შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი III. რომის კათოლიკური ეკლესიის სარწმუნეობრივი მოძღვრება
(გაგრძელება)

რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლება წმინდა წერილის, წმინდა გადმოცემისა და წმინდა საიდუმლოებათა შესახებ
რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლება წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის შესახებ
კათოლიკურმა ეკლესიამ ძველი აღთქმის კანონი მნიშვნელოვნად გააფართოვა და ტრიდენტის კრების გადაწყვეტილებების შესაბამისად მასში არაკანონიკური წიგნებიც შეიტანა.

ასევე მართმადიდებლურ ეკლესიასთან შედარებით კათოლიკეებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს წმინდა გადმოცემის შინაარსობრივი მნიშვნელობა და მისი გამოყენების სივრცე. მათ მიაჩნიათ, რომ წმინდა გადმოცემა შეიძლება ვითარდებოდეს, მაგრამ მისი განვითარების კანონიერი ჩარჩოები დროის ამა თუ იმ მონაკვეთში უწინარესად რომის პაპის მიერ უნდა იყოს განსაზღვრული.

ვატიკანის II კრებამ წმინდა გადმოცემის მოქმედების სივრცის გაფართოებას კანონიერი საფუძველი შეუქმნა. ამ კანონის შესაბამისად, ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებასთან ზიარების ახალ სახედ და საშუალებად საეკლესიო მასწავლებლობა განისაზღვრა. ამრიგად, თანამედროვე კათოლიკური ტრადიცია წმინდა წერილს, წმინდა გადმოცემას და საეკლესიო მასწავლებლობას რწმენის სამ ძირითად და თანასწორ წყაროდ აღიარებს. ამ სამი წყაროდან ნებისმიერი ერთის მოქმედება ორი დანარჩენის ფუნქციონირებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ერთობლიობაში ყველა ეს სიახლე საშუალებას იძლევა საეკლესიო ცხოვრებაში, ჭეშმარიტების რწმენასა და ღვთის სიტყვის გაგებაში ნებისმიერი ცვლილება იქნეს შეტანილი.

კათოლიკური ეკლესია მსოფლიო კრებებად ისეთ თავყრილობებს აღიარებს, რომლებიც მსოფლიო ეკლესიაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ ჩატარდა, ესენია: კონსტანტინოპოლის IV კრება, ლატერანის I, II, III, IV და V კრებები, ლიონის I და II კრებები, კონსტანცის, ფერარა-ფლორენციის, ტრიდენტისა და ვატიკანის ორი კრება.

კათოლიკეების კრებებზე და რომის ეკლესიის საჭეთმპყრობელთა მიერ ცალმხრივად მიღებულ მთელ რიგ კანონებს წმინდა გადმოცემის ღირსება მიენიჭა. სადღეისოდ რომის კათოლიკური ეკლესიის სიმბოლური და დოქტრინალური კრებულები ამ მასალებზეა აგებული.

უწინარეს ყოვლისა ეს არის "ტრიდენტის კრების კანონები, დეკრეტები" და აღმსარებლობა, რომელიც ტრიდენტის კრებაზე იქნა მიღებული. ამ ნორმატიული დოკუმენტების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლების შინაარსი იმ დროისათვის უკვე დაწყებულ პროტესტანტულ მოძრაობასთან მიმართებით არის განსაზღვრული. "რომაული კატეხიზმოც", როგორც რომაული აღმსარებლობის მოკლე სწავლება, სწორედ ტრიდენტის კრების დამთავრების შემდეგ იქნა შედგენილი.

რომაულ ღვთისმეტყველებაში სიმბოლური შინაარსის კანონების გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება რომის ეპისკოპოსის უცდომელობის საკითხთან დაკავშირებულ ვატიკანის I კრების გადაწყვეტილებებს და ახალ მარიოლოგიურ დოგმატებს.

რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლება წმინდა საიდუმლოებათა შესახებ
რომის ეკლესიამ, ისევე როგორც მართლმადიდებელმა, შვიდივე საიდუმლო დღემდე შეინარჩუნა. მაგრამ კათოლიკეებმა მსოფლიო ეკლესის გაყოფის შემდეგ თითქმის ყოველ საიდუმლოში საგრძნობი ცვლილებები შეიტანეს.

უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ თავად საიდუმლოებების ბუნება ეკლესიების მიერ სხვადასხვაგვარად იქნა გაგებული, თუმცა მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების მიერ წამოწყებული ლიტურგიული აღორძინების გამო დღეს ეს განსხვავება არცთუ თვალში საცემია.

საიდუმლოებათა ბუნების გაგებაში, რომელიც კათოლიკურ ღვთისმეტყველებაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ობიექტური და სუბიექტური საწყისების ურთიერთმიმართება და მათი მოქმედების შინაარსია დარღვეული. პირველი ანუ ობიექტური კანონის შესაბამისად, ხელდასხმული ღვთისმსახურის მიერ საიდუმლოს სწორად აღსრულებას, ხოლო მეორე ანუ სუბიექტური საიდუმლოს აღსრულებისთვის მორწმუნის შესაბამის მზადყოფნას გულისხმობს. ამრიგად, ობიექტური მხარე საიდუმლოთა შეურევნელობას და ნამდვილობას უზრუნველყოფს, სუბიექტური - საიდუმლოს მადლმოსილებით მოქმედების აუცილებელი პირობაა. როგორც ვხედავთ, საიდუმლოს სრულფასოვნად განხორციელება არ არის დამოკიდებული მისი აღმსრულებლისა და საიდუმლოში მონაწილის პირად ამქვეყნიურ ღირსებებზე. საიდუმლო მოქმედებს მაშინ, თუ იგი სწორად და კანონიერად სრულდება და იმ რწმენისა და ზნეობრივი მდგომარეობის შესაბამისად, რომელიც პიროვნებას გააჩნია, რომელზეც საიდუმლო უნდა აღსრულდეს. თუ ადამიანი საიდუმლოსადმი უღირსად განემზადა და განეწყო, შესაძლებელია განხორციელების პროცესში საიდუმლოს არსიც კი შეიცვალოს და მადლის ნაცვლად ადამიანმა სასჯელი დაიმსახუროს. მაგრამ ამ თვალსაზრისის საპირისპიროდ, ტრიდენტის კრების დადგენილებაში ნათქვამია, რომ მადლის გადმოსვლა საიდუმლოს აღმსრულებლის ან მასში მონაწილის სულიერ ღვაწლსა და რწმენაზე კი არა, თავად საიდუმლოს ქმედებაზე, ანუ მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ კათოლიკურ თვითშეგნებაში საიდუმლოს ქმედითობა მისი აღსრულების თანამოქმედია. საიდუმლოს შესრულების პროცესში საკმარისია საიდუმლოში გაღებული ღვთაებრივი მადლის მიღებას არ ეწინააღმდეგებოდეს ის, ვინც მადლი უნდა მიიღოს და კეთილი მიზნები ამოძრავებდეს იმას, ვინც ეს საიდუმლო უნდა აღასრულოს. ტრიდენტის კრებაზე გამოთქმული სიტყვების შესაბამისად ამ სწავლებას დაერქვა "ოპუს ოპერატუმ", რაც განხორციელებულის ძალით მოქმედს ნიშნავს.

ვინაიდან, კათოლიკური თვალსაზრისით, თავად საიდუმლო მხოლოდ მის ქმედებაზე, ანუ მიმდინარეობაზეა დამოკიდებული, გასაგებია, ტერმინ "ოპუს ოპერატუმ"-ის გაჩენის საფუძველი რატომ გახდა რწმენა, რომ ადამიანზე მადლი მისგან დამოუკიდებლად, ანუ გაუცხოებულად მოქმედებს. სხვათა შორის, ეს აზრი მთელ კათოლიკურ აღმსარებლობას წითელ ზოლად გასდევს. მართლმადიდებლური თვალსაზრისით, წმინდა საიდუმლოს ქმედითობა ღვთაებრივ და ადამიანურ ერთობლივ მოქმედებაზეა დამოკიდებული, ეს არის მომენტი, რომლის დროსაც ადამიანის მიერ გაწეულ სულიერ ძალისხმევას, ანუ მის სულიერ მზაობას, საიდუმლოს განხორციელების პროცესში ღვთაებრივი მადლი უერთდება. სწავლება îðუს ოპერატუმ კი თავისი შინაარსით აშკარად ეწინააღმდეგება დებულებას საიდუმლოში ღმერთის ყოვლად გამჭოლი ძალის მოქმედების შესახებ, რადგან მოძღვრის მიერ საიდუმლოს აღსრულების პროცესში ღვთაებრივი მადლი ადამიანზე მისი სულიერი მზაობის თანაზომიერი ძალით გადმოდის, ანუ გადმოდის იმდენი, რამდენიც შეიძლება ადამიანმა დაიტიოს.

ამ სწავლებას ასეთი პირვანდელი სახით თანამედროვე კათოლიკობაში ვერ შევხვდებით, დღეს იგი წარსულის სავალალო შეცდომად არის აღიარებული. მაგრამ, როგორც ბევრი სხვა რამ, გაუცხოებული მადლის მოქმედების იდეა, რომელიც კათოლიკურ აზროვნებაში ასეული წლების მანძილზე კულტივირებდა, თუ კათოლიკურ ეკლესიაში არა, ყოველდღიურობაში დღესაც ცოცხალია და მისი არსებობა ქვეცნობიერსა და საკრამენტულში აშკარად შეიგრძნობა.

ამ იდეის კვალი კათოლიკურ ეკლესიაში აშკარაა, რადგან: ლათინური წესის ევქარისტიულ კანონში არ არსებობს სულიწმინდის მოწვევა (ეპიკლეზა); გარდმოარსების მომენტად მაცხოვრის მიერ დადგენილი სიტყვების წარმოთქმა მიიჩნევა; ევქარისტია ხმიადზე (უცომოზე, უფუარზე) სრულდება; რომის კათოლიკურ ეკლესიაში საერო პირები, როგორც წესი, მხოლოდ ერთი სახით - პურით ეზიარებიან; ჩვილებს ისინი საერთოდ არ აზიარებენ.

სწავლება წმინდა ნაწილების გარდმოარსების შესახებ XIV საუკუნეში სქოლასტიკურ ღვთისმეტყველებაში იქნა შემოღებული, დამკვიდრდა მხოლოდ XV საუკუნეში. ეს წესი სადავო მაშინვე, ფერარა-ფლორენციის კრებაზე გახდა, ხოლო ბერძნულ ღვთისმეტყველებაში ამ წესმა უდიდესი პოლემიკა და გაუგებრობა გამოიწვია.

სადავო საკითხის საფუძველად ახალი მოსაზრება გადაიქცა, რომლის მიხედვითაც, წმინდა ნაწილების კურთხევისთვის მაცხოვრის სიტყვები: "მიიღეთ და ჭამეთ..." და "სუთ ამისგან ყოველთა..." - უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მღვდლის მიერ წარმოთქმული ლოცვა. ტრადიციულად, კათოლიკური ლიტურგიკა მღვდლის მიერ მაცხოვრის სიტყვების წარმოთქმას საიდუმლოს აღსრულების დაწყების მომენტად მიიჩნევს. მათი თვალსაზრისით, ეს არის საიდუმლოს განხორციელების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა. კათოლიკეები ფიქრობენ, რომ ევქარისტიის საიდუმლოს მაკურთხეველი ძალა მხოლოდ მღვდლის მიერ წარმოთქმულ მაცხოვრის სიტყვებშია, ხოლო მართლმადიდებლურ ლიტურგიაში მოქმედ სულიწმინდის მოწვევას კათოლიკური ეკლესიის ღვთისმეტყველები ჯერ კიდევ ფლორენციის კრების დროს საზიარებლად მოსული მრევლისთვის განკუთვნილ ლოცვად მიიჩნევდნენ. ამასთან, ამ სწავლებაში აშკარად გამოსჭვივის ფილიოქუე-ს გავლენა, რომელმაც კათოლიკური ცნობიერებაში სულიწმიდას წმინდა სამებაში არასრულფასოვანი ადგილი მიუჩინა.

აღმოსავლური ლიტურგიული ტრადიციის მიხედვით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სულიწმინდის მოწოდებისთვის ღმერთისადმი მართალთა ლოცვით მიმართვას, რომელიც მღვდლის უშუალო წინამძღვრობით აღესრულება. მართლმადიდებლური თვალსაზრისით ეს არის ღვთისა და ადამიანის წინასწარგანსაზღვრული თანამონაწილეობა, რომლის დროსაც მლოცველები ღმერთს მიმართავენ, რათა წმინდა ძღვენში უმაღლესი მადლი და მიწიერი ლოცვა გაერთიანდეს: "მომხსენებელნი უკუე საცხოვრებელისა ამის მცნებისა... მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას და უსისხლოსა მსხვერპლსა... და გხადით შენ, და შეგივრდებით, და გევედრებით, გარდამოავლინე სული შენი წმიდა ჩუენ ზედა, და წინა მდებარეთა ამათ ძღვენთა ზედა... და ჰყავ უკუე პური ესე..." პარადოქსულია, მაგრამ ევქარისტიის კანონის სწორედ ეს ნაწილი, სადაც უდიდეს საიდუმლოში ნათლად ჩანს მართალთა თანამონაწილეობა, დასავლეთის ლიტურგიული ტრადიციისთვის ზედმეტი აღმოჩნდა. როგორც ვხედავთ, კათოლიკური ეკლესიის კანონში კვლავ თავს იჩენს გაუცხოებულად მოქმედი მადლის ზეგავლენა. სწორედ აქ, ამ მონაკვეთში, საიდუმლოს აღსრულების დროს მრევლის ყურადღება ღმერთზე კი არ არის განჭვრეტილი, არამედ უფლის სიტყვებზე, რომელიც მორწმუნეებისადმი იყო მიმართული და რომლის შემდეგაც უდიდესი საიდუმლო მართალთა მონაწილეობით უნდა აღესრულოს.

კათოლიკეები მიიჩნევენ, რომ უფალმა საიდუმლო სერობა უფუარების პირველ დღეს ჩაატარა და ამიტომ საფუვრით გამომცხვარ პურს ვერ გამოიყენებდა. ამ მოსაზრებას წმინდა წერილსა და წმინდა გადმოცემაში საკმარისი საფუძველი არ გააჩნია. მართლმადიდებელთათვის ხმიადი ძველი აღთქმის პასექის სიმბოლოს წარმოადგენს. ტრადიციულად, ახალი აღთქმის ეკლესიაში ევქარისტიას იმ პურით აღასრულებდნენ, რომელიც მორწმუნეებს ტაძარში მოჰქონდათ, და ის არა მხოლოდ ევქარისტიისთვის, არამედ საერთო ტრაპეზის - აღაპისთვისაც გამოიყენებოდა. უფუარი პურით ევქარისტიის ჩატარების ტრადიცია ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ფოტის მიერ იქნა დაგმობილი. ეს დავა თავის დროზე დიდი განხეთქილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
KARIBCHE
ნათლისღების კათოლიკური ტრადიცია მართლმადიდებლურისგან ნათლობის ფორმულითა და საიდუმლოს განხორციელების წესით განსხვავდება. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: თვით ქრისტესაც კი არ უთქვამს მოციქულებისათვის: "მე თქვენ გნათლავთ სულითა წმიდითაო", მან ბრძანა: "ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა". ლათინური წესით ნათლისღების დროს ნათლისღების ისეთი ფორმულა გამოიყენება, რომელშიც პირველი პირის სახელით წარმოითქმება: "მე შენ გნათლავ სახელითა..." ეს არის მოციქულთა 49-ე კანონის არასწორი ინტერპრეტაცია.

კათოლიკურ ეკლესიაში შთაფლვის ნაცვლად საყოველთაოდ წყლის პკურებაა (წყლის გადავლებაა) მიღებული. ეს არღვევს საიდუმლოს სიმბოლურ შინაარსს, რომლის მიხედვითაც შთაფლვით ადამიანი ძველი აღთქმიდან სიმბოლურად კვლავ დაბადებით ახალ აღთქმაში გადადის.

მირონცხებას კათოლიკურ ტრადიციაში კონფირმაცია ეწოდება და, როგორც წესი, მას ეპისკოპოსი მირონცხებითა და ხელდასხმით აღასრულებს. მირონცხება კათოლიკურ ეკლესიაში ნათლისღებისაგან ცალკე სრულდება და ეს მაშინ ხდება, როდესაც მონათლულ მოზარდს 14 წელი უსრულდება.

მღვდლობის საიდუმლოში პირველი ძირითადი განსხვავება ის არის, რომ კათოლიკური ეკლესიის მღვდელს ქორწინებაში ყოფნის უფლება არ აქვს. მეორეა კარდინალის ღირსების დაწესება, რომელიც ეპისკოპოსსა და არქიეპისკოპოსზე მაღლა დგას.

სადავო არ არის, რომ კათოლიკურ ეკლესიაში სასულიერო პირთა დაუქორწინებლობის (ცელიბატის) შემოღება აბსოლუტურად გაუმართლებელ იყო. ეს ტრადიცია წმინდა წერილსა და წმინდა გადმოცემას პირდაპირ ეწინააღმდეგება. წმინდა წერილში აშკარად ჩანს, რომ როგორც მინიმუმ ორ მოციქულს, პეტრეს და ფილიპეს მეუღლეები ჰყავდათ (მათ. 8:24; საქმ. 21:8-9), ასე რომ თავად რომის კათედრის დამაარსებლის, წმინდა პეტრეს ოჯახური მდგომარეობა რომის ეკლესიის თანამედროვე კანონიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ასევე ცნობილია პავლე მოციქულის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება სასულიერო პირებს ერთი ცოლის მეტი ჰყავდეთ. დაწერილია: "ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი" (1 ტიმ. 3:2,4,12). საეკლესიო კრებების მთელ რიგ მასალებში აშკარად ჩანს, რომ სასულიერო პირები ქორწინდებოდნენ, ხოლო წმინდა მოციქულთა კანონები პირდაპირ მიუთითებენ, რომ სასულიერო პირს ოჯახის მიტოვების უფლება არ აქვს.

დასანანი ის არის, რომ რომის კათოლიკურ ეკლესიაში ცელიბატის შემოღების ნამდვილ საფუძველს სულაც არ წარმოადგენდა ასკეტური მიზნები. ეს გადაწყვეტილება პრაქტიკული ინტერესებიდან მომდინარეობდა და ის წარმოადგენდა სასულიერო პირებზე მაქსიმალური კონტროლის დაწესების საშუალებას, რადგან მათი პიროვნული ინტერესები ეკლესიის კედლებს არ უნდა გასცდენოდა. ამდენად, ცელიბატი ქორწინების არსს არ აკნინებს და არ ეწინააღმდეგება.

კარდინალების ინსტიტუტის შემოღება და განვითარება ასევე კათოლიკური ეკლესიოლოგიის ნაყოფია. თავად კარდინალი რომის პაპის შემდეგ კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი იერარქიული საფეხურია და ღირსებით ეპისკოპოსზე მაღლა დგას. რომის პონტიფიკოსს კარდინალების კოლეგია საკუთარი წრიდან ირჩევს. თავდაპირველად კარდინალებად შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები. ხოლო 1962 წლიდან კარდინალის წოდება მხოლოდ ეპისკოპოსის ღირსებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

კარდინალების ინსტიტუტის შემოღების საფუძველი ეკლესიაში იერარქიული სისტემის ძალაუფლებისა და საკრამენტულ ნაწილად დაყოფაა, რომლის მსგავსიც მართლმადიდებლობაში არასოდეს განხორციელებულა. აღმოსავლეთში ეკლესიის უმაღლესი სამღვდელოება ყოველთვის დაკავშირებულია საკრამენტულ მსახურებასთან, რაც ფაქტობრივად მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიის წყაროს წარმოადგენს. ეპისკოპოსის უფლება და მოვალეობაა, მართოს თავისი სამრევლო უწინარეს ყოვლისა იმის გამო, რომ მღვდელმთავრად თავის საეპისკოპოსოში სწორედ ის გვევლინება. ამიტომ მართლმადიდებლისთვის სრულიად გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა ეკლესიაში ეპისკოპოსის გვერდით მმართველის ფუნქციით კარდინალ-დიაკვანს ან კარდინალ-მღვდელს ემოქმედა, რადგან მღვდელმთავრის ფუნქციის შესრულება არც ერთსა და არც მეორეს არ შეუძლია. ამ თვალსაზრისის არაპირდაპირი მტკიცებულებაა, რომ 1962 წლიდან ყველა კარდინალი ეპისკოპოსთა ღირსების მქონე სამღვდელოებიდან იქნა არჩეული. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ამავე დროს წარმოქმნის კითხვას: რით განსხვავდება კარდინალად არჩეული ეპისკოპოსი ჩვეულებრივი ეპისკოპოსისგან და რაში მდგომარეობს კარდინალის ინსტიტუტის გამორჩეული მნიშვნელობა.

ცოლქმრობა კათოლიკურ ეკლესიაში დაურღვეველ ერთობად მიიჩნევა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ის შეიძლება ბათილადაც გამოცხადდეს. ქორწინებაში საიდუმლოს თავად დასაქორწინებლები აღასრულებენ, მღვდელი აქ მხოლოდ მოწმის ფუნქციის შემსრულებლად გვევლინება, რაც, თავის მხრივ, საიდუმლოს ბუნებისთვის შეუსაბამოა. ადრეულ ეკლესიაში ქორწინების დამტკიცება და კურთხევა ევქარისტიული ჭურჭლით ხდებოდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat