გახსოვდეს სიკვდილი...
გახსოვდეს სიკვდილი...
"ქრისტიანო! გახსოვდეს, რომ შენთანაც მოვა განჩინება უფლისა და მოვა იმ დროს, რომელიც არ უწყი. იმ წამს, როდესაც არ ელი, დამბადებელი თავისთან მოგიხმობს. რაიც გარდახდენიათ შენზე უწინ გარდაცვლილთ, იგივე გარდაგხდება შენც, ამიტომ იყავი ბრძენი, გონიერი და იმ საბედისწერო წამს წინასწარ სინანულითა და შემუსვრილი გულით გამზადებული შეეგებე.

საშინელია წამი იგი არა მარტო ცოდვილთთვის, არამედ მართალთათვისაც, რომელთაც მარად ახსოვდათ იგი და გამუდმებით იგლოვდნენ ცოდვათა თვისთა.

გახსოვდეს სიკვდილი და ჭეშმარიტად უწყოდე, რომ ხსოვნაი ესე ყოველივე ამსოფლიურ სიამესა და ამაო დიდებას საძაგელს გახდის შენთვის და შენ უმეტესად გლოვასა და სინანულს დაუწყებ ძიებას, ვიდრე მხიარულებასა და ხორცის განსვენებას" - წერია ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ხელნაწერებში.

ახალი აღთქმის მახარებლები ხშირად გვაფრთხილებენ - "იყუენით განმზადებულ" თქვენს უფალთან შესახვედრად ყოველ დროს, "რამეთუ რომლისა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისა მოვიდეს" (მთ. 24, 42-51). წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით, ადამიანებს რომ სცოდნოდათ, როდის მოკვდებიან, უდავოა, გაირჯებოდნენ ამ დღისთვის, ამიტომ მარტო სიკვდილის დღისთვის რომ არ ვიზრუნოთ, იესო ქრისტე არ გვიცხადებს არც ქვეყნის დასასრულის და არც თითოეული ჩვენგანის გარდაცვალების დღეს; მას სურს, რომ ჩვენ მუდამ ამ დღის მოლოდინში ვიყოთ, ეს დღე ჩვენი მოუკლებელი ზრუნვის საგანი გახდეს, ამიტომაც ყველა ჩვენგანის სიცოცხლის ბოლო დღე უცნობი დატოვა. ისინი, ვინც ამქვეყნიური ცხოვრების აზრს ქონებისა და დიდძალი სიმდიდრის დაგროვებაში ხედავენ და არ სძინავთ იმაზე ფიქრით, ქურდებმა არ გაიტაცონ დაგროვილი საგანძური მათი საცავებიდან, სულიერად კი საერთოდ არ ფხიზლობენ და არ ემზადებიან სიკვდილთან შესახვედრად, სიკვდილი მათ მოულოდნელად აკითხავს, რაც უზრუნველ სულთა დაღუპვის დასაბამი ხდება.

მდიდარმა რომ იცოდეს დრო, როდის გაქურდავენ, ხომ თავიდან აიცილებდა მას, ასევე ადამიანებიც დაიცავდნენ თავს, თუკი ეცოდინებოდათ, როდის ესტუმრებოდათ სიკვდილი, ის ხომ ყოველ წამს შეიძლება მოვიდეს, მაშინაც კი, როდესაც საერთოდ არ ვფიქრობთ მასზე. "იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი..." "ხედავთ? - ამბობს ოქროპირი, - რა ხშირად იმეორებს იესო ქრისტე ამ სიტყვებს, რითაც გვაჩვენებს, რომ სიკვდილის ჟამის უცოდინარობა სასარგებლოა ჩვენთვის. სად არიან ისინი? უზრუნველ ცხოვრებას ეწევიან და თავს იიმედებენ: ჩვენ გარდაცვალებისას ყველაფერს ღარიბებს დავუტოვებთო, დაე, მოისმინონ ეს სიტყვები და გამოსწორდნენ, ძალზე ბევრი მიიტაცა სიკვდილმა ისე უეცრად, რომ ვერც მოასწრეს ახლობლებისთვის რაიმეს თქმა". ჟამი სიკვდილისა ყველასთვის საიდუმლოებით არის მოცული. "ის, ვინც მონანულს პატიება აღუთქვა, არ ჰპირდება შემცოდეს ხვალინდელი დღის დადგომას", ამიტომ წმინდა იოანე ოქროპირი გვირჩევს, რაც შეიძლება ხშირად გავიმეოროთ გულში დიდი ოთხშაბათის ტროპარის დამამშვიდებელი საეკლესიო საგალობელი: "აჰა, ესერა სიძე მოვალს შუა ღამესა და ნეტარ არს მონა იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ; ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით, იხილე, სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღიმსთუე და ჰხმობდი: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ".

ჩვენ წინ ხომ ორი გზაა: გზა ქრისტესთან მისაახლებელი და გზა მისგან დამაშორებელი. ო, უბედურო მგზავრნო მიწისა! საით მივეშურებით, თუკი არ მივდივართ ქრისტიანული მოწყალების გზით? (მიტროპოლიტი ფილარეტი). როგორც ილია მინიატისი შენიშნავს, თუკი არ შეგვეძლება მივაღწიოთ ყველა იმ გამოუთქმელ ნეტარებას, რაც მოუმზადა ღმერთმა მისი დიდების ჭვრეტის მოყვარულთ, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება: "მლაშე და მწარეა ზღვის წყალი, - ამბობს მინიატისი, - წარმოიდგინე, რომ ზღვაში ზეციდან ჩამოვარდა ერთი წვეთი და მან დაატკბო ზღვა: ხვდები, რა ტკბილია ეს ზეციური წყალი? აი, ასევე მწარეა ჯოჯოხეთი, მაგრამ თუ მასში ჩავარდებოდა სამოთხის სიტკბოების თუნდაც ერთი წვეთი, დაატკბობდა მას, ჩააქრობდა ჯოჯოხეთურ ცეცხლს, შეაშრობდა ცოდვილთა ცრემლებს და ჯოჯოხეთი სამოთხედ იქცეოდა. მიხვდი ახლა, როგორია სამოთხის სიხარული? თქვენი გული გაიხარებს ამ სიხარულში და ვეღარავინ წაგართმევს ამას, ვერავინ! ღვთიურ მარადისობაში გაიხარებ ღვთის სიხარულით, იმეფებ ღვთის სამეფოში, იქნები ღვთის დიდებით განდიდებული. მაშინ მისი მსგავსი ვიქნებით, - ამბობს მოციქული, - განღმრთობილნი, რადგან დავინახავთ მას ისეთს, როგორიც არის. აი, ყოველივე ამ ნეტარებას მოაკლდება ცოდვილი".

მამათა განმარტებით, საყოველთაო აღდგომის შემდეგ აღარც სინანული იქნება და აღარც მადლი ცოდვილთა გადამრჩენელი, ადამიანს აღარც სულიერი განახლების საშუალება მიეცემა და აღარც ხელახალი დაბადებისა... წმინდანთა შედარებებით, როგორც აუტანელია დაავადებული თვალისთვის მზის სხივების ჭვრეტა, ასევე შეუძლებელია ცოდვილთათვის მზრა ღვთისა, როგორც თევზს არ შეუძლია ჰაერში ცხოვრება, ასევე მიუღწეველი და გამოუსადეგარი იქნება ცოდვილთათვის სამოთხისეული ნეტარება... მის ცოდვილ გულში გველებივით ფუთფუთებენ ვნებები და ბოროტი გულისთქმები; განა შეძლებს ცოდვილი ასეთი არაწმინდა სინდისით პირდაპირ უმზიროს ღვთის დიდებას გულით წმინდებთან ერთად? არა, ჯოჯოხეთი, თავისი მუდმივი სატანჯველებით, უფრო ახლობელი იქნება მისთვის, ვიდრე გაბრწყინვებული სამოთხე ღვთისა, რადგან სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც ადამიანი თვითონ უმზადებს თავის თავს გულში, ვიდრე დედამიწაზე ცხოვრობს.

მე-19 საუკუნეში მოღვაწე მღვდელი მამა გრიგოლ ვორონცოვი აღნიშნავს, - რაოდენ ჯანმრთელი და დიდი ძალ-ღონის პატრონიც უნდა იყოს ადამიანი, არ უნდა შეიქმნას ცრუ წარმოდგენა იმისა, რომ სიკვდილი მისგან შორს არის და ნაადრევია ამაზე ფიქრი. იგი ხომ უმეტესწილად ჩვენს უკითხავად და უეცრად გვეწვევა და ნეტარია ის, ვინც დღენიადაგ ევედრება ღმერთს, რომ მას ურცხვენელი, უჭირველი და ქრისტიანული აღსასრული მოუვლინოს. ჩვენდა სანუგეშოდ დღესაც ბევრნი არიან ისეთი მართლმადიდებლები, რომელთაც არა მხოლოდ ურცხვენელ და ქრისტიანულ აღსასრულს მოუვლენს უფალი, არამედ იმ წყალობის ღირსადაც თვლის, რომ ანგელოზისაგან წინასწარ აუწყებს, როდის დაუდგებათ ამა სოფლიდან განსვლის ჟამი, რათა მოემზადონ და პირნათელნი წარუდგნენ უფალს. მამა გრიგოლის მონათხრობის მიხედვით, ცარევსკის მაზრის ერთ პატარა სოფელში ერთი პატივცემული მხცოვანი დიაკვანი ილია მოღვაწეობდა. საღი განსჯითა და მტკიცე ჯანმრთელობით დაჯილდოებული ღვთისმსახური თავის მოვალეობას მხურვალე გულითა და ღვთის სასოებით აღასრულებდა, მოცალეობის ჟამს კი უვლიდა მისი სახლის ახლოს, მდინარის ფერდობზე გაშენებულ ხილნარს, რაც უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდა.

მხოლოდ უფლისათვის ცნობილი კეთილი საქმეების გამო მისი ცხოვრების დასასრული ფრიად იშვიათი შემთხვევით იქნა ნიშანდებული, - შენიშნავს მამა გრიგოლი და დაწვრილებით გვიყვება დიაკვნის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ დღეებს.

1860 წელს, შობამდე ორი დღით ადრე დიაკვანი, თანაშემწესთან ერთად, გამგზავრებულა ქალაქში საშობაოდ საჭირო სურსათის და ნივთების შესაძენად. როდესაც შინ ბრუნდებოდა, სოფლამდე დაახლოებით 6 ვერსში მოულოდნელად თავის მარხილში, მის გვერდით მჯდარი ქერა თმით დამშვენებული, შუა ტანის, სახენათელი ყმაწვილი შენიშნა. ტანთ უცნაური, სპეტაკი სამოსი ეცვა და დიაკვანს თვალს არ აცილებდა. შიშით გაფითრებულმა მოხუცმა გონი მოიკრიბა და თანამგზავრს ჰკითხა:

- ვინ ხარ, კეთილო კაცო?

- შინისკენ იჩქარე, მალე აღესრულები, - მიიღო პასუხად.

- ვინ ხარ, სიკვდილს რომ მიწინასწარმეტყველებ, სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობ თავს და არ მესმის, ასე სწრაფად როგორ უნდა მოვკვდე?

- მე სიკვდილის ანგელოზი ვარ, შენი სულის წასაყვანად გამომგზავნეს. გადაეცი შენს თანამგზავრს, ცხენი ააჩქაროს.

ამ სიტყვების შემდეგ უცებ აღეხვნა მოხუცს სულიერი თვალი და მოულოდნელ სტუმარში მართლაც სიკვდილის ანგელოზი შეიცნო.

უცებ გაახსენდა ახლობლები, თავისი ხელით ნალოლიავები ხილნარი და პატარა ბიჭივით აქვითინდა. შესთხოვა ანგელოზს, იმდენი დრო მიეცა მისთვის, რომ შინ მშვიდობიანად დაბრუნებულიყო და ღირსეულად მომზადებულიყო სიკვდილისთვის. ასეთი პასუხი მიიღო:

- იჩქარე, რაც შეიძლება იჩქარე...

- ვის ესაუბრები, მამაო? - მისკენ შემობრუნდა თანაშემწე.

- განა ვერ ხედავ, ვისაც ველაპარაკები? - მიუგო მოხუცმა და იქითკენ შემოტრიალდა, სადაც ანგელოზი იჯდა, მაგრამ იგი უკვე აღარსად ჩანდა.

როგორც კი დიაკვანმა სახლის ზღურბლს გადააბიჯა, მაშინვე წყლის გაცხელება და სუფთა თეთრეული მოითხოვა, ერთი ვაჟიშვილი მღვდლის მოსაყვანად გაგზავნა, მეორე - სანთლების მოსატანად. სახლეული გაკვირვებული ეკითხებოდა, რა ხდებაო, დიაკვანი შეძლებისდაგვარად ცდილობდა მათ დამშვიდებას, მალე მღვდელიც მოვიდა, თან მოჰყვა ეკლესიის მეკრებულეც.

- ეს რა მოგაფიქრდა, ილია? შობამდე ორიოდე დღეა დარჩენილი, ცოტა კიდევ მოგეთმინა, - მიმართა მღვდელმა დიაკვანს.

- მამა ტრიფონ, საჭიროა ღვთის ნება აღვასრულოთ, მე აღარ ვითვლები უკვე ამ სოფლის მკვიდრად! თქვენ იყავით ბედნიერი, ჩემს ძვლებს კი კუთვნილი ადგილი მიეჩინებათ.

იგი მშვიდად შესცქეროდა მისი სულის ამ ქვეყნიდან გასვლის სამზადისს, ტირილისა და ოხვრის პასუხად კი ახლობლებს ანუგეშებდა:

- გთხოვთ შეწყვიტოთ ტირილი, აჯობებდა, უფლისთვის მადლი შეგეწირათ იმ წყალობისათვის, რაც მან ჩემს ცოდვილ სულზე მოიღო.

აღსარებისა და წმინდა ზირების მიღების შემდეგ მამა ილიას შესამჩნევი სისუსტე შეეტყო.

- ახლა გთხოვთ საწოლში ჩამაწვინოთ, თქვენ კი, მამაო, გევედრებით, ზეთის კურთხევა აღასრულოთ, - შესთხოვა მღვდელს.

როცა მოძღვარი ზეთის კურთხევის აღსრულებას შეუდგა, მამა ილიამ ლოცვა დაიწყო:

- უფალო, მშვიდობით მიიღე ჩემი სული...

ყველამ მისკენ მიიხედა და გაკვირვებულებმა დაინახეს, რომ იგი მარცხენა ხელით სახეს იწმენდდა, ხოლო მარჯვენით თავისგან თითქოს რაღაცას განაგდებდა. ამგვარად იქცეოდა იგი მესამე სახარების კითხვამდე, ზუსტად იმ ადგილამდე, სადაც ერთ-ერთი მოწაფე მაცხოვარს მის გაყოლაზე მზადყოფნას აუწყებს, ოღონდ სთხოვს, რომ ჯერ ნება მისცეს, გარდაცვლილი მამა დაკრძალოს: "უფალო, მიბრძანე მე პირველად მისვლად და დაფვლად მამისა ჩემისა. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თვისთა მკუდართა" (მთ. 8, 21-22) და ამ სიტყვების წაროთქმისას დიაკვანი ილია აღესრულა კიდეც.

ეკლესიის ისტორიაში მრავალი შემთხვევაა აღწერილი, როცა წმინდანებს წინასწარ ეუწყებათ უფლისაგან მათი ამ სოფლიდან განსვლის შესახებ, რათა მომზადებულნი შეხვდნენ ამ დღის დადგომას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat