"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
"წმინდა მამათა ღვთისმეტყველების შესავალი"
პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
ნაწილი I
თავი IX

წმინდა ათანასე დიდი

წმინდა ათანასე დიდი 293 წელს ალექსანდრიაში, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. კარგი განათლების მიღების მიუხედავად, სხვა მრავალი ცნობილი ღვთისმეტყველის მსგავსად, ფილოსოფია არ შეუსწავლია. ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც ასკეტიზმით დაინტერესდა და 319 წელს ალექსანდრიის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ იგი დიაკვნად აკურთხა. 325 წელს ნიკეის კრებას წმინდა ათანასე დიაკვნის ხარისხში ესწრებოდა. 328 წელს ეპისკოპოსი ალექსანდეს გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრედ ათანასე იქნა არჩეული, რის შემდეგაც 47 წლის მანძილზე ალექსანდიის კათედრას უძღვებოდა და მათ შორის 15 წელი დევნილობაში გაატარა.

335 წელს მისი მოწინააღმდეგე არიანელების მცდელობების შედეგად წმინდა ათანასეს, ტირის კრების გადაწყვეტილებით, მსჯავრი დაედო და შორეულ დასავლეთში, ქალაქ ტრირში იქნა განდევნილი. 337 წელს კონსტანტინე I-ის სიკვდილის შემდეგ წმინდა ათანასე დევნილობიდან დაბრუნდა. არიანელები არ ცხრებოდნენ და ათანასეს საწინააღმდეგოდ სხვადასხვა სახის ინტრიგებს ხლართავდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ იმპერატორის ჯარისკაცების დახმარებით, ძალადობის გამოყენებით, მათ, წმინდა ათანასე არიანელი გრიგოლით შეცვალეს. ათანასე იძულებული გახდა, რომში არქიეპისკოპოს იულიუსთან გაქცეულიყო. სხვათა შორის, ამ უკანასკნელის ძალისხმევითაც, 341 წელს წმინდა ათანასეს სწავლება მართლმადიდებლურ დოგმატიკასთან შესაბამისად გამოცხადდა. 343 წელს სერდიკაში (ახლანდელი ბულგარეთის დედაქალაქი სოფია) ჩატარდა კრება, სადაც უშედეგოდ დასრულდა ნიკეის კრების მომხრეებისა და არიანელების მორიგების მცდელობა. 346 წელს, წმინდა ათანასეს, ალექსანდრიაში არქიეპისკოპოსის ხარისხში დაბრუნების უფლება მიეცა. იმ დროს მთელ მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში წმინდა ათანასე ერთადერთი არქიეპისკოპოსი იყო, ის თავისი პირადი ავტორიტეტითა და თხზულებებით საყოველთაო სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა, ასევე დიდი იყო წმინდა ათანასეს საზოგადო ავტორიტეტი.

350 წელს, როდესაც არიანელი კონსტანცი თვითმპყრობელი მონარქი გახდა, არიანობამ აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც გაიმარჯვა. 356 წელს, დევნის გამო, წმინდა ათანასე იძულებული გახდა ეგვიპტის უდაბნოში გახიზნულიყო, სადაც ის ექვსი წლის მანძილზე სხვადასხვა მონასტერში იმალებოდა. ამ პერიოდში მან დაწერა "წმინდა ანტონის ცხოვრება" და მრავალი სხვა თხზულება. 361 წელს ტახტზე ავიდა იმპერატორი იულიანე განდგომილი, რომელიც შეეცადა, წარმართული რელიგიის დაბრუნებას. იულიანე შიდა ქრისტიანულ განხეთქილებებს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა, მის დროს ყველა ქრისტიან სასულიერო პირს დევნილობიდან დაბრუნების უფლება მიეცა. არიანელი ეპისკოპოსი ალექსანდრიაში სახალხო აჯანყების მიმდინარეობის დროს ბრბომ მოკლა. წმინდა ათანასეს კვლავ დაუბრუნეს სასულიერო უფლებები და იგი დიდი ენერგიით შეუდგა მართლმადიდებლობის აღორძინებას. 362 წელს წმინდა ათანასემ ნიკეის შემდეგ პირველად მოიწვია მართლმადიდებლური კრება. წარმართების ქრისტიანებად მოქცევისაკენ მიმართულმა მისმა ენერგიულმა ძალისხმევამ იმპერატორი განარისხა და იმავე 362 წელს წმინდა ათანასეს მეოთხედ მოუხდა დევნილობაში ყოფნა, ამჯერად მან თავი ეგვიპტის თებაიდას უდაბნოს შეაფარა. იულიანეს გარდაცვალების შემდეგ, 363 წელს, წმინდა ათანასე კვლავ ალექსანდრიაში დაბრუნდა, მაგრამ არიანელების ქომაგის, ვალენტის მეფობის ჟამს, არასასურველ ეპისკოპოსს ამჯერად მხოლოდ რამდენიმე თვით, მაგრამ მაინც კვლავ მოუწია საკუთარი ქალაქის დატოვება. ამის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე - 373 წლამდე, ამ თვალსაზრისით ის აღარ შეუწუხებიათ.

წმინდა ათანასე იყო სრულყოფილი ხასიათის მქონე, შესანიშნავი ადამიანი. მთელი ცხოვრება არიანულ ერესთან ბრძოლაში გალია. ის არ იყო დახვეწილი დიპლომატი და ამიტომ არ სურდა იმის აღიარება, რომ არაბიბლიური ტერმინი "ერთარსი", თავისი ორაზროვნებით, ბევრს გაუგებრობაში აგდებდა და ამიტომ, დამატებით განმარტებას საჭიროებდა. მისთვის სიტყვა ერთარსი, თავისი შინაარსით, საბრძოლო მოწოდება იყო, რომელსაც მართლმადიდებლობისა და ჩვენი გადარჩენის ბედი ებმებოდა. მართალია, არიანელობაზე საბოლოო გამარჯვებას ათანასე დიდი ვერ შეესწრო, ანუ ვერ ნახა მართლმადიდებლობის ის ზეიმი, რომელიც 381 წელს კონსტანტინოპოლის კრებაზე განხორციელდა, მაგრამ მისი ბოლო წერილები აშკარად დიდი იმედებით არის აღვსილი. მან იცოდა, რომ უკვე გამოჩნდნენ კაპადოკიელი ღვთისმეტყველები, რომლებიც ნიკეის მართლმადიდებლური რწმენის დამცველები უნდა ყოფილიყვნენ. ეს რწმენა სწორედ მათ გამოხატეს და განმარტეს ისე, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეპისკოპოსების უმრავლესობისათვის ჭეშმარიტება სრულიად მისაღები და გასაგები გახდა.

წმინდა ათანასეს ქმნილებები
1. სიტყვა წარმართთა შესახებ.

2. "სიტყვა ღმერთი-სიტყვის განკაცებისა და სოფელსა შინა, ჩვენ შორის, ხორციელად დამკვიდრების შესახებ". მიუხედავად იმისა, რომ ეს თხზულება დაიწერა, არიანელებთან დისკუსიის დაწყებამდე, მაშინ, როდესაც წმინდა ათანასე სრულიად ახალგაზრდა იყო (317-319 წწ.), ის მაინც სრულად მოიცავს მისი სწავლების ძირითად საფუძვლებს.

3. სამი "სიტყვა არიანელების წინააღმდეგ".

4. ოთხი წერილი "ეპისკოპოსი სერაფიონის მიმართ, სულიწმინდის შესახებ".

5. "დაცვითი სიტყვა", რომელშიც წმინდა ათანასე დევნის დროს თავის გაქცევას ამართლებს.

6. "იმპერატორ კონსტანცის წინაშე წარმოთქმული დაცვითი სიტყვა (აპოლოგია)".

7. "არიანელობის ისტორია", დაწერილი ბერმონაზვნობისათვის, იმის შესახებ, თუ რა ჩაიდინეს არიანელებმა იმპერატორ კონსტანცის დროს.

8. ეგვიპტეში ბერული ცხოვრების დამამკვიდრებლის, "ჩვენი ღირსი მამის, ანტონის ცხოვრება".

9. "საზეიმო ეპისტოლე (გზავნილება)". ასე იწოდებოდა მრგვლივ მოსავლელი გზავნილებები, რომლებსაც აგზავნიდნენ ალექსანდრიელი ეპისკოპოსები და რომლებშიც ყოველწლიურად ცხადდებოდა აღდგომის აღნიშვნის თარიღი. წმინდა ათანასეს მიერ ჩვენამდე მოღწეული საზეიმო გზავნილებები საინტერესოა მათში თავმოყრილი საეკლესიო ჩვეულებების შესწავლის თვალსაზრისით. ასე, მაგალითად, ცნობილი 39-ე გზავნილებიდან ვიგებთ, რომ ალექსანდრიაში ძველი აღთქმის შემოკლებული კანონით სარგებლობდნენ (ასეთს იყენებენ დღეს პროტესტანტები), ხოლო ბერძნული წიგნები, როგორიც არის იგავნი, ესთერი, რუთი და ტობითი, კანონში საერთოდ არ შედიოდა, მაგრამ რეკომენდებული იყო, როგორც სულის გასანათლებელი საშუალება. ახალი აღთქმის კანონში დამკვიდრებული 27 წიგნის გარდა შედიოდა "მოძღვრება თორმეტი მოციქულისა" - დიდაქე და "მწყემსი ერმი".

გამორჩეული ადგილი უჭირავს "წმინდა ანტონის ცხოვრებას" - ქრისტიანობის მწერლობის ისტორიაში წმინდანის ცხოვრების შესახებ პირველ ნაწარმოებს, რომელიც მთელი შუა საუკუნეების აგიოგრაფიული მწერლობისათვის სანიმუშო წიგნად გადაიქცა. ჩვენთვის გამორჩეულად საინტერესოა დეტალები, რომლებშიც მოსჩანს ადრეული ბერული მოძრაობის წევრების შეხედულებები და ძირითადი იდეოლოგიური თავისებურებები. იმ მოვლენების აღწერა, რომლებმაც წმინდა ანტონს ბერმონაზვნობის გზაზე დადგომა გადააწყვეტინა, შემდეგ ტრადიციული გახდა წმინდანთა ცხოვრების ჟანრისათვის:

მშობლების გარდაცვალების შემდეგ ანტონი მცირეწლოვან დასთან ერთად დარჩა და თვრამეტი თუ ოცი წლის ახალგაზრდამ მზრუნველობა და ზედამხედველობა ოჯახსა და დაზე თავად იკისრა. მშობლების გარდაცვალებიდან ექვსი თვეც არ იყო გასული, რომ ტაძარში ჩვეულებრივად მიმავალი ანტონი იმან დააფიქრა, თუ როგორ მიატოვეს მოციქულებმა ყველაფერი ამქვეყნიური და გაჰყვნენ მაცხოვარს, როგორ ახერხებდნენ მოციქულთა საქმეში მოხსენიებული მორწმუნეები ყველაფრის გაყიდვას და მთელი მონაგების საჭიროებისამებრ გასანაწილებლად მოციქულთა ფეხთით დადებას, რა სასოება გააჩნდათ და რა ელით მათ ცათა სასუფეველში გაწეული ღვაწლისათვის. ანტონი ასეთი ფიქრებით შედის ტაძარში; იმდღევანდელ საკითხავში ის ისმენს სიტყვებს, რომელსაც მაცხოვარი მდიდარს ეუბნება: "თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე" (მთ. 19:21). ამას ანტონი ღვთის მინიშნებად იღებს. დაუყოვნებლივ გამოდის ეკლესიიდან და წინაპართაგან დანატოვარს თანასოფლელებს ურიგებს; შემდეგ სხვა მოძრავ ქონებასაც ყიდის და საკმაოდ დიდ მონაგებს ღარიბ-ღატაკებს ურიგებს. მხოლოდ ნაწილს ტოვებს თავისი დისათვის. მაგრამ, როდესაც ტაძარში დგომისას კვლავ მოისმინა მაცხოვრის სიტყვები: "ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის" (მთ. 6:34), მაშინვე გამოდის ტაძრიდან, მიდის და დარჩენილ ქონებას უმწეოებს ურიგებს; დას აღსაზრდელად იმ დროისათვის ცნობილ წმინდა ქალწულებთან სავანეში დატოვებს და თავად თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასკეტიკურ პრაქტიკას, თვითშემეცნებასა და მოთმინებაში ვარჯიშს შეუდგება.
("ანტონის ცხოვრება", თ. 2)

ამ აღწერილობაში მნიშვნელოვანია შემდეგი მომენტები: ჯერ ერთი, საერთოდ ბერმონაზვნურ ცხოვრებას ტრადიციულად ჩვენ უდაბნოსთან ვაკავშირებთ. წმინდა ათანასე კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წმინდა ანტონი ეკლესიაში დადიოდა, ანუ მრევლის საკრამენტულ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა; მეორე - ანტონის გადაწყვეტილება ბერობის შესახებ ღმერთთან პირადი, მისტიკური ურთიერთობის სურვილიდან კი არა, ბიბლიური სწავლებიდან გამომდინარეობს: ანტონს სურვილი აქვს, იცხოვროს სახარების წესებით. ის ამა სოფლიდან იმის გამო კი არ გადის, რომ განმარტოება უნდა და სურვილი აქვს ამქვეყნიურ არარაობას ჩამოსცილდეს, არამედ იმიტომ, რომ ის ემორჩილება სიღატაკის ბიბლიურ მცნებებს. ჯერ კიდევ საერო ცხოვრებაში ანტონი "მუშაობდა თავისი საკუთარი ხელებით", "ხშირად ლოცულობდა" და რაც მთავარია, "წიგნები მან მეხსიერებით ჩაანაცვლა", - წმინდა მოღვაწე უწიგნური იყო.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.12.2018
მღვდელი ვალენტინ ვასეჩკო
ნაწილი IV. პროტესტანტული სარწმუნოებრივი მოძღვრება
კალვინიზმი
ეჭვს არ იწვევს, რომ რეფორმაციის აკვანი იყო და ყოველთვის გერმანია დარჩება
05.06.2017
ალექსანდრე მილეანტი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მისიონერი, სასულიერო მწერალი (1938-2005)
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat