გვესაუბრება კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე:
-რითი განსხვავდება ერთმანეთისგან ცოცხალის და გარდაცვლილის მდგომარეობა?
-იმით, რომ გარდაცვლილებს აღარ აქვთ უნარი რამე შეცვალონ. ისინი არიან უკვე თავისი თავისთვის საბოლოო მდგომარეობაში. ისინი, როდესაც წარსდგნენ თავიანთ კერძო სამსჯავროზე, იმავე მდგომარეობით წარსდგებიან საზოგადო სამსჯავროზეც. დედა ეკლესიის ლოცვით ვიცით, რომ ღვთის წყალობით ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ღმერთის მოწყალებამ შეიძლება ნებისმიერი ადამიანის მდგომარეობა სასიკეთოდ შეცვალოს. გარდაცვლილის სულისთვის სიხარულია ის, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანები განსხვავებულად ცხოვრობენ. მისთვის ძვირფასი ადამიანები ისე არ იქცევიან როგორც თვითონ შეიძლება ერთ დროს იქცეოდა და მისთის ძვირფასი ადამიანები აგრძელებენ ლოცვას. თუ მანამდე არ იყვნენ ეკლესიურები ცხოვრობენ ეკლესიურად და თავიანთი მსახურებით შეეწევიან იმქვეყნად მყოფ თავიანთ ახლობელს და სიხარულს ანიჭებენ. უდიდესი სიხარულია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის მიზეზით მისმა ახლობლებმა ღმერთის დიდება დაიწყეს. ჯანსაღ საზოგადოებაში და ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის სასიხარულო უფრო მეტია ვიდრე სამწუხარო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი