"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
 "წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი II

თავი II. წმინდა ბასილი დიდი

წმინდა ბასილი დიდის ღვთისმეტყველება ან საღვთისმეტყველო შეხედულებები

სწავლება სულიწმიდის შესახებ

(გაგრძელება)
ტექსტი, რომელსაც უკვე გავეცანით იმის შესახებ გვიქმნის შთაბეჭდილებას, თუ რა დამოკიდებულება იყო IV საუკუნეში ლიტურგიული ცხოვრებისადმი და ამ თვალსაზრისით, როგორი აშკარა განსხვავებაა დღევანდელობისაგან. ის, რაც მაშინ ეკლესიურ საიდუმლოებებთან და ეკლესიის ლიტურგიულ ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული, საიდუმლოებით იყო მოცული და მიეკუთვნებოდა ე. წ. "გამოუქვეყნებელ საიდუმლო სწავლებას". ამ სწავლების შესახებაც საჭირო იყო დუმილი, რადგან იგი გასაიდუმლოებულობის დისციპლინას ექვემდებარებოდა. წმინდა ბასილიმ ერთმანეთისაგან გამიჯნა დოგმა და კერიგმა (ბერძ. ქადაგება). დოგმაში ის საიდუმლოთა შესახებ ლიტურგიულ გადმოცემას გულისხმობდა, ხოლო კერიგმაში - ყველაფერ იმას, რაც ჩვენი თვალსაზრისით ღვთისმეტყველებას უკავშირდება, მაგალითად: სწავლება წმინდა სამების, ქრისტეს, წმინდა წერილის, ზნეობისა და ა. შ. იმისათვის, რათა ქრისტიანულ ცხოვრებაში უფრო გასაგები გახდეს სულიწმიდის მნიშვნელობა, ბასილი დიდი კონტექსტად ეკლესიურ ლიტურგიულ ცხოვრებას განიხილავს. წმინდა წერილში სულიწმიდის ეს მნიშვნელობა აშკარად არ ჩანს, მაგრამ განა სამართლიანი არ იქნებოდა იგივე გვეთქვა სხვა ისეთ ასპექტებზეც, რომლებსაც ჩვენი რწმენისათვის და მასთან დაკავშირებული წესებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, და რომელთა შესახებაც წერილში არაფერია ნათქვამი, ჩვენ კი ისინი მხოლოდ "საიდუმლო ღვთისმოსაობის" პროცესში გვეძლევა?

რომელი წერილიდან გვაქვს მოცემული თავად მამის, ძისა და სულიწმიდის რწმენის აღმსარებლობა? ამიტომ, თუ ღვთისმოსაობით იმ გადმოცემის საფუძველზე ვინათლებით, რომელიც ნათლისღების შესახებ მოგვითხრობს, ასევე არ გვმართებს ნათლობის მსგავსად, პირჯვრის გამოსახვაც და აღსარებაც გადმოცემის საფუძველზე გვწამდეს? ანდა, ღმერთის დიდებას ამავე წესითა და ჩვენი რწმენის შესაბამისად, არ უნდა აღვავლენდეთ?.. როგორც ვხედავთ, უამრავი ისეთი რამ არ არის დაწერილი წმინდა წერილში რასაც კეთილმსახურებისათვის უდიდესი ძალა აქვს და ჩვენ მათ გადმოცემის წყალობით მაინც ვიყენებთ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნუთუ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რამაც მამებისგან ჩვენამდე მოაღწია და ეკლესიამ ყოველგვარი წინასწარი განზრახულობის გარეშე დაუზიანებლად შემოგვინახა და რაც ისეთივე დიდი მნიშვნელობის კიდევ ერთი გადმოცემაა, რომელსაც არანაკლები საფუძველი გააჩნია და რაც საიდუმლოებებისათვის უდიდეს ძალას წარმოადგენს, თამამად გამოვიყენოთ?

ცალკეული ლიტურგიული ტრადიციების წმინდა ბასილისეული საინტერესო განმარტებები:

ლოცვის დროს ყველა აღმოსავლეთს მივმართავთ, მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ არც კი ვიცით, რომ ჩვენს უძველეს სამშობლოს სწორედ იქ ვეძებთ, დაწერილია: "და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა" (დაბ. 2:8). შვიდეულის პირველ დღეს ლოცვას ფეხზე მდგომნი აღვავლენთ (ანუ გამართულნი, ყოველგვარი მეტანიების გარეშე), მაგრამ ამის მიზეზიც არ ვიცით ყველამ. ჩვენ არა მხოლოდ ქრისტესთან ერთად მკვდრეთით ვართ აღდგომილები და არა მხოლოდ მოვალენი ვართ, კვირა დღეს ზეციურს ვეძებდეთ, არამედ ლოცვის დროს წელში გამართულებს, ღვთისგან რომ მოგვეცა, ის მადლიც უნდა გვახსენდებოდეს. შვიდეულის ეს პირველი დღე, როგორც ჩანს, იმ საუკუნის ხატია, რომლის მოლოდინიცა გვაქვს. ერთი და იგივე დღე მრავალგზის მეორდება, დაწერილია: "და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი"(დაბ. 1:5). სწორედ ეს დღეა ერთიც და მერვეც, ეს არის ის, რაც მოსდევს ამ დროს და აწმყოს, ის არის, რაც იმ მდგომარეობას... უსრულებელს, მიუნავლებელს, უსაზღვროს, იმ ულეველ და უბერებელ საუკუნეს ასახიერებს. სწორედ ამიტომ, რათა ცხოვრების უსრულებლობის ხშირ ხსენებაში ფეხზე დგომა გვეხმარებოდეს, შეუსმენლობა არ მოგვეძალოს და წარდგომის დროს აღვსილი ვიქნეთ დარიგებებით, ეკლესია თავის აღსაზრდელს, ამ დღეს ლოცვის დროს ფეხზე დგომას ასწავლის. სულთმოფენობაც აღდგომის შეხსენებაა, ანუ ის არის, რასაც ველით მარადიულობაში. რადგან ერთია ის პირველი დღე, რიცხვ შვიდზე შვიდჯერ გამრავლებული, სულთმოფენობის შვიდ შვიდეულში, შვიდეულები პირველი დღით (კვირით) იწყება, შემდეგ დღეთა ორმოცდაათგზის შემობრუნებით კვირით მთავრდება... ამიტომ არის საუკუნესთან მიმსგავსებული, რომლის წრებრუნვაც იმავე ნიშნით იწყება, რითაც მთავრდება. ეკლესიის კანონებმა ამ ხუთ ათეულში ჩვენ შეგვასწავლა ლოცვაში პირდაპირ დგომა, ამ მინიშნებით ჩვენი გონი აწმყოდან მომავალში გადაინაცვლებს, ხოლო მუხლმოდრეკა და მიწიდან კვლავ წამოდგომა (დიდი მეტანია) ნიშანია, რომ ცოდვით დავეცით მიწაზე და კაცთმოყვარე შემოქმედმა კვლავ ზეცისათვის წამოგვაყენა.
(იქვე, თ. 26)

წმინდა ბასილი დიდის წერილებში ეკლესიის ლიტურგიული ცხოვრების შესახებ მრავალი სხვადასხვა სახის ინფორმაციაა მიმოფანტული. 93 წერილში ის გვესაუბრება წესებზე, რომლებიც წმინდა ზიარებასთან არის დაკავშირებული. ის გვირჩევს, ყოველდღიურად ან რაც შეიძლება ხშირად ვეზიაროთ:

თავად მე კვირაში ოთხჯერ ვეზიარები: უფლის დღეს (კვირას), ოთხშაბათობით, პარასკეობით და შაბათობით, ასევე სხვა დღეებში, თუ რომელიმე მოწამესთან დაკავშირებული დღესასწაულია.

ჩვენი პირველშეწირულის ლიტურგია რომელიც ოთხშაბათობით და პარასკეობით აღესრულება იმ მტკიცებულებად რჩება, რომლის მიხედვითაც, როგორც წმინდა ბასილი წერს, ზიარება ხშირად ხდებოდა:

თუ დევნის პირობებში ვინმე იძულებული ხდება, მღვდლისა და დიაკვნის არარსებობის გამო საკუთარი ხელიდან ეზიაროს, მან შეუძლია ეს არანაირ სირთულედ არ ჩათვალოს. აქედან გამომდინარეობს, რომ ქრისტიანს წმინდა ძღვენი შეეძლო შინ ჰქონოდა და თუ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ევქარისტიის პროცესში სასულიერო პირის მონაწილეობა შეუძლებელი იქნებოდა, ზიარება თავისი ხელით განეხორციელებინა. ამ წესს გააჩნდა გამამართლებელი მიზეზი:

უდაბნოში მყოფ ყველა განდეგილთან მღვდელი არ იყო და ამიტომ წმინდა ძღვენს თვითონ ინახავდნენ და თვითონვე ეზიარებოდნენ.

ერთ-ერთი ადგილობრივი წესების აღწერის დროს წმინდა ბასილი გვაცნობებს, რომ ალექსანდრიასა და ეგვიპტეში მოსახლეობისათვის საერთო წესები მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც წმინდა ძღვენს ისინი შინ ინახავდნენ. ეკლესიამ ამაზე უარი მხოლოდ V-VI საუკუნეებში თქვა, რის შემდეგაც ის მოსახლეობას წმინდა ძღვენს აღარ ანდობდა, ამასთან, ზიარების პრაქტიკაში შემოიტანა ისეთი ელემენტი, როგორიც არის კოვზი. ხელით ზიარების ტრადიცია შემორჩა მხოლოდ სასულიერო პირთათვის და იმპერატორისათვის, მოგვიანებით რუსეთის მეფისათვისაც, მაგრამ მხოლოდ მისი კორონაციის დღეს.

კანონიკურ სამართლთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხებთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანია წმინდა ბასილი დიდის ცნობილი წერილი ამფილოქეს მიმართ "ერეტიკოსთა ნათლისღების" შესახებ. წმინდა ბასილის ცნობილი კანონები ამ წერილის ამონაწერებია. IV საუკუნეში ეკლესია დიდი პრობლემის წინაშე დადგა: ხელმეორედ უნდა მონათლულიყვნენ თუ არა ერეტიკოსები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, მართლმადიდებლებად მოქცეულიყვნენ და როგორი უნდა ყოფილიყო დამოკიდებულება იმ მორწმუნეების მიმართ, ვინც ერეტიკოსების მიერ იყვნენ მონათლულები. IV საუკუნემდე ყველა ერთსულოვნად მიიჩნევდა, რომ ვინაიდან ეკლესიის წევრი შეიძლება მხოლოდ ნათლისღების გზით გახდე, ეკლესიის გარეთ მონათვლა შეუძლებელია. ამიტომ ნათლობა, რომელიც ერეტიკოსების მიერ იქნა განხორციელებული, ძალადაკარგულად ითვლებოდა, ხოლო ერეტიკოსები, რომლებსაც ეკლესიის წევრობა სურდათ, ხელახლა უნდა მონათლულიყვნენ.

IV საუკუნეში აღმოსავლური ეკლესიის შინაგანი მდგომარეობა შეიცვალა. აღმოსავლეთის ყველა ეპისკოპოსმა, წმინდა ათანასეს გამოკლებით, ფორმალურად მაინც - არიანობაში გადაინაცვლა. თავად წმინდა ბასილმა ხელდასხმა ნახევრად არიანელი ეპისკოპოსებისგან მიიღო. ჩვენს ეკლესიაში წმინდანად შერაცხილი იმპერატორი კონსტანტინე უკიდურესი არიანელის - ევსები ნიკომიდიელის მიერ მოინათლა. ასეთ სიტუაციაში უბრალო და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო. წმინდა ბასილმა ერეტიკოსობაში განმასხვავებელი ხარისხი შემოიღო:

ძველთაგანვე განისაზღვრა, რომ ნათლისღება, რომელიც თავისი შინაარსით, სარწმუნოებას არაფრით არ ჩამორჩება, მისაღებია. თუმცა ზოგს ერესი, ზოგს - განხეთქილება, და ზოგს - კიდეშესაკრებლობა (თვითნებური, ანუ მიუღებელი თავშეყრა) ეწოდა. ერეტიკოსად, ანუ მწვალებლად ისინი იწოდებიან, რომლებიც მთლიანად ჩამოშორდნენ და გაუცხოვდნენ რწმენაში; თუ ეკლესიის წიაღში გაჩნდა მიზეზი ან საკითხი, რომლის გამოც საეკლესიო საკითხში ჩნდება ისეთი უთანხმოება, რისი მოგვარებაც შესაძლებელია - განხეთქილებას იტყვიან, ასეთები არიან საეკლესიო საკითხებში ერთმანეთთან მოდავეები; მაგალითად, როდესაც იკრიბებიან ურჩი პრესვიტერების ან ეპისკოპოსების და უმეცარი ადამიანების გარშემო. მაგალითად, თუ ცოდვაში მხილებული ჩამოაშორეს ღვთისმსახურებას, ის კანონს არ დაემორჩილა და თავად გადაწყვიტა, ყოფილიყო წინამძღოლიც და სასულიერო პირიც, მასთან ერთად სხვებმაც მიატოვეს ერთიანი ეკლესია და განდგომილებაში იმყოფებიან, ასეთი შეკრებები კიდეშესაკრებლობაა, რაც მიუღებლად და დაუშვებლად მიიჩნევა. თუ ვინმეს უთანხმოება აქვს საეკლესიო სწავლებასთან სინანულის შესახებ, ის განხეთქილებაშია. ასეთი ერესებია: მანიქევლობა, ვალენტინიანელობა, მარკიონელობა... რადგან მათში, თვით ღმერთის რწმენაში განყოფა იგულისხმება. ამიტომ ძველ მამებს მიაჩნდათ, რომ ერეტიკოსების მიერ განხორციელებული ნათლობა სრულიად უნდა იქნეს უარყოფილი, ხოლო განხეთქილებაში მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის წევრთა შეწყნარება შესაძლებელია. კიდეშესაკრებლის მომწყობთა ჯეროვანი სინანულისა და მოქცევის შემთხვევაში შეიძლება მათი დაბრუნება ეკლესიაში; ამრიგად, არცთუ იშვიათად, საეკლესიო ხარისხში მყოფი დაუმორჩილებელნი, თავიანთი სინანულის შესაბამისად ძველ ხარისხს უბრუნდებიან.
(წესი 1, წერილიდან ამფილოქეს მიმართ)

წმინდა ბასილი მიიჩნევს, რომ ნათლობა ეკლესიისგან განუყოფელია და ხელმეორედ მხოლოდ ნამდვილი ერეტიკოსები უნდა ინათლებოდნენ, რადგან ამ შემთხვევაში ეკლესიასთან "განყოფა თვით ღმერთის რწმენაში" ხდება. სქიზმატიკოსების და კიდეშესაკრებლობების წევრების, ანუ იმათი, ვინც ეკლესიას უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანი წესების, ჩვეულებების ან დისციპლინური საკითხების გამო დაუპირისპირდა, მაგრამ "ჯერაც ეკლესიის წევრია", ეკლესიაში დაბრუნება ნათლობის გარეშეა შესაძლებელი, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი სინანულის შემდეგ.

წმინდა ბასილი დადგენილი წესების მკაცრად შესრულებას მოითხოვს, ხოლო მოძღვრებისაგან ისეთი ინტუიციის გრძნობის გამოვლინებას მოელის, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ჭეშმარიტი ყალბისგან გამოარჩიონ. ეკლესია ხაზს უსვამს, რომ იგი, უწინარეს ყოვლისა, ყოველი ადამიანის გადარჩენაზე ზრუნავს და ეკლესიური აღმშენებლობა იმაში მდგომარეობს, რომ "კანონთა სიმკაცრე გადარჩენისათვის წინააღმდეგობად არ გადაიქცეს".

მომდევნო საუკუნეებში მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის წმინდა ბასილის მიერ დადგენილი ამ პრინციპებით ხელმძღვანელობდა და ეკლესიის წევრად ნათლისღებით მხოლოდ მათ იღებდნენ, ვინც არანაირად აღარ მიეკუთვნებოდა ეკლესიას და ყოველთვის ავლენდნენ შემწყალებლობას მათ მიმართ, ვისაც გაწყვეტილი ჰქონდა ეკლესიასთან ურთიერთობა, მაგრამ არა ერესის გამო, რომლითაც შეგნებული უარყოფდა ქრისტიანული რწმენის საფუძვლებს.

შემდეგ - წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat