- რითი შემიძლია დაგეხმარო? - ილოცეთ ჩემი სულისათვის!
- რითი შემიძლია დაგეხმარო? - ილოცეთ ჩემი სულისათვის!
ღვთისმშობლის მიძინების ლავრაში ორი მონაზონი იღვწოდა: - მღვდელი ტიტე და დიაკვანი ევაგრე. რამდენიმე წლის მანძილზე იმდენად ძმობდნენ ერთურთს, რომ სხვებს აკვირვებდა მათი ერთობა... მაგრამ კაცთა მოდგმის მტერი ხომ დასაბამითგან სთესს თავთუხთა შორის ღვარძლს და ავსულმა ამ ორ მოსიყვარულე გულს შორისაც იმგვარი მტრობა ჩამოაგდო, რომ ურთიერთსიძულვილითა და რისხვით აღვსილნი ერთურთს ზიზღის გარეშე თვალსაც ვერ უსწორებდნენ.

როდესაც ღვთისმსახურებას შეუდგებოდნენ და რომელიმე საკმევლის კმევას იწყებდა, მეორე გვერდზე ისე დგებოდა, რომ საკმევლის სუნი არ შეეყნოსა, ხოლო ზოგჯერ, თუკი ეს უკანასკნელი თავის ადგილას რჩებოდა, პირველი ისე აუქცევდა გვერდს, რომ მისგან რაც შეიძლება შორს დამდგარიყო...

ორი ძმის ამგვარმა სიძულვილმა დიდხანს გასტანა და ისინი, შეურიგებელნი და მოქიშპენი, ღვთისადმი უსისხლო მსხვერპლშეწირვას მაინც კადნიერად განაგრძობდნენ... ლავრის საძმო ბევრს ეცადა, მაგრამ ვერაფრით შეარიგეს.

გამოხდა ხანი და ერთხელაც მღვდელი ტიტე ძლიერ დაავადდა და მომაკვდინებელმა სენმა ლოგინად შთააგდო. ამ განსაცდელმა ტიტე გამოაფხიზლა, საკუთარი საქციელი სრულად გაისიგრძეგანა და სინანულით აღვსილს ცხარე ცრემლი წასკდა...

მღვდელმა დიაკვანს ერთ-ერთი ძმის პირით შენდობა სთხოვა, მაგრამ გამძვინვარებულმა ევაგრემ დანაბარების ბოლომდე მოსმენაც არ ისურვა, ისე იწყო საზარელი სიტყვებით მისი ლანძღვა და წყევა.

საძმომ, ხვდებოდა რა დიაკვნის სულის დამღუპველ მდგომარეობას, ევაგრესადმი თანაგრძნობით აღვსილმა ძალით მიიყვანა მომაკვდავი ტიტეს სენაკში. მღვდელმა როგორც კი თავისი მეგობარყოფილი მტერი დაინახა, ძმათა დახმარებით სარეცლიდან გაჭირვებით წამოიწია და ევაგრეს ტირილითა და პატიების თხოვნით მუხლებში ჩაუვარდა. მაგრამ დახეთ დიაკვნის გულმხეცობას! ადამიანის სახედაკარგულმა ევაგრემ მტირალ ტიტეს ფიცხლად აქცია ზურგი და გააფთრებულმა შეჰყვირა: - "არ ამ და არც მომავალ ცხოვრებაში მასთან შერიგება არ მსურსო!" ძმებს ხელიდან გაუსხლტა და კარისაკენ გავარდა, თუმცა იქამდე ვეღარ მიაღწია და უეცრად პირქვე დაემხო...

ბერებმა წაქცეულის წამოყენება სცადეს, მაგრამ... ევაგრე მკვდარი იყო. მას სხეული იმგვარად გაჰყინვოდა, გაჰქვავებოდა, თითქოს უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი ყოფილიყო. ეს არაფერი: უფრო გაოცნენ, როდესაც იმავე წუთს მუხლზე დაცემული, მომაკვდავი ტიტე ფეხზე ისეთი ჯანსაღი წამოდგა, თითქოს ფრჩხილიც კი არასოდეს ასტკივნიაო...

მათ თვალწინ აღსრულებული სასწაულით შეძრწუნებული ძმები სასწაულებრივად გამოჯანმრთელებულ ტიტეს შემოეხვივნენ და ეკითხებოდნენ, - ეს რას ნიშნავსო?!

- მძიმედ რომ დავსნეულდი, სანამ ჩემი ძმის მიმართ გულძვირი გახლდით, ვხედავდი ანგელოსებს, რომელნიც ჩემი საწოლისაგან მოშორებით იდგნენ და ჩემი სულის მდგომარეობისა გამო ცხარედ ტიროდნენ, არაწმიდა სულების ხროვა კი იქვე, შორიახლოს შეყრილიყო და სიხარულით ადგილზე ხტოდა... ეს გახლდათ ის მიზეზი, რამაც ძმასთან შერიგება გადამაწყვეტინა.

როდესაც ევაგრე ჩემს სენაკში შემოიყვანეთ და მუხლებში ჩავუვარდი, იგი კი, ზიზღით აღვსილი, წყევით გაგისხლტათ ხელიდან, მაშინ ვიხილე, ერთმა მრისხანე ანგელოსმა როგორ ჩასცა ევაგრეს ცეცხლოვანი შუბი და უსულო მიწას დაანარცხა... მაშინვე იმავე ანგელოსმა ხელი გამომიწოდა, ფეხზე წამომაყენა და მომაკვდინებელი სენისაგან უცებ განმკურნა.

გაოცებულმა საძმომ ევაგრეს მძვინვარე სიკვდილი მწარედ დაიტირა და ამ დღის შემდეგ მღვიძარება და ლოცვა-ვედრება კიდევ უფრო გააძლიერა... ბერები მარადის ფხიზლად იყვნენ და ცდილობდნენ, მზის ჩასვლას განრისხებულნი არასოდეს შეხვედროდნენ, რამეთუ ავისმხსომებლობა უსაშინლესი მანკია და საძაგელია ღვთის წინაშე.

* * *
1871 წელს მგალობელთა გუნდის წევრი, 24 წლის ა. ი. შავი ჭირით გარდაიცვალა, - წერს იაროსლაველი მთავარეპისკოპოსი ნილოსი, - ათი დღის შემდეგ კი, 16 ივლისის დილას, იგი ძილში გამომეცხადა, ჩემთვის კარგად ნაცნობი სერთუკი ემოსა, ოღონდ ჩვეულებრივზე გრძელი - კოჭებამდე სწვდებოდა.Aამ დროს მაგიდასთან ვიჯექი, ის დარბაზიდან სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა, მოკრძალებითა და პატივისცემით მომესალმა, მომიახლოვდა, სიტყვის უთქმელად ჟილეტის ჯიბიდან ვერცხლით დაფერილი სპილენძის მონეტების ამოღება და მაგიდაზე დაწყობა დაიწყო... ეს რას ნიშნავს-მეთქი. ვალის გადასახდელად მოგიტანეთო (იმ დღეებში ჩემთან ფოტოგრაფ გ-ს გამოგზავნილი კაცი მოვიდა - გარდაცვლილს ჩემი უფროსის ოთხი რუბლი მართებსო).

ამ ამბავმა შემძრა და რამდენიმეჯერ გავუმეორე: - არა, არა, შენგან ფულს არ ავიღებ, ვალს თავადვე გადავიხდი-მეთქი. ა. ი-მ ფრთხილად მითხრა: - გთხოვთ, ხმადაბლა ისაუბრეთ, რომ სხვებმა არ გაიგონონო. ვალის ჩემგან გადახდას კი, როგორც შევატყვე, არ ეწინააღმდეგებოდა, რადგან ფული მაგიდიდან სწრაფად წამოხვეტა და სადღაც ჩაიდო, უფრო ზუსტად, იგი სადღაც გაქრა... ვკითხე, - სად იმყოფები, რაც დაგვშორდი-მეთქი.

- ერთგვარ ჩაკეტილ ციხესიმაგრეში.

- გაქვთ იქ მყოფთ სიახლოვე ანგელოსებთან?

- ანგელოსებისთვის ჩვენ უცხონი ვართ.

- ღმერთთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

- ამის შესახებ ოდესმე მოგითხრობთ, მაგრამ ახლა არა.

- მიშაც შენთან ერთად არის (მიშა მგალობელი ბიჭუნა იყო, რომელიც ა-სთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობდა და მასზე ოთხი წლით ადრე გარდაიცვალა)?

- არა.

- აბა, შენთან ერთად კიდევ ვინ არის?

- ყველანაირი ნაყარნუყარი.

- გაქვთ კი რაიმე გასართობი?

- არავითარი. ჩვენთან ხმაც კი არაფრისა ისმის, რამეთუ სულები ერთურთს ხმით არ ესაუბრებიან.

- საკვები თუ გაგაჩნიათ რაიმე სულებს?

- არა... არა...

- თავად როგორ ხარ?

- მოწყენილი.

- რითი შემიძლია დაგეხმარო?

- ილოცეთ ჩემი სულისათვის, ჩემთვის ხომ ჯერ არც კი აღგისრულებიათ მოსახსენიებელი ლიტურგია.

ამ სიტყვებმა სული ამიფორიაქა და შემრცხვა, რადგანაც მართალი იყო. ბოდიში მოვუხადე და შევპირდი, რომ მისი სულის საოხად უსათუოდ ვილოცებდი.

როგორც შევატყვე, ამან დაამშვიდა. შემდეგ კურთხევა მთხოვა. ვაკურთხე თუ არა, ვკითხე:

- ვინმესაგან ნებართვის აღება თუ დაგჭირდა საიმისოდ, რომ იქიდან წამოსულიყავი?

მან მხოლოდ ერთი სიტყვით მიპასუხა: - დიახ - და ესეც ძლივძლივობით, უნდილად და იძულებით ამოიძახა, შემდეგ ისევ კურთხევა მთხოვა და ისევ იმ კარიდან გავიდა, რომელიც მისი სასაფლაოს მხარეს იხედებოდა.

* * *
"1871 წელს, მოსკვორეცკის ერთ ეკლესიაში გარდაიცვალა დიაკვანი ი. შ., ჩემი ხორციელი ძმა, - წერს მღვდელი ა. შირინოვი, - მძვინვარე შავმა ჭირმა სამ საათში მოუღო ბოლო... მისი დაკარგვა უმძიმეს ტრაგედიად მექცა, რადგან ძლიერ მიყვარდა და იმგვარმა წუხილმა დამრია ხელი, რომ მისგან თავის დაღწევას ოდენ ძილში და ლოცვის ჟამს თუ ვახერხებდი. ლოცვით კი მთელი სულით ვევედრებოდი უფალს მისი სულის გამო, რადგან უძლიერესი სენით გაწამებულს, უკანასკნელი აღსარება არასრულად ჰქონდა ჩაბარებული.

მისი გარდაცვალების შემდგომ მალე იგი ძილში ცოცხალივით გამომეცხადა. როდესაც საზვერეების შესახებ ვკითხე, მიპასუხა, ძალიან ძნელად გავდივარ საზვერეებს, რადგან ბოროტ სულებს, როგორც დავრწმუნდი, ყველაფერი საგულდაგულოდ ჩაწერილი აქვთ, თვით გონებაში გაელვებული ის უეცარი აზრებიც კი, რომლებიც თავისდაუნებურად ჩნდებიან გულში და ყურადღებას არც კი ვაქცევთ და არ ვინანიებთო.

ამ სიტყვებით მან ანაფორის სარჩულიდან მუყაოზე ჩამოწერილი სია ამოიღო, რომელიც ისე წვრილად და მიჯრით იყო ნაწერი, გეგონებოდათ, ქაღალდზე ყაყაჩოს თესლი მოფანტესო.

- ამგვარი 25 სია მედო კისრად, რომელთაგან შვიდი სიკვდილისწინა აღსარებით განვაქარვე, თვრამეტი კი კვლავ სულზე მაწევს.

- უშვებენ ხოლმე გარდაცვლილთა სულებს ახლობლებთან შესახვედრად დედამიწაზე? - დავეკითხე.

- დიახ, უშვებენ, - მიპასუხა.

- მაშ, ხშირად მოდი ხოლმე ჩემთან, ძმაო, - ვთხოვე, მაგრამ იგი უეცრად გაუჩინარდა...

ლოცვა გავაძლიერე, მაგრამ მთელი ათი წლის განმავლობაში იგი აღარ გამომცხადებია...

როდესაც უფალმა მღვდლობის ხარისხით ღირსმყო, კიდევ უფრო გულმოდგინედ ვიწყე ლოცვა და ხუთი წლის თავზე ჩემი ძმა ერთ-ერთ ჩემს მრევლთაგანს, კეთილზნეობით გამორჩეულ ქალბატონს გამოეცხადა, რომელსაც გარდაცვლილთათვის განსაკუთრებული და გულითადი ლოცვა სჩვეოდა და ერთ დღეს მკითხა: - მამაო, ძმა გარდაცვლილი გყავთ, რომელიც ღვთისმსახურის ხარისხში აღესრულა?

- დიახ, იგი დიაკვანი გახლდათ, - დავუდასტურე. მან კი უზუსტესად აღმიწერა მისი გარეგნობა.

- მამაო, იგი წუხელ გამომეცხადა და მითხრა, კიდევ ხუთი ცხრილი განქარდა და ამ ცხრილების შესახებ ჩემმა ძმამ უწყისო. როდესაც ვკითხე, თავად მას რატომ არ გამოეცხადეთ-მეთქი, მითხრა, რომ მხოლოდ მაშინ იხილავდით, როდესაც ყველა ცხრილი განქარდებოდა.

გავიდა კიდევ ხუთი წელიწადი და იგი ხელმეორედ გამოეცხადა ხსენებულ ქალბატონს და მისი პირით მთხოვა, დიდ ხუთშაბათს მისი სულის საოხად განსაკუთრებული ლოცვა აღმევლინა. ყოველი წლის დიდ ხუთშაბათს გულმოდგინედ აღვასრულებდი მის სათხოვარს...

ამ ამბებიდან რვა წლის და, შესაბამისად, ძმის სულის პირველად გამოცხადებიდან ოცდამეათე წელს იგი თავად გამომეცხადა და ცოდვათაგან მისი სულის სრულად გათავისუფლება მახარა...

განა ეს ცხადი დასტური არ არის იმისა, რომ გარდაცვლილთათვის ლოცვა მათთვის ერთ-ერთი უდიდესი მეოხებაა, განსაკუთრებით კი - წმინდა ზიარების საიდუმლოს აღსრულებისას?"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat