წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
წმინდა გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია
არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი
"...მე მთელ ადამიანში ვხედავ ღვთაებრივ სახეს"
(Plotin, "Ennead.", III, 2, 3.)
ნაწილი პირველი

ისტორიული
თავი პირველი
ეპოქის კულტურული ფონი
"დასაწყისი მართლმადიდებლური ეკლესიისა არის ბიზანტიური, მაღალი კულტურა, რომელსაც მტრულად განწყობილმა ეკლესიებმა უამრავი ცილი დასწამეს. ის ასევე სრულიად არასწორად გაიგეს პროგრესისტებმა, რომლებმაც წინა საუკუნის შუა წლებში დაიჯერეს, რომ დედამიწაზე რეალური ედემის მოწყობაა შესაძლებელი. მთელი ეს საოცარი კულტურა - განმანათლებლობის ეს გამორჩეული სახე, მხოლოდ განვითარება და ევანგელური სწავლების განმარტებაა და არა მისი შერყვნა, როგორც ფიქრობენ ქრისტიანობაში შეგრძნებადი და შეხებადი უტილიტარიზმის მაძიებლები".
(კ. ლეონტიევი, "მეორე წერილი ათონიდან")

ნაყოფში ის გზაა ასახული, რაც მისმა წარმომქმნელმა ხემ გაიარა. ადამიანის პიროვნულობაში მისი მშობელი ერისათვის დამახასიათებელი მთელი კულტურული ფასეულობებია გამოხატული. მის ზურგს უკან მისი წინაპრების ყოველი თაობა, მოპოვებული ცოდნის მარაგი და ის გამოცდილება დგას, რაც მისმა მშობელმა ხალხმა დააგროვა. პიროვნებას მისი ხალხის სული აქვს შესისხლხორცებული, რაშიც მისი ხალხის გამარჯვებები, მარცხის სირცხვილი, მონობის სიმწარე, ყოველი წინა თაობის მიერ განცდილი მწუხარება და სიხარული იგულისხმება. რელიგია, ადათ-წესი, ეპოსი, ხალხური სიმღერა, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი სიბრძნე, გადმოცემა, ზღაპარი, წარსული საუკუნეების გადმონაშთები, - ამ ყველაფრით არის გამოზრდილი ადამიანი და ყველაფერი ეს მის ინდივიდშია თავმოყრილი, ამით სუნთქავს და ფუნქციონირებს პიროვნება. ეს არის სისხლი, რომელიც მის ძარღვებში ჩქეფს, აქ დევს მისი სტიქია; ყოველივე ეს მას დედის რძესთან ერთად ეძლევა, მაგრამ მაინც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანი გეოგრაფიული, ისტორიული, ეკონომიკური და სხვა ელემენტების ჯამს წარმოადგენს. ამ საერთო მოცემულობის მიუხედავად, ყოველი ცალკ-ცალკე, განუმეორებელ და შეუცვლელ პიროვნებად წარმოგვიდგება.

ნებისმიერი ისტორიული ფიგურა ოდესღაც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და იმისათვის, რომ ის სწორად გაიგოს, საჭიროა მკვლევარმა გააცოცხლოს იგი და რაღაც თვალსაზრისით მისი ცხოვრებით, მისი გარემოთი, მისი ეპოქით, მისი ინტერესებითა და მისი ამოცანებით იცხოვროს. საუკუნეების შემდეგ ისტორიის სახელმძღვანელოს უკვე მკვდარი და ნაკლებად ცნობილი პერსონაჟი კვლავ უნდა აღდგეს და მასში მისი დროის ცოცხალ ადამიანს უნდა შევეხოთ. სწორედ ესაა ისტორიული კვლევის სირთულე. მკვლევარმა თავად უნდა გადაინაცვლოს განვლილ ასწლეულებში, უნდა იცხოვროს გარემოში, რომელიც მისთვის უკვე მკვდარია, უნდა აღადგინოს ყოფიერებისა და კულტურული ცხოვრების იმდროინდელი ფონი. მკვლევარს უნდა აინტერესებდეს სწორედ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გარდაცვლილი, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო მოაზროვნე, მწერალი, ეკლესიის წმინდა მასწავლებელი ან თუნდაც ერეტიკოსი. პიროვნება მკვლევარს უნდა უყვარდეს, ჩასახლდეს მასში და მისი ცხოვრებით იცხოვროს, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გამოკვლევა სრული, თხრობადი და მართალი. ცოცხალი საუბარი მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ "გმირი" მკვლევარმა შეიგრძნო და განიცადა. ადამიანთან, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა, თუ ცოცხალი ურთიერთობა არ დავამყარეთ, ოდესღაც მის ხელთ არსებულმა ავლადიდებამ და მისმა გარემომ თუ არ გაგვიტაცა, თუ მასთან ერთად არ ვიოცნებეთ, ხილვებში თუ მის ეპოქაში არ ვიცხოვრეთ და მის თანამედროვეებთან თუ არ ვისაუბრეთ, მხოლოდ ფაქტების რეგისტრირება და მისი ნაწარმოების ფურცლების განმარტება, ჩვენს შემოქმედებას არქივარიუსის საქმეს მიამსგავსებს. საჭიროა არა მხოლოდ ისტორიული მოვლენების და გარემოებების შესწავლა, არამედ ყოველივეს შეგრძნება, და ამ გრძნობასთან ერთად თავად გმირთან გულით დაახლოვება.

გრიგოლ პალამას საღვთისმეტყველო სწავლების გაცნობა და მართლმადიდებლური აზრის ისტორიაში მისი წვლილის შეფასება, უკიდურესად რთული ამოცანაა. წმინდა გრიგოლი, როგორც ყოველი ისტორიული პიროვნება, განუყოფელია ყოველივე იმისგან, რაც იმ კულტურულ ნიადაგს წარმოადგენს, რომელზედაც ამოიზარდა და რასთანაც ის ორგანულად არის დაკავშირებული.

ცხადია, რომ შეცდომა და უიმედობა იქნებოდა რელიგიის ისტორია არარელიგიურ ადამიანს დაეწერა. ურწმუნო მკვლევრის მოჩვენებით ობიექტურობას და ეგრეთწოდებულ, მეცნიერულ მიუკერძოებლობას მხოლოდ ყალბ მეცნიერულობამდე, რელიგიური შეგრძნებების შინაგანი სუნთქვით გაუნაყოფიერებლობამდე შეუძლია მიგვიყვანოს. ამდენად, რელიგიის ისტორიული წარსულის შეგრძნება და მის შესახებ გულწრფელი ლაპარაკი და წერა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც თავად გააჩნია რელიგიური გამოცდილება.

უნაყოფო და ყალბი იქნებოდა ქრისტიანული სულიერი ცხოვრების, ქრისტიანული სწავლების ისტორიის, ქრისტიანული ღვთისმსახურების და სხვა მიმართულებების შესწავლა მათთვის, ვინც თავად შორს დგას სულიერებისგან და თვითონ არ არის ქრისტიანი.

ასევე სრულიად უიმედო და არასწორია ბიზანტიის ისტორიის გარედან შემეცნება. მხოლოდ სულით ბიზანტიელს, მხოლოდ მის ერთმორწმუნეს, ერთმადიდებელს და ერთსულს შეუძლია მისი არსის, მისი სისხლის მჩქეფარების და მისი გულისცემის შეგრძნება. მეორე მხრივ, ნათქვამი სულაც არ ამცირებს ბიზანტიის ისტორიისა და კულტურის შესახებ უამრავი რაოდენობის "ობიექტური" კაპიტალური ნაშრომების მნიშვნელობას. მათი კვალი ძალიან ფასეულია. ამ უძვირფასესი საარქივო-კრიტიკული მიმართულების შრომების საშუალებით, ძირითადად ზუსტდება ქრონოლოგიები, მიმდინარეობს ტექსტების შედარება, უფრო კონკრეტულ სახეს იღებს ზოგიერთი მოვლენა. მაგრამ სულის, ეკლესიურობის, მართლმადიდებლური კულტურის ბოლომდე გათავისება და ჭეშმარიტად შეყვარება მხოლოდ აბსოლუტურად ბიზანტიური ტრადიციების მატარებელი ეკლესიის შვილს შეუძლია. დასავლელი მკვლევარების უმრავლესობას, თავისი ხერხებითა და დასავლური აზროვნებით, ეს არასოდეს გამოსდიოდათ. ევროპული ცივილიზაცია ვერასდროს შეძლებს ბიზანტიურობის ნამდვილი ბიზანტიური თვალსაზრისით დანახვას. ის, რაც მართლმადიდებელი მკვლევარისათვის წმინდა და უმნიშვნელოვანესია, მათთვის მხოლოდ გარეგნულია, წეს-ჩვეულებაა, ფორმალურია და უცხოა. მხოლოდ იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა არაევროპულია, მათი აზრით, არც ორთოდოქსულია და რადგან ვერც მათი - ლათინური კატეხიზისის ჩარჩოებში თავსდება, ეს მაღალი კულტურა მათ უკულტურობად მიაჩნიათ. კარგ შემთხვევაში, ბიზანტიურ კულტურაში დასავლელი მკვლევარი მხოლოდ კაშკაშა და საინტერესო ეგზოტიკურ ელემენტებს ხედავს. მართლმადიდებლობისგან მას არ შეუძლია, არ მოითხოვოს ტუბინგენის კრიტიკული ტრადიციით მოწამლული ე. წ. "სამეცნიერო ობიექტურობა", ამით დასავლელი საკუთარი "კრიტიკულობის" მარწუხებში ექცევა და თავადვე კარგავს თავისუფლებას. სავალალოა, მაგრამ ამ მიზეზების გამო მართლმადიდებლური ბიზანტიური კელტურის სულს ის ვერასოდეს გაიგებს, ვერ შეიგრძნობს და ვერ დაინახავს მის ნამდვილ სახეს. დასავლელი სწავლული ყოველთვის ან თომისტი და პაპისტი, ან რაციონალისტი, ან პროტესტანტია; ანუ საკმარისი სარკაზმის მქონე სკეპტიკოსი ყველა შემთხვევაშია. იმისათვის რათა მთელი შენი არსით მიიღო ბიზანტიური სული, ბიზანტიის წყლებში უნდა მოინათლო, მისი მზის მწველი ძალა შეიგრძნო, მისი საცეცხლურის საკმევლის ბოლში უნდა გაეხვე და განუყოფლად მისი უნდა გახდე. რელიგიისადმი, ქრისტიანობისადმი, მართლმადიდებლური ბიზანტიისადმი არ შეიძლება ისეთ ცნობისმოყვარეობით დაკვირვებას იჩენდე, როგორც ამას ხოჭოების ცხოვრებისა და ფოლკლორის მიმართ ავლენენ. აქ შესწავლის ობიექტთან შერწყმაა საჭირო. ბერდიაევის ენით რომ ვთქვათ, აქ "იობიექტიურებ", ეს ყველაფერი "ეგზისტენციალურად" უნდა შეიმეცნო. აქ მშობლიურად, სისხლ-ხორცეულად და არა ჩვენს გარეთ მყოფად უნდა შევიგრძნოთ; მკვლევარმა ყველაფერი უნდა გაითავისოს და თავადაც მთელი სულით, გულითა და გონით მასვე უნდა შეერწყას. ამრიგად, ბიზანტიური მართლმადიდებლური კულტურისა და იმის შესახებ, რაც ამ კულტურაშია დაუნჯებული, მართალი სიტყვა მხოლოდ სულით ბიზანტიელს შეუძლია თქვას.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat