"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი 2

თავი 3. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

მოძღვრება ღვთის შემეცნების შესახებ
ღვთის შემეცნების საკითხებთან დაკავშირებით, წმინდა ბასილი დიდთან და გრიგოლ ნოსელთან ერთად, გრიგოლ ღვთისმეტყველიც ამტკიცებდა, რომ ადამიანის გონისათვის ღვთაებრივი არსი სრულიად მიუწვდომელია. უკვე ითქვა, რომ ხსენებული თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ, უკიდურესი არიანელი (ანომეელი) ევნომი მიიჩნევდა, რომ ადამიანის გონს აქვს ღვთის შეცნობის უნარი. ასეთივე რაციონალისტური ოპტიმიზმი იყო დამახასიათებელი როგორც ნეოპლატონელებისათვის, ისე ორიგენელებისათვის. თვითონ ორიგენესაც სჯეროდა, რომ ადამიანის გონს ღვთის ჭვრეტის უნარი შესწევს და "ღმერთი" სიტყვა - ქრისტე, ის ერთადერთი "ქმნილი გონი" იყო, რომელსაც ღვთის ჭვრეტა არასოდეს შეუწყვეტია და შესაბამისად, ცოდვითაც არ დაცემულა. ამ მოსაზრებაში, ორი ძირითადი არიანული თვალსაზრისი იმალება, ესენია: ადამიანისათვის ღვთაებრივი არსის მისაწვდომობა და ის, რომ ღმერთ-სიტყვას ქმნილი ბუნება აქვს.

ამ ერეტიკულ თვალსაზრისს კაპადოკიელმა მამებმა საკუთარი აპოფატური (უარყოფითი) ღვთისმეტყველება და სამების ერთარსობის შესახებ სწავლება დაუპირისპირეს, მათ ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ ღმერთი თავისი არსით აბსოლუტურად შეუცნობელია. წმინდა გრიგოლი (სრულიად უყოყმანოდ იყენებს ისეთ ნეოპლატონურ ხატებებს, რომლებმაც შემდეგ ლიტურგიულ ტექსტებში გადაინაცვლა) ამის შესახებ ბრძანებს:
ჩემო მეგობრებო... და ჩემსავით ჭეშმარიტების მოყვარულო ადამიანებო, რა მემართება? მე იმისთვის მოვდიოდი, რათა ღმერთი შემეცნო; სწორედ ამის გამო უარვყავი ნივთიცა და ყოველგვარი ნივთიერიც; რამდენადაც შემეძლო ძალა მოვიკრიბე და მთაზე ავედი. მაგრამ როდესაც საგულდაგულო მზერა ღვთისკენ მივმართე, მხოლოდ კლდით დაფარული "ღმერთის ზურგი" დავინახე (გამ. 33: 22-23). დაწერილია: "და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს; რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე" (1 კორ. 10: 4). ღმერთის ზურგი იმ კლდით იყო დაფარული, რომელიც ჩვენთვის სიტყვის სახით განხორციელდა. როდესაც უფრო მივუახლოვდი, აღმოჩნდა, რომ ვჭვრეტ არა პირველს, წმინდა ბუნებას - წმინდა სამებას, რასაც თავად ის (ანუ ღმერთი-სიტყვა) ჭვრეტს, ვხედავ არა იმას, რაც პირველი კრეტსაბმელის უკან არის და რასაც ქერუბიმები ფარავენ, არამედ მხოლოდ კიდეს, ანუ იმ ნაწილს, რაც ჩვენ გვესაზღვრება. ეს კი, რამდენადაც ვიცი, სიდიადეა, ან როგორც ღვთაებრივი დავითი ბრძანებს ის "საკვირველ არს" (ფსალმ. 8: 2), რაც ღვთის ქმნილებაში ვლინდება, რაც ღმერთმა შექმნა და რაც მის მიერვე არის მართული. ყველაფერი, რაც ღმერთის აქეთ არის და ღვთის შეცნობაში გვეხმარება, "ღმერთის ზურგია". სწორედ ასევეა მზე, რომელსაც თავად არ შეგვიძლია ვუმზერდეთ და ჩვენთვის მხოლოდ წყლის ტალღებზე არეკლილი მისი და მისი სხივების მკრთალი გამოსახულებაა მისაწვდომი.
("მეორე სიტყვა ღვთისმეტყველების შესახებ")

მთის მწვერვალისკენ მიმავალი მოსეს ხატით, რომელიც ღმერთისკენ მიმართული სულის პროტოტიპად წარმოგვიდგება, ჯერ კიდევ ფილონ ალექსანდრიელი და ორიგენე სარგებლობდნენ. "ქვას (ანუ უფლის დიდებას, - მთარგმ. კომენტარი) მოფარებულ" ადამიანს ფიზიკური თვალით ღმერთის ხილვა არ შეუძლია; სხვაგვარად რომ ვთქვათ, განკაცებული ღმერთი ქრისტე - სიტყვა, რომელმაც ხორცნი შეისხნა, ჩვენ არა მხოლოდ ღმერთს წარმოგვიდგენს, არამედ ის არის ქვა (იგულისხმება კლდე, რომელიც მოსესთან დაკავშირებულ ეპიზოდში ღმერთის დიდებას გულისხმობს (გამ. 33: 22), რომელიც ჩვენ, ჩვეულებრივ ადამიანებს, ყოვლისშთანმთქმელი ღვთაებრივი ცეცხლისგან გვიცავს. ქრისტეს სხეული ერთგვარი მუქი შუშაა, რის მიღმაც შეგვიძლია ღმერთს ვუმზიროთ, ხოლო ღმერთი არსობრივად ადამიანისათვის სრულიად მიუწვდომელია: ღმერთის შესახებ მხოლოდ ის შეგვიძლია ვიცოდეთ, რასაც ის თავად გამოგვიჩენს: "ვჭვრეტ არა პირველ - წმინდა ბუნებას... არამედ მხოლოდ უკიდურესს, ჩემკენ მოქცეულს". ნეოპლატონური ხატების შესაბამისად, რომელშიც გრიგოლი თავის აზრს ათავსებს, როგორც უკვე ითქვა, ჩვენ მხოლოდ ღმერთის "ზურგის" ხილვა შეგვიძლია და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ "ქვას" ვიქნებით მოფარებული. ღვთის არსის ხილვა ანგელოზებისთვისაც მიუწვდომელია და ჩვენ მსგავსად, ისინიც მხოლოდ ღმერთის დიდებას, სიდიადეს, ძალას (წმინდა გრიგოლ პალამა იტყოდა "ენერგიებს") უმზერენ.

დიდი ქრისტიანი და ეკლესიურობის დამცველი წმინდა გრიგოლი ბერძნულ ფილოსოფიურ გარემოში იყო გამოზრდილი და ამიტომ ზოგიერთ მის გამონათქვამში სწავლული პლატონიკოსი შეიგრძნობა. ძალიან გამარტივებულად რომ ვთქვათ, პლატონურობის ძირითადი ინტუიცია იმაში მდგომარეობს, რომ მის ცალკეულ გამონათქვამებში ღმერთი სულია და ადამიანში ღვთაებრივი ნაპერწკალი, ანუ ღმერთის სულის ნაწილაკი მოქმედებს, რისი საშუალებითაც ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობა შესაძლებელი ხდება. ადამიანის ცხოვრების მიზანი ღმერთთან დაბრუნება და მასთან ერთობაში მყოფობაა. პლატონური თვალსაზრისით, ეს ერთობა მხოლოდ სულიერ დონეზე შეიძლება იყოს განხილული და რადგან სამყაროზე ყოვლისმომცველი და ყველგან შეღწევადი ისეთი სულიერი რეალობაა გაბატონებული, რისკენაც ყველაფერი მიილტვის და რომელშიც ყოველი არსი განქარდება, აქ მატერიას არანაირი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. ასეთ მსოფლმხედველობაში პიროვნულობის გამოვლინების ადგილი აღარ რჩება, რადგან სამყაროს მატერიალური მრავალფეროვნება ცოდვის შედეგადაა წარმოქმნილი, ხოლო ბოროტება, ცხადია, საბოლოოდ მთლიანად დაიძლევა. ამიტომ, პლატონიზმს არც ცალკეული პიროვნების არსებობა აინტერესებს და არც კაცობრიობის ისტორია.

იმ დროს ყველა განათლებული ადამიანი ამგვარ პლატონურ ან ნეოპლატონურ იდეებზე იყო აღზრდილი. ქრისტიანი ღვთისმეტყველებისათვის ღმერთი, სამ იპოსტასში მყოფი ერთიანი პიროვნება იყო და იმას, რომ ყოველი იპოსტასი გამორჩეული პიროვნული თავისებურებებით ხასიათდებოდა, ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის სულიერ გამოცდილებაში ძირფესვიანი გადატრიალება უნდა მოეხდინა. ამიტომ არის ურთულესი ის ამოცანა, რომლის წინაშეც კაპადოკიელმა მამებმა საკუთარი თავი დააყენეს. მათ ბერძნული ფილოსოფიის კატეგორიებში, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად უნდა ჩამოეყალიბებინათ ქრისტიანული სწავლება და ამით, იმდროინდელი ინტელიგენციის აზროვნებაში უდიდესი ცვლილება უნდა შეეტანათ.

აბსოლუტური ტრანსცენდენტურობა (ღმერთი ყველა სხვა არსებაზე აღმატებულია, "სრულიად სხვაა", ყველასთვის და ყველაფრისათვის მიღმიერია) და შეუცნობლობა, ღმერთის პიროვნული თავისებურებაა. არსობრივად, ბოლომდე, ადამიანის პიროვნებაც შეუცნობელია: წმინდა გრიგოლის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ჩვენ დარწმუნებით იმასაც კი ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც რომელიმე პირუტყვის ბოლომდე შეცნობა შეგვიძლია" (ადამს ეს შეეძლო: "რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა" (დაბ. 2: 19), - მთარგმ. კომენტარი) - რამდენად სამართლიანი იქნება ვიფიქროთ, რომ ჩვენ შევძლებთ ღვთაებრივი პიროვნების შეცნობას!

ღმერთის ტრანსცენდენტურობის მტკიცება და პლატონურობის უარყოფის ტენდენცია წმინდა გრიგოლის თხზულებებში აშკარად არის ასახული:

"ღმერთს გონით მისწვდე ძნელია, ხოლო ამოთქვა შეუძლებელი", - ამაზე იჭყლეტდა ტვინს და თან თავმომწონებდა ერთი ელინი ღვთისმეტყველი. მაგრამ როგორც მე ვფიქრობ, ღმერთის ამოთქმა შეუძლებელია, ხოლო ღმერთს გონით მისწვდე - უფრო შეუძლებელი. მოიცვას ვინმემ ასეთი უსაშველოდ დიდი არსი, ამის არც ძალა და არც საშუალება არა მხოლოდ მიწიერებას მიჯაჭვულ, არამედ ერთობ ამაღლებულ და ღვთის მოყვარულ ადამიანებსაც არ გააჩნიათ. ეს არ შეუძლია არც ერთ შობილს, რომლისთვისაც ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე, ბნელეთი და ეს უხეში სხეული უდიდეს წინააღმდეგობად აღიმართება. ჩვენ დამაჯერებლად იმასაც კი ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე რომელიმე პირუტყვი შეგვიძლია შევიცნოთ. ხოდა ამ ქმნილ არსებებთან შედარებით უფრო მეტად შეუვალი და მიუწვდომელია ის არსი, რაც ქმნილებაზე მაღლა დგას და რამაც თავად შექმნა ყოველი ქმნილება".
("მეორე სიტყვა ღვთისმეტყველების შესახებ")

აქ წმინდა გრიგოლი პლატონს ეკამათება, რომელიც "ჩრდილების" დიალოგში ამტკიცებს, რომ ძნელია მისწვდე ღმერთს და შეუძლებელია ღმერთი სიტყვებით გამოხატო. შესაბამისად, პლატონთან აპოფატური ღვთისმეტყველება მხოლოდ სიტყვიერად გამოხატვის დონეზე იწყება და ამ მიმართულებით ვითარდება.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლი პლატონიზმის უარყოფას გულწრფელად ცდილობდა, ცალკეულ შემთხვევებში, ის მაინც თმობდა თავის პოზიციას და ვარაუდს გამოთქვამდა, რომ შესაძლებელია ჩვენ ოდესმე საიქიოში, თავად ღვთაებრივი არსის ხილვა შევძლოთ. ეს თვალსაზრისი ქრისტიანულ ტრადიციაში შემორჩა და მას "ნეტარი ხილვა" (ვისიო ბეატიფიცა) ეწოდა. აღმოსავლური ქრისტიანობა ასეთი შესაძლებლობის არსებობას, უკვე IV საუკუნიდან მოყოლებული, მკაცრად უარყოფს. როგორც ითქვა, ამ საკითხთან დაკავშირებით, გრიგოლ ღვთისმეტყველთან გარკვეულ ბუნდოვანებას მაინც ვხედავთ. სხვა დამოკიდებულება აქვს წმინდა გრიგოლ ნოსელს, რომელიც ღვთის შემეცნებასთან დაკავშირებით არასოდეს არის ორაზროვანი და ღმერთის ტრანსცენდენტურობის შესახებ ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს: ჩვენთვის ღმერთის შემეცნების პროცესი არც ამ ცხოვრებაში და არც საიქიოში არ დასრულდება და სანაცვლოდ, წმინდა გრიგოლ ნოსელი ღმერთთან უსასრულოდ მიახლოებისა და ღვთაებრივი ცხოვრების ამოუწურაობის შესახებ გვესაუბრება.

არიანელებთან ბრძოლის პროცესში, კაპადოკიელი მამები ღვთაებრივი საიდუმლოსადმი ფილოსოფიური მიდგომის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ფილოსოფოსებისათვის ღმერთი ადამიანური გონისათვის მისაწვდომი გაგებაა, განსაზღვრებადია და საზღვრულია. ამიტომ ღმერთის შესახებ ნებისმიერი დადებითი მტკიცება მის შემოწერილობას, ანუ გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას და შესაბამისად, კერპთაყვანისმცემლურ აზროვნებაში გადასვლას გულისხმობს. ასეთი მიდგომის უარყოფა კაპადოკიელი მამების უდავო დამსახურებაა. ღვთაებრივი არსი - უსია, აბსოლუტურად ტრანსცენდენტურია, ანუ ადამიანის გონისათვის სრულიად მიუწვდომელია. ამიტომ, გრიგოლ ნოსელის მიერ სრულიად ნათლად გამოხატული კაპადოკიელების აპოფატიკა (ბერძ. უარყოფა) ღვთის შესახებ მხოლოდ უარყოფით მტკიცებულებებს გვთავაზობს და იმის შესახებ გვესაუბრება, რაც ღმერთი არ არის. უარყოფითი ღვთისმეტყველების მაგალითებს ჩვენ ვხედავთ იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ლიტურგიების ევქარისტულ ლოცვაში, აქ ღმერთისადმი აშკარად ჟღერს მიმართვა: შენ ხარ უფალი გამოუთქმელი, ამოუცნობი, უხილავი და მიუწვდომელი - შესაბამისად, ყველაფერი, რაც ღმერთის შესახებ ვიცით, მხოლოდ უარყოფით ტერმინებში შეიძლება გამოვხატოთ.

კაპადოკიელებმა თავისი საქმე ამ უმნიშვნელოვანესი თვალსაზრისის დასაბუთებით არ დაასრულეს. საჭირო იყო პასუხის გაცემა კითხვაზე: არსებობს თუ არა ღმერთის შეცნობის საკითხთან დაკავშირებული რაიმე დადებითი გამოცდილება? კითხვას კაპადოკიელმა მამებმა დადებითად უპასუხეს: ღვთაებრივი არსი ჩვენი შემეცნებითი შესაძლებლობის ნებისმიერ დონეს აღემატება, მაგრამ ღმერთთან შეხვედრა შესაძლებელია, რადგან ღმერთი პიროვნებაა, მისი პიროვნულობა მთელ სამყაროში და ჩვენს ცხოვრებაშიც შეიგრძნობა და ბოლოს, ღმერთს ჩვენვე ვაღიარებთ.

ასეთი გამოცდილების ილუსტრაციას და მტკიცებულებას იესო ქრისტესა და პეტრე მოციქულის საუბარი წარმოადგენს, რომელიც ფილიპეს კესარიის მხარეში მიმდინარეობდა (მათ. 16: 16-19). მაცხოვრის შეკითხვაზე: "თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?!", პეტრემ უპასუხა: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა?". პეტრე მიხვდა, რომ ის დგას ღმერთის წინაშე, ღმერთს ესაუბრება და ღმერთი, ეს ადამიანი - იესოა. გალილეველმა, უბრალო მეთევზე პეტრემ, რა თქმა უნდა, არც პლატონი იცოდა და არც არისტოტელე. მისი გამოცდილება, აზროვნების ბერძნულ ფილოსოფიურ კატეგორიებს არ შეესაბამებოდა, მაგრამ ის გრძნობდა, რომ უშუალოდ ძე ღმერთთან საუბრობდა და ეს მისთვის ისეთ უდავო რეალობას წარმოადგენდა, რომელსაც მტკიცებულება არ ესაჭიროებოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat