ღვთის სიტყვა სატანას ადამიანური ბუნებით ამარცხებს
ღვთის სიტყვა სატანას ადამიანური ბუნებით ამარცხებს
ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევებ მე?
მაცხოვრის სამ მოციქულთან ერთად გეთსიმანიაში მისვლა და იქ ლოცვა ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტის მომცველია. ყოველივეს თავმოყრა და გადმოცემა კი ვრცელ ნაშრომს მოითხოვს. ამიტომ შევეცადოთ, რამდენიმე მნიშვნელოვან განმარტებაზე გავამახვილოთ ყურადღება.

***
რატომ წაიყვანა მაცხოვარმა გეთსიმანიის ბაღში მხოლოდ ის სამი მოციქული, რომელნიც თაბორის მთაზე იახლა თან? იმიტომ, რომ მათ უკვე იცოდნენ ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ. ახლა მისი უძლურება უნდა ენახათ. სხვა მოციქულები, თუკი მოძღვრის ღვთაებრიობის მისაღებად არ იყვნენ მზად, მით უმეტეს - მისი უძლურებისა. თუკი მოძღვარში საკვირველი სიდიადის დანახვამ ღვთაებრიობამდე ვერ აამაღლა ისინი, მასში უძლურების დანახვა მისადმი რწმენის დაკარგვის საშიშროებას ქმნიდა.

რა აუცილებელი იყო მათი წაყვანა? ვინმეს უნდა განეცხადებინა ქრისტეს ლოცვის ამბავი, რადგან ამის შემდეგ მაცხოვარი შეიპყრეს და ვეღარ შევიტყობდით ამ ყოველივეს.

***
გეთსიმანიის მთავარი მოვლენა მაცხოვრის ლოცვაა. ლოცვის დაწყებამდე იგი მოციქულებს მიმართავს: "შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდე" (მათ. 26:38). შემდეგ ლოცვას იწყებს, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ემძიმება იმ გზის გავლა, რომელიც უნდა გაევლო. ეს კი დიდ გაკვირვებას იწვევს.

რამ განაპირობა მისი ამგვარი შიში და ძრწოლა? ეშმაკის მცდელობამ? მაგრამ ეშმაკმა მას პირველი გამოცდისას ვერაფერი დააკლო და ნუთუ ახლა შეეძლო ყოვლადუცოდველი ქრისტეს ცდუნება? განა რას შესთავაზებდა ახალს, რომ ეცდუნებინა იგი? ეშმაკის ყოველგვარი ცდუნება ხომ უკუაგდო ქრისტემ სიტყვებით: "წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, და მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან" (მათ. 4:10-11).

ქრისტეს ლოცვის სიტყვებიდან ისიც კარგად ჩანს, რომ მან იცის მოსალოდნელი ჯვარცმის შესახებ: "მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე". (მათ. 26:39). იგი ხომ ღმერთია, მომავალი იცის, ეშმაკი ვერ ვნებს. მაშ, რაღა აძრწუნებს? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სწორედ მოახლოებული ჯვარცმის ტკივილია. მართლაც, ვინ არ შეძრწუნდება ამ საშინელი ტანჯვის მოახლოებით? თუმც თუ გავიხსენებთ მის შემდგომ განწყობილებას, აღმოჩნდება, რომ დიდ სულგრძელებას და სიმამაცეს იჩენს. მაშინ რა ხდება, რა განაპირობებს მის ამგვარ სულიერ ტკივილს? ცხადია, იმ წუთებში იგი ფიზიკურ ტკივილს არ უჩიოდა. სწორედაც, რომ სულიერი ტკივილი ჰქონდა.

მაცხოვრის სულიერ ტკივილს ადამიანი ვერასდროს გაიზიარებს, მაგრამ სულიერი ტკივილის მიზეზთა დადგენა შესაძლებელია.

პირველი მიზეზი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, მთელი კაცობრიობის ცოდვათა გამო გამოწვეული ტკივილია. მას ხომ მთელი სამყაროს ცოდვა საკუთარ თავზე უნდა ეტვირთვა. უწმინდეს არსებას ცოდვა და ბიწიერება უნდა გადაფარვოდა და ამგვარად უნდა მისულიყო ჯვრამდე. "მისი მომავალი ვნებებისა და სიკვდილის ფიალა შეზავებული, აღვსილი იყო კაცთა მოდგმის ცოდვებით, სჯულის წყევითა და ზეციური მრისხანებით", - გადმოგვცემს ხერსონის მთავარეპისკოპოსი ინოკენტი. მაგრამ განა სწორედ ამისთვის არ მოევლინა, რომ გამოეხსნა კაცობრიობა? მაშინ რა, თვითონვე ცდილობს ამ სასმისისთვის თავის არიდებას? რასაკვირველია, არა. კიდევ არსებობს ტკივილის დამამძიმებელი მიზეზები.

მეორე მიზეზი ისევ კაცობრიობას უკავშირდება, მაგრამ არა - მთლიანს. იმ წუთებში ყველაზე მეტად განიცდის დაცემულ კაცთა გამო ტკივილს, რადგან მათთვის მოსული და განხორცილებელი, მათთვის მსახური და სიკეთის მქმნელი, მათთვის დამაშვრალი და მქადაგებელი, უარყოფილ იქნა და ახლა მისი ამ სიკეთის გამო უნდა შეიპყრან საკუთარი მოწაფის გაცემის დახმარებით და ჯვარზე გააკრან უამრავი ადამიანის მონაწილეობით. განა არ შეძრწუნდებოდა სამწელიწად-ნახევრის მსახურების შემდეგ ამ წუთის მოახლოებით? იქნებ ამიტომ ითხოვდა სასუმელის არიდებას, რომ არ უნდოდა მის წვალებაში ვინმეს ბრალი დასდებოდა და ამით საბოლოოდ სული წარეწყმიდა? ბოლოს ხომ ეუბნება მოციქულებს, აწ განისვენეთ, რადგან ჩემი მიმცემელი უკვე აქ არისო (მათ. 26:45).

თუმცა მარტო ამას არ მოიცავს ქრისტეს ტანჯვის მიზეზი. აღნიშნული ორი მიზეზი მისი კაცობრიობასთან მიმართებით გამოწვეული ტკივილია. არსებობს უფრო ღრმა - მესამე მიზეზი, რის გამოც იგი სასუმელის არიდებას ითხოვს. ეს უკვე მისი შინაგანი ბუნების გამოძახილია. ორი ბუნების მქონე ქრისტე დიდი განსაცდელის წინაშე დგას. მასში ბუნებრიობა უნდა დაირღვეს. ღვთაებრიობა ადამიანურობას უნდა განეშოროს. მისი ძლევამოსილება უსუსურობით უნდა შეიცვალოს. ღმერთმა უნდა დატოვოს იგი, რათა ადამიანურმა ბუნებამ თავისი უსუსურობით დათრგუნოს ეშმაკი. როგორც წმინდა ირინეოს ლიონელი ამბობს: "ღვთის სიტყვა სატანას ადამიანური ბუნებით ამარცხებს".

ეს არის მისი მწუხარების უმთავრესი მიზეზი. როდესაც მორწმუნე ადამიანი ღვთის მადლს კარგავს, მაშინ ყველაზე უბედურია იგი. ხოლო როდესაც საკუთარ ბუნებრივ მდგომარეობას უმაღლეს სიწმინდეს მოაკლებ და მის გარეშე დარჩები, რაღა ითქმის?

ქრისტე უნდა მოკვდეს, მაგრამ იგი რომ მოკვდეს, მადლის გარეშე უნდა დარჩეს, სხვაგვარად ვერ მოკვდება. მადლის გარეშე დარჩენა კი უდიდესი ტკივილია და მისთვის არაბუნებრივია. ამაზე მიანიშნებს ჯვარზე წარმოთქმული მისი სიტყვები: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევებ მე?" (მათ. 27:46). ის, რომ ღმერთმა გეთსიმანიაშიც დატოვა, ანგელოზის მოვლინებითაც წარმოჩინდება: "და ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას" (ლუკ. 22:43). რად უნდა ანგელოზი მას, ვისშიც ღმერთია?! რადგან მას ეს ვნება მთლიანად მხოლოდ ადამიანურობით უნდა ეტარებინა, თავისი წმინდა მდგომარეობით კი ყოველივეს იოლად გადაიტანდა.

ამიტომ, მარტო ჯვარცმა გეთსიმანიის გარეშე არასრულფასოვნად წარმოაჩენს მის ვნებას. ჯვარზე სისხლი ჭრილობებმა გამოიწვია, ხოლო ზეთისხილის მთაზე - შინაგანმა სულიერმა ტკივილებმა: "და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაი გარდამომავალი ქუეყანასა ზედა" (ლუკ. 22:44).

ძნელია ითქვას, როგორ და რამდენად მოხდა ქრისტეში ადამიანობისა და ღვთაებრიობის დაშორება, მაგრამ ის კი უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება ღვთის პიროვნებად ყოფნას ყოველთვის განაგრძობს.

***
ამ უდიდესი განსაცდელის დროს ხაზგასასმელია ქრისტეს კაცობრივი ბუნების მიმართება ღვთაებრივ ბუნებასთან. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე სრული ღმერთი და სრული ადამიანია. ხოლო ღვთაებრივი განგებულება და ნება, როგორც უწმინდესი და უმაღლესი, ყოველთვის აღესრულება მისი კაცობრივი ბუნებით. გეთსიმანიაში კი ღმერთის ნების აღსრულება თითქოს უძნელდება. ამის მიზეზზე ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ. ახლა ის აღვნიშნოთ, რომ ქრისტეში მიმდინარე ამ შინაგანი ბრძოლით მისი კაცობრივი ბუნების რეალობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. ღმერთში არ არის გაორება და ბრძოლა. იგი უცვალებელია როგორც არსით, ასევე თვისებით, ამიტომ ვერ შებრკოლდება თავისი ნების აღსრულებაში.

ხოლო ქრისტეს კაცობრივი ბუნება შეძრწუნებულია მომავალი სასუმელით. ეს შეძრწუნება კი ამ შემთხვევაში სწორედ მისი ნების ღვთაებრივ ნებასთან თანხმობიდან მომდინარეობს. მან იცის გონებით, რომ ღმერთს კაცობრიობის გამოხსნა სხვაგვარადაც - ჯვარცმის გარეშეც შეუძლია, ამიტომ ადამიანური უძლურებით თითქოს ამ ტკივილის არიდებას ცდილობს: "მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ" (მათ. 26:39). ღმერთი პასუხს არ სცემს. ამიტომ მისი ადამიანური ნება ხვდება, რომ ღმერთს მისი თხოვნისამებრ არ ესათნოება და მეორედ მიმართავს უკვე სხვაგვარად: "მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანაწარსლვად ჩემდა, რაითამცა არა შევსუა იგი, იყავნ ნებაი შენი" (მათ. 26:42). არც ამჯერად ისმის პასუხი, ნიშნად იმისა, რომ ჯერ კიდევ მიდის მასში საკუთარ თავთან ჭიდილი, ხოლო მესამე მიმართვა მთლიანი მინდობაა ღმერთისადმი, საკუთარი უძლურების ყოველგვარი გამოძახილის გარეშე, რასაც ღმერთისგან მოჰყვება ნიშანი ანგელოზის მოვლინების სახით. აი, ამგვარად გვმართებს თითოეულ ქრისტიანს, ჩვენი უსუსურობისა და უძლურების ფონზე გამოვლენილი ნებისმიერი სურვილის მიუხედავად დიდი ძალდატანების შედეგად უფლის ნებისადმი დამორჩილების უდიდესი სურვილით აღვივსოთ. მას ერთი სურვილი ჰქონდა - ღვთის ნებისკენ სწრაფვა. ამასთანავე, მას ღმერთთან განშორების სურვილი არ აქვს. აი, ეს არის მასში თითქოსდა გაორების მიზეზი - მუდმივად ღვთის ნების აღსრულების ნება და მუდმივად ღმერთთან თანამყოფობა. ამ შემთხვევაში ღმერთთან თანამყოფობის სისავსეს გარკვეული ჩრდილი ადგებოდა. მაგრამ მან ეს დანაკლისი ღვთის ნების სრული მორჩილებით მიიღო.

"სული გულმოდგინე არს, ხოლო ხორცი უძლურ" (მათ. 26:41), - ეს სიტყვები მიმართულია გეთსიმანიაში მყოფი ქრისტეს სამი გამორჩეული მოწაფისადმი. თუმცა აღნიშნული მდგომარეობა არც ჩვენთვის არის უცნობი. მაგრამ ეს გარკვეულწილად ქრისტეს განცდილი მდგომარეობის გამოხატულებაც არის, ვინაიდან მისი კაცობრივი სხეული იმდენად გახდა მის სულში მიმდინარე ბრძოლის მონაწილე, რომ ოფლი სისხლის სახით გარდამოვიდა. მისი სულიც გულმოდგინეა, მაგრამ ამ გულმოდგინებას მისი ყოვლადპატიოსანი სხეულით შემოსვა გარკვეულ სიმძიმეს სძენს ღვთის ნების აღსრულებისას.
ბეჭდვაელფოსტა
09.11. 2017
******
ძალიან საინტერესო სტატია
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat