შედარებითი ღვთისმეტყველება
შედარებითი ღვთისმეტყველება
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი III. რომის კათოლიკური ეკლესიის სარწმუნეობრივი მოძღვრება
(გაგრძელება)

რომის კათოლიკური ეკლესიის მარიოლოგიური დოგმატები
უკანასკნელი საუკუნე-ნახევრის მანძილზე რომის კათოლიკურ ეკლესიას ორი ახალი დოგმატი შეემატა. ესენია: დოგმატი ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ და დოგმატი ღვთისმშობლის სხეულებრივად ზეცად ამაღლების შესახებ. ამ ორ სწავლებას მარიოლოგიური დოგმატები დაარქვეს. ასეთი კერძო საღვთისმეტყველო შეხედულებების დოგმატიზების საფუძველი სხვა, უფრო ადრე შემოღებული კათოლიკური მოძღვრება გახდა, რომელსაც თავის დროზე სწავლება დოგმატიკის განვითარების შესახებ ეწოდა. მაშინ ამ სიახლემ რომის კათოლიკური ეკლესია მსოფლიო ეკლესიის მემკვიდრეობას კიდევ უფრო მეტად დააშორა.

ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის ღვთისმეტყველური დასაბუთების პირველი მცდელობა ჯერ კიდევ IX საუკუნეში, კორბის მონასტრის აბატმა, ეგზეგეტიკოსმა პასხაზი რედბერტმა განახორციელა. ამ საკითხის ფესვებს კი იმ მოკრძალებულ დამოკიდებულებამდე მივყავართ, რომელსაც ქრისტიანები ჯერ კიდევ მოციქულების მოღვაწეობის პერიოდში ღვთისმშობლისადმი ამჟღავნებდნენ.

დასავლეთის ეკლესიაში ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის მიმართ ასეთი ყურადღება დოგმატურზე უფრო მეტად ისტორიული მიზეზებით არის განპირობებული. XI საუკუნეში უბიწოდ ჩასახვის მიმართ გამორჩეულმა თაყვანისცემამ დაიწყო გავრცელება. ეს პროცესი პირდაპირ უკავშირდება "ცელიბატს", ანუ კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირთა დაუქორწინებლობის კანონს, რომელიც მაშინ პაპმა გრიგოლ VII-მ საბოლოოდ დაამტკიცა. ამ სიახლეს კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირთა დიდი უმრავლესობა დაუპირისპირდა და ცელიბატის ძალით დამკვიდრების საპასუხოდ, პაპის ძალაუფლების მოქმედების ქრისტიანულ სივრცეში უბიწოდ ჩასახვის თაყვანისცემის ტრადიცია გავრცელდა. სამღვდელოებას მიაჩნდა, რომ ეს სიახლე ქორწინებას მეტ დამაჯერებლობასა და სიწმინდეს მიანიჭებდა.

თანდათან პროცესი ფართოდ გავრცელდა და იმდენად დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ 1854 წელს პაპმა პიუს IX-მ "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის" თაყვანისცემის ტრადიცია რომის კათოლიკური ეკლესიის დოგმატის ხარისხში აიყვანა.

ამ დოგმატის საფუძველი წარმოდგენაა, რომლის მიხედვით: "ღვთის სიტყვა რომ განკაცებულიყო და ღმერთი "სრულ ადამიანად განხორციელებულიყო", მას ადამის ცოდვით დაუზიანებელი სრულფასოვანი ბუნება უნდა ჰქონოდა". შესაბამისად, მათი აზრით, ღვთისმშობლის ბუნებაზე პირველქმნილი ცოდვის შედეგები არ უნდა ასახულიყო. უბიწოდ ჩასახვის დოგმატის მიხედვით: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვეულებრივად, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ბუნებრივი წესით ჩაისახა და დაიბადა, მაგრამ ამავე დროს მასზე ისეთი გამორჩეული მადლი გადმოვიდა, რომლის ძალითაც ღვთისმშობელს ჩანასახშივე უცოდველობა და სრულყოფილება მიეცა. ამდენად, ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ ღვთისმშობელი ყველაზე პირველი ადამიანია, რომელსაც პირველქმნილი უბიწობის მადლი დაუბრუნდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კათოლიკური სწავლების მიხედვით, დაცემამდე ადამიანი უბიწოების მადლით იყო უზრუნველყოფილი, ხოლო ცოდვით დაცემის გამო უფალი განერიდა ადამიანს და მას ეს მადლიც ჩამოშორდა. კათოლიკეებს მიაჩნიათ, რომ ძე ღვთისამ ადამიანის ცოდვის ტყვეობიდან გამომსყიდველი ძალა თავის ყოვლადწმინდა დედაზე განკაცებამდე და ჯვარცმამდე გაავრცელა, ღვთისმშობელი ადამის ცოდვის თანაზიარობისგან გათავისუფლდა და უბიწოდ, წინასწარ განსაზღვრული მიზნით დაიბადა.

უწინარეს ყოვლისა, უბიწოდ ჩასახვის დოგმატი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გადმოცემას ეწინააღმდეგება. გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელმა თავისი მიწიერი ცხოვრება ჩვეულებრივი სიკვდილით დაამთავრა და ამ მოვლენას - ღვთისმშობლის "მიძინებას" ეკლესია 15 (28) აგვისტოს ზეიმობს. წმინდა მოციქული პავლე თავის ეპისტოლეში პირდაპირ ბრძანებს: "ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა" (რომ. 5:12). ამ სიტყვებიდან ნათელია, რომ ღვთისმშობლის გარდაცვალება პირველქმნილ ცოდვასთან მის ჩვეულებრივ, ადამიანურ კავშირზე მეტყველებს.

თუ უბიწოდ ჩასახვის დოგმატს ვაღიარებთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და კაცთა მოდგმას შორის ბუნებითი კავშირი წყდება. "თუ ყოვლადწმინდა ქალწული კაცთა მოდგმისგან იზოლირებული იყო, მაშინ მთავარანგელოზ გაბრიელის მილოცვაზე ღვთისმშობლის პასუხი - მისი ნებაყოფლობითი თანხმობა კარგავს თავის ისტორიულ შინაარსს... და აღარც ძველ და ახალ აღთქმას შორის წმინდა მიმღეობითობა იმოქმედებს". გამოდის, რომ ღმერთი საკუთარი ნებით ხლეჩს კაცობრიობის ისტორიას და ჩვენ გამოსახსნელად მოსული უფალი ჩვენს გადარჩენას ჩვენი მოუმზადებლობის მიუხედავად და ჩვენი თანხმობის გარეშე ახორციელებს. დაბოლოს, თუ მარიამის ყოვლადწმინდა ბუნება მისი ნებიდან არ გამომდინარეობს და ამ სიკეთეში მისი შეგნებული წვლილი არ არის, მაშინ ის, როგორც ინდივიდი, ვერ იქნება ვერც ძველი აღთქმის სამართლიანობის და ვერც მესიის მობრძანების ადამიანური უზრუნველყოფის გამოხატულება.

***
1870 წელს ვატიკანის I-მა კრებამ მიიღო დოგმატი პაპის სამოძღვრო უცდომლობის შესახებ. 80 წლის შემდეგ პაპმა პიუს XII-მ ისარგებლა სამოძღვრო უცდომლობის უპირატესობით და 1950 წლის 1 ნოემბერს თავისი ენციკლიკით გამოაცხადა და ბრძანა: "ღვთისმშობლის დიდების უფრო მეტად გასაძლიერებლად... ვაცხადებთ, რომ... მას შემდეგ, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მარიამმა თავისი მიწიერი ცხოვრების გზა დაასრულა, სხეულითა და სულით ზეციურ დიდებაში იქნა აყვანილი".

დოგმატი მარიამ ქალწულის სხეულით ზეცად ამაღლების შესახებ არის უბიწოდ ჩასახვის დოგმატური სწავლების აუცილებელი დანამატი. უბიწოდ ჩასახვის დოგმატის მიხედვით, თუ მარადის ქალწულის ბუნებაზე პირველქმნილი ცოდვა არ მოქმედებდა, ის ცოდვის შედეგებისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო და მის წმინდა სხეულს ხრწნილება და სიკვდილი არ უნდა შეხებოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხეული ისეთივე თვისებების მატარებელი უნდა ყოფილიყო, როგორებიც ცოდვით დაცემამდე ადამისა და ევას სხეულები იყო.

ასეთი მოსაზრებები, როგორც ღვთისმოსაობით აღვსილი გადმოცემა, დასავლეთში VI საუკუნიდან ვრცელდებოდა. ამ მოსაზრებას შესაძლოა, მართლმადიდებლურ გადმოცემაშიც შევხვდეთ. უფრო მეტიც, მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს ამ რწმენას, მაგრამ არასოდეს არავის გასჩენია სურვილი, ეს მოსაზრება დოგმატად ექცია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ცხარე კამათი თვით კათოლიკურ ღვთისმეტყველებს შორის დღემდე მიმდინარეობს. ღვთისმშობლის მიძინების დოგმატურ საკითხს ორი ძირითადი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულება სხვადასხვაგვარ ახსნას უძებნის.

ეგრეთ წოდებული იმორტალისტები მიიჩნევენ, რომ ღვთისმშობელს სიკვდილი საერთოდ არ შეხებია და ზეცად იგი პირდაპირ მიწიერი ცხოვრებიდან ცოცხლად იქნა აყვანილი. იმორტალისტების შეხედულება წმინდა მამათა მიერ დადასტურებულ ღვთისმშობლის სიკვდილის ფაქტსაც და წმინდა გადმოცემასაც ეწინააღმდეგება.

უფრო მეტადაა გავრცელებული მორტალისტების მოძრაობა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ღვთისმშობლის სხეული ზეცად ხანმოკლე მიძინების შემდეგ იქნა აყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრება ძირითადად არ ეწინააღმდეგება საეკლესიო წმინდა გადმოცემას, კათოლიკურ კონტექსტში მაინც ბადებს სერიოზულ საღვთისმეტყველო გაუგებრობას. ცნობილია, რომ სიკვდილი ცოდვის შედეგია და ამიტომ ის ყველა ადამიანზე ერთნაირად ვრცელდება. სიკვდილის კანონს, როგორც ყოვლად უცოდველი და ერთდროულად ღმერთიცა და ადამიანიც, მხოლოდ იესო ქრისტე არ ემორჩილებოდა. მაცხოვარმა სიკვდილი კაცთა მოდგმის ცოდვისგან გამოხსნის საშუალებად თავისი ნებით მიიღო. კათოლიკური სწავლების მიხედვით, ღვთისმშობელი ჩასახვის მომენტიდან ცოდვის შედეგებისაგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო, ანუ ყოვლადწმინდა მარიამზე დაბადებიდანვე ცოდვის ძალა, ანუ სიკვდილი ვერ იმოქმედებდა. მაშინ მას, ისევე როგორც მაცხოვარს, სიკვდილი თავისი ნებით, ადამის შთამომავლობის გამოხსნის ან გამოსყიდვის მიზნით მიუღია. კაცობრიობას კი ერთადერთი გამომხსნელი - უფალი იესო ქრისტე ჰყავს.

***
მომდევნო პერიოდში კათოლიკური ეკლესია ამ ორი მარიოლოგიური დოგმატის მიღებით არ შემოიფარგლა. ვატიკანის II კრებამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას კიდევ ორი ახალი სახელწოდება შემატა. ესენია: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი "მეოხი" და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი "ეკლესიის დედა". ორივე ტერმინს თავ-თავისი საღვთისმეტყველო შინაარსი გააჩნია.

სახელების შემოღების აზრი შემდეგში მდგომარეობს: იესო ქრისტე ეკლესიის მამაა და ეკლესია მისი სხეულია. ამიტომ, ვინაიდან ყოვლადწმინდა მარიამი იესო ქრისტეს მშობელია, ის ეკლესიის დედაცაა. ამავე დროს, ღვთისმშობელი აღორძინებული კაცობრიობის განახლებული სულიერების ფუძეა. ამრიგად, ღვთისმშობელი ეკლესიური კაცობრიობის დედაც არის და ღმერთის, ანუ საკუთარი ძის წინაშე შუამდგომელიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელებს ჯერ დოგმატური მნიშვნელობა არ შეუძენია, აშკარად შეიგრძნობა, რომ სწავლების ამ მიმართულებას კათოლიკურ ეკლესიაში შემდგომი განვითარება ექნება.

ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ უკავშირდება უკანასკნელ ასწლეულებში კათოლიკური დოგმატიკის განვითარება ძირითადად ღვთისმშობლის სახელს? ცხადია, რომ სამი ახალი დოგმატიდან ორი უშუალოდ ღვთისმშობლის პიროვნებას შეეხო.

თუ ლიტურგიის ძველ ტექსტებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ყოვლადწმინდა მარიამის მიმართ დამოკიდებულება იქ გაცილებით უფრო თავშეკავებულია. სპეციალური ლოცვებიც კი მხოლოდ V საუკუნეში იწყებს გაჩენას. მაგრამ მომდევნო შუა საუკუნეებში ეს ლოცვები დასავლეთის ეკლესიაში ისეთ ზღვარგადასულ სახეს იღებს, რომ საჭირო ხდება პაპის სპეციალური, შემზღუდავი დადგენილების გამოცემა.

რარიგ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ესოდენ დიდი ყურადღება ღვთისმშობლის პიროვნების მიმართ ღვთის ხატისადმი კათოლიციზმის გაუკუღმართებული დამოკიდებულებიდან მომდინარეობს. როგორც ამ მოვლენის შესახებ არქიეპისკოპოსი მიხეილი (მუდიუგინი) წერს: "ამ მარიოლოგიური აღმაფრენის ძირითადი მიზეზი ის გახლავთ, რომ შუა საუკუნეებში კათოლიკეები იესო ქრისტეში მაცხოვარს თითქმის ვეღარ ხედავდნენ და მისმა სახარებისეულმა ხატმა მათთვის ძირითადად მეფის, კანონმდებლის, მსაჯულის, საზღაურის მომძიებლის და შურისმგებლის სახე მიიღო. მაცხოვრის ხატის ასეთმა სახეცვლილებამ კათოლიკური ეკლესიის წევრი ქრისტიანის სულიერება მის ჭეშმარიტ უფალსა და შუამდგომელს - ძე კაცისას, იესო ქრისტეს ჩამოაშორა. მასთან არსებული შინაგანი ერთიანობა დაირღვა და იგი ისეთი იურიდიული პასუხისმგებლობის გრძნობით შეიცვალა, როგორიც ძველი აღქმის ეკლესიაში იყო გაბატონებული" (ქრისტიანი შვებას იესო ქრისტეში, მასთან ზიარებასა და მადლის მოხვეჭაში კი არა, კანონის შესრულებაში ეძებდა).

ამ გაუცნობიერებელი არევ-დარევისა და დაბნეულობის მიზეზი შუა საუკუნეების კათოლიკე ქრისტიანების წარმოდგენაში არსებული, სამართლიანი და დაუნდობელი ღმერთის მიმართ არსებულ შიშში უნდა ვეძებოთ. ეს იყო ღმერთის - "უდიდესი ინკვიზიტორის" მიმართ დათესილი თავაბნეულობა, რაც თავისთავად იესო ქრისტეს ეკლესიური სიყვარულიდან განაპირებას და პიროვნულ განმხოლოებას გულისხმობდა.

დაუნდობელი ღმერთის წინაშე შიშს ადამიანები ნელ-ნელა უძლურებისა და სასოწარკვეთილების გრძნობამდე მიჰყავდა, მთელი შუა საუკუნეების კათოლიკური თვითშეგნება ამ გრძნობით იყო განმსჭვალული. ადამიანი ვერ იჯერებდა, რომ ღმერთი მის ლოცვას შეისმენდა, ამიტომ ეძებდა სხვას უფრო ადვილად მისაწვდომს - იმას, ვინც მეოხებას გამოიჩენდა და ადამიანის მიერ წარმოთქმულ ლოცვას ღმერთამდე მიიტანდა.

კათოლიკური ეკლესია კვლავაც განაგრძობს მკაცრი მსაჯულის - ღმერთის უსაზღვრო თანაგრძნობით აღსავსე ღვთისმშობლის ხატით ჩანაცვლებას. კათოლიკე ქრისტიანი ლოცვას ძირითადად ღვთისმშობლისკენ და შემდეგ, მისი მეოხებით, ღმერთისკენ მიმართავს. ღვთისმშობელი არც აკანონებს და არც განკარგავს, არ განიკითხავს და არ სჯის. ამიტომ კათოლიკე ქრისტიანი ღვთისმშობელს ძეზე უფრო ახლოს შეიგრძნობს და მასში ისეთ მეოხს ხედავს, რომელსაც ცოდვილი მორწმუნის ლოცვა ღმერთამდე შეუძლია მიიტანოს. ასეთ მორწმუნეს უჭირს თავისი რწმენა უშუალოდ სამებაზე ან სამების რომელიმე პირზე მიმართოს. ასეთ შემთხვევაში მაცხოვრის ღვაწლი, რომელიც მან ყოველი ადამიანისთვის გაიღო და თითოეული ჩვენგანის უმძიმესი მიწიერი ტვირთი გაიზიარა, თავის ძალას კარგავს. რწმენის ასეთი სისტემა უფალს ყოველდღიურ ყოფით სინამდვილეს განაშორებს და ამიტომ ადამიანს სხვა მეოხის მოძიების მეტი აღარაფერი რჩება. ქრისტიანული მრწამსისადმი ამგვარი დამოკიდებულება ობიექტურად ასუსტებს იმ უმთავრეს ქრისტიანულ მიზანს, რომელსაც განღმრთობა ჰქვია, რადგან უფალი ბრძანებს: "მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იოან. 14:6).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat