ჯვარს უნდა ვაცვათ საკუთარი გონება და აზრები, რათა აღდგომილი ღმერთის ბრწყინვალება ვიხილოთ
ჯვარს უნდა ვაცვათ საკუთარი გონება და აზრები, რათა აღდგომილი ღმერთის ბრწყინვალება ვიხილოთ
ზნეობრივი ღვთისმეტყველება
ქება და დიდება შვენის უფალს და წმინდანებს, რომლებსაც მიღწეული აქვთ სრულყოფილად ღმერთში ნეტარება.

გვესაუბრება ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- შინაგანი კაცის ძიება ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა, რათა სული იცხონოს. სინანულის გზა არის რეალური მაძიებლობა სასუფევლისა. შეიცან თავი შენი - ეს სულიერი მდგომარეობაა, როდესაც ქრისტიანი ლოცვითა და მარხვით უღრმავდება საკუთარ სულს და გამოიძიებს მანკიერებათა იმ მწყობრს, რომელიც ჯერ კიდევ არ აღმოუჩენია და დაუმარცხებია,Mმაგრამ ამ შემთხვევაში ხშირად ხდება, რომ ქრისტიანს ამოეწურება ძალები თავის შეცნობისა და იწყებს ძიებას იმ ენერგიისა, რომელიც შეეწევა საკუთარ თავთან ჭიდილის მოგებაში. ეს ძალა ღმერთშია და მისი მაძიებლობა ჩვენს გულებში ინახება. სახარების გზით და მოძღვართან ხშირი აღმსარებლობით ადამიანი სწავლობს სწორად შეცნობას თავისა და სულიერი ბრძოლის იმ მეთოდოლოგიას, რომელიც წმინდა მამების მიერ არის დავანებული ეკლესიის წიაღში. ამ პროცესს შინაგანი სულიერი ზრდა ჰქვია. რაც უფრო მეტად შევიმეცნებთ და ჩავუღრმავდებით თავს, მით მეტად დავინახავთ საკუთარ უღირსებას და გული, სიმდაბლის მაკურნებელ მადლს მიიღებს. ამიტომ ამ შემთხვევაში ქრისტიანული სულისკვეთება სწორი, არა ემოციური სწავლების გზით უნდა განვითარდეს, რამეთუ სადაც არის ემოციური ფონი, თუნდაც ლოცვის დროს, ის ეშმაკისაგან არის. ამიტომ ჩვენი შინაგანი ურთიერთობა ღმერთთან რამდენად სწორი და არაემოციური გზით მიდის, ეს მხოლოდ გონიერ მოძღვართან შეთანხმების შემთხვევაში იქნება. წმინდა კიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარი თვალით იხილოს ღმერთი, ვერსად იპოვის მას, რამეთუ ღმერთი უხილავია. ხოლო, ვისაც სულიერი თვალი აქვს ახელილი, მისთვის ღმერთი ყველგან არს, თანამყოფობს ყოველივეში და იმავდროულად ყველაფრის მიღმა.

წმინდა გრიგოლ ნოსელი გონიერი მოძღვრის ძიების შესახებ ბრძანებს: ვერავინ შეძლებს სულიერი ცხოვრების სრულყოფილად შესწავლას გამოცდილი ხელმძღვანელის გარეშე, რამეთუ ცხოვრების ამგვარი წესი საკმაოდ რთულია, რომ საკუთარ განსჯას მივანდოთ, თუ რა არის ჩვენთვის სასარგებლო. რაც უფრო აღმატებულია ჩვენი მიზანი, მით მეტი სიფრთხილე გვმართებს: აქ განუსჯელობა თვით სულს ეხება და საშიშროება გვექმნება არა რაიმე სიკეთის მოკლებისა, არამედ საკუთარი თავის წარწყმედითა და სულის ვნებებით... ამგვარად, უწინარეს ყოვლისა, გვმართებს, რომ ვპოვოთ გამოცდილი ხელმძღვანელი, კარგი წინამძღვარი, რათა გამოუცდელობით არ წავიდეთ ახალი, ჯერაც უვალი, ჭეშმარიტებისაგან განდრეკილი გზით. წმინდა გრიგოლ ნოსელი შეგვახსენებს: როდესაც ადამიანი საკუთარი თავით კმაყოფილია ანუ ეძლევა თვითკმაყოფილების გრძნობას, ქრისტიანული ცხოვრების გზაზე დამღუპველი იქნება და როდესაც ჭეშმარიტი სინანულის გზით გამოერკვევა, თუ საითკენ წაუყვანია საკუთარი სულიერი სამყარო, აღმოაჩენს, რომ ქრისტეს გზას აცდა და სხვაგან არაფრისმომცემ მდგომარეობაში აღმოჩენილა.

ქრისტიანი სულიერად მუხლჩაუხრელად უნდა შრომობდეს, რათა გამოიძიოს საკუთარი თავი ანუ რეალურად გაიცნოს შინაგანი სამყარო - გული, როგორც ცენტრი სულიერი სივრცისა. ზრახვები, რომლებიც ჩვენი აზროვნების ძირითადი ხერხემალია, განსაკუთრებით უნდა იყოს სახარებისეული კონტროლის ქვეშ მოქცეული, რამეთუ უკეთურ ზრახვებს შეუძლია ადამიანი ჯოჯოხეთამდე ჩაიყვანოს, ხოლო კეთილ ზრახვებს კი სასუფეველი შეუძლია მოაპოვებინოს. წმინდა ეფრემ ასური ბრძანებს: განა შეუძლია ზღვაში კუნძულს შეაჩეროს ტალღები, რომლებიც მას ურტყამენ?Aამის მიუხედავად, კუნძული ტალღებს ეწინააღმდეგება. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია ზრახვების შეჩერება, მაგრამ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მაინც ძალგვიძს.

წმინდა კირილე ალექსანდრიელი ზრახვების შესახებ ბრძანებს: კეთილი საქმის გზაზე შემდგარი კაცი ყოველი ღონით უნდა ეცადოს, რათა განეშოროს მისი გულისა და გონებისთვის სანეტარო აზრებსა და ზრახვებს. სატანა დიდად გონებამახვილია ავთა საქმეთა ქმნისას: როცა ვერ მოახერხებს კეთილზნეობრიობით აღვსილი ადამიანების მათთვის ძვირფასი ცხოვრების გზიდან გადაცდენას და თავის ნებაზე დაყოლიებას, სხვაგვარად ცდილობს მათ დამარცხებას: აქებს მათ, როგორც სრულყოფილებას მიქცეულ ქმნილებებს, განადიდებს, როგორც წმინდანებს, ეთაყვანება, როგორც უკვე უფლის მეგობრებად ქცეულებსა და ყოველგვარი სათნოების საზღვარს მიღწეულებს. ამ ხერხით ჰბადებს მათში ამპარტავნების ვნებას, აღუგზნებს უფლის მიმართ მტრობას და მათ ბალახივით ძირფესვიანად აღმოფხვრის კიდეც. ამიტომ, როგორც უკვე ვთქვით, უნდა განვშორდეთ ჩვენი გულისა და გონებისთვის სანეტარო აზრებსა და ზრახვებს. უდიდესი წმინდა მამა შეგვაგონებს, რომ შინაგანი სანეტარო პროცესები, რომელიც საკუთარი თავის განდიდებას ემსახურება და არა ღვთისას, საშიშია და ღვთისაგან განდგომილებას ემსახურება. დანიელ წინასწარმეტყველი ბრძანებს: მაქებელნი ჩემნი მაცდუნებდეს მე. ქება და დიდება შვენის უფალს და წმინდანებს, რომლებსაც მიღწეული აქვთ სრულყოფილად ღმერთში ნეტარება. მოციქული პავლე ბრძანებს, რომ ყველაზე ცოდვილი ადამიანი მე ვარ ამ დედამიწაზეო, რაც უფრო მეტად აღმოაჩენ და გამოიკვლევ საკუთარ უძლურებას, მით უფრო მეტად იწყება გულში ღვთაებრივი სიმდაბლის აღმოცენება, ხოლო ადვილი შესაძლებელია ასეთ დროს ნეტარებითი და მოჩვენებითი სიმდაბლის გზა შემოგვთავაზოს დემონმა, რა თქმა უნდა, უფრო ადვილად მისაღებია ადამიანის გონებისთვის. ამიტომ მოღვაწე ქრისტიანი უნდა გაფრთხილდეს და ხშირი აღსარებისა და ზიარების გზით განავითაროს ღმერთში შინაგანი ცხოვრება.

ეძიებდი და ჰპოვებდი, ირეკდი და განგეღოთ. უფალი ამ სიტყვებით მიგვითითებს, რომ მხოლოდ ჩემით შეიძლება ჭეშმარიტებისაკენ სვლა. ამიტომ ღვთის გარეშე, მიწიერი ფილოსოფიის გზით ჭეშმარიტებას ვერ ვპოვებთ და თავისუფლებაც, ლოგიკურია, არ იქნება ჩვენში ჯანსაღად და შეუცდომლად გაგებული. არსებობს ლიბერალური თავისუფლების გზა, რომელიც მოჩვენებითი თავისუფლების ფანტაზიურ გზას გვთავაზობს. სინამდვილეში კი ეს ცოდვის მონობაა და სხვა არაფერი. ადამიანი იადვილებს ცხოვრების წესს და ამ გზით ფიქრობს, რომ ჭეშმარიტება ყველგან შეიძლება იპოვოს, ხოლო ქრისტეს, ღმერთკაცის ჯვარცმასა და აღდგომას უგულებელყოფს და ამით უერთდება იმ დემონურ ცნობიერებას, რომელიც დამღუპველია და ამასთანავე არც ინტელექტუალთა წრის წარმომადგენელი შეიძლება იყოს. დღეს ათეიზმი საკმაოდ მაღალფარდოვნად იქადაგება და ამ ცრუ ინტელექტუალთა მზაკვრობა ატყუებს ახალგაზრდა თაობებს და ღვთის მიმართ უარყოფითად განაწყობს. სიფრთხილე ამ კუთხით განსაკუთრებულად მართებს ადამიანს.

ღვთის მიმბაძველობა ქრისტიანის მოვალეობაა. ცხოვრების წესია, რომელი წესის დაცვითაც მოიპოვება სიწმინდე და თავისუფლება. ადამიანის შინაგანი სწრაფვა თავისუფლებისაკენ ბუნებრივი მოვლენაა, რადგანაც ეს ღვთის ნიჭია და ამ ნიჭს სჭირდება განვითარება. როგორც სრულყოფილ ადამს ესაჭიროებოდა სრულყოფილებაში სრულყოფილებისაკენ სწრაფვა, რადგანაც ღმერთი ყოვლადსრულყოფილია და ადამიანის ბუნებას ახასიათებს მისკენ სწრაფვა, რაც განღმრთობის, სულის ცხონებისაკენ სვლას ნიშნავს. ადამი უცოდველი იყო და მას მაინც სჭირდებოდა, რომ გაზრდილიყო კიდევ სრულყოფილებაში, ხოლო ჩვენ, დაცემულ კაცობრიობას გვჭირდება იმ ბუნებრივი ნიჭის განვითარება, რომელიც სამოთხეში მოგვეცა, მაგრამ დავკარგეთ, განვაბნიეთ და ახლა მისი შეკრებისთვის უნდა ვიღვაწოთ... ღვაწლი ეს უკვე დიდი შრომის შედეგია და დაუღალავ მოქმედებას ნიშნავს სულიერ ვარჯიშში. სწორედაც სულიერი ვარჯიშია ლოცვაში, სწორი ცხოვრების წესში განმტკიცების პროცესი. თანამედროვე ქრისტიანი გამოიფიტა სარწმუნოებრივი სიმტკიცისაგან. მართლმადიდებლური სწავლების მიღება ამდიდრებს ქრისტიანის სულიერ ინტელექტს და ცოდნაში განამტკიცებს მას. მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებლობა წიგნიერი რელიგიაა და მას აუცილებლად სჭირდება შესწავლა.

ასკეტი მამები ბრძანებენ, რომ მლოცველი გონებით გულში უნდა ჩავიდეს და იქ სულს დაუმორჩილოს ის ადამიანური შეხედულებები, რომლებიც მართავენ ფშვინვიერ სამყაროს და ქრისტიანულ სიღრმეებს განაშორებენ. გულისხმიერება და გონიერი დაკვირვება სულზე, ეს ქრისტიანული ცხოვრების მტკიცე ფუნდამენტია. ქრისტიანის უპირველესი შინაგანი ძალაა იმედი უფლის. ამაზეა დამყარებული სასოება და მოთმინება, რამეთუ, მოთმინებით მოვიპოვებთ სულს და სასუფეველს, რომელიც ახლოსაა ჩვენს გულებთან.

რა არის სულიერება? წმინდა ნიკოლოზ სერბი ამის შესახებ ბრძანებს: ადამიანი ხილული სახით ხორციელია, მაგრამ სხეული მაცოცხლებელ სუნთქვას ატარებს, რომელიც უშუალოდ შემოქმედისგანაა.

ეს სული აკავშირებს ადამიანს შემოქმედთან და მის ირგვლივ არსებულ ზეციურ სულიერ სამყაროსთან. ესაა მცირე ალი, მსგავსი მარადიული ღვთიური ალისა, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეული ასე უბადრუკად და საცოდავად არსებობს დედამიწაზე მწერთა და ცხოველთა შორის, ამ ალით ის ზეცასა და მარადისობას უკავშირდება.

სულიერი ცხოვრება მეტად დიდ სიღრმეს მოითხოვს. თანამედროვე ადამიანმა დაკარგა ეს სიღრმეები და მხოლოდ ზედაპირული, ინსტინქტური მოქმედებებით შემოიფარგლება. რატომ მოხდა ასე? ეკლესიის მამები დღევანდელობას ღვთისაგან განდგომილ ეპოქას უწოდებენ, რადგანაც ადამიანის ფასეულობებმა სხვაგვარად ჰპოვა განვითარება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ათეისტურ-ლიბერალისტურმა ქადაგებამ მიიზიდა ქრისტიანის ცნობიერება. ჩვენ ვიცით, რომ ყოფიერება და ცნობიერება ურთიერთკავშირშია და დღევანდელმა ყოფამ დააზიანა ადამიანი, მაგალითად, Aარსად არ საუბრობენ უფალზე, არც ტელევიზიაში და არც პრესაში, მხოლოდ ყვითელი პრესით და სატელევიზიო სერიალების ყურებით შემოიფარგლება ადამიანის გონება და გული. ის ლეგალური გარყვნილების მორევი, რომელიც არსებობს თანამედროვე სამყაროში, არასდროს ყოფილა ასე დახვეწილად გარყვნილების მქადაგებელი. როგორ დავაღწიოთ ამ დემონურ ბადეს თავი? წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ დედამიწაზე ამ უკაცრიელ და შავ მორევში არსებობს ჭეშმარიტი ნავთსაყუდელი. ქალაქებში და სოფლებში ეს არის წმინდა ეკლესია და ის იქნება თქვენი გადარჩენის ხომალდი, რომელიც უკუნისამდე იარსებებს. დაე, ჩავებათ ქრისტეს დაუმარცხებელ ხომალდს მთელი გულითა და სულით და დავინახავთ, რომ სიწმინდე, როგორ ჯანსაღად გამოკვებავს ჩვენს სულებს. ამას ადამიანი იგრძნობს, რადგანაც სიწმინდისაკენ სწრაფვა ხომ ადამიანის სულის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომელსაც ჩვენი გონებითა და უკეთური შეხედულებებით გზას ვუღობავთ.

ეკლესია არის წმინდა საყდარი გულისა, რამეთუ გულის განწმენდით იწყება ჭეშმარიტების შემეცნება. შინაგანი ეკლესიის აგება აუცილებელი პირობაა იმის შესამეცნებლად, რომ მატერიალური სხეული არის მხოლოდ ჭურჭელი სულიწმინდისა. თავად ეკლესია ღვთისმსახურების გარეშე ფუნქციას კარგავს. ასევეა ადამიანი. რომელიც განეშორება ღმერთს ის შეურაცხყობს იმ დიდებას, რომელიც ღვთის ხატება და მსგავსებაა. ეკლესია და მისი აღმშენებლობა სულიდან იწყება და მომწიფებული სარწმუნოებრივი ცნობიერების შემდგომ, მატერიალური საყდრის მშენებლობა ღვთისა, სადაც აღესრულება საიდუმლოებები და საზოგადო მსახურება.

ისიქასტური მონასტრები უპოვარების და ასკეტიზმის უდიდესი გამოვლინებაა, სადაც არა აქვთ ფუფუნებითი საგნები, მაგრამ აქვთ ღვთის უდიდესი რწმენა და სიყვარული, განცდა შეცოდებისა. წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელი, როდესაც გაემგზავრა ეკლესია-მონასტრების ასაშენებლად, აგიოგრაფი გადმოგვცემს: "არა აქუნდათ არცა წერაქვი და არცა სხუა ეგევითარი სახმარი", მაგრამ ამ დიდ წმინდა მამებს ჰქონდათ რწმენა და ასკეტიზმი, რომელიც თავდადებას მოითხოვს, მოწამებრივ თავდადებას, სიმტკიცეს და მდუმარებას. ადამიანი რაც უფრო მეტად სწავლობს მდუმარების ხელოვნებას, მით უფრო მეტად უღრმავდება შინაგან სამყაროს და ამით უახლოვდება ღმერთს, რომელიც კაც იქმნა.

მონასტრული ცხოვრება არის მოღვაწეობის უმაღლესი ფორმა თავის შეცნობის და დანახვისა. როგორც არქიმანდრიტი ქერუბიმი ამბობს, მონაზონი ყოველ წამს კვდება ამ წუთისოფლისთვის. ეს მდგომარეობა უნდა განიცადოს ქრისტიანმაც, უბრალო ადამიანმა, რომელიც ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, რამეთუ უკეთურ დემონურ ფანტაზიას რომ ვებრძოლოთ, უნდა მოვკვდეთ იმ აზრებისთვის, რომელთა უკან ჯოჯოხეთი იმალება და რომ სწორად განვიცადოთ ყოველწამიერი სიკვდილი ქრისტესთვის, საჭიროა მუდმივი ლოცვა და ძიება შინაგანი კაცისა, ანუ იმ დაცემული მანკიერი თვისებებისა, რომლებიც ჩვენი სულის ლაბირინთებში იმალება, რათა საჭიროების შენთხვევაში თავისი დემონური მისია შეასრულოს და დაგვცეს. "ეძიე თავი შენი", ეს არის დევიზი ქრისტიანის შინაგანი განთავისუფლებისა და განწმენდისა.

უფალმა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა მკვდრეთით. ეს არის სახე ჩვენი მკვდრეთით აღდგომისა, სულიერი განახლებისა და ფერისცვალებისა. ეკლესია არის თაბორი ყოველი ქრისტიანისთვის, გოლგოთა, სადაც ჯვარს უნდა ვაცვათ საკუთარი გონება და აზრები, რათა აღდგომილი ღმერთის ბრწყინვალება ვიხილოთ. ვიხილოთ დიდება წმინდა სამებისა და დაუდუმებელად განვადიდოთ მამა, ძე და სულიწმინდა. ამინ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat