ხსენება მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებისა (+381) - 22 მაისი (4 ივნისი)
ხსენება მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებისა (+381) - 22 მაისი (4 ივნისი)
ძველი სტილით 22 მაისს (6 ივნისი) ეკლესია მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებას იხსენებს.

381 წელს ბიზანტიაში გაიმართა II მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც 150-მა ეპისკოპოსმა მოიყარა თავი. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს წმინდა მელენტი ანტიოქიელი. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, თავისი ნების წინააღმდეგ, მეფისა და მთელი ხალხის თხოვნით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტზე აიყვანეს. მალე მელენტი, ანტიოქიის პატრიარქი, ავად გახდა და გარდაიცვალა. ამ დროს კრებაზე ჩამოვიდნენ მაკედონიისა და ეგვიპტის ეპისკოპოსები, რომლებმაც დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს გრიგოლის არჩევის გამო. ისინი ამტკიცებდნენ, კონსტანტინოპოლის პატრიარქის არჩევა ალექსანდრიის პატრიარქის საქმეა და არა ანტიოქიისაო. ეპისკოპოსებს შორის დავა ატყდა. ერთნი ამბობდნენ, გრიგოლი სამართლიანად არის არჩეულიო, მეორენი კი საწინააღმდეგო აზრისანი იყვნენ. მაშინ წმინდა გრიგოლმა შეკრიბა ეპისკოპოსები და სიტყვით მიმართა მათ: "წმინდანო მწყემსმთავარნო! არასოდეს ვცდილვარ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ტახტზე დამკვი¬დრებას, ხოლო თუ ეს ეკლესია ჩემი ღვაწლით გაიზარდა და გაძლიერდა, ამისთვის ღმერთს ვწირავ მადლობას და მისგანვე მოველი სასყიდელს. მხოლოდ ჩემი სამწყსოს სიყვარულმა და მღვდელმთავართა საერთო რჩევამ მაიძულა პატრიარქობის მიღება, მაგრამ ვხედავ, რომ ბევრი მტრულად მიყურებს. მაშ, იცოდეთ, მე არც სიმდიდრე მიზიდავს, არც მაღალი თანამდებობა და პატივი, არ მსურს კონსტანტინოპოლის პატრიარქის სახელი და დაუნანებლად ვთმობ ეპისკოპოსობას; თქვენ კი ითათბირეთ და, როგორც უმჯო¬ბესად მიიჩნევთ, ისე გადაწყვიტეთ. მე დიდი ხანია მონასტრის სიმყუდროვე მიხმობს - ვინც პატრიარქობას მართმევს, ის უფალს ვერ წამართმევს".

ამის შემდეგ გრიგოლმა დატოვა პატრიარქის სამყოფელი და ეკლესიის მახლობლად, პატარა სახლში განმარტოვდა. იგი ცდილობდა თავი აერიდებინა მასთან მისული ხალხის ლაპარაკისა და მითქმა-მოთქმისათვის, მაგრამ ხალხი ევედრებოდა, არ მიეტოვებინა ქალაქი, რომელსაც ამდენი წყალობა უყო და ასეთი ღვაწლი დასდო. წმინდა გრიგოლს შეებრალა ისინი და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო - ღმერთს ევედრებოდა, თავად მას გადაეწყვიტა ეს საკითხი. ამასობაში კრებაზე თავმოყრილ ეპისკოპოსთა რიცხვმა იმატა, შფოთი და უთანხმოება კი არ ცხრებოდა. მაშინ გრიგოლი კვლავ წარდგა მათ წინაშე და მიმართა: "მამანო და მღვდელმთავარნო! სირცხვილია, რომ თქვენ, ვინც სხვებს ასწავლით მშვიდობით ცხოვრებას, ერთმანეთთან ვერ დაგიმყარებიათ მშვიდობა. როგორ უნდა შეძლოთ სხვების დარწმუნება, თუ თქვენ თვითონ ვერ მიაღწევთ მშვიდობას? მაგრამ გვედრით ერთარსი და ყოვლადწმინდა სამების წინაშე, ზავი ჩამოაგდეთ და სიყვარული უჩვენეთ ერთმანეთს. თუ თქვენი ქიშპობის მიზეზი მე ვარ, მაშ იონა წინასწარმეტყველივით გადამაგდეთ გემიდან - იქნება შეწყდეს ეს განხეთქილება. და თუმცა მე არა ვარ დამნაშავე ქარიშხლის ამოვარდნაში, მაგრამ ვარჩევ, მე დავზარალდე, ოღონდაც თქვენ გქონდეთ მშვიდობა ერთმანეთთან. გადამაგდეთ ტახტიდან, გამაძევეთ ქალაქიდან, მხოლოდ შეიყვარეთ მშვიდობა და ჭეშმარიტება: ამას გთხოვთ ზაქა¬რია წინასწარმეტყველთან ერთად (ზაქ. 8, 19). სიკეთეს გი¬სურვებთ, წმინდანო მღვდელმთავარნო! ნურც ჩემს შრომას დაივიწყებთ!"

ამ სიტყვამ ყველა მის მოწინააღმდეგესაც კი მოულბო გული. მაგრამ წმინდა გრიგოლმა მტკიცედ გადაწყვიტა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. იგი მივიდა მეფესთან და სთხოვა: - მეფეო! ღმერთმა მოგაგოს ყველა იმ სიკეთისათვის, რაც ეკლესიას უყავი. მაგრამ შეისმინე, მაღალო ხელმწიფეო, ჩემი დღევანდელი სათხოვარი: არც მამულის სათხოვნელად მოვსულვარ, არც ჩემი ნათესავების პატივს დავეძებ, მხოლოდ ჩემს შრომათა შემსუბუქება მსურს. დაე ამით მოეღოს ბოლო მრავალთა შურს, დაე შენი მცდელობით მშვიდობა ჩამოვარდეს ეპისკოპოსებს შორის! შენ, ვინც გამარჯვება მოიპოვე ბარბაროსებზე - მღვდელმთავართა შუღლიც დააცხრე! ამას კი მაშინ მიაღწევ, თუ მე სამშობლოში გამიშვებ. მხოლოდ ამ წყალობის სათხოვნელად მოვედი შენთან, მაშ ნუ მეტყვი უარს ამ უკანასკნელ სიკე¬თეზე!" ამ სიტყვებმა შეძრეს მეფე და მას ცრემლი მოერია, ატირდნენ იქ მყოფი დიდებულებიც. ყველა დიდ სიყვარულს გრძნობდა წმინდა გრიგოლის მიმართ და არ სურდათ მისი გაშვება. წმინდანმა კვლავ რამდენჯერმე გაუმეორა თხოვნა, თან თავის სიბერესა და სნეულებასაც ახსენებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაარწმუნა მეფე, გაეშვა იგი, რათა დარჩენილი დღეები მშვიდად გაეტარებინა და დაესვენა ამდენი შრომის შემდეგ. მაშინ გრიგოლი ყველას გამოეთხოვა, უკანასკნელი დარიგება მისცა თავის სამწყსოს და გასცილდა ქალაქს. ხალხმა ტირილით გააცილა საყვარელი მღვდელმთავარი. რამდენიმე ეპისკოპოსმა, ვისაც უყვარდა გრიგოლი და განიცდიდა მის წასვლას, დატოვა კრება და შინ გაემგზავრა. ასეთები იყვნენ გრიგოლ ნოსელი, ამფილოქე იკონიელი, ევლოგი ედესელი და სხვები. კრებაზე დარჩენილმა ეპისკოპოსებმა პატრიარქად სენატორი ნექტარიოსი აირჩიეს.

II მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი შვიდი კანონით გადაწყდა დავა ერეტიკოსთა ხელმეორედ ნათლობის შესახებ და დიდი სიზუსტით განისაზღვრა ეპისკოპოსებისა და მთავარი მიტროპოლიების უფლებები. კონსტანტინოპოლის ეპარქია გაუთანაბრდა რომის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და ალექსანდრიის დიდ მიტროპოლიებს და რომის მომდევნო ადგილი დაიკავა, როგორც მეორე დედაქალაქმა და "მეორე რომმა". აღნიშნული ქალაქების (გარდა რომისა) ეპისკოპოსებისთვის შემოიღეს წოდება პატრიარქი, რომის ეპისკოპოსს კი შერჩა სახელი პაპი, რომელიც ძალაუფლების რაიმე უპირატესობას არ გულისხმობს.

II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მამებმა გადახედეს ნიკეის სიმბოლოს და დაადგინეს, მასში რამდენიმე გამოთქმა შეეცვალათ უფრო მეტი სიცხადისა და გარკვეულობისთვის. აგრეთვე, დაამატეს რამდენიმე წევრი, რომლებშიც აღიარებულია მამისაგან გამომავალი სულიწმიდის ღმერთობა; ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია; მკვდრეთით აღდგომის მოლოდინი. მოგვიანებით III მსოფლიო კრების კანონით დადგინდა: აღარასოდეს შეცვლილიყო სიმბოლოში ერთი სიტყვაც კი! მართლმადიდებელი ეკლესია დღევანდლამდე წმინდად იცავს ამ კანონს და კითხულობს სიმბოლოს იმ სახით, როგორითაც დადგინდა 381 წელს, II მსოფლიო კრებაზე, კონსტანტინოპოლში.

ნიკეა - კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო

ისტორიულად საწრმუნოების სიმბოლო კათაკმეველთა ანუ ახალმოქცეულთა მოსამზადებლად წარმოიშვა, რომლებიც ეკლესიის წევრობის, ნათლისღების საიდუმლოსათვის ემზადებოდნენ. იგი ყოველ მოსანათლს უნდა წაეკითხა და ამით თავისი რწმენა გამოეხატა. წევრებს, ანუ სიმბოლოს შემადგენელ ნაწილებს, ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდათ: ერთი მხრივ, გამოცხადების ჭეშმარიტებაზე მიუთითებდნენ, რომელიც მორწმუნეებს სარწმუნოების დოგმატად უნდა მიეღოთ, ხოლო მეორე მხრივ, იმ ერესებისაგან იცავდნენ, რომლის წინააღმდეგაც იყვნენ მიმართულნი.

"სიმბოლო" ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს იმას, რაც "აერთიანებს, კრებს, აკავშირებს". კერძოდ, სარწმუნოების სიმბოლო ყველა იმ ჭეშმარიტებას "შეიცავს", რომლებიც, როგორც ეს ეკლესიამ იცის და სწამს, ქრისტეში ადამიანის ცხოვრების სრულყოფისათვის, ცოდვისა და სულიერი დაღუპვისაგან მისი გადარჩენისათვის აუცილებელია.

პირველ სამ საუკუნეში იერუსალიმის, ალექსანდრიის, კესარიის, ანტიოქიის, რომისა და აკვილიის ყველა მნიშვნელოვან ადგილობრივ ეკლესიას ნათლისღებისათვის სარწმუნოების საკუთარი სიმბოლო ჰქონდა. იყვნენ რა სულით ერთმანეთის მსგავსნი, როგორც ერთი და განუყოფელი სარწმუნოების გამომხატველნი, ერთმანეთისგან სიტყვათა წყობით განსხვავდებოდნენ; თითოეულს მხოლოდ ის თავისებურება ახასიათებდა, რომელიც ამა თუ იმ ცდომილების უარყოფას უკავშირდებოდა და იმ ადგილებში იყო გავრცელებული, სადაც ესა თუ ის სიმბოლო გამოიყენებოდა. ამჟამად ამ სიმბოლოთაგან შედარებით ცნობილი და ავტორიტეტული III ს-ის სწავლული ეპისკოპოსის წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედის სიმბოლოა, რომელშიც ყოვლადწმინდა სამების სამივე პირის საკუთარ თვისებებსა და მათ სრულ თანასწორობაზე სწავლებაა გადმოცემული.

IV ს-ის დასაწყისში, როცა არიოზული ერესი ფართოდ გავრცელა და ძე ღმერთის მხოლოდ ქმნილებად აღიარებით ქრისტიანულ მოძღვრებას საფუძველს უთხრიდა, და როცა ერეტიკოსებმა მართლმადიდებლური ნიმუშების მიხედვით საკუთარი სიმბოლოების გამოცემა დაიწყეს, ერთი სარწმუნოებრივი განსაზღვრების შედგენის საერთო საეკლესიო აუცილებლობა წარმოიშვა. ეს ამოცანა ნიკეის მსოფლიო კრებაზე (325) გადაწყდა, რომელმაც საკუთარი ოროსი, დოგმატური ხასიათის ეპისტოლე, გამოსცა. ამ ოროსში, რომელიც კესარიის ან იერუსალიმის ეკლესიების ძველი სანათლავი სიმბოლოების საფუძველზე შედგა, ძისა და მამის ერთარსობის ფორმულირება შევიდა.

სარწმუნოების სიმბოლო, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სარგებლობს, თავიდან "ნიკეის" მრწამსის ერთ-ერთი გამოხატულება იყო, რომელიც კონსტანტინოპოლის II მსოფილო საეკლესიო კრებაზე დააზუსტეს და მიიღეს. ამრიგად, მას სახელწოდებად ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო განუმტკიცდა.

მრწამსი, ანუ რწმენის სიმბოლო არის გარდამოცემა იმ ძირითადი სარწმუნოებრივი დებულებებისა, რომელთა აღიარება და შესრულება ყოველი ქრისტიანისთვის აუცილებელია. იგი თორმეტი მუხლისგან შედგება.

მრწამსი

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

პირველი მუხლი

"მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა".

მე მწამს, რომ არსებით ღმერთი არის ერთი, მაგრამ სამსახოვანი: პირველი სახე არის მამა ღმერთი, მეორე - ძე ღმერთი, მესამე - სულიწმინდა ღმერთი. ამიტომ ღმერთს ვუწოდებთ ყოვლადწმინდა სამებას, ერთარსებას და განუყოფელს. ყოვლადწმინდა სამების სამივე სახე თანასწორი ღირსებისაა, ამიტომ შეეფერება მათ ერთნაირი დიდება, პატივი და თაყვანისცემა.

ღმერთი არის მარადიული სული, ყოვლადკეთილი, ყო¬ვლისმცოდნე, ყოვლადმართალი, ყოვლადძლიერი, ყო¬ველგან მყოფი, უცვალებელი, ყოვლად ნეტარი.

ყოვლადწმინდა სამების სახენი განირჩევიან იმით, რომ მამა ღმერთი არც იშობა და არც გამოდის სხვა პირისაგან; ძე ღმრთისა იშობა მამა ღმერთისაგან; სული წმიდა გამო¬დის მამა ღმერთისაგან.

ღმერთს ვუწოდებთ ყოვლისმპყრობელსა და შემოქმედს, რადგან მან შექმნა ცა და ქვეყანა, ყოველივე ხილული და უხილავი და მას ემორჩილება ყოველივე, რაც კი არის.

უხილავში იგულისხმებიან ანგელოზები, რომელთაც მინიჭებული აქვთ გონება, ნება და ძალა. სიტყვა ანგელოზი ნიშნავს მაუწყებელს, მოამბეს. ასე მიტომ ეწოდებათ, რომ ღმერთი აგზანვის მათ თავისი ნების მაუწყებლად. ნათლისღების დროს ღმერთი ყოველ ქრისტიანს უგზავნის მფარველ ანგელოზს, რომ დაიფაროს მისი სული და ხორცი ყოველგვარი ბოროტებისა და ეშმაკისაგან.

ეშმაკი ცოდვილი და ღმრთისაგან შერისხული ანგელოზია, რომელსაც შურს კაცის და ცდილობს აცდუნოს და ჩაადენინოს ცოდვა. ეშმაკისაგან და ყოველივე ბოროტისაგან თავი უნდა დავიცვათ ქრისტე ღმერთის სახელის სხენებით, ლოცვითა და მარხვით.

ღმრთის განგება არის ღმერთის მოქმედება, რომლითაც ის იფარავს ქმნილებათა მყოფობას. ყოველ კეთილ საქმეს ჩადის, ხოლო ბოროტს სპობს, ან ასწორებს და მიმართავს კეთილი შედეგისაკენ.

მეორე მუხლი

"და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა".

მეორე მუხლში ლაპარაკია სამების მეორე სახის, ღმრთის ძის, იესო ქრისტეს შესახებ. "იესო" ნიშნავს მაცხოვარს; "ქრისტე" კი ნიშნავს ცხებულს. რატომ ეწოდება ღმრთის ძეს მაცხოვარი? - იმიტომ, რომ ის იშვა კაცთა საცხოვნებლად (გადასარჩენად). იესო ქრისტეს, ძეს ღმრთისას ვუწოდებთ მხოლოდშობილს, რადგან ის შობილია ყოველ დროზე ადრე, ე.ი. ის არის ისეთივე მარადიული ძე ღმრთისა, როგორც მარადიულია მამა ღმერთი.

"ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა შობილი და არა ქმნილი" ნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტე არის ნათელი, და შობილია ასევე ნათლისაგან, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და შობილია ასევე ჭეშმარიტი ღმერთისაგან. იგი არის შობილი მამა ღმერთისაგან და არა შექმნილი, როგორც სხვა ქმნილებები. ამასთან, თანაარსია მამისა, ანუ აქვს ერთი და იგივე არსება მამა ღმერთთან.

"რომლისაგან ყოველი შეიქმნა" ნიშნავს იმას, რომ ძე ღმრთისაგან შექმნილია ყოველივე ისევე, როგორც მამა ღმერთისაგან, ე.ი. ის არის ისეთივე შემოქმედი, როგორიცაა მამა ღმერთი.

მესამე მუხლი

"რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა".

მრწამსის მესამე მუხლში საუბარია ღმრთის ძის, იესო ქრისტეს განხორციელების შესახებ. სიტყვები - "ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით" ნიშნავს, რომ ძე ღმრთისა ჩვენთვის, ადამიანებისთვის, და ჩვენი ხსნისთვის გადმოვიდა ზეციდან ქვეყნად. სახელდობრ, რისგან უნდა გამოვეხსენით მას? - ცოდვის, წყევისა და სიკვდილისაგან. ცოდვა არის სჯულის დარღვევა, რის გამოც ადამიანი დაისაჯა წყევით. ცოდვამ გამოიწვია სიკვდილი. არის სიკვდილი ხორციელი და არის სიკვდილი სულიერი. ხორციელი სიკვდილი ხორცისა და სულის გაყრაა, სულიერი სიკვდილი არის ღმერთის მადლის მოკლება.

სიტყვები: "და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა" ნიშნავს, რომ ძე ღმრთისამ მარიამ ქალწულისაგან სულიწმიდის გადმოსვლით მიიღო კაცის სხეული. ღმრთის განკაცება ნიშნავს იმას, რომ იგი შეიქმნა სრული კაცი, მიიღო არა მარტო კაცის სხეული, არამედ კაცის სულიც.

ეკლესია ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს უწოდებს ღმრთისმშობელს და, როგორც ღმრთის დედას, ქერუბინებსა და სერაფიმებზე მეტ პატივს სცემს.

მეოთხე მუხლი

"და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა".

მეოთხე მუხლში ლაპარაკია იესო ქრისტეს ტანჯვისა და სიკვდილის შესახებ, როგორ იტანჯა და მოკვდა სხეულით, ე.ი. კაცობრივი ბუნებით და არა ღმრთაებრივით.

ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელი პილატეს დროს, რომელიც იყო იუდეის რომაელი მმართველი.

სიტყვები - "ივნო და დაეფლა" ნიშნავს, რომ მან დაითმინა წამება, მოკვდა ჯვარზე და დაასაფლავეს.

მეხუთე მუხლი

"და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა".

მეხუთე მუხლში საუბარია იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ. "მსგავსად წერილისა" ნიშნავს, რომ ძე ღმრთისა, იესო ქრისტე, აღდგა თავისი ღმრთაებრივი ძლიერებით, გაცოცხლდა სიკვდილის შემდეგ მესამე დღეს, როგორც წინასწარმეტყველთა მიერ იყო წინათვე თქმული და დაწერილი საღმრთო წერილში.

მეექვსე მუხლი

"და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა."

მეექვსე მუხლი ლაპარაკობს იესო ქრისტეს ზეცაში ამაღლების შესახებ. რომელი ბუნებით ამაღლდა იესო ქრისტე ზეცაში, ღმრთაებრივით თუ კაცობრივით? - ის კაცობრივი ბუნებით ამაღლდა. ხოლო ღმრთაებრივი ბუნებით ყოველთვის იმყოფებოდა ზეცაშიც და ქვეყანაზეც.

ამაღლების შემდეგ ის დაჯდა მამა ღმერთის მარჯვენით, ე.ი. მას აქვს ისეთივე ძალა, დიდება და პატივი, როგორც მამა ღმერთს.

მეშვიდე მუხლი

"და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ".

მეშვიდე მუხლში საუბარია ქვეყნად იესო ქრისტეს მეო¬რედ მოსვლის, საშინელი სამსჯავროსა და საუკუნო სუფევის შესახებ. ანუ იესო ქრისტე კიდევ (მეორედ) მოვა ქვეყნად თავისი დიდებით. ის მოვა, რათა განსაჯოს ყოველი ადამია¬ნი, ცოცხლები (რომლებიც ცოცხლები იქნებიან მისი მეო¬რედ მოსვლის დროს) და მკვდრები (რომელნიც აღდგებიან მეორედ მოსვლის წინ). ამ სამსჯავროზე ყოველი კაცის სინდისი გამოაშკარავდება და გამოჩნდება ყოველი მათი საქმე, სიტყვა და გულისთქმა.

არავინ იცის, როდის მოვა ქრისტე განსასჯელად. ამიტომ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ მისი მოსვლისთვის.

საყოველთაო განსჯის შემდგომ დადგება ქრისტეს სასუფეველი, რომელსაც არ ექნება დასასრული.

მერვე მუხლი

"და სული წმიდა, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყ¬ველთა მიერ".

მერვე მუხლი გვესაუბრება სულიწმიდის შესახებ. სულიწმიდას უფალი ეწოდება იმის გამო, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი. ის არის ცხოველმყოფელი, რადგან მამა ღმერთთან და ძე ღმერთთან ერთად, სიცოცხლეს ანიჭებს ყოველ ქმნილებას, განსაკუთრებით სულიერ სიცოცხლეს ანიჭებს ადამიანებს. მაშასადამე, ის არის ყოვლის შემოქმედი, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი.

სულიწმიდა გამოდის მამა ღმერთისაგან და ამით განირჩევა ყოვლადწმინდა სამების მეორე სახისაგან, ძე ღმერთისაგან, რომელიც მამისაგანაა შობილი. სულიწმიდა რომ მამა ღმერთისაგან გამოდის, ეს იესო ქრისტეს სიტყვებიდან ჩანს: სული ჭეშმარიტებისა, რომელიც მამისაგან გამოვალს (იოანე 15, 26).

სულიწმიდას თაყვანი უნდა ვსცეთ და ვადიდოთ ისე, რო¬გორც ვადიდებთ და თაყვანს ვსცემთ მამასა და ძეს.

სიტყვები - "რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ" ნიშნავს იმას, რომ სულიწმიდა ლაპარაკობდა წინასწარმეტყველთა მიერ, ე.ი. წინასწარმეტყველნი ლაპარაკობდნენ და წერდნენ სულიწმიდის შთაგონებით.

მეცხრე მუხლი

"ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია".

მეცხრე მუხლი გვესაუბრება ეკლესიის შესახებ.

რა არის ეკლესია?

ეკლესია არის კრება, ანუ საზოგადოება ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისა, ხოლო თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანი არის ეკლესიის წევრი. ამ საზოგადოებაში მუ¬დამ იმყოფება და მოქმედებს ქრისტე თავისი მადლით. ეკლესია ერთია, რადგან მას ჰყავს ერთი თავი - ქრისტე, მასში მოქმედებს ერთი სულიწმიდა, ეკლესიის ყველა წევრს აქვს ერთი სარწმუნოება და სულიერად შეადგენენ ერთ მთლიანობას.

ეკლესია წმინდაა, რადგან ის განწმენდილია იესო ქრისტესაგან მისი ტანჯვით, მოძღვრებით, ლოცვით და საიდუმლოებებით. მართალია, ეკლესიაში არიან ცოდვილნიც, მაგრამ ის მაინც წმინდაა, რადგან ცოდვილნი ინანიებენ თავიანთ ცოდვებს და ღმრთის მადლის ძალით მოიქცევიან; ხოლო შეუნანებელი ცოდვილები, როგორც ხისაგან ხმელი ტოტები, განიკვეთებიან ეკლესიისაგან.

ეკლესიას უწოდებენ კათოლიკეს, რაც ნიშნავს საყოველთაოს. ასე იმიტომ ეწოდება, რომ მას ეკუთვნიან ყოველი ადგილის, დროისა და ხალხის მორწმუნეები.

ჩვენს ეკლესიას სამოციქულო ეწოდება იმიტომ, რომ ის შეუცვლელად იცავს მოციქულთაგან მიღებულ მოძღვრებას და მოციქულთაგანვე აქვს მიღებული თავისი იერარქია. იერარქია არის მღვდელმთავრობა, ანუ საყოველთაო მთავრობა, რომელიც მართავს და განაგებს ეკლესიურ საქმეებს.

საღმრთო იერარქიაში მოციქულთაგან მადლი გადაეცემა საღმრთო ხელდასხმის მეშვეობით მღვდლად კურთხევის საიდუმლოს აღსრულებისას.


კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეკლესიას განაგებს მსოფლიო კრება.

მსოფლიო ეკლესიის უმთავრესი ნაწილები ემორჩილებიან საეკლესიო მთავრობას, რომელსაც წარმოადგენენ უწმინდესი პატრიარქები და უწმინდესი სინოდი.

მეათე მუხლი

"აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა".

მეათე მუხლში ლაპარაკია ნათლისღებისა და სხვა საიდუმლოთა შესახებ.

საიდუმლო არის ისეთი მღვდელმოქმედება, რომელშიც უხილავად (საიდუმლოდ) მიეცემათ მორწმუნეებს მადლი, ანუ ძალა სულიწმიდისა. წმინდა ეკლესიაში არსებობს შვიდი საიდუმლოება: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანუ¬ლი, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა.

ნათლისღების საიდუმლო

ადამიანი ინათლება იმისათვის, რომ განიწმინდოს ცოდვებისაგან და მიიღოს მადლით შემოსილი ახალი ცხოვრება. ბავშვებს არა აქვთ პირადი ცოდვები, მაგრამ მათ დაჰყვებათ ადამის ცოდვა, რომელიც აღიხოცება ნათლისღების ჟამს. ნათლობისას მოსანათლს ჰყავს მიმრქმელნი, ანუ ნათლიები, რომელნიც თავმდებნი არიან ეკლესიის წინაშე მონათლულის სარწმუნოებაზე და შემდგომში ზრუნავენ ნათლულის სარწმუნოების განმტკიცებისათვის.

სარწმუნოების სიმბოლოში წერია: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა". ასე იმიტომაა დაწერილი, რომ ნათლისღება არ განმეორდება, ანუ არ შეიძლება ადამიანი ორჯერ ან მეტჯერ მოინათლოს.

მონათლულს გულზე ჯვარს ჰკიდებენ იმის ნიშნად, რომ მუდამ ახსოვდეს: შეუძლებელია ცხონება (ხსნა) ჯვარცმულ ქრისტეში რწმენის გარეშე. ამასთან, ჯვარი იფარავს კაცს ყოველი ბოროტისაგან.

მირონცხების საიდუმლო

ნათლისღებისას ადამიანს ეცხება მირონი, რითაც მას ენიჭება მადლი სულიწმიდისა, რომლის შემწეობით კაცი იზრდება და ძლიერდება სულიერ ცხოვრებაში.

ზიარების საიდუმლო

ზიარების საიდუმლოში მორწმუნე პურისა და ღვინის სახით იღებს ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს. ის უხილავად უერთდება ქრისტეს და საუკუნო ცხოვრების მოზიარე ხდება. წმინდა ზიარების მისაღებად აუცილებელია მომზადება, რაშიც იგულისხმება მარხვა, ლოცვაი, სინანული და აღსარების თქმა.

სინანულის საიდუმლო

სინანულის საიდუმლო გულისხმობს, რომ მონანულმა აღიაროს მღვდლის წინაშე ის ცოდვები, რაც მონათვლის შემდგომ ჩაუდენია. მაგრამ საკმარისი არ არის მხოლოდ აღიარება. მონანული ადამიანი უნდა წუხდეს თავის ცოდვებზე, სურდეს თავისი ცხოვრების გამოსწორება, განმტკიცდებოდეს ქრისტეს სარწმუნოებაში და ჰქონდეს უფლის მოწყალების იმედი. ასეთი ადამიანი მღვდლის დახმარებით მიიღებს შენდობას თვით იესო ქრისტესაგან.

მღვდლობის საიდუმლო

მღვდლობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ გამოარჩევენ ღირსეულ პირს და ეპისკოპოსის ლოცვით დაასხამენ ხელს, რითაც მას გადაეცემა მადლი მღვდლობისა, რათა შეასრულოს საიდუმლონი და უპატრონოს ქრისტეს სამწყსოს დედამიწაზე.

ქორწინების საიდუმლო

ქორწინების საიდუმლო სრულდება სასიძოსა და სასძლოზე, რომლებიც თავიანთი ნებით ქმნიან ოჯახს. ქორწინების საიდუმლოში ხდება მათი მეუღლეობრივი კავშირის კურთხევა. მეუღლეებს მოეთხოვებათ ერთმანეთის სიყვარული, ერთგულება და შვილების აღზრდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.

ზეთის კურთხევის საიდუმლო

ზეთის კურთხევის საიდუმლოებაში მორწმუნეს სცხებენ ნაკურთ ზეთს და მოუწოდებენ მასზე სულიწმიდის მადლს, რომელიც კურნავს მის სულიერ და ხორციელ უძლურებებს.

მეთერთმეტე მუხლი

"მოველი აღდგომასა მკუდრეთით".

მეთერთმეტე მუხლში საუბარია მკვდრეთით აღდგომის შესახებ.

ყოველი გარდაცვლილი ადამიანის სული ხელახლა შეისხამს ხორცს და ადამიანი გაცოცხლდება, აღდგება მკვდრეთით და ამის შემდეგ უხრწნელი და უკვდავი იქნება. უკვე გახრწნილი და გაბნეული სხეულის აღდგინება მოხდება ღმრთის ძალით, ადამიანის სხეული ღმერთის შექმნილია, ამიტომ მისთვის არც გახრწნილი სხეულის აღდგინება წარმოადგენს სირთულეს.

აღდგომა შეეხება ყველა გარდაცვლილ ადამიანს, ხოლო ისინი, ვინც მეორედ მოსვლას ცოცხალი შეხვდება, წამიერად შეიცვლებიან და უხრწნელ სხეულს მიიღებენ. მკვდრეთით აღდგომა მოხდება ქვეყნის დასასრულს. ამ დროს გახრწნადი ქვეყანა დაიწვება და შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა, რომელიც იქნება უხრწნელი.

მკვდართა საყოველთაო აღდგომამდე კი გარდაცვლილთა სულები მიდიან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში. მართალთა სულები ნეტარებენ სამოთხეში, მაგრამ არასრულად; ცოდ¬ვილთა სულები კი იტანჯებიან ჯოჯოხეთში, თუმცა ასევე არასრულია მათი ტანჯვა. სრული მისაგებელი ადამიანებს საშინელი განსჯის შემდგომ მიეცემათ. საშინელი განსჯის დროს ცოდვილთა სულებს დიდად დაეხმარებათ მათთვის ეკლესიასა და სახლში აღვლენილი ლოცვები.

მეთორმეტე მუხლი

"და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ".

მეთორმეტე მუხლში ლაპარაკია მომავალ საუკუნო ცხოვრებაზე, რომელიც დადგება მკვდრების აღდგომისა და საშინელი განსჯის შემდეგ. ეს ცხოვრება მართალთათვის იქნება ისეთი ნეტარი, რომ ჩვენ წარმოდგენაც არ შეგვიძლია, ხოლო ცოდვილთათვის - მეტად სატანჯველი.

სარწმუნოების სიმბოლო სრულდება სიტყვით "ამინ", რაც ნიშნავს: "ჭეშმარიტად, ასეა". როდესაც ამ სიტყვით სარწმუნოების სიმბოლოს ვამთავრებთ, ამით ვადასტურებთ, რომ გვწამს ისე, როგორც წარმოვთქვით.

II მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები

წმინდა კრების მიმართვა კეთილმსახური მეფის თეოდოსი დიდისადმი:

"შენდამი მოწერილი წერილის (მიმართვის) დასაწყისში მადლობას ვწირავთ ღმერთს, რომელმაც თქვენი კეთილმსახურების მეფობით მოავლინა ეკლესიათა ერთიანი მშვიდობა და უბიწო სარწმუნოების სიმტკიცე, შევიკრიბენით კონსტანტინოპოლში შენი კეთილმსახურების მოწვევით, განვაახლეთ ერთობა ერთმანეთს შორის და ამის შემდეგ დავადგინეთ შემოკლებული დადგენილებები, დავამტკიცეთ ნიკეაში შეკრებილ მამათა სარწმუნოება და შევაჩვენეთ მისი წინააღმდეგი მწვალებლობანი. ამასთან ერთად განვსაზღვრეთ და დავადგინეთ კანონები.

ახლა კი გევედრებით, შენი წერილით დაამტკიცო კრების განჩინება, რათა ისევე, როგორც პატივი ეცი ეკლესიას შენი მოსაწვევი წერილებით, ასევე კრებაზე ქმნილსაც ბეჭედი დაუსვა. უფალმა დაამტკიცოს შენი მეფობა მშვიდობითა და ჯანმრთელობით შენი შთამომავლობისათვის და ქვეყნიერ მპყრობელობასთან ერთად შეგძინოს ცათა სასუფეველიც.

და ჯანმრთელობით დაცულსა და ყოველი კეთილის მიერ განბრწყინვებულს ღმერთმა მოგმადლოს სასუფეველი თავისი წმინდანების ლოცვით, როგორც ჭეშმარიტად კეთილმსახურ და ღვთისმოყვარე მეფეს".

ეს კანონები განსაზღვრეს კონსტანტინოპოლში ეპარქიებიდან ღვთის მადლითა და კეთილმსახური მეფის თეოდო¬სის მოწვევით შეკრებილმა ეპისკოპოსებმა.

კანონი 1. ნიკეის კრების კანონთა დამტკიცება. მწვალებელთა შეჩვენება

ნუ უგულებელვყოფთ ბითვინიის ნიკეაში შეკრებილ 318 მამათა სარწმუნოებას, არამედ იყოს იგი თავისი სახით და შეჩვენებულ იქნეს ყველა მწვალებლობა: ევნომიანოსთა, ანუ უმსგავსოთა, ანუ არიანელთა მწვალებლობა, მათ ეწოდებათ აგრეთვე ევდოქსიანები; სულის მბრძოლთა ანუ ნახევრად არიანელთა ერესი; საბელიანოზთა ერესი; მარკელიანოზთა ერესი; ფოტინელთა ერესი; აპოლინარელთა ერესი.

კანონი 2. ეკლესიის იერარქთა საქმიანობა მხოლოდ ეკლესიის დადგენილ საზღვრებში

ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიების აღრევა. კანონთა თანახმად ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიებს, აღმოსავლეთის ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიებს. დაცული უნდა იყოს ნიკეის კანონებით დაწესებული პატივი ანტიოქიის ეკლესიისა აზიის სოფლების ეპისკოპოსნი განაგებდნენ მხოლოდ აზიის ეკლესიებს, პონტოელი ეპისკოპოსნი უნდა მართავდნენ მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, ხოლო თრაკიის ეპისკოპოსნი - მხოლოდ თრაკიის ეკლესიებს.

ეპისკოპოსი არ უნდა გავიდეს თავისი სამრევლო ეკლესიის ფარგლებიდან ხელდასხმისათვის, ან სხვა რაიმე საეკლესიო განგებისათვის მოწოდების, ანუ მიწვევის გარეშე.

თითოეულ სამთავროს (ეპარქიას) განაგებს ამავე სამთავროს კრება ნიკეაში განსაზღვრული კანონის თანახმად, ხოლო წარმართთა შორის არსებული უცხო ტომთა ეკლესიები უნდა განაგონ მამათა მიერ დაწესებული ძველი კანონების მიხედვით.

კანონი 3. კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის თანასწორობა რომის ეპისკოპოსთან

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს აქვს უპირატესობა, ანუ წარჩინებულობა პატივისა, რომელიც რომის ეპისკოპოსის პატივის ტოლია, ვინაიდან კონსტანტინოპოლი არის ახალი რომი.

კანონი 4. ვინმე მაქსიმე კინიკელისა და მის მიერ ჩადენილ მოქმედებათა შესახებ

მაქსიმე კინიკელისა და მის მიერ კონსტანტინოპოლში ჩადენილი უწესობის შესახებ ვამბობთ, რომ მაქსიმე არც ყო¬ფილა ეპისკოპოსი და არც არის, ხოლო მის მიერ ხელდასხმულნი არ ითვლებიან სამღვდელოებად, ანუ კლერიკოსებად. ყოველივე მის მიერ ქმნილი უქმია და დაუმტკიცებელი.

კანონი 5. ცნობა სარდიკიის და ანტიოქიის ადგილობრივ კრებებზე ნიკეის "მრწამსის" დამტკიცების შესახებ

მივიღეთ წერილი დასავლელთა და ანტიოქიელთა, რომელთაც დაამტკიცეს ნიკეის კრების სიმბოლო და აღიარებენ მამის, ძის და სულიწმიდის ერთღმრთეებას.

კანონი 6. ეპისკოპოსის ბრალდების წარდგენის და განხილვის წესი

კონსტანტინოპოლის წმინდა კრების ეპისკოპოსებმა დაადგინეს, რომ ის, ვინც ბრალს დასდებს ეპისკოპოსს, არ უნდა იქნეს შეწყნარებული გამოძიების გარეშე, არც ეპისკოპოსის ყველა ბრალმდებლის მიღება შეიძლება, არც ყველა ბრალმდებლის უკან გაბრუნება, ვინაიდან ბევრს აქვს სურვილი, აურ-დაურიოს საეკლესიო წესიერება, ააღელვოს მრევლი და ცილი დასწამოს ეპისკოპოსებს მტრობით, რათა შეარყიოს სასულიერო პირთა ავტორიტეტი.

თუ ეპისკოპოსს ბრალი ედება კერძო, საერო ან ფულად (ქონებრივ) საქმეში, ასეთი საჩივარი მიღებულ უნდა იქნეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის და რა სარწმუნოებისაა ბრალმდებელი, და ეპისკოპოსის სინდისიც თავისუფალი უნდა იყოს და მომჩივანსაც მიეზღოს თავისი, რა სჯულისა და სარწმუნოებისაც უნდა იყოს იგი.

საეკლესიო დანაშაულის დაბრალების შემთხვევაში გამოძიებულ უნდა იქნეს, ხომ არ არის ბრალმდებელი მწვალებელი. მწვალებელს არა აქვს უფლება ბრალი დასდოს მართლმადიდებელ ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეების გამო. მისი ბრალდება არ იქნება მიღებული. მწვალებლებს ვუწოდებთ ძველად ეკლესიიდან გაძევებულ და შემდეგ ჩვენ მიერ შეჩვენებულ განკანონებულ კლერიკოსებს. ბრალმდებლად არ მიიღებიან, აგრეთვე, განხეთქილების მომწყობნი, ე.ი. ისინი, ვინც გამოეყო თავის ეპისკოპოსს და ცალკე იწვევს კრებებს კანონიერი ეპისკოპოსების წინააღმდეგ. არ მიიღება ბრალმდებლად არც ეკლესიისაგან ბრალდებული, განკანონებული, გაძევებული და უზიარებლობით დასჯილი, სამღვდელო პირი იქნება იგი, თუ საერო. არ მიიღება არც ის ბრალმდებელი, რომელიც თვით არის ბრალდებული ვინმესგან, სანამ არ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას.

იმ შემთხვევაში, თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც უზიარებელი და გაძევებული, არც ბრალდებული ვინმესგან და ამბობს, რომ აქვს საეკლესიო ბრალდება ეპისკოპოსის მიმართ, წმინდა კრება უბრძანებს მათ, სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსთა წინაშე წარმოთქვან ეს ბრალდება და ამხილონ ეპისკოპოსი.

ხოლო თუ სამთავროს (ეპარქიის) ეპისკოპოსები ვერ გადაწყვეტენ ეპისკოპოსის ბრალდების საქმეს, ვერ გაასწორებენ ბრალდებულს, მაშინ მათ უნდა მიმართონ დიდ კრებას, ეპისკოპოსთა განსაგებელის (ოლქის) კრებას, რომელიც ამ მიზეზით იქნება მოწვეული. ამ დიდ კრებაზე საქმის დამწყებმა, ანუ ეპისკოპოსის ბრალმდებელმა, ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს თავის წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ეპისკოპოსი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს, არ შეასრულებს ამ კანონს და მიმართავს სამეფო სასამართლოს, ან საერო მთავრის სამსჯავროს, ან მსოფლიო კრებას, ის არ იქნება მიღებული ბრალმდებლად, როგორც კრების კანონის შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების გამრყვნელი.

კანონი 7. მწვალებელთა შეწყნარების წესი

მწვალებლებს, რომელთაც სურთ გახდნენ მართლმადიდებელნი, ეკლესია შეიწყნარებს სხვადასხვა წესით:

არიანელნი, მაკედონიანელნი, სავატიანელნი, ნავატიანელნი, აპოლინარელნი შეიწყნარებიან წერილობითი მოწმობით, ლიველონით (ქარტა სიმტკიცისა). ამ მოწმობაში ანუ ქარტაში ისინი შეაჩვენებენ თავის შეხედულებებს და ყო¬ველნაირ მწვალებლობას. შემდეგ მათ სცხებენ მირონს შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე. მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგანაც ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან.

სხვა მწვალებლებს, როგორიც არიან ევნომიანელნი, წყალში ერთხელ ჩაყოფით ნათელღებულნი, მონტანელნი, ანუ ფრიგიელნი, რომელნიც ძე-მამობას ასწავლიან და სხვა ბევრ სისაძაგლეს სჩადიან, და სხვა მწვალებელნი, რომელთა უმრავლესობა გალატელთა სოფლიდან მომდინარეობს, თუ მოისურვებენ მართლმადიდებლობის აღსარებას, ისინი მიიღებიან, როგორც წარმართნი, ე.ი. მათ ნათლავენ კიდეც და მირონსაც სცხებენ. პირველ დღეს ისინი ქრისტიანები ხდებიან, ხოლო მეორე დღეს - კათაკმეველნი, მესამე დღეს დააფიცებენ სამჯერ შებერვით პირსა და ყურებში. ისინი წიგნის კითხვის მსმენელები არიან ეკლესიაში მრავალი დღის განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ ხდება მათი ნათლისცემა.

ხსენება II მსოფლიო საელესიო კრებისა - ტროპარ-კონდაკი


ტროპარი

უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალეო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.

კონდაკი

მოციქულთა ქადაგებაი და მღვდელმთავართა მოძღურებაი სწორად ბეჭედად სარწმუნოებისა და კვართად საღმრთოთ ღმრთისმსახურებისა ქრისტეს ეკლესიასა ბრწყინვალედ მოსიეს და მართლმადიდებლობით ადიდებს დიდსა და უბიწოსა ღმრთისმსახურებისა საიდუმლოსა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.09.2023
ეფესოს საეკლესიო კრება, იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს,
27.08.2023
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია,
31.01.2023
როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378 წლები) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა.
23.10.2022
VIII საუკუნის I ნახევარში, ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, მის წიაღში წარმოიშვა ახალი ერესი - ხატმებრძოლობა,
03.10.2022
რომის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დედას, დედოფალ ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
13.09.2022
ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ისრაელს უბრძანა ღმერთმა, განსაკუთრებით ეზეიმა მეშვიდე თვის დადგომა
04.08.2022
V მსოფლიო კრება (კონსტანტინოპოლის II) (553 წ.) მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ქალკედონის კრების შემდეგ წარმოშობილი მონოფიზიტური შფოთის დასაცხრობად.
29.07.2022
ექვსი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
25.07.2022
საბერძნეთის ეკლესია 13 და 19 ივლისს შორის კვირა დღეს მოიხსენიებს IV მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამებს.
10.06.2022
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიცინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat