აჰა, ეგერა, სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსაი არს
აჰა, ეგერა, სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსაი არს
ტერმინი "ახალი იერუსალიმი" წმინდა წერილში წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა შემოიტანა. იგი გამოთქვამს: "და ქალაქი იგი წმიდაი, იერუსალიმი ახალი, ვიხილე გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თვისისა" (გამ. 21:2). ამ ადგილის წმინდამამებისეული განმარტებების მიხედვით, ახალი იერუსალიმის მიღმა მარადიული სამყოფელი ანუ ცათა სასუფეველი იგულისხმება. ვნახოთ, რას გვასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია ამ საკითხის შესახებ.

სანამ უშუალოდ ცათა სასუფევლის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას გავეცნობოდეთ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება. კერძოდ, ეს სწავლება ადამიანთა მომავალ საუკუნო და განსხვავებულ მდგომარეობას შეეხება, ამიტომ მისი ბოლომდე აღქმა ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია. აღნიშნული მდგომარეობის მიუწვდომლობაზე წმინდა პავლე მოციქული მიგვითითებს: "რომელი თუალმა არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა" (1 კორ. 2:9). შესაბამისად, ღვთაებრივ საიდუმლოთა ჭვრეტა და ამოხსნა მხოლოდ ღვთის სულით არის შესაძლებელი. "ეგრეცა ღვთისაი არავინ იცის, გარნა სულმანვე ღვთისამან" (1 კორ. 2:11). აღნიშნული საიდუმლოს სწავლება ღვთის მადლით შეიცნობა. აქედან გამომდინარე, ამ სწავლების ამოხსნასაც მოციქულთა და წმინდა მამათა ის მადლმოსილება ესაჭიროება, რაზეც საუბრობს წმინდა პავლე მოციქული: "ხოლო ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვს" (1 კორ. 2:16).

ცათა სასუფევლის უკეთ წარმოსახვის მიზნით უნდა მოვიშველიოთ ისლამისტური სამოთხის გაგება. იქ ყოველივე მიწიერ სახეს ატარებს: ლამაზი ბაღები, ხეხილი, ქალწულები, ოქროსა და ბრილიანტის ჭურჭელი, ღვინის და რძის აუზები და სხვა. როგორც ვხედავთ, სამოთხის ამგვარი გაგება სრულებით ეწინააღმდეგება პავლე მოციქულის სიტყვებს: "რომელი თუალმა არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა" (1 კორ. 2:9); "და ვიცი ესევითარი კაცი, - გინა თუ ხორცითა, გინა თუ გარეშე ხორცთაისა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, - რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქმელნი სიტყვანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყვად" (2 კორ. 12:3-4). ამგვარი შედარება ერთი მხრივ სამოთხის შესახებ არაჯანსაღი შეხედულებისაგან განგვაშორებს და მეორე მხრივ ჭეშმარიტებისკენ მიმავალი ორიენტირია.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: "და ვიხილე ცაი ახალი და ქვეყანაი ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაი და პირველი ქვეყანაი წარხდეს, ზღვაი არღარა არს" (გამ. 21:1). მოციქულის ეს სიტყვები კარგად მიანიშნებს სამყაროს ცვალებადობას, ამიტომ სამოთხის ისლამისტური აღქმაც შეუსაბამოა ამ სწავლებასთან. რადგან სამოთხის მიღმა გარდაქმნილი ცა და ქვეყანაა, ამიტომ იქაური ყოფიერებაც განსხვავებული იქნება. გარდაცვალებისას მიწისგან შექმნილი სხეული მიწად მიიქცევა, - ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, - უკვდავი სული კი ღმერთთან მიემართება. მიწისგან იგივე ხრწნადობის დაბრუნება მარადიულობიდან დროში დაგვაბრუნებდა და ეს ციკლი თავიდან გვექნებოდა გასავლელი. ამიტომ სამოთხე ვერ იქნება მარადიული ხრწნადი სხეულით შემოსვის პირობებში. ასევე სამოთხე ვერც ლამაზი ბაღი იქნება, თუკი ხრწნადი სხეული არ გვექნება. ამგვარი სამოთხე ერთხელ უკვე იყო ადამის დროს, უხრწნელი სხეულით და ლამაზი ბაღით. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენი ცხონება ადამისეულ სამოთხეში დაბრუნებას ნიშნავს. ღმერთს ჯერ კიდევ ადამისთვის უნდოდა ზეციური სამოთხე და მისი ეს სურვილი არასოდეს იცვლება. ამიტომ შემოქმედი უფრო მეტს გვაძლევს, ვიდრე ადამს ჰქონდა სამოთხეში.

ამ ყოველივეს შემდგომ ჩვენთვის უკვე ადვილად გასაგები ხდება, რატომ შორდება ხრწნადი სხეული უკვდავ სულს. ამით ღმერთს სურს, დაგვანახოს სხეულის არამარადიულობა, სამოთხის არამიწიერება და სულის უკვდავება. თუკი სიკვდილის შემთხვევაში სხეული არ განიხრწნებოდა, მაშინ ვიფიქრებდით, რომ იგივე სხეულით აღვდგებოდით, რადგან ამით მიწიერი სხეულის მარადიულობას და სამოთხეში სხეულის ზეიმს გაესმებოდა ხაზი. სხეულის ზეიმი კი ვერ სცილდება მუსულმანურ სამოთხისეულ წარმოდგენებს.

ამგვარი ლოგიკით ბუნებრივ შეკითხვამდე მივდივართ: გვექნება კი სამოთხეში სხეული? ამაზე წმინდა წერილი დადებითად პასუხობს: "ნუ გიკვირნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი, რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისაი. და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტმოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა" (იოა. 5:28-29), "და მკვდარნი იგი აღდგნენ უხრწნელნი, და ჩვენ განვახლდეთ" (1 კორ. 15:52). როგორც ქვეყანა უნდა განახლდეს, ასევე - ჩვენი სხეულიც.

როგორც ვხედავთ, ხრწნადი სხეულის ხრწნადობის შეჩერებისა და უკვდავების მინიჭების ნაცვლად ღმერთმა უხრწნელი და განახლებული უკვდავი სხეული აღგვითქვა. მას ჩვენთვის იმაზე მეტის მოცემა უნდა, ვიდრე ამის ნატვრასა და წარმოდგენას შევძლებდით.

ჩვენთვის, მიწიერი ადამიანებისთვის, მუსულმანური სამოთხე უფრო მისაღები ჩანს და ჩვენი წარმოსახვაც მეტს ვერ იმეცნებს. ხოლო ქრისტიანული სამოთხე წარმოსახვაშიც კი შორს დგას ჩვენგან. თუკი ახლავე არ დავიწყეთ მისი განცდა, ყოველთვის უცხო დარჩება ჩვენთვის.

ხოლო თუ როგორი უხრწნელი სხეული გვექნება საუკუნო ცხოვრებისას, ამის ზუსტი აღქმაც გვიჭირს, მიუხედავად აღდგომილი ქრისტეს მაგალითისა. მისთვის ჭამა-სმა, ჩაცმა-დახურვა და მიწიერი სამყოფელი საჭიროებას არ წარმოადგენდა; არც რაიმე მატერიალური წინაღობის გავლა იყო პრობლემა. ამიტომ სამოთხეში არც საჭმელ-სასმელი, არც ტანსაცმელი, არც შენობა-ნაგებობები და არც გადაადგილების საშუალებები არც დაგვჭირდება და არც იქნება. იქ მხოლოდ ის იქნება, რაც უკვდავ სულსა და უხრწნელ სხეულს გამოადგება.

რა უნდა იყოს ეს? მიწიერი და წარმოსახვითი არაფერი დავტოვეთ, თითქოს ყველაფერი უარვყავით. მაგრამ არც ასეა მართებული. მაშინ სხეულის აღდგინებასა და მის სულთან ერთობას აზრი დაეკარგებოდა. განახლებული და უხრწნელი სხეული ადამიანის მთლიანობის აღდგენასთან ერთად ჩვენი განსხვავებულობისა და პიროვნულობის დამატებითი ნიშანიც იქნება.

სამოთხისეული მდგომარეობის წარმოსახვისას მხოლოდ სულისთვის მიმნიჭებელი სიკეთეები დაგვრჩა. რამ შეიძლება მოანიჭოს სულს სიკეთე და მშვენიერება, თუ არა ისევ სულიერმა გარემომ? და რამ უნდა შექმნას კეთილსურნელოვანი სულიერი გარემო, თუ არა ისევ ყოველი სიკეთის მომნიჭებელმა ღმერთმა?!

სასუფეველი ღმერთის სამეუფოა. იქ არ ვრცელდება ადამიანთა გავლენა, არც რაიმე მიწიერი ცდუნება. იქ ყოველივე უფლის სიდიადითაა განმსჭვალული. როგორც მიწაზე სამეფო სასახლეში განსაკუთრებით თვალშისაცემია მეფის სიდიადე, ასევე სასუფეველი ღვთის სასახლეა და მასში მყოფნი უფლის სიდიადისა და მეუფების ჭვრეტაში არიან. ადამიანი განსულიერებულია, რათა მიწიერებამ ღმერთთან ურთიერთობაში არ შეუშალოს ხელი: "რამეთუ ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე" (1 კორ. 13:12).

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ცათა სასუფეველს შემდეგნაირად წარმოგვიდგენს: "მართლები გამოუთქმელ სინათლეს, წმინდა სამების ჭვრეტას მიიღებენ, რომელიც მათ მკაფიოდ და ნათლად განანათლებს და მთელი არსებით შეურთდება. აი, ამაში ვხედავ მე ცათა სასუფეველს". შემდეგ სხავაგან ამბობს: "ვფიქრობ, რომ ის სხვა არაფერია, გარდა სიწმინდესთან და სრულყოფილებასთან მიახლება", ხოლო წმინდა ბასილი დიდის მიხედვით: "ცათა სასუფეველი ჭვრეტაა. ახლა, როგორც სარკეში, ისე ვხედავთ საგანთა აჩრდილს. ხოლო საბოლოოდ ყოველგვარი მიწიერი სხეულისგან განთავისუფლებულები და უნივთო და უკვდავი სხეულით შემოსილები მათ თავდაპირველ სახეს დავინახავთ".

როგორი სახე ექნება ღმერთთან ურთიერთობას? ამ ურთიერთობას მთლიანად ჩვენი მდგომარეობა განაპირობებს, რადგან ღმერთი უცვალებელია, ჩვენ კი უნდა განვახლდეთ. უნდა ჩამოვიშოროთ საბურველი და ასე განშიშვლებული წარვდგეთ ღვთის წინაშე. ამიტომ ღვთაებრივი სიყვარულის, სიწმინდის, სახიერების წინაშე წარსადგომად მზად უნდა ვიყოთ. სწორედ ჩვენი რეაქცია და სულიერი მდგომარეობა იქნება განმსაზღვრელი ჩვენი მარადიული ყოფიერებისა.

რადგან ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენივე საბოლოო მდგომარეობა, იგი აუცილებლად განსხვავებული იქნება სულიერი მდგომარეობის შესაბამისად. ერთი და იგივე ღმერთი ყველას თანაბრად მიჰფენს თავის მადლს, მაგრამ ადამიანები მათ თავისი "დამტევნელობლის" შესაბამისად მიიღებენ. ამაზე პირდაპირ მიგვანიშნებს წმინდა წერილი: "მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ" (მათ. 16:27). იმავეს ამოწმებს წმინდა პავლე მოციქული: "სხვაი დიდებაი არს მზისაი, და სხვაი დიდებაი არს მთოვარისაი, და სხვაი დიდებაი არს ვარსკვლავთაი, რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკვლავსა ჰმატს დიდებითა, ეგრეცა აღდგომასა მკუდართასა" (1 კორ. 15:41-42).

სხვაგვარად ღმერთი უსამართლო და ცვალებადი გამოვიდოდა. უსამართლო - იმიტომ, რომ მისი მცნებისამებრ ისეთივე სრული უნდა ვიყოთ, როგორც თავად არის და ამ დაუსრულებელი სრულყოფილების გზაზე თითოეული ადამიანი რაღაც განსაზღვრულ მდგომარეობაშია. თუკი ის ყველას თანაბრად მიაგებს, მაშინ ადამიანთა მხრიდან სულიერი სრულყოფილებისკენ სწრაფვას აზრი ეკარგება და იგი უსამართლო გამოდის. ამგვარ შემთხვევაში ღმერთი ცვალებადიც აღმოჩნდება, რადგან ადამიანი არა თავისი "დამტევნელობის" მიხედვით შეიმეცნებდა საღვთო მადლს, არამედ უზანაესის განსაკუთრებული ჩარევის შედეგად. ზოგს დააკნინებდა და ზოგს აღამაღლებდა მადლის თანაბრად მიღების მიზნით. ყველაფერი კი პირიქით არის - ღმერთი სამართლიანი და უცვალებელია, ხოლო ადამიანები თავიანთი განსხვავებული ზნეობრიობით აღიქვამენ ზეციურ სამყოფელს.

ახლა იმაზე ვისაუბროთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ღმერთთან მარადიულ თანამყოფობას. ღმერთი, როგორც აღინიშნა, უცვალებელია და შესაბამისად მისგან სიყვარული, სიკეთე და სხვა საღვთო თვისებები უცვალებლად გამოსჭვივის. მისგან წამოსული ეს ენერგიები, როგორც ნათელი, სამსჯავროზე მთელ კაცობრიობას მოეფინება. მართალთათვის საღვთო ნათელი სულის საზრდელი და აღტაცებაა, ხოლო ცოდვილთათვის - სულის ტკივილი და ვაება. ერთი და იგივე გარემო განსხვავებულად აღიქმება ადამიანთაგან. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი აღნიშნავს: "როგორც მზე ცვილს არბილებს, ხოლო თიხას ამაგრებს არა თავისთავად, არამედ ცვილისა და თიხის ნივთიერებათა განსხვავების ძალით, ასევე ღმერთიც, ფარაონის თიხისებურ გულს, - როგორც ამბობენ, - ასასტიკებს". მაშასადამე, ღვთის მადლი ანუ მისი სიყვარული, გაანათებს რა ყველას, - ადამიანის მდგომარეობის შესაბამისად მოქმედებს.

ამიტომ "ცათა სასუფეველი მუდმივი ღვთისმსახურება, მუდმივი ზეციური ლიტურგია და იესო ქრისტესთან მუდმივი ზიარებაა. მისი წმინდა მცნების მიხედვით: "რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრება საუკუნო" (იოან. 6:54,56), - გვმოძღვრავს ღირსი იუსტინე პოპოვიჩი.

აქედან გამომდინარე, უკვე ნათლად ჩანს, რომ ცათა სასუფეველი მიწიერ ცხოვრებაში იწყება. მაცხოვარიც ხომ ამას გვმოძღვრავს: "აჰა, ეგერა, სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსაი არს" (ლუკ. 17:21). შესაბამისად, საღვთო საიდუმლოებებში მუდმივი მონაწილეობით, ლოცვითი განწყობილების შენარჩუნებითა და ქრისტეს მცნებათა გულდასმითი შესრულების შედეგად ადამიანში ღვთის მადლი ანუ ცათა სასუფევლის წინასწარი განცდა მკვიდრდება.

რაც შეეხება ცოდვილთა საუკუნო მდგომარეობას, უნდა ითქვას, რომ ყველაფერი მათზეც ანალოგიურად ვრცელდება. განსხვავება ის არის, რომ ისინი ღვთის მადლის, სინათლისა და სიყვარულის მისაღებად მზად არ აღმოჩნდებიან, რის გამოც "გეჰენიის ცეცხლი - უსინათლო, განათების თვისებას მოკლებული, მართალთა ნათელი კი არდამწველი, აალების თვისებას მოკლებული იქნება. ეს ღმრთის ქმედების განსხვავებული აღქმის შედეგია. ყოველ შემთხვევაში, ეს გულისხმობს იმას, რომ ღმრთის შეუქმნელ ენერგიას ადამიანი თავისი მდგომარეობის შესაბამისად მიიღებს", - ასკვნის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) წმინდა მამებზე დაყრდნობით. შემდეგ აგრძელებს: "ეს განსხვავება ჩვენ შეიძლება გრძნობადი საგნების მაგალითზეც გავიგოთ. ერთი და იგივე მზე ჯანმრთელ გონებას ანათებს, ავადმყოფურს კი აბნელებს. ცხადია, დამნაშავე მზე კი არა, თვალის მდგომარეობაა". და ბოლოს ასკვნის: "მაშასადამე, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც - ეს ერთი და იგივე ღმერთია, რადგან თითოეული თავისი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად იგემებს მის ენერგიას".

"მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისაი, და ზიარებაი სულისა წმიდისაი თქუენ ყოველთა თანა, ამინ" (2 კორ. 13:13).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat