"ვინც ერთი ადამიანი გადაარჩინა, მან სამყარო გადაარჩინა"
"ვინც ერთი ადამიანი გადაარჩინა, მან სამყარო გადაარჩინა"
არქიმანდრიტი ილიას (კარტოზია) გახსენება:

სამთავროს დედათა მონასტრის დეკანოზი მირიანი ალიბეგაშვილი:
-სტიქაროსანი ვიყავი როცა იმ პერიოდში სვეტიცხოველში მამა ილია მოვიდა. არქიმანდრიტი ისააკის (ღადუას) მორჩილი იყო. მას შემდეგ ვმეგობრობდი.. მერე ბერად აღიკვეცა. მეც სასულიერო პირი გავხდი. მცხეთაში მდებარე წმინდა დავით აღმაშენებლის ტაძარს წინამძღვრობდა. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ვსაუბრობდით ხოლმე. განსხვავებული, მოსიყვარულე სულის ადამიანი იყო. მოყვასის გვერდით დგომა უყვარდა.
მამა ილიამ, როგორც ქართველმა ვაჟკაცმა და სასულიერო პირმა თავისი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე შეასრულა. თავისი კაცობით სახელი გაუთქვა ქართველ ერს. იქნებ მამა ილიას გარდაცვალება ერის გამოფხიზლების საწინდარი იყოს. იმ გზაზე დადგომისა თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა.
ღმერთმა შეუნდოს მას ყოველივე შეცოდება რაც ჩაუდენია ამ ქვეყანაზე. ღმერთს ვთხოვ, მის მლოცველად ყოფილიყოს ძალიან ბევრი ადამიანი. მათ შორის ერთ-ერთი მე ვიქნები.
ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.

ხონი-სამტრედიის ეპარქიაში მდებარე წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი გიორგი (გოგიტა) გიორგაძე:
-რისთვის მოდის ადამიანი ამ ქვეყნად?ეს კითხვა ალბათ ხშირად დაგვისვამს საკუთარი თავისათვის. ქრისტიანმა უნდა სრულყოს საკუთარი თავი, განიწმინდოს მანკიერებისაგან და მიემსგავსოს უფალს. ეს საკუთარ თავზე ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს და უფლის მადლის გარეშე შეუძლებელია ეს კარგად გაითავისა მამა ილიამ და თავი მიუძღვნა უფალს სიყმიდანვე, მაგრამ ცხოვრების კიბე მოულოდნელობებითაც არის აღსავსე. ასე მოხდა მამაოს შემთხვევშიც.. უცხოეთის ცის ქვეშ... უფლის განგების გარეშე არაფერი ხდება. მრავალი ადამიანი სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით იხსენებს საყვარელ მოძღვარს. მიზეზი მისი ბუნება და ხასითი -კეთილი, თავდაბალი, კაცთმოყვარე, პირდაპირი და გულწრფელი ურთიერთობიდან გამომდინარე. ასეთი იყო მამა ილია, ასეთი მახსოვს მეც, როცა ის პირველად სვეტიცხოვლის მამათა მონასტერში გავიცანი. ძნელია მასზე წარსულში საუბარი, მეტად მძიმე. არ ვიცი როგორ შეიძლება რამდენიმე სიტყვაში ჩაატიო და გადმოსცე ის დიდი ტკივილი და სიცარიელე, რაც მისი წასვლით დაგვიტოვა. სევდას უფრო მიმძაფრებს იმ მომენტის გახსენება, როგორ აღესრულა ის, მაგრამ ერთობ ამაღლებული გრძნობითაც ვივსები, მისი ქმედებით ბევრი ამას არათუ არ გააკეთებდა, ვერ შეძლებდა. წმიდა ილია მართალი ბრძანებს, ,,ყოველ დღესა შენს თავს კითხე აბა დღეს მე ვის რა ვარგე," სიკეთეა როცა ვინმეს მატერიალურად დაეხმარები, მაგრამ მან უფრო მეტი უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე დასდო მოყვასისათვის და ,,აღასრულა რჯული იგი ქრისტესი". მოხარული ვარ რომ ასეთ ადამიანს ვიცნობდი. ,,არსებობს სულთა კავშირი",-ხშირად გვიქადაგებს ჩვენი პატრიარქი. ეს სიტყვები იმედის მალამოსავით ედება ჩვენს დამწუხრებულ გულებს. მთავარია არ გავწყვიტოთ კავშირი და გვწამდეს, რომ ის ჩვენთანაა, გვლოცავს და გვმოძღვრავს. მჯერა, რომ მიწიერი საკურთხევლის მსახური ზეციური საკურთხევლის მსახურიც გახდება და სუფთა გულით, ლამაზი სულით და ტკბილი გალობით განადიდებს ზეციურ მამას მოზეიმე საქართველოში ამინ! ის ხომ წმიდა ნიკოლოზთან მიემგზავრებოდა მისი წმიდა ნაწილების მოსალოცად. წმიდათა შორის საკვირველო, დიდო სასწაულმოქმედო, მოწყალეო ჩვენო ნიკოლოზ, შეისმინე უღირსთა ლოცვა ჩვენი და მეოხ ეყავ ახლადშესვენებული არქიმანდრიტის სულს, წინაშე წმიდისა სამებისა, რათა წყალობითა ღმრთისაითა დაუმკვიდროს სავანე მართალთა სადაცა მართალნი განისვენებენ.


დავით შანიძე:
-"ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ."-მაცხოვრის ეს სიტყვები ქართველმა ერმა თითქოს ცხოვრების კრედოდ აქცია და მთელი თავისი სულიერი ცხოვრების განმავლობაში ამის დამტკიცებას სცდილობდა. ჯერ კიდევ 1962 წელს ქართველმა ექიმმა იოსებ ჟორდანიამ უბილეთო გოგონას მაშველი რგოლი გადასცა,რითაც ის აშკარა სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა. შოთა ნიშნიანიძის სიტყვებით, "მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარვანდედად ადგას." ამ გზის ღირსეული გამგრძელებელი იყო მამა ილია. მან, როდესაც სამაშველო ნავებზე გადადიოდნენ, დაინახა ქალი პატარა ბავშვით და მათ სამაშველო გემზე თავისი ადგილი დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა. მამა ილიას ძარღვებში სჩქეფდა გმირ წინაპართა გმირული სული. მისი ლამაზი და სათნოიანი წმინდად ქართული სახე, სიკეთით აღსავსე დიდი თვალები, კეთილშობილობით, ზრდილობით, ვაჟკაცობით, დიდსულოვნობით მდიდარი ბუნება - ცოცხალი განხორციელება იყო უწინდელ საქართველოს გმირებისა. უფალი ბრძანებს: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს" (მათე 5:48).სრულყოფილების მიღწევა კი მხოლოდ უფლის გზაზე სიარულითა და მისი მცნებების დაცვით შეიძლება. უფლის მცნენების მიმდევარი და აღმასრულებელი იყო მამა ილია კარტოზია,მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი. მან შეიყვარა მოყვასი, ვითარცა საკუთარი თავი და სიცოცხლე გასწირა ქრისტესმიერი და-ძმისთვის. მამა ილიამ დაამტკიცა თავისი ქრისტესმიერობა" სული თვისი დსადო ცხოვართათვის"და შეუდგა მისთვის წინასწარ გამზადებულ გზას. შევსთხოვთ მაცხოვარს "დაამტკიცოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ". ჩვენ კი მუხლმოდრეკილი ფიცსა ვდებთ, რომ გავყვებით მის მიერ გაკაფულ გზას და დაველოდებით ჩვენს "გოლგოთას".

თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის სტიქაროსანი ალექსანდრე მაისურაძე:
-შენ გენაცვალე,შენი ჭირიმე,შენ გენაცვალოს ჩემი სიცოცხლე და მსგავს გამოთქმებს ჩვენ ხშირად გავიგონებთ დღევანდელ საქართველოში; ზოგჯერ სიყვარულით, ზოგჯერ კი ანგარებით წარმოთქმულს და (ჩემის მოკლე ჭკუის დაკვირვებით) ეს უკანასკნელი ჭარბობს აშკარად რაც სხვადასხვა მიზნის გამო იხმარება ჩვენი თანამედროვე თანამემამულეთაგან, თუმცა კარგია მაინც ის, რომ შენარჩუნებული აქვთ სიტყვა, რომლის წარმოშობა ალბათ აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც იცის, თუმცა ამბობენ მაინც და მადლობა უფალს ზოგიერთი ასრულებს კიდეც. რისი ბრწყინვალე მაგალითიც ადამიანური თვალსაზრისით ძლიერ სამწუხარო, თუმცა სულიერად ფრიად აღმატებული გვაჩვენა და მოგვცა წმინდა მამა ილია კარტოზიამ. წმინდა მეთქი ვამბობ და არა შემთხვევით, რადგანაც წმინდანთ დასში ხომ მოწამეები არიან ყველაზე აღმატებულნი. სწორედაც მოწამეობაა ის გზა, რომელიც ქრისტემ მოგვცა. მისკენ სასიარულოდ გვიჩვენა საკუთარი მაგალითით და როგორც ღვთის მშობლის წილხვედრ ერს, ერის სულში ენაში და საკუთარ სულებშიც გაუცნობიერებლად ჩაგვიდო. გვაქვს ის თავგანიწრვის გრძნობა და ლტოლვა, რომელიც დღევანდელი ამაოებით ითრგუნება ეკალ-ბარდებში მიმობნეული მარცვალივით, თუმცა ღვთის მადლით ისე ამოიზრდება ხოლმე ზოგიერთი მათგანი. ხან ერთ ხანაც მრავალი რომ ერევა ხოლმე ეკლებს და ფართო და უხვ ნაყოფს გვაძლევს სულიერებისას. სწორედ ეს ნაყოფია მამა ილიას თავგანწირვის მაგალითი. ღმერთმა ინებოს მრავალს მიცემოდეს ღირსეულად აღსულება ქრისტეს მიერი ცხოვრებისა და ჯვრის ზიდვისა. ურთიერთ სიმძიმე გვეკისროს და ესრეთ აღგვესრულებინოს სჯული ქრისტესი, ქრისტესთვის მოგვეძულებინოს სულნი ჩვენნი, რათა მერე ისევ ქრისტეში გვეპოვოს და გავმართლებულიყავით. ამინ! რისი ბრწყინვალე მაგალითი გვიჩვენა მამა ილიამ.


სასულიერო აკადემიის ლექტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დოდო-მარიამ ღლონტი:
-რა თქმა უნდა შემძრა და თან გულის სიხარულით აღმავსო მამა ილიას თავგდადებამ და თავგანწირვამ. ამგვარი უზენაესი სათნოების მაგალითი მახსენებს ხოლმე ძველ აღთქმისეულ შეგონება-სიბრძნეს: "ვინც ერთი ადამიანი გადაარჩინა, მან სამყარო გადაარჩინა"; ხოლო ახალაღთმისეული, ანუ ქრისტესმიერი ნუგეში და სწავლება განგვამტკიცებს და გვამხნევებს: "უფროისა ამისა სიყუარული არა ვის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათის" (იოანე 15, 13), - რომელიც, ფაქტობრივად, განმარტებაა უდიდესი მცნებისა: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი". ჩვენ ყოვლივე ეს კარგად ვუწყით, ოღონდ ეგ არის, რომ ხშირად ამ სწავლებისა და მცნების აღსასრულებლად ძალა არ შეგვწევს. მამა ილია მზად იყო ამისთვის, უფალი შეეწია, მისცა ძალი, მიანიჭა მადლი თავგანწირვისა და ამის წილ, - მწამს, - აცხოვნა მისი სული, რომელიც აწ მართალთა სავანეში მკვიდრობს! ამენ! მადლობა უფალს ყოველივესთვის!

ხონი-სამტრედიის ეპარქია-სტიქაროსანი გიორგი კუტალაძე:
-როცა ადრიატიკის ზღვაში ბორანის კატასტროფის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მას შემდეგ, აქტიურად ვადევნებდი თვალყურს ინფორმაციას სამაშველო ღონისძიენების შესახებ. მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ კატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის ქართველი არქიმანდრიტი ილია კარტოზია... ძალიან დამამწუხრა ახალგაზრდა არქიმანდრიტის ტრაგიკულად გარდაცვალებამ. მაგრამ, მალევე, მამა, ილიას გმირობის და თავგანწირვის ამბებმა მოიცვა ევროპული პრესა... ენით აღუწერელი სიამაყე დამეუფლა, ვამაყობ იმით რომ იმ ერის შვილი ვარ, რომელშიც მამა ილიას მსგავსი ადამიანები ისევ არიან... ვფიქრობ, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა იზრუნონ, იმაზე რომ მამა ილიას გმირობა, სათანადოდ დააფასოს სახელმწიფომ და მომავალმა თაობებმა... "საუკუნოდ იყოს ხსენება იმისი"!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat