რა აკავებს დედამიწას ამ უსასრულო სიცარიელეში, რა აკავებს მზეს და ყველა სხვა ციურ სხეულს?
რა აკავებს დედამიწას ამ უსასრულო სიცარიელეში, რა აკავებს მზეს და ყველა სხვა ციურ სხეულს?
მატერიალისტურ მოძღვრებათა თანახმად, სამყაროში არაფერი არსებობს, გარდა მატერიისა. მატერიალისტები მიიჩნევენ, რომ მატერია ობიექტურია, პირველადი, დროში - მარადიული, სივრცეში - უსასრულო. იგი არც ვისმე შეუქმნია და არც ოდესმე განადგურდება. მატერია შემეცნებისგან დამოუკიდებლად არსებობს და ყოფიერების პირველსაფუძველს წარმოადგენს. ამასთანავე, მას მუდმივი თვითგანვითარების უნარი აქვს და, ამის კვალობაზე, ხელსაყრელ პირობებში სიცოცხლისა და მოაზროვნე არსების შექმნაც შეუძლია.

მაგრამ სამყაროში ყველაფერი მჭიდრო და უწყვეტ ურთიერთკავშირში იმყოფება და როგორც არ უნდა ვეცადოთ, მოვლენებს ჩვენი შეგრძნებებისგან დამოუკიდებლად ვერ წარმოვიდგენთ, ის კი, რაც ჩვენ ვიცით, ამ უსასრულო მრავალფეროვნების მხოლოდ ნაწილია, ისიც - უმნიშვნელო ნაწილი. სამყაროში, ღვთის ნებით, ბევრი ისეთი რამ არის, რაშიც ცხადად ჩანს განსაზღვრული მიზანი. ეს გვარწმუნებს, რომ სამყარო გონიერი არსების შექმნილია, რომელმაც კარგად იცის დამოკიდებულება მიზანსა და საშუალებას შორის და ყოველი მიზნისთვის სწორედ მისი შესატყვისი საშუალება აურჩევია. უფლის ნების ეს მრავალრიცხოვანი გამოვლინებანი მხოლოდ შეუვალი ათეისტებისთვისაა უხილავი, მათთვის კი, ვინც ბუნებისა და მის კანონზომიერებათა კვლევას მიჰყოფს ხელს, აშკარა და მტკიცე საბუთს წარმოადგენს.

აი, როგორ აღიქვამდა სამყაროს დიდი ფრანგი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, ასტრონომი და მეცნიერების ისტორიკოსი კამილ ფლამარიონი (1848-1925), რომელსაც მოღვაწეობის დასასრულს საფრანგეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - "საპატიო ლეგიონის კომანდორის" წოდება - მიანიჭეს: "რასაც სამყაროში ვხედავთ, მხოლოდ გვეჩვენება ასეთი; სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად ხდება.

მაგალითად, გვეჩვენება, რომ მზე ჩვენს ირგვლივ ბრუნავს - დილას ამოდის და საღამოს ჩადის, დედამიწა კი, რომელზეც ვცხოვრობთ, უძრავია. სინამდვილეში კი პირიქითაა: ჩვენ მბრუნავ სფეროზე ვცხოვრობთ, რომელიც ზარბაზნიდან გატყორცნილ ყუმბარაზე სწრაფად მიექანება სივრცეში...

ეს-ესაა, დიდი სიამოვნებით ვუსმენდით მომაჯადოებელ ჰანგებს, მაგრამ ეს ჰანგები ხომ სინამდვილეში არც კი არსებობს; ისინი სხვა არაფერია, თუ არა შეგრძნება, რომელსაც ჰაერის განსაზღვრული ამპლიტუდისა და სიხშირის რხევა იწვევს, რხევა, რომელსაც თავისთავად არანაირი ხმა არა აქვს. რომ არ გვქონოდა სმენის ნერვი და ტვინი, არ გვეცოდინებოდა, რა არის ხმა, რადგან სინამდვილეში ეს მხოლოდ მოძრაობაა.

ჩვენს თვალწინ ცისარტყელას მშვილდი მორკალულა; ნაწვიმარი ბაღი მზეზე ათასფერად ელავს; მწვანე მდელოები და ოქროსფერი ყანები ფერთა საოცარ პალიტრას ქმნის... მაგრამ სინამდვილეში ეს ფერები არ არსებობს. თვით სინათლეც კი ილუზიაა! არის მხოლოდ ტალღები, რომლებიც მხედველობის ნერვზე მოქმედებს.

ყველაფერი, რასაც ვხედავთ, მოჩვენებაა. მზე ათბობს, ცეცხლი წვავს... სინამდვილეში ეს მხოლოდ შეგრძნებაა. სითბო, ისევე როგორც სინათლე, სხვა არაფერია, თუ არა მოძრაობის განსაზღვრული ფორმა. ყველგან ეს უხილავი, ღვთიური მოძრაობა სუფევს.

აი, ჩვენს თვალწინ რკინის ძელია, რომელსაც მშენებლობისას იყენებენ ხოლმე. ძელის ბოლოები ორ მოპირდაპირე კედელზეა ჩამოდებული, მის შუაწელზე კი რამდენიმე ასეული კილოგრამი წონის ტვირთი კიდია. ძელი თითქოს ვერც კი გრძნობს ამ საშინელ სიმძიმეს, მხოლოდ ძალზე მგრძნობიარე თარაზო თუ აღმოაჩენს მცირედ გაზნექას. მითხარით, გეთაყვა, რა ანიჭებს ძელს ესოდენ სიმტკიცეს? მატერიალური ატომები? ცხადია, არა, - ისინი ხომ არც კი ეხებიან ერთიმეორეს; პირიქით, მუდმივად მოძრაობენ, გახურებისას შორდებიან ერთმანეთს, გაცივებისას კი უახლოვდებიან, - სიმტკიცეს მათი ურთიერთმიზიდულობა, ესე იგი, არამატერიალური ძალა განაპირობებს.

მყარი სხეული, აბსოლუტური გაგებით, არ არსებობს. ავიღოთ რკინის მძიმე ბირთვი. იგი ატომებისგან შედგება, ატომები კი ელექტრონებისგან, რომლებიც ერთმანეთს არ ეხებიან. ასე რომ, ბირთვის სიმკვრივე და მთლიანობა სხვა არაფერია, თუ არა შეგრძნებათა ცთომილება. თვალს, რომელიც ამ სხეულის შიგნით შეღწევას, მისი აგებულების დანახვას შეძლებს, ის ზაფხულის თბილ დღეს ჰაერში მოფარფატე ქინქლების გუნდად მოეჩვენება. ბირთვი მყარია, მაგრამ თუ გავახურებთ, დადნება, სითხედ იქცევა; უფრო მეტად თუ გავახურებთ, აორთქლდება კიდეც, მაგრამ თავის ბუნებას არ დაკარგავს - რკინად დარჩება.

ჩვენ ახლა სახლში ვიმყოფებით. ჩვენს ირგვლივ ყველაფერი - კედლები, ჭერი, იატაკი, ავეჯი - შედგება ნაწილაკებისგან, რომლებიც ერთმანეთს არ ეხება, გამუდმებით მოძრაობს და ერთიმეორის ირგვლივ ბრუნავს. ასეთივეა ჩვენი სხეულიც. ეს ცეცხლია, რომელიც ჩაუქრობლად ანთია და მუდამ განახლების პროცესშია. ის მდინარესაც წააგავს: დგახარ ნაპირზე და თითქოს ერთსა და იმავე წყალს უყურებ, ის კი მიედინება და ყოველ წამს იცვლება.

ჩვენი სისხლის ყოველი ბურთულა მთელი სამყაროა და ერთ კუბურ მილიმეტრში ხუთი მილიონი ასეთი სამყაროა მოთავსებული. ჩვენს ვენებსა და არტერიებში, მთელ სხეულში ყველაფერი შეუსვენებლად მოძრაობს; ტვინი, თვალები, ნერვები, სისხლი და ხორცი გამუდმებით ახლდება და ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ რამდენიმე თვეში სხეულს ერთი უჯრედიც კი აღარ რჩება ძველი.

ქინძისთავის თავი 8X1021-მდე ატომს შეიცავს. იცით, ეს რას ნიშნავს? - ამ რიცხვს ყოველ წამს თითო მილიონიც რომ გამოვაკლოთ, თვლა 253 ათასი წელი გაგრძელდება. ასე რომ, წყლის წვეთსა თუ ქინძისთავის ნამცეცა თავში გაცილებით მეტი ნაწილაკია, ვიდრე ცაზე - ვარსკვლავი, თუნდაც ისინი ყველაზე ძლიერი ტელესკოპით დავითვალოთ. შუალედები კი, რომლებიც ამ ატომებს ერთმანეთს აცილებს, მათზე გაცილებით დიდია.

მაშ, რა აკავებს დედამიწას ამ უსასრულო სიცარიელეში, რა აკავებს მზეს და ყველა სხვა ციურ სხეულს? რას უჭირავს ორ კედელს შორის გადებული რკინის ძელი, რომელზეც მალე ახალი სართული დაშენდება? რა უნარჩუნებს ფორმას ყველა სხეულს?

ძალა.

მთელი ეს უკიდეგანო სამყარო, ყოველი საგანი, ყოველი ცოცხალი არსება, ყველაფერი, რასაც ჩვენს ირგვლივ ვხედავთ, უხილავი და უწონო ატომებისგან შედგება. სამყარო ხორცშესხმული დინამიზმია, ამ სამყაროს სული კი ღმერთია, მაგრამ არა პანთეისტური გაგებით, არამედ თეისტური შეხედულებით, რომელიც ცოცხალ, პიროვნულ, ყოვლადბრძენ, ყოვლადმოწყალე და ყოვლისშემძლე შემოქმედს აღიარებს. ჩვენ მისით ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ.

როგორც სული ამოძრავებს სხეულს, ზუსტად ისევე ამოძრავებს სამყაროს ეს მიუწვდომელი არსება! სამყაროს შექმნის წმინდა მექანიკური თეორია ვერასოდეს დააკმაყოფილებს მკვლევარსა და მოაზროვნეს, რომელიც ამ ყოველივეს სიღრმისეულ არსში ჩაწვდომას ცდილობს.

მატერიის შესწავლას მივყავართ საბოლოოდ უხილავ ატომთან, რომელიც თავის მხრივ უსასრულოდ შეიძლება დანაწევრდეს. მატერია კვამლივით გაქრა, ნისლივით გაიფანტა! ჩვენს თვალს რომ სრული სინამდვილის დანახვა შეეძლოს, მზერა კედლებშიც გაატანდა, რადგან ისინი ერთმანეთისგან დაშორიშორებული ნაწილაკებისგან შედგება; ჩვენთვის ყველა სხეული გამჭვირვალე იქნებოდა, რადგან ისინი მხოლოდ ატომთა ნამქერს წარმოადგენს. მაგრამ ხორციელი თვალი ვერ ხედავს იმას, რაც სინამდვილეშია; ამის დანახვას მხოლოდ გონების თვალით თუ შევძლებთ.

ადამიანური გრძნობების ნდობა არ შეიძლება: ჩვენს თავზე დღისითაც იმდენივე ვარსკვლავია, რამდენიც ღამით, მაგრამ დღისით მათ ვერ ვხედავთ.

ბუნებაში არც ასტრონომია არსებობს, არც ფიზიკა, არც ქიმია და არც მექანიკა; ეს ყველაფერი მხოლოდ შემეცნების ჩვენთვის მისაწვდომი საშუალებებია. სამყარო ერთიან, განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს. უსასრულოდ დიდი და უსასრულოდ მცირე აქ ერთი და იგივეა; სივრცე შეიძლება იყოს უსასრულო, მაგრამ არ იყოს დიდი, დრო შეიძლება იყოს მარადიული, მაგრამ არ მიედინებოდეს... არსებითად, ერთი და იგივეა ვარსკვლავები და ატომებიც.

სამყაროს ერთიანობას ის უხილავი, უწონო, არამატერიალური ძალა ქმნის, რომელსაც ატომები მოძრაობაში მოჰყავს. ატომის მოძრაობა რომ შეწყდეს, სამყარო გაჩერდება. დედამიწა მზის ირგვლივ ბრუნავს, მზე რომელიღაც ვარსკვლავური ფოკუსისკენ მიისწრაფვის, რომელიც თავადაც გადაადგილდება სივრცეში. მილიონობით, მილიარდობით მზე მიჰქრის სივრცეში ჭურვზე სწრაფად - ყოველი მათგანი მარადიულ სიცარიელეში დღე-ღამეში ათი, ოცი, ოცდაათი მილიონი კილომეტრი სიჩქარით მიისწრაფის რაღაც მიზნისკენ, რომელიც ყოველი მზისთვის, პლანეტისთვის, თანამგზავრისთვის, სივრცეში უგზო-უკვლოდ მოხეტიალე კომეტისთვის საერთოა... რაც უფრო ვუახლოვდებით სიმძიმის ცენტრს, უძრავ წერტილს, რომელსაც ადამიანის ცოდნას მოწყურებული გონება ეძიებს, მით უფრო გვშორდება იგი და სინამდვილეში, ალბათ, არც კი არსებობს... ატომები, რომელთაგანაც შედგება ყოველი სხეული, საკუთარ ზომებთან შედარებით ისევე სწრაფად მოძრაობენ, როგორც ციური მნათობები. მოძრაობა მართავს ყველაფერს, მოძრაობაა ყველაფერი.

თვით ატომიც კი არაა ინერტული ნივთიერება; იგი ძალის ცენტრია. ის, რაც ადამიანის აგებულების არსს წარმოადგენს, წყალბადთან, ჟანგბადსა და აზოტთან ნახშირბადის სასწაულმოქმედი და სიცოცხლის მომნიჭებელი ნაერთები კი არ არის, არამედ სულიერი, უხილავი, უნივთო ძალა. მხოლოდ ის აჯგუფებს, აძლევს მიმართულებას და აიძულებს ურთიერთკავშირის შენარჩუნებას იმ უთვალავ ატომს, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმის საოცარ ჰარმონიას ქმნიან.

ის, რომ ჩვენი სხეული გარდაცვალების შემდეგ სწრაფად იხრწნება, ხოლო სიცოცხლის განმავლობაში ნელ-ნელა კვდება და განახლდება, არაფერს ნიშნავს; სული მარადიულად ცოცხლობს, იგი უკვდავია.

ყველაფერი, რასაც ვხედავთ, მხოლოდ მხედველობის ცდომილებაა. სინამდვილეში მხოლოდ უხილავი არსებობს".

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვაელფოსტა
13.08. 2014
გიორგი
ღვთის ძალა, დიდება უფალს , ამინ!!!
19.06. 2014
შოდა
რაც შეეხაება სამყაროს, უხილავობას, ინერციას, ატომებს, ბრუნვას და ა.შ. ეს მხოლოდ ბლა-ბლაა!
19.06. 2014
Shoda
თუ კი მატერია ისაა რასაც ავტორი დასაწყისში ყვება, მაშინ თავად მატერია ყოფილა უზენაესი შემოქმედი. აბა შეხედე ჩემო ნიკოლოზ როგორ გვეუბნება ყველაფერ ამის შესახებ ვაჟა-ფშაველა: ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა, ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭის, ზოგჯერ მქნელია ავისა. ერთფერად მტვირთველი არის საქმის თეთრის და შავისა საცა პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავია, მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ყვავისა! ასე ლამაზად, მხოლოდ ფშავში ეზიარებიან ჭეშმარიტებას!
18.06. 2014
mshvenieria
mshvenieria
18.06. 2014
ზვიადი
საოცარი წვდომაა!
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat