წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
 წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი
"...მე მთელს ადამიანში ვხედავ ღვთაებრივობას"
(Plotin, "Ennead.", III, 2, 3.)

ნაწილი პირველი
ისტორიული
თავი პირველი

გ. ფილოსოფიური ტრადიცია

ჩვენ ახლახან დავასრულეთ იმ მთავარ მომენტებზე დაკვირვება, რომლებმაც განსაზღვრა გვიანბიზანტიური ღვთისმეტყველების სტილი და მიმართულება. ამჯერად გავიცნოთ საკითხები, რომლებიც ბიზანტიური საზოგადოების საერთო კულტურულ მდგომარეობას, საერთო განათლებას და, კერძოდ, შუა საუკუნეების ბიზანტიის ფილოსოფიურ ტრადიციებს უკავშირდება.

როდესაც ვსაუბრობთ ბიზანტიურ ეკლესიურობაზე, რომლითაც განმსჭვალული იყო მათი ყოფიერება, ცნობიერება და კულტურა, მაინც შეცდომა იქნებოდა, ეს აზრი განგვეზოგადებინა და გვეფიქრა, რომ მხოლოდ ღვთისმეტყველება და საერთო ეკლესიური აზროვნება იყო ბიზანტიური კულტურის განმსაზღვრელი და მაშინ, სატაძრო ღვთისმოსაობის გარდა, არანაირი სულიერი ინტერესები არ არსებობდა.

თუ ჩვენ შეგვიძლია "წმინდანთა დინასტიებისა" და "ღირსთა ოჯახების" შესახებ ვისაუბროთ, ეს სრულებითაც არ გამორიცხავს მათში მაღალი საზოგადოებრივი კულტურის არსებობას; პირიქით, იმდროინდელ კულტურას სწრაფვისა და განვითარების პირობებს სწორედ ეს დინასტიები და ოჯახები უქმნიდა. ღვთისმოსაობისა და ღვაწლის გარდა, ამ სივრცეში ყვაოდა მრავალმხრივი განათლება. აქ მსჯელობდნენ და აწუხებდათ არა მხოლოდ ისეთი განყენებული დოგმატური პრობლემები, როგორიც იყო არსი და ენერგიები, ან ადამიანის ორნაწილოვანი (დიქოტომიური) თუ სამნაწილოვანი (ტრიქოტომიული) შედგენილობა, ან წვდომადი და მიუწვდომელი ღმერთი, ან "ქრისტეს დიდებისა" და ევქარისტიის უხრწნელობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ ადამიანების მსოფლმხედველობა ამით არ შემოიფარგლებოდა. უწინარეს ყოვლისა, ამ პრობლემების დაყენება, თავად ამ დონის ღვთისმეტყველება სერიოზულ ფილოსოფიურ და სამეცნიერო ცოდნას მოითხოვდა.

როდესაც ვფიქრობთ ბიზანტიის მაკედონური დინასტიის მმართველობის პერიოდზე, უნებურად გვახსენდება ჰერცბერგის სიტყვები: "აშკარად იყო შესამჩნევი გონებრივი ცხოვრების გააქტიურება. მაშინდელ განათლებას, რომელსაც კარგი გვარიშვილები ოჯახებში იღებდნენ, უნდა ვუწოდოთ ბრწყინვალე. რა თქმა უნდა, უმაღლესი საზოგადოების ახალგაზრდებზე დამღუპველად მოქმედებდა მაშინდელ პოლიტიკურ წრეებში გაბატონებული სიყალბის სული, მექრთამეობა, გაუმაძღრობა და ძალაუფლების სიყვარული, და რისთვისაც ეკლესიურ ზნეობას მხოლოდ მცირედ შეწინააღმდეგება შეეძლო. მაგრამ ახალგაზრდები საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მაინც დაბეჯითებით და მრავალმხრივად ემზადებოდნენ".

შუა საუკუნეებში პლატონისა და არისტოტელეს ცოდნაში გამორჩეული გაწაფულობა ბევრ განათლებულ ბიზანტიელს სახეზე ეწერა. მათ ასევე აშკარად გამოკვეთილი ნეოპლატონისტური გარეგნობა ჰქონდათ. მოსახლეობა ამ სწავლებას ფსევდო-დიონისეს მეშვეობით, სრულიად უსაფუძვლოდ, ქვეცნობიერად ეტანებოდა და სწავლობდნენ არა მხოლოდ საერო საზოგადოების წევრები, არამედ ათონის მთაზე განდეგილი ბერებიც.

ფილოსოფიასთან ერთად აინტერესებდათ ასტრონომია, მათემატიკა, მედიცინა, მუსიკა, ისტორია და პოეზია. ადამიანები საკუთარ კულტურულ ინტერესებს სრულად ეძლეოდნენ და ინტერესის საგანს დიდი სიყვარულით ეკიდებოდნენ. როდესაც ეცნობი მიქაელ ფსელოსის, გრიგოლ პალამას, ნიკიფორე გრიგორას, ევსტატი სოლუნელისის, მიქაელ აკომინატის, მეტოქიტოსის, იოანე არგილოპულოსის, პლიფონის და სხვათა შემოქმედებას, უნებლიეთ გახსენდება იუსტინე ფილოსოფოსი, კლიმენტი ალექსანდრიელი, სხვა დიდი სწავლული მამები, IV-V საუკუნეების საეკლესიო მწერლები, ლიბანიოსის მოწაფეები და ათონელი ბრძენნი. გრიგორას მიმოწერა მეტოქიტოსთან, სწავლულ იერარქებთან, დიდებულებთან და წარჩინებულ მოხელეებთან; დიმიტრი კიდონიუსის წერილები იტალიელ პრელატებთან და "მეცნიერების" მოყვარულ პალეოლოგებთან, კულტურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს განძს წარმოადგენს. დოგმატების სიწმინდისა და რწმენისადმი ერთგულება, ღრმა ღვთისმოსაობა და ასკეტური ღვაწლი მათ ხელს არ უშლიდა გამოეთვალათ ციური სხეულების მოძრაობები, ემსჯელათ ლექსის ზომებზე ან ფილოსოფიური საკითხები გადაეწყვიტათ.

მაღალ კულტურულ ფასეულობებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც ბიზანტიურ აზროვნებას აწუხებდა, მისი ისტორიის მიწურულს რამდენიმე ისეთი სწავლული და განათლებული თაობის წარმოქმნის წინაპირობა გახდა, რომელმაც იტალიასა და საფრანგეთში ჰუმანიზმის განვითარებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა, რაც თავისთავად მეტყველებს სულიერ დახვეწილობაზე. ცხადია, რომ ასეთი მაღალი დონის ინტერესებამდე საზოგადოების ფართო მასები ვერ მივიდოდნენ, ასეთი ზეობა მხოლოდ მაღალი ფენის, ძალიან დახვეწილი გემოვნებისათვის იყო ხელმისაწვდომი. დახვეწილობა ფართო მასების გემოვნების საგანი არასოდეს ყოფილა; დახვეწილი მაღალი სულიერი მოთხოვნები და განვითარების მაღალი დონე შეიძლება მხოლოდ მცირე ჯგუფისათვის ყოფილიყო საინტერესო. კულტურას ადამიანთა ვიწრო წრე ქმნის და ფასეულობათა სალაროს შევსება მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. მასის ხვედრი მხოლოდ პოპულარიზაციაა. კულტურა და შემოქმედება თავისი ბუნებით არისტოკრატული მოვლენაა. ამიტომ, რაც დრო გადის, ბიზანტიური და ყველა სხვა სახის განმანათლებლობის მნიშვნელობა კი არ იკლებს, არამედ იმის გამო, რომ ის დრომდე მხოლოდ ცალკეული ბედნიერი ცხებულის ბედთან იყო დაკავშირებული, სულ უფრო მეტად იზრდება.

ბიზანტიური საზოგადოების საერთო განათლების მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის განპირობებული თავად სასკოლო განათლების მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ბიზანტიური საზოგადოება მთელი შუა საუკუნეების სხვა ქვეყნების პარალელურად ვითარდებოდა. ყოველივე ამის საფუძველი იყო პროპედევტიკური მეცნიერებების ერთობლიობა, რომლის პირველწყაროსაც ძველი მსოფლიოს სასწავლო სისტემა წარმოადგენდა. იმავე ლათინური სქოლასტიკიდან გამოყოლილი "ტრივიუმი" და "კუადრივიუმი", ანუ მეცნიერებათა ორი ჯგუფი: 1. გრამატიკა, რიტორიკა და დიალექტიკა და 2. არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია; ეს იყო ბიზანტიური საზოგადოების საერთო განათლების დონის განმსაზღვრელი დისციპლინები. ეს ძველთაგან, მარკუს ვარონიდან და მაგნუს კასიოდორიუსიდან წამოსული "შვიდრიცხვა მხატვრული სიბრძნე" გადმოვიდა ბიზანტიიდან, შემდეგ, ჩვენამდე "თავისუფალ სიბრძნეთა" სახელით მოაღწია.

ამ ზოგადსაგანმანათლებლო და არა საღვთისმეტყველო დისციპლინებს თავისი წარსული გააჩნდათ. ბიზანტიის მთელი ისტორიის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. უკვე თეოდოსი II-ის დროინდელ უნივერსიტეტში რამდენიმე ახალი დისციპლინაა წარმოდგენილი. სულ იყო 31 კათედრა, რომლებიც, მეცნიერებათა თვალსაზრისით, შემდეგნაირად იყო დაყოფილი: ბერძნული გრამატიკა - 10 კათედრა, ლათინური გრამატიკა - 10 კათედრა, ბერძნული სოფისტიკა - 5, უფლებები - 2, ფილოსოფია - 1 და "ორატორეს რომანაე ელოკუენტიაეს" ეკავა - 3 კათედრა. საინტერესოა, რომ ლათინური ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინა იყო, მაშინ, როდესაც ბიზანტიის სახელმწიფოს ისტორიის დასასრულს ლათინური ენის მცოდნენი თითებზე ჩამოსათვლელი იყო. ლათინურის ზოგადსაგანმანათლებლო მნიშვნელობა მხოლოდ VII საუკუნემდე გრძელდებოდა.

ფილოსოფია, ამ სიტყვის ფართო გაგებით, გულისხმობდა რიტორიკას, დიალექტიკას, არითმეტიკას, ასტრონომიას და ისწავლებოდა მართალი დედოფალი თეოდორა I-ის (842-856) ძმის, კეისარ ვარდას მიერ იმპერიის მმართველობის (856-866 წლებში), დროს. თუ ეპოქა ბასილი II ბულგართმმუსვრელიდან კონსტანტინე მონომაქოსამდე მეცნიერების დაცემის ხანად ხასიათდება, ამ უკანასკნელის შემდეგ უმაღლესი განათლების სისტემის აღორძინება აშკარაა. კონსტანტინემ 1045 წელს ორი - იურიდიულ და ფილოსოფიურ ფაკულტეტიანი - უმაღლესი სკოლა შექმნა. იურიდიული ფაკულტეტი განთავსებული იყო კონსტანტინოპოლის მანგანას სასახლეში არსებულ წმინდა გიორგის მონასტერში. სასწავლო დაწესებულებას სათავეში ედგა "ნომოფილაქსი" (ბერძ. ზედამხედველი, ანუ კანონების დამცველი); მათ შორის პირველი იყო კონსტანტინოპოლის მომავალი პატრიარქი იოანე VIII ქსიფილინი (1064-1075). როგორც ჩანს, ისწავლებოდა პანდექტები (ბერძ. ყოვლისმომცველი), უმთავრესად კი, პროქირონებს და ვასილიკებს (საკანონმდებლო წიგნები) ასწავლიდნენ. ნომოფილიკსი მოვალე იყო სცოდნოდა ბერძნულიც და ლათინური ენაც, კარგად უნდა სცოდნოდა კანონები და პედაგოგიური საქმიანობა უნდა უფასოდ ეწარმოებინა. დღესასწაულობდნენ წმინდა ნოტარიუსების - წმინდა მარკიანესა და მარტირი ნოტარიუსების დღეს, ეს იყო 25 ოქტომბერი, რაც ბიზანტიური ეკლესიისათვის დამახასიათებელი საინტერესო წვრილმანია.

ფილოსოფიურ განყოფილებას, რომელიც სენატის მოპირდაპირე მხარეს, ავგუსტეონის მოედანზე იყო განთავსებული, ხელმძღვანელობდა ყველასათვის ცნობილი მიქაელ ფსელოსი, რომელიც "ფილოსოფოსების იპატიოსი", ანუ თავი იყო. შემდეგ ამ ტიტულს ფლობდა თეოდორე სმირნელი, იოანე იტალი, და საერთოდ, "ფილოსოფოსების იპატიოსის" წოდება წარჩინებულ პირებს წყვეტილად, მაგრამ მომდევნო წლებშიც ეძლეოდათ. ასეთი იყო, მაგალითად, დიაკვანი და შემდეგ პატრიარქი მიქაელ ანქიალოსი (1171-1178), კონსტანტინოპოლის პატრიარქი თეოდორე ირინიკი (1214-1216), იოანე პედიასიოსი და სხვები. სამეცნიერო დისციპლინების წრეები, როგორც სჩანს, განისაზღვრებოდა "ტრივიუმითა" და "კუადრივიუმით", მაგრამ სწავლობდნენ მეტაფიზიკასაც, თეოლოგიასაც, კითხულობდნენ ჰომეროსსაც და პინდარესაც (ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ლირიკოსი პოეტი).

უშუალოდ ჩვენთვის საინტერესო XIV საუკუნეში, ზოგადსაგანმანათლებლო მეცნიერებები და, კერძოდ, ფილოსოფია, კონსტანტინოპოლის უმაღლეს წრეებში ცხოველი ინტერესის სფეროს მიეკუთვნებოდა. კრომბახერმა X საუკუნეს ენციკლოპედიზმის, ხოლო XII-ს ლიტერატურული რენესანსის საუკუნე უწოდა; პალეოლოგების ზეობის დროს კი იგი იხსენიებს, როგორც "სწავლული ატიციზმის" (ატიცისტურად მიიჩნევა ინტელექტუალური და დახვეწილი ხატოვანი სიტყვა, რომლითაც ძვ. წ. V საუკუნეში, ძველ საბერძნეთში, უშუალოდ ატიკაში სარგებლობდნენ) პერიოდს, როდესაც ლიტერატურა "პანისტორიულ" ელფერს იძენს.

მართლაც, ეს უპირატესად ჰუმანიზმის, პლატონისა და არისტოტელესადმი მეცნიერული ინტერესის აღორძინების ეპოქაა. ამ პერიოდის მწერლები ფართე, ყოვლისმომცველი ინტერესებით ხასიათდებიან და ეს არის ბიზანტიური სახელმწიფოს აღორძინების დამასრულებელი ჟამი. ისეთი ნათელი ფიგურების გამოჩენა, როგორიც იყო გიორგი პაქიმერი, ნიკიფორე გრიგორა, მეტოქიტი, დიმიტრი კიდონიუსი, ჰემისტოს პლიფონი და ბესარიონ ნიკეელი იმაზე მეტყველებს, რომ ჩნდებოდა სულიერი განვითარების ახალი ძალა.

უნდა გავიხსენოთ, რომ ბიზანტიელებში ჰუმანისტური იდეები ადრეც აღიძვროდა, XII საუკუნემ: არისტოტელეს მიმდევარი ევსტათი ნიკიელის, გრამატიკოს გრიგოლ კორინთელის, პოეტ მიქაელ აკომინატის (ქონიატის), და ჰომეროსის, პინდარესა და კლასიკური ლიტერატურისმცოდნისა და განმმარტებლის, ცნობილ ევსტათი სილუნელის სახით, ქვეყანას ოთხი მიტროპოლიტი-ჰუმანისტი მისცა. ევროპულ ზოგადგანმანათლებლურ სისტემაში პალეოლოგების პერიოდის კლასიკურ გემოვნებას დაუვიწყარი მნიშვნელობა ჰქონდა; ისინი იტალიაში წარმოადგენდნენ ჰუმანისტური განწყობების განვითარებისათვის აუცილებელ ერთგვარ შუა რგოლს. მედიჩის, ფიჩინოს და ენეა სილვა პიკოლომინის ბიზანტიაში თავიანთი შთამაგონებლები და მასწავლებლები უნდა ჰყოლოდათ. აქვე უნდა ითქვას, რომ დასავლური ჰუმანიზმის წარმოშობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში მეცნიერთა თვალსაზრისი გაყოფილია. ერთნი (ი. კირეევსკი, ი. კულაკოვსკი და უსპენსკი) მიიჩნევენ, რომ ეს ზეგავლენა იყო განსაკუთრებული, ხოლო მეორენი (მაგ. პროფ. ა. ვასილიევი) ამ ზეგავლენას შედარებით მცირედად წარმოგვიდგენენ. ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ ვარლაამისა და ლეონტი პილატის წვლილს შემთხვევითად მიიჩნევს, ბიზანტიელი ჰუმანისტების - მანუელ ქრიზოროლის, ჰემისტოს პლიფონისა და ბესარიონ ნიკეელის შესაბამის ღვაწლსა და ზეგავლენას აშკარად აღიარებს. მართლაც, შეუძლებელია, ვასილიევს იმაში არ დაეთანხმო, რომ ვარლაამისა და პილატეს ზეგავლენა შემთხვევითი იყო; ამასთან ისინი წარმოშობითაც და კულტურითაც უფრო იტალიელები (კალაბრიელები) იყვნენ, ვიდრე ბიზანტიელები. ბიზანტიური კულტურის მატარებელი მათი ამალგამა ერთობ ზედაპირული გახლდათ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat