ეკლესიამ თომას სამშაბათს დაადგინა საფლავებზე გასვლა
ეკლესიამ თომას სამშაბათს დაადგინა საფლავებზე გასვლა
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირაცხოვლობით, რომელსაც ახალ კვირასაც უწოდებენ. კვირაცხოვლობიდან, იგივე თომას კვირიდან დაწყებული, მომავალ აღდგომამდე ყოველი კვირა აღდგომის განახლებად მიაჩნიათ ქრისტიანებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სადღესასწაულო წირვა-ლოცვით აღინიშნება ეკლესიაში.

თომას კვირის სამშაბათს აღინიშნება მიცვალებულთა მოხსენიების დღე.

ვესაუბრებით ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარს, მამა ილია ჩიკვაიძეს.

- მამა ილია, იქნებ განგვიმარტოთ ამ დღის მნიშვნელობა.

- თომას სამშაბათს არის მიცვალებულთა ხსენების დღე. აღდგომის წმინდა შვიდეულის მნიშვნელობის გამო, ბრწყინვალე შვიდეულში ხალხი საფლავზე არ გადიოდა. ეს მსგეფსით ხსნილი დღეებია, რომელიც განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება, ამ დროს ლოცვითი ტიპიკონიც იცვლება და დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად ვკითხულობთ პასექის ჟამნის მოკლე ლოცვებს. ეკლესიამ აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის გასვლის შემდეგ, კვირაცხოვლობის მესამე დღეს, თომას სამშაბათს დაადგინა საფლავებზე გასვლა.

- მამაო, სიტყვამ მოიტანა და, კარგი იქნებოდა, ამ თემაზეც გვესაუბრა, რამდენად ემორჩილებოდა ჩვენი ხალხი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად შედგენილ განჩინებას?

- მადლობა ღმერთს, რომ ხალხი ათეისტური ეპოქის შემდეგ მასობრივად შემობრუნდა ეკლესიისაკენ და ჩვენი ტაძრები მრევლით აივსო, მაგრამ ცხოვრების წესი, სამწუხაროდ, მაინც არ არის მართლმადიდებლური. მახსოვს, ერთხელ ჩვენმა უწმინდესმა დანანებით ბრძანა, ჩვენში ახლიდან არის საქადაგებელი ქრისტიანობაო. მართლმადიდებლობა მარტო ხატების კუთხის მოწყობა, სანთლის დანთება ან თუნდაც აღსარება და ზიარება როდია. ისეთი ჩვევებია ხალხში გამჯდარი, რომ მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ რწმენასთან და ეს ვლინდება ყოველი ფეხის ნაბიჯზე - მიცვალებულის საკურთხის მომზადება იქნება ეს, პანაშვიდი, წესის აგება თუ დასაფლავება. მე ხშირად მიწევს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თავმოწონება გვიყვარს თითქოს უძველესი ქრისტიანული ტრადიციების მატარებელი ერი ვართ და ამ დროს, ჯერ კიდევ წარმართული ჩვევებია მოსახლეობაში გაბატონებული.

ჯვარი აქაურობას და, რას ემსახურება სასახლის ოთახში სამჯერ დატრიალდება და გამოსვენების დროს მისი კარებთან დაბრახუნება იმ სკამების წაქცევა, რომელზეც სასახლე ესვენა და ჩვენს ხალხში გავრცელებული სხვა ჩვეულებები. როდესაც დავინტერესდი, რატომ არის აუცილებელი ამის გაკეთება, მითხრეს, წესია ასეთი, მიცვალებული რომ უკან არ მობრუნდეს და ვინმე არ გაიყოლიოსო. როგორც მოძღვარმა, ავუხსენი, მიცვალებულს არც უკან მობრუნება შეუძლია და არც ვინმეს წაყვანა, ნუთუ ეს მართლა გჯერათ მართლმადიდებლურად მონათლულ ქრისტიანებს-მეთქი? აი, სადამდე დავიდა ჩვენი რწმენა. კიდევ კარგი, ხალხმა როგორც იქნა ისწავლა მღვდელი მოიყვანონ მიცვალებულის წესის ასაგებად, მაგრამ ეს ძალიან ფორმალურ ხასიათს ატარებს. მათთვის მღვდელზე მეტად, განსაკუთრებით პერიფერიებში, ე.წ. "თავი კაცებისა" და სოფლის დედაბრებისა სჯერათ. ამიტომ მიცვალებულის სასახლე სავსეა სხვადასხვა ნივთებით - სოფლებში არაყს, ღვინოს, ტანსაცმელსა და ზოფჯერ ჯამ-ჭურჭელსაც კი ატანენ, ცხონებულს ეს უყვარდა და იქ გამოადგებაო, რაც მიცვალებულის შებილწვა და შეურაცხყოფაა.

დაკრძალვა გულისხობს განსვენებულს კრძალვითა და პატივისცემით მოვეპყრათ, რომელიც არის სულიწმიდის კმევითა და სიტყვებით: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". ამით გამოვხატავთ კრძალვასა და მოწონებას იმ პიროვნების მიმართ, რომელშიც სულიწმიდა ბრძანდებოდა. ზოგჯერ შეიძლება რაღაც მოკრძალებულად გააკეთოს ადამიანმა და სიმბოლურად ჩაუდო მიცვალებულს ჯიბეში კალამი, სათვალე ან რომელიმე ნივთი, რომელიც მას სიცოცხლეში უყვარდა, მაგრამ როდესაც ამას ცრურწმენით ვაკეთებთ და ვამბობთ, ეგების დასჭირდეს და უმჯობესია ახლა ჩავატანო, ვიდრე მერე მოითხოვოსო, ამის შემდეგ, შეიძლება ჩვენს თავს ქრისტიანი ვუწოდოთ?

დიდი ილიას თანამედროვე, იმერეთის ეპისკოპოსი წმინდა გაბრიელ ქიქოძე ჩვენს ხალხში ფესვგამდგარ ამგვარ წარმართულ გამოვლინებას "დედაბრის ზღაპრებს" უწოდებდა და საზოგადოებას სთხოვდა: "საყვარელო დანო და ძმანო, მართლმადიდებლობას მისდიეთ და ნუ მიენდობით დედაბრულთა მათ ზღაპართაი".

გავრცელებული შეხედულება, თითქოსდა ორმოცამდე არ შეიძლებოდეს გარდაცვლილის ნივთებისა და ტანისამოსის სხვისთვის მიცემა, მცდარი და მიუღებელია ეკლესიური აზროვნებისთვის. პირიქით, სწორედ ორმოცამდე უნდა გაიცეს მოწყალება, რომ ეს კეთილად წაადგეს განსვენებულის სულს, რომელმაც 40 დღის შემდეგ უნდა დაიმკვიდროს საიქიოში მისთვის განკუთვნილი ადგილი.

მცდარი შეხედულებაა ისიც, რომ დასაფლავების შემდეგ თითქოს არ შეიძლება ჭირისუფალს თვალზე ცრემლი მოადგეს და ვინმეს იგი ხელკავით მოჰყავდესო, განსაცდელს ყველა თავისებურად იტანს და კაცი რომ მწუხარებისგან შეტორტმანდეს, გამოდის, რომ მისთვის ხელის შეშველებაც არ შეგვიძლია იმ ცრუ რწმენიდან გამომდინარე, რომ ეს ცუდად წაადგება მისი ოჯახის მომავალს(?!)

ამ ბოლო დროს კიდევ ერთი მცდარი მოსაზრების დამკვიდრება ხდება, - თითქოსდა ორმოცამდე არ იყოს მართებული სხვასთან სამძიმარზე წასვლა. ამ დროს მისამძიმრება და სხვათა ნუგეში მწუხარების ჟამს მოწყალების საქმეა და ესეც სასიკეთოდ წაგვადგება როგორც ჩვენ, ისე ჩვენს მიცვალებულს.

ორმოცამდე ზოგიერთ ოჯახში იციან გარდაცვლილის სახელზე საჭმლის წადგომა. ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, საჭმელი გაიცეს მის სახელზე, შეეწიონ გაჭირვებულებს, ყოვედლღიურად გადაიხადონ პანაშვიდი, ყოველ შაბათ დღეს და მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში მოხდეს მათი მოხსენიება. ეს არის საცხოვნებელი საქმე, დანარჩენი, ჭიქა წყალს სად დაუდგამ მიცვალებულს და მის სურათს სად ჩამოჰკიდებ, ყველაფერი პირობითია და ნაკლებმნიშვნელოვანი.

- დაბოლოს, ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ, ვინაიდან თომას სამშაბათი ხსნილშია, რამდენად დასაშვებია ამ დღეს საკურთხზე ეკლესიაში ხორცის შეტანა?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მადლობას მოგახსენებთ ამ კითხვისთვის. დადგენილია, როდესაც ეკლესიაში საკურთხი შეაქვთ, ხორცის შეტანა ყოვლად დაუშვებელია. არის ტაძრის ეზოში შენობები, სატრაპეზოები, მოძღვრის მოსასვენებელი ოთახები, სადაც შეიძლება საკურთხის შეტანა (მათ შორის ხორციანი კერძების) და პანაშვიდის გადახდა. კურთხევა ამ საკურთხისა, მაგრამ ტაძარში, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება ეს ყოვლად დაუშვებელია და აკრძალული. იმ ტაძარში სადაც აკრძალულს დავაკანონებთ, რაღა მადლი გადმოვა ჩვენზე? ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ მოციქულთა და წმიდა მამათა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული დადგენილებები, მათ ეს სიზმარში კი არ უნახავთ, სულიწმინდით ეუწყათ, დაადგინეს და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ, ისე, როგორც მათ დაგვიტოვეს, რომ არ დავარღვიოთ ღვთაებრივი წეს-წყობილება, არ შეიბღალოს სულიწმინდა და ყოვალდწმინდა სამების მყოფობა ჩვენს ტაძრებში. პირდაპირ გეტყვით, ქვეყანაში თუ რამ განსაცდელი მოიწევა, უპირველესად, ეს ჩვენი არასწორი ქმედებიდან გამომდინარეობს, თუ არასწორი გულითა და ხელით შევწირავთ მსხვერპლს, მადლის მაგიერ შეიძლება ღვთის რისხვა დავიმსახუროთ. თქვენ იცით, ღმერთს შესაწირი კაენმაც შესწირა და აბელმაც, ორივე მღვდელი იყო, მაგრამ ღმერთმა აბელის მიერ მდაბალი გულით შესაწირი მიიღო, კაენისა კი - არა, იმიტომ, რომ ბოროტი გულით შეწირული იყო. აქედან შესაბამისი დასკვნები უნდა გავაკეთოთ, რომ სწორ ხაზს არ ავცდეთ და ისე ვიცხოვროთ, როგორც უფალი მოგვიწოდებს, ღმერთმა არ მოგვაკლოს მადლი სულისა წმიდისა, ამინ!


(გაგრძელება იქნება)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2024

დიდია ჩვენი გულისტკივილი მოხევეთა თანამედროვე ცნობილი პოეტის, სიტყვის დიდოსტატის, თავმდაბალი, სამშობლოს ერთგული, გულითადი ადამიანის, თენგიზ ავსაჯანიშვილის გარდაცვალების გამო.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი.
05.04.2024
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს ტაძრებში ტარდება მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
24.02.2024
არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში წუთები, როცა ცხოვრება ორად იყოფა - ამ წუთამდე და ამ წუთის მერე და ჩვენც ვიყოფით გარდამავალ წუთში.
19.06.2023
19 ივნისი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის დაბადების დღეა. მას მრევლი დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენებს:
01.03.2023
დღეს "კარიბჭის" ჟურნალისტის - ამირან (ლაზარე) სინაურიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. გთავაზობთ ლელა ჩხარტიშვილის მოგონებას:
28.01.2023
გვესაუბრება სქემმონაზონი ირინე (თვაური):
დედა ირინეს საუბარი უკვე  ისტორიის კუთვნილება გახდა.
24.01.2023
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ დედაქალაქში, დიდუბის დასახლების N 16-ში მადლმოსილი მოძღვარი, მამა ვიტალი (სიდორენკო) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
07.11.2022
კვიპროსში მოღვაწე ქართველი მოძღვარი, მამა ზაქარია ფერაძე, ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ:
30.10.2022
რა ეწოდება მეგობრობას, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს გრძელდება?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat