წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი
"...მე მთელს ადამიანში ვხედავ ღვთაებრივობას"
(Plotin, "Ennead.", III, 2, 3.)

ნაწილი პირველი
ისტორიული
თავი პირველი
გ. ფილოსოფიური ტრადიცია

(გაგრძელება)

ევროპული ყოფიერების საერთო გარემოებებმა ისეთი ნიადაგი წარმოქმნა, რომელზეც ბიზანტიისათვის ევროპული კულტურის ნაყოფის შეთვისება ძნელი აღარ იყო. უწინარესად ვგულისხმობთ ფილოსოფიურ-ღვთისმეტყველურ სფეროს, რომელშიც დასავლეთზე თავად იმპერიაც საგრძნობ ზეგავლენას ახდენდა. დასავლეთზე ბიზანტიის ზეგავლენის მაგალითებად შეიძლება შემდეგი ფაქტები წარმოვადგინოთ. მიქაელ ფსელოსის "ლოგიკა", რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა XI და შემდგომი საუკუნეების დასავლურ აზროვნებასა და მეცნიერებაზე. ნიკიფორე ვლემიდეს "ლოგიკა" და "ფიზიკა", რომლებიც ბიზანტიური ინტელექტუალური მოძრაობის დასავლეთზე ზეგავლენის ამსახველ ერთგვარ ძეგლს წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად დასავლური რენესანსული მოძრაობა, მნიშვნელოვან წილად, თავის დასაბამს კონსტანტინოპოლსა და საერთოდ, აღმოსავლეთში იღებს.

მაგრამ აქ უფრო საგულისხმო და საინტერესო სხვა მაგალითებია, თუნდაც ის, რომ ევროპასა და ბიზანტიაში, ანუ სრულიად სხვადასხვა ტერიტორიებზე, ერთდროულად ერთი და იგივე შინაარსის თემები ჩნდებოდა და ისინი ერთსა და იმავე სახის გამოხმაურებებს იწვევდნენ. ამ მოვლენაში აშკარად მოჩანს კულტურისა და სულიერი ინტერესების ერთიანობა. ილუსტრირებისათვის:

XII საუკუნის ანონიმური ბიზანტიური ნაწარმოები "ტიმარიონი", თხზულება ჯოჯოხეთში ჩასვლასა და იქ იმპერატორებთან, ფილოსოფოსებთან და მწერლებთან გასაუბრების შესახებ. ეს დანტეს ერთგვარი წინსწრება და იმის მცდელობაა, რომ "ღვთაებრივი კომედია" დანტემდე შექმნილიყო.

ლექსად გამოთქმული ეს ანონიმური ბიზანტიური რომანი, თავისი შინაარსითა და განწყობით, ძალიან ახლოს დგას პროვანსულ "რომანს დ"ავენტურესთან". მკვლევართა ერთი ჯგუფი ბიზანტიაზე დასავლური პროვენსის რომანის გავლენაზე საუბრობს, მეორენი - საპირისპიროს ამტკიცებენ, ხოლო ვასილიევთან ამ შეხედულებების ნუსხას და თავად რომანისტების შემოქმედების ანალიზსაც ამოვიკითხავთ. უფრო სწორი იქნება ვიფიქროთ, რომ როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე ბიზანტიაში, სულიერი კლიმატი ერთი და იგივე ინტერესებით იყო აღვსილი და სწორედ ასეთი თემების განვითარებისათვის იყო ხელსაყრელი. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კულტურული კოეფიციენტების სხვადასხვაობამ ეს ორი სამყარო გაუვალი კედლით ვერ გაყო. საუბედუროდ, ამ მნიშვნელოვან მომენტს ხშირად ივიწყებენ და ცალმხრივად გააზრებულ ბიზანტიურ კულტურას, მისი თანადროული სამყაროსაგან სრულიად მოწყვეტილად განიხილავენ. მით უმეტეს, ძალიან მნიშვნელოვნად უნდა მივიჩნიოთ იმ მკვლევარების მეცნიერული დამსახურება, რომლებმაც შეძლეს, დამკვიდრებულ მიკერძოებულ შეხედულებაზე უარი განაცხადეს და ბიზანტიური განმანათლებლობის ისტორიაში, დასავლურ კულტურულ სამყაროსთან, სრულიად ბუნებრივი კავშირები გამოავლინეს. ამ თვალსაზრისით შუა საუკუნეების ბიზანტიური კულტურის შესწავლისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თ. უსპენსკის ნაშრომებს.

როგორც ცნობილია, XI-XIV საუკუნეებში ინტელექტუალური მოღვაწეობა გამოცოცხლდა და ფილოსოფიური აზროვნებისადმი დიდი ინტერესი გაჩნდა. ეს დრო სხვადასხვა თემებზე სერიოზული დავებით გამოირჩეოდა და ეს დავები მხოლოდ სპეციალურად მათ გამო მოწვეული კრებებით სრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დავებს საღვთისმეტყველო-საეკლესიო ხასიათი ჰქონდა, მათი საფუძველი მაინც ფილოსოფიური პრობლემატიკა იყო და ამიტომ მათ საფუძველზე ახალი პარალელური ფილოსოფიური დავები აღმოცენდებოდა.

ამრიგად, მოცემულ პერიოდში, საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებით მთელი რიგი არამართლმადიდებლური მოსაზრებები იქნა უარყოფილი. ეს მოსაზრებები უკავშირდებოდა რამდენიმე საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურ საკითხებს. ასეთებს მიეკუთვნება: 1. იოანე იტალოსის სწავლება, ძის მამად გადაქცევის (მონადაში გაერთიანება, - მთარგმ.), უსაწყისო და მარადიული მატერიის, სულისა და აღდგომის საკითხები. იტალოსის წინააღმდეგ შედგენილი ანათემიზმები (ერესის ან არასწორი სწავლების გამო გამოტანილი საეკლესიო კრების დადგენილება ან ეკლესიის მამების მიერ შემუშავებული კანონები, რომლებშიც პიროვნების ანათემირება იგულისხმება. ცნობილია წმინდა კირილე ალექსანდრიელის მიერ ნესტორის წინააღმდეგ შედგენილი 12 ანათემიზმა. ასევე ანათემიზმებად შეიძლება ჩაითვალოს ღანგრაში შეკრებილ წმინდა მამათა კანონები, რომლებიც ევსტათის გაუკუღმართებული სწავლების წინააღმდეგ იყო მიმართული, - მთარგმნ.), რომელშიც დაგმობილი იყო პლატონის ის იდეები, რომლებიც იტალოსმა გამოიყენა, მათ შორის: ყოფიერების რეალურობა, პირველსაწყისი იდეები (ინდივიდუალური სულების დედამიწაზე ფიზიკურად დაბადებამდე არსებობა, - მთარგმნ.), სულების გადასახლებისა (მეტამფსიქოზი) და ტანჯვის დროებითობა. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ იტალი აბელარის (ფრანგი ფილოსოფოსი და თეოლოგი, რომელიც იზიარებდა მატერიალიზმთან ახლომდგომ იდეებს, - მთარგმნ.) თანადროული იყო. 2. იტალოსისგან იღებენ საწყისს: ნილოს მონაზონი, ლეონ ქალკედონელი და სხვა მისი მიმდევრები, ისინი, ვინც ცდილობდნენ ფილოსოფიურად დაესაბუთებინათ ქრისტეს განკაცებისა და მის თაყვანისცემასთან დაკავშირებული საკითხები. 3. სოტირიქოს პანტევგენოსმა, დიაკვანმა, რომელიც შემდეგ ანტიოქიის პატრიარქად იქნა არჩეული ევქარისტიული მსხვერპლის საკითხი დააყენა; საკითხი ეხებოდა ლიტურგიულ ლოცვას: "შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის". ეს საკითხი აგრეთვე განიხილებოდა 1156-57 წლებში იმპერატორ მანუელ კომნენოსისა და პატრიარქ კონსტანტინე ხლიარენის დროს. 4. არანაკლები გაუგებრობა გამოიწვია მაცხოვრის სიტყვებთან: "მამაი ჩემი უფროის ჩემსა არს" (იოან. 14: 28) დაკავშირებულმა კამათმა, რომელიც საღვთისმეტყველო დავების მოყვარულ მანუელსა და პატრიარქ ლუკა ხრისოვერგს შორის წამოჭრა. 1166 წელს ამ შემთხვევაში კრება იძულებული გახდა ფილოსოფიური ძიებები ეკლესიურობის მიმართულებით წარემართა.

მთელი ეს ფილოსოფიურ-დოგმატური ძიებები იმის მტკიცებულებაა, რომ ამ მხრივ ცხოველი ინტერესი სახელმწიფოში არასოდეს ცხრებოდა და იმ დიდი საღვთისმეტყველო დავის ნიადაგი მზადდებოდა, რომელიც XIV საუკუნეში პალამასა და ვარლაამს შორის უნდა გაჩაღებულიყო. მეორე მხრივ, ეს დავები იმპერიის მოსახლეობის ფილოსოფიური მოწიფულობის ისეთ მტკიცებულებად გადაიქცა, რაც გვიჩვენებს, რომ მისი მონაწილეები მთელ სამყაროში პიროვნულად გამორჩეული ადამიანები იყვნენ და რომ ბიზანტიელების კულტურულ-ფილოსოფიური დონე დასავლეთისგან არაფრით განსხვავდება.

თ. უსპენსკი კონსტანტინოპოლში მიმდინარე ამგვარ გონებრივ ქმედებებზე შემდეგ საგულისხმო დასკვნებამდე მივიდა.

1. X1-XII ს.ს. ფილოსოფიური მოძრაობები წარმოადგენდა მცდელობებს ეკლესიურ ცნობიერებაში მოწესრიგებულიყო და გაფართოებულიყო ფილოსოფიის პლატონისეული მიმართულება. იტალი და ფსელოსი, ორივე პლატონიზმისკენ იხრებოდნენ. მოგვიანებით იმავე გზას დაადგნენ თეოდორე მეტოხიტი და ნიკიფორე გრიგორა. ფსელოსი ამ მიმართულებას ამართლებდა წერილში, რომელიც მან პატრიარქ იოანე ქსიფილინს მისწერა. იტალოსს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ის პლატონისებურად აზროვნებდა, და თუ ანა კომნენეს დავუჯერებთ, ეკლესიური განკვეთების შემდეგ მან თითქოს თავისი სწავლების რამდენიმე პუნქტზე უარიც კი განაცხადა: კერძოდ, ეს ყოფილა სწავლება იდეების შესახებ, რომელიც მას სურდა მართლმადიდებლობის მსოფლმხედველობაზე მოერგო.

2. ეს ფილოსოფიური ძიებები ასეთივე ხასიათის დასავლურ კვლევებთან საკმაოდ ახლოს დგანან. "პირველი დასავლური სქოლასტური პერიოდი (XI-XII ს.ს.), - წერს უსპენსკი, - სწორედ ისეთივე ნიშნებით ხასიათდება, როგორითაც იოანე იტალოსი, ანუ ეს არის არისტოტელეს ლოგიკის ნეოპლატონურობის ეკლესიურ სწავლებასთან დაკავშირების მცდელობები"... "ბიზანტიელი ფილოსოფოსები იმავე პრობლემებით იყვნენ დაკავებულნი, რითაც სქოლასტიკოსები, კერძოდ მათ პორფირიოსის მიერ შედგენილი და ცნობილი ორი სკოლის - ნომინალისტებისა და რეალისტების დავის პროცესში ჩამოყალიბებული ყოფიერების სახეობები და რაობები აინტერესებდათ"... "უნივერსალიების შესახებ სწავლებამდე მიყვანილმა სახეობებისა და რაობების ბუნებათა კვლევამ, შუა საუკუნეებში ფილოსოფიური მწარმოებლობა უზრუნველყო. შემდგომში სწორედ ამ საკითხების სხვადასხვაგვარი დამუშავებით განისაზღვრა ნომინალიზმისა და რეალიზმის სკოლის არსებობა. დროის ყოველგვარი სხვადასხვაობის მიმღეობის მიუხედავად, უნივერსალიები ყოველთვის ისეთ საფუძვლად რჩებოდა, რომლიდანაც გამომდინარეობენ და რომელთანაც კვლავ ბრუნდებიან ფილოსოფოსი მკვლევრები. გარეგნულად ეს თითქოს მხოლოდ ფსიქოლოგიასა და ლოგიკას ეხება, არსობრივად კი მთელს ფილოსოფიაზეა გაბატონებული; რადგან არ არსებობს საკითხი, რომელიც თავის თავში სხვა, ისეთ უმნიშვნელოვანეს თემებს არ იგულისხმებდა, როგორიც არის: ყველაფერი, რასაც ვხედავთ ან ჩვენი გონის მიერ შეთხზული კომბინაციაა, ან მის საფუძვლებს საგანთა ბუნებაში აქვს დასაბამი. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველგვარი ონტოლოგიური თუ ფსიქოლოგიური დოქტრინა უნივერსალიებთან დაკავშირებულ საკითხებთან უდავოდ ანგარიშვალდებულად რჩება". "ნუ დავიწყებთ იმის მტკიცებას, - აგრძელებს იგივე მკვლევარი ბიზანტინისტი, - რომ დასავლეთევროპულ სქოლასტიკაში მოქმედი ეს მიმართულებები საწყისებს ბიზანტიური სისტემებიდან იღებენ. ჩვენ მხოლოდ იმის დამტკიცება გვსურს, რომ იდეათა ეს წრეები რომლებშიც XI-XIII ს.ს. ევროპული აზროვნება ტრიალებდა, იგივეა, რასაც ბიზანტიაში ვხვდებით".

XI ს. დასასრულისა და XII ს. დასაწყისის მწერლების, იტალოსის, ევსტრატეს, ნილოსის, ლევის მოღვაწეობიდან ნათელი ხდება, რომ საღვთისმეტყველო საკითხები, კერძოდ, წმინდა სამებასთან, ქრისტეს განკაცებასთან და მის თაყვანისცემასთან დაკავშირებული დოგმატები სქოლასტიკური თვალსაზრისით განიხილებოდა. ევსტრატეს ტრაქტატებში სახეობები და რაობებია წარმოდგენილი, ანუ უნივერსალიებია განხილული; ეს საღვთისმეტყველო პრობლემები ბიზანტიაშიც ფილოსოფიურ ნიადაგზე ჩნდებოდა და მუშავდებოდა. იბრძოდა რა ეკლესიური თვალსაზრისის დასაცავად, ევსტრატე, თუ მის მიმართ დასავლეთევროპულ ტერმინს გამოვიყენებთ, იმ მიმართულების წარმომადგენელი აღმოჩნდება, რომელიც გამოდიოდა პრინციპიდან - უნივერსალია ინ რე. შესაბამისად, ეს არის ღრმა კულტურული მნიშვნელობის საკითხი და მოითხოვს დღემდე უგულებელყოფილი ფილოსოფიური მასალების საგულდაგულო განხილვას.

ევქარისტიის თემაზე სოტირიქე პანტევგენსა და ნიკოლა მეფონელს შორის გაჩაღებულ დავაში იმავე ნომინალიზმთან და რეალიზმთან დაკავშირებული საკითხი დაისვა. სოტირიქე, თავისი შეხედულების განსამტკიცებლად, პლატონისა და არისტოტელეს ავტორიტეტს იყენებდა. ეს საფუძველს აძლევს უსპენსკის იმავე შინაარსის დასკვნები გააკეთოს, და კვლავ განაცხადოს, რომ "ბიზანტიური სამღვდელოება თანამედროვე ფილოსოფიური აზროვნების დონეზე იდგა" და მართლაც, 1156, 1157 და 1166 წლების კრებებზე განკვეთილთა უმრავლესობა უმაღლეს სკოლასთან და უმაღლეს განათლებასთან ასე თუ ისე მაინც იყო დაკავშირებული.

ამრიგად, ნათელი ხდება, რომ მოცემული დროის ბიზანტიურ განათლებულობასა და დასავლეთ ევროპულ განმანათლებლობას შორის არ არსებობდა გაუვალი წინააღმდეგობა და მეცნიერებაში ხელოვნურად ასეთი წინააღმდეგობების აღმართვა საჭირო არ არის. აღმოსავლეთისა და დასავლეთის განათლებულ ადამიანებს საერთო ინტერესები ამოძრავებდა. გარემო, რომელშიც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ ერთი და იგივე საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ძიებებით იყო აღვსილი, მათი აზროვნება ერთი და იგივე მიმართულებით მიიკვლევდა გზას.

გაგრძელება იქნება

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat