"უფალო! დაე, უფსკრულმა შენი მოწყალებისამ შთანთქას ჩვენი ცოდვების უფსკრული"
"უფალო! დაე, უფსკრულმა შენი მოწყალებისამ შთანთქას ჩვენი ცოდვების უფსკრული"
ძველი ბერძენი მწერალი და ჟამთააღმწერელი პლუტარქე, რომელმაც ბევრი იმოგზაურა და მრავალი ერის ისტორიასა და წეს-ჩეულებას გაეცნო , წერდა: "მოიარეთ მთელი დედამიწა და ყველაფერში მრავალ განსხვავებას დაინახავთ. იხილავთ სოფლებს, სადაც არანაირი კანონები არ არსებობს; გაეცნობით ისეთ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან, რა არის ფული, იმოგზაურებთ ისეთ ქალაქებში, რომელთაც გარშემო არანაირი სიმაგრე არ აკრავთ. შეხვდებით ისეთ ტომებს, რომელთაც ღია ცის ქვეშ უწევთ არსებობა, მაგრამ ვერსად წააწყდებით ისეთ ქვეყანას ან ერს, რომელიც საკურთხევლებსა და სამსხვერპლოებს არ აშენებდეს, არ სწირავდეს ზვარაკს და ზეცისადმი ლოცვას არ აღავლენდეს". თუ წარმართულ რელიგიებს ბუნდოვანი ან მეტ-ნაკლებად გაცხადებული წარმოდგენები გააჩნდა სულის უკვდავებაზე, ქრისტიანულმა რელიგიამ ერთგვარი სიცხადე და სრულყოფილება შეიტანა საიქიო ცხოვრებასთან დაკავშირებულ სწავლებაში, რადგან მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი და ღვთივგაცხადებული მოძღვრებაა". "ეს მადლმოსილი რწმენა აღაფრთოვანებდა პირველ ქრისტიანებს, - წერს არქიმანდრიტი პანტელეიმონი, - სწორედ ეს რწმენა იყო კაშკაშა გზამკვლევი დიად მოსაგრეთა, უძველეს თუ ახალ, ჩვენს დროში აღსრულებულ წმინდა მამათა და დედათა, რომელთაც ჯერ კიდევ აქ, ამ ცოდვით სავსე ცხოვრებაშივე შეძლეს, გადაებიჯებინათ სააქაოსა და საიქიოს შორის არსებულ იდუმალ საზღვარზე. მათ ღვთივსულიერი და მადლიანი ცოდნა ჰქონდათ მომავალი ცხოვრების შესახებ და ეს მათ სახეებზეც კი აღიბეჭდებოდა, რომლებიც მარად ბავშვური სიხარულით იყო გაცისკროვნებული".

პავლე მოციქული, რომელიც მესამე ცამდე იქნა აღტაცებული უფლის მიერ და ენით აღუწერელი ნეტარება განცდილი ჰქონდა, კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში წერდა: "ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს; ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი წარუვალი, რადგანაც ვიცით, რომ თუ ჩვენი მიწიერი სახლი, ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული. ამიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენი. მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი. ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არ გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი, სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი. ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი; და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით. მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს, სხეულიდან გამოვსახლდეთ და უფალთან დავსახლდეთ. ამიტომაც ასე გულმოდგინედ ვცდილობთ, რომ შემოვსახლდებით თუ გავსახლდებით, სათნონი ვიყოთ მისთვის, რადგან ყველანი უნდა წარვდგეთ მსჯავრის წინაშე, რათა თითოეულს მიაგოს კუთვნილი იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი, კეთილს თუ ბოროტს".

ღირსი მარკოზ თრაკიელი, რომელსაც ათეული წლების მანძილზე უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზები ემსხურებოდნენ, გარდაცვალების წინ ასე ეუბნებოდა მის დასაკრძალავად უდაბნოში მოვლენილ მონაზონს, მამა იოანეს: - სიკვდილის დღე გაცილებით დიდია, ვიდრე დღე დაბადებისაო. ამიტომ არის, რომ სასულიერო პირი საღვთო ლიტურგიის დროს, კვერექსის წარმოთქმისას, საგანგებოდ შესთხოვს უფალს ტაძარში შეკრებილი მრევლისათვის: "ქრისტიანობით აღსრულებულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვისგება წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესა ვითხოვოთ".

მამა ალექსანდრე ელჩანინოვის ჩანაწერებში ასეთ ფრაზებს წავაწყდი: "შეუძლებელია, ვიცხოვროთ ჭეშმარიტი და ღირსეული ცხოვრებით აქ, დედამიწაზე, ისე, რომ არ მოვემზადოთ სიკვდილისათვის, რომ არ ვფიქრობდეთ მუდმივად სიკვდილზე, მარადიულ ცხოვრებაზე.

სიკვდილი საშინელებაა ადამიანისთვის, მაგრამ მორწმუნეს არ ეშინია, როგორც მფრინავ არსებებს არ ეშინიათ უფსკრულების და დაცემის.

რა საწყლები ვართ, როდესაც ჩვენს თავს ვტვირთავთ ცხოვრებისეული საზრუნავებით.

მიცვალებულის ახლობლებისადმი რჩევები: ნუ ვიფიქრებთ მუდმივად ჩვენგან წასულზე, მისი ამქვეყნად ცხოვრების მოგონებებით, იმ სიხარულით, რომელიც მიცვალებულთან იყო დაკავშირებული, არამედ მიცვალებულთან ერთად გადავინაცვლოთ იმ სამყაროში, დავმშვიდდეთ ახლობელთა სიყვარულით, ერთობლივი ლოცვებით, მივცეთ მოსვენება ჩვენს ნერვებს და სხეულს.

არიან ჩვენს შორის ცოცხალი მიცვალებულები, რომელთა სულიც მკვდარია სხეულის სიკვდილამდე. მათ არა აქვთ აღდგომის იმედი, იმქვეყნიური ცხოვრების არსებობის რწმენა, არ ემზადებიან იმქვეყნიური ცხოვრებისათვის.

ცხოვრება მკაცრი გამოცდაა და ჩვენი უბედურებანი არ მიგვატოვებენ სიკვდილამდე. იდილია და კომფორტი ქრისტინს არ ექნება არასოდეს. სამაგიეროდ, სიხარული, რომელსაც ღმერთი ქრისტიანს უგზავნის, არ შეედრება არანაირ სიხარულს ამა ქვეყნისას".

მიწიერი სამყაროდან ტრანსცენდენტურისადმი მიმართულ ადამიანურ განცდებს მეტად შთამბეჭდავი პოეტური მეტაფორულობით ხატავს არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი:

"ჩვენი ცხოვრება ცაზე მოცურავე ღრუბლებს ჰგავს, ისინი ფორმას იცვლიან, ხან დათოვლილ მთებს ემსგავსებიან, ხან ზღაპრულ ურჩხულებს, ხანაც მეფის სასახლეებს, შემდეგ კვლავ უფორმო ჩრდილებად და ნისლის გროვად იქცევიან და როგორც ყინული გაზაფხულზე, ზეცაში დნებიან.

ჩვენი ცხოვრება სიზმარს ჰგავს, სიკვდილი - გამოღვიძებას. კაცმა გამოიღვიძა და ყველაფერი, რაც სიზმრად ნახა, წარსული ღამის მეუფებაში დარჩა. რასაც ის სიცოცხლედ თვლიდა, სინამდვილეში კვდომა იყო, ხოლო ის, რაც სიკვდილი ეგონა, სიცოცხლე აღმოჩნდა.

ადამიანი სიკვდილის სახედ სამარეს თვლიდა, რომელშიც მის სხეულს ფლავენ. თვით საფლავი უძირო, შავ ორმოდ წარმოედგინა, სადაც ის მიწას შეერეოდა და გაქრებოდა, როგორც წვიმის წვეთი ოკეანეში, შავ, კოსმოსურ ღამეში გაუჩინარდებოდა, სადაც გონება ქრება და რჩება მხოლოდ სიცარიელე, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. მაგრამ საფლავი აღმოჩნდა არა დასასრული მისი ყოფიერებისა, არა ქვესკნელის დაგმანული და ქვაღორღმიყრილი კარი, არამედ დაბადება ახალ ცხოვრებაში. ის, რაც დედამიწაზე ცხოვრების მთავარ მიზნად წარმოედგინა: ძალაუფლება, სიმდიდრე, სიამოვნება, ყველაფერი ყოფიერების ბნელი ნეგატივი აღმოჩნდა, ხილული გაქრობის შემდგომ უხილავი შეიქნა. უხილავი კი ერთადერთ რეალობად იქცა...

ადამიანმა თავისი არსებობის სამი სტადია უნდა გაიაროს: პირველი - მუცლად ყოფნის პედიოდია, როცა მისი სხეული ყალიბდება; მეორე - მიწიერი ცხოვრებაა, როცა ყალიბდება მისი პიროვნება, როცა წყდება მრავალი საკითხი - მისი დამოკიდებულება ღვთისადმი; მესამე - მარადისობაში შესვლაა, როცა აიხსნება მისი სულის ის შინაარსი, რაც მან მიწიერი ცხოვრებისას შეიძინა. ადამიანისა და კაცობრიობის ისტორიის ბოლო აქტი იქნება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა და სიკეთისა და ბოროტების საბოლოო განყოფა".

სრულყოფილებასთან ახლოს მდგომ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევიან, ხშირად ეზიარებიან და იხვეჭენ სულიწმინდის მადლს, შეუძლებელია, გარკვეული ცოდნა და წარმოდგენა არ გააჩნდეთ საიქიო ცხოვრების შესახებ. რაც უფრო მეტად ინტერესდება ადამიანი ამ საკითხებით, მით მეტ ინფორმაციას იღებს მის შესახებ, რადგან ყოველი პიროვნება შინაგანად იქითკენ მიისწრაფვის, რომ ირწმუნოს საიქიო ცხოვრების არსებობა. წინათგრძნობა სულის უკვდავების შესახებ ზოგ ადამიანში უფრო მეტად არის განვითარებული, ზოგში - ნაკლებად. ეს იმის გამოა, რომ მასში ორი საწყისია; მოკვდავი და უკვდავი. პირველს სიკვდილში განქარვება არ უწერია, მეორე კი მას მხოლოდ კუბოს კარამდე მიაცილებს. მამათა განმარტებით, ორივე საწყისი ისე მტკიცედ არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ერთ მთლიანობას წარმოადგენს. "უკეთუ ადამიანი უმეტესად მასში მყოფი ჭეშმარიტად უკვდავი გრძნობის გავლენით, ანუ სულიერებით და სინდისის კარნახით ცხოვრობს, მაშინ მასში უკვდავების შეგრძნება ძლიერდება, ხოლო უკეთუ კაცი სიცოცხლის მანძილზე ემორჩილება მას, რაც დროებითი და მოკვდავია, ანუ სისხლსა და ხორცს, მაშინ მასში შესაბამისად მოკვდავობის გრძნობა ძლიერდება" (არქიმანდრიტი პანტელეიმონი). ამისდა მიხედვით, ზოგს ძალიან იოლად ეხსნება მიღმური სამყაროს საიდუმლოებებში წვდომის უნარი, ზოგს რაიმე განსაკუთრებული შემთხვევის წყალობით აეხილება სულიერი თვალი. როგორც ნეტარი ავგუსტინე მოგვთხრობს, ერთ ექიმს, რომელსაც არ სწამდა სულის უკვდავების და იმქვეყნიური ცხოვრების არსებობისა, ერთხელ სიზმარში ყმაწვილი გამოეცხადა და სთხოვა, გამომყევიო. წავიდნენ და რაღაც ქალაქს მიადგნენ, რის შემდეგაც გამოეღვიძა და ამ ადგილას შეწყდა ეს სიზმარი. მცირე ხნის შემდეგ ისევ იხილა სიზმარში ის ყმაწვილი, რომელმაც ჰკითხა, - მიცნობო?

- ძალიან კარგად გიცნობ, - უპასუხა ექიმმა.

- საიდან მიცნობ? - ჩაეძია უცნობი.

- ამა წინათ შენ არ წამიყვანე იმ ქალაქში, სადაც არაჩვეულებრივი ტკბილი სიმღერები მოვისმინე?

- სად ნახე ეს ქალაქი და სად მოისმინე ეს სიმღერები, ცხადში თუ სიზმარში?

- რა თქმა უნდა, სიზმარში, - დარწმუნებით მიუგო ექიმმა.

- ახლა ცხადში გესაუბრები თუ სიზმარში?

- სიზმარში.

- მაშინ, სად არის ახლა შენი სხეული?

- ჩემი სხეული საწოლშია.

- თუ იცი, რომ ამჟამად ვერაფერს ხედავ შენი ფიზიკური თვალებით?

- ვიცი, - დაეთანხმა ექიმი.

- მაშინ რა არის ის თვალი, რომლითაც ახლა ხედავ?

ექიმმა არ იცოდა, რა ეპასუხა. ყმაწვილმა კი უთხრა:

- დაიმახსოვრე, როგორც ახლა, ამ წუთას ხედავ, თუმცა შენი თვალები დახუჭულია, გრძნობები - უმოქმედო, ამგვარად იცხოვრებ გარდაცვალების შემდეგ. დაინახავ, მაგრამ სულიერი თვალებით, იგრძნობ - სხეულის გარეშე, ამიტომ გჯეროდეს, რომ სხვა ცხოვრებაც არსებობს (ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით).

წიგნში "საიქიო ცხოვრების საიდუმლოებანი" ერთი ასეთი შემთხვევაც არის აღწერილი. მწერალ კელსიევს დიდი ხნის წინათ, კომერციულ სასწავლებელში სწავლისას, ამ სასწავლებლის მახლობლად ეჭირა ბინა, მამამისი კი, საბაჟო მოხელე, ვასილის კუნძულზე, ბირჟის ახლოს სახელმწიფო ბინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ამიტომ იშვიათად ახერხებდა შვილის მონახულებას. "ერთ ღამეს წიგნის კითხვით ვიყავი გართული. კარი გაიღო და ოთახში მამაჩემი შემოვიდა, ფერმკრთალი და სევდიანი. მომიახლოვდა და მითხრა: "ვასია, შენს დასალოცად მოვედი... იცხოვრე კარგად და ღმერთი არ დაივიწყო". შემდეგ დამლოცა, როგორც წესია და იმავე კარით გავიდა. ყველაფერი ჩვეულებრივ ამბად მივიღე, რადგან მამაჩემის მოსვლას ჩემზე არ მოუხდენია განსაკუთრებული შთაბეჭდილება, მაგრამ უზომოდ გავოცდი, როდესაც მოგვიანებით კარზე დამიკაკუნეს და მეეტლემ მაცნობა, ახლახან მამაშენი გარდაიცვალაო. ეს მოხდა თითქმის იმ დროს, როცა იგი ჩემს ოთახში შემოვიდა. მივხვდი, მამამ მე უკვე გარდაცვლილმა დამლოცაო", - გაიხსენა მწერალმა.

დაბოლოს, ისევ არქიმანდრიტ რაფაელის სიტყვებს მოვიშველიებთ: "ურწმუნოებს ეშინიათ სიკვდილისა, რადგან მასში თავიანთ შობამდელ მდგომარეობას, დიდ "არაფერს" ხედავენ, მაგრამ სიკვდილისა მართლებსაც ეშინიათ: დიდი იოანე ოქროპირი, ვისი მთელი ცხოვრებაც აღმსარებლური ღვაწლი იყო, ამბობდა, რომ ეშინია სიკვდილისა, არა იმიტომ, რომ მიწიერი ცხოვრების გახანგრძლივება სურს, არამედ იმის გამო, რომ სიკვდილის შემდგომ სამსჯავრო მოელის. ჩვენ, ცოდვილებს, რა გვეთქმის? - მხოლოდ ერთი: "უფალო! დაე, უფსკრულმა შენი მოწყალებისამ შთანთქას ჩვენი ცოდვების უფსკრული".

ამინ! - ასე დავემოწმები მამა რაფაელს, რადგან მისი ბოლო სიტყვებით, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის სათქმელი ითქვა. რუბრიკას კი დავასრულებ იზა ორჯონიკიძის ლექსით, რომელიც მისი საფლავის ეპიტაფიაზე ამოვიკითხე:

"არ დამიჯროთ, რომ აღარა ვარ,
რომ გაგიმეტეთ და მიგატოვეთ,
მე მხოლოდ გავცდი სოფლის გავლენას,
ამაოებას და სიმარტოვეს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat