დოკუმენტი იმერთა მეფის წმინდა სოლომონ მეორის სიკვდილის შესახებ
დოკუმენტი იმერთა მეფის წმინდა სოლომონ მეორის სიკვდილის შესახებ
ეს წერილი გამოაქვეყნა სარგის კაკაბაძემ წიგნში: "წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისთვის".

"შემთხვევით მე ხელში ჩამივარდა ფრიად საინტერესო დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს წერილს სოლომონ 2-ის მოძღვრის იასე ყანჩაველისას იმერთა დედოფლის მარიამისადმი 1817 წელს. წერილი ფრიად დაქონქილია და ზოგი ადგილი გაჭირვებით იკითხება. სათაურად მისამართის ადგილს აქვს: "მათს უმაღლესობას დედოფალს დადიანის ასულს მარიამს მიერთუას იმერეთიდამ რუსეთს სადაც ბრძანდებოდეს." აი ეს წერილი უცვლელად:

მათს უმაღლესობას სრულიად იმერთა დედოფალს დადიანის ასულს მარიამს, მოწყალე ხელმწიფეს.ქრისტეს მიერ ლოცვას და კურთხევას და თქუენის უმაღლესობის ტახტს. კოცნას. მოვახსენებ. შ-დ ვინადგან ბატონი ჩემი მეფე სოლომონ გარდაიცვალა და ჩემის აურაცხელის ცოდვისაგან დაბნელებული შევიქენი და უნუგეშო ყოვლითურთ: მერმეთ თქუენ წიგნი მოგართვით და ყოველივე ამბავი გამოვაცხადე და მოგართვი ერთი ტრაპიზონიდამ. მოგართვით წიგნი და ერთი იმერეთიდამ აროდეს პასუხი არ მებოძა თქუენ მიერ არც ვიცი. მოგერთუათ თუ არ მოგერთუათ და ახლა მოგახსენებ ამბავს ჩვენი ცოდვის კითხვისას. მათის უმაღლესობის, კურთხეულის და ნეტარ ხსენებულის მეფე სოლომონის მიცვალებას. ოდეს თქუენი წერილი მოერთვა ბატონს ფოთს ბრძანდებოდა და ავათ იმყოფებოდა, თქუენი წერილი მოერთვა აპრილის იბ, რომ ყოვლად მოწყალეს ხელმწიფეს გაურიგდიო, აქ გირჩევნია ისევ თათარში ყოფნასაო ბევრათაო, მაგრამ მაშინ ავათ ბრძანდებოდა და ტრაპიზონს წაბრძანდა. იქ აქიმი გახლდათ, მაგრამ ვერა ქნა რა იმ წყეულის ჭირისაგან რაც ერთი ბზუკვა იყო მარჯუენა ძუძუს ქუეით. ბრძანებდა არ მომარჩენსო და მოახსენებდენ თავადნი ნუ ბრძანებო, კარგათ ბრძანდები, ცხენზე ჯდომა შეგიძლია და აგრე რათ ბრძანებო, მამაკვდავმა რაღა უნდა სთქუასო, მაგრამ მე ასე ვგონებ, რომ სამღთო მადლით იცოდა, ნახევარი წლით მიხუდა თავის განსაცდელს, მიბრძანებდა ნიადაგ, რომ მე არ მოვრჩებიო და შენ იციო, შენს მეტი მომხსენებელი არ მეყოლება საკუთარიო და ანაწერი მიბოძა, თუ რამ იქანა ქონდა, ათი ქესა თეთრი იყო და ათი ქესიც თუ რამ საქონელი იყო, ოცი ქესა ყურუშის ქესა. რაც შეიძლებოდა ღვთის მადლი და მეფის მადლი შემეწია და გავარიგე. ის ოცი ქესა ასე გარიგდა, რომ ასი ქესა თეთრი ვერ იქმოდა, ღვთის მადლით ისე ვიცოდვილე ასორმოცდაათს მონასტერზე. მეორედ მოსულამდი მოსახსენებელი დავსდევი. ბერძნულად ქარუსია ქვიან იმ დასადებელს თავის საფლავზე, ერთი სახარება მოვაჭედინე, სინათელი ოსტატი მოვიყვანე, რომ იქ იმისთანა ოსტატი არ იპოვება არსად, თერთმეტი ას მარჩილად ისეთი გაკეთდა, რომ ზ ქესად აფასებენ. ერთი ხელი შესამოსელი დავსდევი ბატონის საფლავზე და სამასი მარჩილი სამთავნო იმ წმინდის გრიგოლის ეკლესიაზედ. რომელზედაც ბატონი მარხია. ასე, რომ მისმა სარგებელმა წირვა არ უნდა გაუსხლიტოს იმ საფლავზედ იმ ეკლესიაში, ქუაზე მიწერილი არის. მღუდელმთავარი დგას იმ ეკლესიაზედ და დიახ სასოებით მიღებული აქუსთ ბატონი ასე, რომ ხატის მსგავსად ემთხუევიან ბატონის საფლავს. ქრისტიანები ოცდაათი ათასი ქრისტიანი არის იმ ეკლესიის შამომავალი იმ მიტრაპოლიტის სამწყსო სულერთობით ბატონის მომხსენებელნი და მლოცველნი. რაც გახუდა იმ ოცი ქესიდან იმ საკვირველ ღარიბებს მივართვი ყე მე სხვა ვერ შევიძელი. და იმ ბერძნებისაგან საწირავათ მოცემული და თუ ან ულუფას გამოვრჩი რასმე ორას სამოცი ყურუში მქონდა და ისიც ღარიბებს მიუეცი რომ მწუხარება მომაყენეს ღარიბებმა ღუთის მოწყალებით ასე დაიმარხა, რომ როგორც ეკადრებოდა. სხუა მეფე ისე არ დამარხულა მე ასე მგონია იმ კაი ქრისტიანებისაგან. ქუეყანის განწესება არის თუარამ. გაცემა, რაღათ ეჭირვებოდა ნეტაი თქუენ რომ თქუენც გაცხოვნებს მისი კეთილი გონება და მისი სიწმინდე და მისი კაი ლოცვა, ასეთი მლოცველი შეიქმნა რომ საკვირველი არ დაცხრებოდა ლოცვისაგან. ხატი უდაბნოს შესაწირავათ მინდოდა, ბატონმა ანაწერში ჩამიწერა გასაცემად, მაგრამ მერე შევიტყუე დედოფლის არისო, მე არ ვიცოდი და ვთქვი რომ დედოფალს მივართმევ და რავარც ინებოს მეთქი. ახლა სხუას მიტომ არ ვანდევ, რომ ეგებ მატყუებდენ და დედოფალს არ მიართუან თქუა, თორემ ბევრმა მითხრა იმერეთს მე გაუგზავნი დედოფალსო, მაგრა მე არავის {გადავსცემ} თუ თქუენი წერილი არ მომივიდა და ნიშნოულობა არ მენიშნა არავის მივსცემ როდესაც თქუენი წერილი და ნიშნოულება მომივა, მაშინ მიბრძანებ იმის ხელით გამომიგზავნე და მომიტანს იმას მივსცემ და მოგართმევს თუ არა ის კი აღარ ვიცი, იმერეთში სიცრუე გამრავლებულა დიაღ ძალიანს და ვეღარავის ვენდვე თუარამ აქნამდის მანდ მოგერთმევოდა ეს ხატი ახლა მერ{მი}ს ნათლის ცემლის უდაბნოში უნდა გიახლო აგვისტოს გამლევს და ეს ხატიც იქ მექნება და თუ მიბოძოთ წერილი იქ მიბოძეთ და რავარც თქუენი წერილი გამომიცხადებს {ისე} ვიქ. აქნამდის მინდოდა უდაბნოში შესულა, მაგრამ მეგონა მიხმობდით და თქუენს ამბავს უყურე, ახლა ნათლის ცემლის უდაბნოში უნდა გიახლო მეფის სულის სალოცუელად რადგანაც კურთხეული ბატონი ჩემი. მეფე სოლომონ გარდაიცვალა ამ სოფლიერად არასფერი კეთილი და არასფერი დიდება არ მინდა და ღმერთმა ნურც მომცეს, ბატონო.
ქრისტეს წინ მხურვალის გულით თქუენი მლოცველი და მომხსენებელი მეფის მოძღუარი, ყანჩაშვილი მღდუელი იესეწელთა ჩყიზაპრილის კვ.

ათი ქესა, რომელიც დარჩენია სოლომონ მეორეს სიკვდილის დროს უდრიდა მაშინდელი კურსის მიხედვით 1500 მანეთს. ამდენივე დარჩენია მეფეს, როგორც ზემო წერილიდან ჩანს საქონლად. ამ წერილში მოხსენებული ფოთში მეფის ჩასვლა მოხდა 29 ოქტომბერს 1813 წელს. ფოთიდან დაბურუნებული მეფე გარდაიცვალა ტრაპიზონდს 7 თებერვალს 1815 წელს. თეოდოსიპოლის მიტროპოლიტის წერილიდან საქართველოს მთავარმართებელისადმი 13 მარტს 1815 წ. (იხ. აქტები კავკასიის არქ.კომისიისა, ტომი 5) სჩანს რომ უკანასკნელს ხანს მეფის ამალში ირიცხებოდა 60 კაცი, რომელიღაც ულუფად ეძლეოდათ სოლომონ მეორისაგან თითოს 500 ყურუში (მაშინდელი კურსის მიხედვით დაახლოვებით 115 მანეთი). ტრაპიზონდის წმიდა გრიგოლის საყდარში მეფის მოძღვრის მიერ დადებულს ბერძნულ სახარებას ოქროთი მოჭედილი აქვს შემდეგი აწარწერა: " შეიწირე წმინდაო გრიგორ, აქა მდებარე სრულიად იმერთა მეფე ძე არჩილისა მეორე სოლომონისა მიერ წმინდა ესე სახარება". მეორე გვერდზედ : "მოიხსენე უფალო სრულიად იმერთა არჩილის ძე მეფე სოლომონ, რომელ არს მდებარე წმინდა გრიგორის საყდარზედ ტრაპიზონდს. მიიცვალა წელსა ჩყიე თებერვლის ზ-ს და შესწირა ეს წმიდა სახარება წმიდა გრიგორის ეკლესიას სულის საოხად, რათა შენდობა უბრძანოთ ქრისტეს მოყვარემან მხილველმან სახარებისა ამისამან. მოიხსნე უფალო მშრომელის სახარებისა ამისა მეფის მოძღვარი მღვდელი ყანჩაველი იესე. ვითხოვ მეცა ყოველთა ქრისტეს მოყუარეთაგან შენდობას. მონა და მომსახურე მეფისა ამის მადლითა ღუთისათა ვიქმენ შეძლებისაებრ ჩემისა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!" - სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat