გარდაცვლილის პიროვნება ცხოვრებას აგრძელებს, ის მხოლოდ არსებობის სხვა ფორმაში გადადის...
გარდაცვლილის პიროვნება ცხოვრებას აგრძელებს, ის მხოლოდ არსებობის სხვა ფორმაში გადადის...
ბერი ერმოლაოსის (ჭეჟია) წერილი დედას
შენს სანუგეშოდ ერთ-ერთი ყველაზე მადლიანი წმინდანის თეოფანე დაყუდებულის სამი პატარა წერილი ვთარგმნე შენთვის. პირველი წერილი მან თავის მომაკვდავ დას მისწერა: "მშიდობით დაო! ღმერთმა აკურთხოს შენი გარდაცვალება და შენი გზა ზეცისაკენ. შენ ხომ მაინც ცოცხალი დარჩები, მხოლოდ სნეული მოკვდება, შენ კი სხვა სამყაროში გადახვალ, ისეთივე ცოცხალი როგორც ახლა ხარ, შენი ცნობიერებით აღჭურვილი და გარემომცველი სამყაროს რეალურად აღმქმელი. იქ შენ ჩვენი მშობლები და და-ძმები შეგხვდებიან ჩემგან დიდი მოწიწება გადაეცი მათ და სთხოვე გააგრძელონ ჩვენზე ზრუნვა ... იქ შენ უკეთესად იგრძნობ თავს, ვიდრე აქ, ამიტომ სიკვდილის მოლოდინში ნუ შეძრწუნდები; შენი მფარველი ანგელოზი აიტაცებს შენს სულს და იმ გზებით გატარებს, რომელიც ღმერთმა შენთვის განსაზღვრა. და თუ ცოდვებზე ფიქრები გაწუხებენ, მოინანიე ისინი და მთელი გულით და მტკიცედ გწამდეს, რომ უფალი-მაცხოვარი მონანიე ცოდვილთა ყველა ცოდვას აქარვებს. შენიც განქარდება-როგორც კი მოინანიებ. ეს რწმენა მტკიცედ გქონდეს გულში და ნუ განეშორები მას. ღმერთმა გაჩუქოს მშვიდობიანი გარდაცვალება! თვალის დახამხამება და მეც მოგეწევი, ამიტომ ჩვენზე, აქ დარჩენილებზე არ იდარდო, მშვიდობით, უფალი შენთან!"

მეორე წერილი მან თავისი მომაკვდავი დის ქმარს მისწერა: "მოიკრიბეთ ძალები და გამაგრდით, ჩემი და თავად ხომ არ კვდება, მხოლოდ მისი სხეული კვდება; გარდაცვლილის პიროვნება ცხოვრებას აგრძელებს. ის მხოლოდ არსებობის სხვა ფორმაში გადადის... მკვდარ სხეულში ის არ იქნება და არც სამარეში დაფლავენ მას. ის სხვა ადგილას იქნება, ისევე ცოცხალი, როგორც ახლა და სანამ ზეცაში ავა, პირველი დღეები, ისევ თქვენს გვერდით იქნება, მხოლოდ მისი დანახვა იქნება შეუძლებელი და ვერც დაელაპარაკებით მას, მაგრამ ის აქ იქნება ირწმუნეთ ეს! ჩვენ, დარჩენილები, გარდაცვლილებზე ვტირით, ისინი კი იმწამსვე თავისუფლდებიან მიწერი ტვირთისაგან და მათი მდგომარეობა სანატრელია.
იყო შემთხვევები, როცა გარდაცვლილ სულებს ისევ სხეულში აბრუნებდნენ და ამის გამო ისინი თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ. ჩემი დის სულიც ბედნიერი იქნება, როცა მიწიერი ბორკილებისგან განთავისუფლდება, მისთვის ეს უკეთესი მდგომარეობა იქნება, ჩვენ კი თუ ვიგლოვებთ ისე თითქოს მას უბედურება ელოდება, ის ნამდვილად გაოცდება ჩვენი შემხედვარე. მე ყოველთვის იმ აზრს ვიზიარებდი, რომ ადამიანის გარდაცვალების გამო სამგლოვიარო კი არა საზეიმო სამოსით უნდა შევიმოსოთ. რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ნეშტს შესაფერისი პატივი უნდა მივაგოთ, რაც სამართლიანია, მაგრამ რატომ ეპყრობოდნენ მკვდარ სხეულს როგორც ცოცხალ არსებას ჩემთვის გაუგებარია.

ღვთისთვის არავინაა მკვდარი, მისთვის ყველა ცოცხალია. ჩვენ კი ვუმზერთ უსულო, გალურჯებულ და გაქვავებულ სხეულს და სრულიად მცდარი წარმოსახვებით ვიკლავთ გულს, ამას ემატება ტრადიციული აზრები, ცივი სამარე... უბედურება.. მწუხარება! საწყალი, უიღბლო ჩვენი მკვდარი! სინამდვილეში კი ის ნათელ ადგილას არის, სრული სიხარულის მდგომარეობაში იმყოფება და ყველა ბორკილებისაგან თავისუფალია; ჩვენ დაახლოებითაც კი არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა კარგად გრძნობს ის თავს! და ის ისეთვე ცოცხალი პიროვნებაა, როგორიც იყო გუშინ, გარდაცვალების წინ; მხოლოდ თუ აქამდე იტანჯებოდა, ახლა თავისუფალია ყოველგვარი ტვირთისგან. გარდაცვლილთა სულები ისევე სწრაფად მოძრაობენ, როგორც ჩვენი აზრები და ისინი ჩვენთის გაცილებით უფრო ახლობელნი ხდებიან, ვიდრე აქ ამ მიწაზე იყვნენ, ვინაიდან აქ ჩვენ ადამიანები ერთმანეთისგან სივრცით ვართ დაშორებულნი, ხოლო უხილავი ყოფიერება ყოველგვარი განშორებისგან თავისუფალია. საკმარისია გაიფიქრო გარდაცვლილზე (მხოლოდ გულისმირი, ხალასი მოგონებით) და ის უკვე აქ შენთან არის.

გარდაცვლილებს პირველ ხანებში ჩვენი დახმარება სჭირდებათ, მათ საზვერეები უნდა გაიარონ და ამიტომ ჩვენ, დარჩენილებს გვიხმობენ საშველად, აი რას უნდა მივაპყროთ ჩვენ მთელი ჩვენი ყურადღება და ამით მათდამი სიყვარული გამოვავლინოთ. მე ვფიქრობ გარდაცვლილისადმი ჩვენი სიყვარულის წუთიდან მისთვის ლოცვაში ჩავიძირებით და ღმერთს მის შეწყალებას და დახმარებას გამოვთხოვთ, განსაკუთრებით პირველი ექვსი კვირის განმავლობაში და მერეც. თეოდორაზე არსებულ გადმოცემაში ნათლად ჩანს, რომ ანაგელოზები ბოროტ სულებს ბაჟს უხდიდნენ იმ ქისიდან, რომელიც თეოდორას სულიერი მოძღვრის ლოცვებით იყო სავსე. ასევე სასარგებლო იქნება ჩვენი ლოცვა ჩვენი გარდაცვალებისთვის. ნუ დაგავიწყდებათ მათთვის ლოცვა - აი თქვენი სიყვარული! ჩემი დის გარდაცვალება მეც დროულად მაცნობეთ, რომ მეც ვილოცო მისთვის. ზედმეტი გლოვა კი არაფერ შედეგს არ მოგვიტანს".

KARIBCHE

ბეჭდვაელფოსტა
12.11. 2016
ნინო
სრული სიმართლეა წლების წინ ძმა გარდამეცვალა და რა თქმა უნდა ძალიან განვიცადე სასოწარკვეთილი ვიყავი სულ ვტიროდიდა თან ვლოცულობდი არაფერი მომიკვლია რაც საჭირო იყო რათქმა უნდა პ ანაშვიდებიც ხოდა ერთხელ ვიხილე სიზმრეულ ჩვენებაში და მითხრა რომ ნუ ვტირი და ნუ განვიცდი ასე მძიმედ, მე კარგად ვარო მე ყოველთვის შემიძლია თქვენი ნახვაო ოღონდ თქვენ ვერ მხედავთო და თუ ეჭვი გეპარება ჩემ ნათქვამში დაგარწმუნებო მაგიდას რომ შემოუსხდებით საჭმელადო მე ჭიქას წავაქცევ მიცვალებულს რომ მოიხსენიბთო მართლაც ასე მოხდა ერთი ჭიქა კი არა რამოდენიმე დღე ჭიქები ეცემოდა მაშინ სრული სიმშვიდე მოვიპოვე
05.09. 2016
ბაბულია
მინდა ეს ყოველივე მჯეროდეს.მჯეროდეს ღრმა გულწრფელობით. ვლოცულობ,მაგრამ ის ღრმა რწმენა, რომ ოდესმე ჩემს შვილს შევხვდები,ვერ ვიპოვე ჩემში.უფალს ვთხოვ ჩამინერგოს ეს რწმენა და მომიტევოს ცოდვა ურწმუნოებისა,რომელიც ჯერ კიდევ არის ჩემში,მიუხედავად ყოველდღიური ლოცვებისა,აღსარებისა და ზიარების შემდეგაც კი.
10.11. 2015
rusudani
sruli simartlea,rac aq weria.da visac ar sjera, urwmuno tomas emsgavseba,mashin daijerebs,roca tavis tavze gamocdis.moinaniet,aketet sikete,ar gansajot,apatiet da yvelaperi kargad iqneba am cxovrebashic da im qveynadac. gvparavdes upali.
08.11. 2015
გამარჯობა ყველას საინტერესოდ თქვა თავისი სათქმელი.
რა საინტერესოდ და მიმზიველად ნათქვამია ეს სიტყვები.
08.11. 2015
დოდო
შეეწიე უფალო ჩემს ურწმუნოებას
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat