ნიკეის მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება
ნიკეის მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

როგორც ცნობილია, IV-VII საუკუნეების ყველა ერესი - ნესტორისა, მონოფიზიტური თუ მონოთელიტური - ხატთა თაყვანისცემას გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა. ხატთაყვანისცემას კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევდნენ მუსლიმე¬ბიც, რომელნიც ქრისტიანებს განუწყვეტლივ უკიჟინებდნენ - ერთი, ჭეშმარიტი უფალი დაივიწყეთ და სამი ღმერთის თაყვანისცემა და კერპთა გაღმერთება დაიწყეთო. ამ ბრალდებას გულმოდგინედ იმეორებდნენ იუდეველებიც.

შესაძლოა, სულიერი ცხოვრებისა და განათლების დაცემის ჟამს ხატები, რომლებიც ძველთაგანვე ყოველი ქრისტიანისთვის მოკრძალებული თაყვანისცემის ობიექტი იყო, გაუნათლებელ ხალხში ზოგჯერ მართლაც გაუღმერთებიათ, მაგრამ ეკლესიის მამები ასეთ შემთხვევებს არასოდეს ტოვებდნენ მხილების გარეშე და ნებისმიერი ცრურწმენის წინააღმდეგ ხმას იმაღლებდნენ.

მოკლედ იმ მოვლენების შესახებ, რომელიც კრების მოწვევამდე განვითარდა ქრისტიანულ სამყაროში: ისტორიკოს კედრენის მოწმობით, ხატმებრძოლობის ერესიარხად ვინმე ებრაელი სარანტაჰიქი არის დასახელებული, რომელმაც ჩააგონა არაბთა მეფე იზიდას, გაენადგურებინა ხატები, როგორც კერპთაყვანისმცემლობის ნაშთი. ეს ახალი ერეტიკული მოძღვრება მალე ბიზანტიის იმპერიაშიც გავრცელდა: ლეონ ისავრიელმა სასტიკი ომი გამოუცხადა ხატთაყვანისმცემლობას.

იმპერატორ ლეონ ისავრიელს, რომელმაც სახელი მაჰმადიანებთან ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცით გაითქვა, იმედი ჰქონდა, რომ ხატების განადგურებით მხოლოდ ეკლესიას კი არ იხსნიდა ცრუ რწმენისგან, არამედ მუსლიმებსა და იუდეველებსაც ქრისტიანობაზე მოაქცევდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, წმინდა გერმანემ, რომელსაც იმპერატორმა თავისი განზრახვა გაუზიარა, მას ხატთაყვანისცემის ჭეშმარიტი არსი განუმარტა, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მეფეს აზრს ვერ შეაცვლევინებდა და იძულებული გახდა, ხმამაღლა განეცხადებინა, - არც მეფეს და არც პატრიარქს ეკლესიის ადათ-წესების შეცვლის უფლება არ აქვთ და უსჯულო საქმეში მონაწილეობას სიკვდილს ვამჯობინებო. ლეონზე ამას გავლენა არ მოუხდენია. 730 წლის 17 იანვარს, სვინკლიტის სხდომაზე იმპერატორმა უმაღლეს არისტოკრატიას შესთავაზა, ხელი მოეწერა ბრძანებისთვის, რომლითაც ხატთაყვანისცემა იკრძალებოდა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელის მოწერაზე უარი თქვა. იგი ტახტიდან ჩამოაგდეს, კოსტანტინოპოლიდან განდევნეს და ხატმებრძოლი ანასტასი აღასაყდრეს. წმინდა გერმანე ღრმად მოხუცებული, დევნილობაში აღესრულა. მთავა¬რი, რასაც ხატმებრძოლნი ბრალად სდებდნენ ქრისტიანებს, კერპთაყვანისმცემლობა იყო. ისინი ასეთ კითხვას სვამდნენ: რას გამოხატავს ხატები? თუ თავად ღმერთს, ეს წმინდა წერი¬ლს ეწინააღმდეგება, რადგან ღმერთი სულია, რომლის გამოსახვა და შეცნობა შეუძლებელია; მაშასადამე, ხატი უფლის გამოსახულება კი არ არის, კერპია. თუ ხატი ქრისტეს, როგორც ღმერთსა და კაცს, ერთ ხატად გამოსახავს, ეს მონოფიზიტობაა, რომელიც მაცხოვრის ორ ბუნებას აერთიანებს, ხოლო თუ ისინი განხორციელებულ მაცხოვარს მისი ერთი, ოდენ კაცობრივი ბუნებით აღბეჭდავს, ეს ნესტორის ერესია, რომელიც ქრისტეს, როგორც კაცს, ღმრთეებრივი ლოგოსისგან სრუ¬ლიად აცალკევებს. ზემოთქმულის თანახმად, უფლის ყველა გამოსახულება ერესი და ღვთის გმობაა.

ერეტიკული სწავლების საპირისპიროდ, იოანე დამასკელმა ხატსა და მის თაყვანისცემაზე მართლმადიდებლური სწავლება ასე ჩამოაყალიბა: სამყაროში ყოველივე ხატია, გამოსახულებაა; თავად კაცი ხატი და მსგავსია ღმრთისა. ყოველი საგანი ხატია იდეისა. ხატსა და პროტოტიპს შორის, მატერიასა და სულს შორის არსებობს კავშირი. თუკი ხატმებრძოლნი სულთან მატერიის ამ კავშირს სრულიად უარყოფენ, მაშინ ისინი მინიქეველები ყოფილან, რომელნიც ღმერთთან მატერიალური სამყაროს ყოველგვარ ზიარებას გამორიცხავენ.
ხატმებრძოლების აზრით, ხატთაყვანისმცემელთა სწავლებიდან გამოდიოდა, რომ ხატებსა და პროტოტიპს ერთი არსი ჰქონდათ, რაზეც მართლმადიდებლები პასუხობდნენ, ხატსა და პროტოტიპს შორის შინაგანი ერთობააო, მაგალითად, მეფის გამოსახულება ამავე დროს ხატია სამეფო ხელისუფლების იდეისა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მეფის გამოსახულებასა და მეფეს შინაგანი ერთობა აქვთ. ამგვარად, ხატი არის მატერიალიზაცია რეალობისა - ღმრთისა, მატერიალური ასახვა ზეგრძნობადი სამყაროსი. ეს აზრია გამოხატული თეოდორე სტუდიელის დისტიქში: "ოდეს უმზერ ხატებს, სწვდები გამოუთქმელ სანახაობას ზეცისა".

741 წელს ლეონ III გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ძე, ფანატიკოსი ხატმებრძოლი კონსტანტინე V. მტრულად განწყობილ წრეებში მას კოპრონიმოსს უწოდებდნენ - აქაოდა, მონათვლისას ემბაზში ჩაისვარაო, და მიუხედავად იმისა, რომ არაბებთან ბრძოლაში არაერთი გამარჯვება მოიპოვა, ბიზანტიური წყაროები მასზე უარესად არც ერთ იმპერატორს არ იხსენიებდნენ.

კოპრონიმოსის 35-წლიანი მეფობა ქრისტეს აღმსარებელთათვის საშინელი გამოცდა იყო. განადგურდა ქრისტიანული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები, მრავალ ტაძარში კედლებიდან ჩამოფხიკეს ფრესკები, რომლებიც სახარებისეულ მოვლენებს გადმოსცემდა და ბუნების სურათებითა და ნადირობის სცენებით შეცვალეს.

მან კონსტანტინოპოლში მოიწვია საეკლესიო კრება და 300-ზე მეტ ეპისკოპოსს ძალდატანებით ხელი მოაწერინა დადგენილებაზე ხატების გაუქმების შესახებ. ვინც წინააღმდეგ წავიდა, სასტიკად აწამეს. კრებამ განკვეთა და ანათემა გამოუცხადა გერმანე კონსტანტინოპოლელს, გიორგი კვიპრელს და იოანე დამასკელს - ხატთა თაყვანისცემის ყველაზე თავგამოდებულ დამცველებს.

775 წელს კონსტანტინე კოპრონიმოსი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი ლეონ IV ავიდა. ახალი იმპერატორიც ხატ-მებრძოლი გახლდათ, თუმცა წინამორბედივით ფანატიკოსი არ ყოფილა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ცოლად ჰყავდა ათენელი ირინე, გონიერი და განათლებული ხატთაყვანისმცემელი ქალი.

ლეონ IV-მ მხოლოდ ხუთი წელი იმეფა. 780 წელს მის ტახტზე მცირეწლოვან ვაჟთან, კონსტანტინესთან ერთად მისი თანამეცხედრე დაბრძანდა. დედოფალს ხატმებრძოლთა წინააღმდეგ ძალადობა არ გამოუყენებია, მისი კეთილგონიერების წყალობით ჭეშმარიტებამ უსისხლოდ გაიმარჯვა ერესზე. ირინემ უწინდელი პატივი დაუბრუნა წმინდა ნაწილებსაც, რომელთაც მწვალებლები დაუნდობლად შეურაცხყოფდნენ. თუმცა ხატთაყვანისმცემლობის საბოლოო აღდგენისთვის მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა იყო საჭირო.

786 წლის ზაფხულში კრებისთვის ყველაფერი მზად გახლდათ. მაგრამ ხატმებრძოლებმა აამოქმედეს ახალი და ძლიერი იარაღი - ჯარი, რომლის წიაღშიც ერეტიკულ სწავლებას მძლავრად ჰქონდა გადგმული ფესვი. 31 ივნისს, მსოფლიო კრების გახსნის წინ, ჯარში იფეთქა ამბოხებამ, რომელსაც ხატმებრძოლი ეპისკოპოსები მეთაუროდნენ, შინაომი რომ არ გაჩაღებულიყო, დედოფალი სიმკაცრის გამოჩენას მოერიდა. მაგრამ მიხვდა, რომ კრების მოწვევამდე ჯარი იქაურობისთვის უნდა გაერიდებინა. გამოაცხადა, თითქოს მაჰმადიანებზე გალაშქრებას აპირებდა და სპა სალაშქროდ მოამზადა, მაგრამ გავიდა თუ არა ჯარი კონსტანტინოპოლიდან, ირინემ ბრძანება გააუქმა და ჯარისკაცები დაითხოვა. მსოფლიო კრება გაიმართა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, როცა მღელვარება საბოლოოდ ჩაცხრა, მაგრამ უკვე არა კონსტანტინოპოლში, არამედ ნიკეაში. ის 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა და ერთი თვე გაგრძელდა. კრების 8 სხდომიდან 7 გაიმართა ქ. ნიკეაში ტარასი კონსტანტინოპოლელის თავმჯდომარეობით, ხოლო ბოლო სხდომა - კონსტანტინოპოლში - იმპერატორთა (ირინე და კონსტანტინე) მონაწილეობით და თავმჯდომარეობით. სხვადასხვა წყაროს ჩვენებით, კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთა რიცხვი 330-დან 367-მდე მერყეობს).

კრებამ ჰუმანურობა გამოიჩინა და ვისაც ხელი ჰქონდა მოწერილი კოპრონიმოსის დადგენილებაზე, მაგრამ აღიარა შეცდომა, ყველას ეპატია. ბევრი მათგანი, ვისაც სამღვდელო ხარისხები მიღებული ჰქონდათ ხატმებრძოლთა მიერ, დატოვებულნი იქნენ თავიანთ ხარისხში, თუ მათ სხვა დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი. კრებამ აღადგინა ხატთაყვანისცემა და განკვეთა მწვალებელნი - კონსტანტინოპოლის ყოფილი პატრიარქები: ანასტასი, კონსტანტინე და ნიკიტა. კრებამ, გარდა დოგმატური საკითხების მოწესრიგებისა, დაადგინა 22 დისციპლინარული კანონი, რომლებიც შესულია ძირითად კანონიკურ კოდექსში.

ხანმოკლე მშვიდობის შემდეგ ხატმებრძოლობამ აღმოსავლეთში ისევ იჩინა თავი და კიდევ მრავალი წელიწადი აშფოთებდა ეკლესიას. ეს იყო დრო განუწყვეტელი მღელ¬ვარებისა. იმპერიას სათავეში ლეონ სომეხი ჩაუდგა, რო-მელმაც ხატმებრძოლობის ერესის აღსადგენად ყოველ ღონეს მიმართა. ლეონ V-ის მმართველობის წლებს (813-820) ბიზანტიის ისტორიაში ხატმებრძოლობის მეორე პერიოდად იხსენიებენ. მართლმადიდებლებს არ უსარგებლიათ 787 წელს VII მსოფლიო კრებაზე მოპოვებული გამარჯვებით და ხატმებრძოლთათვის სამაგიერო არც დევნითა და არც შევიწროებით არ გადაუხდიათ, ამიტომ პროვინციებში ეს ერესი ისევ ძლიერი იყო, რის გამოც მისი აღორძინება იოლი ჩანდა. ლეონ სომხის, მიქაელისა და თეოფილეს იმპერატორობის 25 წლის მანძილზე განუწყვეტლივ ანგრევდნენ მონასტრებსა და უდაბნოს სენაკებს, შეურაცხყოფდნენ ხატებს.

იმპერატორი თეოფილე რომ გარდაიცვალა, დედოფალმა თეოდორამ, რომელიც ხატებს ფარულად ქმრის სიცოცხლეშივე სცემდა თაყვანს, სამეფო კარის წარჩინებულ პირთა შეგონებით ხატთაყვანისცემის აღდგენა გადაწყვიტა. დედოფალმა განდევნილი მართლმადიდებლები გადასახლებიდან დააბრუნა. რაკი ხატების თაყვანისცემის თაობაზე VII მსოფლიო კრების დადგენილებანი უკვე არსებობდა, თანაც მსოფლიო კრების მოსაწვევად ხანგრძლივი სამზადისი იყო საჭირო, გადაწყდა, რომ ადგილობრივი კრება ჩაეტარები¬ნათ. კრება 842 წელს იქნა მოწვეული. მისი აქტები VII მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა. ადგილობრივმა კრებამ ხატმებრძოლთა ერესი დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა, რომელსაც იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასწაულობს.

ნიკეის მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს ეკლესია 24 ოქტომბრის (ახ.სტილით) უახლოეს კვირა დღეს მოიხსენიებს

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
03.06.2022
ძველი სტილით 22 მაისს (6 ივნისი) ეკლესია მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებას იხსენებს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat