუთრებით შეიგრძნობ სულიწმინდის მადლს. როგორც ფერისცვალების დროს პეტრეს, იაკობსა და იოანე ღვთისმეტყველს დაემართათ, მადლში მყოფნი დაეცნენ და შეშინებულნი ვეღარც იძვროდნენ, დაახლოებით ამის მსგავსი ხდება აქაც.

- მღვდლობა მადლიანი და ამავე დროს, საპასუხისმგებლო საქმეა...

- წმინდა იოანე ოქროპირის ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ მღვდლის უდიდეს პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. მოძღვარი არის ლამპარი, ღვთისა და ადამიანის დამაკავშირებელი ხიდი. მრევლის წევრი თუ არასწორად ცხოვრობს, ეს არა მარტო მათი, არამედ მოძღვრის დანაშაულიცაა, რომელიც არ ცდილობს მრევლის გამოსწორებას. პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში თავის მრევლს მიმართავს: - ყოველდღე ვკვდები, რომ თქვენში ქრისტე გამოისახოსო. ჭეშმარიტმა მოძღვარმა ადამიანში ქრისტე უნდა გამოსახოს, ადამიანი ქრისტემდე უნდა მიიყვანოს და შეეცადოს, იღვაწოს ისე, როგორც უფალი ავალდებულებს. პასუხისმგებლობა ნამდვილად დიდია. აქ რაიმე კერძო საკითხზე კი არ არის საუბარი, არამედ ადამიანის სულზე. ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა ეს საქმე, მაგრამ ერთიცაა - რაც მეტად იხარჯები უფლის სამსახურში, მით უფრო მეტი სულიერი ძალები გეძლევა. მთავარია, მორჩილებით იარო ამ გზაზე. საგულისხმოა, რომ რუსეთში რევოლუცია სწორედ მღვდლის შვილებმა მოახდინეს. როცა მღვდელი მრევლში ქადაგებდა სიწმინდეს, შინ კი ყველაფრის უფლებას აძლევდა თავს, ამის შემხედვარე მათი შვილები ყველაზე ურწმუნონი გამოვიდნენ და პირველი ქვა სწორედ მათ ესროლეს ეკლესიას. ამიტომ ადამიანმა, პირველ რიგში, ჯერ თავისი თავი უნდა გამოასწოროს, უნდა შეიგნოს, თუ ვის ემსახურება. მოძღვარმა მრევლის ტკივილი უდა გაითავისოს.

- სულიერ ცხოვრებაში დაწინაურების შედეგად როგორ იცვლება მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენების მიმართ?

- ეს ეტაპობრივად ხდება. სულიერ ცხოვრებაში არის კიბე, რომელზეც საფეხურებრივად ადიხარ. ვინც იმთავითვე ბოლო საფეხურზე ავა, შეიძლება ჩამოვარდეს და დაიმსხვრეს. ამიტომ, როცა კაცი ამ გზას დაადგება, პირველ რიგში სულიერი მოძღვრის მორჩილებაში ყოფნას უნდა შეეცადოს; უნდა იხელმძღვანელოს ეკლესიის სწავლებით, სჯულის კანონით, წმინდა მამათა გადმოცემებით. ეს ეტაპობრივი განვითარება ჯერ თავის თავზე უნდა გამოსცადოს კაცმა და მერე ასწავლოს სხვას. სირცხვილი ის კი არ არის, როცა მოძღვარმა რაიმე არ იცის, მიდის და გამოცდილ ადამიანს ეკითხება, არამედ ის, რომ თვითონაც არ იცის და უგუნურად სხვას მოძღვრავს.

- როგორი ურთიერთობაა თქვენსა და მრევლს შორის?

- ძალიან თბილი და უშუალო. ჩვენი ურთიერთობა ეკლესიის გარეთაც გრძელდება. ყოველთვის მზად ვარ, მრევლის ნებისმიერ შეხმიანებაზე ისეთი გულისხმიერება გამოვიჩინო, როგორც ეს ღვთისთვის სათნო და მათი სულებისთვის აუცილებელი იქნება. ერთი სულიც რომ დაღუპოს მოძღვარმა, მისი ცხონების საქმე უკვე საეჭვოა.

ხშირად დავდივართ წმინდა ადგილების მოსალოცად. ოთხშაბათობით და პარასკეობით მრევლის დღე იყო დანიშნული (ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, ვეღარ ვახერხებთ). ამ დღეებში ხდებოდა სულიერი საკითხების განხილვა, განსჯა. ძალიან მნიშვნელოვანია მრევლის ერთად ყოფნა, ერთმანეთის სიყვარული და გვერდით დგომა. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი".

- რითია გამორჩეული მღვდლის ოჯახი? რამდენადაც ვიცი, თქვენ ადრეულ ასაკში დაქორწინდით.

- მღვდლის ოჯახი მართლაც გამორჩეულია. მოძღვრის შვილს ბევრად მეტი მოეკითხება, ვიდრე ნებისმიერი მორწმუნის შვილს. მღვდელმა, პირველ რიგში, თავის ოჯახში უნდა აღასრულოს ის, რასაც მრევლს ასწავლის. მახსენდება ერთი მისიონერი ბერის წერილი. იგი ეპისკოპოსთან მივიდა კურთხევის ასაღებად, რათა წასულიყო აფრიკაში წარმართული ტომების მოსაქცევად. ეპისკოპოსმა კი უთხრა: წადი და შენს სახლში რომ აფრიკა გაქვს, ჯერ ის მოაქციე და მერე სხვებს უქადაგე ქრისტიანობაო. ასეა, ჯერ ჩვენ სულიერ აფრიკას, ჩვენს ოჯახს უნდა მივხედოთ, ქრისტეს მცნებებით გამოვწვრთნათ და მერე გვაქვს უფლება, სხვას მივუთითოთ და ვუქადაგოთ. ოჯახი სკოლის დამთავრებისთანავე შევქმენი, ამ დროს ჩემი მეუღლე მეათე კლასში სწავლობდა. იგი დიასახლისია. ვფიქრობ, მღვდლის მეუღლე დიასახლისი უნდა იყოს, იმიტომ, რომ მღვდელს ნაკლებად სცალია საკუთარი ოჯახისათვის. ფაქტობრივად, ჩემი მეუღლე უძღვება ოჯახს. მე ისეთ ყურადღებას ვერ ვაქცევ ბავშვებს. შინ რომ ვბრუნდები, ისინი დაძინებულნი მხვდებიან. გაბრიელი 14 წლისაა, თორნიკე - 12-ის. ბიჭები ათონელი მამების სახელზე არიან მონათლულნი.

- რას გულისხმობს ბავშვების ქრისტიანული აღზრდა?

- ბავშვებთან ძალიან გულისხმიერი დამოკიდებულება არის საჭირო. როდესაც ადამიანი ღვთის წინაშე წარდგება, მას უნდა უთხრას: აი, უფალო, ჩემი შვილები, რომლებიც შენს სადიდებლად აღვზარდეო. ბავშვი, პირველ რიგში, უნდა იყოს მშობლების მორჩილი, ღვთის მოყვარული, ხშირად უნდა ეზიარებოდეს, სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთისგან გარჩევა შეეძლოს, ცდილობდეს, სხვისი ტკივილი ეტკინოს და სხვისი სიხარული გაუხარდეს. სოლომონ ბრძენი ამბობს: მშობელი, რომელიც შვილისთვის მათრახს იშურებს, უგუნურიაო. ხანდახან სიმკაცრეც საჭიროა, რათა ბავშვი გაიზარდოს იმ სულისკვეთებით, რომელსაც უფალი ითხოვს ჩვენგან.

სამწუხაროდ, დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. ბავშვის უფლებებს გაუკუღმართებულად ასწავლიან ადამიანს. დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ მოძღვრებს, სკოლები სულ უფრო ნაკლებად კისრულობენ ბავშვების სულიერი აღზრდის ფუნქციას. არასასურველი ტენდენციები შემოვიდა სასკოლო რეფორმებში, რაც ძალიან სახიფათოა მომავალი თაობებისთვის.

- სად არის გამოსავალი იმ უამრავი პრობლემიდან, რაც დღევანდელ საზოგადოებას, მრევლს აწუხებს?

- ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას ელემენტარულიდან უნდა იწყებდეს. მრევლს ევალება ლოცვა, პირადი კანონის შესრულება, მარხვა, შაბათ-კვირას ღვთისმსახურებაზე დასწრება, წმინდა წერილის, წმინდანთა ცხოვრების კითხვა. დღეს განსაკუთრებით ცდილობს ბოროტი სული დახვეწილი ხრიკებით ჭეშმარიტი გზიდან გადადრიკოს ადამიანი. ამის შემჩნევა კი მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და ღრმად აქვს გაცნობიერებული, თუ რა არის მისთვის ეკლესია. ყოველგვარი პრობლემური საკითხის მოგვარებაც მხოლოდ ეკლესიის წიაღში შეიძლება. ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები ვერ უშველიან ადამიანს, თუკი მან საკუთარი თავი არ დაინახა, ეკლესიაში არ იპოვა იგი. მრევლის წევრობა ნებისმიერ ჩვენგანს გვავალდებულებს, ძირფესვიანად შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და ისე ვიღვაწოთ, როგორც ამას ჩვენი დიდი წინაპრები ახერხებდნენ. მხოლოდ პირჯვრის გადაწერა, სანთლის ანთება, ზედაპირულად აღსარების თქმა და ზიარება სრულყოფილებამდე, ცხონებამდე ვერ მიგვიყვანს. ღვთის წინაშე მოგვეკითხება უცოდინრობა, ღვთის მცნებების დაუცველობა. თუ ახლავე არ დავიწყეთ ღვთის მცნებების შეყვარება, მერე გვიანი იქნება.

- ხშირად გაიგონებთ, ჩვენს თანამედროვეობაში შეუძლებელია ღვთის მცნებების ზედმიწევნით შესრულება, ჩვენი დროისთვის ისინი შეუთავსებელიაო. თქვენ როგორ უყურებთ რეფორმებს ეკლესიაში?

- დღეს ხდება ეკლესიის სეკულარიზაცია, დანაწევრება. ეს არ არის სწორი. ეკლესია მიწაზე იმყოფება, მაგრამ მიწას წყვეტს თითოეულ ჩვენგანს. ეკლესია კი არ უნდა მოგვერგოს ჩვენ, არამედ ჩვენ უნდა მოვერგოთ მას. რაც გამოცდილია ქრისტეს მცნებებით, მოციქულთა ღვაწლით, წმინდანთა ცხოვრებით, წმინდა მოწამეთა სისხლით, სხვაგვარად გამოცდა აღარ სჭირდება. ჩვენ თუ მას ვანაწევრებთ, მარხვა, ლოცვა, აღსარების თქმა, ღვთისმსახურებაზე დასწრება გვეზარება, მაშინ ქრისტიანები აღარ ვყოფილვართ. წმინდანთა ცხოვრებებს ხომ იმიტომ ვკითხულობთ, რომ დავინახოთ მათი ღვაწლი ღვთის წინაშე. თუ ჩვენ არ ვცდილობთ მივბაძოთ მათ, არაფერი გამოგვივა. პავლე მოციქული ბრძანებს: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესაო". როდესაც წმინდა ქეთევან დედოფალი სპარსეთში გადაასახლეს, იქ მყოფი 100 ათასი ქართველი მას შეჰყურებდა. წმინდა ქეთევანს რომ ეღალატა სარწმუნოებისა და სამშობლოსთვის, ის 100 ათასი კაცი გადაშენდებოდა, გადაგვარდებოდა. წმინდა დედოფალი იყო სვეტი იმ დროს იმ ხალხისთვის. მისმა ლოცვამ და ღვაწლმა შეძლო ის, რომ ირანში გადასახლებულმა ქართველებმა ქართველობა დღემდე შემოინახეს და უდიდესი სიყვარული აქვთ თავიანთი სამშობლოს მიმართ. ჩვენ თუ ეს ყველაფერი დავივიწყეთ, არარაობა ვყოფილვართ. ეკლესია არანაირ რეფორმას არ ექვემდებარება. ეკლესია არა მარტო ქვის გროვაა, არამედ უფლის სახლია. ადამიანმა უნდა მისდიოს ეკლესიურ წეს-კანონებს. მღვდელი საკუთარ შეხედულებებს კი არ ასწავლის ხალხს, არამედ იმას, რაც ეკლესიამ, წმინდა მამებმა დაგვიტოვეს. მრევლი მორჩილი უნდა იყოს მოძღვრისა, მოძღვარი კი არის ქრისტეს მცნებების მორჩილი. ამიტომ ვალდებული ვართ, ეკლესიის სწავლება ხელშეუხებლად და შეურყვნელად მივიტანოთ ადამიანებთან.

- რას უსურვებთ "კარიბჭის" მკითხველს, ქართველ ხალხს, როგორ დალოცავთ მათ?

- ვისურვებ, რომ ეკლესიაში იყოს ერთობა, სიყვარული, ღვთის მორჩილება. როცა ერი ერთ მუშტადაა შეკრული, როცა ეკლესია ძლიერია, მას ბოროტი ვერ მოერევა. ქართველ ხალხს ვუსურვებ, ქრისტეს ერთგულნი ყოფილიყვნენ, როგორც წმინდა ვახტანგ გორგასალს უწერია ანდერძში: "ეძიებდით სიკვდილსა ქრისტესთვის". ეს არის ყველაზე დიდი დალოცვა. ბედნიერია ის ერი, რომელიც ამ გზით დადის. უამრავი ერი აღგვილა პირისაგან მიწისა იმიტომ, რომ ქრისტესთვის სიკვდილს არ ეძებდა. პატრიარქი ხშირად ამბობს, - ჩვენი მიწის თითოეული გოჯი წინაპრების სისხლით არის გაჟღენთილიო. სექტების დახმარებებზე კი არ უნდა გავყიდოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა, არამედ შევეცადოთ, უფრო მჭიდროდ მივეკრათ ქრისტეს, დედაეკლესიას. ეკლესია დედაა, რომელიც ტკივილით გვშობს თითოეულ ჩვენგანს თავის წიაღში, მაგრამ ამ ტკივილს შობის სიხარული მოჰყვება. დედაეკლესია გვშობს და გვამზადებს ზეციური ეკლესიისთვის. ეს არის ყველაზე დიდი სიხარული. თუ უფალი დევნეს, ჩვენც უნდა შევეცადოთ, ქრისტესთვის ყველაფერი დავითმინოთ და არასოდეს მივატოვოთ უფალი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2023
"ორჯერ ვნახე ერთი და იგივე სიზმარი, -მიყვებოდა დედა პარასკევა 20 წლის წინ , - მოვიდა ჩემთან დაღლილი მამა გაბრიელი და დასივებული ფეხები მაჩვენა.
26.05.2023
ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ.
26.05.2023
პახომი დაიბადა ზედა ეგვიპტეში - თებეში, ქალაქ ესნეს მახლობლად, III საუკუნის ბოლოს. მისი მშობლები თავგამოდებული წარმართები იყვნენ.
16.03.2022
ღირსი გერასიმე კიევში დაიბადა და ბავშვობიდანვე სწყუროდა განდეგილობა. გნილეცკის მონასტერში ჯერ მორჩილად მიიღეს,
30.05.2014
რუბრიკის სტუმარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) გახლავთ. ქართველი საზოგადოება მას კარგად იცნობს როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელსა და ამაგდარ მოძღვარს.
18.07.2013
შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ერისკაცობაში სანდრო კავსაძე დღეს უკვე მღდელ-მონაზონი ილია გახლავთ. მამა ილიას სვეტიცხოველში შევხვდი, იმ მონასტერში, სადაც ამჟამად მსახურობს.
03.09.2009
ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მამა კახაბერ კურტანიძე.
28.05.2009
ლიახვისპირელებს ისევ და ისევ ეკლესია აერთიანებს
აგვისტოს მძიმე და შფოთიანმა დღეებმა ყველა ქართველის გულში ღრმა და მოუშუშებელი იარა დატოვა. "მიუხედავად იმისა, რომ ბობოქარი და უფერული დღეები გვაქვს, თითოეული ჩვენგანი ისე ვცხოვრობთ, როგორც გვწამს ღმერთი:
02.04.2009
მაინც მჯერა, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გამოც გადაარჩენს უფალი საქართველოს
ჩვენი სტუმარი გახლავთ ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლევან კუტივაძე
19.02.2009
რუბრიკის სტუმარი გახლავთ ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat