"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 1
თავი 4. ტერტულიანე
სწავლება წმინდა სამებისა და იესო ქრისტეს შესახებ. ტერტულიანეს უდიდესი დამსახურება ის არის, რომ მან ქრისტიანული აზროვნების ისტორიაში პირველმა გამოიყენა ისეთი გამოთქმები, რომელებმაც შემდეგ წმინდა სამებასთან დაკავშირებულ მართმადიდებლურ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში, თავისი ადგილი მყარად და სამუდამოდ დაიმკვიდრა. ტერტულიანემ გამოაცხადა, რომ ძე თავისი არსით - ბუნებით იგივეა, რაც მამა; და სულიწმინდა მამისაგან გამოდის, ოღონდ ძით; ლათინურ ენაზე მან პირველმა გამოთქვა სიტყვა "სამება"; დაბოლოს, ის ქადაგებდა, რომ მამას, ძესა და სულიწმინდას ერთი ღვთაებრივი ბუნება აქვთ. მიუხედავად ამისა, როგორც დავინახეთ, წმინდა სამების მისეული გაგება ნაწილობრივი სუბორდინაციონიზმით ხასიათდება. ტერტულიანეს თვალსაზრისს თუ დავაკვირდებით, ძე, ანუ ღვთაებრივი ლოგოსი (სიტყვა), წმინდა სამების მეორე წევრი, გახლეჩილად - ორი სხვადასხვა გაგების სახით: "ზრახვად" და "სიტყვად" წარმოგვიდგება. დასაწყისში ლოგოსს არ გააჩნდა დამოუკიდებელი პიროვნული ყოფიერება და ღმერთში, როგორც მისი "ზრახვა", ისე არსებობდა; "ზრახვა" "სიტყვად" მხოლოდ შემდეგ, სამყაროს შექმნის პროცესში გადაიქცა.
მთლიანობაში, იმდროინდელი ღვთისმეტყველების შინაარსს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წმინდა სამებასთან დაკავშირებით ტერტულიანეს საკმაოდ მოწინავე შეხედულებები ჰქონდა. იგივე შეიძლება ითქვას მის ქრისტოლოგიაზე (სწავლება იესო ქრისტეს შესახებ). ცაკლეულ შემთხვევებში ქალკედონურ მრწამსს ემთხვევა ტერტულიანეს მიერ ჩამოყალიბებული მაცხოვრის მახასიათებლები: "...იესო ქრისტეში ღმერთი და ადამიანი ერთმანეთს იმისათვის შეერწყა, რომ ადამის შთამომავლობას ღვთაებრივი წესით ცხოვრება ესწავლა, ამიტომ ღმერთი ქვეყანაზე ისე ცხოვრობდა, როგორც ადამიანი" და ა. შ. ტერტულიანეს აქვს ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა, მაგალითად: "ჯვარს ეცვა ღმერთი", მაგრამ ის აქვე აღნიშნავს, რომ უნდა მოვერიდოთ ისეთ სწავლებას, რომლის მიხედვითაც მიიჩნევა, თითქოს "ძესთან ერთად მამაც ევნო". ერთი სიტყვით, ტერტულიანეს ნააზრევი ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე საუკუნეში ქრისტიანული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია ჯერ კიდევ გაუმართავი იყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ რეალობის ფონზე, მისი შემოქმედება საოცრად მართლმადიდებლურია. მლიანობაში მეორე საუკუნის დიდი ღვთისმეტყველები - იუსტინე, ირინეოსი და ტერტულიანე - ბრწყინვალე ერთიან სხვადასხვაობას წარმოადგენენ: ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაგრამ მათ სწავლებაში ბევრი საერთოა, ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ ერთადერთი, რითაც ეს ღვთისმეტყველები იყვნენ გაერთიანებული, ეკლესიური ერთობის შეგრძნება იყო, რაც თავის მხრივ ქრისტიანული მთლიანობიდან მომდინარეობდა.

ზნეობრიობის შესახებ. მორალურ თემებთან დაკავშირებულ სწავლებაში სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად ტერტულიანე ისეთ საკითხსაც განიხილავს, როგორიც არის ქრისტიანის სამხედრო სამსახური. შესაძლებელია თუ არა ქრისტიანი სამხედრო სამსახურში ჩადგეს ან სამხედრო პირებს, თუნდაც უბრალო ჯარისკაცებს, რომლებსაც კერპშეწირვა და სასიკვდილო განაჩენის აღსრულება არ ევალებათ, შეუძლიათ თუ არა ქრისტიანული სარწმუნოება გაიზიარონ. არა! ღვთაებრივ და ადამიანურ ფიცს, ღვთაებრივ და ეშმაკეულ ნიშნებს და ნათლისა და ბნელეთის ბანაკებს შორის საერთო არაფერია!.. და იმ დღიდან მოყოლებული, რაც უფალმა პეტრე განაიარაღა, სამომავლოდ ყოველი დონის სამხედრო პირს უფალმა სარტყელი შეხსნა და იარაღი აჰყარა.
("კერპთაყვანისმცემლობის შესახებ", 19)

როგორც ვხედავთ, ტერტულიანესათვის მნიშვნელოვანი ბრძოლის პროცესში სიკვდილიანობა კი არ არის (რაც დღეს ჩვენს საზოგადოებას აწუხებს), არამედ ის, რომ მაღალჩინოსნები მოვალენი არიან წარმართულ ღვთაებებს მსხვერპლი შესწირონ და სამხედრო დამნაშავეებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ. ტერტულიანე ქრისტიანების სამხედრო სამსახურის აშკარა მოწინააღმდეგეა, მაგრამ სახარებისეულ არგუმენტს "ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ" მის მსჯელობაში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. ძირითად წინააღმდეგობას ტერტულიანე იმაში ხედავს, რომ სამხედრო სამსახური, ისე, როგორც სხვა პროფესიები, რომაულ საზოგადოებაში კერპების მსახურებასთან იყო დაკავშირებული. მისი აზრით, ქრისტიანი არ უნდა ჩაეწეროს სამხედრო სამსახურში, მით უმეტეს, რომ რომის იმპერიაში აუცილებელი სამხედრო ვალდებულების კანონი არ მოქმედებდა: ჯარი ნებაყოფლობით დაქირავებული პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეებით იყო დაკომპლექტებული.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალ აღთქმაში სამხედრო სამსახურის შესახებ რაიმე ჩამოყალიბებულ სწავლებას ვერ ვხვდებით. ეკლესიის ისტორიას ახსოვს წმინდანები, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. ამასთან, ზოგიერთის პიროვნების კანონიზების მიზეზი ძალადობისადმი წინააღმდეგობა იყო (მაგალითად წმინდა ბორისი და გლები). ქრისტეს არასოდეს მოუწოდებია დეზერტირობისკენ. ახალი აღთქმის ეპიზოდებში ჩვენ ვხედავთ ღვთისმოსაობით გამორჩეულ ადამიანებს, რომლებიც რომაელი სამხედრო მოსამსახურეები არიან (მაგალითად ასისთავი კორნილიუსი).

ყოველი ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი სწავლება, რომელიც ძალადობისადმი წინააღმდეგობას უარყოფს, საზოგადოებრივ ურთიერთობაში დამკვიდრებული თვალთმაქცური ცხოვრების წესის გამო თვალთმაქცობით მთავრდება. ერთი საზოგადოებრივი პრობლემის მეორისგან დამოუკიდებლად განხილვა შეუძლებელია: ასე მაგალითად, თუ ადამიანი სამხედრო ძალადობაში მონაწილეობის კატეგორიული წინააღმდეგია, მაშინ გადასახადების გადახდაზეც უარი უნდა განაცხადოს და არც არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამდენად, ერთადერთ ალტერნატივად შეიძლება ბერობა ჩაითვალოს, რადგან მხოლოდ ეს გზა იძლევა საზოგადოებისაგან იზოლირების საშუალებას.

ტერტულიანე მიიჩნევდა, რომ არა მხოლოდ სამხედრო სამსახური, არამედ ქრისტიანისათვის მრავალი სხვა პროფესიაც მიუღებელია. ამავე დროს, ტერტულიანე მოითხოვდა, ქრისტიანები სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ სამსახურებში დაეშვათ. საქმე ის არის, რომ ვინაიდან რომის იმპერიაში ქრისტიანებს საშიშ სექტანტებად და მოღალატეებად მიიჩნევდნენ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სამსახურებში თანამდებობის დაკავება მათ აკრძალული ჰქონდათ. თავის "აპოლოგიაში" ტერტულიანე წარმართებზე ქრისტიანების უპირატესობას ასაბუთებს. ის ამტკიცებს, რომ წამოყენებული ბრალდებების მიუხედავად, ქრისტიანებისათვის ყოველგვარ ჯგუფებად და სექტებად დაყოფა უცხოა. ტყუილია და ცილისწამებაა, როდესაც ქრისტიანებს მოღალატეებად იხსენიებენ, რადგან ისინი მთელი ქვეყნის, ანუ შინაურის და გარეულის მიმართ უბრალონი და ლოიალურები არიან:

უნდა ითქვას, რომ ჩვენს მიმართ მეტი სიმშვიდის გამოვლინებაა საჭირო ან უკიდურეს შემთხვევაში რელიგია, - განაგრძობს ტერტულიანე, - რომელსაც ვერაფერ იმის მსგავს ბრალს ვერ დასდებ, რითაც ცალკეულ ბრბოთა თავყრილობები ხასიათდება, ნებადართულად უნდა ჩაითვალოს. ბრბოთა არსებობა, თუ არ ვცდები, იმის გამო იკრძალება, რომ ცალკეული პარტიების დაპირისპირებით ერთმანეთის პირისპირ შეიძლება მოსახლეობა აღმოჩნდეს და ქვეყანაში სიმშვიდე დაირღვეს: ასეთ ჯგუფებს თავისუფლად შეუძლიათ არეულობა შეიტანონ სახალხო კრებასა და სენატში, სიტყვა შეაწყვეტინონ ორატორს, გააჩერონ საზოგადოებრივი სანახაობა. ამას ხალისით ახორციელებენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი ძალადობა შეკვეთილია. ვინაიდან არც განდიდებისკენ, არც ჩინ-მედლებისადმი არანაირი ლტოლვა არ გაგვაჩნია, ასეთი შეთქმულებების მოწყობა ჩვენთვის ყოველგვარ ინტერესს მოკლებულია. ჩვენ არასოდეს არ ვერევით საზოგადოებრივ საქმეებში: ჩვენთვის რესპუბლიკა მთელი ქვეყანაა.
("აპოლოგია", 38)

ქორწინებაში ტერტულიანე აბსოლუტური მონოგამიის მომხრე იყო. აი, რას სთავაზობს იგი საკუთარ მეუღლეს მისი (ტერტულიანეს) გარდაცვალების შემთხვევაში:

ამრიგად, თუ ღვთის ნებით მე შენზე უწინ მოვკვდი, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ღმერთმა დაარღვია შენი ქორწინება. და ისმის კითხვა: რატომ უნდა იზრუნო იმის აღდგენაზე, რაც თავად ღმერთმა დაარღვია? რატომ უნდა თქვა საკუთარ თავისუფლებაზე უარი და რატომ უნდა დაიდო ახალი ბორკილი?!. ჩვენ შეგვიძლია მოვიშველიოთ ეკლესიური ცხოვრების წესი და ეპისკოპოსთა შერჩევისათვის მოქმედი მოციქულთა განჩინება, სადაც გარკვევით წერია: "ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი" (1 ტიმ. 3:2) და იმისათვის, რათა დაცული იქნეს სიწმინდე და უცოდველობა, საკურთხეველთან მსახურებისთვის მხოლოდ ქვრივნი დაიშვებიან, ქვრივად კი "...შეიძლება შეირაცხოს არანაკლებ სამოცი წლისა, ერთნაქმარევი" (1 ტიმ. 5:9). გავიხსანოთ ეს წესები და ისე განვსაჯოთ, რა ზიანს იწვევს მეორედ ქორწინება.
("ცოლისადმი", 1:7)

ამ ტექსტიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ადრექრისტიანული ეპოქის სასულიერო და სამოქალაქო პირების თვითშეგნებაში ერთიანი ეთიკა მოქმედებდა. მონოგამია, რასაც ქრისტიანისგან ასე ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს გადმოცემა (ეფ. 5:22-33) - უნიკალურია და მხოლოდ ქრისტიანული რელიგიისათვის არის დამახასიათებელი. ქრისტიანობა ქორწინებას ღვთაებრივი წარმომავლობის საიდუმლოდ მიიჩნევს და მასში იესო ქრისტესა და ეკლესიის მუდმივი კავშირის ხატს ხედავს. შესაბამისად, ქორწინება ღვთაებრივ არქეტიპთან მიმართებით მარადიულ განზომილებად განიხილება, ამიტომ ყოველი ცალკეული ქრისტიანული ქორწინება მისტიკური თვალსაზრისით განუმეორებელია.

მართლმადიდებლური ქრისტიანობის პრაქტიკაში მკაცრად ჩამოყალიბებული განქორწინების წესები არასოდეს არსებობდა. ეკლესიისათვის უცხოა ადამიანის ცხოვრებისადმი მკაცრი იურიდიული დამოკიდებულება. ამიტომ საიდუმლოს განგებულებაში ყოველთვის იგულისხმება როგორც ადამიანის შესაძლო შეცდომა, ისე ღვთის წყალობა. მაგრამ მონოგამია, როგორც იდეალი, ქორწინების ის ნორმაა, რომლისკენაც ქრისტიანი უნდა მიისწრაფოდეს.

დასასრულ, ტერტულიანეს ზნეობრივი სწავლებიდან კიდევ ერთ საინტერესო მაგალითს მოვიყვანთ. ქალის ჩაცმულობის, ვარცხნილობისა და სამკაულების გამოყენების შესახებ საუბრისას არა მხოლოდ ტერტულიანეს მკაცრი ასკეტური ზნე ვლინდება, არამედ აქ უკვე თავს იჩენს მისი უარყოფითი დამოკიდებულება ტექნიკური და ხელოვნების დარგების მიღწევების მიმართ. ტერტულიანე მიიჩნევს, რომ ადამიანის ბუნებრივი გარეგნობა ამ მიღწევების მოხმარების მსხვერპლი ხდება, ბუნებრივი ხატის შელამაზებით ადამიანის ყურადღება საკუთარი ხატის შერყვნაზე მახვილდება და მთავარზე, ანუ სულიერ სრულყოფილებაზე ზრუნვისადმი და ღმერთის წინაშე სრულყოფილად წარდგომისადმი ინტერესი იკარგება:

განთავისუფლდით თქვენი მრავალრიცხოვანი სამოსის, მორთულობისა და მოკაზმულობისაგან, ნუ ეწირებით გაზვიადებულ მომხიბვლელობას, უარი თქვით გადამეტებულ ფუფუნებაზე, - ბრძანებს ტერტულიანე, - რა სიკეთეა, თუ თქვენს გარეგნობაში ადამიანებმა ამაო პომპეზურობა და უხამსი ნებივრობა დაინახეს და თქვენს სახეზე არ აღიბეჭდა უბრალო სახარებისეული მოკრძალებულობა, თავმდაბლობა, უმანკოება და ქრისტიანული ღვთისმოსაობა? ძნელად მისახვედრი არ არის, რამდენად მიუღებელია ქრისტიანული სიწმინდისათვის ფუფუნებაში განცხრომით ცხოვრება, რადგან მას ადამიანი სრულ მიწიერ უწესრიგობამდე და აშლილობამდე, სულიერ სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს... ჭეშმარიტად სამართლიანია აზრი, რომ ნივთთა ლაზათით დამშვენებული ადამიანი ნივთთა გარეშე საკუთარ სილამაზესაც კარგავს და მას სრული უფერულება და უსახობა ეუფლება... სხვა საკითხია, როდესაც ბუნებრივ სილამაზეს მოკლებული თავის გარეგნულ არასრულყოფილებას და შინაგან შფოთვას ფერ-უმარილით ან სხვა რაიმე მსგავი ბუნებრივი საშუალებით დაამშვიდებს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat