ჩვენ გვაქვს სახარებისეული კანონი, რომლითაც არ შეიძლება უნათლავის წესის აგება და ნურც ის გვეგონება, რომ წესის აგება სასუფევლის ასპროცენტიანი გარანტიაა!
ჩვენ გვაქვს სახარებისეული კანონი, რომლითაც არ შეიძლება უნათლავის წესის აგება და ნურც ის გვეგონება, რომ წესის აგება სასუფევლის ასპროცენტიანი გარანტიაა!
ექსკურსიაზე მიმავალი 175-ე სკოლის მეექვსე კლასელთა ავტოსაგზაო შემთხვევამ თითოეული ჩვენთაგანი შეძრა. დაღუპულთა შორის პატარა გოგონა, ნინი შენგელია გახლდათ. "კარიბჭე" უსამძიმრებს პატარა ნინის მშობლებს, ახლობლებს... ღმერთმა დაუმკვიდროს ნინიკოს ლამაზ და სპეტაკ სულს ცათა სასუფეველი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინი ამქვეყნიდან მოუნათვალი გავიდა და სამღვდელოება უარს აცხადებს წესის აგებაზე. თუმცა რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია, არ ვიცით. ბევრი კრიტიკაც მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. ამიტომ გვინდა მცირე განმარტება მოგაწოდოთ ამ საკითხზე.

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- უპირველესად ამ მძიმე ტრაგედიას ვითავისებ, როგორც მოძღვარი და მამა. მშობლების განსაცდელი მძიმეა და აუტანელი, მითუმეტეს როცა მოუნათლავი გარდაიცვლება ადამიანი, ეს იქნება მოხუცი თუ ყრმა.

ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვარი განკაცდა ადამიანის გამოსახსნელად და დაგვიტოვა მცნება ნათლისღებისა. თავად უფალმა იღო ნათელი და ამ დროს განცხადდა წმინდა სამება კაცობრიობისათვის. ვის სჭირდებოდა ნათლისღება, უფალს? არა, რა თქმა უნდა. მან გვაჩვენა გამოხსნის გზა და გვითხრა: "ვინც არ იღებს ნათელს წყლისაგან და სულიწმინდისაგან ვერ შევიდეს ზეციურ სასუფეველში". ნეტარი პავლე მოციქული ბრძანებს: გახსოვდეთ დიდი სისხლითა ხართ გამოსყიდულნიო! ეს არ უნდა დაგვავიწყდეს . ისიც კარგად უნდა გავიაზრთ, რომ ნათლობა საშვი არ არის სასუფეველში შესასვლელი. როცა ვინათლებით აუცილებლად მთელი არსებით უნდა ვიყოთ მზად ამ დიდი მადლის მისაღებად. ნათლიები, როცა ყრმას ნათლავენ უნდა იყვნენ კარგი აღმსარებლები და მორწმუნენი, რათა გახდნენ მაგალითნი ნათლულისა! ეკლესია ყოველთვის ამზადებდა ადამიანებს ნათლობის მისაღებად, მაგრამ თანამედროვეობაში ეს წესი ცოტათი შესუსტდა, ისევ ადამიანთა სისუსტის გამო...

დღეს მძიმე ცხოვრება დადგა. არა მარტო სოციალურად, არამედ სულიერადაც. ეკლესიურობა და ღვთისმოსაობა უკვე ნაკლებად არის საინტერესო. სამწუხაროდ, ნათლობასაც კი გადავდებთ, ხოლმე მატერიალური პრობლემის გამო. ხშირად მსმენია მსგავსი სიტყვები: პურმარილი, ხომ უნდა გავაკეთო და ხალხი, ხომ უნდა მოვიწვიო, რომ დავალოცვინოო... აი სულიერებისა და ღვთისმოსაობის მატერიალურამდე დაყვანის პრობლემა! ქრისტეს უნდა ჩვენი ღრეობა, ნათლობის შემდეგ? ან ჩვენი ბრტყელბრტყელი სადღეგრძელოების წარმოთქმა? რა თქმა უნდა არა!

ხშირად ადანაშაულებენ ეკლესიას... როდესაც ხდება გარდაცვალება ადამიანისა მოუნათლავ მდგომარეობაში თუ რატომ არ უგებენ წესს? წარმომიდგენია, თუ, როგორ ურდა ამ პატარა ანგელოზს ნათლობა და სიხარული ქრისტეში ცხოვრებით. როცა მისი სურათი ვნახე, ცრემლებმა დამახრჩო, ცოცხალი თვალების სიღრმემ ისე შემძრა, რომ ვერ დავიტიე შინაგანი ტანჯვა. უფალი კაცთმოყვარეა და სულიერ მონდომებასაც შეუწირავს ადამიანს. ჩვენ გვაქვს სახარებისეული კანონი, რომლითაც არ შეიძლება უნათლავის წესის აგება და ნურც ის გვეგონება, რომ წესის აგება სასუფევლის ასპროცენტიანი გარანტიაა! არა, რა თქმა უნდა. დღეს ასეთი ცრუ შეხედულება ჩამოყალიბდა, რომ თითქოს წესის აგება ყველაფერს ნიშნავს! მერწმუნეთ, რომ თუ ჩვენ ქრისტესში არ ვიცხოვრეთ, უფალი ჩვენთვის უცნობი იქნება.

გზა მინდა დავულოცო გარდაცვილ პატარა გოგოს. მშობლებს კი ერთი სულიერი რჩევა მივცე. უფლის მოწყალება განუზომლად დიდია! მივანდოთ უფალს ის, რაც ჩვენთვის დაფარულია. მერწმუნეთ, დიდია კაცთმოყვარეობა მისი და მოწყალება. მოუკლებლივ იარეთ ეკლესიაში და ევედრეთ კაცთმოყვარე უფალს, რომ თქვენ მოგეტევოთ თქვენი შეცოდება. პატივისცემითა და დიდი სიყვარულით, ვიხრი ქედს მშობლების წინაშე.

ბეჭდვაელფოსტა
19.06. 2018
1-ს და გია–ს
და სად წაიკითხე ამ სტატიაში, რომ წესის აგებით ან ნათლობით ადამიანი ავტომატურად ხვდება სამოთხეში? წაკითხვის და გაგების პრობლემა გაქვთ ვატყობ. რაც შეეხება იმას თუ მართლმადიდებლის გარდა ვინ მოხვდება სამოთხეში, ნუ მოინათლებით და ეკლესიურად ნუ იცხოვრებთ, ჩაატარეთ თქვენს სულზე ექსპერიმენტი)))
16.06. 2018
დავით
ვისაც მართლმადიდებლური ეკლესიის კარიბჭის მიღმა ცხონება ჰგონია შესაძლებელი არა აქვს საერთო არაფერი უფალ იესუ ქრისტესთან -ის არ არის ქრისტეანი - ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა ელით მართლმადიდებელ მშობლებს რონლებმაც ბავშვი არ მონათლეს ან მონათლეს მაგრამ ქრისტეანულად ცხოვრებას არ ასწავლიდნენ ეკლესიის წიაღში!
15.06. 2018
გია
ღმერთმას მომიტევოს, მაგრამ მეეჭვება ვინმე მიწიერმა იცოდეს რა მოხდება ჩვენი აღსასრულის შემდეგ... ღმერთმა მომიტევოს, მაგრამ მეეჭვება აღსავლის კარი მხოლოდ მართმადიდებლისთვის იყოს ღია... რა დააშავა ადამიანმა, რომელიც არ მოინათლა მაგრამ უბოროტოდ და ადამიანურად იცხოვრა... ზოგმა არც კი იცის რა არის სახერება, მაგრამ ცხოვრობს ღვთის კაცივით... ნუ გვაშინებთ,გთხოვთ. მჯერა, უფალი ბევრად უფრო გულმოწყალე და შეუცნობელია, ვიდრე ვინმე მისი სახელით მოლაპარაკე ამ ქვეყანაზე
14.06. 2018
1
mashin mipasuxet shekitxvaze: rodesac wess augebt da adamiani mdzimed codvilia is samotxeshi moxvdeba?adamiani ganikitxeba misi saqmeebis mixedvit ,da ara imit rasac aq wert.
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat