მოგონებები
მოგონებები
"ქრისტე ადამიანის სახით მოდის, რასაც გააკეთებ კაცისთვის, ქრისტესთვის მოიმოქმედებ"
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
* ერთხელ სოხუმის ტაძრის საკურთხეველში მამა საბა (ოსტაპენკო) ლოცულობდა. მას ფეხები სტკიოდა და მსახურების ნაწილი სავარძელში იჯდა ხოლმე. როცა სამოციქულოს კითხვა დაიწყეს, წამოდგა და ადგილი დამითმო. უარი ვთქვი, მაგრამ მან მკაცრად მითხრა: - ლიტურგიის ამ დროს მსახური მღვდელი ქრისტეს განასახიერებს, რომელიც უზის მარჯვენით მამა ღმერთს და მოციქულებს გზავნის მსოფლიოში საქადაგებლად. ამიტომ ნუ მეკამათები, დაჯექიო.

* სქემიღუმენმა საბამ თავისი სულიერი შვილი, მღვდელმონაზონი აკურთხა, რომ იესოს ლოცვისთვის დროდადრო შეემატებინა წმინდანთათვის ვედრება, მაგალითად: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისათა შეგვიწყალენ ჩვენ".

* იგივე მღვდელმონაზონი ჰყვებოდა: ერთხელ საკურთხეველში ვლოცულობდი, მაგრამ ვერ შევძელი ყურადღების მოკრება და გულის სიცივის დაძლევა. ყოველ სიტყვას გაჭირვებით წარმოვთქვამდი, მინდოდა ლოცვას სასწაფოდ მოვრჩენილიყავი, მომეშორებინა მხრებიდან, როგორც აუტანელი სიმძიმე და ტაძრიდან გამოვსულიყავი. იესოს ლოცვას ხან ხმამაღლა ვიმეორებდი, ხანაც ჩუმად, გონებამდე არ მოდიოდა ეს სიტყვები... მეჩვენებოდა, რომ ასეთი ლოცვა განარისხებს უფალს. მაგრამ მაინც შევიკავე თავი, საკურთხეველში დავდექი და სკვნილს ვმარცვლავდი. იმავე დღეს ჩემთან მოვიდა მოხუცი მონაზონი, რომელიც ტაძრის ეზოში ცხოვრობდა, სანთლებს ყიდდა და ეკლესიას ალაგებდა. მითხრა: - დასასვენებლად წამოვწექი და ძილ-ღვიძილში სიზმრად გნახე. თითქოს ხელში ბრწყინვალე და ძვირფასი ქვები გეპყრა და ხელიდან ხელში გადაგქონდაო. მივხვდი, ამ სიზმარს ჩემში იმედი უნდა განემტკიცებინა იმისა, რომ უფალი იწირავს ლოცვას, რომელიც მხოლოდ იძულებით არის წარმოთქმული, ეს მაშინ, როცა გულსა და გონებას ბორკავს.

* ერთმა ბერმა ჰკითხა სქემიღუმენ საბას: "ხანდახან უნებურად ვცრუობ, როცა ჩემთან ამაო საუბრისთვის მოდიან, მათთვის ვათქმევინებ სხვებს, რომ შინ არა ვარ". მოძღვარმა უთხრა: "შენც თქვი, - შინ ვარ, მაგრამ თქვენი მიღება არ შემიძლიაო".

* ერთხელ მამა საბამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს გაბრაზდა სულიერ შვილზე და უთხრა: "ქეციანი ცხვარი ფარას ასნეულებსო". მან მუხლი მოიდრიკა და შენდობა ითხოვა. ამბამ მსუბუქად გაარტყა სახეში. მან სთხოვა: "კიდევ დამარტყით, მამაო, რომ ეშმაკი გაიქცესო". მოძღვარმა - "რაო, მე შენი ნება უნდა ავასრულო?" ამ დარტყმის შემდეგ სულიერმა შვილმა სულში უჩვეულო სიმსუბუქე იგრძნო.

* მამა საბას შეეძლო ბავშვის წინაშე დამდაბლებულიყო და იმავე დროს ძალუძდა სწრაფად დაემხო მედიდურობა ამპარტავნისა. ამით ღირს ლევ ოპტელსა და ნეტარ იოანე კორეიშას მაგონებდა. ერთხელ მასთან ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი მივიდა სასაუბროდ, დარწმუნებული იყო, მოძღვარს სტუმრობით დიდ პატივს მიაგებდა. მაგრამ რამდენიმე წუთში კელიიდან ნირწამხდარი უკუსვლით გამოვიდა (როგორც კი ეს კაცი მამა საბას კელიაში შევიდა, მან მისალმების ნაცვლად დაუყვირა: "სად მოდიხარ, კართან გაჩერდი. კელიაში სულ ახლახან გამიწმინდეს ხალიჩა, შენ კიდევ ჭუჭყიანი ფეხსაცმელები გაცვია. სხვის შრომას პატივი უნდა სცე. შეგიძლია მაქედანვე მესაუბრო, ოღონდ ხმამაღლა - ცუდად მესმის". სტუმარი მოულოდნელობისგან გაშეშდა, რაღაც წაიბუტბუტა და გამოსვლა იჩქარა.

უმეტესობა, რომელთაც მოძღვარი ამხილებდა, შემდგომში აღიარებდა, რომ საკადრისად მიეზღოთ და მასზე ნაწყენი არ დარჩენილან. მამა საბა იმ ექიმად მეჩვენებოდა, რომელსაც სასწაულმოქმედი მალამო ჰქონდა და შეეძლო, სხეულზე ღრმა ჭრილობა გაეკეთებინა, მერე კი ისე შეეხორცებინა, რომ იარის კვალიც არ დარჩენილიყო.

* ზოგჯერ მამა საბა ცოტათი სალოსობდა კიდეც. ერთხელ სტუმრებს ზეწარშემოხვეული, ტრუსის ამარა შეეგება და ჰკითხა: "ჩემთან მოხვედით? მე კი მეჩქარება: ზღვაზე საბანაოდ მივდივარ".

* ერთხელ მამა საბამ, თავის კელიაში მხრებზე ტილოს გუდა მოიგდო, კვერთხი აიღო, რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა, მერე მომიბრუნდა და მითხრა: "მწირი ვიყავი და არ მიმიღე, ავად ვიყავი და სანახავად არ მოხვედი, მშიერი ვიყავი და არ დამაპურე. ახლა რატომ მოხვედი ჩემთან?"

* სქემიღუმენი საბა ახალ ათონში ბერ ვიტალის შეხვდა. ისინი, მომლოცველებთან ერთად, მთის მწვერვალზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერიდან ბრუნდებოდნენ. ბერი ვიტალი მივიდა იღუმენ საბასთან, მუხლნი მოუდრიკა და უთხრა: "შენ უკვე არქიმანდრიტი ხარ და არა მეუდაბნოე". გარშემომყოფებმა იფიქრეს, მამა საბა იგავებით საუბრობდა, მაგრამ მისი ნათქვამი ზედმიწევნით ასრულდა. ბერი ვიტალი თბილისში გადავიდა, აქ მას მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი, შემდგომში კი არქიმანდრიტის ხარისხი მიიღო.

* სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) უყვარდა ამბა დოროთეს ნათქვამის გამეორება: "ქრისტე ჩვენთან ადამიანის სახით მოდის, რასაც აკეთებ ადამიანისთვის, იმას ქრისტესთვის აკეთებ". ცდილობდა, გლახაკი ყოველთვის განეკითხა. ეს იყო მისთვის კანონი, რომლის ასრულება თავის სულიერ შვილებს უანდერძა. ზოგჯერ ფული არ ჰქონდა, მაშინ რომელიმე თავის სამოსს აძლევდა. ერთხელ მეტროში სწრაფად გაიძრო შარვალი და დახეულსამოსიან თანამოძმეს მისცა - კაბით იყო შემოსილი და გრძელი ლაბადა ეცვა, ამას მალე ვერავინ შეიტყობდა.

* ამბობდა: "თუ მიგაქვს ფული ვალის დასაბრუნებლად, ამ დროს გზაში გლახაკი შემოგხვდა და შეჭოჭმანდები - დაუბრუნო ვალი თუ განიკითხო გლახაკი, მაშინ მოწყალება გაეცი, ვინაიდან სჯობს დარჩე კაცის მოვალე, ვიდრე ღმერთისა".

* ვისაც მამა ვიტალისთან ჰქონდა ურთიერთობა, აღნიშნავდნენ, რომ მისი სწავლებები და დარიგებები დიდხანს ამახსოვრდებოდათ, თითქოს ებეჭდებოდათ გონებაში.

ერთხელ, წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს, მას ქადაგება სთხოვეს. მამა ვიტალი გამოვიდა ამბიონზე და აუჩქარებლად, ისე წაიკითხა ღირსი სერაფიმეს ტროპარი, თითქოს სულს ამ სიტყვებში დებდა, შემდეგ აკურთხა ხალხი, მიულოცა დღესასწაული და საკურთხეველში დაბრუნდა. ბევრი ჰყვებოდა, - იმ დღეს მოგვეჩვენა, თითქოს არასოდეს წაგვეკითხა წმინდა სერაფიმეს ტროპარი და პირველად მაშინ განგვეცხადა მისი აზრიო.

* სქემარქიმანდრიტმა ვიტალიმ ზეპირად სამი აკათისტო იცოდა: მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზისა. როცა გზად მიდიოდა, ხმამაღლა კითხულობდა.

* მამა ვიტალი ჰყვებოდა: "დედაჩემი რწმენაში სქემარქიმანდრიტმა ანდრონიკემ მოიყვანა, შემდეგ მონაზვნად ანდრონიკას სახელით აღიკვეცა. მე მთელი ცხოვრება ვლოცულობდი, რომ უფალს მისთვის სიკვდილის წინ მაინც მიეცა სინანული. უფალმა კი უფრო მეტი მისცა, ვიდრე მე ვთხოვდი: ის ანგელოზის სქემაშემოსილი გარდაიცვალა".

* სქემარქიმანდრიტმა ვიტალიმ, სქემარქიმანდრიტ სერაფიმეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა მორჩილმა, მოძღვრის არყოფნაში მისი ანაფორები და კაბები გააჩუქა. დაბრუნებულმა მოძღვარმა უთხრა: "მორჩილების გარეშე გაცემული მოწყალება მონასტერში ქურდობად ითვლება. წადი და მათ, ვისაც აჩუქე, უთხარი: "მამაო, ეს კაბები მოვიპარე. უკან მომეცი, რომ პატრონს დავუბრუნოო" (თუმცა მამა სერაფიმეს მალე თვითონვე მოუხდა თავისი ხელით დაერიგებინა სამოსი მაშინ, როცა გლინის უდაბნო ხელმეორედ დახურეს ხრუშჩოვის დროს).

* მამა ვიტალის გამოგზავნილი ფული მოჰპარეს. ძმები აღშფოთდნენ ქურდის საქციელით. მამა ვიტალიმ თქვა, - მან ჩემი კი არა, თავისი აიღოო. ძმებმა უთხრეს: - ჩვენ ამ ზამთრისთვის სურსათ-სანოვაგის, ლურსმნებისა და ხელსაწყოების ყიდვას ვაპირებდითო. მამა ვიტალიმ უპასუხა: - ჩათვალეთ, რომ მე მოგპარეთ, და თუ გინდათ, ეპიტიმია დამადეთ ქურდობისთვისო. ეს რომ ძმებმა მოისმინეს, ქურდს აპატიეს და დანაკარგი მეტად აღარ გახსენებიათ.

* მამა ვიტალის დღედაღამ გარს ხალხი ეხვია. ის თითქოს არ იღლებოდა - უეჭველად სიყვარული აძლევდა ძალას. მისი მორჩილები ამბობდნენ, სტუმრების წასვლის შემდეგ მამა ვიტალი ძალაგამოცლილი ვარდებოდა საწოლზეო. ის სხვა მამებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ არ შეეძლო ადამიანს მკაცრად მოქცეოდა და ემხილებინა ისინი. ცდილობდა, ყველა მისული ენუგეშებინა. კაცს ცოდვებს იგავებით ეტყოდა, ხშირად თითქოს საკუთარ თავს ამხილებდა.

* მამა ვიტალი თავისი მრევლის ერთ-ერთი წევრის სახლში მორწმუნეებს ესაუბრებოდა. ზამთრის საღამო იყო, ადრე ბნელდებოდა. გოგონას, სახელად ნინას, შინ წასვლა ეჩქარებოდა, რადგან ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდა და უდაბურ ადგილას ხიდი უნდა გადაევლო. მამა ვიტალიმ უთხრა, - ნუ გეშინია, გაგაცილებენო. ქალმა გაიფიქრა: - აქ მამაკაცთაგან არავინ არის. ალბათ სურს, თვითონვე გამაცილოსო და გახარებული დარჩა. მამა ვიტალიმ საუბრის შემდეგ უთხრა: - ახლა წავიდეთო. მიიყვანა სახლის კართან, წაიკითხა ლოცვა, შესაწევნელად მოუხმო ღვთის მრავალ წმინდანს და მერე უთხრა: "წადი ახლა უშიშრად, მარტო არა ხარ, წმინდანები გაგაცილებენ და დაგიფარავენო".

ერთხელ დასნეულებული ბერი ვიტალი რამდენიმე კვირა შეჩერდა ვინმე მღვდელმონაზონთან, რომელიც სოფლის სამრევლო ტაძარში მსახურობდა. ეს რომ შეიტყვეს, უამრავი ხალხი მოდიოდა მამა ვიტალისთან, გვიანობამდე რჩებოდნენ და ავადმყოფს დიდად ტვირთავდნენ. მღვდელმონაზონმა უთხრა: "შენ დასასვენებლად ჩამოხვედი, მაგრამ აქაც მოსვენებას არ გაძლევენ, იქნებ ხალხი აღარ შემომეშვა?" მამა ვიტალიმ უპასუხა: "თუ შენ ეს გულისთქმა გაწუხებს, მაშინ უთხარი საკუთარ თავს: "მე აქ არა ვარ", ანდა "მე დიდი ხანია მოვკვდი და ვიტალის ხალხთან რა მესაქმება?" - თქვი და მშვიდობას მოიპოვებ.

მამა ვიტალი, ისევე, როგორც სხვა ბერები, ეკუმენიზმს ეკლესიის საცთურად თვლიდა. მაგრამ ცდილობდა, არ განეკითხა ეკუმენისტურ მოძრაობაში ჩართული იერარქები. როცა ამაზე საუბარი იწყებოდა, ჩუმდებოდა და თვალებს ხუჭავდა, თითქოს მიეძინაო. ამბობდა, მღვდელმთავრის განკითხვა უბეში ცეცხლის შენახვას ნიშნავსო.

* უდაბნოში ბერები არასოდეს ბანაობდნენ. იშვიათად იწმენდნენ სხეულს სველი ჩვრით, თმაში ნავთს შეიზელდნენ, შემდეგ ივარცხნიდნენ და ცხვირსახოცით იწმენდდნენ. ერთმა ბერმა თქვა, - ნავთისგან თმა ისე ბრწყინავს, როგორც ცხენის ფაფარიო. უდაბნოში (კავკასიის მთებში, - კ.კ.) ბერებს გაუხდელად ეძინათ, ზამთარში ხშირად ჩექმებსაც არ იხდიდნენ, თუმცა შეშის სიუხვის გამო ყინვებში გამუდმებით ენთოთ ღუმელი. ასე უფრო უადვილდებოდათ ღამის ლოცვებზე წამოდგომა. მამებმა მეუდაბნოე ბერებს ამცნეს, დაეძინათ სარტყელშემორტყმულთ სკვნილით ხელში.

* ვინმე მეუდაბნოეს ზამთრისთვის ერთი ბოთლი ზეთი ჰქონდა. როცა მასთან გზად მიმავალი ბერები შევიდნენ, მათ უზეთო საჭმელი მიუტანა. ეს რომ გაიგო სქემარქიმანდრიტმა ვიტალიმ, უთხრა: - შენთან ქრისტე მოვიდა, რომელსაც დღედაღამ ევედრები, შენ კი მისთვის ცოტაოდენი ზეთი დაგენანაო. ატირებული ბერი მუხლებში ჩაუვარდა და - ილოცე ჩემთვისო, - სთხოვა. მამა ვიტალიმ კი უთხრა: "ქრისტე კაცის სახით მოდის, რასაც გააკეთებ კაცისთვის, შენ ამას ქრისტესთვის მოიმოქმედობ".

ახალგაზრდა მეუდაბნოე მონაზონმა (დედაკაცმა) აღიარა, რომ ერთი სულიერი ძმისადმი გრძნობა გაუჩნდა. კელიაში მჯდარი მუდამ მის ჯანმრთელობაზე წუხდა. მამა ვიტალიმ უთხრა - რომ იცოდე, როგორ ჭორებს ავრცელებს ის შენზე, თითქოს დებს ჰპარავდე ამანათებს, თითქოს კელიაში ღვინო გაქვს დამალული და ჩუმად სვამო. დედაკაცი გაბრაზდა და ძმაზე წუხილს თავი ანება. შეხვედრისას მისალმებაზე არც უპასუხა, თავი დაღუნა და სწრაფად გასცილდა.

ბარგანებში (კავკასიის მთებში) ვნახე ორი მეუდაბნოე მონაზონი: ბერდიაკონი ონისიფორე და ბერი პახუმი. მამა ონისიფორე სიამოვნებით გვესაუბრებოდა და დაწვრილებით გვპასუხობდა შეკითხვებზე, მზად იყო, დაგვხმარებოდა თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით. საუბარი შეეხო იესოს ლოცვას. ჩვენ ვსაუბრობდით ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) და თეოფანე დაყუდებულის წიგნებზე (ისინი ჯერ არ იყვნენ წმინდანად შერაცხულნი). მერე კი მამა პახუმთან მივედით. ის თავისი კელიიდან გამოვიდა და კართან ქვის საფეხურზე ჩამოჯდა. ვკითხე: "სად მდებარეობს გულის ის ადგილი, რომელზეც წერენ წმინდანები: მარცხენა ძუძუს ზევით თუ ქვევით?" ისე შემომხედა, თითქოს ახლა შემამჩნიაო და მითხრა: "არ ვიცი". სიჩუმე ჩამოვარდა. სადღაც შორს, ტყის იქით იყურებოდა. მდუმარედ ვისხედით ათი წუთი, მერე ბერი წამოდგა - დროა, წავიდეო და კელიაში შევიდა. ის, რაც მე მამა ონისიფორემ მითხრა, დამავიწყდა ასეთი საუბრისთვის ჩემი შინაგანი მოუმზადებლობის გამო, მამა პახუმის დუმილი კი დღემდე მახსოვს.

მამა ონისიფორეს კელიაში თოკზე ჩამოკიდული ჰქონდა გამომშრალი დამარილებული თევზი. თავისთვის კი არა, სტუმრებისა და მგზავრთათვის ინახავდა.
გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat