დედა ნინო დედობის განსახიერება იყო...
დედა ნინო დედობის განსახიერება იყო...
2001 წლის ზაფხულში ღვთისმშობლის მიძინების მარხვა ახალი დაწყებული იქნებოდა, როცა საქართველოს ტელევიზიიდან ურბნისისა და რუისის ეპარქიაში გავემგზავრეთ მივლინებით.

გადაღების დაწყებამდე შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა ეპარქიის მიტროპოლიტი იობი მოვინახულეთ, რომელიც მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის ერთადერთი ქორეპისკოპოსიც გახლდათ. მეუფემ გვითხრა, თუ ფერისცვალების საუფლო დღესასწაულზე ურბნისის საკათედრო ტაძარში დავესწრებოდით მსახურებას, წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ერთობ უჩვეულო მოვლენის მონაწილე გავხდებოდით. გადაღების ლოცვა-კურთხევაც მივიღეთ.

ურბნისში, ფერისცვალების წინა დღეს, დილიდანვე ჩავედით.

უძველესმა ქალაქმა მართლაც განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. მჭიდროდ დასახლებულ ურბნისს შემთხვევით როდი მიიჩნევენ ქალაქის პირველსახედ; იგი, შიდა ქართლის სხვა ქალაქურ დასახლებებთან ერთად, სავაჭრო გზის მეშვეობით, მჭიდროდ იყო დაკავშირებული გარესამყაროსთან. უცხოელ დამპყრობთა არაერთი შემოსევის გამო დროთა განმავლობაში დაუკარგავს პირვანდელი მნიშვნელობა.

უყურებ მტკიცე გალავნით შემოზღუდულ ურბნისს და შეუძლებელია, არ წარმოიდგინო, როგორ იცვლებოდა აქ ეპოქები, დროის ცვალებადობის შესაბამისად როგორ მოქმედებდნენ ამ ქალაქში ცეცხლთა, ქვათა და ძეგლთაყვანისმცემელთა წარმართული კერპები თავიანთი მრავალრიცხოვანი მიმდევრებით და ებრაელთა სალოცავი ბაგინით.

წერილობით წყაროებში ურბნისი ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება, რომელსაც ერთი თვე უცხოვრია ამ ქალაქში. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და ფეოდალური ფორმაციის დამკვიდრების შემდეგ, სწორედ IV საუკუნიდან მოხდა უდიდესი გარდატეხა ურბნისის ისტორიაში. სხვადასხვა დროს აქ უმოღვაწიათ ცნობილ მწიგნობრებსა და პოეტებს - ვლასი ურბნელს, ევდემონ რატიშვილს, ნიკოლოზ ხერხეულიძეს...

ურბნისის დიდი სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების პირველივე წლებიდანვე აუგიათ ქალაქის ერთ-ერთი წარმართული ტაძრის ადგილას, არქიტექტურულად ბოლნისის სიონს მოგაგონებთ. მის კედლებს დღესაც ატყვია დამპყრობთა ნაკვალევი. ეკლესია მრავალჯერ არის აღდგენილი.

2001 წელს, ფერისცვალება, მეუფე იობის კურთხევით, მთელ ეპარქიაში ლიტანიობით აღინიშნა. ჩვენ ღამისთევის სადღესასწაულო ლიტურგიას ურბნისის წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში დავესწარით. მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) წირვა-ლოცვას რუისის ფერისცვალების მონასტერში აღავლენდა, ადრიან დილით კი, ურბნისის საკათედრო ტაძარში მობრძანდა ბერ-მონაზონთა გუნდის თანხლებით, ამ დღეს დიდ სქემაში აჰყავდათ იღუმენია ქრისტინე (დაშნიანი). საბედნიეროდ, ჩვენც მოგვეცა საშუალება მონაწილე ვყოფილიყავით და ფირზე აღგვებეჭდა ეს მეტად შთამბეჭდავი და ამაღელვებელი მოვლენა.

ორ დედას ხელკავით მოჰყავდა თმაგაშლილი, ფეხშიშველი იღუმენია, რომელსაც თეთრი პერანგი ემოსა, როცა მეუფის წინ მოიყვანეს, მკლავებგაშლილი, პირდაღმა, ჯვრის ფორმით განერთხმებოდა მიწაზე აღთქმის მიცემის წინ, ისევ წამოაყენებდნენ, ასე რამდენჯერმე განმეორდა. მღვდელმთავრის მკვეთრი ხმაც გაისმა:

- აჰა, ესერა ქრისტე უხილავად, აქა მდგომარე არს, იხილე, რამეთუ თვისთა შენთა გამოირჩიე ესე წინდი დიდისა და ანგელოზებრივისა სქემისა?!

- ნებითა შენითა, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო...

- მიიღე მაკრატელი და მომეც მე! (მეუფე სამჯერ ისვრის მაკრატელს, იღუმენია სამივეჯერ დასდებს მას მღვდელმთავრის კათედრაზე).

- და ესე, ჩვენი ნინო, აღიკვეცს თმასა თვისსა (მეუფე მას სამ ადგილას აჭრის თმას, ისე როგორც ნათლობის დროს ხდება) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ვთქვათ ყოველთა ამისთვის.

"უფალო, შეგვიწყალენის" გალობის დროს იწყება დედა ნინოს შემოსვა სერაბინ-ქერაბიმთა გამოსახულებიანი ახალი შესამოსელით.

- და ესე, ნინო, ჩაიცვამს სამოსელსა სიმართლისა და სიხარულისა დიდისა ამის ანგელოზებრივისა სქემისასა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ვთქვათ ყოველთა, ამინ!

როგორც მეუფე იობმა რიტუალის დაწყების წინ განგვიმარტა, დიდ სქემაში აყვანა არა მხოლოდ ტაძარში შეკრებილი ხალხისთვის, მთელი ეპარქიისთვისაც უჩვეულო მოვლენა იყო. რუსეთში, საბერძნეთსა თუ სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში მართლაც თითებზე ჩამოსათვლელნი თუ იქნებიან სასულიერო პირები, რომლებიც ამ მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო ხარისხში აჰყავთ. მე მთელ ჩემს იერარქიას უყოყმანოდ დავთმობდი, თუკი ღმერთი ოდესმე ასეთი დიდი პატივის ღირსს გამხდიდაო, - აღნიშნავდა მეუფე იობი. დედა ნინო საქართველოში მესამე იყო ამ სქემაში.

რიტუალის დასრულების შემდეგ, 66 წლის დედათა მონასტრის წინამძღვარს, ქრისტინეს, სქემიღუმენია ნინო ეწოდა.

ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, მოწვეულმა სტუმრებმა, უცრემლოდ მაინც ვერ შეძლეს მასთან გამოთხოვება, თვითონაც ორი დიდი კურცხალი ჩამოუგორდა თვალებიდან. როგორც გვითხრეს, მას ერთი კვირის განმავლობაში ეკრძალებოდა ტაძრიდან გასვლა. დღე და ღამე გამუდმებულ ლოცვაში უნდა გაეტარებინა. ამ ხნის მანძილზე ფეხსაცმლის გახდის უფლებაც არ ჰქონდა. ანგელოზებრივ ხარისხში აყვანილმა დედამ ყველანი სათითაოდ მიგვიღო, დაგვლოცა, გულში ჩაგვიკრა. გვთხოვა, ამ დღის აღსანიშნავ სატრაპეზო სუფრაზე მივსულიყავით, თვითონ კი ტაძარში ილოცებდა ჩვენი ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის. ერთი კვირის თავზე დედა ნინოს ტაძრიდან კელიაში გადაიყვანდნენ და კვირაში მხოლოდ ერთხელ მიეცემოდა გარეთ გამოსვლის უფლება.

დედა ნინომ ამის შემდეგ 6 წელი იცოცხლა და 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩვენ შევძელით გავსაუბრებოდით მის შვილებს, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ბერ-მონაზონს, მამა ნეოფიტეს, რომელსაც მეუფე იობმა ხევისბრის წოდება უბოძა და ნინო დაშნიანს.

ბერ-მონაზონი ნეოფიტე:

- როგორც ვიცი, დედა პირველი იყო ჩვენი ეპარქიიდან ამ საქმეში. თავიდან დედაჩემის მონაზვნად აღკვეცის საბამი ჩემი უფროსი ძმის, ნიკოლოზის გარდაცვალება გახდა. იგი მოსკოვში ცხოვრობდა. მაშინ მეც მოსკოვში ვსწავლობდი, მაგრამ არდადეგები მქონდა და თბილისში ვიყავი ჩამოსული. ორ დღეში უნდა გავფრენილიყავი მოსკოვში, შაბათის თვითმფრინავის ბილეთი უკვე აღებული მქონდა, ჩემი ძმა კი პარასკევს გარდაიცვალა.

მამა ნეოფიტე და მისი და ნინო

- რა იყო მისი მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი?

- ბავშვი ჰყავდა წაყვანილი ფიოდოროვის ცნობილ თვალის კლინიკაში სამკურნალოდ, სხვასაც რომ ნემსს უკეთებდნენ, ამის ყურებას ვერ უძლებდა. ჩემს პატარა დას, ნინოს, მაღალი სიცხე ჰქონდა. დედაჩემმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ექიმი ბავშვს რომ ნემსს უკეთებდა, დაინახა ჩემმა ძმამ. ისე ცუდად გახდა, მას დასჭირდა დახმარება. მოსკოვში ბავშვი თვითონ ეჭირა ხელში, როცა ნემსს უკეთებდნენ და გულმა უმტყუნა... დედამ ვერ გაუძლო შვილის გარდაცვალებას და მონასტერში წავიდა. მამაჩემიც ძალიან განიცდიდა 26 წლის შვილის მოულოდნელ გარდაცვალებას და 7 წლის შემდეგ, 1991 წელს გარდაიცვალა.

ჩემი მშობლები დიდი სითბოთი და სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ. მამა ყოველთვის დიდ თანამდებობაზე მუშაობდა და ჩვენს ოჯახს მატერიალურად არასოდეს უჭირდა. დედა ეკონომისტი იყო, თუმცა მთელი სიცოცხლე ოთხი შვილის გაზრდას მიუძღვნა. სულ ოჯახში ფუსფუსებდა.

- თქვენ როდის მოხვედით მონასტერში და რა გახდა ამის მიზეზი?

- ადრე, ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რომ მონასტერში წავიდოდი, რადგან სრულიად განსხვავებული ცხოვრება მქონდა. თუ დედაჩემი შვილის გარდაცვალებით გამოწვეულმა დიდმა ტკივილმა მიიყვანა მონასტერში, მე მეორე ძმის გარდაცვალებით გამოწვეულმა მწუხარებამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი, რაშიც დედაჩემის რჩევამ და მისმა ლოცვამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

2003 წლის ზაფხულში ჩემი უმცროსი ძმა დავითი, რომელიც ძველი მოცურავე იყო, ღელვის დროს შევიდა ზღვაში, ტალღებმა ჩაითრია, მართალია, ნაპირზე შეძლო გამოცურვა, მაგრამ გულმა უმტყუნა... მივედი დედასთან და შევეკითხე, - რა ვქნა, რით შევეწიო ჩემს ძმას-მეთქი. მირჩია, - კარგი იქნება ორმოცი დღე თუ მონასტერში წახვალ და ილოცებ მისი სულისთვისო. ერთ-ერთ მონასტერში მღვდელ-მონაზვნად ჩემი ბავშვობისდრონდელი მეგობარი მსახურობდა, მასთან გავატარე 40 დღე. შობის მარხვაზეც მომინდა მონასტერში განვმარტოებულიყავი, დედაჩემის ლოცვით, ეს მარხვაც მონასტერში გავატარე. ამის შემდეგ ჩემს თავს შევამჩნიე, რომ როგორც კი თბილისში ჩამოვიდოდი და მოვაწესრიგებდი ოჯახისა და სამსახურის საქმეებს, გული ისევ მონასტრისკენ მიწევდა, თან მიკვირდა, - სად მე და სად მონასტერი-მეთქი. დიდმარხვის მთელი ციკლიც მონასტერში გავატარე და 2004 წლის 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს, აღმკვეცეს ბერად. მახსოვს, დედაჩემისთვის რამხელა სიხარული იყო, მეუფემ რომ გამოაცხადა, - მინდა, დედა ნინოს ვაცნობო, რომ მისი შვილი ბერ-მონაზვნად აღიკვეცა და ნეოფიტე ეწოდაო. კარგა ხნით სარეცელს მიჯაჭვული დედაჩემისათვის ეს რომ უთქვამთ, სასწაულით ფეხზე წამომდგარა. თანაც დედას განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა წმინდა ნეოფიტე ურბნელის მიმართ: მეუფე იობიც ძალიან იყო გახარებული იმით, რომ ჩემი ბერად აღკვეცა დედაჩემის სიცოცხლეში მოხდა. მას დედაჩემი ღვიძლ დედასავით უყვარდა. დედა ნინო დედობის განსახიერება იყო, იგი საოცრად დამთმობი და მიმტევებელი იყო ყველას მიმართ. მამაჩემის უმცროსი ძმებიც დედაჩემმა გაზარდა შვილებივით, ყველას დედა იყო და გარეგნობითაც გამოირჩეოდა სხვებისაგან.

- მამაო, რამდენი წლის ბრძანდებით და ვინ დარჩა ერში თქვენი ოჯახიდან?

- აგვისტოში 53 წლის გავხდები.

ერში მყავს შვილები, შვილიშვილები და ერთადერთი და ნინო, რომელიც გათხოვილია და ერთი ქალიშვილი ჰყავს. მესამე შვილიშვილიც შემეძინა. ჩემი გოგონა ადრე გათხოვდა, ვაჟი ახლახან დაცოლშვილდა.

დღესდღეობით, ყინწვისის მამათა მონასტერში ვმოღვაწეობ, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრისა და მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი) ჩემი მოძღვარია.

- მამაო, ჩვენ დაგვჭირდება თქვენი და დედა ნინოს სურათები.

- დაუკავშირდით ჩემს დას, ნინოს და ის მოგაწოდებთ, რაც კი საჭირო იქნება.

- დიდი მადლობა.

- მადლობა თქვენ, რომ დედა ნინო გაიხსენეთ.

ჩვენ ვესაუბრეთ სქემიღუმენია ნინოს ქალიშვილს.

- ქალბატონო ნინო, როგორც ვიცით, დედა ნინომ დიდი და ძნელი გზა გაიარა...

- დედა ნინო დიდი მლოცველი იყო, მისი ლოცვის ძალას მაშინაც და ახლაც გრძნობენ ის ადამიანები, რომელთაც მასთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ. მახსენდება, ავადმყოფობის უმძიმეს წუთებშიც კი ძალიან ბევრ მორწმუნეს იხსენიებდა, ბოლო ოთხი წელი საწოლიდან ვერ დგებოდა, როდესაც ძალიან დასუსტდა, იძულებული გავხდით, საავადმყოფოში გადაგვეყვანა. ექიმებმა ბოლომდე ვერ გაიგეს, რა დაავადება სჭირდა. საავადმყოფოსთან შეგუება უჭირდა და გვთხოვა, - 25 წელიწადი მონასტერში გავატარე, აქ ვერ გავძლებ და ჩემს კელიაში წამიყვანეთო. შევუსრულეთ თხოვნა და ურბნისში წამოვიყვანეთ. მალე გარდაიცვალა. მონაზვნად სამთავროში აღკვეცა უწმინდესმა ილია მეორემ. 1985 წელს ავლაბრის ფერისცვალების დედათა მონასტერში მოღვაწეობდა, 1991 წლიდან უწმინდესი ილია მეორის კურთხევით, სხალთის ეპარქიის ხულოს დედათა მონასტერში 2 წელი დაჰყო, იმ პერიოდში მეუფე დანიელთან და მეუფე ზენონთან ერთად ბევრი აჭარელი გააქრისტიანა, იქაც დედაჩემი იყო დედათა მონასტრის წინამძღვარი. ერთი პერიოდი ბათუმში იყო, მერე ისევ სამთავროში გადმოიყვანეს. ამის შემდეგ მეუფე იობის თხოვნით გადმოვიდა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში და სამ მორჩილთან ერთად დაიწყო დედათა მონასტრის ამოქმედება. დღეს სამივე დედა ამ ეპარქიის სხვადასხვა მონასტრის წინამძღვარია.

- ძნელია თქვენთვის, რომ ერთადერთი ძმაც მონასტერში წავიდა?

- ძნელია იმ მხრივ, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი ტყუპის ცალი ძმა დავითი გარდაიცვალა და ჩემი უფროსი ძმაც მონასტერში წავიდა, თითქოს მარტო მე დავრჩი ჩვენი ოჯახიდან, მაგრამ ძალიან ვგრძნობ დედაჩემის შემწეობას. როგორც მეუბნებოდნენ, გარდაცვალების შემდეგ უფრო იგრძნობ დედის ლოცვის ძალასო. მართლაც, იმდენად მეწევა დედაჩემი, ძნელია ეს სიტყვებით გადმოვცე.

- ალბათ გაგიხარდათ, რომ მამა ნეოფიტე ხევისბრად აკურთხა მეუფე იობმა...

- რასაკვირველია, მიხარია. მას გაცნობიერებული აქვს, რომ ძნელია ხევისბრის ჯვარი, დიდია ძამის ხეობა და ეს თავისებური პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს. მე ის მახარებს, რომ ყველას უყვარს ხეობაში, რაც შეუძლია, ეხმარება ხალხს.

- ამბობენ, მგელი დაუმეგობრდა მამა ნეოფიტეს და ყოველთვის ყველგან თან დაჰყვება და იცავსო.


- კი, ასეა. თავიდან ამასაც განვიცდიდი, მაგრამ დღეს უფრო დავმშვიდდი, მგელი მის სიტყვას ემორჩილება და როგორც კი ეტყვის, - წადიო, მაშინვე ტოვებს. ჯერ მამა საბასთან იყო მამა ნეოფიტე, ახლა ყინწვისშია, მაგრამ ერთ ადგილზე გასაჩერებლად ვერ იცლის და ხშირად უხდება ხეობაში მისვლა-მოსვლა. არ არის ეს ცხოვრება იოლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დედა ნინოს ლოცვა ყველას შეგვეწევა.

- გისმინოთ უფალმა!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat