”ნუთუ შეიძლება, დამნაშავე ვიყო?”
”ნუთუ შეიძლება, დამნაშავე ვიყო?”
იუდას კომპლექსი
მორწმუნენი ხშირად მოგვმართავენ კითხვით, თუ რა შინაარსი დევს ”იუდას კომპლექსში”.

აი, რას გულისხმობს ეს ცნება:

ა) პირველ რიგში, ჩვენ მოვიაზრებთ რელიგიური ადამიანის აგრესიას იუდას დანაშაულებრივი ქცევის მიმართ. ის განიხილება სატანის იარაღად, ტიპურ დამნაშავედ იმ წრეში, რომელიც უფალს გარს ერტყა მის მიწიერ ცხოვრებაში. იმ მზაობას, რომლითაც მორწმუნე თავს ესხმის იუდას, შეგვიძლია იუდას კომპლექსი ვუწოდოთ.

ბ) გარდა ამისა, იუდას კომპლექსს ნებისმიერი დანაშაულისადმი ზემგრძნობელობის რეაქციაც ახლავს. გავიხსენოთ: როდესაც საიდუმლო სერობისას უფალმა ბრძანა: ”რომელმან თანაყოს ჩემ თანა ხელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე”, - იუდამ შესძახა: ”ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ?..” (მათე 26:23-25). ამგვარად, როცა ადამიანი პირისპირ აღმოჩნდება ბრალდების წინაშე, შესაძლებელია, მისი პირველი რეაქცია შეკითხვა-გაოცება იყოს: ”ნუთუ შეიძლება, დამნაშავე ვიყო?”

მაშასადამე, ეს კომპლექსი შეგვიძლია ორი ასპექტით განვიხილოთ: პირველი - თავდასხმა იუდაზე და მეორე - საკუთარ დანაშაულზე რეაქცია.

ერთი შეხედვით, საქმე გვაქვს ორ განსხვავებულ ქცევასთან, მაგრამ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე კომპლექსი მოქმედებს. პირველი დანაშაულის გაკიცხვისაკენ არის მიმართული, მეორე შემთხვევაში კი ხდება დანაშაულისადმი ერთგვარი დამორჩილება. ყოველი ქრისტიანის არაცნობიერი თავის თავში შეიცავს დანაშაულებრივ ტიპს ანუ იუდას. როცა სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას დანაშაულებრივი კავშირები წარმოიშვება, ეს ტიპი ამხედრდება და შესაფერის რეაქციას შესაბამისი ფორმით გამოხატავს.

ფოლკლორში ხშირად შევხვდებით ისეთ ფაქტებს, როცა ადამიანებს თავიანთი აგრესია იუდას გამოსახულებაზე გადააქვთ. ხალხური დღესასწაულების კულმინაციურ მომენტში გააფთრებული ხალხი ”გამცემის” ხატს წვავს. ამით არაცნობიერი შვებას პოულობს და შინაგანი დაძაბულობისგან თავისუფლდება. ეს რიტუალი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ზვარაკის კომპლექსი. იუდას საქციელი იმის საფუძვლად იქცევა, რომ ადამიანმა საკუთარი დანაშაულის გრძნობა შეიმსუბუქოს და შვება მოჰგვაროს ფსიქიკას.

არის მეორეგვარი დამოკიდებულებაც, როცა მორწმუნე ერთგვარ გამართლებას უძებნის იუდას საქციელს. იუდას კომპლექსისთვის ესეც დამახასიათებელია. ზოგიერთი მორწმუნე ფიქრობს, რომ იუდას აქტი გარდაუვალი იყო და მისი გამცემლობის გარეშე მაცხოვრის მოწამეობრივი გზა ვერ აღსრულდებოდა. ყოველივე ნაწინასწარმეტყველევი იყო, ამიტომაც იუდა საღვთო განგების იარაღი აღმოჩნდა და იგი უფლის მიერ კაცობრიობის გადარჩენაში მონაწილეობდა.

კარლ იუნგის ფსიქოანალიზის საშუალებით შეგვიძლია იუდას კომპლექსის განვითარებას დავაკვირდეთ. იუნგი ცდილობს, გააანალიზოს მოღალატე გმირი და ამისთვის ანატოლ ფრანსის მოთხრობის ”ეპიკურეს ბაღის” ერთ-ერთ პერსონაჟს ირჩევს. ნაწარმოები მოგვითხრობს მოძღვარზე, რომელიც შეწუხებული და დაინტერესებულია იუდას საბოლოო ხვედრით. გამცემის ბედისწერა მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემად ქცეულა. მას ნამდვილად აინტერესებს, დაისჯება იუდა (როგორც ამას ეკლესია გვასწავლის) თუ კაცთმოყვარე უფალი დანაშაულს შეუნდობს მას და გაამართლებს. მოძღვრისათვის მისაღები მეორე ვერსიაა. ის ფიქრობს, რომ იუდას მისია ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც შემოქმედი მას არ დასჯიდა, მაგრამ ამავე დროს ეჭვი ღრღნის. მას სჭირდება საბუთი, რომელიც ამ მოსაზრებას განუმტკიცებს. იგი უფალს სთხოვს, რაიმე ნიშანი მისცეს იმის დასტურად, რომ იუდა გადაურჩა სამუდამო სატანჯველს.

აქ კარლ იუნგი სვამს ასეთ შეკითხვას: რატომ აღელვებდა მოძღვარს ასე ძლიერ იუდას ბედი? - და თვითონვე პასუხობს: იგი თვითონვე ემზადებოდა ”გაცემისა” და ”ღალატისთვის”, - ”დოგმატური” პოზიციის შეცვლა და სექტაში შესვლა ჰქონდა განზრახული, - ამან კი დანაშაულის გრძობა აღუძრა, რომლის მოსაშორებლად უფლისაგან გარანტია უნდა მიეღო. მან საკუთარი დანაშაული იუდაზე გადაიტანა. ეს იყო ისკარიოტელთან პათოლოგიური იდენტიფიცირება. სინამდვილეში მას იუდასი კი არა, საკუთარი ბედ-იღბალი აწუხებდა, სიმართლე კი არ აინტერესებდა, არამედ თავის გადარჩენა სურდა.

ეს ისტორია იუდას კომპლექსის მრავალმხრიობის ტიპური მაგალითია. იუდას კომპლექსი ყოველთვის პირადი დანაშაულის გამართლების (ან გასამართლების) არაცნობიერი ტენდენციაა. ინდივიდი შემდეგ კითხვებს სვამს: ”მე დამნაშავე ვარ?” - ან: ”მე შემიძლია დამნაშავე გავხდე?” - ან: ”მე ვინმეს დამნაშავე ვგონივარ?” ასეთ კითხვებს შობს ძლიერი დანაშაულის გრძნობა, რომელიც აუცილებლად ჩართავს თვითგამართლების სისტემას. ეს კომპლექსი ხშირად ადამიანთა ურთიერთობებში აგრესიას წარმოშობს. პიროვნებას, რომელიც რეალურად, ცნობიერად დამნაშავეა, საკუთარი დანაშაული გადააქვს ნებისმიერ ინდივიდზე, რომელსაც მოცემულ მომენტში შეუძლია ზვარაკის როლი იტვირთოს. ასე რომ, ვიღაც სხვა ძალიან ადვილად ხდება ”იუდა” და აგრესიის ობიექტი. ”სხვა ხდება მსხვერპლი იმისა, ვინც სინამდვილეში თვითონ არის იუდა”.

საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის
ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ნინო კანდელაკი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat