"დაე, ნუ გაჰკიცხავს უმანკოებას ის, ვისაც თავისთვის ქორწინება აღურჩევია და ქორწინებასაც ნუ დაჰგმობს, ვინც კეთილკრძალულებას შესდგომია"
"დაე, ნუ გაჰკიცხავს უმანკოებას ის, ვისაც თავისთვის ქორწინება აღურჩევია და ქორწინებასაც ნუ დაჰგმობს, ვინც კეთილკრძალულებას შესდგომია"
ჩვენი დროის საეკლესიო მამა, არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) წერს: "საიდან მომდინარეობს ცოდვილი უწმინდურება გულისა, როდესაც ჩვენ შექმნილნი ვართ ხატად და მსგავსად ღვთისა, ხოლო ღმერთი "წმინდა არს და უწმინდეს." იგი მომდინარეობს ეშმაკისაგან, რომელსაც წმინდა წერილში ხშირად უწმინდური სული ჰქვია, ხოლო ლოცვაში მოიხსენიება უცხო, ბილწ და საძაგელ სულად, რომელიც თავისი დაცემის შემდეგ გადაიქცა ყოველგვარი სიბინძურის ჭურჭლად და იმთავითვე თავისი უწმინდური სუნთქვით შებილწა პირველ ადამიანთა გულები, ღრმად ჩათესა ცოდვა მათ არსებაში, სულში, სხეულში და კვლავაც გადასცემს ამ უწმინდურებას, როგორც მემკვიდრეობით მანკიერებას ყოველ მომდევნო თაობას. ეს ცოდვილი უწმინდურება ისე დიდია, ისე ღრმად გაიდგა ფესვები კაცის გულში, ისე ძნელია მისგან გათავისუფლება, რომ თვით წმინდა მამებიც კი, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს საკუთარი გულის ფეთქვასა და ზრახვას, დროდადრო თავის თავში ამჩნევდნენ მოზღვავებას ცბიერი, უწმინდური აზრებისას. ისე დიდი იყო ეს ცდუნება, რომ სიწმინდის მწვერვალზე მოქცეულნი, უკანვე ჩამოვარდნილან უწმინდურების ცოდვაში. ეს ცოდვა ისე დიდია, რომ ხშირი ლოცვის მიუხედავად, იგი მაინც რჩება ჩვენში და სამარის კარამდე მიგვყვება, ხოლო ზოგიერთ ჩვენგანში კი განსაკუთრებული თავხედობითა და ურცხვობით ვლინდება.

წმინდა მამები და მართლმადიდებელი ეკლესია გვთავაზობენ საუკუნეებით გამოცდილ გზას მავნე ზრახვათაგან ჩვენი გონების განწმენდისა: "აი, მივაღწიეთ ხანდაზმულობის ასაკს და იმდენად მივეჯაჭვეთ მიწიერ საფიქრალს, ხორციელ საზრუნავს, ისე დავშორდით სულიერ ცხოვრებას, რომ ვერც კი ვხვდებით ზრახვებთან ბრძოლის აუცილებლობას და ბოროტებადაც აღარ მიგვაჩნია მათი არსებობა, რომელნიც უმოწყალოდ გვტაცებენ ყოველივე იმას, რასაც უფლისაგან ვიღებთ საეკლესიო საიდუმლოებათა აღსრულებისას. მაგრამ როგორმე ხომ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, ვიფიქროთ სულის უკვდავებაზე, ვიზრუნოთ გულის განწმენდაზე, რადგანაც წმინდა გული არის ის საქორწილო სამოსელი, რომლის შესახებაც უფალი თავის იგავში საუბრობს. მხოლოდ ამ სამოსლით შეგვიძლია მივუსხდეთ ზეციურ ტრაპეზს მარადიულ ცხოვრებაში."

წმინდა მამები ბევრს წერენ იმაზე, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე როგორ უნდა უდარაჯოს ადამიანმა საკუთარი გულის კარს და დაიცვას იგი ვნებიანი ზრახვებით დაბინძურებისაგან, რადგან ჩვენი მთავარი უბედურება სწორედ ჩვენივე გულის მოუწესრიგებლობაა, რაც ხორციელ უწმინდურებაზეც აისახება. დღეს, როდესაც ვნებების ტყვეობაში ყოფნა ლამის ადამიანის ხასიათად და ჩვევად იქცა, ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სიწმინდისა და უბიწოების დაცვა, ხორციელ გულისთქმათაგან თავის შეკავება და კეთილკრძალულებისკენ სწრაფვა არათუ სათაკილო, არამედ აღმატებული საზომია ქრისტიანული მოღვაწეობისა. რა სიკეთე მოაქვს სულიერი და ხორციელი უბიწოების დაცვას, როგორ არის განდიდებული მართლმადიდებელ ეკლესიაში ქალწულებრივი სპეტაკი ცხოვრების მშვენიერება, რა განსხვავებაა სიყვარულსა და ვნებას შორის და რა უმთავრესი მოტივით უნდა იყოს განპირობებული საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მართლმადიდებელი ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.

- თანამედროვეობაში დამკვიდრდა შეხედულება, რომ თითქოსდა სექსუალური თავშეკავება ადამიანს უხშობს სექსუალურ ენერგიას და უმსხვრევს ცხოვრებას. ამასთან დაკავშირებით მღვდელმონაზონი ზენკოვსკი ამბობდა, ხორციელი თავშეკავება კი არ ახშობს და კლავს სექსუალურ ენერგიას, არამედ ხშირად სუბლიმაციის გზით გადაჰყავს იგი უმაღლეს სულიერ ფორმაში და წარმოადგენს უმაღლესი შემოქმედებითი ცხოვრების დაწყების წინაპირობასო. საერო პირთა შორის დღეს ხშირად შეხვდებით მექალთანეებს, რომლებიც ამაყობენ თავიანთი სექსუალური მიღწევებით. ამით ნათელი ხდება მათი დამოკიდებულება ღვთის მცნების მიმართ. ქრისტიანულ სამყაროში უამრავია მაგალითი იმასა, თუ როგორ ჯილდოვდება ქალწულებრივი ცხოვრება და რამდენად სათნოა იგი უფლისათვის. მაგ., ომიდან დაბრუნებულ ერთ-ერთ რუს საერო პირს, ნიკოლოზს ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: შენ მარტო იმიტომ გადარჩი ომში, რომ არასოდეს აჰყოლილხარ უხამს და ბილწ გულისთქმებს და არ გაგიზიარებია მეძავის სარეცელიო. ამის მერე ნიკოლოზმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო და ქალწულების აღთქმა სიკვდილამდე არ დაურღვევია. ამ გამოცხადებამ მას ნათლად დაანახა და აგრძნობინა, თუ რა არის სათნო უფლისათვის და რა - არა. სახარებისა და მოციქულთა სწავლებით, ქალწულება ქორწინებაზე მაღლა დგას, მაგრამ ის აუცილებლობა კი არ არის, არამედ უმაღლესი შესაძლებლობაა. მაგ., განგრის საეკლესიო კრებამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ თუკი ვინმე ცხოვრობს უქორწინებლად და ხორციელ თავშეკავებას ირჩევს არა ქალწულების სილამაზისა და სიწმინდის, არამედ ქორწინების მიმართ ზიზღის გამო, ანათემირებულ იქნესო. კარგია ქალწულებრივი ცხოვრება, მაგრამ თუკი იგი ეძღვნება მიწიერსა და ამასოფლიურს, მაშინ ცოლქმრობაზე უარესია; რამდენადაც ქალწულება უმჯობესია ცოლქმრობაზე, იმდენად ზნეკეთილი ქორწინება აღემატება საეჭვო ქორწინებას; "დაე, ნუ გაჰკიცხავს უმანკოებას ის, ვისაც თავისთვის ქორწინება აღურჩევია; და ქორწინებასაც ნუ დაჰგმობს, ვინც კეთილკრძალულებას შესდგომია," - გვასწავლიან წმინდა მამები.

ქალწულებრივი ცხოვრების მშვენიერებაზე საგანგებოდ წერს წმინდა ამბროსი მედიოლანელი: "ქალწულთა სამკაულად სხეულებრივი მშვენიერება კი არ წარმოსდგება, რომელიც უნდა განქარდეს სნეულებათაგან თუ ხანდაზმულობისაგან, არამედ კეთილ ღვაწლთა ის დიდება, რომელიც არანაირ შემთხვევითობათ არ ექვემდებარება და შეუძლებელია როდესმე მოკვდეს, განქარდეს... ვინც უმეტეს წმინდა არს, იგი უფრო მეტადვეა გარეშემოზღუდული. თქვენ, წმიდანო ქალწულნო, რომელნიც უბიწო კეთილმსახურებით დაიმარხავთ უფლის წმიდათაწმიდა სარეცელს, უწყოდეთ, განსაკუთრებულნი მცველნი არსებობენ და გასაკვირიც არ არის, რომ თქვენი საღმრთო მოშურნეობის გამო ანგელოზებრივი ჩვეულებებისადმი, თქვენთვის ანგელოზები იბრძვიან. ქალწულებრივი უბიწოება იმსახურებს შეწევნას იმათი მხრიდან, ვისი ცხოვრების მიბაძვის ღირსიც იგი შექმნილა. რა მშვენიერია: ანგელოზები უკრძალველობისათვის ზეციდან ამა ქვეყნად გარდამოცვივნენ, ქალწულნი კი უბიწოებისათვის ამა ქვეყნიდან ზეცად გადასახლდნენ."

მე-20 საუკუნის დასაწყისში პროლეტარი ღვთისმებრძოლები ამტკიცებდნენ, სექსი ისევე აუცილებელია ადამიანისთვის, როგორც ჭამა და ძილი, ქალწულების დაცვა მავნეა ჯანმრთელობისთვის, რადგანაც იგი იწვევს ისტერიას, ფსიქიკურ აშლილობებს, ამიტომ ქალებმა უნდა იბრძოლონ სექსუალური თავისუფლებისთვისო და ა. შ. ამის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა ბერმა ალექსი შუშანიამ. იგი ამხელდა მათი მატერიალისტური და მკვდრადშობილი მოძღვრების აბსოლუტურ უსუსურობასა და არასიცოცხლისუნარიანობას. წმინდა ალექსი შუშანია მათ პასუხობდა, რომ, სხეულებრივი და სულიერი ავადმყოფობის წინაპირობა სწორედ თავშეუკავებელი და აღვირახსნილი ცხოვრებაა, ხოლო სიწმინდის დაცვა უზრუნველყოფს ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს. ბერ-მონაზვნები 80-90 წლამდეც ჯანმრთელად და უვნებლად ცხოვრობენო, - აცხადებდა წმინდა მამა.

სხვათა შორის, დღევანდელ სექსოლოგებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთივე პოზიცია აქვთ. გამოკვლევების შედეგად მეცნიერებმა: მასტერსმა და ჯონსმა დაასკვნეს, რომ უქორწინებელი ცხოვრება ჯანმრთელობისათვის სრულიად უვნებელია.

- საზოგადოებაში რატომღაც დამკვიდრდა შეხედულება, რომ უბიწოების დაცვა მოეთხოვება მხოლოდ ქალს. მამაკაცისთვის კი ეს აუცილებელი არ არის. პირიქით - მავანნი იკვეხნიან კიდეც ამურული თავგადასავლებით. მაგრამ მცნება ხომ ყველასთვის ერთია?

- ქრისტიანული და, საერთოდ, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით ორივე სქესს მოეთხოვება სიწმინდის დაცვა. ზენკოვსკის სიტყვებით, ისინი, ვინც ქორწინებაში შეაბიჯებენ უბიწოებით, სულში გრძნობენ კეთილსათნოებას თანამეცხედრის მიმართ, რომელიც მათთვის ხდება კრძალული და წმიდათაწმიდა. ნიშანდობლივია, რომ საერთოდ, ბერები ქორწინების საიდუმლოს აღსრულებას არ ესწრებიან. მაგრამ წმინდა მამა ლავრენტი ჩერნიგოველი საგანგებოდ დაესწრო ერთ-ერთ ქორწინების ცერემონიალს. როდესაც ამის მიზეზი ჰკითხეს, უპასუხა: - ვხედავდი, რომ ორივენი - ნეფეც და პატარძალიც უბიწონი იყვნენ და სულიწმინდა ერთიდან მეორეზე გადადიოდა; მე კი იმდენად ბედნიერი ვიყავი ამ ხილვით, რომ არ შემეძლო დავკლებოდი ამ უჩვეულო სანახაობასო.

- ქალწულება უდიდესი სათნოებაა და მას მრავალი წახნაგი აქვს. რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ამ სათნოების აღსრულება მხოლოდ სხეულებრივი სიწმინდის დაცვით არ შემოიფარგლება და უბიწოების დაკარგვა გამოიხატება არა მხოლოდ ცოდვის საქმით აღსრულებაში, არამედ იგი ჩვენს აზრებთან და გულისთქმებთანაც არის დაკავშირებული?

- ამის შესახებ სახარებაში წერია: "ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მანვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა." (მათე 5, 28). საეკლესიო სწავლების მიხედვით, ჩვენ, ყველანი ვცოდავთ უმანკოების დაკარგვით: საწინააღმდეგო სქესთან მეტისმეტად თამამი მოქცევით, ბილწი შეხებით, ლამაზ სახეთა ჩვენებით, ავხორცული მზერით, ბილწსიტყვაობით, ურცხვი მიმოხვრით, მაცდუნებელი სანახაობების ყურებით, გამომწვევი ჩაცმულობით და ა. შ. მთელი ჩვენი ცხოვრება ამ გულისთქმებითაა განმსჭვალული. ისინი ხან აშკარად მოქმედებენ, ხანაც - ფარულად. წმინდა მამები გვირჩევენ: "ვინც დაუქორწინებელია და თავისი გონებრივი ან სულიერი სიდუხჭირის გამო უარყოფს წმიდა ქორწინებას და თავს წარმოადგენს ჭეშმარიტ ქალწულად, გულში ჩაიხედოს და სინდისს ჰკითხოს, ხომ არ გაუხრწნია თავისი ქალწულება ბიწიერი აზრებით? ხომ არ დაუპყრია მისი სული ვნებათაღელვის ცოდვას?" კვლავ სახარებას მოვიხმობ: "არა ყოველთა დაიტიონ სიტყვა ეგე, არამედ, რომელთადა მოცემულ არს. რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თვისისათ საჭურისნი იშვნეს" (მათე 19, 11-12); ამგვარ ადამიანებს არა აქვთ სიწმინდის სათნოება, არამედ - ოდენ ბუნებითი აუცილებლობა. "და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს. და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფევლისათვის ცათასა", ანუ საკუთარი სურვილით, და არა იძულების, აუცილებლობის გამო. ამიტომაც დიდია ასეთ ადამიანებში თავშეკავების ნიჭი სწორედ იმიტომ, რომ ნებელობა წარმოშობს მათში თავშეკავებას და არა სისუსტე. ქალწულება, რა თქმა უნდა, გულისხმობს როგორც სხეულებრივ, ასევე სულიერ სიწმინდეს.

- თანამედროვე საზოგადოება თუმცა არ უარყოფს ქორწინებას, მაგრამ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდან ერთმანეთთან რომანტიკული ურთიერთობის რაც შეიძლება მეტი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ, რათა შემდეგ მიეცეთ შესაძლებლობა, ამოირჩიონ მეუღლე. რა უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდებმა ამ შემთხვევაში?

- როდესაც ჩვენ ვესაუბრებით ახალგაზრდებს სქესთა შორის ურთიერთობაზე, არ უნდა ეგონოთ, რომ გარკვეული გრძნობები და სურვილები, რომლებიც მათ უჩნდებათ, თავისთავად ცოდვისმიერნი არიან. უნდა გვესმოდეს, რომ ისინი ბუნებრივნი არიან და ღვთის მიერ ჩვენს ბუნებაში დანერგილნი, რათა გაგვაერთიანონ მეორე ერთადერთ პიროვნებასთან ერთობლივი ცხოვრებისათვის. შეიძლება ვურჩიოთ ჩვენს შვილებს, რომ საკუთარი გრძნობების გამო სხვებს საცთურს ნუ დაუგებენ. შეიძლება, აგრეთვე, ავუხსნათ, რომ წმინდა მამათა სწავლებით, ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული მღვიძარება ამ ჩვენი ბუნებითი ლტოლვის მიმართ, რადგან ასეთ გრძნობებს უფრო მეტად შეუძლიათ ჩვენი დატყვევება, ვიდრე სხვა ბუნებრივ გრძნობებს, როგორიცაა, მაგალითად, შიმშილის გრძნობა. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა დედა მაგდალინას აზრი. იგი წერს: "მაგალითი სიტყვებზე მეტად დამარწმუნებულია. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ბავშვებს, რომლებიც სისტემატურად მოჰყავდათ ჩვენს მონასტერში, მათი ზრდის კვალდაკვალ. და ვიცით, რომ ბევრმა მათგანმა უბიწოების იდეალი უბრალოდ იმიტომ შეინარჩუნა, რომ შთაგონებულნი იყვნენ ნაცნობი ადამიანების მაგალითით. ცდილობდნენ წინ აღდგომოდნენ გარყვნილებას, რომელიც მათ გარემოიცავს თითქმის ყველგან. ზოგიერთ მათგანს მოსმენილიც კი არ ჰქონდა ამ საკითხებზე ჩვენი საუბრები. ქრისტიანებს არ გააჩნიათ სხეულის შესახებ იმაზე უფრო ამაღლებული სწავლება, ვიდრე ის, რომელიც მოციქულმა პავლემ მოგვცა: რომ ის არის ტაძარი სულისა წმიდისა. უბიწოების ჩვენს იდეას პირდაპირი კავშირი აქვს ამ სწავლებასთან."

როდესაც აფრთხილებთ შვილებს, ქორწინების გარეშე ინტიმური ურთიერთობისგან თავი შეიკავონ, დაეხმარეთ მათ გააცნობიერონ, რომ ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვთ, შეიძლება დაკარგონ უნარი ნამდვილი და ხანგრძლივი სიყვარულისა. "და იყვნენ ორივენი იგი ერთ ხორც", - ერთ პარტნიორზე მეტის ყოლა, ანდა ღვთივკურთხეული ქორწინების გარეშე ურთიერთობანი შლის პიროვნებას. ურთიერთობანი, რომელთაც ამრუშებს ადამიანს, არ არის ისეთი, რომლებსაც ბედნიერი ერთობლივი ცხოვრებისაკენ მივყავართ.

- მაინც როგორ უნდა განვასხვავოთ ვნებიანი ლტოლვა ჭეშმარიტი სიყვარულისგან?

- ამასთან დაკავშირებით ისევ ზენკოვსკის სიტყვებს მოვიხმობ. იგი ბრძანებს: "თუმცა სიყვარულის გრძნობადი განცდა და სექსუალობა ერთი ფესვიდან არიან ნასაზრდოებნი და მოგვიანებით წარმოიშობა მათი შერწყმის მოთხოვნილებაც, თავიდან ისინი მოძრაობენ არათუ ცალ-ცალკე, არამედ არცთუ იშვიათად, ერთმანეთის უგულებელყოფით. სიყვარულის მოძრაობა უცხოა სექსუალობისთვის. სექსუალობა მხოლოდ ტრანსკრიფციაა სხეულის სფეროში იმისა, რაც სიყვარულის ძიებიდან მომდინარეობს. რამდენადაც ღრმაა სიყვარული, იმდენად მცირეა სექსუალობა. სიყვარული იფარავს ადამიანს სექსუალობისგან. მას მოაქვს კეთილსურნელება, რომელიც ასპეტაკებს ადამიანს და ათავისუფლებს მას სექსუალური ფორიაქისაგან. ხოლო როდესაც წინა პლანზე არის წამოწეული ვნებითი გახელებები, იქ სიყვარულს ხელი არა აქვს." "გული წმინდა" არის, ალბათ, სწორედ ის, რაზედაც გალაკტიონ ტაბიძე წერს: "იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს..." ანუ, როდესაც გული წმინდა იბადება ადამიანში, მაშინ ვნებები უკანა პლანზე მიდიან.

ერთი წმინდა მამა ბრძანებს, რომ ხორციელი ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის შეიძლება დამყარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ორი ადამიანი სულიერად იმდენად არიან ერთნი, რომ მათ სხვა არა დარჩენიათ რა, გარდა იმისა, რომ ფიზიკურადაც შეერთდნენო. რადგან თუკი ორ ადამიანს შორის არსებობს სულიერი ერთობა და მათი ურთიერთობის განმსაზღვრელი უპირველესად არის სიყვარული, შესაბამისად, ოჯახიც ჯანსაღი, მტკიცე და ერთსულოვანია. ოჯახის სიჯანსაღეზე კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია საზოგადოებისა და ქვეყნის სიჯანსაღე და წინსვლა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat